მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » Romeo Vs Juliet?=21=
4:17 PM
Romeo Vs Juliet?=21=
((NiinZii)) & MaRii & Smiler♥Megiეს თავი ამ სამს,ერთგულ მკითხველს)


ამ ერთ თავში თითქმის მაქვს აღწერილი მთელი 2 წლის ამბები.არ იფიქროთ,რომ მოვლენები დავაჩქარე–უბრალოდ ამ დღეებზე მოსაყოლი მეტი არაფერი იყო და ერთად მოვაქციე ორივე.ნუ წაიკითხეთ და მიხვდებით >დ0) 


უაზრო თემებზე ვსაუბრობდით,რომ უეცრად ეზოში მანქანის ხმა შემომესმა.მანქანა რომელიც პირდაპირ შესასვლელთან გაჩერდა.სიბნელე იყო და ვერ ვარჩევდი.მხოლოდ იმას შევხედე,რომ კოლეჯის კარებიდან დიექტორი გამოვიდა და იმ მანქანას მიუახლოვდა.
–ალბათ რაღაცაზე საუბრობენ–მითხრა ჩუმად ჯესიმ და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა
პირველად მომინდა,რომ ჩემი შესაძლებლობა კვლავ ძალაში ყოფილიყო,მე ხომ თავისუფლად გავიგონებდი მათ დიალოგს.მაგრამ ახლა წესიერად იმასაც ვერ ვხედავდი ვინ იყო,მათი დიალოგის გაგონებაზე კი საუბარი ზედმეტია.ცნობისმოყვარეობამ გადამიარა.
–თუ დაამთავრე წავიდეთ.დირექტორმა რომ გვნახოს გაბრაზდება
–მართალია– ნაყინის ჭიქა სწრაფად გავრეცხე და ჯესის დავედნე.
სასიამოვნო ღამე იყო.მთვარის შუქი ფანჯრებიდან შემოდიოდა და მთელ დერეფანს ანათებდა.დირექტორის კაბინეტის ასასვლელი მარჯვენა მხარეს იყო,ჩვენ კი მარცხენა მხარის კიბეებზე ჩამოვჯექით.
მე კედელს მივეყრდენი,ჯესი კი საფეხურზე წამოწვა და თავი მუხლებზე დამადო.
მთვარის სინათლე მის ფეხზე ეცემოდა.
–არ მეძინება–ვთქვი ჩუმად
–არც მე.
–რაზე ფიქრობ?
გაეცინა
–აქამდე ეს არასდროს გიკითხავს ))
–აქამდე ყოველთვის შემეძელო გაგება რაზე ფიქრობდი
–სწორედ ეგ მომწონდა :დ)ყოველთვის იცოდი რა მინდოდა
–მე ახლაც ვიცი რა გინდა..
–მეც ვიცი,მიუხედავად იმისა რომ შენი ფიქრები არასდროს წამიკითხავს–ჩაიცინა.
–მართალია–ფანჯარას ავხედე,რომელიც ჩვენიდან საკმაოდ მაღლა იყო–მიჩელი გიყვარს?
–არ ვიცი.მაგრამ ვიცი,რომ სულ მასზე ვფიქრობ
–საშინელი გრძნობაა..
–გეთახნმები.ზედაც არ მიყურებს.შენ ჰარიზე ფიქრობ?
–კი და უკვე მენატრება.
–იქნებ მასაც ენატრები...–ჩემდა მოულოდნელად გვერდიდან ჰარის ხმა გავიგონე.მეგონა რომ მომელანდა,მაგრამ როცა შევხედე,როგორ სწრაფად წამოდგა ჯესი და გაოცებულმა გამომხედა,მივხვდი რომ ეს სიტყვები რეალურად ითქვა.ორივე ფეხზე წამოვდექით.
–აქ რას აკეთებ?–სიბნელეში იდგა და მის სახეს წესიერად ვერც ვარჩევდი
–მე დაგტოვებთ.მეძინება–გაიღიმა ჯესიმ და სწრაფად აირბინა კიბეები
მე გაშეშებული,უმექმედოდ ვიდექი.ჩუმი ფეხაკრებით ამოიარა,ყველა საფეხური ჩემამდე და მე უკვე შემეძლო მისთვის შემეხედა.
–კარგად ხარ?რა გჭირს?–ცოტა ავღელდი როცა მის სახეზე გახეთქილ ტუჩსა და ჩალურჯებულ შუბლს შევხედე
–ავარიაში მოვყევი.სერიოზული არაფერი.სულ ცოტათი გადავრჩი,რომ წასვლამდე არაფერი მოვიწიე
ღრმად ამოვისუნთქე
–ძალიან შემეშინდა.ფრთხილად უნდა იყო.
–აქ რომ ვარ არავინ იიცის.მამაჩემის მანქანით წამოვედი,ჩუმად.ოჯახისგან აკრძალული მაქ წასვლამდე საჭესთან ჯდომა.
–ჰარი,აქ არ უნდა იყო...პრობლემები შეგექმნება ჩემს გამო,დაბრუნდი და თავს მიხედე–შევეცადე ეს სიტყვები მკაცრად გამომსვლოდა,მაგრამ ჩემი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
წასვლა დავაპირე.როგორც ჩვევია,ხელზე მომიჭირა და თავისკენ შემაბრუნა.ლამის კიბეებიდან დავგორდი.
–შენ გგონია,კილომეტრები იმისთვის გამოვიარე,რომ შენგან მომესმინა სიტყვები,"თავს მივხედო"?ეს ხომ საათობით მესმის დედაჩემისგან–სიცილი დაიწყო
–აქ რისთვის მოხვედი ჰარი?–სახეზე გამომეტყველება არ შემიცვლია,მაშინაც როცა გაიხუმრა
–მინდა ეს ღამე შენთან ერთად გავატარო–ამ სიტყვებზე გული ამიჩქარდა.
ხალათი გამიხსნა და წელზე შემეხო.
–თუ რათქმაუნდა შენც გინდა–ამომხედა
არაფერი მითქვამს.მისკენ გავიწიე და ვაკოცე.
–აქვე კიბეებზე?–გავიცინე
–როგორც იქნა გაიცინე )) ჩემი ოთახის გასაღები ჯერ–ჯერობით მე მაქვს
ხელი მომკიდა.სწრაფად მიდიოდა და მეც უკან მივყვებოდი.ამ წუთას უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.ის ჩემთან იყო და მე არაფერზე ვფიქრობდი.არ ვიცოდი ეს ღამე რა შედეგებს მოიტანდა,მაგრამ ამ დროს ყოველთვის რთულია იფიქრო შედეგებზე.მე მას მივენდე და მთელი ღამე მასთან ერთად გავატარე.ეს იყო სიტყვებით აუღწერელი ბედნიერება,როცა ხარ შენს საყვარელ ადამიანთან ერთად.აკოცებ, მაშინ როდესაც მოგინდება,მოხევევი მაშინ,როდესაც მოგინდება და გრძნობ მისგან უდიდეს სითბოს....
არ მეგონა თუ ცხოვრებაში ვინმე ასე შემიყვარდებოდა,მაგრამ როგორც ჩანს მართალი არ ვიყავი.ჩემს გვერდით ახლა იყო ადამიანი,რომელიც მთელი არსებით მიყვარდა,მეკი არ შემეძძლო ეს მისთვის გულახდილად მეთქვა.მე წესიერად ვერც კი გამოვხატავდი მის მიმართ იმ უდიდეს გრძნობას,რომელსაც სიყვარული ერქვა..
ვიცოდი,რომ ჩემს ერთ სიტყვას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა.ვიცოდი?მეტიც,დარწმუნებულიც ვიყავი–ჰარისთვს ის ჯადოსნური 1 სიტყვა და  9 ასო საკმარისი იქნებოდა,ჩემთან დარჩენა რომ გადაეწყვიტა,მაგრამ ეს შეუძლებლად მიმაჩნდა.ერთადერთი  რაც მაკავებდა,ეს მისი მომავალი იყო.და არ მინდოდა,მთელი ცხოვრება ტვირთად დამწოლოდა  აზრი,რომ მე მას რაღაცაზე უარი ვათქმევინე.
ვგრძნობდი,რომ ჩემს ბედნიერებას დიდი გაგრძელება 
არ ეწერა,რომ უნდა დავმტკბარიყავი ამ წუთებით.
მართალიც აღმოვჩნდი.

დილის 9 სსაათი იყო,რომ გამეღვიძა.ოთახში მიმოვიხედე.შემდეგ კი ფანჯრიდან მისი მანქანის ხმა გავიგონე.როდესაც გადავიხედე,ის უკვე გაცილებული იყო კოლეჯის ეზოს.
აი მაშინ კი ყველაზე დიდი სიცარიელე ვიგრძენი.ვიცოდი,რომ მას უკვე დიდი ხანი ვეღარ ვნახავდი.მაშინებდა მის გარეშე ყოფნა.არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა/ვიქნებოდი კი კვლავ ბედნიერი?–ცრემლები მომადგა.
ვთვლი,რომ ძლიერი ადამიანი ვარ.იშვიათად ვტირი.ახლა 
კი თავი ვეღარ შევიკავე და ცხარე ცრემლებით ავტირდი.გრძნობებს ვეღარ ვიოკებდი 
და თავს უფლებას ვერ ვაძლევდი არ მეტირა.
გული რომ მოვიოხე,საწოლიდან წამოვდექი.ოთახს თვალი მოვავლე.მასთან ხომ ამდენი მოგონება მაკავშირებდა.თითოეული დეტალი მის თავს მახსენებდა.თუნდაც იმ დროს,როდესაც რეპეტიციამდე ამოვდიოდი და დარბაზში ძალით მივათრევდი.
ფიქრებისადა და მოოგონებებისგან უკვე თავი ამტკივდა.სასწრაფოდ ჩავიცვი,სახე მოვიბანე და ოთახიდან გავედი.
–ესღა მაკლდა–გავიფიქრე,როცა ჩემს წინ შეკრებილ ბავშვებს შევხედე.სურათებს მიღებდნენ და ამბობდნენ,რომ ეს ძალიან მაგარი სტატია იქნებოდა კოლეჯის საიტისთვის.ელისი და ჰარი–მთელი ღამე ერთ ოთახში.
რა უაზროები არიან–ვფიქრობდი და წინ მივიწევდი.თან მეშინოდა სახე არ გამომჩენოდა,რომ ნამტირალევი არავის დაენახა.შუა თითი ავუწიე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები,რომელიც ჩემი ოთახისაკენ მიდიოდა.
როდესაც შევედი,ჯესის უკვე ფორმა ეცვა.გაკვეთილებისთვის ემზადებოდა,რომელიც 15 წუთში იწყებოდა.არაფერი მითქვამს საწოლისაკენ წავედი,რომ ჯესი გადამეღობა
–არ გაბედო და არ დაწვე.ჩაიცვი
–კარგი რა ჯეს..
–არავითარი ჯეს.–თითები გაშალა
ერთი–ძილის უფლება არ გაქ,ორი–არც ტირილის,სამი–გაკვეთილები იწყება,ოთხი–ყველაფერი უნდა მომიყვე,ხუთი–ტანსაცმელი უკვე მოგიმზადე
გაიცინა და თავისი საწოლისკენ მიმითითა,სადაც ჩემი ტანსაცმელი გაემზადებინა.
–ტრადიციას არ ღალატობ
–რათქმაუნდა–გამიღიმა
მეც სხვა რა გზა მქონდა,მითუმეტეს ვიცოდი რომ მართალი იყო.ჩავიცვი,მოვწერიგდი და ოთახიდან გავედი.მეორე დასვენებაზე კი ლეპტოპში ჯესიმ კოლეჯის საიტი მანახა,რომელიც ჩემი ხალათიანი და ჰარის სურათებით იყო სავსე
–დაიკიდე რა–თვალები გადაატრიალა და ლეპტოპი ცივად დახურა
–ვერ წარმოიდგენ,როგორ მკიდია–გავუღიმე და გუშინდელის მოყოლა განვაგრძე
დღემ უაზროდ ჩაიარა.ამას ველოდი კიდეც.მაგრამ ნეტა მხოლოდ ეს დღე ყოფილიყო.ერთს მეორე მიყვა,მეორეს მესამე–და ჩემდა უნებურად ერთ უბრალო კოლეჯის მოსწავლედ ვიქეცი,რომლის საქმე მხოლოდ დილით ადგომა,ჩაცმა,სწავლა და დააძინება იყო.
მითუმეტეს,მეორე დღეს ჰარის ძმაკაცმა მითხრა,რომ დილის 6 საათზე "ის" ლონდონში გაემგზავრა......

6 თვის შემდეგ.
თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა.ყველაზე საშინელი ნახევარი წელიწადი ჩემთვის,როცა ყოველი დღე ჰარიზე ფიქრებში გადიოდა.ერთადერთი რაზეც გულის გადაყოლება შემეძლო ე სპექტაკლები იყო.100%ით ვიტვირთავდი ჩემს თავს,იმის გამო რომ მარტო ყოფნისა და მოწყენის დრო არ მქონოდა.ერთდროულად მონაწილეობას ვიღებდი 3 სპექტაკლში და ეს არც ისე რთული მეჩვენებოდა.ამ გარემოს უკვე შეჩვეული ვიყავი.ერთადერთი ადგილი სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი–ეს სცენა იყო.მითუმეტეს,რომ 3იდან 2 სპექტაკლის რეჟისორი კლვავ ოლივერი იყო.
ყოველთვვის ვცდილობდი მოწყენა არ დამტყობოდა.ყოველთვის ფორმაში ვიყავი და დილაობით გაღიმებული სახით გამოვდიიოდი ჯესისთან ერთად,ღიმილი–რომლის უკანაც დიდი ტკივილი იმალებოდა და რომელსაც,მხოლოდ ჯესიი ხედავდა.
ასე ჩაიაარა ამ 6 თვემ,რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის.კოლეჯში დიდი აღიარება მოვიპოვე,როგორც საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი.
გამოსაშვებ საღამომდე 1 კვირა იყო დარჩენილი,რომლისათვისაც ჯესი ემზადებოდა.ის უკვე ამთავრბდა სწავლას,ის ხომ ჩემზე დიდი ხანია სწავლობს..მე კი,კიდევ მქონდა დარჩენილი 1 წელიწადი.ამის გამო ბოლო დღეები კიდევ უფრო მოწყენილი ვიყავი.არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა,უკვე ჯესის გარეშეც......

1 წლის შემდეგ.....
ჩემს გამოსაშვებ საღამომდე 2 კვირა დარჩა.
დიდი მონდომებით ვემზაადები.კაბას ვიკერავ,ჩემი კავალერი კი ახლად გაცნობილი–მაიკი იქნება )) საკმაოდ კარგი ბიჭია და კარგი პიროვნება ჩანს,მაგრამ არა ისეთი ჰარი რომ დამავიწყოს.
როგორც გასული წელიწადი,ამ წელსაც საკმაოდ ჩართული ვიყავი სპექტაკლებში.ვიცოდი,რომ მომავალში წამადგებოდა და თავს არ ვიზოგავდი.
ეს ერთი წელიწადი კი ჯესის გარეშე ვიყავი.
წინა ზაფხული ერთად გავატრეთ,შემოდგომას–როდესაც კოლეჯში დავბრუნდი,პირველი ორი თვე ყოველდღე ვკონტაქტობდით.შემდეგ ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო,იშშვიათად ვწერდი.თანდათან კი ჩვენი კავშირი,თვეში ერთხელ აღდგებოდა ხოლმე.რაცარუნდა გასაკვირი იყოს–ჯესისთან ურთიერთობა გავწყვიტე.
მინდოდა გამოსაშვებ საღამოზე ისიც მენახა,მიინდოდა მოსულიყო,მიუხედავად იმისა რომ მთელი წელი არ მენახა.მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი,მასზე უკვე აღარფერი ვიცოდი.
ყოველთვის ამბობდა,რომ მისი ოცნება ნიუორკში ცხოვრება იყო–და ალბათ აიხდინა თავისი ოცნება და ახლა იქ არის..Dreams Come True..
რათმქაუნდა შევიძნე ახალი მეგობრები,ახალი ოთახის მეზობელი მყავდა.გარე სამყაროსთან კი ჩემი ოჯახი,ძველი მეგობრები,ლუისი და ადრიანა მაკავშირებდა.

გამოსაშვებმა საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა...
კოლეჯის დაწესებული პრიზი,უკვე მეორედ გადმომეცა,როგორც"საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელ"ს...გოგოები დამეხმარნენ ჩანთის ჩალაგებაში.
2 დღეში კი სამუდამოდ დავტოვე ჩემი საყვარელი ოთახი და ჩემი კოლეჯი,რომელთანაც ამდენი მოგონება მაკავშირებდა.
დავტოვე,როგორც სრულყოფილმა მსახიობმა...

წინ საინტერესო თავები გელიით..
3–4 თავი და არ მჯერა..უნდა დამთავრდეს ((
Happy End–გინდათ? :დ ვნახოთ რას გიმზადებთ ავტორი :დდ
თუ მოგეწონათ,ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ...






კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 863 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-01-09 Spam
umagresia )) <3 madlobaa rom momidzgveni es tavi happy aiii uzomod momewona )) male gaagrdzele ) da ratqmaunda happy end-it daamtavre biggrin jesistan gamoasworos ra urtiertoba sad