მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 22 » L'amore nel Medioevo 6 ♡
12:58 PM
L'amore nel Medioevo 6 ♡
Are U kidding me? აქამდე კითხულობდით და ახლა რა მოგივიდათ? ბევრს არ ვილაპარაკებ თუ არ შემიფასებთ შესაბამისად არ გავაგრძელებ.. თქვენზეა დამოკიდებული.. მე არ ვხუმრობ..
პირველ რიგში უსაზღვროდ გახარებული,ბედნიერი და მადლიერი ვარ თქვენი,რადგან მომეცით შანსი მოთხრობის გაგრძელებისა.. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისე მიხარია )) ♥♥ ბევრს აღარ შეგაწყენთ,მაგრამ სანამ მოთხრობის კითხვას დაიწყებდეთ,მინდა სათაურზე გითხრათ რაღაც :დდ L'amore nel Medioevo იტალიურია და ნიშნავს სიყვარული შუა საუკუნეებში.. არ მინდოდა ქართულად ან ინგლისურად დამეწერა,რადგან ამ ბოლო დროს იტალიურმა მომხიბლა :დდ თუმცა თქვენ ამ უცნაური სახელის დამახსოვრება გეზარებათ,ამიტომ ამიერად მოთხრობას ერქმევა Love in the middle age.. იგივე სიყვარული შუა საუკუნეებში ოღონდ ამჯერად ინგლისურად :დდ ))

The Royal Garden
პრინცესას წასვლის შემდეგ ჰენრიმ ბაღში გაისეირნა... დიდხანს იარა უგზო უკლოდ და შემდეგ იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა,რომელიც ალბათ იმისთვის იყო,რომ პრინცესას ან დედოფალს დაესვენათ ან თუნდაც ნებისმიერ იმ ადამიანთაგანს,რომელიც სასახლეში ცხოვრობდა და დიდებულის ტიტულს ატარებდა..სკამზე ჩამოჯდა.. იხსენებდა პრინცესასთან დღევნდელ საუბარს და რატომღაც თავისთავს უბრაზდებოდა..."-ჰენრი ნუთუ არ შეგიძლია უფრო კარგად მოიქცე? - უცებ თავისი თავის გამაკრიტიკებელ აზრებს ამოიდგებდა თავიდან.. -არა ჰენრი შენ პრინცესასთან საოცრად მშვიდი და გულკეთილი იყავი..არც უნდა იყო უკმაყოფილო... ამ ფიქრებს კი ისევ კრიტიკა მოჰყვებოდა.. -არასოდეს პრინცესა შენ დონემდე არ დაეშვება ჰენრი... დროა მოეშვა მასზე ფიქრს,რადგან მალე სასახლის დატოვება მოგიწევს.. იმედი მაქვს ეს "მალე" ახლოს არ არის და ჯერ კიდევ დიდხანს არ დაბრუნდება სერ უოლტერი.." მისი აზრები საოცრად სწრაფად იცვლებოდნენ,ბევრს ტრიალებდნენ და ახალს ვერაფერს პოულობდნენ...ფიქრებიდან ჰენრი ვიღაცის ნაბიჯების ხმამ გამოიყვანა... თუ კარგი სმენა ჰქონდა ადამიანს მიხვდებოდა რომ ეს ქალი არ იქნებოდა.. ჰენრიმაც მაშინვე მიხვდა რომ კაციიქნებოდა მისი სტუმარი.. იგი მძიმე და მოკლე ნაბიჯებით მიაბიჯებდა..მალე გამოჩნდა კიდეც ადამიანის სხეული.. ეს იმ ერთ-ერთი ახალგაზრდა ყმაწვილთაგანი იყო,რომელიც პრინცესას ხელის სათხოვნელად იყო სამეფო კარზე..ჰენრიმ მისი გამოჩენისას ყველა ფიქრი თავიდან მოიშორა და მომავალი შეათვალიერა.. საკმაოდ შესახედავი ყმაწვილი იყო..ჩაცმულობაზე ეყობოდა რომ მდიდარი ოჯახის შვილი იყო და დიდებულთა იმ ნაწილს არ ეკუთვნოდა,რომელიც გაღატაკების პირას მისულიყო და რომელსაც უკვე აღარ შეეძლო ჩაცმა-დახურვაზე ეზრუნა..მშვენიერი სახე ჰქონდა..მისი თმები მზის სინათლეზე ქერად გეჩვენებოდნენ,ხოლო ჩრდილში თაფლისფრად.. მისი მწვანე თვალები საოცრად ციმციმებდნენ.. მაგრამ ადამიანი რომელიც მას კარგად იცნობდა მიხვდებოდა რომ ყველაფერი ამის შიგნით საშინელი მარტოსულობა იგრძნობოდა.. ახალმოსული რაღაც განსაკუთრებულ ტკივილს განიცდიდა,რომელიც ალბათ მხოლოდ საყვარელი ადამიანის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს.. ჰენრისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე ჩამოჯდა მის მოპირდაპირე სკამზე.. ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა,ისე როგორც პატარა ბავშვი ჩაღუნავდა ლარნაკის გატეხვის შემდეგ..რამოდენიმე წუთი საოცარი სიჩუმე ჩამოვარდნილიყო..ან რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის,როცა არცერთმა არ იცოდა მის წინ ვინ იდგა..
ახალმოსულმა როგორც იქნა თავი ასწია..
-გამარჯობა..ჰენრი გაკვირვებული დარჩა მას რომ მიმართა მისივე 
კონკურეტმა და წამით დაიბნა..
-გამარჯობა..არ უნდოდა,მაგრამ როგორც ჩანს სხვანაირად არ შეეძლო.. ცივად და უკმეხად უპასუხა ჰენრიმ..
-გამარჯობა?? ირონიულად თავითვის ჩაიცინა მის წინ მჯომმა..-იცი ეს ყველაფერი შეცდომა და მე აქ ახლა არ უნდა ვიყო.. მე ხომ ...ჰენრი მიხვდა რომ უცნობი ახლა თავითავს ელაპარაკებოდა.. მისი ამ საქციელის გამო ჰენრიმ ისიც კი გაიფიქრა გიჟიაო.. "-ერთი შეხედვით არაფერი არ ეტყობა,თუმცა როგორც ჩანს ფისქიკურად ვერ არის"
 უცებ საუბარი შეწყვიტა თავისთავთან უცნობმა და ჰენრის მიმართა ისევ..
-მაპატიე ჩემი გაუგებარი საქციელი..თქვა და რამოდენიმე წამიანი შეყოვნების შემდეგ ისევ განაგრძო საუბარი..
-შეიძლება შენი სახელი ვიკითხო?
-მე ჰენრი ვარ.. მიხვდა რომ საშინელი შეცდომა დაუშვა და ისე რომ ჯერჯებით ისევ უცნობ ადამიანს არაფრის თქვა არ დააცადა და მანვე განაგრძო..-უფრო სწორედ რომ გითხრა,-დაბნეულად განაგრძო საუბარი..-მე უოლტერი ვარ...
-აბა ჰენრიოო? მოჩვენებითი ინტერესით შეეკითხა უცნობი.. 
-მე ვარ უოლტერი.. ჰენრის მეძახდნენ ადრე და ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობდი და ამიტომ გითხარი ეს სახელი.. ძლივს ამოისუნთქა ჰენრიმ,როცა ახალმოსული დაარწმუნა იმაში რომ უოლტერი ერქვა და არა ჰენრი..
-მე ჩარლი ვარ ...
-მშვენიერა.. როგორც ვხვდები შენ ერთ-ერთი მთხოვნელი ხარ პრინცესას ხელისა არა?
-ნამდვილად ასეა,თუმცა ამას ჩემთვის არც ისე დიდი მნიშვნელობა არ აქვს..
-რატო? რა არ აქვს მნიშბნელობა იმას გამოგყვება თუ არა პრინცესა შენ და არა სხვას? ინტერესით შეეკითხა ჰენრი..
-ალბათ იმიტომ რომ ახლა პრინცესაზე ფიქრისთვის არ მცალია ან ვერ ვიცლი..
-გასაგებია..თუმცა მე მეგონა აქ ყველა ადამიანი პრინცესას გულის მოგებაზე ფიქრობდა..
-როგორც ჩანს არასწორად ფიქრობდი... თქვა და ამოიოხრა ჩარლიმ..
-მოგესალმებით ახალგაზრდა ყმაწვილებო..
მათ წინ შუახნის,თუმცა ნამდვილად კარგი შესახედაობის მამაკაცი იდგა..
-გამარჯობათ.. ჰენრი ფეხზე წამოდგა და ზრდილობიანად მიესალმა.. ისე 
როგორც ეს მაღალ საზოგადოებაში იყო მიღებული იმხანად..
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა სერ .. ხელი გაუწოდა ჩარლის მამამ ჰენრის..
-მე უოლტერი ვარ,თქვენ კი როგორც ვხვდები ჩარლის მამა ბრძანდებით..
-ნამდვილად ასეა.. დაეთანხმა გრაფი ჰენრის. ამ დროს კი მათ თვითონ ჩარლიც შეუერთდათ..იგი ამჯერად სულ სხვანაირად გამოიყურებოდა გარეგნულად.. აღარ ეტყობოდა ის საშინელი ტკივილი,რომელიც ჰენრიმ შეამჩნია მის სახეზე.. გრძნობების დაოკებას და სასიამოვნო გამომეტყველების მიღებას ცდილობდა.. თვალები მიუხედავად ყველაფრისა ისევ უბრწყინავდნენ..
-შენი ნახვა მინდოდა ჩარლი, მინდოდა მოგლაპარაკებოდი,მაგრამ მგონი ჯობია ერთად ვისადილოთ სუფთა ჰაერზე და თან შენ ახლა მეგობარსა და კონკურეტსაც უკეთესად გავიცნობ..
-როგორც თქვენ გინდათ..
-კარგი.. მაშინ მე წავალ მსახურებს შევატყობინებ,რომ ჩვენთან ერთად
ისადილებს სერ უოლტერი ..
-ჩვენც დაგეწევით.. თქვა მოჩვენებით მხიარულებით ჩარლიმ..გრაფს მისთვის აღარაფერი უთქვამს და წინ წავიდა.. რამოდენიმე წამის შემდეგ ახალგაზრდა ყაწვილებმა ისევ თავისი ადგილები დაიკავეს სკამებზე.. თუმცა ამჯერად საუბარი არ გაუბამთ.. ორივე თავის ფიქრებში ჩაძირული და ვერც კი ვხვდებოდნენ,რომ მათ წინ ადამიანი იჯდა.. დაახლოებით ნახევარმა საათმა განვლო და ისინი უაზრო,
დამქანცველი ფიქრებიდან მსახურმა გამოიყვანა.. მსახურმა შეატყობინა რომ ბეკინგემის ლორდი მათ სადილად ეპატიჟებოდა.. გრაფის ვაჟი და ჰენრი მსახურს უკან გაჰყვნენ და მალე გრაფის აპარტამენტებსაც მიადგნენ.. მაგიდა გარეთ დაედგა და სტუმრებს ელოდა.. ახალგაზრდებს ნამდვილი,გულკეთილი ღიმილით შეეგება და მაგიდასთან მიიპატიჟა..
-მოხარული ვარ,რომ სადილზე მომიწვიეთ..
-არაფრის.. სხვათაშორის ერთმა ბრძენმა მასწავლა,რომ მოწინააღმდეგე უნდა გაიცნო კარგად და მერე შეებრძოლო..თითქოს ზიზღით წარმოთქვაო გრაფმა.. ჰენრის მისი ლაპარაკის ხასიათისთვის ყურადღება არ მიუქცევია და გულგრიდან შეეკითხა...
-მოწინააღმდეგე?
-რა თქმა უნდა თქვენ ხომ ჩემი შვილის მოწინააღმდეგე ხართ..
-აი თურმე რას გულისხმობდით..ისევ იმავე გულგრილი ტონით წარმოთქვა ჰენრიმ,გრაფმა მას ამჯერად ყურადღება აღარ მიაქცია და შვილს მიუბრინდა,რომელიც გარინდული იჯდა მაგიდასთან და ხმას არ იღებდა..
-ჩარლი შუეძლოდ ხომ არ ხარ? ფერმკრთალი მეჩვენები..
-არა,კარგად ვარ..თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ჩარლიმ..
-დარწმუებული ხარ შვილო? კიდევ ერთხელ შეეკითხა გრაფი შვილს..თუმცა 
ჩარლის პასუხის გაცემა აღარ დასცალდა..რადგან მათ საუბარში უეცრად
 გრაფინია ჩაერია..
-გასეირნებას ვაპირებდი და როდესაც თვალი მოგკარით გადავწყვიტე მოგსლამებოდით,-სწრაფი ფრანგულით მიაყარა გრაფინიამ..-უი,ჩარლი ფერი სულ დაგიკარგავთ.. ეს არ შეიძლება,თავს უნდა გაუფრთხილდეთ,ასე არ შეიძლება..-გრაფინია ახლა ჰენრის მიუბრუნდა..-მემგონი თქვენ ლორდი უილის ვაჟი ბრძანდებით არა? შორიდან გამაცნეს შენი თავი..მემგონი მილედი მიყვებოდა თქვენს ოჯახზე.. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.. მე გრაფინია ლიდია ვარ...გრაფის მეუღლემ როგორც იქნა თავისებური ფრანგულით ტიკ-ტიკი დაასრულა..
-ჩემთვისაც სასიამოვნოა..უთხრა ჰენრიმ,გაუღიმა და შემდეგ გრაფინიას ხელს ეამბორა.. 
-მაპატიეთ,მემგონი ძალიან მოგაბეზრეთ თავი და დროა წავიდე..
-არა სულაც არა..თუ ინებებთ ჩვენთან სადილად დარჩით..
-მადლობა,მადლობა გრაფო,მაგრამ მირჩევნია ცოტახნით გავისეირნო და დავისვენო..
-როგორც გენებოთ..უთხრა გრაფმა და თან გაიღიმა და თავისი თეთრი,მწკრივად ჩალაგებული კბილები გამოაჩინა..
-თავს აღარ შეგაწყენთ და დაგემშვიდობებით.. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა სერ უოლტერ..ჩარლი თავს გაუფრთხილდი,ძალიან ფერმკრთალი მეჩვენები..თქვა და ბატონებს ზურგი შეაქცია.. რამოდენიმე წუთის განმავლობაში გრაფინია ლიდიას კაბის შრიალის ხმა მათამდე აღწევდა,შემდეგ კი სულ გაქრა.. გრაფმა,მისმა ვაჟმა და ჰენრიმ სადილობა განაგრძეს.. მთელი საუბრის განმავლობაში არისტოკრატი არ გაჩერებულა და საუბრობდა ჯერ საჭმელზე,შემდეგ ეკონომიკაზე..ეკონომიკას მოსდევდა პოლიტიკა და დედოფალი..დაუსრულებლად განაგრძობდა,ბოლოს ბურიუაზიის წარმომადგენლებს გაკიცხავდა  და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა...ჰენრი დროდადრო თუ ჩაერთვებოდა მასთან საუბარში,ძირითადად ცდილობდა გრაფისთვის მხოლოდ მოესმინა.. ჩარლი კი ხმას საერთოდ არ იღებდა.. არც კი უსმენდა მათ საუბარს.. თავისთვის იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა..
სადილმა მშვიდად ჩაიარა.. ჰენრი გამოემშვიდობა გრაფსა და მის ვაჟს და ბაღში სასეირნოდ დაბრუნდა.. მალე იგი იმ ადგილს მიუახლოვდა,სადაც თავს ასე მყუდროდ გრძნობდა.. სკამზე ჩამოჯდა და ისევ ფიქრებში გადაეშვა.. ამჯერად პრინცესა სულაც აღარ გახსენებია.. ის თავის ახალ ნაცნობებზე ფიქრობდა.. იგი ხვდებოდა რომ ორივეს მამასაც და შვილსაც რაღაცის გადატანა ძალიან უჭირდათ.. ერთი თავისი ტკივილის ჩახშობას მხიარულებითა და თავდავიწყებით ცდილობდა,მეორეს კი აშკარად ეტყობოდა,რომ ამ ტკივილმა დიდი დაღი დაასვა მას..რაც უფრო მეტს ფირობდა,მით უფრო უჩნდებოდა ინტერესი გაეგო,თუ რა გასაჭირი გადაეტანათ მამაშვილს.. ფიქრობდა,ფანტაიზას იყენებდა და თვითონ თხზავდა მიზეზებს,მერე კი უარყოფდა იმის გამო,რომ სისულელე იყო.. 
"-მემგონი დროა ამას მოვეშვა,ბოლოსდაბოლოს მე არავინ მეკითხება მათ საქმეს.." გაიფიქრა და საბოლოოდ ამოიგდო თავიდან ეს უცნაური ფიქრები ბეკინგემის გრაფის ოჯახზე..სკამიდან წამოდგა.. არე-მარეს მიმოავლო თვალი,საოცარ სიჩუმეს და მყუდროებას დაესადგურებინა.. გარშემო ადამიანი არსად ჩანდა.."-უკვე ბინდდება,ალბათ სავახშმოდ ემზადებია" გაიფიქრა და ნელი ნაბიჯებით სასახლისაკენ წავიდა..

huh:))
აბაა როგორი იყო? მოგეწონათ ჰენრის მოწინააღმდეგეე?? არ გაინტერესებთ რატოა ცუდად ჩარლი?? რავი მე მაინტერესებს და მეთქი თქვენც ხო არ გაინტერესებთ-თქო :დდ კაიი ახლა მეყო უაზრო ბოდიალი :დდ შემიფასეთ.. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1114 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-06-28 Spam
ამ მოთხრობას ვკითხულობდი რადგან მომეწონა მისი იტალიური დასახელება. მოგეხსენება რომ ვიცი იტალიური და იტალიური მოთხრობები . ეს სათაური კი მეცნო და მომინდა წამეკითხა, კარგი მოთხრობაა მომწონს მაგრამ ერთ რაღაცას გირჩევ ისევ ის ძველი სათაური დააბრუნე <3 ველოდები შემდეგ თავს.