მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » The Darkest Town (3)
12:03 PM
The Darkest Town (3)
The Darkest Town (3)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥
 

-ძალიან კარგი..სამწუხაროდ არ მცალია უნდა დაგტოვოთ(ელისი)
ქეროლაინი და სემი მარტო დატოვა ელისმა რადგან მას ახლა სულაც არ სურდა ვინმესთან ,მითუმეტეს ბიჭთან კავშირი დაემყარებინა..ახლა მხოლოდ დღიურზე ფიქრობდა და იმაზე რაც იქ ეწერა ეს მართლაც უცნაური ჩანაწერები იყო.

აი ნაწყვეტი რომელმაც განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე..
"რთულია შეეჩიო ისეთ არსებობას როგორც მე ახლა ვარსებობ..თავიდან რთულია ამად ცხოვრება,მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევი და ცხოვრობ იქამდე სანამ შენივე სახის სხვა არსება არ მოგკლავს..ყველას ჰგონია რომ უცნაური არსებები არ არსებობენ..ასე ვიყავი მეც მანამ ამად ვიქცეოდი..
ვიცი ვიქნები მარად ეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში,
ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული.
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა,
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით.
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში,
სულთა გოდება,ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი,
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი….
მოგესალმებით:მე ვარ ვამპირი…
ელისმა როგორც კი ბოლო სიტყვას მოჰკრა თვალი გაფითრდა და დღიური სასწარაფოდ დახურა..ელისი გრძნობდა როგორ ეცვლებოდა ფერი,თანდათან ფითრდებოდა..მეტისმეტად საოცარი და უჩვეულო შიშის გრძნობა დაეუფლა.. მიხვდა რომ რაღაც საშინელების პირისპირ აღმოჩნდა,თუმცა იმასაც გრძნობდა რომ ეს მას ხიბლავდა.. ცნობისმოყვარეობი გრძნობა ისევ დაეეფლა... დღიური გადაშალა და კითხვა განაგრძო.. მანამ კითხულობდა სანამ ზარი არ დაირეკა.. თან დღიურიდან საიტერესო ადგილებს იწერდა,რომელმაც მასზე განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მოახდინა..
-ელის შეხედე სემი როგორ გიყურებს (გვერდიდან ჩუმად უჩურჩულა ქეროლაინმა)
-რაში მაინტერესებს..(უხეშად უპასუხა ელისმა)
-კარგი რა შეხედე რა ბიჭია..
-ქეროლაინ გაკვეთილია ნუ გავიწყდება..
-მისის ჰიუკ მემგონი თქვენ დაგავიწყდათ რომ გაკვეთილზე ხართ (მისტერ ჯეკსონი ელისისკენ წავიდა..ელისმა ბოდიში მოიხადა, ჯეკსონმა კი საუბარი განაგრძო)
ელისს ბუნდოვნად ესმოდა რას ლაპარაკობდა მისტერ ჯეკსონი..რადგან სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.. მისი ფიქრები და იდეები შორს,უფრო შორს იხედებოდა.. იგი ხვდებოდა რომ ბევრზე მეტი იცოდა და ამის გამხელას მანამ არ აპირებდა,სანამ ამის მაგალითს არ მოიყვანდა..
იმ დღიდან ელისმა გადაწყვიტა უცნაურ არსებების შესახებ ყველაფერი გაერკვია.. 
-იცი ზარი დიდი ხანია დაირეკა?
-მართლაა? სემი ჰო? 
-კი სემი..
-მადლობა რო გამომაფხიზლე..
-არაფრის..სემმა ელის გაუღიმა შემდეგ კი დაამატა ..
-ვიფიქრე სადმე გასეირნება ცუდი აზრი არ არის მეთქი..
-ხო დღეს შესანიშნავი ამინდია.. დღეს მარტლაც კარგი იქნებოდა გასეირნება..
-მაშინ წამოდი ერთად სადმე გავიაროთ..მინდა კარგად გაგიცნო და დავმეგობრდეთ..
-მართლა? (ელისი)
-ჰო..
მთელი დრე ერთად გაატარეს ელისმა და სემმა.. მათ ერთმანეთს საკმაოდ კარგად გაუგეს,ისე რომ სემი არც კი მოელოდა.. მას სულ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა ელისზე.. თუმცა ამ ერთმა დღემ მისი წარმოდგენები შეცვალა.. მათ საკმაოდ ბევრ თემაზე ისაუბრეს..მათ შორის უცნაურ არსებებზე
-ელის ვამპირების არსებობის გჯერა? (სემმა წამოიწყო ისეთი თემა რომლითაც ახლა ელისი საშინლად იყო გატაცებული.. ელისმა პაუხს თავი აარიდა და კითხვა შეუბრუნა.. მას ბენის აზრი აინტერესებდა მერე კი თავის პასუხსაც ეტყოდა)
-და შენ? შენ გჯერა ვამპირების?
-რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კი.. ახლა  შენ მიპასუხე..
-მე აქამდე ვამპირი რაიყო ისიც არ ვიცოდი,მაგრამ ახლა მჯერა..უფრო სწორედ ვიცი რომ ისინი არსებობენ..
-მართლა? რა საიტერესოა.. და რატო გგონია ასე ელის? (სემი)
მათი საუბარი სამკაოდ შორს წავიდა.. ელისს შემთხვევით სემთან დღიურის შესახებ წამოცდა.. შემდეგ კი აღარ გაჩუმებულა და ბევრი რამე უამბო დღიურის ნაწყვეტებიდან რაც მას ჯერ-ჯერობით წაკითხული ჰქონდა..სემმა მართალია ყველაფერი იცოდა ამ უცნაურ არსებებზე მაგრამ ელისს დიდი ინტრესით უსმენდა თითქოს ასეთი რამ პირველად გაუგეს..
-მადლობა რო მომაცილე.. შემოდი ჩვენთან ივახშმე..
-არა მემგონი დროა წავიდე..
ელისის სახლიდან ქეროლაინი გამოვიდა და მათკენ ღიმილით გაემართა..
Caroline Forbes - The Vampire Diaries
-ახლა გასაგებია სად იყავი..აღარ გეკითხები..წამოდი სემ ჩვენთან ერთად ივახშმეს..
ქეროლაინმა და ელისმა სემი დაითანხმეს .. ყველამ ერთად ივახშმეს..საღამომ მშვიდად ჩაიარა.. ქეროლაინმა და სემმა ახლა თავისი დანიშნულება იცდონენ,ამიტომ ცდილობდნენ კიდევ უფრო მეტად დაახლოებოდნენ..თუცმა ქეროლაინი ელისის საუკეტესო მეგობარი იყო..დრო იყო სემიც იგივე გამხდარიყო ელისისთვის რასაც ქეროლაინი წარმოადგენდა..

*******

ბნელი და ცივი ღამე იყო..მთვარეც კი არ ანათებდა..ღრუბლების უკან იმალებოდა.. ამ უკუნით მდუმარებას მხოლოდ უცნობების საუბარი აღვევდა,რომელიც ახლა ელისის ბედს წყვეტდნენ..
-სემმა ამ მოკლე ხანში შეძლო მას  დამეგობრებოდა..
-კარგი მე შენ და სემი იმიტო დაგიბარეთ აქ რომ შეგატყობინოთ ბენმა შეთანხმების წესები დაარღვია.. ის უკვე ქალაქშია..
-რა ის ხომ?(ქეროლაინი აღელდა როდესაც გაიგო რომ ბენი უკვე ქალაქში იყო..სემს კი სახე შეეცვალა თუმცა ეს არც ქეროლაინს შეუმჩნევია და არც იმ უცნობს..)
-ბენს როგორც ჩანს სხვა მიზნებიც აქვს,ამიტომ მისგან დაცვაც შეიძლება მოგიწიოთ..ამის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ ახლა უნდა დაგემშვიდობოთ..
უცნობი წამიერად გაქრა.. არც ქეროლაინი და არც სემი იმ ადგილიდან არ ინძრეოდნენ სადაც იდგენენ..გაშეშებული იყვნენ..ქეროლაინი ალბათ იმიტომ რომ ბენის გაცნობა უნდოდა მაგრამ ამავდროულად მისადმი რაღაც უცნაური შიში ჰქონდა.. სემს რაც შეეხება,როგორც ჩანს თავის ძმასთან შეხვედრა არ უნდოდა..რადგან მათი ბოლო შეხვერდა საშინლად დასრულდა.. 
რამოდენიმე დღე გავიდა.... ქეროლაინი და სემი ბენის გამოჩენას ელოდებოდნენ,მაგრამ ბენი არ ჩანდა..როგორც ჩანს ის მოულოდნელად აპირებდა ქალაქში გამოჩენას როგორც ეს ჩვევია...
 
* * * * * 

-მადლობა ქეროლაინ ახლა დროა წავიდე..
-დარჩი ჩემთან ..
-ნესა არ გამიფრთხილებია..
-არაფერი მოხდება... დაურეკე...
-ქეროლაინ ნამდვილად არ ვიცი რატო გინდა ასე რომ შენთან დავრჩე,მაგრამ გთხოც მაპატიე..სახლში უნდა დავბრუნდე ...
ელისი ქეროლაინის პასუხს აღარ დალოდებია ისე გავიდა სახლიდან.. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ აიღო გეზი..მანქანას ნელა და მშვიდად ატარებდა,თუმცა მისი მანქანა გზაზე მოსრიალდა და ხეს შეეჯახა..შეჯახება უმნიშვნელო იყო,მაგრამ მანქანა ნამდვილად მაგრად იყო დაზიანებული.
-ჯანდაბა ეს მინდოდა მეე? არა ჯობდა ქეროლაინთან დავრჩენილიყავი..არაფერი მოხდებოდა.. 
ცოხნის მდუმარების შემდეგ ელისმა ისევ განაგრძნო..
-ჯანდაბა ახლა სახლში როგორ წავიდე.. მობილური არ იჭერდა....
-ახლა რა ვქნაა..
ელისმა გაზე აქეთ-იქით სიარული დაიწყო ..თან ბოლთას სცემდა.. ძალიან ციოდა,ამიტომ გადაწვიტა გამვლელ მანქანას აღარ დალოდებოდა, თან შეიძლებოდა არც არავის გამოევლო და სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით დაადგა.. 
-ცივა საშინლად ცივა.. (სახლამდე  ჯერ კიდევ დიდი გზა იყო, გარეთ კი საშინლად ციოდა..ელისი სწრაფად მიდიოდა და თან რაღაცას ლუღლუღებდა..ხანდახან ისე ხმადაბლაც რომ თავისი ლაპარაკი ტვითონ არ ესმოდა.. უცებ გზა განათდა და მის ზურგს უკან მანქანა გაჩერდა) მანქანიდან სიმპათიური ბიჭი გამოვიდა..
-როგორც ჩანს მანქანა გაგიფუჭდათ წამოდით მე წაგიყვანთ..
ელისი არ იყო ეჭვიანი ადამიანი,თუმცა ამჯერად შეეშინდა რადგან ეს ადამიანი აქარი არ იყო..
-არა მირჩევნია ჰაერზე გავისეირნო..
-მე არაფერს დაგიშავებთ..(უცნობს გაეღიმა) 
-გპირდებით არაფერი მოხდება
-კარგით.. 
ელისი მანქანაში ჩაჯდა .. უცნობი მანქანას ნელა ატარებდა... მათ შორის უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.. არცერთმა არ იცოდა რაეთქვა.. 
-მე ბენი ვარ..(უცნობმა წამოიწყო საუბარი)
-ელისი ..სასიამოვნოა ბენ შენი გაცნობა.. 
-ჩემთვისაც..გზაზე მარტო როგორ აღმოჩნდი?
-ავარია მომივიდა..უმნიშვნელო მაგრამ მანქანა მაინც არ დაიქოქა..გამომვლელ მანქანას აღარ დაველოდე და სახლში ფეხით წასვლა დავაპირე... რადგან ძალიან ციოდა..
-ხო დღეს მართლაც ცივა..
-რგორც ჩანს შენ აქაური არ ხარ..საიდან ხარ? 
-მე რომიდან ჩამოვედი.. ისე მშობლიური ქალაქი არ მაქვს...უფრო მოგზაური ვარ..
ბენმა და ელისმა ერთმანეთს საკმაოდ კარგად გაუგეს.. რაც შეეხება ბენის მოსაზრებებს ისინი მცდარი აღმოჩნდა.. ელისი სულ სხვანაირი ადამიანი გამოდგა..მას მხოლოდ თავისუფალი ცხოვრება აინტერესებდა.. და არაფერი იცოდა ვამპირების შესახებ..
-ფორსკის შესახებ მომიყევი რამე.. ვაპირებ აქ ცოტახნით დავრჩე..
-ეს სხვა დანარჩენი პატარა ქალაქებივით მიყრუებულია.. და მასზე ბევრი ლეგენდა დადის..
-მაინც რა ლეგენდები დადის?
-თითქოს აქ ადრე უცნაური ადამიანები ცხოვრობდნენ,რომლებიც ძალიან თეთრები და ცივები იყვნენ...
-ანუ ვამპირები? (ბენს გაეღიმა..თუმცა ეს ელისს არ შეუმჩნევია)
-ხო ალბათ ვამპირები..შენ რამ ჩამოგიყვანა ამ ქალაქში...
-გავიგე რომ ჩემთვის სახლი დაუტოვებია ჩემს უცნობ ბიძას..
-საინტერესოა და რომელი სახლი..
-დიდი და ძველი სახლია.. მგონი მასში დიდიხანია არავის უცხოვრია.. და საშინლად მოუვლელია..
(ელისი მიხვდა რომ იმ „დაწყევლილ" სახლზე საუბრობდა ბენი..დაწყევლილს ფორსკის მოსახლეობა უწოდებდა,რადგან რამოდენიმეჯერ იმ სახლში დასახიჩრებული გვამი აღმოაჩინეს..მას ბენისთვის არაფერი უთქვამს ამ სახლის შესახებ..)
-დიდი მადლობა რომ მომიყვანე.. არ შემოხვალ? (ელისმა ბენს გაუღიმა) მან პირველად შეავლო თვალი ბენს თავიდან ბოლომდე...მისი დანახვა ესიამოვნა,რადგან ეს ბიჭი მართლაც ძალიან მიმზიდველი იყო..
-არა მადლობა ახლა დროა წავიდე ..
-კარგი..
-კიდევ შევხვდებით..
ელისი უყურებდა როგორ დაჩრა ბენმა მანქანა და როგორ წავიდა.. სახლში მანამ არ შევიდა სანამ ბენის მანქანა მოსახვევში არ გაუჩინარდა..
-მოვედი ნესა..ქეროლაინ? (ელისი გაკვირვებული დარჩა როდესაც დაინახა რომ მასთან ქეროლაინი დარჩა)
-არ მოველოდი რო კიდევ გნახავდი..
-არა უბრალოდ გირეკავდი და არ იღებდი.. ნესამ მომწერა სახლში ჯერ არ მოსულაო.. და გადავწყვიტე შენს მოსაძებნად წამოვსულიყავი..შენი მანქანა ვნახე დამტვრეული..მაგრამ შენ შიგ არ იჯექი..და სულ გადავირიე..
-კარგი დამშვიდდი.. მთავარია კარგად ვარ ახლა.. ნესა სად არის? 
-სამზარეულოში სემთან ერთად..
-სემი? სემს რაღა უნდა აქ?
-არაფერი უბრალოდ დახმარება ვთხოვეთ..
ნესა მეორე ოთახიდან გამოვიდა და თავის დას მოეხვია..
-კარგით გეყოთ არაფერი მომხდარა..ერთი ძალიან კარგი ადამიანი დამეხმარა..
-ვინ? (სამივემ ერთად წამოიყვირეს..თუმცა ეს პასუხი ქეროლაინს და სემს უფრო აინტერესებდათ)
-ფორსკში ახალი ჩამოსულია ბენი ჰქვია.. 
ბენი... 
მისი სახელის გაგონებისას ქეროლაინსაც და ბენსაც სახის მიმიკა შეეცვალათ..თითქოს აჩრდილმა გადაუარა სახეზე ორივეს..თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა რამე იგრძნო როდესაც ბენის სახელი გაიგებს.. სემისთვის ბენის სახელის გაგონება უბედურების მოახლოებას ნიშნავდა..ხოლო ქეროლაინს რაც შეეხება ძალიან უცნაური და იდუმალი შიში დაეუფლა..
-კარგი დროა მე დაგემშვიდობოთ ელისი უკვე დაბრუნდა.. (სიტუაციის განმუხტვის მიზნით სემმა პირველი რაც პირზე მოადგა ის თქვა...) სემი წავიდა.. ქეროლაინი კი გოგოებთან დარჩა.. მთელი საღამო უფრო სწორედ ღამე მხიარულებაში გაატარეს.. ქეროლაინი ცდილობდა ბენის შესახებ ეკითხა ელისისთვის მაგრამ ის სულ იგივეს უმეორებდა..

* * * * * 

მეორე დილით სამივე სკოლაში წავიდნენ.. გაკვეთილებმა მშვიდად მაგრამ მოსაბეზრებლად ჩაიარეს.. ელისს წინა ღამე დავიწყებოდა და ახლა მხოლოდ ისევ მ დღიურს ჩასჩერებოდა.. ბენი და ქეროლაინი კი ერთ ადგილას ვერ ისვენებდნენ.. ყოველ წუთს რარაც უბედურებას მოელოდნენ.. ბენი მათთვის მართლაც უბედურებას ნიშნავდა..
-ქეროლაინ რა გჭირს..მთელი დღეა წინ და უკან დადიხარ.. სკოლაშიც გათიშულივით იყავი.. 
-არაფერი უბრალოდ გადავიღალე..
-რას ინებებთ?(გოგოები კაფეში შევიდნენ..)სამივემ წვენი აიღო..ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.. ელისმა უცებ თვალი მოჰკრა ბენს... ბენი მას უღიმოდა.. ქეროლაინმა ელისის მზერას თვალი გააყოლა და ბენი მანაც შენიშნა.. 
ბენი მათკენ წამოვიდა..
-ელის რა სასიამოვნოა ისევ რომ გნახე..
-მმმ...ჩემთვისაც..
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,..საბოლოოდ საუბარი ბენმა განაგრძო.
-შენ მეგობრებს არ გამაცნობ?
-კი როგორ არა.. ეს ქეროლაინია ჩემი საუკეთესო მეგობარი.. ეს ნესა,ანუ ვანესა ჩემი ერთადერთი დაიკო..
 
-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა..
ამ უცნაურ საუბარს მალე სემიც შეუერთდა..
თითოეული მათგანი,გარდა ნესასი.. სემი,ბენი,ქეროლაინი და ელისი ხვდებოდა რომ რაღაც ხდებოდა...ისინი ერთმანეთს სხვანაირად უყურებდნენ..
-ძალიან ვწუხვარ მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ..
-ცუდია ბენ.. (ელისი გამოემშვიდობა ბენს..)ქეროლაინი და სემი უკვე მშვიდად გრძნობდნენ რადგან ბენი იმ ადგილს მოშორდა..
-ქეროლაინ რა მოხდა? როგორც ჩანს ბენი არ მოგეწონა..
-ჰო არ მომეწონა,რადგან ასე მგონია ცუდი ადამიანია თუ საერთოდ ადამიანია..
-ჰო კარგი რაც გინდათ ის გითქვიათ.. მე არავის დაცვას ვაპირებ,მაგრამ ახლა დროა მეც დაგტოვოთ..ცოტახნით მარტო ყოფნა მინდა და თან დღიურის კითხვა მინდა გავაგრძელო..ძალაინ საინტერესო ადგილას გავჩერდი..
ელისმა კაფე დატოვა.. ის ამჯერად ნამდვილად ძალიან იყო გაბრაზებული რადგან ბენს წესიერად არც ქეროლანი და არც სემი არ მოქცევიან.. ბენს ისე უყურებდნენ როგორც ურჩხულს..ან უფროსწორედ რომ ვთქვათ  საშინელების მომტანს.. თუმცა ეს ფიქრები სულ გადაავიწყდა როდესაც დღიურის კითხვა განაგრძო..
-გამარჯობა
-ბენ?! (ელისი შეშინდა როდესაც მის გვერდით უცებ ბენი გაჩნდა)
-ბოდიში თუ შეგაშინე..აქ რა გინდა ?
-ვისვენებ და თან ვკითხულობ..
-სასაფლაოზე?
-ეგრე გამოდის..
-მინდა ჩემს სახლში წამოხვიდე..მინდა ნახო თუ როგორ შევცვალე "დაწყევლილი' სახლი(ბენმა ელისს გაუღიმა)
-უკვე გაიგე შენს სახლს რასაც ეძახიან..
-კი და სხვათაშორის მომწონს.. 
-უცნაურია..
-შეიძლება.. ეს დღიური შენია? 
(ბენმა დღიურს მოკრა თვალი
 რომელიც ელისს ხელში ეჭირა..
მან ძალიან კარგად იცოდა ეს დღიური ვისაც ეკუთვნოდა,
მაგრამ ელისს მაინც ჰკითხა)
-სიმართლე გითხრა არ ვიცი..აქ ამ სასაფლაოზე ვიპოვე შემთხვევით...
-და რაზე წერია?
-უცნაურ არსებებზე..
-გჯერა უცნაური არსებების? 
-არ ვიცი.. თუ ოდესმე ასეთ არსებას შევხვდები ალბათ მაშინ დავიჯერებ.. ალბათ ეს დღიური რომელიმე მოყვარულმა დაწერა ..
-მე კი არამგონია..
-და მაინც რატო?
ბენმა და ელისმა მთელი დღე ერთად  გაატარეს,გვიან საღამოს კი ბენმა ის სახლში მიიყვანა..
-მადლობ ბენ... შენთან ყოფნა ძალიან სასიამოვნოა..რაც შეეხება უცნაურ არსებებს არამგონია შენ მართალი იყო..

* * * * 

რამოდენიმე დღე გავიდა ბენი კი არ ჩანდა.. მისი გაუჩინარება ქეროლაინმა და სემმა ადვილად შეამჩნიეს.. ელისს რაც შეეხება ის ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფირქობდა გაერკვია სინამდვილე ..არსებობდნენ თუ არა ვაპირები.. რამოდენიმე დღეში ფორსკის ბიბლიოთეკა გაზიდა.. ინტერნეტში ყველაფერი გადაიკითხა.. თუმცა იქ უფრო მცირე და მწირი მასალა იყო..


მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ რომ ასე დავაგვიანე... შეიძლება ამის გამო მკითხველიც დავკარგო,მაგრამ გპირდებით თუ ამ თავზე კომები მოგროვდება აუცულებლად მალე ძალიან მალე დადვდებ მომდევნო თავს..
მემგონი ეს თავი არც ისე ცუდი გამოვიდა.. დიდი მაქვს მოგეწონათ.. შემიფასეთ და თუ საჭირო გახდა გამაკრიტიკეთ (ამაში ეჭვიც არ მეპარება)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 836 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-01-28 Spam
მომეწონაა<33