მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 11 » Romeo VS Juliet?=12=
0:40 AM
Romeo VS Juliet?=12=
My NeStor) Romeo Vs Juliet?
ახალი თინეიჯერული თავგადასავალი)
პირველად ჟანრი"ფანტასტიკა")P A R T   ="12"=
 
ეს თავი მინდა,არამარტო ჩემს მოთხრობის მკითხველებს,არამედ ჩემს ყველაზე გოგონებს,მეგობრებს და რავიცი რაღა ვუწოდო, 
PrettyGirl და MiiLeeZz-ს ვაჩუქოო<3
მიყვარხართ და ეს თავი თქვენია <3
________________________________________

ადრე თუ პერსონაჟების ფიქრები იყო ვარდისფერით,ეხლა დაემატა მათი დიალოგები,რომელიც ელისს შორიდან ესმის.ანუ ისინიც ვარდისფრად ეწერება


-გაგიმართლა რატომ? ) ვინ არის ეს ბიჭი/-დაინტერესებით შემეკითხა ანი
-მერე აგიხსნი..
ჩუმად ვუთხარი და კვლავ ლუისს გავხედე,რომელმაც როგორც ჩანს შემხედა..!
თვალი ჩამიკრა და გამიღიმა..ამ დროს,ჰარის ხმა გავიგონე უკნიდან,რომ თქვა"ეს აქ რას აკეთებსო"
ნათქვამი ისე გამოუვიდა,თითქოს მის დანახვა არ ესიამოვნა,მაგრამ ბოლოს რომ ისინი ერთად ვნახე კარგი მეგობრები იყვნენ..ლუისი ჩემსკენ წამოვიდა,მეც ფეხზე წამოვდექი,მაგრამ მასთან მისვლა ჰარიმ დამასწრო..
თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა,ბოლოს კი აღმოვაჩინე რომ მათი ჩხუბის მიზეზი მე ვიყავი..

-ჰეი,ჰარი როგორ ხარ ძმაო?-შეეკითხა მას ლუისი
-მე კარგად! და ძმაოს ნუ მეძახი-გამოავლინა მისი სიუხეშე როგორც ჩვევია

ლუისს სახე დაუსერიოზულდა
-ყველაფერი კარგადაა?
-არა! არ მეგონა თუ სხვისი შეყვარებულებით გართობა გიყვარდა
-რას გულისხმობ?
-ელის მაშინ აკოცე,როცა ის ჯერ კიდევ ჩემი შეყვარებულიიყო..რატომ მაინცდამაინც ის,კოლეჯში უამრავი გოგონაა)სიამოვნებით მიგაღებიებდი შენსას,ასეთ ადგილას რომ არ ვიყოთ..
-ღმერთო ჩემო საიდან იცის..!(გავიფიქრე)-ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი მათ..
-მაპატიე ჰარი,მაგრამ როგორც შენ იტყოდი შეყვარებულ გოგოებს,ეგრე არ ექცევიან,მითუმეტეს ისეთს როგორიც ელისია )) 

(ეს სიტყვები,ძალიან მესიამოვნა)
-აქ ელისი არაფერ შუაშია.აქ ჩემი და შენი ურთიერთობაა..დიდი ხანია ვმეგობრობთ,მართლა არ მეგონა 
-ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ..ასეთია ჩემი ფსიქოლოგია
(გაუღიმა მას ლუისმა)
-შენი ბოდიში ვის რაში ჭირდება(ხელი კრა ჰარიმ)
-თავიდან როგორ თქვი?შეყვარებულები ვიყავითო,ანუ უკვე აღარ ხართ(გაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა)

-ეს ყველაფერი რას ნიშნავდა..(ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულიყავი)
-ჰმმ.)) და ჰარიმ საიდან იცოდა?არ მეგონა თუ ეტყოდი
-არც მითქვამს..(ასეთი დიალოგი წაიმართა მე და ლუისს შორის,როდესაც ჩემთან მოვიდა)
-მე მეგონა რომ შენ უთხარი.
-მე? ჩემს მეგობარს ვეტყოდი,"იცი,შენს შეყვარებულს ვაკოცეთქო?"
-და მე ჩემს შეყვარებულს ვეტყოდი,"იცი შენმა მეგობარმა მაკოცა,და ძალიან უტაქტოდ მესაუბრათქო?
მან სიცილი დაიწყო
უცებადად თავში გამიელვა,ვინც იდგა ამ ყველაფრის უკან..ჯესი ) რათქმაუნდა,ის ეტყოდა ყველაფერს ჰარის,და ახლა ამიტომაც არი ასე ორმაგად გაბრაზებული
-მგონი მივხვდი ვინც იტყოდა
-კარგი რაღა აზრი აქვს))ვერაფერს შევცვლით..ნამდვილი ბედის ირონიაა,რომ შეგხვდი,აქ როგორ მოხვდი?
-გრძელი ისტორიაა :)) ჩამოჯექი ჩვენთან
-კარგი.-შემს შემოთავაზებას ადვილად დათანხმდა
მას ანი გავაცანი...გავაცანი რა სახელი,ვუთხარი რადგან მას მეც კი არ ვიიცნობდი.
-დიალოგის დაწყებამდე,სასმელს შევუკვეთავდი..
-როგორც გინდა(ვუპასუხე)
-დალევთ რამეს?
-არა..
-არც მე(თავი გააქნია ანიმ)
-როგორც გინდათ(და წამოდგა)
ამ დროს ნინას ნათქვამი გავიგონე:
-იქნებ წავიდეთ ბავშვებო? 
-მართალია..არ მინდა აქ ყოფნა (ეს ჰარი იყო)
-თავიდანვე ვხდებოდი,როგორი გოგოც იყო ელისი
-ნინა,ჰო შეიძლება რომ რამოდენიმე საათით მაინც არ ახსენო ელისი?
(უხეშად უთხრა მას ჰარიმ)

ხუთივე მათგანი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა
გასვლამდე ჰარიმ უკმაყოფილოდ გამომხედა და გასასვლელის კარი შეაღო
ამ დროს ლუისიც დაბრუნდა)
ერთმანეთთან დიალოგში ძალიან გავერთეთ.თუ რამ კითხვა,გვიჩნდებოდა ერთმანეთს ვუსვამდით,პასუხების მოლოდინში.ასე გავიგე მასზე ძალიან ბევრი.ცოოტა ხანში ანიმ მარტო დაგვტოვა..ის ფიქრობდა,რომ ზედმეტი იყო,მაგრამ სულაც არ იყო ასე.რადგან ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა ლუისთან მარტო ყოფნა,ანის კი ვერაფრით ვანიშნე დარჩენილიყო..!
-ანუ დღეს აქეთ რჩებით?
-ეგრე გამოდის.დანარჩენები სასტუმროში იქნებიან ალბათ უკვე
-შენც უნდა წახვიდე?
-მე ჩემს სახლში მივდივარ..!ერთი სული მაქვს ჩემს დას როდის ვნახავ
სიცილით ვუთხარი და კაფის კარი გამოვაღე.

გარეთ ცოტა გრილოდა..
-რამდენი ხანია,ლოსანჯელესის ქუჩებში არ ვყოფილვარ ამდროს
-ჰოო,კოლეჯის გამო მეც იშვიათად მიწევს..ცივა არა?(გამომხედა)

-საკმაოდ :დ(გავიცინე)-მგონი ჯობს სახლში წავიდე.
-მანამ,ჯობს სადმე წასვლა შემოთავაზო
-კიდევ? 2 საათია ერთად ვართ
-კარგი თუ არ გინდა შემიძლია სახლში წაგიყვანო
-არ მინდათქო არ მითქვამს,მაგრამ მირჩევნია წავიდე))
(გაეცინა)-შენ მაინც იფასებ თავს
-სხვათაშორის შენც
-მე სულაც არა.!ჰო შემოგთავაზე რომ,ერთად წავსულიყავით სადმე?))
-ჰოდა ჩემგან ნეიტრალური პასუხის შემდეგნ,დანებდი )) ან თავი დაიფასე
-დანებება არ მიყვარს.
-რაღაც არ გეტყობა(გავიცინე)
-რისკენ მიბიძგებ,მანქანაში ძალით ჩაგსვა და კლუბში წაგიყვანო?

-არა )) ნამდვილად არასწორად გაიგე..ჯობს დაგემშვიდობო)) სასიამოვნო იყო შენთან საღამოს გატარება))
-კარგი როგორც იტყვი(გამიღიმა)-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო..
არაფერი მითქვამს შევბრუნდი და ქუჩებს გავუყევი..საკმაოდ შორს ვცხოვრობდი და გზისკენ ვიყურებოდი,ტაქსის გასაჩერებლად.ცოტა არ იყოს მიკვირდა,რომ ლუისმა ასე მარტო დამტოვა,მაგრამ არც იყო ვალდებული სხვანაირად მოქცეულიყო...
ნელ-ნელა მივუყვებოდი ქუჩებს,ფიქრებში წასული...მოკლე გადასასვლელზე გადავდიოდი,რომ ამ დროს მოსახვევში გიჟივით შემოვარდა მანქანა და პირდაპირ შემს მუხლებთან გააჩერა..
შეშინუბლმა ვიყვირე..და მანქანის მძღოლის "გამოსალანძღად" თავი ავწიე..
-შენ რა ტარება არ იცი?

-ჯერ იყოდა დამაბრალე ადვილად ნებდებიო,და ახლა ტარებაც არ ვიცი?(მანქანიდან ლუსიმა გადმოყო თავი)
-ღმერთო ჩემო.!(თავი მაღლა ავწიე და სიცილი დავიწყე)
-აბა სად წავიდეთ?
-იქნებ არ მოგყვები?
-მაშინ გაიწიეთ,მოძრაობას აფერხებთ გოგონი
მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა და მანქანაში ჩავუჯექი
-დასვენების დღეებში კლუბში ჩემი სიარული აუცილებელია,და არ გადავუხვევ წესს,კარგი? )
-უკვე ნებართვასაც იღებ ჩემგან ?

-არა.ფორმალობისთვისგკითხე,რადგან უკვე კლუბის გზაზე ვართ
გამეცინა მის ნათქვამზე..თავი ფანჯარას დავადე და ფიქრებში წავედი..
როდესაც მივახლოვდით კლუბს,თავი სწრაფად წამოვწიე,რადგან აქდანვე მესმოდა იქაური ხმაური და ბავშების ყვირილი
-არ მოგეწონა ეს კლუბი თუ ეგრე რატომ იყურები?
შემეკითხა ლუისი,როდესაც მანქანა გააჩერა
-როგორ არა)) აქ ხშირად დავდიოდი..უბრალოდ ძალიან დავიღალე
-კარგი,მაგ პრობლემას მოვხსნიით...

მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი და ეს კლუბი უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე..უბრალოდ ლუისს ვეღარ ვუთხარი უარი.აქ ყოფნას ახლა სახლში,ჩემს ოჯახთან ყოფნა მერჩივნა)
ლუისმა თავისი მეგობრებისკენ წამიყვანა.მანამ კი გზაში,ათი გოგო მაინც გადაეხვია..
ახლა მე გამოვიჩინე მასთან უტაქტობა და ჩავჩურჩულე:
-ასე თბილად,რომ გეხვევიან,ყველა შენთან იწვა?
-ბოლო ორი რომ ვნახე ისინი ერთად (გაიცინა)
-ფუუუ გარყვნილო :დ( გავიცინე და ხელი ბეჭზე დავარტყი)
მისი მეგობრები ცალკე ისხდნენ გარეთ,სადაც ხმაური ნაკლებად აწუხებდათ..
ლუისმა მათ ჩემი თავი წარუდგინა) მე რათქმაუნდა,ყველას აზრი გავიგე,რას ფიქრობდნენ ჩემზე
სამწუხაროდ,რამოდენიმე ბიჭს,ჩემთან დაკავშირებით,ბილწი აზრები უტრიალებდათ თავში.ვდილობდი არ შემეჩნია და მათკენ არ ვიყურებოდი) ერთმა გოგონამ,ჩემი სიმპათია დაიმსახურა)

თანაც მისვლისთანავე,გაიფიქრა,რომ ძალიან საყვარელი ვარ) მეც მეტი რა მინდოდა) ცოტა ხანში ლუისმა სასმელი შემომთავაზა..უარზე ვიყავი,მაგრამ ადრიანამ(ახალ გაცნობილმა) დამარწმუნა,რომ ერთი ჭიქა ხასიათზე მომიყავნდა.. )) 
მეც ავყევი მათ და დავლიე..ერთს მეორე მიყვა,მეორეს მესამე.და ბოლოს კლუბის შუაგულში ადრიანასთან და ლუისთან ერთად,ძალიან გიჟურად ვცეკვავდი..! 
ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია...თავს ძალიან თავისუფლად და კარგად ვგრძნობდი,ახლა ჩემთვის ყოველგვარი პრობლემა მოხსნილი იყო..
ვიღაც ბიჭმა,კიდევ ერთი ჭიქა მომაწოდა.რათქმაუნდა ისიც დავცალე..ასე თანდათან გაუფერულდა ის ადგილები ჩემს გონებაში..მის მერე ყველაფერიი ბუნდოვნად მახსოვს...................................

თვალებში მზის სხივები პირდაპირ მეცა.ძალიან არ მესიამოვნა სინათლე.თავი ძალიან მტკიოდა..გადაბრუნება ვცადე,რომ საწოლიდან პირაპირ იატაკზე აღმოვჩნდი..
-ჰეი,მშვიდობაა?(გადმომხედა ადრიანამ)

წამში გამოვფხიზლდი..
-აქ რას ვაკეთებ?
-რომ იცოდე,გუშინ ღამით რა კარგად გავერთეთ
(ჩემდა მოულოდნელად ადრიანას გვერდით,თავი ლუისმაც გადმოყო)

-რა თქვი?(გაოცებულმა ავიხედე)
ორივემ სიიცილი დაიწყო

-ხუმრობს(თქვა ადრიანამ)-არაფერი მომხდარა.გუშინ ისეთ ფორმაში იყავი,იქ რომ დაგვეტოვებინე.......
გუშინდელი დღე გამახსენდა და უნებურად გამეცინა))
-და ახლა სად ვარ?
-ჩვენს სახლში..
-ვინ თქვენს?
-ჰეი არ მითქვამს,რომ ადრიანა ჩემი დაა?
(ჩაილაპარაკა ლუისმა და გადაბრუნდა)
-მართლა? ) პირველად მესმის..
ფეხზე წამოვდექი..და ოთახის თვალიერება დავიწყე..
-საშინელი ღამე იყო..!(თქვა ადრიანამ)-ისე ლუის,რამდენი ხანია ამდენის დალევის უფლება არ მოგიცია
-მოიცა რა მეძინება! რა დროს უფლებებია
-უჟმურო(და მე უნებლიედ და-ძმის ჩვეულ ჩხუბს შევესწარი)
-არც ისე საშინელი!კარგად გავერთეთ
გავიცინე და სარკეში ჩავიხედე.ჩემი თავის შემეშინდა,ისეთ ფორმაში ვიყავი
-ადრიანა,იქნებ სააბაზანო მაჩვენო..9 საათზე წასასვლელი ვარ,დროზე რომ არ მივიდე,წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება..
(მას გავხედე და გავიღიმე)
-რომელზე?-სახე შეეცვალა ადრიანას
-არ არსებობს(ჩავილაპარაკე და ჯიბიდან მობილური ამოვიღე)-ოღონდ ეს არა..ახლა ხომ 12 საათია..
-ძალიან ვწუხვარ(მომიახლოვდა ადრიანა)
-შენ ვერც კი წარმოიდგენ ერ რას ნიშნავს..(დანარეკი იყო ოლივერისგან დაახლოებით 10ჯერ და ასევე დირექტორისგანაც)-აი არ ვიცი,რა მელის..რა გავკეთო?
-უკვე აზრი აღარ აქვს..მოემზადე,ვისაუზმოთ და წადი..
-მიზეზად რა ვუთხრა?დამეძინათქო?ჩემს გამო შეიძლება დიზაინერმა უარიც კი თქვას ფორმების შეკერვაზე..
ოთახში აქეთ-იქეთ უაზროდ დავდიოდი..
-რა შემიძლია გავკეთო"ფიქრობდა ადრიანა..

-მართალი ხარ,ჯობს მოვემზადო.ყველაფერი ამის ბრალია)გავიცინე და მძინარე ლუისს გავხედე)
-კარგი არაუშავს,როგორმე მოგვარდება
დამაწყნარა ადრიანმა..მეც მოვემზადე.მისი მოცემული ტანსაცმელი ჩავიცვი და საუზმეზე ჩავყევი..

სახლი ძალიან დიდი იყო და გემოვნებიანდ მოწყობილი.სიამოვნებით ვათვალიერებდი..
ვსაუზმობდით და თან დიალოგში ვიყავით გართულნი,რომ ჩემი მობილურის ხმა გაისმა...ოლიერი რეკავდა
-რა ვუთხრა?(..გული ამიქარდა)
-მოიფიქრე რამე.უპასუხე არ გათიშოს..
მეც შეშინებულმა ავიღე..ვიცოდი,რომ საშინლად გამომლანძღავდა,და ღირსიც ვიყავი
-ელის როგორ ხარ?-საკმაოდ მშვიდი ხმა ქონდა
-კარგად ოლი..
-რამდენი ხანია გირეკაავ,შეხვედრა 1 საათზე გადაიდო და დაგირეკე
ვერც კი წარმოიდგენთ რა დამემართა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ..სახე ღიმილმა გამინათა
-ჰო,მეც გამიკვირდა რატომ არ არიანთქო?!.10 საათზე მივედი და დაკეტილი დამხვდა.ეხლა კიდე სახლში დავბრუნდი და მობილურზე ვნახე შენი დანარეკები
-ჰო მაპატიე,რომ ადრე ვერ დავრეკე.ერთი სიტყვით პირველზე ელოდები
-კარგი))
ვუთხარი და გავუთიშე
ადრიანმა ყვირილი დაიწყო
-აი ეს მესმის..ბედი გქონია..(გაიცინა)

-ნამდვილად..!თან რა საშინელი ტყუილი ვუთხარი

-ძალიან საშინელი )) ეხლა შეგიძლია სინდისისქეჯნის გარეშე ჭამო
(გაიცინა და ყავა მოსვა)

-რა გაყვირებთ? (ნამძინარები სახით,წელსზევით შიშველი ლუისი შემოვიდა და პირდაპირ მაცივრისკენწავიდა)

--არაფერი ისეთი..-რას ეძებ მანდ?(შეეკითხა ადრიანა)
-ლუდი არ გვაქ?
-არა
-აუ არ არსებობს..ასე საშინლად არასდროს ვყოფილვარ,ასეთი ძლიერი რა სასმელი იყო
-მეც ეგრე ვიყავი )) ისუაზმე გადაგივლის(გამოვესარჩლე)

-უი შენ აქ რომ იყავი დაამავიწყდა(გაიცინა და გამომხედა

ისიც ჩვენთან დაჯდა..გუშინდელ საღამოს ვიხსენებდით დეტალებში.ბევრი ვიცინეთ )) 
მოვრჩით თუ არა საუზმობას,ადრიანა ქვევით დარჩა,მე და ლუისი კი ოთახში დავბრუნდით,თანაც უკვე პირველის ნახევარი იყო,უნდა წავსულიყავი..
-პირველზე ფორმებზე ვარ მისასვლელი.არ მინდა მაგრამ.უნდა წავიდე
-ჰო ეგ აგარ გამხსენებია(მაისური გადაიცვა)-მიხარია,რომ გაგიცანი))
-მეც.(მორცხვად ჩავილლაპარაკე)
-და სხვათაშორის პირველი გოგო ხარ,ჩემი დის მერე,ამ ოთახში ჩაცმული
-ლუის..! (გავიცინე)-კარგი რა!

-ნუ რა გავაკეთო ახლა,სიმართლე ესაა.(მანაც გაიცინა და შარვალი ჩაიცვა)

ლუისს მივყავდი.მანამ ადრიანას ნომერი ჩავიწერე და შევპირდი,რომ აუცილებლად ვნახავდი! ძალიან შემიყვარდა ეს გოგონა)იშვიათია,რომ ასე მალე ვინმესთან დავახლოვდე.
გამოვემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი
-აი რამდენი სასარგებლო რამ გააკეთე,გუშინ მე რომ წამომყევი
-შენი და ძალიან მომეწონა)) მარტო მის გასაცნობად ღირდა ის ღამე
-და ჩემს გასაცნობად არა?(სიცილი დაიწყო)

-შენს თავს რატომ ჩრი ყველგან?(გავიცინე)
ესე მხიარულ ნოტაზე მივუახლოვდით დანიშნულ ადგილს..
ჩემდა ბედად თუ გასაოცრად,სწორედ ამ დროს შემოვიდა მანქანით ეზოშ,ჰარი...
-ნახე რა დროს მოვედით?(გაიცინა ლუისმა)
-ვნახე კი..(და ყური დავძაბე)
მანქანაში მისი და ვიღაც გოგოს დიალოგი მესმოდა
-კარგი ღამე იყო(ეუბნებოდა გოგო)-როდის შევხვდებით ისევ?
-არ ვიცი )) დაგირეკავ.(თქვა და მანქანიდან გადმოვიდა)
ის გოგონაც გადმოყვა)
(გამეცინა)-შენ და ჰარი,რაღაცით როგორ გევხართ ერთმანეთს)) ფერი ფერსაო)
-დამიჯერე,ჩემთან რაოდენობა მეტია..
-გარყვნილო.ყოჩაღ(კვლავ ვუთხარი ეს სიტყვა ხუმრობით)

-მემგონი ჩემი წასვლის დროა) შეხვედრამდე ლუის..(გადასვლა დავაპირე)
-ასე ადვილად მიდიხარ?
-მოიცა და,რთულად როგორ წავიდე?
-რავიცი,რამე ტკბილი სიტყა მითხარი
-არა) კარგად ლუის
-ელის(გაიცინა)

-ჰმმ,რადგან არ იშლი.კარგი იყო შენთან ერთად
-ეს ტკბილია?
-კი
-არაა) აი უფრო მესიამოვნებოდა,რა საყვარელი ხარ,ან რაიმე ამდაგვარი
-საშინელი,მომაბეზრებელი და მაგარი "ბაბნიკი" ტიპი ხარ..ნუ საყვარელიც.(ლოყაზე ვაკოცე და გადავედი)
მე შესასვლელთან დანარჩენ ბავშვებს მივუახლოვდი..ჰარი მობილურზე საუბრობდა ) ჩემთან ანი მოვიდა..თვალი კი ლუისის მანქანისკენ გამირბოდა.ჯერ კიდევ არ წასულიყო :)
გავიგონე,რომ მობილურზე ესაუბრებოდა ვიღაცას.დაამთავრა თუ არა მანქანა სწრაფად მოაბრუნა და კიბეებთან გააჩერა.
-შეხვედრამდე ელის..!
-სულელო (ვუყვირე ზევიდან,ისე რომ ყველას ყურადღება მივიქციე)
-ტკბილი სიტყვა?
-შეხვედრამდე ლუის(გავიცინე და ხელით დავუქნიე)

გაიცინა და თავისი მანქანით,თვალს მალე მიეფარა
უკან მიხედვაც არ მინდოდა.ვიცოდი,რომ ყველა მე მიყურებდა))
მართალიც აღმოვჩნდი.მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია) ანისთან ერთად შორი ახლოს ჩამოჯექი
-გუშინ შენს სახლში იყავი?
-არაა და ძალიან მინდა მათი ნახვა.დღეს აუცილებლად უნდა ვნახოო ჩემები
-მოიცა და მთელი ღამე მასთან ერთად იყავი?
-კი,ოღონდ კლუბში!მეტი არაფერი :დ

-კარგი(გაიცინა)
ჰარიც იქვე იჯდა, თავის მეგობრებთან დიალოგში იყო გართული..

მის ხმაზე ყური უნებურად ისმენდა,მის საუბარს.მინდოდა თუ არა,მისი ყოველი სიტყვა ვიცოდი )
მალე დირქტორიც მოვიდა,ოლივერთან ერთად )მათ მოყვა ნინა)
როცა უკვე ყველანი შევიკრიბეთ,შესასვლელისკენაც ერთდროულად წავედით

იმედია მოგეწონათ <3 თუ ასეა დააკომენტარეთ და გავგრძელებ მაალე <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1289 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 241 2 3 »
2012-11-18 Spam


am gogos saxeli damiwere ra maruus