მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » L'amore nel Medioevo 7 ♡
4:23 PM
L'amore nel Medioevo 7 ♡
L'amore nel Medioevo

The Love ilike Wind,
I Can't see it,but I can Feel...

=7=

Find yourself and feel this
"-მემგონი დროა ამას მოვეშვა,ბოლოსდაბოლოს მე არავინ მეკითხება მათ საქმეს.." გაიფიქრა და საბოლოოდ ამოიგდო თავიდან ეს უცნაური ფიქრები ბეკინგემის გრაფის ოჯახზე..სკამიდან წამოდგა.. არე-მარეს მიმოავლო თვალი,საოცარ სიჩუმეს და მყუდროებას დაესადგურებინა.. გარშემო ადამიანი არსად ჩანდა.."-უკვე ბინდდება,ალბათ სავახშმოდ ემზადებია" გაიფიქრა და ნელი ნაბიჯებით სასახლისაკენ წავიდა..
ნახევრად ხეებს მიფარებული სასახლე,მალე მთლიანად გამოჩნდა.. ჰენრიმ პრინცესას საცხოვრებელ ციხე-სიმაგრეს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და შემდეგ მისთვის ჩვეული ნელი ნაბიჯით განაგრძო გზა.. თავი აარიდა სასახლეში მოფუსფუსე მსახურებს,რომლებიც ვახშმისთვის ემზადებოდნენ და პირდაპირ თავის საძინებელ ოთახში შევიდა..ოთახში საუცხოო მყუდროება ჩამოწოლილიყო.. კარრგად მიმოავლო თვალი იქაურობას და შემდეგ კმაყოფილების გრძნობით ჩაჯდა სავარძელში.. თუმცა კმაყოფილებს გრძნობა მალევე გაუქრა და მისი გონება ამჯერად სასოწარკვეთილებამ დაისაკუთრა.. სასოწარკვეთილება კიდევ ახალმა გრძნობებმა შეცვალა და მასში წამიერად იცლებოდა აზრები,ფიქრები.. უკვე კარგა ხნის დამთავრებული იქნებოდა სადილი,როდესაც ოთახი დატოვა და სასახლეში სიარულს მოჰყვა... რამოდენიმეჯერ გაიარ-გამოიარა გრძენი და ნახევრად ჩაბნელებული დერეფანი.. შემდეგ დერეფანსაც გასცდა და იმ დარბაზში აღმოჩნდა,სადაც ბალები და არისტოკრატული საღამოები იმართებოდა.. საოცრად დიდი და ლამაზად,მდიდრულად მორთული დარბაზი სასიამოვნო დასათვალიერებელი იყო.. წითელი ფარდებს ფერი შეცვლოდათ და უფრო გამუქებულიყვნენ,ქანდაკებები ისე ოსტატურად იყო შესრულებული,რომ სიბნელეში ვერც კი გაარჩევდით ადამიანისგან..ვინც აქ პირველად მოხვდებოდა შეიძლება შეშლოდა კიდეც და ადამიანში არეოდა.. დარბაზის მოხატულობა და მოპირკეთება საოცრად ლამაზი იყო.. საოცარი ფორმები და ულამაზესი პორტრეტები და პეიზაჟები ეკიდა კედლებზე.. ერთ-ერთი კედელი მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლებისთვის იყო გამოყოფილი..დარბაზის ამ ნაწილში სამეფო გვარის რამოდენიმე თაობის წარმომადგენლების იყო.. განსაკუთრებული ოსტაობით იყო შესრულებული დედოფალი კატერინასა და პრინცესა სოფიას პორტრეტები.. თუმცა ეს ჰენრის არ შეუმჩნევია.. ის მხოლოდ პრინცესას სურათს შეჰყურებდა და ნელ-ნელა გული უფრო მეტი სიყვარულით ევსობოდა.. პრინცესას ვარდისფერი ტუჩები,პატარა ფითქინა ხელები,მისი სახის თითოეული ნაკვთი საოცრად ლამაზი იყო და რაც უფრო დიდხანს უყურებდა ჰენრი პრინცესას პორტრეტს მით უფრო ძლიერდებოდა სოფიასადმი სიყვარული.. 
"-მან მომაჯადოვა.. ის საოცარია.."-გაიფიქრა ჰენრიმ და კარგად დააკვირდა პორტრეტს..სურათი საოცრად კარგად იყო შესრულებული.. ადამიანს ისეთი წარმოდგენა ექმნებოდა,თითქოს მის წინ პრინცესა სოფია ცოცხლად ყოფილიყო..პრინცესას მწვანე,საოცრად მეტყველი თვალებით მოჯადოებული ჰენრი ფიქრებიდან კარისკაცის ბოხმა ხმამ გამოიყვანა..
კარისკაცმა როცა ადამიანი დაინახა მას დაუძახა და დახმარება შესთავაზა,მაგრამ როცა ჰენრიმ არაფერი უპასუხა გადაწყვიტა ახლოს მისულიყო და ისე დალაპარაკებოდა.. 
"-შეიძლება ეს ქანდაკებაა" - გაიფიქრა უცებ კარისკაცმა,მაგრამ უცებვე ამოიდგო თავიდან ეს აზრი,რადგან სასახლეს საკმაოდ კარგად იცნობდა და უცხო პირისკენ ნელი სვლით წავიდა..
-უკაცრავად.. დახმარება ხო არ გჭირდებათ? -ჰენრი უცებ შეკრთა,ისე თითქოს დანაშაულზე წაასწრესო,შემდეგ კი კარისკაცისკენ მიბრუნდა...
-არა,მადლობა არ მჭირდება დახმარება..
-უკვე გვიანია და აქ რომ დაგინახეთ ვიფიქრე ქურდი არ იყოს-თქო..-თავი იმართლა კარისკაცმა,როდესაც ჰენრის გულგრილი და ამავდროულად უხეში პასუხი მოისმინა.. 
-არაფერია..-ამჯერად მშვიდად მიმართა ჰენრიმ,რომელიც კარგად ხედავდა მის წინ მდგარ კარისკაცს.. სახის ნაკვთების გარჩევა არც ისე ადვილი იყო,რადგან მთვარე ამჯერად ღრუბლებს ამოფარებოდა,თუმცა მისი სილუეტი ნამდვილად ადვილად დასამახსოვრებელი იყო.. სუსტი და ძალიან მაღალი კარისკაცი ბოხი ხმით დაემშვიდობა ჰენრის და მარტო დატოვა იგი.. ჰენრი პორტრეტისაკენ აღარ მიბრუნებულა,რამოდენიმე წუთს შეჰყურებდა ვარკვლავებიან ცას და ღრუბლებში დამალულ მთვარეს,რომელიც დროდადრო მათ ტოვებდა და არე-მარეს ამაყად გადმოყურებდა..შემდეგ მოეშვა ფანჯრიდან ცქერას და დერეფანს გაუყვა
ნელი ნაბიჯებით გაიარა მთელი სასახლა და ბოლოს ბაღში აღმოჩნდა..სასახლეში აღარ შესულა და თავისი რჩეული ადგილისაკენ წავიდა..მიდიოდა და თან თვალწინ უდგებოდა ყველაფერი რაც ამ მოკლე ხანში გადახდა..თვალწინ წარმოუადგა თითოეული დღე,შემდეგ პრინცესა და ბალი,ბოლოს კი ჩარლის გაცნობა.. ფიქრით გართული როგორ მიუახლოვდა სკამს ვერ კი მიხვდა.. ვერც სკამზე მჯდარი ახალგაზრდა შეამჩნია... ერთი შეხედვით მიხდებოდით რომ სკამზე ახალგაზრდა ქალიშვილი იჯდა.. ვერც "მასპინძელმა" შეამჩნია ჰენრი.. იგი მისგან ზურგით იჯდა.. ნაბიჯების ხმის გაგონებისას კი შეკრთა და არ განძრეულა.. იფიქრა მეჩვენებაო და ფიქრი განაგრძო,მაგრამ ნაბიჯები მალე უფრო მკაფიოდ მოისმა.. ქალიშვილი ხვდებოდა რომ ვიღაც უახლოვდებოდა და თანდათან შიში იპყრობდა.. მთლიანად გაფითრდა,ხელები აუკანკალდა,ადგილიდან ვერ იძვროდა..
"-ნეტა ვინ უნდა იყოს? ოღონდაც ქურდი არ იყოს.. ღმერთო,არ მინდა ამ დროს აქ ვინმემ მნახოს.. ნეტა უბრალოდ მეჩვენებოდეს.." ფიქრი უცებ ნაცნობმა ხმამ გააწყვეტინა..
-უკაცრავად,-გაოგნებულმა წარმოთქვა ჰენრიმ,როცა ქალის სილუეტს მოჰკრა თვალი..
-ხომ არ დაიკარგეთ?-პირველი რაც მოაფიქრდა ის წარმოთქვა,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.. ჰენრი ფეხზე იდგა და ისევ ჯიუტად,უკვე მესამედ იმეორებდა კითხვას.. პრინცესა წამოდგა და მისკენ მიტრიალდა..მისი დანახვისას ჰენრი გაოცებული დარჩა.. ყველას ნახვაას მოელოდა აქ,გარდა პრინცესასი..
-პრინცესა სოფია? არ მოველოდი თქვენს აქ ნახვას..-თქვა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო მომავალ დედოფალს..
-არ მეგონა ახლა თუ ვინმეს ეღვიძა..-წარმოთქვა პრინცესამ.. თუმცა მის ამ სიტყვებში ვერანაირ გრძნობას ვერ გამოარჩევდით.. ისიც,როგორც ჰენრი გაოცებას მოეცვა ორივე..
-მეც ვფიქრობდი რომ ყველას ეძინა,თუმცა როგორც ჩანს ორივე ვცდებოდით.. -ამჯერად უკვე გახარებულმა და სახეგაბწყინებულმა წარმოთქვა ჰენრიმ..პრინცესას ახლოს ყოფნით გამოწვეულმა გრძნობამ მთლიანად მოიცვა იგი და ყველაფერი გადაავიწყა..
-მე უნდა დაგტოვოთ..-თქვა პრინცესამ და წინ გამოვიდა სიბნელიდან.. ახლა უფრო მკვეთრად გამოჩნდა მისი სახის თითოეული ნაკვთი..
-არა გთხოვთ..-თავისდაუნებურად ჰენრიმ პრინცესას მკავლზე შეეხო და ასე ცადა მისი შეჩერება.. პრინცესა მაშინვე გაჩერდა და ჰენრიმაც ხელი მისგაბ შორს გასწია..
-მაპატიეთ..-ხმადაბლა წარმოთქვა,თუმცა პრინცესამ მისი ნათქვამი
 მაინც გაიგონა..
"-ეს რა ჩავიდინე,ეს რა ჩაიდინე"-ფიქრობდა ჰენრი და ელოდებოდა როდის იტყოდა პრინცესა რაიმეს..
სოფიამ ჰენრის შეხედა.. შეეცადა ყველა სხვა გრძნობა დაეთრგუნა და გაბრაზება გამოეხატა ჰენრისადმი.. თუმცა როცა იგი მას შეჰყურებდა,ეს არც ისე კარგად გამოსდიოდა.. ჰენრისთან ახლოს  ყოფნის დროს უსუსურ ჩიტად იქცეოდა,რომელსაც დაცვა სჭირდებოდა.. მიუხედავად ყველაფრისა მოჩვენებითი გაბრაზებით შეხედა პრინცესამ..ეს გაბრაზება საოცრად გავდა ნამდვილს და ჰენრი ვერაფერს ვერ მიხვდა..
-თქვენ მე .... 
ჰენრიმ აღარ დააცადა არაფრის თქმა და კიდევ ერთხელ თხოვა პატიება..
-გთხოვთ მაპატიეთ.. მაპატიეთ ჩემო პრინცესა..
-კარგით გაპატიებთ..-თქვა ამაყად პრინცესამ.. ჰენრის პრინცესას სიტყვების გაგონება საოცრად ესიამოვნა და სახეზე მისთვის ჩვეულმა ლამაზმა ღიმილმა გადაუარა..
-საოცრად კეთილი ბრძანდებით..
-პრინცესა კეთილი უნდა იყოს..
ჰენრის სახეზე ისევ დასთამაშებდა ის მომაჯადოებელი ღიმილი და რაც უფრო მეტად უყურებდა პრინცესა,მით უფრო მეტად რწმუნდებოდა რომ მასთან ყოფნა და მისი ცქერა საოცრად დადებითად მოქმედებდა მასზე..
-პრინცესა თქვენ ძალიან ლამაზი ხართ!.. 
-მემგონი თქვენ ბევრი რამ გავიწყდებათ..
-მართალლია მავიწყდება,მაგრამ -ჰენრი რამოდენიმე წამით შეყოვნდა..მიხვდა რომ რასაც ახლა იტყოდა შეიძლება პრინცესასთან ურთიერთობა დაენგრია..
-გისმენთ მასტერ უოლტერ..
"-ოჰ ისევ მასტერ უოლტერი.. ნეტა შემეძლოს სიმართლე გითხრათ
შემეძლოს გითხრათ ყველაფერი.. თუმცა შემდეგ თქვენ შემიძულებთ,მაგრამ არა არ მინდა გატყუებდეთ"
-გისმენთ...-უფრო ხმამაღლა და მეტი სიამაყით წარმოთქვა პრინცესამ..
-მაპატიეთ.. უბრალოდ არ შემიძლია თქვენი ყურების დროს არ აღვნიშნო რომ ულამაზესი ხართ.. თქვენი საოცრად მწვანე თვალები ყველას აჯადოებს და როცა მე თქვენ გიყურებთ,აღარ მინდა თვალი მოვწყვიტო ამ სილამაზეს..-პრინცესას ჰენრის სიტყვები ესიამოვნა და ეს სახეზეც დაეტყო,თუმცა ჰენრიმ ვერაფერი შენიშნა,რადგან მთვარე აღარ ანათებდა ხეებსა და ღრუბლებს ერთდროულად ამოფარებოდა..
-შეგიძლიათ შეწყვიტოთ..-შეძლების და გვარად მკაცრად წარმოთქვა პრინცესამ,თუმცა მის ხმაში სიმკაცრისა და უარყოფითი გრძნობების გარდა ყველაფერი გამოიხატებოდა..
-მაპატიეთ ეს დაუდევრობა,მაგრამ ამ მოულოდნელმა შეხვედრამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.. 
-გასაგებია,მაგრამ დროა დაგტოვოთ..
-სამწუხაროა,არადა რა სასიამოვნოა როცა ჩემს გვერდით ხართ პრინცესა სოფია! ♥-წყენით ჩაილაპარაკა ჰენრიმ.. 
-რამე მითხარით?-მისი ნათქვამი ვერ გაიგონა,თუმცა მიხვდა რომ ჰენრიმ რაღაც ჩაილაპარაკა და ისევ მისკენ მიბრუნდა..
-არა არაფერი არ მითქვამს..
-კარგით გასაგებია..ღამე მშვიდობისა..-პრინცესამ ჰენრის ზურგი შეაქცია და ნელი,ფარფატა ნაბიჯებით სასახლისაკენ გასწია.. კაბის შრიალი მალევე შეწყდა და ჰენრის თვალთახედვიდანაც გაქრა იგი.. პრინცესამ გაიარა დერეფნები,დარბაზი და ბოლოს როცა ჰენრის ოთახსაც გაცდა მისი აპარტამენტებიც გამოჩნდა.. დედოფლის ოთახი წინ ფეხაკრეფით გაიარა,შემდეგ კი თავისი საძინებლის კარგი ჩუმად გააღო და ოთახის სიღრმეში მიიმალა.. თავდაპირველად დაძინება ცადა,თუმცა არ გამოუვიდა.. ფიქრები არ ეშვებოდნენ და დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ.. ჰენრისთან დღევანდელი შეხვედრა კი ყველაზე ლამაზ მოგონებად დარჩა მის გონებაში.. მასზე ფიქრისას თვალები უბრწყინავდნენ,თუმცა მალე ისინი ბრწყინვალებას წყვეტდნენ და სასოწარკვეთილებაში ეშვებოდნენ.. ვარკვლავებით გადაჭედილ ლურჯ
 ცას ახედა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა პრინცესა..
"-არ მინდა ეს მოხდეს? არ მინდა.. მე მხოლოდ თავისუფლება მსურს!როგორ მინდა გლეხის ოჯახში ვცხოვრობდე.. მაშინ ხომ შემეძლებოდა თავიფლად მეაზროვნა და ხელს არავინ და არაფერი შემიშლიდა.. მშურს.. საშინლად მშურს იმ ადამიანების ვისაც თავისუფლება აქვს" -ფიქრობდა პრინცესა და დროდადრო ამოიოხრებდა.. მისი აზრები და ფიქრები ერთმანეთში ირეოდნენ და მალევე იცვლებოდნენ.. თავისუფლებაზე ფიქრის შემდეგ ჰენრი ახსენდებოდა.. მის გახსენებისას,როგორც ყოველთვის სახე გაუბრწყინდებოდა,მაგრამ მალევე იღუშებოდა როცა დედოფალ კატერინასთან დღევანდელ საუბარს იხსენებდა..
უცებ თვალწინ წარმოუდგა დედოფალი კატერინას არაფრის მთქმელი მზერა,რომელიც ეუბნეოდა რომ საქმრო რაც შეიძლება მალე უნდა აერჩია და მის ლოყაზე უეცრად ცრემლი ჩამოგორდა..ცრემლი,რომელმაც თითქოს მისი გული გატეხა და უამრავ ნაწილად დაანაწევრა..
-არ მინდა-ძლივს წარმოთქვა ორი სიტყვა პრინცესამ და თავი სავარძლის მხარს დაადო..ხელით საკუთარ,გაფერმკრთალებულ ლოყას შეეხო და ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა..სოფია ვერ მიხვდა ისე ჩაეძინა... უკვე კარგა ხნის გათენებული იყო,როდესაც პრინცესამ თვალები გაახილა.. მხოლოდ ახლაღა მიხვდა რომ მთელი ღამე სავარძელში გაატარა.. პრინცესა წამოდგომას შეეცადა თუმცა ფეხების ტკივილმა წამოდგომის საშუალება არ მისცა.. კიდევ ცოტახანს დაჰყო სავარძელში და შემდეგ წამოდგომას ისევ შეეცადა..ფეხების ტკივილი უკვე ნაკლებად აწუხებდა..
ლოგინზე ჩამოჯდა და რამოდენიმე ხანს ასე გაატარა.. შემდეგ მსახურებს მოუხმო და ტანისამოსის არჩევა უბრძანა..როდესაც მის ლოგინზე გამზადებული ტანისამოსი დაახვედრეს და მარტო დატოვეს..პრინცესამ ტანისამოსი მალევე გამოიცვალა და ბაღში გავიდა... არისტოკრატების ნაწილი გარეთ საუზმობდა,მათთან იყო დედოფალი კატერინაც.. პრინცესას მათი ნახვა და მითუმეტეს მათთან გასაუბრებ არ უნდოდა,მაგრამ ზრდილობა მოითხოვდა მათთან მსულიყო.. პრინცესა სოფიაც ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა შეკრბილთ..

ვიმედოვნებ მოგეწონათ.. ველი თქვენს შეფასებას და 
არაფერს არ 
ვამბობ იმაზე რომ ნელ-ნელა მკითხველი 
იკლებსს.. 
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.. არაფერი იმედი 
მაქვს მალე ისევ გააგრძელებთ კითხვას და მადლობა
 წინასწარ მათ ვინც მოთხრობას შემიფასებს ♥♥ 
მიყვარხართ ყველა..
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 967 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-06-30 Spam
Momewonaa <3 <# <# < <3 <3 Male Dade, Velodebi Shemdeg Tavs <3