მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » რატომ შეგიყვარდი?
0:27 AM
რატომ შეგიყვარდი?
♥ ცხოვრება შედგება მომენტებისგან, რომლებიც ცვლიან ყველაფერს 

მართალია ნიუ-იორკში წასვლა უნდა მიხაროდეს... და მიხარია კიდეც, მაგრამ ამ სიხარულს შიში უფრო ჯობნის. დიახ, მეშინია იმიტომ რომ ჯასტინი შუს წამყვანია და იქ იქნება, მე კი ორი აზრი არ არი მასთან შეხვედრა მომიწევს. ასე ცხოვრებაში არ მინერვიულა. ყველანაირად ვცდილობდი რომ იქ წასვლა ამერიდებინა თავიდან, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭებმა დაიჟინეს უნდა წამოხვიდეო. ეს შენი დამსახურებაა და იქ აუცილებლად უნდა იყოო... თან ამას ისიც ემატება რომ ოლივერიც მოდის. აუუუუ რა შარში ვარ!!!!!
თითქმის მთელი ერთი კვირა (სამზადისისას) ვცდილობდი იქ არ მივსულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო. ერთ დღესაც უკვე მიზეზი ამომელია და ბიჭებთან ერთად წასვლა მომიხდა. შენობაში რომ შევედით ყველაფერი ყირაზე იდგა, ხალხი ერთმანეთში ირეოდა... ყველა რაღაცას ეძებდა და ყველა რაღაცაზე ჩხუბობდა.
-რა ხდება? რა ალიაქოთია? - ვკითხე ჰარის
-ააა... დღეს ბიბერი ჩამოდის და ამიტომაა ალიაქოთი
-რა? ამდენი ხანი აქ არ ყოფილა?
-არა... მერე შენ რა? - გაკვირვებულმა მკითხა
-არაფერი უბრალოდ როგორ შეიძლება წამყვანია ახალ მოდიოდეს შოუმდე ორი დღით ადრე
-რა ვქნათ ბიბერი ბიბერია და რასაც უნდა იმას აკეთებს... ასეთია ჰოლივუდი - მოვიდა ოლი და მაკოცა
-თან ისე კითხულობს ვითომ ბიბერის ამბავი არ იცოდეს - თქვა ჰარიმ
-ხო რა... - ამ დროს ხმაური ატყდა... ხალხი უფრო ანერვიულდა.... კარი გაიღო და ვიღაცეები შემოვიდნენ... მერე აშერსა და სკუტერს მოვკარი თვალი... გული ცემა ამიჩქარდა. საშინლად ავნერვიულდი. კანკალმა ამიტანა. ყველაფერი მიცახცახებდა... ასე ამ ნერვიულობაში თვალი მოვკარი ჯასტინს, რომელიც უკვე შენიბაში შემოდიოდა

ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. უკვე აღარ შემეძლო. გული საცაა უნდა ამომვარდნოდა. თავი ვეღარ შევიკავე და გვერდზე გავედი. ერთ ოთახში შევიკეტე და ტირილი დავიწყე. ვერ წარმოიდგენთ როგორ ვნერვიულობდი... თვალწინ ყველაფერმა, ჩემმა ბავშვობის წლებმა გადამირბინეს. ვაიმე, რა ვქნა? ერთმანეთს რომ შევხვდეთ რა მოხდება? აუ აუ არ მინდა.... უფროსწორად მინდა მაგრამ მეშინია ძალიან ძალიან მეშინია. ასე ცხოვრებაში პირველად მეშინია.... მერე გული რომ ვიჯერე გარეთ გავედი სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და წყალი დავლიე. ამის შემდეგ უკან დავბრუნდი და ბიჭებთან მივედი
-სემ სად იყავი?
-გარეთ
-იქ რა გინდოდა?
-რავი რაღაც თავი შეუძლოდ ვიგრძენი და
-მერე ახლა ხომ კარგად ხარ?
-კი ახლა კი
-მაშინ მიდი გაიქეცი და კოკა-კოლა მომიტანე - მითხრა ჰარიმ
-ჰარი!!! - უყვირა ოლივერმა
-არა მოვიტან - და წავედი რომ კოკა-კოლა მომეტანა. ბართან რომ მივედი... ჯასტინ დავინახე

ვიფიქრე უკან დავბრუნდებითქო, მაგრამ რაღა აზრი ქონდა? უკვე დამინახა
-სამ?

ძალიან დიდი ბოდიში რომ ასე დავაგვიანე დადება
მაგრამ მგონი მიზეზი უკვე იცით ((
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 970 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-03-18 Spam
male ra gtxxov dges mainc kvira : ))