მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივლისი » 2 » L'amore nel Medioevo 8 ♡
2:21 PM
L'amore nel Medioevo 8 ♡
L'amore nel Medioevo

The Love ilike Wind,
I Can't see it,but I can Feel...

=8=

Weak point
 პრინცესას მათი ნახვა და მითუმეტეს მათთან გასაუბრებ არ უნდოდა,მაგრამ ზრდილობა მოითხოვდა მათთან მსულიყო.. პრინცესა სოფიაც ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა შეკრბილთ..სოფია მათ შეურთდა და მათთან ერთად ისადილა,მიუხედავად იმისა რომ ეს არც ისე ძალიან სურდა..მალე მათ საზოგადოებაში გამოჩნდნენ სერ უოლტერი და გრაფი უილი.. სოფია ჰენრის შეხედა და მიხვდა,რომ გუშინდელი ღამის შემდეგ მასში რაღაც შეცვლილიყო...ჰენრი მართლაც საშინლად გრძნობდა თავს.. გაბრაზებას ძლივს იოკებდა,ახლა მას ფიქრი და დრო სჭირდებოდა,მაგრამ ეს ამ საზოგადოებაში არც ისე კარგად გამოსდიოდა,რადგან უზრდელობა არ დაეწამებინათ მისთვის.. როცა ვინმე რამეს შეეკითხებოდა ისიც დაბნეული ძლივს ამოიღებდა ხოლმე.. ხოლო როცა მას უკვე აღარ აწუხებდნენ კითხვებით შვებით ამოისუნთქებდა და ყველაზე საზარელ ფიქრებში ეშვებოდნენ.. პრინცესა სოფია დროდადრო უყურებდა და გაკვირვებული რჩებოდა მისი ასეთი ქცევით..
"-ნეტა რა მოუვიდა"-გაიფიქრა პრინცესამ და კიდევ ერთხელ გახედა ჰენრის,რომელიც ფიქრებში ჩაფლული სადღაც შორს იყურებოდა..ისე თითქოს ვიღაცას ელოდებაო..თავისდა უნებურად პრინცესამაც იგივე მხარეს გაიხედა,თუმცა გარდა სამეფო ბაღისა არაფერი მოჩანდა ჰორიზონტზე..
სოფია ფიქრობდა,უყურებდა და ცდილობდა მისი დაბნეულობის პასუხი გაეგო,მაგრამ ვერაფერი ვერ მოეფიქრებინა.. ჰენრის ცუდად ყოფნა და საზარელი გრძნობები,რომლებსაც ამჟამად მასტერ უილის მიმართ გრძნობდა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცოდა..
შუაღამე უკვე დიდი ხნის გასული იყო.. პრინცესას წასვლის შემდეგ 
კიდევ დიდი ხანი დარჩა ბაღში ჰენრი.. უკვე თენდებოდა როცა თავის საძინებელში შევიდა.. მხოლოდ რამოდენიმე საათი ეძინა და ეს 
საკმარისი აღმოჩნდა მისთვის,მთელი ღამის უძილობის ასანაზღაურებლად..
დაახლოებით დილის 10 საათი იქნებოდა,
როცა 
ჰენრი ლოგინიდან წამოდგა.. ტანისამოსი ამოიცვა და ოთახს გასვლისას თვალი მიმოალო..პატარა,ხის საწერ მაგიდაზე წერილი შენიშნა.. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა და წერილი ხელში აიღო.. შეტყობინება მასტერ უილისგან იყო..
-ახლა რა უნდა ამ ბებერ გრაფს?-ირონიით ჩაილაპარაკა ჰენრიმ და წერილი გახსნა...

"დღეს დილით,სადილამდე,გთხოვთ მეახლოთ,რადგან მინდა ძალიან საჩოთირო თემაზე მოგელაპარაკოთ და თუ არ მოხვალთ
ეს თქვენთვისვე იქნება უარესი

ბელსტროიდის ლორდი უილი"

-მიბარებს? კარგი მაშინ დროა ვნახოთ და გავიგოთ რა უნდა ჩვენგან..-ჩაილაპარაკა ჰენრიმ და კარებისაკენ წავიდა.. მასტერ უილის მოსასვენებელი ოთახი მის ოთახთან საკმაოდ ახლოს იყო,ამიტომ რამოდენიმე წუთში ის უკვე მისი კარების წინ იდგა..
-შემოდით-გაისმა ნაცნობი ბოხი ხმა კარის მეორე მხრიდან..
-მე ვარ მასტერ უილ..-ჰენრი ოთახში შევიდა და ნებართვის გარეშე ჩამოჯდა სკამზე..
-თქვენ მე დამიბარეთ,მაგრამ მიზეზი არ ვიცი.-ჩვეული ტონით მიმართა ჰენრიმ მასტერ უილს..
-მართალია,მე თქვენ მოგიხმეთ აქ იმიტომ რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა მოგელაპარაკოთ.-თქვა უილმა და წერილი,რომელიც თავისი საგრაფოდან იყო გამოგზავნილი გვერდით გადადო..
-გისმენთ-ჰენრის ერთხელ კიდე შეხედა და შემდეგ საუბარი დაიწყო..
-მაინტერესებს თქვენი მშობლები როგორ არიან..
-მშობლები? ჩემ მშობლებთან რა გესაქმბათ?-ოდნავი აღელვებით მიმართა ჰენრიმ გრაფს..
-არაფერი,გარდა იმისა რომ მაინტერესებს,როგორც ცხოვრობენ..
-ისინი დაიღუპნენ..-აღელვება,რომელიც მშობლების ხსენებამ მასში გამოიწვია როგორც იქნა დაიოკა და ამჯერად მშვიდად მიუგო ჰენრიმ მის წინ მჯდომ დიდებულს..
-მე კი სულ სხვა რამ გავიგე..
-რა გსურთ ჩემგან?-ფეხზე წამოიჭრა ჰენრი..
-მე როგორც დიდებული გირჩევთ უსიტყვოდ დამემორჩილოთ,თორემ მამათქვენის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება..
-იცოდეთ-ხმამაღლა,თითქმის ყვირილით დაიწყო საუბარი ჰენრიმ,თუმცა ლორდმა შეაწყვეტინა..
-ვიცოდე? თქვენ მე ვერაფერს დამაკლებთ.-ისეთივე მშვიდი ტონით წარმოთქვა გრაფმა..
-თქვენ მე ვერ მაიძულებთ რაიმე სამსახური გაგიწიოთ.. მამაჩემის სიცოცხლით ვერ დამემუქრებით..-შედარებით მშვიდად წარმოთქვა ჰენრიმ,თუმცა მის ხმაში მაინც იგრძნობოდა აღელვება..
-მამა ძალიან გყვარებიათ..
-შეწყვიტეთ..გაფრთხილებთ თუ მამაჩემს რაიმე მოუვა მაშინვე ყველაფერს მოვახსენებ დედოფალს..
-მაგრამ თქვენც დაგიჭერენ..
-ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.. მთავარია რომ თქვენ გაგიყვანენ ეშაფოტზე..-ჰენრიმ ბოლო სიტყვა საზეიმოდ წარმოთქვა და სწრაფად დატოვა ლორდის ოთახი..გარაზებულმა ისე დატოვა სასახლე ვერც მიხვდა.. უკვე დიდი მანძილით იყო დაშრებული სასახლისგან,როდესაც მობრუნდა და გარემოს თვალი მიმოავლო.. საშინლად,უსუსურ ადამიანად გრძნობდა თავს.. არც ის იცოდა რა და როგორ გაეკეთინა..ვერც იმას ხვდებოდა საერთოდ ღირდა თუ არა რამის გაკეთება მასტერ უილის წინააღდეგ.. 
ფიქრებთან მარტო ყოფნა დიდხანს არ დასცალდა.. მის ზურგს უკან ნაცნობი ხმა გაისმა..
-არ მეგონა რომ აქ შეგხვდებოდით უოლტერ ! - ცხენზე შემომჯდარი მხედარი რამოდენიმე წამში ჰენრის წინ გაჩნდა..
-არც მე მეგონა თუ თქვენ აქ გიხილავდით ! - ცადა გულგრილობა და ბრაზი დაეფარა და ისე გამოლაპარაკებოდა გრაფს..
-სადილის დროა და იმედი მაქვს თქვენც შემოგვიერთდებით!
-მადლობა მიპატიჟებისათვის..- ჰენრი დათანხმდა გრაფის შემოთავაზებას..არ სურდა მარტო დარჩენილიყო თავის თავთან რადგან ეშინოდა იმის რაც შეიძლება მომავალში მომხდარიყო.
-ლაქია ცხენის აღვირი სერ უოლტერს მიეცი! - გრაფმა ლაქიას გასძახა და ისიც მაშინვე დაემორჩილა მის ბრძანებას.. ჰენრი სწრაფად მოექცა ცხენზე..
-ნამდვილი ინგლისური ფაშატია! - ცხენით დაიტრაბახა გრაფმა და ცხენი ადგილიდან დაძრა.. მას უკანვე აედევნა ჰენრი და შემდეგ ორივე მხედარმა ცხენი ნებაზე მიუშვა და ნაცნობებს შორის სასიამოვნო საუბარი გაიბა,რომელმაც ჰენრის მთლიანად გადაავიწყა დღევანდელი,საშინელი დილა..ცხენებზე საუბრით დაინტერესებული ჰენრი და გრაფი ისე მიახლოვდნენ სასახლეს რომ ვერც კი მიხვდნენ.. ორმა მსახურმა ციხე-სიმაგრის ჭიშკარი გაუღო და ისინიც სამეფო კარში აღმოჩნდნენ..
-ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ცხენით 
გასეირნება! - ღიმილით დაემშვიდობა ჰენრი გრაფს და ცხენიდან სასწრაფოდ ჩამოხტა.. აღვირი იქვე მდგომ ლაქიას მიუგდო და ჩვეული ნელი ნაბიჯით სასახლისაკენ წავიდა..
-ნამდვილად მშვენიერი ახალგზარდაა! - ჩაილაპარაკა გრაფმა,მაშინ როდესაც ჰენრი თვალს მიეფარა.. დიდხანს აღარ გაჩერებულა ბაღში ჰენრის წასვლის შემდეგ.იგი ვერანდაზე შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა.. ჰენრიმ ცოტა ხანს ოთახში დაჰყო,მაგრამ იგი მაინც ვერ ისვენებდა..შემაწუხებელი ფიქრები მასში სწრაფად იცვლებოდნენ და გონებას უწამლავდნენ..როდესაც ოთახში წინ და უკან სიარული მოსაბეზრებელი შეიქმნა მისთვის გადაწყვიტა ვერანდაზე გასულიყო..იმედი ჰქონდა რომ აქ მაინც დაიოკებდა იმ გრძნობებს,რომლებიც ახლა მთლიანად ანადგურებდნენ.. ვერანდაზე მიმავალი შემთხვევით მასტერ უილს შეხვდა..მისი დანახვისას მასში საშინელმა გრძნობებმა და ფიქრებმა უფრო სწრაფად დაიწყეს დინება. ლორდი უილი დამცინავად უყურებდა ჰენრის და გრძნობდა რომ ახლა ვერავინ ვერ შეუშლიდა ხელს ამ ბინძური საქმის დასრულებაში..ჰენრის თვალებში კი საშინელი ზიზღი და სიძულვილი ამოიკითხებოდა მისდამი.. მასტერ უილს ყურადღება არ მიუქცევია მისი ზიზღნარევი გამოხედვისთვის და ირონიული ღიმილი გამოეხატა სახეზე.. ბოლოს ერთხელ კიდევ შეალო თვალი ჰენრის და ვერანდაზე გავიდა,ჰენრიც უკანვე გაჰყვა..პრინცესამ როცა ჰენრის თვალი მოჰკრა ესიამოვნა,თუმცა მალევე სიამოვნების გრძნობა გაუქრა,როდესაც დაინახა როგორი დაბნეული იყო.. მასში სიამოვნებისა და კმაყოფილების გრძნობა ინტერსმა შეცვალა. ინტერესი კლავდა იმისა,გაეგო თუ რა ჭირდა ჰენრის.. ცდილობდა თვალებში შეეხედა,მაგრამ ჰენრი მუდამ აქეთ-იქით იყურებოდა.. მალე ეს მტანჯველი სადილობაც დასრულდა და ყველა დაიშალა.. სოფიამ თვალი მოჰკრა ჰენრის..იგი იმ ადგილისაკენ წავიდა,სადაც გუშინ შემთხვევით შეხვდნენ..როდესაც მიხვდა რომ არავინ უყურებდა იგი ჰენრის აედევნა..
-პრინცესა სოფია? - გაკვრივებისგან თითქმის წამოიყვირა ჰენრიმ.
-გიკვირთ ჩემი დანახვა? - სოფიას ნაზი ხმა გაისმა
-არა..არა..უბრალოდ მეგონა ვინმე სხვა იქნებოდა და თქვენ როცა დაგინახეთ გავოგნდი. - ცდილობდა სწრაფად ელაპარაკა,რადგან პრინცესას მის ხმაში რაიმე არ შეემჩნია..
-ანუ სხვას ელოდით? - წყენით წარმოთქვა სოფიამ,თუმცა ეს ჰენრის არ შეუმჩნევია..
"-ნუთუ სხვას ელოდა? ნუთუ პაემანი ჰქონდა,რომელიმე ახალგაზრდასთან? იქნებ და სხვა უყვარს?" - პრინცესა უეცრად საშინელმა ეჭვებმა შეიპყრეს..
-არა,მე არავის ველოდი. - ჰენრის სიტყვებმა იგი დაამშვიდა.
-როგორც ვხვდები თქვენ ცუდად გრძნობთ თავს. - თქვა და გვერდით მიუჯდა ჰენრის,რომელსაც თავი ჩაეღუნა..
-არა რას ბრძანებთ ცუდად სულაც არ ვარ. - იუარა მის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდამ..
-მაშინ დამენახეთ!თუ ცუდად არ ხართ შემომხედეთ!.მინდა თვალებში ჩაგხედოთ! - წარმოთქვა პრინცესამ და ჰენრის მხარს შეეხო..მისგან ვერც პასუხი მიიღო და სახეც უფრო მეტად დამალა..
-გთხოვთ დამენახეთ,მინდა თქვენი სახე დავინახო! - ისევ გაიმეორა პრინცესამ და ამჯერად ჰენრის ხელს შეეხო..საოცრად ესიამოვნა,როდესაც ნაზი პატარა ხელები მას შეეხნენ და ისიც სწრაფადვე დაემორჩილა და ხელი სახეს მოაშორა..
-თქვენ თვალებში - დიდხანს უცქირა პრინცესამ ჰენრის სახეს,თვალებს,რომელიც ერთდროულად სავსე იყო დარდითა და სიყვარულით..- თქვენ თვალებში - საუბრის გაგრძელება სცადა სოფიამ,თუმცა ძალა არ შესწევდა.. დიდ ბედნიერებას განიცდიდა მისი ყურებით და არ იცოდა,როგორ გადმოეცა ეს..არც ის იცოდა საერთოდ რა უნდა ეთქვა.. ჰენრის პრინცესასადმი გრძნობამ ყველაფერი გადაავიწყა და ახლა შეყვარებული თვალებით შეჰყურებდა..
-პრინცესა სოფია მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი 
საქციელის გამო! - ჩუმად ჩაილაპარაკა ჰენრიმ,ისე რომ პრინცესას მზერისთვის თვალი არ მოუცილებია..
-არ მესმის რას გულისხმობთ! - ისევე ჩუმად უპასუხა სოფიამ. ჰენრის აღარაფერი უთქვამს და სოფიას ვარდისფერ,თბილს ტუჩებს დაეკონა..
-ბოდიშს ვიხდი ამ კოცნის გამო! - წარმოთქვა ჰენრიმ.
-სერ უოლტერ ხვდებით რომ დიდი შეცდომა დაუშვით? - ყველა სხვა გრძნობა დაფარა და მხოლოდ გააბრაზება გამოხატა პრინცესამ..
-ვიცი,სწორედ ამისთვის მოგიხადეთ ბოდიში..- სოფია აპირებდა მისი საუბარი აღარ მოესმინა და შეეჩერებინა იგი,თუმცა არ გამოუვიდა.- მე მალე წავალ,ძალიან მალე!.. თქვენ კი შეგიყვარდებათ სხვა და მას გაჰყვებით ცოლად.. თქვენი კოცნა ჩემთვის საჩუქარია და სიცოცხლის ბოლომდე დამრჩება.. პრინცესა არ ვიცი რომელ დიდებულს გაყვებით,მაგრამ გთხოვთ ეს სერ უოლტერი არ იყოს..
-კი მაგრამ სერ უოლტერი თქვენ ხართ?
-აჰ,ნეტავ მე ვიყო..
-რას გულისხმობთ?
-ამას ოდესმე გაიგებთ ან ვერ გაიგებთ,მაგრამ იცოდეთ რომ - ჰენრიმ სათქმელი ვეღარ დაასრულა,ფეხზე წამიჭრა და სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი..გ
ოგნებული სოფია მარტო დარჩა.ბაღში გვიანობამდე გაატარა,შემდეგ კი ისე რომ არ უვახშმია თავის საძინებელში შევიდა..

ტიტუუუუუუ აკოცაა აკოცა კინაღამ აკოცა :დდდ
არა აქ მართლა აკოცაა :დდ
მემგონი ცუდად მოვიქეცი რო ვაკოცნინე არა?
თუ ხო??
::დ
არ მინდა ახლა ბევრი ლაპარაკი,ველოდები თქვენ შეფასებას ))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 840 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-07-01 Spam
momwons dzan <3