მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 7 » L'amore nel Medioevo 3 ♡
9:40 PM
L'amore nel Medioevo 3 ♡
L'amore Nel Medioevo
You'll  Be Princ and I'll be Princess
The Love is like Wind,I can't see it,but I can feel...♡
Yesterday's day Past,Today is Gift and tomorrow is Mysterious

First Royal Dinner
მასტერ უილი დარბაზში ამაყი,მკაცრი და ამავდროულად მოწიწებული მზერით შევიდა.. იქ მყოფ დიდებულთა ერთ-ერთ ჯგუფს შეურთდა,სადაც თავისი ძველი ნაცნობიც კი აღმოაჩინა..ჰენრი მასტერ უილის გვერდით იდგა და ცდილობდა ბევრი არ ესაუბრა,რადგან ეშინოდა რამე არ შეშლოდა..
ნახევარი საათის შემდეგ ისევ გაიღო კარები,თუმცა ამჯერად დედოფალი კატერინა შემოვიდა.. არისტოკრატებს თავი დაუკრა.
დიდებულებმაც საპასუხოდ იგივე გააკეთეს და დედოფლის წინაშე ქედი მოიხარეს...
-მინდა მოგახსენოთ რომ დღეს პრინცესა,ინგლისის ტახტის მომავალი დედოფალი ამ საღამოს ვერ დაესწრება,რადგან თავს შეუძლოდ გრძნობს..
-დედოფალო კატერინა მაპატიეთ ჩემი დაუდევრობა მაგრამ შეიძლება ვიკითხო ჩვენს პრინცესას რა სჭირს? სერიოზული ხომ არ არის?..წარმოთქვა ჩია ტანის გრაფმა,რომელიც მიუხედავად გარეგნულის სიმახინჯისა იქ ყველა მყოფთაგანს სჯობდა თავისი ერთგულებით...
-თქვენი ნერვიულობა ნორმალურია რადგან ის თქვენი მომავალი დედოფალია.. თუმცა მინდა გითხრათ,რომ ის მხოლოდ შეუძლოდ 
გრძნობს თავს..ხვალ ალბათ უკეთ იქნება.. მეტი აღარაფერი უთქვამს დედოფალს,თავისი ადგილისაკენ გაემართა..
 კუთვნილ ადგილას რომ ჩამოჯდა და იქ მყოფ ხალხს თვალი გადაავლო..
ქალების ბრბო ერთად შეკრებილიყო.. მათი საუბარი არც ისე სასიამოვნო იყო დედოფლისათვის,რადგან ისინი ინგლისის მომავალ დედოფალზე ბევრს ლაპარაკობდნენ.. კაცების ბრბოს იმედი ჰქონდა რომ პრინცესას დღეს იხილავდა,თუმცა იმედი ყველას მათგანს გაუცრუვდა..
დარბაზში ისეთი ხალხიც იყო რომელსაც ამჯერად დედოფალი და პრინცესა სულაც არ აინტერესებდა..აქ მხოლოდ იმიტომ იყო მოსული რომ თავისი რჩეული ენახა.. ასეთი ყმაწვილები თავის რჩეულებთან იდგნენ და საკუთარ მომავალზე ლაპარაკობდნენ..ფორმალურმა სადილმა მშვიდობიანად ჩაიარა.. ყველა სტუმარი წავიდა,ხოლო ისინი ვინც სამეფო კარზე სტუმრად იყვნენ საკუთარ ოთახებში დაბრუნდნენ.. მხოლოდ მასტერ უილი ეახლა დედოფალს..
-გავიგე ჩემი ნახვა გინდოდათ..
როგორც ყოველთვის სჩვევია ამჯერადაც მკაცრად დაიწყო დედოფალმა საუბარი,თუმცა მის ხმაში
 ქალურ სილამაზეს და სინაზესაც შენიშნავდით.
-დიახ დედოფალო კატერინა.. მაპატიეთ ჩემი თავხედობა მაგრამ უნდა ავღნიშნო რომ დღეს საღამოს ძალიან ლამაზი იყავით..დედოფალმა მასტერ უილს თავისი სათქმელის დასრულების უფლება მისცა შემდეგ კი მშვიდად  გასცა პასუხი...
-დარწმუნებული ვარ აქ ამის სათქმელად არ მოხვიდოდით..
დედოფალი ხვდებოდა ლორდის განზრახვას,თუმცა პირდაპირ არაფერი უთქვამს,რადგან სურდა თვითონ ლორდისაგან მოესმინა..
-მე ვიცი,რომ პრინცესა სანამ ტახტზე ავა უნდა გათხოვდეს..
მასტერ უილი შეჩერდა .. ხმას აღარ იღებდა..
-რატო გაჩუმდით? განაგრძეთ..
-როგორც მოგეხსენებათ მომავალ დედოფალზე უამრავი ახალგზარდაა შეყვარებული და არც ჩემი შვილია გამონაკლისი..
-ამით რა გინდათ თქვათ? დედოფალი გაკვირვებული იყო მის ასეთი პირდაპირი საუბრითა და მოურიდებლობით...
მასტერ უილს უნდოდა დედოფლის კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა,თუმცა დედოფალმა კატერინამ არ დააცადა არაფრის თქმა..
-თქვენ ჩემი შვილის ხელს მთხოვთ?..
-შეიძლება ითქვას ასეა.. უოლტერი მისთვის ყველაზე შესაფერისია..
-თქვენ ასე ფიქრობთ? დედოფალი დაეჭვებით შეეკითხა..
-ნამდვილად... ლორდისგან კი სამაგიეროდ მკაცრი პასუხი მიიღო..
-იცით.. დაიწყო ინგლისის დედოფალმა,-ჩემი შვილი იმაზე გათხოვდება,ვიზეც თვითონ ისურვებს,მე არ შემწევს ძალა მას რაიმე დავაძალო..
დედოფლისაგან ასეთ რამეს ნამდვილად არ მოელოდა.. მასტერ უილს იმედი ჰქონდა რომ დედოფალიც მისნაირი იქნებოდა და ფულის გამო შვილსაც გაყიდდა,თუმცა როგორც ჩანს შეცდა.. ფრანგი გრაფინია,
ინგლისის ნამდვილი დედოფალი სულაც არ იყო ისეთი ხარბი,როგორსაც მოწინააღმდეგე არისტოკრატები ახასიათებდნენ..
-თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი..
-ოჰ დიახ რა თქმა უნდა.. ნახვიმდის ჩემო დედოფალო.. მოჩვენებითი სიყვარულითა და ერთგულებით დაემშვიდობა დედოფალს მასტერ უილი და მისი დიდი ოთახი სასწრაფოდ დატოვა... თავში საშინელი აზრები უტრიალებდა.. მის გეგმაში დრო იყო რაღაც ცვლილება შეეტანა.. 
ზარი დარეკა და იმ წამსვე მის წინ ახალგზარდა კარისკაცი გაჩნდა..
კარისკაცს არაფერი უთქვამს მხოლოდ ლორდის დავალების მოსასმენად მოვიდა..
-ახლავე მომიყვანეთ ჩემი შვილი სერ უოლტერი..
მსახური ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გაჩნდა.. რამოდენიმე
წუთში ისევ გაიღო კარები და ჰენრი გამოჩნდა... 
-სხვა რამეს ხო არ დამავალებდით ლორდო უილიამ? პირველად გაისმა კარისკაცის ბოხი ხმა..ლორდისგან უარყოფიითი პასუხის მიღებისთანავე ოთახი დატოვა..
-ახალი დავალება მაქვს შენთვის..
-რა დავალება? თავისთვის ჩვეული აგდებულობით უპასუხა
ჰენრიმ 
ასტერ უილს..
-რადაც არ უნდა დაგიჯდეს პრინცესას თავი უნდა შეაყვარო..
-გასაგებია.. ახლა შეიძლება წავიდე? დასვენება არ მაწყენდა..მასტერ უილის სიტყვები არაფრად ჩააგდო და ისე რომ მის პასუხს აღარ დალოდებია ოთახიდან გავიდა..ლორდს ყურადღება არ მიუქცევია ჰენრის საქციელისთვის,თუმცა შეიძლებოდა სხვა დროს მისთვის საკადრისი პასუხი გაეცა.. ლორდი რამოდენიმე წამს სავარძელში გაუნძრევლად იჯდა..თითქოს გაშეშებული არც ფიქრობდა და არც სუნთქავდა, გაფითრებულიყო..
ერთი შეხედვით შეიძლება გარდაცლილიც 
ჰგონებოდა ვინმეს.. მოულოდნელად წამოდგა და ოთახში წინ და უკან სიარული დაიყო.სიარულით რომ გული იჯერა ფანჯარასთან მივიდა..ცოტახანს თვალმოუშორებლად გადაჰყურებდა სიცოცხლით სავსე სამყაროს,მერე კი ისევ იმ სავარძელში მოკალათდა და სიგარა გააბოლა..
გვიანობამდე იჯდა ამ სავარძელში.თან სიგარას აბოლებდა და თან წიგნს კითხულობდა... ხოლო დედოფალი რომელიც მან კაბინეტში დატოვა ახლა სასახლის ყველაზე დაცული მხარისაკენ მიდიოდა..უკან რამოდენიმე სეფექალი მისდევდა,მაგრამ მიუახლოვდა თუ არა პრინცესას ოთახს ისინი მაშინვე დაითხოვა,თვითონ კი შვილის ოთახში შევიდა..პრინცესა ფანჯარასთან იდგა.. მზის სინათლე რომელიც ჯერ კიდევ არ გამქრალიყო მის ქერა თმას მეტ ბრწინვალებას მატებდა.. ფანრჯიდან შემოსული სიო კი მის ნაზ კანს ეფერებოდა..დედოფალი ჩუმად მიახლოვდა შვილს და გვერდით ამოუდგა... პრინცესამ დედოფალს ერთხელ შეავლო თვალი შემდეგ კი ისევ ფანრჯის მინას მიაშტერდა.. ჰორიზონტ გაჰყურებდა და მშვიდდებოდა.. ზოგს სეიძლება ეს უცნაუროდ ეჩვენოს,მაგრამ პრინცესაზე  ეს საოცრად კარგ ზემოქმედებას ახდენდა..
-სადილზე ვთქვი რომ შეუძლოთ ხარ და ხვალ უკეთ იქნები..წარმოთქვა დედოფალმა..
-არ მინდა.. მშვიდად,თავისთვის ჩაილუღლუღა პრინცესამ,თუმცა დედოფალმა მისი სიტყვები მაინც გაიგონა..
-მაგრამ ეს საჭიროა შენი სამშობლოსათვის..დანაღვლიანებულმა წარმოთქვა დედოფალმა.. ამ წუთას მის ცისფერ თვალებში ჩახედვით შეამჩნევდით თუ რას განიცდიდა.. აღმოაჩენდით როგორ იტანჯებოდა იგი..დედა-შვილი ერთმანეთს ნაღველით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ და არაფერს ამბობდნენ.. საუბარი არც იყო საჭირო,რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდათ.. ბოლოს დედოფალმა შვილი გულში ჩაიკრა.. ძლიერად ჩაიხუტა და იგრძნო ნამდვილი, გულრფელი სიყვარული..რაც უფრო მეტად გრძნობდა რომ სიყვარულს მით უფრო მეტად ტკიოდა.. ცდილობდა ტილირი შეეკავებინა,მაგრამ ბოლოს მის გაფერკმრთალებულ ლოყაზე საწყლად,ობლად დაეშვა ცრემლები..დედოფალმა პრიცესას ოთახში კიდევ ცოტახანს დაჰყო,შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა,რადგან საკმაოდ დიდი დრო გასულიყო დედა-შვილური საუბრის შემდეგ.. გავიდა თუ არა დედოფალი პრინცესას სოფიას ოთახში რამოდენიმე სეფექალი შემოვიდა.. ისინი სოფიას გახდაში დაეხმარნენ,შემდეგ კი მარტო დატოვეს.. 

huh:))
აი თქვენ არ იცით როგორი გახარებული ვარ :დდდ მიხარიაა უაზროდ თუ აზრიანაად :დდდ დიდი მადლობაა როო კითხულოთ და რას იტყვით გავაგრძელოო?  მარიაამოო შენი შენიშვნა მივიღე და აუცილებლად შევეცდები გამოვასწოროოო ))).....
მადლობა ყურადღებისთვის.. ♥

Xo xo Your Miss♥Martina
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 954 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-06-08 Spam
momewonaa♥