მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » Romeo VS Juliet?=23
1:30 PM
Romeo VS Juliet?=23

დღეს თითქმის გეგმაში არაფერი გვქონდა.
სახლში მისულმა საუზმის მომზადება დავიწყე,თან ნიკოლასის სიტყვებზე ვფიქრობდი.
ამ წუთში ჰარის მეტი,თავში არავინ მიტრიალებდა.ფიქრებში წასულმა ვერც კი გავიგე როგორ შემოვიდა ადრიანა.
რაღაც უკითხავს,მე კიდე არც გამიგონია და მის დანახვაზე ჭიქა ლამის გადამივარდა ხელიდან
–კარგად ხარ?
–ძალიან შემეშინდა.არ მეგონა თუ აქ იყავი
–წასული რომ იყავი ვინმემ ხო არ შეგაშინა?–სიცილი დაიწყო–რა დაფეთებული ხარ
–უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი ადრიანა–უხეშად ვუთხარი და 3 ლანგარი,მაგიდაზე დავაწყვე
–ბოდიში–მანაც ასევე ცინიკურად ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა
–ნიკოლასი ვნახე–ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დავიწყე
–ჰარის მამა?
–ჰო..–გვერდით ჩამოვჯექი და ჩვენი დიალოგის შესახებ ყველაფერი ვუთხარი.

როცა მე და ადრი მოვრჩით საუზმობას,ლუისიც მაშინ ჩამოვიდა.
მაგიდასთან მარტო დავტოვეთ და ჩვენ ოთახში ავედით.
დღეს ადრიანას კურსებზე ბოლო დღე ქონდა და ამთავრებდა.
ისეთ დიპლომს იღებდა,რომ უკვე შეეძლო მუშაობის დაწყება "კოსმეტოლოგად" ))
მე ვეუბნებოდი,რომ ერთ დღესაც როდესაც პოპულარული გავხდებოდი,ჩემს პირად კოსმეტოლოგად ავიყვანდი და კარგადაც გადავუხდიდი :დ )
ამაზე ყოველთვის ვიცინოდით.მაგრამ როოგორც მე ადრიანასაც,ამ ზაფხულში არაფერი ქონდა დაგეგმილი...
ტანსაცმლის არჩევაში დავეხმარე და 1 საათში უკვე გასაცილებლად კარებამდე გავყევი..
ამ დღემ ძალიან უბრალოდ ჩააიარა.მთელი დღე მე და ლუისმა ფილმების ყურებაში გავატარეთ..
საღამოს ადრიანაც დაბრუნდა..
დღევანდელზე მიყვებოდა,რომ კიბეებზე ლუისის ხმაურიანი ჩამოსვლა გავიგონეთ..
მოვიდა და კარგად შეხვდით–შემოყო მან ოთახში თავი და გასასვლელისკენ გაბრუნდა

–ვინ მოვიდა?–ერთად ვიკითხეთ მე და ადრიანამ
მართლაც ორ წუთში ოთახში ლუისს ის გოგო შემოყვა,მე რომ დილით შემხვდა ))
სახლში მეორედ დაპატიჟა?ეს უკვე დიდი პროგრესი იყო.
–გაიცანით გოგონებო,ეს ჯესიკაა)–მანაც  გაგვიღიმა ორივეს

–ელისი და ადრიანა,ჩემი დები–ფეხზე წამოვდექი
მაპატიე,რომ დღეს ასეთ უხერხულ მომენტში გავიაცნით ერთმანეთი–დილის შემთხვევა იგულისხმა
–არაუშავს )) სასიამოვნოა შენი გაცნობა
–ჩემთვისაც.–კვლავ უხერხულად გამიღიმა
–შემოგვიერთდით,ფილმის ყურებას ვაპირებდით–თქვა ადრიანამ 
–კარგი იდეაა ))–ვთქვი და სამზარეულოდან ტკბილეულობა და სასმელი გამოვიტანე..
შუა ფილმის ყურებისას ჯესიკამ სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო..

ადრიანა ვერ იტანდა,როდესაც სახლში ვინმე ეწეოდა,ლუისსაც ყოველთვის უშლიდდა.
ახლა კი წარმოიდგინეთ მისი რეაქცია,გაბრაზებული უყურებდა ლუისს და თვალებს უქაჩვდა.მე კიდე მას ვუყურებდი და სულელივით მეცინებოდა
ბოლოს ვეღარ მოითმინა:
–ჯესი,ჩემო კარგი სახლში არ მიყვარს რომ ეწევიან

მან როგორც პირველი შემოსვლისას,ახლაც უხერხულად გაღიმა და სიგარეტი ჩააქრო
–მაპატიე,არ ვიცოდი
–ხო–უხეშად უთხრა და სამზარეულოში გავიდა
–ყურადღებას ნუ მიაქცევ,ჩვევია
–ჰო მართალია.სულ ასე იცის–გამომესარჩლა ლუისი
–გავითვალისწინებ–გაიღიმა ჯესიმ და ტელევიზორს მიუბრუნდა
ჰო მართლა,ჯესიც მსახიობია
–ძალიან კარგი )) დაამთავრე უკვე?–გამიხარდა
–ჯერ არა,ერთი წელი დამრჩა–შემომიბრუნდა–ნიუორკში ვსწავლობ.შენ ჰარისთან ერთად იყავი ჰო კოლეჯში?
ცოტა გამიკვირდა ის რატომ ახსენა)
–კი კოლუმბიაში ვსწავლობდი.ჰარის შენ საიდან...
არ დამამთავრებინა
–ჩემი ბიძაშვილია–თქვა და გამიღიმა–შემთხვევით გავიგე,რომ ერთად სწავლობდით,როცა ლუისმა შენი სპექტაკლის ჩანაწერი მანახა,ძალიან მომეწონა)
–დიდი მადლობა–გავუღიმე და ლუისს გავხედე
ვაგრძნობინე,რომ აქამდეც უნდა ეთქვა ჯესი ვისი ბიძაშვილიც იყო.
ნამდვილი ბედის ირონიაა.
–დამავიწყდა თქმა–ჩუმად ჩაილაპარაკა და კვლავ ტელევიზორისკენ წაიღო მზერა
–და ერთი სიტყვით ძალიან მინდოდა შენი გაცნობა.
–თუ ჰარი შენი ბიძაშვილია,სპექტაკლზე არ დაგპატიჟა?
იცი?მამაჩემს და ნიკოლასს უკვე დიდი ხანია არეული აქვთ ურთიერთობა.შესაბამისად მე და ჰარი წეისერად არც ვიცნობთ ერთმანეთს.ბოლოს 9 თვის წინ ვნახე,დედამისის დასაფლავებაზე.

–გასაგებია–მოულოდნელად ფიქრებში წავედი.ჩემს თვალ წინ,წამში წარმოისახა ნიკოლასის დღევანდელი ნაღვლიანი თვალები,როდესაც თავის ცოლზე მითხრა.
რეალობაში ლუისის ხმამაღალმა სიცილმა დამაბრუნა.ჯესიც იცინოდა,გაცილებით ჩუმად ))
–ნუ იცი ეგეთი სიცილი იდიოტო,გული გამისკდა–ბალიში ვესროლე
–უკაცრავად პატარა,მაგრამ შენ ნუ იცი ეგეთი "უჟმურობა"
–ძალიან სასაცილოა–უხეშად ვუთხარი
–სასაცილოდ არც მითქვამს–გაკვირვბულმა მხრები აიჩეჩა და ჯესის გახედა,რომელსაც ჩვენ დიალოგზე ეცინებოდა
–სასიამოვნო იყო ჯესიკა შენი გაცნობა,დაგტოვებთ ))
–ჩემთვისაც ელის..
წამოვდექი და სამზარეულოსაკენ წავედი
–ჰო მართლა,თუ გინდა მოწიე :დდ ადრიანას მე გავართობ
–კარგი–სიცილი დაიწყო და წვრილი,თეთრი ღერი ყუთიდან ფრთხილად ამოიღო..

–არა რა,რომ იტყვიან ბედი დაგცინის,
ლუისი გოგოს სერიოზულად უყურებს და ისიც ჰარის ბიძაშვილი..
მითხრა ადრიანამ,როდესაც მათ ნათესაურ კავშირძე ვუამბე ))
–ჰო შეიძლება მომცილდეს ეს ადამიანი თავიდან–ჰარი ვიგულისხმე
რასაც ვაკეთებ,ვისაც ვნახულობ,ყველაფერი მასთან კავშირშია.ასე უკვე აღარ შემიძლია,ეს ყველაფერი უკვე ზედმეტია–ცრემლები წამომივიდა...
ადრიანა მომიახლოვდა და გადამეხვია
–ვერ ვიტან როდესაც ასეთს გხედავ.რა ცუდია,როცა შენი დახმარება არ შემიძლია
არაფერი მითქვამს..ფიქრებში წავედი..
ცოტა ხანში კი უსიტყვოდ წამოვდექი,და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი...
 მალე ჩამეძინა,და შესაბამისად დილასაც ადრე ავდექი..
ჯერ კიდევ 10 საათი იყო დილის.დარწმუნებული ვიყავი,რომ ამ დროს არც ლუისს და არც ადრიანას არ ეღვიძებოდათ..
ჩავიცვი და სავაჭრო ცენტრში წავედი,საუზმის მოსატანად..

რომ ვბრუნდებოდი,ჩვენს ეზოსთან მანქანას შევხედე.
ძალიან კი გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო,და ნაბიჯს ავუჩქარე..
ეზოში სახლის კარებთან ნიკოლასს შევხედე.
–ჯანდაბა,აქ რას აკეთებს–გავიფიქრე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე,ისე რომ ჩემთვის არ შეეხედა.რაც ხელში მეჭირა,ძირს დავდე და თმის გაკეთება დავიწყე.მაისური გავისწორე,ზედმეტად დამოკლები შორტი ოდნავ ჩამოვიწიე,მანქანის საქარე მინაში ჩავიხედე და ეზოში შევედი..
–ნიკოლას?–ისე გაოებულმა ვიყვირე,თითქოს არც ვიცოდი,რომ იქ იყო..
–აჰ აქა ხარ?–გაეცინა და კიბეები სწრაფად ჩამოირბინა–მე კიდე ტყუილად ვაკაკუნებდი
–არაუშავს..მაინც არ გაეღვიძებათ..რა ხდება?დილით უმიზეზოდ არ მოხვიდოდი
–მართალია,რაღაც უნდაგითხრა
ამ სიტყვებზე გული ამიჩქარდა..აზრზრე ვერ მოვედი რას გულისხმობდა..
–გისმენ–ვუთხარი და მზერა მივაბყარი
–ერთი სიტყვით,დაახლოებით 1 კვირაში ფილმის გადაღებები მეწყება.უკვე 2 კვირაა ვფიქრობ,მივიღო თუ არა მონაწილეობა,უკვე დიდი ხანია ვისვენებ.და ბოლოს გადავწყვიტე,რომ როლს უნდა დავთანხმებულიყავი,სხვაგვარად ახალ ცხოვრებას ვერ დავიწყებ..
მიკვირდა ამას მე რატომ მეუბნებოდა,მაგრამ არ შევაწყვეტინე
–და ერთი სიტყვით,ხვალ არის კასტინგი,ჩემი შვილის როლისთვის.ძალიან სერიოზული ფილმია,არაჩვეულებრივი რეჟისორი და პროდუსრი ყავს,ფსიქოლოგიური დრამაა.თქვეს თუ არა რომ დაახლოებით 20–23 წლის გოგონათათვის ცხადდებოდა კასტინგი,პირველი შენ გამახსენდი...
–ძალიან დიდი მადლობა რომ მითხარით,მაგრამ უბრალოდ ახლა არ მინდა....
არ დამათავებინა
–ეს მე შენთვის კი არ მითხოვნია–გაეცინა–ეს მე შენ გაგაგებინე როგორც ჩემს საკუთარ შვილს.შენთვის აზრი კი არ მიკითხავს მოხვალ თუ არათქო,აუცილებლად უნდა მოხვიდე.ახლა დასვენების დრო არ გაქ.ამ როლმა შეიძლება ოსკარი მოგიტანოს..
–ოსკარი?პირველივე როლზე?–გამეცინა
–დედაშენის ნომერი მომეცი–მითხრა,როდესაც ჩემგან არასერიოზული დამოკიდებულება იგრძნო,ამ როლთან დაკავშირებით..
–იყოს,იყოს.მორჩა სერიოზულად ვეკიდები.კასტინგზე მოვალ,დედას თვითონ ვეტყვი
–ძალიან კარგი. :დ)) –გაეცინა–ერთი სიტყვით,ხვალ 10 საათზე აქ მოდი–ბარათი მომცა..
–მეც იქ ვიქნები..
–დიდი მადლობა ნიკოლას ))
–შენი იმედი მაქვს–გამიღიმა და მანქანის კარები გამოაღო
მე ჯერ კიდევ ვერ გამეცნობიერებია რა მოხდა.ფილმში ნიკოლასთან ერთად?ფსიქოლოგიური დრამა..მართალი იყო,მე უბრალოდ ვერ მივხვდი,თორე კასტინგზე ახლა სულელი თუ არ წავა..
ძალიან მაგარია–სიხარულით დავიყვირე და კიბეები სწრაფად ავირბინე,რომ ადრიანასთვის ყველაფერი მეთქვა. )
ისღა დამრჩენოდა,ხვალისთვის ტანსაცმელი ამერჩია და ჩემი თავის იმედი ბოლომდე მქონოდა..

იმედია მოგეწონათ ))
დააკომენტარეთ.... 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 884 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-01-20 Spam
dzaaaalian magarii iyoo da me momwons:*** tan dzalian dzalian dzalian># da tu vinmes ar mowons sheudzlia tav sheikavos da agar waikitxos))))
ertii sityvit umagresii tavi iyo da umagresi motrobaaa<#3 da malee gaagrdzele:**