მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 14 » L'amore nel Medioevo 5 ♡
2:35 PM
L'amore nel Medioevo 5 ♡
L'amore Nel Medioevo
You'll  Be Princ and I'll be Princess
The Love is like Wind,I can't see it,but I can feel...♡
Yesterday's day Past,Today is Gift and tomorrow is Mysterious

Dancing with the Princess
-მოგესალმებით პრინცესა.. უცებ მათ შორის მასტერ უილი ჩადგა და "სიმყუდროვე" დაურღვია.. 
-მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ საოცრად მოხარული ვარ თქვენი გაცნობით..
-მადლობთ სერ.. მაგრამ გთხოვთ მაპატიოთ,უნდა დაგტოვოთ..
-სამწუხაროა მაგრამ რას ვიზამთ.. მასტერ უილმა და ჰენრიმ თავი დაუკრეს და პრინცესამ ისინი მარტო დატოვა.. გაუჩინარდა თუ არა პრინცესა კარებში მაშინვე თავის მზაკვრულ გეგმაზე დაიწყო საუბარი მასტერ უილმა ჰენრისთან..
-როგორც გითხარი თავი უნდა შეაყვარო.. 
-ვფიქრობ ეს არ იქნება კარგი საქციელი..
-ფიქრში შენ ფულს არავინ გიხდის,მხოლოდ რასაც დაგავალებენ ის გააკეთე..მასტერ უილმა ჰენრის ზიზღნარევი მზერით შეხედა..
-იცით თქვენ მე ვერაფერს მიბრძანებთ..
-როგორც ჩანს პრინცესასთან ურთიერთობამ ურჩობა გასწავლა..ახლავე წადით აქედან და მარტო დამტოვეთ...
-თქვენ როცა გინდათ მაშინ დაისვენეთ თუმცა მანამდე მოგიწევთ მომისმინოთ..
-მაშინ ჯობს დროულად დაასრულოთ..
ჰენრის მასტერის ბოლო სიტყვებისათვის ყურადღებაც არ მიუქცევია და საუბარი დაიწყო.. მისი თითოეული სიტყვა ძალიან მკაცრად და ამავდროულად ავისმომასწავლებლად გაისმოდა მასტერ უილის ყურებში.. რამოდენიმე წამს თითქოს სასოწარკვეთილებაშიც ჩავარდა,მაგრამ მალევე მოვიდა გონს..
-მიკვირს ამდენს რომ ბედავთ..თქვენ ხომ ერთი უბრალოდ ლაქია ხართ..
-მე თქვენი მონა არ ვარ..
-მონა არ ხართ? ამას ამბობთ მაშინ როდესაც ფულის გამო ასეთ სამსახურზე დამთანხმდით?
-იცით თქვენ მართალი ხარტ,მაგრამ მაშინ ფული ძალიან მჭირდებოდა.. ეს გახდა მიზეზი თქვენ სამუშაოზე დაგთანხმებოდით.. სხვა შემთხვევაში თქვენნაირ ცხვირაბზეკილ,ამაყ და ამპარტავან დიდებულს სულაც არ დავეხმარებოდი.. წამით შეყოვნდა,მერე კი ისევ განაგრძო,- ახლა კი მე როგორც მინდა ისე მოვიქცევი და თქვენ მე ვერ შემეეწინააღმდეგებით..საპირისპირო შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა რა მზაკვრული გეგმა გაქვთ ჩაფიქრებული...
-ამას ვერ გაბედავ..
-კარგად დაფიქრდით.. მე ხომ უბრალოდ გაუნათლებელი გლეხი ვარ შეიძლება რამე წამომცდეს..
მეტი აღარაფერი უთქვამს ჰენრის მასტერ უილისათვის,არც მის პასუხს დალოდებია და იგი მარტო დატოვა.. ჰენრის წასვლის შემდეგ გაფითრებული და შეშინებული უილი სკამზე ჩამოჯდა..სასოწარკვეთილებამ და შიშმა შეიპყრო.. ეშინოდა მართლაც არ გაეთქვა ჰენრის ის.. დრო იყო რამე მოემოქმედებინა და ურჩი მსახური ერთხელ და სამუდამოდ დაემორჩილებინა.. მთელი დღე იმ ადგილას იჯდა,სიგარას აბოლებდა და განუწყვეტლივ ფიქრობდა.. მხოლოდ მაშინ გამოერკვა და რეალურ სამყაროს დაუბრუნდა როდესაც შეატყობინეს რომ ბალი იმართებოდა ერთ საათში.. გაიგო თუ არა ეს ამბავი გადაწყვიტა ჰენრი ენახა და უფრო მეტი ფული შეეთავაზებინა..
-გავიგე მსახურთან საუბარი მოუნდომებია ბატონ უილს.. დაიწყო ირონიით გაჟღენთილი სიტყვებით საუბარი,როცა მასტერ უილი დაინახა...
-ჰენრი აქ იმისათვის მოვედი,რომ ფული გადაგიხადო,იმის სანაცვლოდ რომ სანამ ჩემი შვილი დაბრუნდება შენ მის როლს ითამაშებ და არავიტარ შემთხვევაში არ გამთქვავთ..
-არ მინდა ფული! მკაცრად თქვა ჰენრი..-ამჯერად ვერ მომისყიდით,თუმცა თქვენდა საბედნიეროდ გადაწყვეტილი მაქვს კიდევ რამოდენიმე დღე დარვჩე სამეფო კარზე.. იქამდე სანამ.. - ჰენრი უცებ შეჩერდა..
-სანამ რაა? ინტერესით შეეკითხა მასტერ უილი..
-სანამ ჩემს დაპირებას არ ავუსრულებ პრინცესას..
-რა დაპირებას?
-ეს უკვე თქვენი საქმე აღარ არის..ჰენრიმ მასტერ უილს გაუშტერა თვალი.. ლორდი მიხვდა რომ ჰენრისგან მეტს ვეღარაფერს გაიგებდა და ახლა ბალზე ჩამოაგდო საუბარი.. ჰენრი მის შეკიტხვებს მოკლედ და მკაცრად პასუხობდა... როცა გრაფმა მასთან ყველაფერი გაარკვია და დარწმუნდა რომ ჰენრი ბალს არ გამოტოვებდა მისი ოთახი დატოვა და ჰენრის მარტო ყოფნისა და დასვენების საშუალება მისცა...ამაყი და ამავდროულად ამაზრზენი ადამიანი გავიდა თუ არა ოთახიდან,ჰენრიმ ფანჯარასთან ახლოს მდებარე სავარძელში მოიკალათა,წიგნი აიღო და კითხვა განაგრძო.. ისე გაერთო წიგნის კითხვით რომ ვერც კი მიხვდა როგორ მოსაღამოვდა.. მალე მეჯლისი იწყებოდა,ამიტომ უნდა მომზადებულიყო..დაახლოებით 15 წუთში უკვე მზად იყო და მისი ოთახის კარები გაიღო.. პირდაპირ დიდ სამეჯლისოდ განკუთვნილ დარბაზისაკენ წავიდა..დიდი ოქროსფერი კარი გაიღო და გამოჩნდა სადღესასწაულოდ მორთული დარბაზში.. უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში..როგორც ყოველთვის,ახლაც ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილიყვნენ და მხიარულობდნენ.. ჰენრიმ სადღაც დიდებულების ჯგუფში მასტერ უილსაც მოჰკრა თვალი,მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ახალგაზრდა ყმაწვილებს შეერია... მათ გვერდით იდგა,თუმცა ხმას არ იღებდა..ჩუმად იყო და ფიქრობდა.. დროდადრო კი კარებისაკენ გააპარებდა თვალს, იმედი ჰქონდა რომ იგი გაიღებოდა და პრინცესა გამოჩნდებოდა.. და მართლაც გაიღო კარები.. ჰენრის იმედი მიეცა,თუმცა მალე მიხვდა რომ ტყუილად ჰქონდა იმედი.. კარებში დედოფალი კატერინა გამოჩნდა,რომელსაც სადა,მაგრამ მდიდრული ყავისფერი კაბა ეცვა..
სტუმრებს მიესალმა,მერე კი განკუთვნილ ადგილას ჩამოჯდა... რამოდენიმე წუთმა კიდევ გაიარა,მაგრამ ეს წუთები ჰენრისთვის იმ ხანად საუკუნედ იქცა..ძალიან უნდოდა პრინცესას კიდევ ერთხელ ხილვა,მაგრამ იგი არსად ჩანდა.. მეჯლისი უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო,როდესაც პრინცესა გამოჩნდა.. 
-მოგესალმებით და მინდა ბოდიში მოგიხადოთ დაგვიანებისათვის..
პრინცესა დედოფლის გვერდით ჩამოჯდა.. ამის შემდეგ მუსიკა ისევ გაისმა და წყვილებად დაყოფილმა ახალგაზრდებმა ცეკვა განაგრძეს.. ჰენრი ფანჯარასთან ახლოს იდგა და იქიდან უყურებდა პრინცესა სოფიას... მისი ცქერით ტკბებოდა.. გრძნობდა რომ ეს ულამაზესი არსება ნელ-ნელა მთელი გულით უყვარდებოდა.. 
-სოფია.. წარმოთქვა ეს სიტყვები,როდესაც შეამჩნია,რომ პრინცესას მზერა მას შეჰყურებდა..
ძალა მოიკრიბა და სოფიასკენ წავიდა.. ღრმად ჩაისუნთა და პრინცესას მიმართა..
-მაპატიეთ მაგრამ გავკადნიერდები და გთხოვთ ჩემთან იცეკვოთ..უთხრა და პრინცესა სოფიას ხელი გაუწოდა..რამოდენიმე წამის შემდეგ პრინცესა სკამიდან წამოდგა... ჰენრის მიუახლოვდა და მის გამოწვდილ ხელს შეეხო..
-მოხარული ვარ პრინცესა სოფია..
-მეც მოხარული ვარ სერ უოლტერ.. 
მთელი ბალის განმავლობაში პრინცესა სოფიამ და ჰენრიმ რამოდენიმეჯერ იცეკვეს.. როცა პრინცესა სხვა ყმაწვილებთან ცეკვავდა თვალს არ აშორებდა ჰენრის.. ხვდებოდა რომ ეს საშიში იყო და ვინმეს რომ შეემჩნია შეიძლება მისთვის რაიმე უმსგავსი საქციელი დაებრალებინათ,ამიტომ ცდილობდა ფრთხილად მოქცეულიყო.. თუმცა თვალს მაინც არ აშორებდა.. როცა ხედავდა რომ იგი სხვა ქალიშვილთან ცეკვავდა,რაღაც ახალ,ჯერ კიდევ უცნობ გრძნობას განიცდიდა.. თითქოს უნდოდა ახლა იმ გოგონას მაგივრად თვითონ ყოფილიყო..ჰენრიც იმავე გრძნობას განიცდიდა.. ხვდებოდა როგორ უყურებდა პრინცესას მზერა მას და ხანდახან ისე ხდებოდა რომ მათი მზერები ერთმანეთს ისევ და ისევ შეხვდებოდნენ..ბალი რამოდენიმე საათს გაგრძელდა.. დაღლილ-დაქანცული პრინცესა სეფექალებთან ერთად თავის ოთახში შევიდა.. სასწრაფოდ ტანისამოსი გამოიცვალა,რადგან კაბა რომელიც ეცვა სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.. შემდეგ სეფექალებს თხოვა მარტო დაეტოვათ..
ფანჯარასთან ახლოს მიიტანა სავარძელი და კარგად მოიკალათა.. მართალია უკვე საკმაოდ გვიანი იყო.. ზარები შუაღემს აუწყებდნენ,მაგრამ პრინცესას არ ეძინებოდა.. მთვარით განათებულ სამყაროს გადაყურებდა.. ნათელი ღამე იდგა..ლურჯ ცაზე
ვარკსვლავები კიაფებდნენ..ღრუბლები არსად ჩანდა და მთვარე ნისლიდან გამოსულიყო.. მოპარული სინათლით ანათებდა გარემოს.. სადღაც მინდორზე მხედარიც მიჰქროდა.. პრინცესამ თვალი მოჰკრა მხედარს,თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.. მისი მზერა ჰორიზონტს გასცქეროდა,რომელიც ამჯერად თვალუწვდენელი მინდორით ბოლოვდებოდა.. მშვენიერი ღამე იყო იმისათვის რომ ადამიანს შეძლებოდა მშვიდად ფიქრი.. განსაკუთრებით კი შეყვარებულ ადამიანს მოეწონებოდა ასეთი ნათელი ღამე,როცა სამყაროც მასტან ერთად შეყვარებულიაო.. პრინცესას ჰენრის იგივე სერ უოლტერის სახე ედგა თვალწინ.. 
ფიქრობდა მის მომხიბვლელ ღიმილზე.. მის მამაკაცურ ქცევებზეე.. ხვდებოდა რომ მის მიმართ სხვა რაღაცას განიცდიდა.. უცებ თვალწინ წარმოუდგა მთელი ბალი.. როგორ გამოიცეკვა ის ჰენრიმ.. როგორ შეეხო პრინცესას ნაზი,პატარა და სათუთი ხელები ჰენრის ხელს და მასთან როგორ იცეკვა.. მთელი საღამო წარმოუდგა თვალწინ.. ფიქრობდა მის თითოეულ სიტყვაზე და ხვდებოდა რომ სულაც არ იყო ისეთი უხეში და თავხედი ადამიანი,როგორც წინათ ეგონა.. რაც უფრო მეტს ფიქრობდა მასზემით უფრო ძლიერდებოდა მისი გრძნობა ჰენრისადმი.. 
-ნეტავ ახლა სად არის? ის თუ ფიქრობს ჩემზე? იქნებ უბრალოდ ჩემი ტიტული მოსწონს? არა, მას მხოლოდ ჩემი ტიტული აინტერესებს.. ყველას ვინც დღეს ბალზე იყო ტიტული აინტერესებდა და არა მე... ეს ასეა და მასაც უოლეტრსაც ჩემში მხოლოდ გვირგვინი აინტერესებს.. გაიფიქრებდა პრინცესა ხოლმე,მაგრამ მალევე უარყოფდა თავისივე ფიქრებს..
-არა,ეს შეუძლებელია.. არამგონია რომ უოლტერი სხვა ახალგაზრდა დიდებულებს გავდეს.. ის სულ სხვანაირია..ნეტავ სად არის? ფიქრობს თუ არა ის ახლა ჩემზე?? ..არაა,არაა.. ძალიან ცუდად ვიქცევი რომ მასზე ვფიქრობ.. მომშორდით,მომშორდით ფიქრებოდა.. ცოტახნით დამასვენეთ.. პრინცესა თავისთავს ებრძოდა.. არ იცოდა რა ეფიქრა.. ვერ ხვდებოდა რა იყო სიმართლე და რა იყო მცდარი.. აზრებს ვერ ალაგებდა და ყველაფერი ერთმანეთში ერეოდა.. ბოლოს გადაწყვიტა დასაძინებლად დაწოლილიყო.. კიდევ დიდხანს არ დაძინებია.. ფიქრები ჰენრიზე არ ეშვებოდნენ და დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ.. შუაღამეს დიდი ხნით გადაცილებული იყო,როდესაც პრინცესას დაეძინა.. ხოლო მხედარი რომელიც მან შემთხვევით დაინახა ისეც მიაქროლებდა ცხენს... გაუჩერებლად მიაქროლებდა...თითქოს არ უნდა გაჩერებულიყო..მაგრამ ბოლოს მაინც გაჩერდა.. ცხენიდან გადმოვიდა და შორიდან გახედა სასახლეს,სადაც ცოტახნის წინ მთლიანად ჩააქრეს სინათლე..
-პრინცესა სოფია რატომ არ მეშვება თქვენზე ფიქრი? თქვენ არც კი გახსოვართ,მაგრამ მე უკვე მთელი გულით მიყვარხართ.. თქვენთვის თავს გავწირავ.. მხოლოდ თქვენთვის ვცხოვრობ.. მხოლოდ თქვენზე ფიქრი და ოცნება მასულდგმულებს..ნეტავ თქვენ რას ფიქრობთ ჩემზე? ალბათ გგონიათ თქვენი ტიტული მაინტერესებს,მაგრამ ეს ასე არ არის.. არ მჭირდება მეფის ტიტული,მე მხოლოდ უფლება მინდა.. უფლება რომ თქვენს გვერდით ვიყო.. სოფია.. მშვიდი და დაბალი ხმით ლაპარაკობდა ჰენრი,მაგრამ მის ხმაში შიში იგრძნობოდა.. შიში იმისა რომ მალე მას ვეღარ ნახავდა..რომ მალე ნამდვილი სერ უოლტერი დაბრუნდებოდა.. ჰენრი ისევ ცხენზე შემოჯდა და იმ ადგილისაკენ წავიდა,სადაც პირველად შეხვდა პრინცესას..მთელი ღამე იქ გაატარა და ბუნების სილამაზით ტკბებოდა.. მხოლოდ გამთენიისას დაადგა გზას სასახლისაკენ.. დაახლოებით დილის 10 საათი იყო,როცა ჰენრიმ სასახლეს მიაქცია... მთელი ღამის უძინარმა და ცხენზე ჯირითით დაღლილმა მაშინვე დაიძინა..შუადღე თავდებოდა როდესაც გამოეღვიძა..რამოდენიმე საათიანმა დასვენებამ მასზე კარგად იმოქმედა და მხიარულ ხასიათზე გაიღვიძა.. ტანისამოსი ჩაიცვა და სასახლის ეზოს გადახედა..რამოდენიმე წუთის განმავლობაში ფანჯრიდან იყურებოდა,შემდეგ კი თვალი პრინცესას მოჰკრა.. იგი მარტო გამსულიყო ბაღში სასეირნოდ.. გადაწვიტა დრო არ დაეკარგა და ენახა..სწრაფი ნაბიჯებით გაიარა დერეფნები და უზარაზარი ოთახები და როგორც იქნა ბაღში აღმოჩნდა.. პრინცესა ახლა მასთან არც ისე შორს იყო.. ცოტახნით სორიდან უყურა და შემდეგ კი მისკენ გაემართა..
-მოგესალმებით.. უთხრა და ხელზე ეამბორა..-რა სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა...
-ჩემთვისაც.. უპასუხა პრინცესამ და ჰენრის თავისი მომაჯადოებელი ღიმილი აჩუქა.. 
-მინდა გითხრათ რომ საოცრად ლამაზი ხართ..
-მადლობა.. მდაბლად დაუკრა თავი პრინცესამ ჰენრის კომპლიმენტის სანაცვლოდ.. გულში კი ძალიან გაუხარდა,რადგან მისთვის საყვარელმა მამაკაცმა მას კომპლიმენტი უთხრა.. თუმცა ახლა კომპლიმენტიც არაფერს ნიშნავდა მისთვის... მხოლოდ ის სურდა ჰენრისთვის დიდხანს ეყურებინა.. მისი ცქერით დამტკბარიყო.. პრინცესა სოფია ცდილობდა ჰენრის მოციმციმე თვალებისთვის დიდხანს ეცქირა.. ხვდებოდა რომ ჰენრი ბედნიერი იყო,ეს კი ინტერესს უღვიძებდა და მის თვალებს შეჰყურებდა.. ცდილობდა მისი ბედნიერების მიზეზი გაეგო...
-შეიძლება თქვენი ბედნიერების მიზეზი ვიკითხო?
-ბედნიერების? მე ბედნიერი იმიტომ ვარ,რომ თქვენ გიყურებთ სოფია..პირველად მიმართა ჰენრიმ თავის პრინცესას მხოლოდ სახელით...სოფიას ესიამოვნა ეს,თუმცა ჰენრის შენიშვნა მაინც მისცა,რადგან შიშობდა არაფერი არ ეეჭვა ჰენრის მის გრძნობებზე...
-პრინცესა სოფია დედოფალ კატერინას თქვენთან საუბარი სურს..
-მადლობა ახლავე მოვალ..მსახური უცებ გაუჩინარდა.. სანამ პრინცესა დედოფლის სანახავად წავიდოდი იგი ჰენრის დაემშვიდობა და კიდევ ერთხელ აჩუქა თავისი ლამაზი ღიმილი.. 
-იმედი მაქვს კიდევ სევხვდებით სერ უოლტერ.. 
-იმედი მაქვს..ჰენრიმაც პრინცესას საპასუხოდ თბილი ღიმილი აჩუქა..სოფიამ კი ზურგი აქცია და კარებში გაუჩინარდა.. 

huh:))
ესეც ჩვენი პირველი სამეფო მეჯლისი..აბა როგორი გამოვიდა? 
მემგონი საინტერესო..არა?? რას იტყვით გავაგრძელო??
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 865 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-06-14 Spam
Ragac ase male rom cheuyvardat ertmaneti ar momewona :)))
Mtlianobashi kargi tavi iyo, winaze ver davwere komentari , verc wavikitxe da axla orive ertad gadavikitxe, gaagrdzelee ♥