მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 2 » Romeo VS Juliet?=28
8:28 PM
Romeo VS Juliet?=28
 

მეორე დილით 6–ს აკლდა წუთები,ფანჯარასთან ძაღლის ყეფის ხმა მომესმა.
–უეჭველი ჰაჩი იქნება–გავიფიქრე და სწრაფად წამოვდექი.ნახევრად ჩაცმულმა,ფარდები გადავწიე და ფანჯრიდან გადავიხედე.არ ვიცოდი,ჩარლისთვის როგორ მეთქვა,რომ გუშინ ღამით ადრი წასვლაზე ვერ დავიყოლიე...
–აბა რას შვეეებიიიი?–თითქოს ჩუმად იკითხა,მაგრამ მე კარგად გავიგონე
–არ მომყვება...–ფანჯარა გამოვაღე და მეც ჩუმადვე ვუპასუხე
–კარგი–ხელით მანიშნა–ჩამოდი–ესეც ხელით მანიშნა
–დამუნჯდი?–გამეცინა მე
–არა–სიცილით თქვა და მობილურს უპასუხა..
ჰაჩი გამწარებული ყეფდა.მეც შევრბუნდი და მომზადება დავიწყე,თან მიკვირდა დილის ამ მონაკვეთში ვის ესაუბრებოდა : )) 
ქვემოთ მალევე ჩავედი..

–როგორ ხარ?–თავაზიანად შემეკითხა
სრიბილის განწყობაზე,შენ?
–მეც თავიისთავად...
–წავედით?
–კი–მითხრა და სირბილისთვის მოემზადა.
გზაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ )) მასზე უფრო მეტი გავიგე.
მიუხედავად იმისა,რომ მამამისი რეჟისორია ის სულ სხვა სფეროთი იყო დაკავებული)
საკუთაი ბიზნესი აქვს და ალბათ ამიტომაც არი,ნახევარ დროს მობილურზე რომ საუბრობს.საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა  იყო.ჩემში დიდი მოწონება დაიმსახურა,უკეთ რომ გაეცნო ადრის,ისინი მართლა ერთმანეთისთვის იქნებოდნენ ზედგამოჭრილნი...ხასიათებითაც შევეწყვეთ.რამოდენიმე საათში ისეთი შეგრძნება,მქონდა თითქოს უკვე წლებია ვმეგობრობთთქო.
მომწონდა ასეთი დამოუკიდებელი,ცოტათი თავისთავზე შეყვარებული ბიჭები...
სახლში 10 საათი იყო,რომ დავბრუნდი.
ადრის ჯერ კიდევ ეძინა.
მინდოდა რაიმეთი შემომერიგებინა.საუზმე მოვუმზადე(წვენი,ბლინები),ის რაც ყველაზე მეტად უყვარდა და ოთახში ავუტანე.
დღევანდელზე მოკლედ ვუთხარი.ჩარლიზეც შევაპარე.ახლა საერთოდ არაფერი უთქვამს,რითაც კიდევ უფრო მაღიზიანებდა:))

1 კვირა ძალიან მალე გავიდა..ჩარლისთან ეთად ყოველ დილით დავრბოდი.ამ დროში რეჟისორმა უკვე სცენარიც მომცა.ვკითხულობდი ხოლმე და ჩემი პერსონაჟის უკეთ შეცნობას ვცდილობდი...
დილით უკვე გადაღებებზე ვიყავი წასასვლელი.
აბა რას შვები?ხომ არ დაგავიწყდა დღეს პირველი დღეა–ფარდები გადაწია ადრიანამ და გამომხედა
–რა დამავიწყებს–გავიცინე და თავი წამოვწიე...
მომზადების დრო ძალიან მალე გავიდა.მაკიაჟი როგორც ყოველთვის,ადრიმ გამიკეთა.წასვლის დრო რომ მოვიდა,ჩანთა ავიღე და ჩვეული სისწრაფით ჩავირბინე კიბეები...

გადაღებები,როგორც რეჟისორმა ახსნა, შედარებით ადვილი სცნებით იწყებოდა.შემდეგ იყოს,სცენები,რომელიც გაცილებით მეტ მუშაობას მოითხოვდა..
ვუსმენდი და ვცდილობდი არაფერ გამომპარვოდა.გადასაღები მოედანი ხომ ეხლა სავსე იყო უამრავი ადამიანით..
კამერათა დიდი ამალა,ოპერატორებითურთ ჩემს წინ აღმართულიყო.
ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული,ყველა რაღაცას ჩქარობდა.
როგორც გავარკვიე ისეთი სცენებით იწყება,სადაც ნიკოლასი მონაწილეობს.
ძალიან გამიხარდა,რომ პირველი არ ვიყავი.მინდოდა პირადად დავკირვებოდი რეჟიორს,რომ მცოდნოდა რა დონეზე მომთხოვდა ის საქმის შესრულებას...

ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.როგორც ჯომ აღნიშნა,კარგი დასაწყისია.ისედაც ვის ეპარება ეჭვი ნიკოლასის პროფესინალიზმში..
–ანდერსონ–მომესმა მოულოდნელად ხმა,მაშინ როცა ჩემს გამოსაცვლელ ოთახში ვიჯექი.სწრაფად წამოვდექი და გადასაღებ მოედანზე გავედი...
–ჩემს ასისტენტს გაყევი,თმის სტილი უნდა შეიცვალო
–ახლა?
–ჰო ახლა,სწრაფად–მითხრა ჯომ,რომელიც აღელვებული ჩანდა.–შეიძლება შენც დაგვჭირდე
ამ სიტყვებზე თავგზა ამებნა და გული ამიჩქარდა
–დიახ რათქმაუნდა–გავუღიმე და უკანმოუხედავად გავყევი ასისტენტს..

მთელი გზა ჩემს თმას დავყურებდი.ვიცოდი რომ ძალიან შემენანებოდა,მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო.
–გაიზრდება ისევ,აბა სად წავა–ჩავილაპარაკე ჩემთვის და ფიქრებში წავედი...
სტილისტმა უამრავი მოკლედ შეჭრილი თმის ფოტო მანახა.მთავარია მოკლე ყოფილიყო,სტილი ჩემი ასარჩევი იყო.ბევრი თვალიერების შემდეგ ერთ–ერთზე შევაჩერე არჩევანი))

თმის შეღებვასა და შეჭრას რამოდენიმე საათი დაჭირდა..
სარკეში არ მახედებდნენ..)) ბოლოს როცა ყველაფერ მორჩა,სკამი სარკისაკენ დაატრიალეს.

ახლა იქ ჩემი ორეული იყო,ორეული თუ უბრალოდ ანარეკლი.
გაოცებული ვიყავი.თითქოს რამოდენიმე წამში სხვა ადამიანად ვიქეცი.
არ ვიცი ასეთი შეგრძნება რატო დამეუფლა,მაგრამ მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე,რომ არ შევმცდარვარ.არ შევმცდარვარ იმაში დამეწყო ახალი ცხოვრება.
ფეხზე წამოვდექი და სარკეს მივუახლოვდი..
–აბა რას იტყით?–ყველა მე მელოდა
არაჩვეულებრივია–მათკენ შევრბუნდი და აღტაცებით ვთქვი.თითქოს ყველამ შვებით ამოიუნთქა...მადლობა გადავუხადე იქ მყოფთ და ასისტენტთან ერთად დავტოვე იქაურობა.
ჩემი ახალია ვარცხნილობა ყველას ძალიან მოეწონა )) იმ დღეს ჩემი სცენა აღარ გაადავიღეთ.რეჟისორმა წასვლის ნება მომცა და მეორე დღეს დილით ადრე დამიბარა...
ლილის ქუდი ვთხოვე,ჩემსავით დამწყებ მსახიობს,რომელთანაც ბოლო დროა ვმეგობრობ)) სახლამდე მან მიმიყვანა..
ერთმანეთს გამოვეშვიდობეთ.სახლში შეცვლამდე ქუდი მოვირგე და კარი შევაღე.
ჯესიც ჩვენთან იყო..
მოხვედი უკვეე?–გამომხედა ადრიმ
–რა მოხდა?–თითქმის ერთად იკითხა მან და ჯესიმ
–არაფერი ისეთი.მე ხვალ მიღებენ
–ეგ ქუდი ვისია?–არ გამორჩენია უცხო საგანი ადრიანას ჩემს თავზე ;დ
–ლილისი.
–ჰოდა მიძვრე ეგ ლილის ქუდი–გაეცინა–არ გიხდება
კარგი–ჩავილაპარაკე და ქუდი მოვიხადე...
მათი რეაქცია უნდა გენახათ.ერთი საათი დამტრიალებდნენ თავს და ათასგვარ კითხვებს მისვამდნენ..)) გვიანობამდე ერთად ვიყავით,ფილმის ყურებაში ძილი მოგვერია.მეც პირდაპირ საწოლი ოთახისაკენ წავედი,რადგან დილით ადრე ვიიყავი ასადგომი...

მეორე დღეს დროულად მივედი...
დღეს შედარებით ნაკლები ხალხი იყო.
ასისტენტმა გასახდელში საჭირო ტანსაცმელი დამახვედრა
ჩემს პერსონაჟს თავისებური,მისთვის დამახასიათებელი სტილი ქონდა.
მოკლე შორტები,და ისეთი მაისური,რომელიც მთლიანად თუ არა,ნახევარწილად ფარავდა შორტს...არც ეს იყო ცუდი.მალე მოვირგე და აღელვებული გავედი გადასაღებ მოედანზე.))

ჯოსთან მუშაობა ძალიან კარგი იყო.ის მხოლოდ ჩემი რეჟისორი კი არა,ჩემი მასწავლებელი იყო.ისე მეგობრულად მომიდგა,რომ მისგან სიმართლე ვთქვა არც ველოდი.აქვს თავისთვის დამახასიათებელი მანერები.შეიძლება სცენარი,მოულოდნელად შეცვალოს,რაც მისი ფანტაზიის უნარის მაღალ დონეს აჩვენებს.ძალიან ფრთხილი და  დაკვირებულია.არ ეპარება არცერთი დეტალი.ნამდვილი პრეოფესიონალია და ეს მომწონს მასში.ვგრძნობდი,რომ ის ჩემი ახალი ცხოვრების საწყისი ეტაპი იყო.თუ ამ ფილმით წარმატებას მართლა მივაღწევ,მაშინ ამაში პირველი როლი ჯოს ეკუთვნის...

ასე გადაღებები რამოდენიმე კვირას გაგრძელდა ))
ზოგჯერ ძალიან გვიანობამდე მიწევდა იქ ყოფნა.ძალიან კარგი კოლექტივი ვართ და თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს..)
ჯო ზოგჯერ ძალიან მკაცრია,ზოგჯერ კი ორმაგად მხიარული.)
თუმცა მის ხასიათზე ყოფნას,ხომ ჩვენ განვსზღვრავთ ჩვენი მუშაობის დონით..
 ჩარლიროდესაც იცლიდა,მოდიოდა გადასაღებ მოედანზე.
უკვე ორი დღეა,ადრიანა დავითანხმე ჩვენთან დაეწყო მუშაობა.
ვიზაჟისტმა დაგვტოვა პრობლემების გამო და რათქმაუნდა მისი ადგილი პირველ რიგში,ადრიანას შევთავაზე.მიუხედავად იმისა,რომ მასაც არ ქონდა მუშაობა დაგეგმილი მაინც დავაწყებინე.მთელი დღე ერთად ვიქნებოდით,თანაც შეპირებული იყო რომ ჩემთან ერთად იმუშავებდა.)

ყოველი სცენა მახვედრებდა თუ როგორი გასნხვავებული იყო ჩემი პერსონაჟი ჩემგან.ეგოისტი,თვითნება მხატვარი,რომელიც ხშირ შემთხვევაში გართობაზე ფიქრობს.რამოდენიმე სცენაში სიგარეტიც დაგვჭირდა,და რომ იტყვიან გემო გავუგე.ყოველდღე ვეწევი 3–4 ღერს,და მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება თუ რაიმეზე ავნერვიულდები....

ღამის 12 საათი იყო სახლში რომ მივედი.3 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე.ხვალინდელზე ვფიქრობდი.გადაღებები ჩვეულებრივ მქონდა,მაგრამ ხვალ ლიამთან ერთად..რაც კონფერენციაზე ვნახე,მის მერე არც მინახავს.ჯერ–ჯერობით საჭირო არ იყო და ჯო არ იბარებდა.
მიუხედავად იმისა,რომ უკვე შევეგუე კამერებთან მუშაობას,შევეგუე ისეთ მსახიობთან მუშაობასაც როგორიც ნიკოლასია,ხვალინდელი სცენის მაინც მეშინოდა.
მე ხომ პარტნიორთან ასეთი სიახლოვის თამაშის გამოცდილება არასდროს მქონია.
ამ დროს საჭიროა იყო გაცილებით თავისუფალი....

დილით ადრე ავდექი.დღეს ჯესიც მოგვყვებოდა.
სამივემ ერთად ვისაუზმეთ და გადასაღები მოედნის გზას დავადექით
მაკიაჟი გამიკეთა თუ არა ადრიმ ჩაცმას შევუდექი.
ამჯერად არ იყო არც გრძელი მასიური და მოკლე შორტი,არამედ ვარდისფერი საცვალი და მოკლე მაისური,ჭიპსაც რომ არ მიმალავდა ისეთი.
–ძალიას სექსუალური ხარ))–მითხრა ჯესიმ სარკეში.
სიცილი დავიწყე და დავტრიალდი))
–აჰა ეს მოიცვი–მოსაცმელი მესროლა ადრიანამ.)
გასახდელიდან გადასაღები არცთუისე შორს იყო,მაგრამ მაინც მოვიცვი.თანაც ბოლო დროა პაპარაცებს ვამჩნევ ახლო–მახსლოს.მიუჩვეველი ამ პროცესს,ვერ ვეგუები ამას და მგონია რომ გამუდმებით ვიღაც მაკვირდება,მითვალთვალებს და მალულად მაფასებს))
კარები შევაღე და მოვხვდი ადგილას,რომელიც ფილმში ჩემი საკუთაი ოთახი იყო.)
აქამდე ეს ადგილი არ გამოგვიყენებია და დიდი ინტერესით ვათვალიერებდი იქაურობას.ყველგან ნახატები იყო.ვაკვირდებოდი თითოეულ მათგანს.ეს ნახატები კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს,ჩემი პერსონაჟის ხასიათებს...
–ჩემი ქერა მოსულა–ესე მეძახდა ჯო
–ჰო–გამეცინა–კარგი ოთახია))
–აი შენი პარტნიორიც მოვა და მალე დავიწყებთ
–ჯო–მივუახლოვდი და ისეთი ტონით დავიწყე,უნდა მიმხვდარიყო რომ რაღაცის თხოვნას ვაპირებდი
–ძალიან გთხოვ არავინ დაესწროს ამ სცენას.რთულია–გავიცინე

–გასაგებია ჩემო კარგო) მხოლოდ ისინი ვინც საჭიროა..
მეგონა რომ 2–3 ადამიანი იქნებოდა მხოლოდ,მაგრამ მერე გავარკვიე 
რომ მათ რიცხვში შედიოდა,რეჟისორი,
მისი ორი ასისტენტი,სცენარისტი,პროდიუსერი და 
ოპერატორი თავიანთი სისტენტებით))
ძალიან ცოტაა.იმაზე ცოტა ვიდრე ვიფიქრებდი...

შორი ახლოს ლიამის ხმა გავიგონე.გული ამიჩქრდა და ცოტა ავნერვიულდი,თუმც საერთოდ არ ვიტყობდი.
ოთახში ლიამი შემოვიდა.

ახლაც ისეთივე მზერა მომაბყრო,როგორიც მაშინ და წამსვე  ჯოს გახედა.ცოტა ხანი ისაუბრებს..
შემდეგ კი გაისმა სიტყვები "ვიწყებთ"...
–მოიძვრე ეგ მოსაცმელი და მობილიზდი–ჩუმად მითხრა ჯომ
მეც გავიხადე და მტკიცე ნაბიჯებით ჩამოვჯექი საწოლზე.
ლიამმა წელს ძევით გაიხადა.
–ღმერთო ჩემო!–გავიფიქრე...–ყველაფერი გამომივა,ყველაფერი გამომივა–გულში ვიმეორებდი და ჯოს ვუსმენდი...
სანამ გადაღებას დაიწყებდნენ,მე და ლიამი მარტონი დავრჩით ოთახის შუაგულში.
–რაღაც შეიცვალე ხო?–მოულოდელას შემეკითხა ის
–კი,თმა...–არ დამამთავრებინა
მართალია.გამახსენდა)) –გამიღიმა
–დაძაბული მეჩვენები
–არ გეჩვენები ვარ–გულახდილად ვუპასუხე
–ძალიან ცუდი.ასე არ გამოვა)თუ გინდა თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი
–თავიდან?ნუ კარგი..
–შენთვის უცხო ვარ,დამწყები ხარ.მესმის ცოტა რთულია,მეც ვიყავი წლების წინ ასეთ მდგომარეობაში,შეიძლება ცოტათი ადვილში–გაეცინა
–ამ დროს ჩემს ადგილას სხვა წარმოიდგინე.შენი საყვარელი ადამიანი
ეს სიტყვები თქვა თუ არა,ჰარი გამახსენდა.
წამიერად მისი სითბო მომენატრა და მოქმედების უნარი დავკარგე.
–ასეთი ადამიანი არ მყავს–მტკიცედ ვთქვი,როცა რეალობას დავუბრუნდი
–არც გყოლია?–ცოტა გაუვკირდა
–არა!–კლავ მტკიცედ ვუპასუხე და გავუღიმე
საინტერესოა )) მაშინ უბრალოდ გაიხსენი და დაძაბულიც ნუ იქნები ))

–დავიწყეთ–უკვე მეორდ თქვა ჯომ და გვანიშნა მოვმზადებულიყავით...
საწოლზე წამოვწექი.ისე,როგორ მითხრეს.
–არ მომწონს–თქვა ჯომ და მომიახლოვდა
–ხელი ცოტა მარჯვნივ დადე და მარცხნივ გადაწიე თავი
ჰო ვთქვი,ასეთ დეტალებსაც ყურადღებას აქცევდა...
–სამი თვლის შემდეგ თვალები გაახილე და თავი წამოწიე..
–დუბლი პირველი
გაისმა ხმა და მეც მითითებებს მივყვევი...
–არა,არა,კამერისკენ ნუ იყურები,ფანჯარას გახედე,ხელახლა–დაიყვირა ჯომ
მეც მორჩილად,ზუსტად იმ პოზაში დავწექი და დაველოდე,როდის დაიწყებოოდა მეორე დუბლის გადაღება))
მესამე აღარც დამჭირვებია.ოთახში ლიამი შემოვიდა.
სიმართლე გითხრათ სუფლიორზე ამოკითხილი დიალოგი წესიერად არც მახსოვს,ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი...
ჯომ რაღაც მითითება მიცა და დუბლის ჩაწერაც დაიწყო.
ლიამი ნელ–ნელა მოდიოდა ჩემსკენ.თვალებში მიყურებდა.მისი დაჟინებითმა მზერამ ამაღელვა.მაგრამ მაინც შევძელი გაღიმება ბუნებრივი გამომსვლოდა.წამოვიწიე და მუხლებზე დავდექი...
მშვიდად,მშვიდად–ხელის დაბლა დაწევით სიმშვიდისკენ მიმითითებდა ჯო
ლიამმა ხელი ჩემს თმაში შეაცურა,მეორე ხელი კი წელზე მომხვია.
უცნაური გრძობა დამეუფლა.
ხელები კისერზე მოვხვიე და საკოცნელად გავიწიე,რომ რეჟისორმა დუბლი შეწყვიტა.
–არ მომწონს!! ხელახლა
–არადა კარგ მომენტზე ვიყავით ))–გაიცინა ლიამმა და უკან წავიდა.უხერხულად გავხედე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი...

შემდეგ დუბლი,როგორც წინა ისე დაიწყო...
ხელები კისერზე დავადე და საკოცენლად გავიწიე.

მას უკან–უკან მივყავდი.ის ჩემს ზევით მოექცა.

საკმაოდ სასიამოვნო პროცესი იყო :დ მხოლოდ ის არ მსიამოვნებდა ხუთივე მხრიდან , კამერა რომ მანათებდა )
–შეწყდა–დაიყვირა ჯომ
–რა დროს წყვეტს ხოლმე–დავიწყეთ მე და ლიამმა სიცილი...

–ფეხი ოდნავ მაღლა აწიე–მე მომმართა.
გასაგებია,ოდნავ მაღლა–თავი გავაქნიე და სცენის ხელახლა გასამეორებლად მოვემზადე...!!
როგორც იტყვიან ყველაფერმა კარგად ჩაიარა.)
ამ სცენის გადაღების შემდეგ,თითქოს ყველა ბერიერი გადავლახე რაც აქამდე მაკავებდა................

მმმმ..არ ვიცი როგორი თავი იყო.ობიექტიურად შეფასეთ))
ოთხრობა ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება და ძალიან გთხვოთ ვინც კითხულობთ ყველამ დდააკომენტარეთ.ეხლა ღამის 3 საათია,და არ ვიცი ამდენიც როგორ დავწერე :დ))
დიდი მადლობა წინა თავზე კომენტარებისთვის<33


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 903 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-03-04 Spam
miixaariiaa romm dadeee dzaliannn ,<3 maLLEE MALEEdade shemdegic <3 ...mommwonsss <3