მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 30 » რატომ შეგიყვარდი?
0:13 AM
რატომ შეგიყვარდი?

მეგანი ძალიან ღელავდა. მთელი ღამე ადგილს ვერ პოულობდა. გულს ვერაფერს უდებდა. გათენებას მოუთმენლად ელოდა. როგორც იქნა გათენდა, მაგრამ ცხრა საათამდე ჯერ კიდევ მთელი დღე ქონდა წინ. ამიტომ გადაწყვიტა სავარჯიშოდ წასულიყო. გამოიცვალა და გარეთ გავიდა

ამ დროს ტელეფონმა დაურეკა. რაც არ უნდა გასაკვირი იყო ჯასტინი რეკავდა
-მეგან შეგიძლია ახლა რომ შემხვდე?
-კი როგორ არ
-კარგი მაშინ ათ წუთში იმ მისამართზე მოდი რომელიც გუშინ გითხარი
-კარგი რა პრობლემაა - და პირდაპირ იმ მისამართზე წავიდა. იქ რომ მივიდა ჯასტინი უკვე ელოდებოდა.

 სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან ღელავდა, მაგრამ არც მეგანი იყო მშვიდად
-როგორ ხარ მეგან?
-კარგად შენ? 
-მეც კარგად... მოდი დაჯექი - მეგანიც დაჯდა და ტელეფონი მაგიდაზე დადო - რას შეუკვეთავ?
-ყავას...
-სხვას არაფერს?
-არა სხვას არაფერს
-კარგი - მიმტანს დაუძახა და ორი ყავა შეუკვეთა. შემდეგ ორივე ჩუმად იყო, ბოლოს კი ისევ ჯასტინმა დაიწყო - მეგან ერთი კითხვა მაქვს
-მიდი გისმენ
-სემმა იცის?
-რა?
-აი ის რაც მაშინ მითხარი... იცის რომ ორსულად იყო? - მეგანმა თავი დახარა და ჩუმად უთხრა
-არა არ იცის - ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ჯასტინს უნებურად გაეპარა თვალი და დაინახა ვინც რეკავდა. მაგრამ მგონი ჯობდა არ გაეხედა. მეგანმა თავი ცოტა უხერხულად იგრძნო ტელეფონი აიღო და უპასუხა
-როგორ ხარ? - კითხა მეგანმა სემს(სემი რეკავდა)
-კარგად შენ?
-მეც კარგად
-მეგ დღეს არ დაგავიწყდეს... ნახავერ საათში აეროპორტში ვიქნებით
-ნახევარ საათში? ხო კარგი კარგი
-ხომ მიახერხებ?
-კი როგორ არა... კარგად გკოცნი - და ტელეფონი გაუთიშა, მერე ჯასტინ მიუბრუნდა, მაგრამ ჯასტინმა სიტყვა არ ათქნევინა
-სემი იყო არა?
-კი სემი იყო...
-და ნახევარ საათში ლოს-ანჯელესში იქნება
-კი ეგრეა...
-მაშინ მოკლედ გეტყვი... შენი რჩევა მჭირდება, როგორც სემის უახლოესმა მეგობარმა... რას მირჩევ?
-რასთან დაკავშირებით?
-სემთან დაკავშირებით
-შეიძლება შემდეგ ვინანო რასაც ახლა გეტყვი მაგრამ რაც იქნება იქნება... იბრძოლე მისთვის. მერწმუნე ჯერ კიდევ უყვარხარ
-მაგრამ გათხოვილი რომაა
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს - უთხრა და ადგა - ახლა უკვე დროა წავიდე თორემ აეროპორტში დავაგვიანებ
-კარგი...
-იმედია კიდევ შევხვდებით
-იმედია - და წამოვიდა. შემდეგ სემის სახლში მივიდა და მანქანა აეროპორტში წაიყვანა... მეგანი ძალიან აღელვებული იყო, რადგან მიხვდა რომ ძალიან მიქარა. რადგან როგორც ენი ამბობდა ჯასტინი ძალიან თავქარიანი იყო და არავინ იცოდა რა მომენტში რას გააკეთებდა...

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით რომ ამდენ ხანს ვერ დავდე და თან ეს თავი ძალაინ პატარა... ვერ ვასწრებ დიდების წერას... პირადი პრობლემების გამო... იმედია მაპატიებს

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1076 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-05-14 Spam
male ra plz ra iyo amdeni xani uf :((