მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 21 » Learn To Forgive (12)
3:35 PM
Learn To Forgive (12)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

მოთხრობის მკითხველები, ყველა სრულიადში♥
ეს თავი ეძღვნება ჩემი მოთხრობის ახალ მკითხველს,
leluka-ს. დიდი მადლობა, რომ კითხულობ!♥:*
       image image

- აქედან გასვლა თუ ჩემზეა დამოკიდებული, მაშინ აქ დავიხოცებით! (მე)
- აქ არ დაიხოცებით, მე ვიცი ერთი კარი საიდანაც გაპარვა შეიძლება, შემდეგ კი აქ შენს მეგობრებს მოვიყვანთ და ერთიანი ძალებით შევებრძოლებით ანტონს და მის დამქაშებს. (მარიამი)
- კი მაგრამ, თუ აქედან გავიქცევით, რატომ უნდა დავბრუნდეთ ისევ უკან? (ლუკა)
- იმიტომ უნდა დავბრუნდეთ, რომ როცა გავიქცევით ანტონი მაინც უკან დაგაბრუნებთ, რადგან მას ძალა აქვს. დაახლოებით 3 დღეში ლიზას მიეცემა ძალა, იმისთვის რომ დაამარცხოს ანტონი, სანამ ეს იქნება ლიზა და ყველა მისი მეგობარი თუ ახლობელი ისეთ ადგილას უნდა გადავმალოთ, რომ ანტონმა ვერ იპოვოს ისინი. ამ სამი დღის შემდეგ კი, ჩვენი ფეხით მოვალთ აქ და ეშმაკს დავამარცხებთ. (მარიამი)
- კი მაგრამ არამგონია ამდენი შევძლოთ. (მე)
- ლიზა შენ თვითონ არ ამბობდი დანებებას არ ვაპირებო? (ლუკა)
- ჰო ვამბობდი. (მე)
- მერე? ახლა მოიკრიბე ძალა და დავიწყოთ მოქმედება, ამის შანსი გვეძლევა და არ გავუშვათ ხელიდან! (ლუკა)
- კარგი, ახლავე წავიდეთ მარიამ, სად არის ის კარი? (მე)
Beautiful-girls-1a_large
- ის ლუკას ზურგს უკანაა. (მარიამი)
ლუკა წამოდგა, ჩვენ კედლისკენ მივიხედეთ, მაგრამ ვერანაირი კარი ვერ დავინახეთ.
- მარიამ სად ხედავ აქ კარს? (მე)
მარიამმა კედელს ხელი მიადო და კედელში ძალიან პატარა კარი გამოიჭრა, რომელშიც შეუძლებელი იყო გასვლა.
- აქ ვერ გავეტევით. (ლუკა)
- გაეტევით! მიდი ლიზა პირველმა შენ გადი. (მარიამი)
- კი მაგრამ .... (მე)
- დამიჯერე, დაიხარე და გაეტევი. (მარიამი)
მეც დავიხარე და მართლაც გავეტიე, მაგრამ ეს როგორ მოხდა ვერ მივხვდი, არაფერი მტკენია ისე გავედი. ჩემს შემდეგ ლუკა გამოვიდა, ბოლოს კი მარიამი. უკან მივიხედე და უღრან ტყეში ამოვყავით თავი.
- მარიამ, აქ დავიკარგებით! (მე)
- მე აქ რისთვის ვარ? (მარიამი)
მან ერთხელ დასტვინა თუ არა იმ წამსვე 3 ცხენი გაჩნდა ჩვენს გვერდით, მე და მარიამი თეთრ ცხენებზე დავჯექით, ლუკა შავზე უნდა დამჯდარიყო მაგრამ ის ვერ შეძლებდა ცხენის მართვას და ამიტომ ჩემს ცხენზე დავჯექით ორივე.
Tumblr_mfyd1tmfag1r51psro1_500_large
 მე და მარიამი ცხენებს მივაჭენებდით ამ ძალიან ბნელ ადგილას, მაგრამ რაც უფრო წინ მივდიოდით უფრო და უფრო ნათდებოდა ყველაფერი. ძალიან დიდი გზა გავიარეთ და აი როგორც იქნა სამოთხეში მოვედით.
- მარიამ, არ ვიცოდი თუ ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთი გზით იყო დაკავშირებული. (მე)
- ასეა. (მარიამი)
- კი მაგრამ ანტონმა ეს გზა არ იცის? აქ ყოფნა ხომ სახიფათოა. ის ნებისმიერ წუთს შეიძლება მოვიდეს აქ. (მე)
- არა აქ ანტონი ვერ მოვა. (მარიამი)
და ამ დროს ძალიან დიდი, თითქმის ცამდე სწვდებოდა, თეთრი კედელი აღიმართა და მარიამმა მითხრა:
- აი ეს კედელი დაგვიცავს! (მარიამი)
- გამაგიჟებს ეს საოცრებები. (ლუკა)
მე და მარიამს გაგვეცინა მის ნათქვამზე.
- არაუშავს შეეჩვევი :დ (მე)
- კარგით ახლა ლაპარაკის დრო არ არის, ჯობია სანამ ანტონი გაიგებს რომ იქ არ ხართ მანამ მოვიყვანოთ შენი მეგობრები აქ, რადგან უსაფრთხოდ იყოთ!.. მე უკვე გარეთ ვეღარ გამოგყვები. ლუკაც აქ დარჩება... (მარიამი)
- კი მაგრამ?.. მე მარტო წავიდე? 
- ლუკას ახლა სიარული აღარ შეუძლია ძალიან დაღლილია, თან ჭრილობებს დავუმუშავებ და დაისვენებს. 
- ხო კარგი.. ( ვინები მოვიყვანო მითხარი?
- ელა, საბა, გიო და რატი.. ეს 4 ადამიანი გვჭირდება ახლა. 
- კარგი გასაგებია, წავედი!
მე კარი გავაღე და რაღაცნაირად ძალიან მესიამოვნა ქუჩის ჰაერი. ისე ვუყურებდი ყველაფერს, თითქოს სადღაც ახალ სამყაროში მოვხვდი. 
Tumblr_mfrn2kbqd51rkhmduo1_500_large
ძალიან ნელა მივდიოდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ მალე უნდა მემოქმედა და 5 წუთში ბინასთან გავჩნდი, კიბეები ავირბინე და კარზე ზარი დავრეკე. კარი ელამ გააღო, დამინახა თუ არა ძალიან გაუხარდა და ჩამეხუტა.
- ვაიმე ლიზა, სად იყავი მითხარი, რა გინდოდა შენ ბუსასთან ერთად?
- დაიცა, დაიცა შემოვალ და მოგიყვები.
- შემო. ყველანი აქ არიან.
ოთახში შევედი და რატი, საბა და გიო აქ დამხვდნენ. ყველანი წამოდგნენ და სახე გაებადრათ.
- ლიზა სად იყავი? (გიო)
- აუ ლიზა იცი რამდენი გეძებეთ ყველგან? (საბა)
- სულ ტყუილად მეძებდით, რადგან ისეთ ადგილას ვიყავი, რომ მას სულიერი ადამიანი ვერ მიაგნებს. მოკლედ ახლა ყველანი ერთ ადგილას მივდივართ, რატიმ ელამ და საბამ იციან ამ ადგილის შესახებ, ნუ რატიმ ჩემზე პირველმა იცოდა და გიო ახლა მივდივართ სამოთხეში.
- საად? (გიო)
- მოკლედ დრო აღარ მაქვს ახსნის, ყველანი მარიამთან მივდივართ და იქ აგიხსნით ყველაფერს. (მე)
- მარიამი ვინ არის? (გიო)
- ჩემი გარდაცვლილი ცოლი. (რატი)
- რაა? ვაიმე ხალხო სად მიგყავართ? საიქიოშიი? (გიო)
ყველას გაგვეცინა, მართალია გიოს შეეშინდა მაგრამ მაინც მოგვყვებოდა. სამოთხეში მალევე მივედით საბას მანქანით. კარს მივუახლოვდით, უნდა გამეღო და საბამ მითხრა:
- მოიცა ლიზა, ცოტა ვნერვიულობ აქ შემოსვლაზე. გული ხო არ გამისკდება??
- ნუ გეშინია :დ (რატი)
მე კარი გავაღე და რატის გარდა ყველამ პირი დააღო.
D7535913295507c4041547e236b7182c_f7ae9def_large
- ჰაა? ასეთი ადგილი გინახავთ სადმე? :დ (მე)
- ცუდად ვაარ..! (ელა)
- ეს ნამდვილი საოცრებაა. (საბა)
- დაიცა? აბა ჩემ გარდაცვლილ ცოლთან მივდივართო? (გიო)
- გიო მერე დაწვრილებით აგიხსნი ყველაფერს. (მე)
მათ მარიამი და ლუკა გავაცანი.. გიო, ელა და საბა რატიმ ამ ადგილის დასათვალიერებლად წაიყვანა, თან გიოს უამბო ამ ადგილის შესახებ. ამის შემდეგ კი ყველანი ტბის ნაპირას დავსხედით და მე, მარიამმა და ლუკამ მათ ყველაფერი ვუამბეთ რაც გადაგვხდა. 
- აბა რას იტყვით? მოგვყვებით? (მე)
- ცოტა კი დამაბნიეთ მაგრამ მოგყვებით!! (გიო)
- ჩემი იმედი გქონდეთ.. (საბა)
- რათქმაუნდა. (რატი)
- თქვენს გვერდით ვარ! (ელა)
- ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვიცოდი, რომ უარს არ მეტყოდით. ხვალ 1 დღე დარჩა, მე ძალა მომეცემა, თქვენ კი მარიამი მოგცემთ ძალას და გასწავლით როგორ უნდა იხმაროთ საბრძოლო იარაღები. არ ვიცი რამდენად მოვასწრებთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ როგორც მარიამი იტყვის. აქედან არცერთი არ უნდა გახვიდეთ, რადგან ანტონს შეუძლია ნებისმიერ დროს დაგადგეთ თავზე და მერე რაც მოხდება წარმოდგენაც არ მინდა. მოკლედ ასეა, ზეგ ანტონთან წავალთ და ჩვენ დავამარცხებთ ეშმაკს!!! (მე)
- ახლა ჯობია დავისვენოთ, რადგან ხვალ დიდი ენერგია გვჭირდება, ლუკა უკვე კარგად არის და ხვალ დილიდან ყველანი შევუდგებით სამზადისს! (მარიამი)
ამ სამოთხეში ერთი პატარა ქოხი იდგა, მაგრამ შიგნით შევედი თუ არა რაღაც დიდი მეჩვენა, ეს რათქმაუნდა კიდევ უფრო ამტკიცებდა ამ ადგილის საოცარ ძალას.
Tumblr_l2kbnsrnt11qzccj5o1_500_large
 ამ ქოხში ლოგინები იყო განლაგებული, ადგილი ყველას გვეყო და მალევე ჩაგვეძინა. დილით რაღაც საოცარმა ხმებმა გაგვაღვიძა, ყველამ ერთდროულად გავახილეთ თვალი და გარეთ გავედით, იქ მარიამი გველოდებოდა. 
- მოკლედ ვიწყებთ!! (მარიამი)
ყველა დაფაცურდა, მარიამმა ბავშვებს ძალა მისცა.. ელას აზრების კითხვა შეეძლო და თან ძალიან კარგად დაეუფლა მშვილდ ისრის ხმარებას. რატის სწრაფად გადაადგილება და წყლის მართვა შეეძლო. გიოს და საბას ერთობლივი ძალებით მოუწევდათ ბრძოლა, რადგან ისინი ორივე ერთად ძალიან ძლიერები იყვნენ, ერთი დარტყმით შეეძლოთ ვინმეს მოკვლა. რადგან ლუკა ახალი გამოჯანმრთელებული იყო, მარიამმა გადაწყვიტა მისთვის ძალიან დამღლელი სამუშაოც არ მიეცა და ლუკას მან ძალა მისცა იმისა, რომ თუ ეშმაკები რომელიმე ჩვენიანს დააშავებდა მას თვალებით განკურნავდა. ბოლოს კი დადგა ჩემი დროც, ჯერ შებინდებულიც არ იყო.
- ლიზა, მისმინე, როცა შებინდდება და ცასე მთვარე გამოჩნდება, ის იქნება ამ დროს ძალიან პატარა, შენ დაიწყებ ლოცვას რომელსაც მე დაგასწავლი და მთვარე დაიწყებს მოახლოებას, ამ დროს შენ მას თვალი არ უნდა მოაშორო, თორემ ყველაფერი წყალში ჩაიყრება. მთვარეს თვალებს გაუშტერებ, ოღონდ არ უნდა დაახამხამო... (მარიამი)
Tumblr_m7pb1mcgl71rvcq7io1_500_large
- მოიცა, ამდენ ხანს როგორ გავძლებ?
- გაძლებ, ამის ძალას მე მოგცემ.. მოკლედ თვალებს არ დაახამხამებ და როცა იგრძნობ, რომ თვალის გუგები გეწვის დაახამხამებ თვალს და შენ მოგეცემა ძალიან დიდი ძალა, რომლითაც უნდა დაამარცხო ანტონი!!! (მარიამი)
- და რა შემეძლება ამით? (მე)
- შენ შეგეძლება დაინახო ანტონის სუსტი წერტილი, თუ შენ ამას შეძლებ ჩათვალე, რომ ჯოჯოხეთი აღარ არსებობს. (მარიამი)
- გასაგებია! (მე)

ბავშვებო მაპატიეთ ასეთი პატარა თავისთვის :X მაგრამ მეტი ვერ მოვასწარი, მინდოდა მალე დამედო.. თუ დააკომენტარებთ გპირდებით რომ მალე დავდებ და უფრო დიდს!!! <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 862 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
2013-06-01 Spam
es gio momewona dzaan biggrin