მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 24 » რატომ შეგიყვარდი?
10:45 PM
რატომ შეგიყვარდი?
♥ ცხოვრება შედგება მომენტებისგან, რომლებიც ცვლიან ყველაფერს 

მე ჩუმად ვიდექი და მას ვუყურებდი. ის კი მე მიყურებდა ასე გაგრძელდა მთელი თხუთმეტი წუთი შემდეგ კი მოვისაზრე და ოთახში შემოვიყვანე... მერე  კი ჯასტინმა უხერხულად მკითხა
-ე.ი თხოვდები?
-კი ორ კვირაში
-ორ კვირაში - იყვირა მან და თვალებში თითქოს სიბრაზის ცეცხლი აენთო. მერე კი დაწყნარდა თავი დახარა და განაგრძნო - რა ქვია?
-ოლივერი - შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა... მერე კი მე ვიკითხე ის რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა - შენ? შენ არავინ... 
-არა არავინ - გამაწყვეტინა უცებ. სიმართლე რომ გითხრათ ამ პასუხზე თავი სასტიკად უხერხულად ვიგრძენი - გიყვარს?
-არ ვიცი :((
-როცა უყურებ რას გრძნობ?
-არაფერს 
-ანუ არ გიყვარს - და თვალები რაღაცნაირად გაუბრწყინდა
-ვიცი რომ ის რასაც მის მიმართ განვიცდი მეგობრობაზე მეტია, მაგრამ ისიც ვიცი რომ ეს გრძნობა ნამდვილად არ არის სიყვარული
-მაშინ რატომ აკეთებ ამას?
-არ ვიცი... ხელი ისეთ პერიოდში მთხოვა რომელიც ჩემს ცხოვრებაში რთულ ეტაპად ითვლება... მაშინ სიხარულით დავთანხმდი მეგონა ამით ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ახლა ამას ვნანობ
-მაშინ ჩაშალე ქორწინი და... - ჩემთან მოვიდა და ხელები ჩამკიდა - და ჩემთან ერთად წამოდი... მინდა იცოდე რომ ისევ ისე მიყვარხარ... უფროსწორად უფრო ძლიერ, რადგან გავიგე თუ რა ყოფილა უშენობა... აი ნახე - და ხელი მის გულზე დამადენიბა - ნახე გული ისევ ისე ძგერს, როგორც ადრე. ისევ ისე სიყვარულით ფეთქავს, როგორც ადრე ფეთქავდა, როცა ერთად ვიყავით - მერე კიდევ უფრო მომიახლოვდა. ხელით ცრემლები მომწმინდა, რომლებიც ღვარა-ღვარა მომდიოდა და განაგრძო - რატომ ტირი? შენ ხომ დამპირდი რომ არასდროს არ იტირებდი - მერე ჩამეხუტა. ისევ სახეზე ხელი დამისვა, თვალებში ჩამხედა და მაკოცა

თავიდან ვცდილობდი გრძნობებს არ ავყოლოდი, მაგრამ შემდეგ თავი ვეღარ შევიკავედა კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე. ამ კოცნას კი მოჰყვა ის რაც ალბათ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ორივემ ძალიან კარგად ვიცოდით რომ ეს ამ მომენტში უკიდურესი რამ იყო რაც კი უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ორივესთვის მთავარი ის იყო რომ ამ წუთში, ეს სიამოვნებას გვანიჭებდა და  არ გვაინტერესებდა მომავალში რა იქნებოდა...
ეს ყველაზე კარგი, სასიხარულო რამ იყო რაც კი ამ ბოლო წლებში მოხდა. მეც და ჯასტინიც ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ დილას ერთად შევხვდით, მაგრამ მზის სხივების გამოჩენის თანავე გამოჩნდა მწარე რეალობაც, რომელმაც ზღაპრიდან რეალობაში დამაბრუნა და გამახსენა ყველა ჩემი მოვალეობა. მა ფიქრებიდან ჯასტინის მზარამ გამომაფხიზლა, რომელიც უკვე ამდგარიყო და ჩაეცვა კიდეც...
-სემ გთხოვ ჩაშალე ეს საშინელი ქორწილი და ერთად წავიდეთ ლოს-ანჯელესში... გთხოვ, ერთად დავბრუნდეთ იქ სადაც ჩვენი ადგილია
-არ შემიძლია არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ მინდა
-რატომ? რატომ არ შეგიძლია? 
-აბა წარმოიდგინე როგორია ორი კვირით ადრე ქორწილის ჩაშლა?
-აბა ის არის კარგი რომ უსიყვარულოდ თხოვდები? - მე ჩუმად ვუყურებდი. ძალიან კარგად ვაცნობიერებდი, რომ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ ამ სიმართლის მიუხედავად ჩემი პასუხი მაინც უცვლელი იყო
-მაპატიე ჯას... არ შემიძლია - ჯასტინი გაცოფებული მიყურებდა. თვალებიდან ნაკვერცხლებს ყრიდა, ძალიან გაბრაზებული იყო. მერე თავი ვეღარ შეიკავა და იყვირა 
-არა!!! მე შენი არ მესმის. რატომ იუბედურებ თავს ძალით... თუ არ გიყვარს რატომ რჩები მასთან და რატომ ამბობ უარს სიყვარულზე? საოცარია რა!!! - და გარეთ გავარდა... რას ვიზამდი... ყველაფერი უკვე დაგეგმილია. ორ კვირაში ქორწილი მაქვს და ამას უკვე ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის

ყველას მადლობას ვუხდი ვინც კითხულობს და აკომენტარებს
ყველანი მიყვარხართ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 872 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-03-25 Spam
male male male male male male male male male maleee gtxxooooooooooooovvvvvv