მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 9 » Romeo VS Juliet?=11=
6:40 PM
Romeo VS Juliet?=11=
My NeStor) Romeo Vs Juliet?
ახალი თინეიჯერული თავგადასავალი)
პირველად ჟანრი"ფანტასტიკა")P A R T   ="11"=
ძალიან დიდი თავია )) ამ თავში 3 თავს გამოიყვანდა ავტორი:დ)
 

   წერის დაწყება მიჭირს,თორე თუ დავიწყე ვერარ ვჩერდები :დ))
ეხლაც დავიწყე და ვერ გავჩერდი არა,არ გავჩერდი.მინდოდა დიდი გამომსვლოდა,რომ დიდხანს გეყოთ :დ))
მითუმეტეს,მინდა ეს თავი ბევრს ვაჩუქო.ყველაც ვინც მთხოვა ))
იმედია მოგეწონებათ 
ეს თავი ჩემს მკითხველებს:
-IrrIinKa,Anii_Cyrus,MARiii, 
და Sopo24-მიუხედავად იმისა,რომ არ უთხოვია,იმ სიგრძე კომენტარი დაწერა,გულგრილად ვერ ჩავუვლიდი:დ)
დიდი მადლობა რომ კითხულობთ )) ეს თავი თქვენ:


ამ თავში გამოჩნდება ოლივერი,დიდი ხანია არ მიხსენებია.და ვისაც არ გახოვთ,ოლივერი ქვია რეჟისორს.რომ არ დაიბნეთ :დ)

  როდესაც რეპეტიციაზე შევედი,რეჟისორი ჯერ კიდევ არ იყო შემოსული.ბავშვებს ერთად მოეყარათ თავი,მათ შორის ნინას და ჰარისაც.

მე მათგან განცალკავებულად დავჯექი,ნაუშნიკები გავიკეთე და ფიქრებში წავედი..
ცოტა ხანში გვერდით ანი მომიჯდა )) ჯესის კარგი ურთიერთობა აქვს მასთან და მეც ამ ბოლო დროს დავახლოვდი
-რატომ ხარ მარტო?-გაიცინა და ცალი ნაუშნიკი მომაძრო
-რავი,რაღაცაზე ვფიქრობდი
-აჰაა.. ) შენ და ჰარი?-გამომხედა და გაჩუმდა
-აღარ ვართ ერთად-გამეცინა-ვერ წარმოიდგენ მერამდენჯერ ვპასუხობ ამ კითხვას
-და ვერ წარმოიდგენ მე მერამდენჯერ ვსვამ
სიცილი დაიწყო.ანუ მან მე კი არა ამ წუთში მისი "ყოფილები"იგულისხმა
-ვაიმე მაპატიე..ცუდად გამომივიდა
-არაფერია,ვიცი რომ მე მისთვის არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი
-ჰო,მაგრამ მაინც ცუდად გამომივიდა(სახე დაუსერიოზულდა)-თვალებში ჩავხედე
ის ფიქრობდა:-მე მის ადგილას გამაღიზიანებდა ნინასთან ერთად რომ,არი მაგრამ ჯობს არაფერი ვუთხრა..
ამ დროს ოლივერიც შემოვიდა.
-მააპატიეთ,დირექტორთან ვიყავი..ხვალ ფორმებზე ქალაქში მოგვიწევს წასვლა.თუ არ დავიწყეთ ზრუნვა უკვე,პრემიერა თანდათან ახლოვდება
-დიზაინი შერჩეულია??
-დირექტორმა აარჩია რამოდენიმე დიზაინერი,ხვალ ერთად შევთანხმდებით ყველაფერზე.ყველაზე მეტი შენ და ჰარის გიწევთ..
ამ დროს ინსტიქტურად გავხედე ჰარის,რომელიც ჩემსკენ იყურებოდა..
-კარგი დავიწყეთ..(თქვა მან და მანიშნა სცენაზე ავსულიყავი)
-ჯულიეტას სცენა მინდა მხოლოდ და ბოლოსკენ ნინა დამჭირდება..
მისი ნათქვამიდან გავიგე,რომ რეპეტიციას ჩემი სცენიდან იწყებდით..არ მინდოდა მარტო სცენაზე ყოფნა,ყველას თვალწინ,განა იმიტომ რომ მეშინოდა,უბრალოდ ვხვდებოდი,რომ დღევანდელ გუნებაზე დავალებას თავს ვერ გავართმევდი..
მართალიც ღმოვჩნდი.ჩემი უხასიათობა მთლიანად ჩემს შერსულებაზე აისახა
ვცდილობდი,კარგად გამომსვლოდა,მაგრამ ეს მხოლოდ უშედეგო მცდელობა იყო.თავს ძალასაც ვერ ვატანდი
-გრძნობა,წამოიღე გრძნობა.(ყვიროდა ოლივერი)-არ მომწონს,ეგ ადგილი ხელახლა..
სამწუხაროდ მას,ბევრჯერ მოუწია ამ სიტყვების გამეორება.
ის ჩემთან ახლოს იყო, თვალებში ჩავხედე და შევძელი გამეგო რას ფიქრობდა..
"საშინლად გაღიზინებული იყო,საყვედურის თქმა კი ბბავშებში არ უნდოდა,"-ალბათ ცალკე მეტყოდა :)
-როდემდე უნდა ველოდოთ?-წამოდგა ნინა და სცენაზე ამოვიდა
-იქნებ სხვა ეპიზოდით დაგვეწყო
-მე მინდა რომ დღეს ეს გავაკეთო.შენს ადგილას დაბრუნდი ნინა-შეუბრუნდა მას ოლივერი..
რეჟისორი ჩემსკენ წამოვიდა.რაღაცას მიხნიდა,მე კი ვერ ვუსმენდი.ასეთი რამ არასდროს დამმართნია.ასე გულგრილი ჩემი სყვარელისაქმისადმი ჯერ არ ვყოფილვარ..
-იქნებ ეს სცენა ხვალისთვის გადავდოთ?-ჩუმად ვუთხარი
-ხვალისთვის არა,პრემიერის წინა დღეს ჰო არა? გააკეთე ისე,როგორც გეუბნები-ხმამაღლა დამიყვირა
-რომ გთხოვეთ ესეიგი მაქვს მიზეზი
-მე აქ შენს მიზეზებზე სასაუბროდ არ ვარ,საქმეს ვაკეთებ..-ყველას თვალწინ მიყვიროდა,ისე ვითომ პატარა გოგო ვიყო.აამაზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები
-ჰოდა ახლა რეპეტიციის ჩატარება,ჩემს გარეშე მოგიწევთ.უფრო სწორად თქვენი საქმის კეთება..

ტექსტი ძირს დავაგდე და სცენიდან სწრაფად ჩამოვედი
-ელის სცენაზე ადი..
მე არაფერი მითქვამს,გასასვლელისკენ მივდიოდი..
-ვერ ხვდები,რომ რეპეტიციას შლი?-ჰარი გადამეღობა

ცოტა ხანი თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს...
-ელის თუ წახვალ,აღარ შემოხვიდე-დაიყვირა რეჟისორმა,მისკენ გავიხედე.

-ელის..
თითქოს მოვლბი მაგრამ.....
-თავი დამანებეთ ყველამ.-ჰარის ბეჭი გავკარი და ოთახისკენ გავიქეცი..
კარები გადავკეტე,არ მინდოდა ვინმე შემოსულიყო,განსაკუთრებით ჯესი.ახლა არავისთან საუბარი არ მინდოდა.თითქოს ვიცვლებოდი,თითქოს ჩემში რაღაც დიდი გარდატეხა ხდებოდა.ჩემი საქციელი ვიცი რომ არასწორი იყო,მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი..კუთხეში ჩაიკეცე.ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ,ჩემს თვალზე ცრემლი იშვიათია.ახლა კი უნებურად მომდიოდა.გაცხარებული ვტიროდი,რისთვის თვითონაც არ ვიცოდი..

მოულოდნელად კი თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი...
-ვყვიროდი და თავზე მაგრად ვიჭერდი ხელს,რომ როგორმე ტკივილი შემემსუბუქებია..
გამოსახულება ორმაგდებოდა,მე კი თავი უფრო და უფრო მტკივდებოდა.ტკივილი აუტანელი ხდებოდა.ვყვიროდი და დახმარებას ვითხოვდი,მაგრამ ვიცოდი რომ ეს ახლა ამაო იყო..თითქოს სხეულში რაღაც შედიოდა და პირდაპირ თავისკენ მიდიოდა..ასეთი არასდროს არაფერი მიგრძვნია.ამგვარი ტკივილები 2 წუთი გრძელდებოდა,ეს წუთები კი ყველაზე საშინელი იყო რაც კი ოდესმე განმიცდია.შეგრძნება ისეთი მქონდა,სადაც იყო თავი გამისკდებოდა..
-არა,არ შემიძლია..(თითქოს ამ სიტყვების შემდეგ შვება ვიგრძენი),მაღლა ავიხედე,ჭერის ნაცვლად იქ ცა იყო,ლურჯი ცა..
-სად ვარ.(ჩავილაპარაკე და გავიცინე) ამ დროს ცაზე მზის ნაცვლად ღრუბლები გამოჩნდა.მეც უგონოდ დავეცი.მის მერე არაფერი მახსოვს...

თვალები გავახილე,თუ არა ვიგრძენი რომ ჩემს ოთახში ვიყავი.როგორც ჩანს,ბოლოს როდესაც ცას შევხედე,ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო..თავი საშინლად მტკიოდა.ნელა წამოვდექი და საათს დავხედე.ერთი საათიც არ იყო გასული.მე კი მეგონა,უკვე წელიწადია მძინავსთქო..თითქოს ყველაფერი სხვაგვარი მეჩვენა.ჯერ კიდევ ზეწოლის ქვეშ ვიყავი...სარკეში ჩავიხედე.თვალები ტირილისგან დასიებული,ლოყა კი ჩალურჯებული.როგორც ჩანს იატაკზე დიდი ძალით დავარდი...
მოულოდნელად გავიფიქრე:ნუთუ ამ ტკივილებისას ჩემი ძალა წამერთვა?"სხვა რა უნდა ყოფილიყო.ვფიქრობდი და ვერ გავრკვეულიყავი.არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ პირიქით.ცოტა ხანი უნდა მომეცადა,ასეთ ფორმაში გარეთ ვერ გავიდოდი.სააბაზანოში შევედი..ერთი საათი მაინც ვიყავი იქ.კიდევ გავჩერდებოდი,უბრალოდ ჯესის ძლიერი კაკუნი გავიგონე კარებზე
-ღმერთო ჩემო,ჯესი ვის გაახსენდა.(გავიფიქრე და სასწრაფოდ კარისკენ გავიქეცი)
-კარები რატო ჩაკეტე?15 წუთია აქ ვდგევარ და ვაკაკუნებ..-საყვედურებით შემოვიდა.ჩალურჯებულ ადგილს ლოყაზე,თმით ვიფარავდი
თვალებში რომ ჩამეხედა,მიხვდებოდა რომ მისი ფიქრების წაკითხვას ვეცდებოდი და გაბრაზდებოდა.მისი გაბრაზება კი კიდევ ერთხელ აღარ მინდოდა.ისე რომ არაფერი მიპასუხნია სააბაზანოსკენ წავედი.
-იდიოტი-მომესმა უკნიდან
სააბაზანოდან გამოვბრუნდი
-იცი ვერ გავიგონე,რომ აკაკუნებდი და მაპატიე )) და რომ არაფერი გითხარი,მსგავსი სიტყვების მოძახება საჭირო აღარაა
-მე არაფერი მომიძახნია(გამიღიმა)
-კარგი რა ნუ მაშტერებ.ალბათ მომელანდა
-ალბათ..
სააბაზანოს კარი გაბრაზებულმა მივიკეტე..ძალიან ჩამოცხა და იძულებული გავხდი,ფანჯარა გამეღო.
სარკეში მაკიაჟს ვიკეთებდი

,რომ გარედან მიჩელის და ვიღაც მისი მეგობრის დიალოგი მესმოდა.ისე თითქოს ისინი ჩემს გვერდით იდგნენ..ფანჯრიდან გადავიხედე..
-არ არსებობს(ჩავილაპარაკე)-მათ დანახვაზე გული ამიჩქრდა.ისინი თითქმის ეზოს შუაგულშიი იყვნენ,უბრალოდიალოგში გართულნი,მე კი მათი ხმა სააბაზანოში მესმოდა..
-არ არსებობს!ესღა მაკლდა(გავიფიქრე და გოგონებისკენ გავიხედე,რომლებიც კიდევ უფრო შორს იდგნენ)
ყური ოდნავ დავძაბე.და შევძელი,შევძელი გამეგონა რაზე საუბრობდნენ..
-არ არ-სე-ბო-ბს..-დაკრგვის ნაცვლად მომემატა?
ეს ხომ დაუჯერებელია-ვფიქრობდი და ინსტიქტურად ვიცმევდი..
ოთახში ჯესი არარ იყო,როგორც ჩანს ქვემოთ ჩავიდა.ან გაკვეთილზეა.
მოვრჩი თუ არა მოწესრიგებას მის მოსაძებნად გავედი..
კორიდორში არავინ იყო,ანუ გაკვეთილები ჯერ არ დამთავრებულა,ამიტომ ჩვენი კლასისკენ წავედი..
კლასხ მივუახლოვდი,ყური ოდნავ დავძაბე და მისის პერის ხმა გავიგონე,რომელიც იმ წუთში კლასში იყო...
-არ არსებობს,,დამშვიდდი ელის.დამშვიდდი..
კარებზე დავაკაკუნე
-უკაცრავად მისის პერი..
ვერ ვიტანდი ამ მომენტს,როდესაც შესვლისას ყველას ყურადღება ჩემსკენ იყო
-კიდევ კარგი,რომ გაკვეთილზე შემოსვლა მოიფიქრეთ ელის
-არც მომიფიქრებია,თუ შეიძლება ჯესის გავიყვან ორი წუთით
ჩემს ნათქვამზე ბავშვებმა სიცილი დაიწყეს.ჯესიმ უცნაურად გამომხედა,ის კვლავ ჰარისთან ერად იჯდა..



-გაკვეთილს აცდენთ და თან ჯესის თან მიგყავთ
-ორი წუთით...
-აქ უთხარი! (ვიცოდი,რომ ძალიან პრინციპული ქალი იყო და შეპასუხებას აზრი არ ქონდა)
-ვიცი,რომ საზოგადეობაში ჩურჩული მიღებული არაა,მაგრამ...
-რა ხდება?(გაიფიქრა ჯესიმ)
-პრობლემები მაქვს.ახალი ძალა(მხოლოდ ამი თქმა მოვასწარი ჩუმად)

-ვერაფერი გავიგე(გაიფიქრა მან)
-რეჟისორთან პრობლემები გაქვს-გამომეხმაურა ჰარი
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს..
-არავითარი )(ძალით გამიღიმა)
-ჰოდა მითუმეტეს
კლასიდან გავედი..
მთელი გაკვეთილის განმავლობაში დერფანში დავდიოდი და ვისმენდი შიგნით რა ხდებოდა.ეხლა ისე ვგრძნობდი თავს,როგორც მაშინ,როდესაც გავიგე,რომ სხვისი აზრების კითხვა შემეძლო
-როგორც ჩანს ბუნებამ უხვად დამაჯილდოვა,ან ზედმეტადაც..
ზარი დაირეკა თუ არა კლასისკენ გავიქეცი..
-რა ხდება ელის?(გაოცებული შემეკითხა ჯესი)
თმა ავიწიე და ჩალურჯებული ადგილი ვანახე
-რა გჭირს? კარგად ხარ?

-არა..!საშინლად ვარ.
ოთახში ვიყავით უკვე.მეც დავიწყე და ყველაფერი დეტალებში მოვუყევი..
ის შეწუხებული მისმენდა
-მაპატიე,რომ შენს გვერდით რომ არ ვიყავი..
-საპატიებელი არაფერი მაქვს..შენ მაპატიე..

ერთმანეთს გადავეხვიეთ.
-რაც შეეხება შენს ახალ ნიიჭს ძალიან მომეწონა ))
მის ნათქვამზე გამეცინა
-არ ვიცი,რისთვის მაქვს..
-ალბათ მსოფლო უნდა გადაარჩინო(ის ასეთ მომენტებშიც ხუმრობდა)
-ეგ კარგი ნათქვამია :)) 
-აზრებიის წაკითხვა..
-შემიძლია.(დავასწარი თქმა)
-ძალიან კარგი.. ტყუილად არაფერი ხდება ელის.როგორც ჩანს შენ უნდა გქონოდა ეგ ნიჭი და გაქვს კიდეც.შემთხვევითი არაფერია!...
-იმედია.უბრალოდ არ მინდა ჩემი ეს  შესაძლებლობა ცხოვრების ბოლომდე გამყვეს
-ჩემი აზრით მაგაზე საუბარი ადრეა
-ალბათ..
თავი მუხლებზე დავადე
-ძალიან მცივა..!მეძინება..
ხელები შემომხვია.მისგან დიდი სითბო ვიგრძენი..
ღამის 12 საათზე გამეღვიძა...ძილი ვერარ შევიბრუნე.ჯესის უკვე ეძინა..თმა ავიწიე და ოთახიდან გავედი..დარბაზისკენ წავედი,ვიცოდი რომ იქ არავინ იქნებოდა.ტექსტი რომელიც,დღეს იქ დავტოვე წამოღება მინდოდა.ვიცოდი,რომ ოლივერი გაბრაზებული იყო,მაგრამ ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებდი..
ფურცლები იქვე ეყარა,სკამის ქვეშ.როგორც ჩანს რეპეტიცია არ ჩატარებულა..
ძალა მოვიკრიბე და შესრულება დავიწყე..
ის რასაც დღეს ოლივერი მასწავლიდა და არ ვითვალისწინებდი,ყველაფერი გავიხსენე და შევეცადე ისე გამეკეთებინა,როგორც მას მოწონდა..
ეს სცენა სამი-ოთხჯერ გავიმეორე..ბოლოს ტექსტიც აღარ მჭირდებოდა.
ზურგით ვიდექი..ხელახლა ვაპირებდი დაწყებას,რომ დარბაზში ძლიერი ტაშის ხმა გაისმა..შეშინებული გავბრუნდი.სიბნეელეში ვერავის ვხედავდი..სკამებს შორის,ბოლოს ოლივერის სახე გამოიკვეთა..
-შენ ხარ.(ამოვისუნთქე)
-შენში არ ვცდებოდი..მიუხედავად იმისა,რომ გამაბრაზე,ამის სანაცვლოს გეპატიება.
მის ნათქვამზე გამეცინა
-აქ რას აკეთებ?
-კვლავ დირექტორთან ვიყავი,რაღაცებს განვიხილავდით..როდესაც დარბაზს ჩავუარე,შენი ხმა გავიგონე.რათქმაუნდა გულგრილად ვერ ჩაგაიარე..
-მოგეწონა?
-კი რათქმაუნდა..შეგიძლია გააგრძელო,ბოლოში პატარა კორექტირებას შევიტან
-კარგი(გახარებულმა ვუთხარი და სცენა ხელახლა დავიწყე)


დილით ადრე ავდექი და მოვემზადე.

დღეს ფორმებზე მივდიოდით,9 საათზე ქვემოთ უნდა ვყოფილიყავი.გარედან დირექტორის ხმა გავიგონე."ავტობუსი 10 წუთში მოვა,ყველას დაუძახეთო"
მეც თითქმის მზად ვიყავი..ჯესი გავაფრთხილე რომ მივდიოდი.ნახევრად ძილში იყო,მაინც მოასწრო თქმა"კარგად გამოიყურებიო" :) ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი..

ავტობუსი მართლა მალე მოვიდა...
-ყველა ვართ?(იიკითხა ოლივერმა სანამ ჩავჯდებოდით)
-ჰარი და ნინას გარდა ყველა(თქვა ვიღაცამ)
-ჰარი მანქანით მოდის,ნინასთან ერთად.ამიტომ შეგვიძლია არ დაველოდოთ.წავედით..

ბავშვებმა ჩასხდომა დაიწყეს.ამ დროს კოლეჯიდან ჰარი გამოვიდა ნინასთან ერთად.
 
ძალიან კარგად გამოიყურებოდა,ოღონდ ჰარი..ნინა ასეთი კმაყოფილი ალბათ არ ყოფილა დიდი ხანია) გახარებული რომ საწადელს მიაღწია..
-მადლობ,რომ მანქანით წასვლა შემომთავაზე.(არ გამჭირვებია ნინას სიტყვების გაგონება,მიუხედავად იმისა,რომ შორს იყვნენ)
-ელის შენ დარჩი(მითხრა ოლივერმა და ფიქრებიდან გამომიყვანა)
ნელი ნაბიჯით ავედი.თან უკან ვიხედებოდი..ამ დროს კი ჩემი და ჰარის მზერა ერთმანეთს შეეჩეხა.თავი წინ გავატრიალე მომენტალურად და ჩემი ადგილი დავიკავე..

სხვის დიალოგს რომ არ შევეწუხებიე ყურებზე ნაუშნიკები გავიკეთე..
ისე უინტერესოდ დაიწყო ყველაფერი,რომ ხალისი არ მქონდა არაფრის.მითუმეტეს,ვიცო ახლა ნინას ნაცვლად მასთან ერთად მე უნდა ვყოფილიყავი.მაგრამ თავს მით ვიმშვიდებდი,რომ მის მხრიდან ჩემი პიროვნებისადმი სიმპათია,ძალიან ცოტა ხნიანი იყო..!მითუმეტეს ჩვენი დაშორების მიზეზი არ არსებობდა.სიმართლე ის იყო,რომ ერთ პატარა გაურკვევლობას,მეორე გადაება,მეორეს მესამე,საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი გახდა,რომელიც ჩხუბის ნამდვილ დიდ ,იზეზად გადაიქცა და ჩვენს შორის ჩადგა..

ქალაქში ჩასვლისას,ერთ ძალიან დიდ შენობაში შევედით...დიზაინერთან მე და ჰარი შევედით.არეულობა რომ არ გამოწვეულიყო,გოგონებისას მე ვარჩევდი და ბიჭებისას ჰარი )) დიზაინერიც გვიხსნიდა,რომელი რომელს შეეფერებოდა და ბოლოს მგონი კარგი არჩევანი გავაკეთეთ..დირექტორსაც მოეწონა..
ზომები ავიღეთ,რის გამოც იქ საღამომდე მოგვიწია ყოფნა,ცუდი კი ის იყო,რომ ორ დღეში ერთხელ,ზოგჯერ კი ყოველდღე მოგვიწევდა აქ სიარული..
იმის,გამო რომ დილით მოსასვლელები ვიყავით,დირექტორმა გადაწყვიტა აქ დავრჩენელიყავით.
ბავშვებმა გადაწყვიტეს,რომ სავაჭრო ცენტრში წავსულიყავით ერთად..
ეს იდეა მომეწონა-რაიმეს ვიყიდდი ტანსაცმეელს და თან კაფეში ცოტას წავიხემსებდი ))
მომენატრა ეს პროცესი..!
მე და ანი ერთად დავდიოდით..დიდი ხანი არ იყოს გასული,რომ მეორე სართულზე წამიყვანა,კაფეში."ძალიან მშიოაო"
შესვლისთანავე თვალში ჰარი,ნინა და ჰარის ძმაკაცი მომხვდა
-ანი,ამ კაფეს გარდა აქ უამრავია)
-შევხედე,რომ აქ შემოვდინენ და..(გაიცინა)
-ანი(მეც გამეცინა)

-ვერ ვიტან,ერთად რომ არიან..!
-ვცდილობ არ შევიჩმნიო..(ვთქვი და ანის არჩეულ მაგიდასთან ჩამოვჯექი)
ანის რაღაცებს ვუყვებოდი..ვუთხარი,როგორ შემოვირიგე ოლივერი...
თან მოშორებით მაგიდაზე,ნინასაც ვუსმენდი )) ასეთ გაცხრომაში ვიყავი,როდესაც კარებთან მას შევხედე,უნებურად გამეცინა.

-დღეს ძალიან მიმართლებს.-გადავულაპარაკე ანის 
და ლუისს გავხედე,რომელიც ის-ის იყო შემოვიდა,თავის მეგობრებთან ერთად


იმედია არავინ იტყვის რომ "არ გეყოთ" :დდ)
ალბათ ახლა იმას იტყვით "წაკითხვა შემეზარაო" ;დ
თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ <33 და ვეცდები მალე გავაგრძელო,შაბათ-კვირა მოდის))


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1009 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 271 2 3 »
2012-11-10 Spam
ar meyo magram rom dawero amistvis cota ar iyo..dzalian momwons malee gaagrdzele