მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 19 » რატომ შეგიყვარდი?
9:35 PM
რატომ შეგიყვარდი?

კოცნის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა... ვერცერთი ვერ იღებდა ხმას... ორივე შოკში იყო
-მაპატიე... ეს არ უნდა მექნა - დაიწყო მობოდიშება ჯასტინმა, მაგრამ სემმა გააჩერა. კიდევ ცოტა ხანი უყურა და მერე თავადვე აკოცა...

ამ კოცნის შემდეგ უკვე ჯასტინი დარჩა გაოგნებული. ხმა ვერ ამოიღო. 
-ჯასტინ მგონი დროა წავიდეთ
-კია წავიდეთ - უკვე წვიმასაც გადაეღო. მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოუღია. ორივე ფიქრებში იყო გართული
‘’ეს რატომ გავაკეთე? რა დემემართა? მე ხომ ის არ მიყვარს? ჩემთვის ხომ ის არავინაა?’’ - ფიქრობდა სემი... სახლში მისული თავის ოთახში განმარტოვდა და ფიქრებთან მარტო დარჩა.
‘’ვერაფერი გავიგე. რა ხდება ჩემს თავს? რა მემართება? უკვე აღარ ვიცი რას ვგრძნობ და რას შემიძლია ვუწოდო სიყვარული ‘’ - ამ დროს თვალში მისი ძველი დღიური მოხვდა. დიახ, სწორედ ის ჯასტინმა რომ დაუბრუნა... დაუფიქრებლად მოკიდა ხელი და კითხვა დაიწყო. მისი ყურადღება კი ამჯერად ბოლო ჩანაწერმა მიიქცია, რომელსაც უშუალოდ ჯასტინს უწერდა: ‘’ არასოდეს დაგივიწყებ, ყველაფრის მიუხედავად... რაც არ უნდა მოხდეს მაინც მეყვარები... თუნდაც მილიონი კილომეტრით ვიყო შენგან დაშორებული თქვი მხოლოდ ერთი სიტყვა ‘’მიყვარხარ’’ და მე შენთან დავბრუნდები, მე შენთან მოვალ.... ჯას იცოდე მუდამ მეყვარები’’... 
კითხვის დასასრულს დღიური რამდენჯერმე კიდევ გადაათვალიერა და ნახა წერილი რომელიც აქამდე არასდროს უნახავს...
‘’იცი, რატომ არის ეს განშორება ასეთი მტკივნეული? იმიტომ, რომ ჩვენი სულები განუყრელია. ალბათ ადრეც ასე იყო და ყოველთვის ასე ოქნება. ვინ იცის, შეუძლება უკვე ათასი ცხოვრება გავიარეთ და ყოველ ცხოვრებაში ვპოულობდით ერთმანეთს. შეიძლება იმ ათასივე ცხოვრებაში რაღაც გარემოებამ დაგვაშორა ათასჯერ. ჰოდა იცოდე, რომ ჩვენს ახლანდელ განშორებას ორმაგი დატვირთვა აქვს - ერთი ის, რომ ახლა ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ, მეორე კი ის, რომ ეს განშორება ახალი შეხვედრის საწინდარია. 
როცა გიყურებ, ვხედავ, როგორი ლამაზი და მშვენიერი ხარშ და ისიც ვიციშ რომ ეგ სილამაზე და მშვენიერება ყოველ ახალ ცხორებაში სულ უფრო და უფრო მოგემატება. ისიც, რომ აქამდე გამოვლილ ყოველ ცხოვრებაში მხოლოდ შენ გეძებდი; ვინმე შენნაირს კი არა, სწორედ შენ, რადგან ჩვენი სულები განუყველია და ყოველთვის ერთად ყოფნა უწერიათღ თუმცა ყოველ ჯერზე, რაღაც მიზეზით, რომელიც ორივესთვის გაუგებარია, დაშორება უწერიათ ხოლმე.
მინდა ისიც გითხრა, რომ ღმერთი ჩვენსკენაა, და გპირდები, რომ მეც ყოველ შონეს ვიხმარ, იმედი რომ არ გავუცრუო. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ ამ ცხოვრებაში ერთმანეთის ნახვა აღარ გვიწერია და ჩვენი დღევანდელი განშორება მხოლოდ განშორებაა და სხვა არაფერი, გპირდები, რომ მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად შევხვდებით. ისევ ვიპოვით ერთმანეთს. ეგებ ვარსკვლავებმაც სხვა ბედი დაგვიდგინონ და იმ მომავალ შეგვედრაზე არა მხოლოდ თავიდან შევიყვაროთ ერთმანეთი, არამედ მთელი იმ წლების სიყვარულიც შეგვმატოს, რომლითაც მანამდე გვყვარებია და გაათასმაგებული ძალით გვიყვარდეს ერთმანეთი’’ 
ეს წერილი სემის ლონდონში გაფერენის დღეს იყო დაწერილი და სწორედ ასე გამოემშვიდობა ჯასტინი მას. მისი კითხვისას ცრემლები ღვარა-ღვარა მოსდიოდა. და სწორედ მაშინ დაუშვა პირველად რომ შანსი იყო ჯერ კიდევ არ გამქრალიყო ის გრძნობა, რომ შესაძლოა კიდევ გიზგიზებს მის გულში ცეცხლი, რომელსაც ნამდვილ სიყვარულს ეძახიან....

იმედია არ გამიბრაზდებით რომ ამ მოთხრობაში გამოვიყენე ნიკოლას სპარკსის როპმანიდან ‘’დღიური’’ რაღაც ნაწყვეტი... და მაპატიებთ რომ პატარაა ეს თავი და ორი დღეა არ დამიდევს. უბრალოდ გამოცდები მაქვს სკოლაში და ვერ ვასწრებ დაწერას

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1226 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-06-21 Spam
male! dzalian magaria.. ar mqonda wakitxuli 32 tavis kitxvashi gamis 5 saati gaxda waval davidzineb. male dade