მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 9 » L'amore nel Medioevo 9 ♡
9:33 PM
L'amore nel Medioevo 9 ♡
L'amore nel Medioevo

The Love ilike Wind,
I Can't see it,but I can Feel...

=9=

Feeling
გაოგნებული სოფია მარტო დარჩა.ბაღში გვიანობამდე გაატარა,შემდეგ კი ისე რომ არ უვახშმია თავის საძინებელში შევიდა..დიდხანს უშედეგოდ ცდილობდა დაეძინა,თუმცა არ გამოუვიდა..მისი სული,რომელიც აქამდე მშვიდად იყო,ამჯერად საოცრად აფორიაქებულიყო.. სოფიამ აღარ იცოდა რას გრძნობდა გაბრაზებას იმის გამო რომ სერ უოლტერმა მოურიდებლად აკოცა თუ გაბრაზებას თავისი თავის გამო რომ სერ უოლტერის კოცნა ესიამოვნა.. შუა ღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო,როცა პრინცესა ოთახში სიარულით დაიღალა და ლოგინში ჩაწვა..დიდხანს აღარც უწვალია და სწრაფად ჩაეძინა..
სოფიასავით მთელი ღამე ვერ მოისვენა ჰენრიმ.. 
საშინელი ფიქრები უღრღნიდა ტვინს.ბოლოს გამოკეტილ
 ოთახში ჯდომას ვეღარ გაუძლო მისმა ემოციებმა და სასახლე დატოვა..ფრთხილად ისე რომ ვერავის შეემჩნია საჯინიბოში შევიდა,თავისი ბედაური გამოიყვანა და სასახლეს გაეცალა..
დიდხანს უმისამართოდ მიწენებდა ცხენს და ჰორიზონტს გაჰყურებდა..როდესაც მიხვდა რომ ცხენი დაიღალა ტყეს შეაფარა თავი და მდინარის ნაკადულთან ჩამოჯდა.. 
ფიქრობდა,გამოსავალს ეძებდა მაგრამ ვერ პოულობდა. ჯაჭვი იმდენად ჩახვეული აღმოჩნდა,რომ მისი მეორე ბოლოს მიგნებას დიდი დრო და ბევრი წვალება დასჭირდებოდა ან შეიძლება საერთოდ ვერც მიეგნო.მის თვალებში დაბნეულობა,სევდა და დიდი ტკივილი იგრძნობოდა..

მშვიდი და ლამაზი დილა გათენდა..პირველად მსახურებმა გაიღვიძეს და საუზმისთვის დაიწყეს მზადება,შემდეგ კი უკვე დიდებულებიც გამოჩნდნენ და სასახლეში აქეთ-იქით ხეტიალი დაიწყეს.. 
-ჩემი შვილს დაუძახეთ,-უთხრა დედოფალმა მის გვერდით 
მდგომ სეფექალს,ის კი მაშინვე,დაუყოვნებლივ წავიდა სოფიას დასაძახებლად...
რამოდენიმე წუთის განმავლობაში იგი ოთახის კარებზე აკაკუნებდა,მაგრამ როცა რავინ უპასუხა და კარის გაღება სცადა,თუმცა ვერ შეძლო,რადგან შიგნიდან ჩაკეტილი აღმოჩნდა..მაშინ შეშინებული სეფექალი დედოფალთან გაიქცა,რომელიც უკვე სასაუზმოდ დამჯდარიყო,სხვა დიდებულებთან ერთად..
-დედოფალო,დედოფალი კარები ჩაკეტილია,ვუძახე ჩვენს პრინცესას,მაგრამ არავინ გამიღო,- ძვილს წარმოთქვა სეფექალმა
-ეს რას ნიშნავს? -დედოფალი შეკრთა,- ახლავე მოიტანეთ სათადარიგო გასაღებები,მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ,- დედოფალმა მაგიდა მიატოვა და სოფიას ოთახისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით,მისი სეფექალი კი გასაღებების მოსატანად წავიდა..
დედოფალი კატერინას გასვლისთანავე ყრუ საუბარი ჩამოვარდა დიდებულებს შორის..ყრუ საუბარი ალბათ იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს მაინცდამაინც არ ენდობოდნენ.
-სოფია შვილო გააღე კარები,სოფია -დედოფალი პრინცესას ეძახდა,თუმცა ის არ პასუხობდა..
-გასაღებები მოვიტანე თქვენო უდიდებულესობავ...
-სწრაფ გააღე ეს დაწყევლილი კარი.
მსახურმა გასაღების მორგება სცადა,თუმცა ვერ გააღო,რადგან ალბათ მეორე მხრიდან გასაღები არ იყო გამოღებული..
-რას გვიბრძანებთ დედოფალო ?
- სასწრაფოდ მოიყვანეთ მსახურები რომ ეს კარი ჩამოიღონ
სეფექალი უხმოდ წავიდა დავალების შესასრულებლად..დედოფალი ძალიან ცუდად იყო, გრძნობდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა..უცებ ზარები დაირეკა. ამ ზარებმა კი ყველა საშინლად შეაშინა,მიხვდნენ რომ საფრთხეში იყვნენ და სასწრაფოდ დაიწყეს სასახლიდან გამოსვლა.. 
-დედოფალი სასახლე უნდა დატოვოთ..
-რა ხდება? 
-სოფიას ოთახი იწვის..ფანჯრიდან კვამლი დაინახეს..
-არსად წამოვალ ჩემი შვილის გარეშე
-დედოფალო გთხოვთ სასახლე დატოვეთ,სოფიასაც ახლავე გამოვიყვანთ..
-არა არ შემიძლია მე ჩემი შვილი აქ დავტოვო..
-თქვენო უდიდებულესობავ ძალიან გთხოვთ საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და დატოვეთ სასახლე..
რამოდენიმე კარისკაცმა დედოფალი გაიყვანა დიდებული კოშკიდან..
სოფიას ოთახიდან გამოსულს კვამლს შორიდან მომავალმა
 ჰენრიმაც მოჰკრა თვალი. შეშინდა,არ უნდოდა იმ ერთადერთის დაკარგვა,რომელიც უსაზღვროდ უყვარდა.ცხენს დეზი სემოჰკრა და სწრაფად გაიჭრა წინ.. 
-რა ხდება? ჰკითხა მან დედოფლის მსახურს
-სოფიას ოთახი იწვის,სამწუხაროდ პრინცესა ოთახშია ჩაკეტილი..
-შეგიძლია დამეხმარო ?
-რით ისურვებთ დახმარებას სერ უოლტერ ?
-თოკი მჭირდება სასწრაფოდ..
მსახურმა თოკი მოიტანა,ჰენრიმ მადლობა მოუხადა და იმ ოთახისკენ წავიდა,საიდანაც კვამლი გამოდიოდა.. თოკი სოფიას აივანს ჩამოკიდა და მაღლა აცოცდა.. ყველა მას უყურებდა,კატერინას იმედი დაუბრუნდა რომ მისი შვილი გადარჩებოდა და ჰენრის იმედითა და მადლიერებით სავსე თვალები მიაპყრო.. 2 წუთში აივანზე აღმოჩნდა,ოთახში შესასვლელი კარები ჩატეხა და სოფიას საწოლს მიუახლოვდა..პრინცესა სრულიად უვნებელი იყო, უბრალოდ მას  ღრმად ეძინა და ამიტომ ვერ შენიშნა ოთახში ცეცხლი რომ გაჩნდა.. თავდაპირველად სასახლეში გასასვლელი კარი გააღო,შემდეგ კი სოფიას ხელში აიყვანა და ცეცხლიდან გამოვიდა..
მაშინ დედოფალი სასახლეში შეიჭრა და ჰენრის მიეგება..
-დიდი მადლობა სერ უოლტერ, თქვენი მადლობელი ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება.
-დიდი პატივია რომ პრინცესა გადავარჩინე,მითხარით სად წავიყვანო..
-ჩემს მოსასვენებელ ოთახში,უკან გამომყევით..
ჰენრი დედოფალს გაჰყვა,მსახურებმა შეძლეს ცეცხლი ჩაექროთ და ნელ-ნელა სასახლეში ისევ მშვიდობამ დაისადგურა..
-დიდი მადლობა სერ უოლტერ..კიდევ ერთხელ დიდი მადლობა..
-მადლობას ნუ მიხდით არ დამიმსახურებია,ეს ჩემი მოვალეობა იყო..როგორც ჩანს პრინცესას ისე ღრმად ეძინა,რომ ვერ შენიშნა,როგორ გაჩნდა ცეცხლი..იგი სრულიად უვნებელია..თქვენო უდიდებულესობავ მე დაგტოვებთ ..
-კარგით.. -ჰენრი გავიდა.. დედოფალი სოფიას საწოლის თავთან ჩამოჯდა და მის ლამაზ სახეს შეხედა.. თბილად გაიღიმა და შუბლზე აკოცა..
-ჩემი პატარა პრინცესა ♥

არ ვიცი რა მოყვება ამ თავს ნახავთ თუ 
არ ნახავთ 
შეაფასებთ თუ არ შეაფასებთ,
მაგრამ მაინც ვცადე შესვენების 
შემდეგ 
გამეგრძელებინა,
ვიმედოვნებ თქვენც არ დაიზარებთ 
და ჩემ მოთხრობას შეაფასებთ.
თქვენი იმედი მაქვს ♥
P.s პაატარა თავია,რადგან არ 
ვიცი ღირს თუ 
არა გაგრძელება 
კომენტარების მიხედით მიხვდები
 და თქვენ იცით.. მომავალში დიდ 
თავებს
 შემოგთავაზებთ,თუ საშუალებას მომცემთ...
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 941 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-10-07 Spam
უმაგრესია .. ამდენი ხნის შემდეგ,რა სასიამოვნოა შენი მოთხრობის წაკითხვა smile
ველოდები შემდეგ თავს ^^