Learn To Forgive♥ მოთხრობის შემდეგი ნაწილი! შემოდით და ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ♥ ეს თავი ეძღვნებამ ჩემი მოთხრობის ახალ მკითხველს -smiler-belieberს! უღრმესი მადლობა, რომ კითხულობ ♥:*
მე და გიორგი გაკვეთილზე შევედით და იმაზე ფიქრმა ჩამითრია, თუ რატომ ჰქონდა ლუკას ტელეფონი გამორთული ან საერთოდ რატომ არავის იკარებდა. გადავწყვიტე, რომ მიმეწერა, ტელეფონი ამოვიღე და წერა დავიწყე: ,,- ლუკა დღეს საღამოს აუცილებლად მოდი ჩემთან, ან ამ მესიჯს რო ნახავ აუცილებლად დამირეკე საქმე მაქვს!" მესიჯი გავაგზავნე და გიორგის გადავულაპარაკე ჩუმად: - გიო, მივწერე ლუკას რო დამირეკეთქო. - კაი, მეც მინდა რომ დღეს დაველაპარაკო, რაღაც არ მომწონს მაგის საქციელი. - დღეს თუ მოვიდა ჩემთან, იმ წამსვე დაგირეკავ და შენც ამოდი. - კაი. ამ დროს გაკვეთილიც გამოვიდა და მე და გიო გარეთ გავედით.. კიდევ რამდენჯერმე ვცადეთ დარეკვა, მაგრამ არ იღებდა. - აუუ არ იღებს ისევ. - კაი შეეშვი ეხლა, იქნებ დღეს საღამოს იკადროს და დაგველაპარაკოს. ნეტა რა უნდა სჭირდეს? - აუ არ ვიცი, გუშინ მართლა არაფერი ეტყობოდა და დღეს რა სჭირს. - არ ვიცი, არ ვიცი.. კარგი წავედი ეხლა მე, ბოლო გაკვეთილს აღარ დავესწრები და დღეს თუ მოგწერა ან დაგირეკა მითხარი აუცილებლად. - აუცილებლად! აბა დროებით. - დროებით. ძალიან ვნერვიულობდი ლუკაზე და დაბნეული ვიყავი. კლასში შესვლა დავაპირე და ამ დროს კატომ დამიძახა: - ლიზა! - აუუ რა უნდა ეხა ამას.. რა გინდა კატო? - დედამ დამაბარა ჩვენთან მოსვლა არ დაავიწყდესო.. - რატო უნდა მოვიდე? - ხო გითხრა, რომ აუცილებელი საქმე მაქვსო. - უიი ხოო ეგ სულ დამავიწყდა. აუ ეხა არ მცალია მაგისთვის. - ხო და როცა მოიცლიი.. - კაი. ძალიან გამიკვირდა, რომ კატო ასე ზრდილობიანად და მშვიდად მელაპარაკებოდა.. მერე სექტის ამბავიც გამახსენდა და ვუთხარი: - ვაა კატო წარბი და ტუჩი გაგიხვრეტია. მეც მინდა და მიმასწავლეე სააად გაიხვრიტე. - ჰმმ :) მას არაფერი უთქვამს ისე წავიდა, ალბათ არ უნდოდა რამეს მივმხვდარიყავი, მაგრამ მე უკვე ყველაფერი ვიცოდი.. ამ დროს ზარიც დაირეკა და გაკვეთილზე შევედი, დღეს კიდევ კარგი ლიკა არ იყო სკოლაში, თორემ დამიწყებდა ყურებას. ცოტა ხანში ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და მასწავლებელს ვთხოვე გავეშვი. ელა და საბა ისევ საავადმყოფოში იყვნენ და მათთან წავედი.. საავადმყოფოს კარში ექიმი შემეჩეხა: - ექიმო, გაამრჯობათ. თქვენ ხომ მითხარით ხვალ მოდიო და აი მოვედი. შეიძლება ვნახო ისინი? - დიახ რათქმაუნდა. - ისე, ერთ პალატაშია ორივე? - ასე ისურვეს. - კარგით, შევალ მაშინ. შიგნით შევედი და ორივეს ეძინა, არ მინდოდა რომელიმე გამეღვიძებინა და იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ველოდებოდი მათ გაღვიძებას. 5 წუთი გავიდა თუ არა ელამ გაახილა თვალი: - ლიზაა.. მოხვედი? - ჰოო მოვედი დააიკოო.. - ჩემი ლამაზი გოგო. - ახლა უკეთესად ხარ? - კი უკეთესად ვარ, თან კიდე კაი მე და საბა ერთ პალატაში ვართ თორე მარტო გავაფრენდი. - ჰოო კარგია ეგრე რო მოიფიქრეთ. რა ხდება ელა? კარგად ვერ გავიგე მაშინ.. - გთხოვ ხვალ გამწერენ და მაგას ხვალ მოგიყვები, თან არ მინდა რო გავაღვიძო, ჩემზე მეტად ნაცემი საბაა.. - კაი როგორც გინდა ელლ. ამ დროს საბამაც გაახილა თვალი: - გამარჯობა საბა!.. - გამარჯობა, ლიზა ხოო? - კი ლიზა. ამ დროს ელამ შემნიშნა, რომ უხასიათოდ ვიყავი და მკითხა: - ლიზ ცუდად ხო არ ხარ? - საშინლად :(( - რა ხდება? (საბა) - ლიზა მოყევი, შეგიძლია ენდო საბას! (ელა) - აუ რა და ლუკა დღეს სკოლაში არ მოსულა, არც ესემესს პასუხობს არც ზარებს და გიომ მითხრა ჩემმა კლასელმა ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, გვერდით აღარ გვიკარებსო. - ლუკა ვინ არის? (საბა) - ჩემი შეყვარებული. (მე) - ვაიმე რა სჭირს ამ ლუკას ვერ გავიგე, სულ გული უნდა გატკინოს? (ელა) - თუ გაწუხებს მოგაშორებ პრობლემა არაა. (საბა) მე და ელას გაგვეცინა :დდ - შენ რისი მომშორებელი ხარ? :დ (ელა) - ნუ სიტყვიერად ვეტყვი რა :დ (საბა) - ხო და მაგ სიტყვიერად თქმაზე რო მოგდებს ერთს ყბაში მეტი კი არ გინდა (ელა) - კაი, კაი ჩუმად ვარ :დ ლიზა შენ გვარად ერისთავი ხო ხარ? (საბა) - კი, რა ხდება? (მე) - კატო ერისთავი შენი რა არის? (საბა) - კატო ჩემი დაა. (მე) - ვა მართლა? რა ვიცი ერთად არასდროს მინახიხართ. (საბა) - ვერც გვნახავ. (მე) - რატო? (საბა) - მაგას სხვა დროს აგიხსნი.. (მე) - ხოო რა მინდოდა ეხლა კატოზე მეთქვა, ეგ და ბუსა თურმე დაქალები ყოფილან. (საბა) - ვა მართლა? ეტყობათ, ერთნაირები არიან და.. (ელა) - რატო? კატოც ეგეთია? (საბა) - უიმე უარესი, ერთი რაღაც კიდევ უნდა გითხრათ.. (მე) - რა ხდება ლიიზ? (ელა) - რა და.. გუშინ აქედან რო წავედი, არ ვიცოდი რა მექნა და ფეისბუქზე შევედი და რაას ვხედავ.. - რას? - რას დაა კატოოს ფეიჯზე შევედი, ფოტოები გავხსენი და კატოს უდევს რაღაც ანტი ქრისტული ფოტოები, ერთ ფოტოშიც თვითონაა, ეხლა წარბი და ტუჩი გაუხვრეტია კიდე. - ანუ? (საბა) - ანუ ის როო ერთ-ერთ სექტაშია კატო. - ვაიმეე, აი ეგღა აკლდა მაგ გოგოს და სრულყოფილი ეშმაკი იქნება. (ელა) - კაი ეელ მაგას ნუ ამბობ, დაიცაათ ანუ ბუსა და კატო თუ მეგობრები არიაან.. ბუუსააც?? (საბა) - ალბათ ხოო.. (მე) - აუ ეხლა ცუდად ნუ გამხდით, მაგათ რამე უარესი არ დაგვიშავონ, მეშინია. (ელა) - ნუ გეშინია ელა, მე შენთან ვარ.. (საბა) - ვაიმე რა ვქნათ ახლა? (ელა) - კაი ელ, იქნებ და არაფრის დაშავებას არ აპირებენ, წინასწარ ნუ შევქმნით პრობლემას, მე კატოს უნდა ველაპარაკო. (მე) - ლიზა რამე არ დაგიშავოს კატომ (საბა) - არაფერს დამიშავებს, დღეს კულტურულად მელაპარაკა და არც არაფერი აგრესია ჰქონია, არამგონია რამე დამიშავოს. (მე) - მაინც ფრთხილად იყავი. (საბა) - კაი ბავშვებო, ახლა წავალ.. დედასთან და მამასთან.. (მე) - ლიზა გააფრინე? (ელა) - არა, გუშინ ქუჩაში შემხვდნენ და რაღაც აუცილებელი საქმე მაქვსო, წავალ გავიგებ რა უნდათ. (მე) - კაიი მიდი ჩემო გოგო (ელა) - ფრთხილად იყავი (საბა) მე პალატიდან გამოვედი და ჩემი ძველი სახლისკენ მიმავალ გზას გავუდექი.. როცა მას მივუახლოვდი ჩავფიქრდი ჩემს ძველ ცხოვრებაზე, ბოლოს თავი გავაქნიე და კარზე დავაკაკუნე. კარი დედამ გააღო: - ლიზა როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი. - მართლა? კაია. - შემოდი, სადილზე დაგვეწვიე. - არა, არა სადილზე ვერ დავრჩები მეჩქარება. იქვე დივანზე დავჯექი, მამაც იქ იყო და ჩემი და კიბეებზე მოჯლაგუნებდა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, გულმა ბაგა-ბუგი დამიწყოო.. - რა ხდება ხალხო, ამოიღეთ ხმა.. - ლიზა, პირდაპირ გეტყვით.. მზად ხარ? - კი მზად ვარ.. - მე და მამაშენი როცა შევუღლდით 4 წელი შვილი არ გაგვიჩნდა, ეს ამბავი ძალიან გვაწუხებდა, რა საშუალებას აღარ მივმართეთ, მაგრამ მითხრეს, რომ შვილი არ გამიჩნდებოდა. ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და ... - და რა? - შვილის აყვანა გადავწყვითეთ.. ყველანი ვდუმდით, ნუთუ ეს ნაშვილები ბავშვი მე ვიყავი.. - და ეს ბავშვი მე ვარ? - მიჭირს ამის თქმა მაგრამ შენ ხარ.. - კი მაგრამ აბა კატო როგორ გაჩნდა? - როცა შენ წამოიზარდე, შემდეგ ვამჩნევდი რომ ყოველ წუთს გული მერეოდა და თავბრუსხვევას ვგრძნობდი, როცა გამოცდილ ექიმთან მივედი, მან მითხრა, რომ ორსულად ვიყავი, ეს ძალიან უცნაური შემთხვევა იყო, აი ასე გაჩნდა კატო.. - აჰაა, გასაგებია რატომაც მექცეოდით ასე.. - ეგ არაფერ შუაშია.. მე ხმას ავუწიე და დედას ვუთხარი: - ასეაა ზუსტად ასეა, ხო და კიდევ კარგი თქვენი შვილი არ ვარ.. იცით ჩემი მშობლების ვინაობა? - არა, მაგრამ მაგას მალე გავიგებთ. - კარგით, წავედი მე, თუ სიახლე იქნება იმედია მეტყვით. - აუცილებლად ლიზა. გარეთ გავედი, და უკვე ცა გაშავებულიყო, ჩქარი ნაბიჯებით მივიწევდი წინ, მეგონა ვიღაც მომყვებოდა და უკან ვიხედებოდი, მაგრამ არავინ იყო.. მივდიოდი და უკვე სადარბაზოსთან როცა მივედი....
|