მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 10 » L'amore nel Medioevo 10
12:25 PM
L'amore nel Medioevo 10
L'amore nel Medioevo

შემდეგი თავი I hope U Like It

The Love ilike Wind,
I Can't see it,but I can Feel...

=10=

IN A MESS
სასახლეში თანდათან სიმშვიდემ დაისადგურა.. ზოგიერთი დიდებულთაგან მიტოვებულ საუზმეს დაუბრუნდა,ზოგიც ბაღში სასეირნოდ წავიდა..სერ უოლტერს დიდხანს არ დაუყოვნებია დედოფალთან,მალევე დატოვა მისი ოთახი და საჯინიბოში წავიდა..ცხენი თავის ადგილას დააბინავა,თვითონ კი ფეხით წავიდა სასეირნოდ..
- როგორც ჩანს გმირობის შემდეგ განტვირთვა დაგჭირდათ.. - მოესმა ლორდი უილის ბოხი ხმა .. ახლა ჰენრის ყველაზე ნაკლებად სწორედ მისი ნახვა სურდა,მაგრამ ვერსად გაექცეოდა..
- იცი მე ვფიქრობ,რომ ეს კარგი ჩანაფიქრი იყო.. თქვენ ამით ორი კურდღლის გული მოიგეთ..ახლა ისინი სერ უოლტერს ენდობიან,რაც ჩვენს მიზანთან უფრო გვაახლოვებს..-განაგრძო ლორდმა როდესაც ჰენრისგან პასუხი ვერ მოისმინა..
- აღიარეთ თქვენ ეს გამიზნულად ჩაიდინეთ...რათა პრინცესას თვალში გმირი გამხდარიყავით...
- შეგიძლიათ შეწყვიტოთ ? ახლა ყველაზე ნაკლებად თქვენი დანახვა და თქვენთან საუბარი მინდა.. იმიტომ რომ ამაზრზენი ხარ.. საზიზღარი.. -  ლორდი გაკვირვებული დარჩა ჰენრის თავხედური ტონით,ხოლო ჰენრი ხმამაღლა (თითქმის ყვირილით) ისევ განაგრძობდა..- მომაბეზრეთ თავი.. თქვენ ერთი ჭამით გასუქბული მასხარა ხართ და ამ ყველაფერს არ იმსახურებთ.. მეშემშვით.. თავი დამანებეთ..
ლორდმა საკმაოდ მშვიდად მიუგო ჰენრის..
- დამერწმუნეთ მოვა დღე და თქვენ ამ სიტყვებს ინანებთ..
-დამტოვეთ მარტო..
ლორდი ჰენრის მოშორდა..
სასახლის ბაღის ინ ნაწილს როცა გაცდა,სადაც ძირითადად თავს იყრიდნენ დიდებულები თავისი მსახურებით მწვანე მიდორზე ჩამოდჯდა და ცას ახედა.. ერთი შეხედვით უწყინარი,მზიანი დღე საშინელი უბედურების მომტანი აღმოჩნდა.. უყურებდა ცას დ წარსულზე ფიქრობდა.. ის ხომ ასეთი სათუთი და ლამაზი იყო და დროდადრო ეღიმებოდა,როცა საკუთარ ბავშვბობას,ოჯახს იხსენებდა.. ხანდახან თვალებში საშინელი სინანული ჩაუდგებოდა..
ისე დააღამდა რომ ვერც მიხვდა.. მიუხედავად დაღამებისა ადგილიდან არ დაძრულა.. ტრიალ მინდორში სულ მარტო იწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა..
სწორედ ამ დროს დედოფლის ოთახიდან ჯერ კიდევ გამოკრთოდა მბჟუტავი სინათლე.. სოფია და კატერინა ერთმანეთთან ახლოს ისხნდენ..დედოფალი მას სახეზე ეფერებოდა და ხანდახან შუბლზე კოცნიდა..
- როცა ვიგრძენი რომ შეიძლება დამეკარგე,მივხვდი ამას ვერ გავუძლებდი.. შენ ჩემი ანგელოზი ხარ.. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი,რომელიც მამაშენს,ჩვენს მეფეს მაგონებს..თუმცა ამაზე ფიქრი აღარ არის საჭირო,ახლა სერ უოლტერის დამსახურებით ცოცხალი ხარ..
- სერ უოლტერი ? 
- სერ უოლტერმა გამოგიყვანათ ცეცხლ წაკიდებულ ოთახიდან..
- ეს მისი მოვალეობა იყო.. არამარტო მისი,არამედ ყველასი ვინც სამშობლოს ერთგულია.. - ამაყად წარმოთქვა სოფიამ..
-მაგრამ მან უამრავიდან ერთმა გადაგარჩინა.. ვფიქრობ არ შეიძლება ასე მკაცრად განსჯა..
- დედოფალო თქვენი სიტყვის მჯერა და ამიტომ არ შეგეწინააღმდეგებით..
- მგონი დროა დაისვენოთ.. მსახურებს თქვენთვის სხვა ოთახი მოვამზადებინე.. სეფექალი წაყევით ის მიგიყვანთ ოთახამდე..
- ნახვამდის დედა.. -პრინცესამ დედოფალს თავი დაუკრა და ოთახი დატოვა სეფექალთან ერთად.. 
- ინებებთ კიდევ დახმარებას? - ჰკითხა სეფექალმა სოფიას როდესაც ტანსაცმლის გახდა დაასრულა..
- შეგიძლიათ წახვიდეთ..
მდუმარედ დაემშვიდობა სეფექალი და სოფია მარტო დარჩა.. 
ლოგინში არ ჩაწოლილა,ფანჯარასთან მივიდა და ფარდა გადასწია..
ცა ძალიან ლამაზი იყო, უზომოდ ბევრი ვარსკვლავებით და სავსე მთვარით...
პრინცესა მდუმარე ფიქრებს მიეცა..ახლა მხოლოდ მამაზეციერმა იცოდა იგი რას ფიქრობდა და რაზე ოცნებობდა..ან შეიძლება სულაც არ ფიქრობდა..

*****

- მეგობარო გაღვიძების დროა.. 
- ვინ ხარ რა გინდა ? - ახალ გაღვიძებულმა ჰენრიმ თვალებზე ხელი მოისვა და ძლივძლივობით წამოწია თავი ..
- მინდორში ძილი სასარგებლო არ არის..
- იცით მე ეს მომწონს და თქვენ წინააღმდეგი თუ ხარ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, - მიუგო ჰენრიმ სწრფად და როგორც იქნა თვალები გაახილა.. 
- მიცანი მეგობარო ?
- ბეკინგემის ლორდის ვაჟი ჩარლი..
- სწორად გამოიცანი..როგორც ჩანს მთელი ღამე აქ გაატარე..
- ჰო აქ გავატარე,დასვენება მინდოდა.. - ჰენრი ფეხზე წამოდგა,როგორც იქნა..
- ბოდიშს გიხდი რომ გაგაღვიძე
- არაფერია, უკვე ისედაც გაღვიძების დრო იყო.. 
- სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა,მაგრამ ახლა უნდა დაგტოვო,- თქვა ჩარლიმ და ცხენზე მიუთითა..
- კარგი ..ჩემთვისაც სასიამოვნო იყო.. 
ჩარლი თავის ბედაურზე შემოჯდა და სწრაფად გაეცალა იმ ადგილს..ჰენრიმ თვალი მიმოავლო გარემოს..გაიზმორა და იგრძნო რომ მინდორზე ძილის გამო წელი საშინლად ტკიოდა..ნელი ნაბიჯით წავიდა სასახლისაკენ..

* * * * *
- დედოფლის ნახვა მინდა სასწრაფოდ..
- დედოფალი ახლა ვერ მიგიღებთ..
- მისი უდიდებულესობა ახლავე უნდა ვნახო,საჩქაროა არ გესმით ? - უცნობმა კაცმა კბილებში გამოსცრა..
- დედოფალი ვერ მიგიღებთ ..ხვალამდე უნდა დაელოდოთ,დღეს დასვენების დღეა.. 
- სასწრაფო საქმეა.. -ამჯერად უფრო მეტი გაბრაზებით წარმოთქვა უცხო სტუმარმა..
- მითხარით რა გნებავთ დედოფალს გადავცემ და შემდგომ თუ ის თქვენს მიღებას გადაწყვეტს,მაშინ შეგიშვებთ..
- მე მას წერილი უნდა გადავცე..
- კარგით მომეცით მე გადავცემ..
- დამაბარეს რომ პირადად გადავცე..
- მაშინ ხვალამდე მოგიწევთ ლოდინი..
- დრო არ იცდის..
- მე უკვე შემოგთავაზეთ რაც შემეძლო,თქვენ არ დამთანხმდით და დროა სასახლე დატოვოთ..
- დედოფალი უნდა ვნახო - დაღლილმა ძლიერად დაიყვირა..
- იძულებულს მხდით ძალით დაგატოვებინოთ სასახლე.. -თქვა და იქვე სასახლის კარებტან მდგომ ორ მცველს მოუხმო..
- ახლავე გაიყვანეთ სასახლიდან..
მცველები აპირებდნენ აქეთ-იქიდან ხელით დაეჭირათ,მაგრამ სტუმარმა ამის შესაძლებლობა არ მისცა..
- არ შემეხოთ, -მკაცრად უთხრა მცველებს,მერე კი მის წინ მდგომს უთხრა, - ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ დედოფლის ნახვის საშუალებას,რომ არ მაძლევთ..
- არამგონია..სასწრაფოდ გაიყვანეთ აქედან.. -ქედმაღლურად წარმოთქვა დედოფლის მსახურმა.. 
- აქ რა ხდება ? - მოულოდნელად ჰოლში პრინცესა გამოჩნდა..
- ვიღაც კაცს დედოფლის ნახვა სურს,დედოფალს კი დღეს არავის მიღება შეუძლია... 
-ვის სურს დედოფლის ნახვა.. 
-მე მსურს პრინცესა.. - როგორც იქნა თავიდან მოიშორა მცველები და პრინცესას მიუახლოვდა..
- ჰერდვუდ ეს თქვენ ხართ ?
- დიახ ჩემი პრინცესა -თქვა ჰერდვუდმა და პრინცესას რევერანსით მიესალმა..
- წამომყევით და შეგახვედრებთ დედოფალს..
-როგორც ბრძანებთ პრინცესა..
ჰერდვუდი პრინცესას უკან გაჰყვა..
- ჰერდვუდ თქვენი ნახვა ძალიან გამიხარდა..
 - მეც ჩემო პრინცესავ..
- ალბათ აქ რაიმე მნიშვნელოვანი ამბის სათქმელად გამოგიშვეს..
- ნამდვილად, თქვენმა უდიდებულესობამ წერილი გამომატანა დედოფალთან.. 
- ცუდი ამბავი ხომ არ არის.. 
- ვვარაუდობ არა.. 
- კარგია,შეგიძლიათ შებრძანდეთ დედოფალთან .. სოფიამ ჰერდვუდს კარები გაუღო და დედოფალთან წარადგინა,შემდეგ კი მარტო დატოვა..


მაინც ვაგრძელებ ხო ხედავთ ამიტოომ ახლა მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს შემიფასოთ... ამ მოთხრობას არ შევწყვეტ,რადგან მინდა ბოლომდე მოვიყვანო.. დააკომენტარეეთ ახლაა და უფროო დიდ თავს დავდებ მალეეე :დდდ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 717 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-11-04 Spam
moewwona dzaalian ♥ ♥ ♥