მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » L'amore nel Medioevo 1 ♡
5:03 PM
L'amore nel Medioevo 1 ♡
L'amore Nel Medioevo
You'll  Be Princ and I'll be Princess
The Love is like Wind,I can't see it,but I can feel...♡
Yesterday's day Past,Today is Gift and tomorrow is Mysterious

Cast of L'amore nel Medioevo
Queen Katherina / Charlize theron
The Lord Of Belstroid / John Rhys-Davies
Walter (lord Belstroid's son)/ Henry  (მეტყევე) / Jansen Ackles
The Lord Bekingem / Colin Firth
Son of Lord Bekingem (პრინცესას კიდევ ერთი ხელის მთხოვნელი) / Gaspard Ulliel
image image
Princess / Gabriella Wilde
შინააარსების წერა არც ისე კარგად გამომდის და ამჯერად სულაც აღარ ვაპირებ შინაარსი დავწერო,უბრალოთ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მოთხრობის სპოილერებს..

*მოთხრობაში მოქმედება ხდება XVII საუკუნის ინგლისში..

*აქ იქნება მოთხრობილი სიყვარულზე,მტრობაზე,ინტრიგაზე და ტყუილზე

*გაეცნობით ინგლისის სამეფო კარს და გაიგებთ მისი აღვირახსნილობისას მოეღება თუ არა ბოლო სამუდამოდ

*ასევე თქვენ გაიგებთ და წაიკითხვათ მე-17 საუკუნის ინგლისის დაბალ ფენას,რომელიც არისტოკრატებთან ერთად ცხოვრობდნენ..

*მოთხრობაში იქნება ბევრი სიყვარული

*მოთხრობის ჟანრია: მელოდრამა,სათავგადასავლო..

*მოთხრობის ავტორი (ანუ მე) გპირდებით რომ ეს იქნება ყველაზე განსხვავებული მოთხრობა.. რომელიც მოგითხრობთ მე-17 საუკუნის ინგლისის ცხოვრების შესახებ,სადაც ხალხმა საკუთარი ღირებულებები და ფასეულობები დაკარგეს ფულის გამო...

*მოთხრობის ავტორი (ანუ მე) მოვითხოვ წაიკითხოთ და დააკომენტაროთ :დდდ :პპპ

Solution is always be found
დერეფნის კარები გაიღო და ოთახში მკრთალი შუქი გამოჩნდა.. ნელ-ნელა ადამიანი ლანდიც გამოიკვეთა.. ერთი შეხედვით მიხვდებოდით რომ კაცი იყო..წამოსასხამი თავზეც წამოესხა,ალბათ არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია.. მალე მკრთალი შუქი მთლიანად ჩაქრა და ოთახში სრული,მიუსაფარი სიბნელე ჩამოდგა..სიბნელეს კიდევ უფრო სიჩუმე ამძაფრებდა.. გარშემო თითქოს ყველა და ყველაფერი გაშეშებულიყო.. ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმოდა.. მხოლოდ ნელი ნაბიჯების ხმა ისმოდა,რომელიც ცდილობდა შეუმჩნევლად გაეარა დარბაზი და ოთახში შესულიყო,სადაც შესვლა ყველას აკრძალული ჰქონდა ციხე-სიმაგრის პატრონის ნებართვის გარეშე..
როგორც იქნა სიბნელით სავსე დერეფანი გაიარა ჩვენმა იდუმალმა სტუმარმა.. როგორც ჩანს კარგად იცნობდა ამ სახლს,რადგან ყოველგვარი გზის აბნევის გარეშე მიადგა დიდ ოქროსფრად შეღებილ კარებზე.. დაკაკუნება საშიში იყო,ამიტომ ფრთხილად შეაღო კარები..როცა ოთახში მბჟუტავი სინათლე და მაგიდასთან მჯდომი კაცი დაინახა,იმის მაგივრად რომ იქიდან გამქრალიყო ოთახში შევიდა და კარები ისევე ფრთხილად დახურა როგორც გააღო (ისე რომ ხმაური არ გამოუწვევია)..ამჯერად უფრო მყარი ნაბიჯებით მაგიდას მიუახლოვდა..
-მასტერ..
კაბინეტში მჯრად კაცს ხმა არ ამოუღია.. ხელით ანიშნა დამჯდარიყო,ისე რომ თვალი არ მოუცილებია იმ წერილისაგან რომელსაც ასე გაგიჟებით ჩასცქეროდა..მოსული სკამზე იჯდა და ხმას არ იღებდა,ელოდებოდა მასპინძელი როდის დაიწყებდა ლაპარაკს.. მართლაც მალე კითხვას თავი დაანება და მოსულს შეხედა.. თვალი კარგად შეავლო ამ მდაბიო მაგრამ ეშმაკ და კარგად გამოსაყენებლ მსახურს და საუბარი დაიწყო.. მისი ერთი სიტყვის გაგონებისთანავე მიხვდებოთ რომ არისტოკრატი იყო..
-უოლტერის შესახებ არაფერი არ ისმის.. წამით შეყოვნდა,შემდეგ ისევ განაგრძო თავისი უხეში ხმით საუბარი.. თან ბლანჟეზე ხელი ისმევდა და თან საუბრობდა.. -დროა ის მეტყევე მოვიშველიოთ..ძალიან მალე სამეფო კარზე მივდივართ.. მე კი შვილი მჭირდება ..შვილი რათა სამეფო ტახტი ხელში ჩავიგო... თქვა და გესლიანად გაიცინა..-შენ ახლავე წახვალ და დილისთვის სანამ გაიღვიძებენ იმ მეტყევეს მომგვრი.. დროა ჩემი შვილი დაბრუნდეს..კიდევ ერთხელ მოისვა ბლანჟეზე ხელი და წამით ფიქრებში გადაეშვა.. სამყაროსა და ტახტის დაუფლების სურვილმა იმ წუთას მისი გონება სრულიად მოიცვა..ვეღარაფერს ვეღარ ხვდებოდა სანამ მდაბიო მსახურმა,როგორც თვითონ ბატონი უწოდებდა,(ძირითადად როცა ბრაზობდა) ხმა არ ამოიღო..
-მასტერ უილ კიდევ რამეს ხომ არ დამავალებდით?
-ჩუუუ.. სწრფად მიუგო მასტერ უილმა.. -მგონი ვიღაც მოდის.. ორივე გაჩუმდა და ამ უცნაურ სიჩუმეში მათ მართლაც გაიგეს ნაბიჯების ხმა.. 
-ალბათ ქალია..რომელიმე მსახური..წარმოთქვა სტუმარმა,რომელსაც ნამდვილად არ უჭირდა ასეთი უბრალო რამის გარჩევა..და მართალიც იყო ეს ქალის ნაბიჯების ხმა იყო,თუმცა მსახური ნამდვილად არ იყო.. ეს ლედი მერიენი,ციხე-სიმაგრის შვილის პატარა ქალიშვილი იყო.. ოთახიდან წყლის დასალევად გამოსულიყო და ახლა უკან ბრუნდებოდა.. თავისი ოთახის კარებს მიუახლოვდა.. ფრთხილად შეაღო კარი,თუმცა მას ჩვენი სტუმარივით არ ეშინოდა კარის შეღება.. სანთელი ჩააქრო და ლოგინში შეწვა.. 
-დროა წახვიდე.. უთხრა მასტერ უილმა მსახურს როცა ნაბიჯების ხმა მიწყდა..
-არის მასტერ უილ.. დილით 6 საათვისთვის ისე რომ ვერავინ გაიგოს მეტყევე ჰენრი თქვენს კაბინეტში იქნება.. მსახურისთვის მეტი არაფერი უთქვამს,მან კი უხმოდ დატოვა კაბინეტი..ისევე უხმოდ და ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი,თუმცა სიბნელე ოდნავ შესუსტებულიყო...მთვარეს ნისლი გადასცლოდა და ახლა ფანჯრებიდან მისი სინათლე იპარებოდა ოთახებში.. მსახურმა ისე დატოვა ციხე-სიმაგრე,რომ ვერავინ გაიგო.. ჭიშკარს რომ გამოცდა,მაშინვე მოკლე გზას დაადგა,რომელსაც წვრილი ბილიკი მიუყვებოდა..ნახევარი მილი რომ გაიარა ხეები გაქრნენ და მინდორი გამოჩნდა,რომლის ბოლოში სახლი აღმართულიყო,
თუმცა ეს სახლის მასტერ უილის ციხე-სიმაგრესთან შედარებით 
არაფერად ვარგოდა....
ლორდის მარჯვენა ხელი სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლისაკენ და რამოდენიმე წუთში უკვე კარების წინ იდგა..რამოდენიმე წამის შემდეგ კი კარებზე კაკუნი დაიწყო,თუმცა ამას უფრო ბრახუნი ერქვა.. ხმაურმა მძინარე მასპინძელი მალევე გამოაფხიზლა..დაფეთებული წამოდგა თუ არა იარაღს ეცა...ეგონა ქურდები იყვნენ,თუმცა მერე მიხვდა რომ კარებზე აკაკუნებნენ და უდროო სტუმრის გასაცნობად წავიდა..
-ასეთ დროს რა გინდა აქ? უხეშად ჰკითხა ჰენრიმ შავ მსახურს..
-მასტერ უილმა გამომგზავნა..
-მაგას რაღა უნდა?
-შენი დახმარება სჭირდება.. უნდა წამომყვე..
-უჩემოდაც მოახერხებს რამეს.. შემეშვი.. ჰენრიმ კარების დაკეტვა სცადა თუმცა მასტერ უილის მსახურმა ფეხი დაუდო..
-ვიცი რომ ფული გჭირდება...მასტერ უილს თუ დაეხმარები ბევრ ფულს მიიღებ და ამ სახლის გაყიდვაც აღარ მოგიწევს..
დაინტერესებით მოხიბლულმა ჰენრიმ კარები გააღო..
-რა უნდა ჩემგან?
-წამომყევი..უხმოდ წამომყევი..
-დამელოდე!.. ჰენრიმ კარები მიხურა და უდროო სტუმარი დროებით მარტო დატოვა.. შეეცადა უკეთესი რამე აერჩია და ის ჩაეცვა,თუმცა ასეთი არაფერი აღმოაჩნდა.. და თავისი ჩეულებრივი ფრომა ჩაიცვა..
შემდეგ კარები გადაკეტა და მასტერ უილს უკან გაჰყვა.. მოკლე ბილიკით დაბრუნდენ უკან და იმაზე მალე მივიდნენ ვიდრე მსახური მივიდა ჰენრისთან..მალე მათი ნაბიჯების ხმა დერეფანშიც გაისმა..ნელა და სწრაფად გაიარეს.. 
-როგორც იქნა მოხვედით..მე მეგონა აღარც გამოჩნდებოდით.. მასპინძელი ამჯერად უფრო გულუხვი აღმოჩნდა და უფრო მეტი სიტყვა უთხვა მოსულებს ვიდრე წინაზეე..მსახურისთვის ყურადღება არ მიუქცევია..ჰენრის მიუახლოვდა.. მიუხედავად იმისა რომ უზრდელობაა ვინმეს მიაშტერდე ის მაინც თვალმოუცილებლად ათვალიერებდა..
-საოცრებაა როგორ გავს უოლტერს.. წარმოთქვა დიდი ხნის დუმილის შემდეგ..
-რა ?? ვის ?? თქვენმა მსახურმა მითხრა რომ თუ დაგეხმარებოდით ბევრ ფულს მივიღებდი..სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს..
-მართლაც ასეა... თუმცა პასუხად მასტერ უილმა ძალიან დიჯდად უპასუხა..
-მითხარით რაში დაგეხმაროთ? ამჯერად უფრო ნელა და გამოთქმით გამოთქვა სიტყვები..
-ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვითხოვ ის ტანისამოსი ჩაიცვათ რომელიც იმ სავარძელზე დევს.. ხელით ანიშნა ლორდმა..-აღარ მინდა ძონძებში გხედავდეთ,რადგან ეს ჩემთვის მიუღებელია..
-კარგით..სად შეიძლება გამოვიცვალო?
-აჩვენე.. მასტერ უილმა ამჯერად თავის მსახურს მიმართა,რომელიც ბიბლიოთეკისკენ წავიდა...რომელიღაც წიგნი გამოსწია და საიდუმლო კარები გაიღო.. მეტყევე ჰენრი საოცრად გაოცდა,თუმცა არ შეიმჩნია.. 
-გამოიცვალე და შემდეგ ღილაკს დააჭირე..
უხმოდ შევიდა საიდუმლო ოთახში მეტყევე ჰენრი იქიდან კი ისე გამოვიდა,როგორც სერ უოლტერი.. თუმცა მისგან მაინც განსხვავდებოდა,რადგან არ ჰქონდა განათლება..არც მისსავით უხეში იყო..შეიძლება ჰენრი მეტყევე იყო,მაგრამ ის იმ ადამიანთა სიაში იყო,რომელთან ნამდვილი გული გააჩნდათ.. ის ყველას მიმართ კეთილი და გულწრფელი იყო..ყველა ვინც კი მას იცნობდა სოფელში მისით უზომოდ იხიბლებოდა..მას ნამდვილად გააჩნდა სული,იმ ადამიანებისგან გასხვავებით,რომელთაც ახლა მისი დახმარება სჭირდებოდათ...თუმცა რომ სცოდნოდა მათი განზრახვა,შეიძლება არც კი დათანხმებული იყო..
-ახლა ქცევები და ლაპარაკი უნდა დახვეწო,შემდეგ კი ჩემთან ერთად წამოხვალ სამეფო კარზე და იქ ჩემი შვილის როლს ითამაშებ იქამდე,სანამ საჭირო იქნება,შემდეგ კი შენი საქმისთვის ბევრ ოქროს მონეტას მიიღებ..ახლა კი მას გაყვები..ის ყველაფერს გასწავლის 4-5 დღეში 
კი ისევ  მესტუმრებით და სამეფო კარზე წასასვლელად მოვემზადებით..
ლორდის მონა-მორჩილი და ჰენრი,ახლა უკვე უოლტერი კაბინეტიდნ გავიდნენ.. მასტერმა ღრმად ამოისუნთქქა.. სავარძელში ჩაჯდა და სიგარა გააბოლა.. თან ფიქრობდა,გულში უკვე გეგმავდა როგორი მეფე იქნებოდა.. როგორ სამეფოს შექმნიდა, ფიქრობდა რომ სულ მალე მის ხელში მთელი ინგლისი იქნებოდა და ამ ფიქრებით ნასიამოვნები გული საზიზღარი,
საშინელი გრძნობით ევსებოდა..სიტყვებით ვერ გადმოიცემა ის გრძნობები ახლა რაც მის გულში ტრიალებდა.. ამ გრძნობებს მხოლოდ ის თუ დაარქმევდა სახელს,ვინც თვითონაც ასე ფიქრობდა...

huh:))
რას იტყვით აბაა??  მემგონი კარგი იყოო არაა? ამას კომენტარების 

რაოდდენობით მივხვდებიი.. და იმედი მაქვს დააკომენტარებთ...

მადლობა ყურადღებისთვის.. ♥

Xo xo Your Miss♥Martina
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1264 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 241 2 3 »
2013-06-05 Spam
dzaalian momewonaa^_^♥sainteresoo tavi iyoo,,shemdegi tavi wavikitxo exa;dd♥da davakomentareb:*