New York Life![13] New York Life! New York Life! [2] New York Life! [3] New York Life! [4] New York Life! [5] New York Life![6] New York Life![7] New York Life![8] New York Life[9] New York Life [10] New York Life [11] New York Life![12] New York Life![13] ხელი ჩავჭიდე და ძლიაერად მოვუჭირე როგორმე რომ შემეჩერებინა! ძალიან ნელა მომშორდა, ხელი გამაშვებინა და გამიღიმა. რათქმაუნდა ეს ჩემს გარდა არავის გაკვირვებია! უკვე ავღნიშნე,რომ ის უფრო გაუკვიდრებოდათ წინააღმდეგობა რომ გამეწია მისთვის. ჯასტინმა გზა განაგრძო და მეც მას გავყევი. რატომ მაკოცა ჯასტინმა?! რა უნდოდა აქ ტაილორს?! ამ ორ კითხვაზე ვფიქრობდი და ამ ორი კითხვითვე დამთავრდა ეს დღე. ჯასტინი სიმღერას წერდა, არავის და არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. მე ება და ალფრედო აუზში ვიყავით. ება ცოტა მორცხვი იყო,მაგრამ ამ ბოლო დროს შედარებით "აქტიურობს". ალფრედო კი მუდმივად კარგ ხასიათზე არის, მუდმივად დებილივით იღიმის და ძალიან თბილი ადამიანია…მას ფრედოს ვეძახით. ასევე ჯასტინის საუკეთესო მეგობარია. - ჯასტინი ისევ სიმღერას წერს? - მკითხა ფრედომ. - აჰა... დღეს ცოტა უცნაურია... - ჯერ სად ხარ! ტურის ბოლოს საერთოდ შეცვლილია ხოლმე, ძალიან დაღლილი და ყველაფერზე ბრაზდება! - გაიცინა. - მე მეჩვენება თუ აცივდა? - მობუზულმა იკითხა ებამ. - ამიტომაც მოდით ავიდეთ! - მე აქ ვიქნები...თქვენ ადით! - ღიმილით ვუთხარი. გასაბერ ლეიბზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე, ძალიან მსიამოვნებდა ასე მყოფნა... სიმშვიდე იყო და დიდი საიმოვნებით გავატარებდი ღამეს აქ. მაგრამ ამ დროს აუზში ვიღაც ჩახტა, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ ვიკივლე და მეც ამოვყირავდი. - ჰაჰაჰა! მაპატიე შენი შეშინება არ მინდოდა! - ხო შემთხვევი ჩახტი აუზში! - ორ საათში ჩემი და-ძმა აქ იქნებიან! - კარგია... სიმღერა დაწერე? - კი! მაგრამ არავის არ მოეწონა... - მაინც გახარებული იყო. - და მერე რა გიხარია?! - ჩემი ოჯახის ნახვა! და-ძმა! მამა! მეტი რა უნდა მინდოდეს?! კიდევ რამდენი სიმღერის დაწერა მომიწევს... რათქმაუნდა ყველა კარგი ვერ იქნება! - ხო... მეც მენატრება დედა,მამა და ძმა! - შენ რა ძმა გყავს? - ყველა ამას რატომ მეკითხება?! - მის შესახებ არაფერი გითქვამს! - ოქსოფრსი უნივერსიტეტში სწავლობს...დიდი ხანია არ მინახია, და საერთოდ მემგონი არ ვახსოვარ! - მესმის შენი... - იცი სნამ ნიცაში ვხცოვრობდი, მამა მაინც მყავდა გვერდით! ახლა კი არც მას ვახსოვარ! - როცა ჩავალთ პარიზში ვნახოთ დედაშენი! - გამიღიმა. - არ ვიცი...მეშინია! - გეშინია?! - ხო...იქნებ არ უნდა ჩემი ნახვა?! - მაშინ მამაშენი ვნახოთ! - მამა ნიცაშია... - არაუშავს, ება შეგცვლი შენ კი ერთი დღით ნიცაში წადი! - ვნახოთ...მოვიფიქრებ! - კარგი... - ჯასტინ... - ვიცი რაზეც გინდა ლაპარაკი! - მაშინ დამპირდი რომ ამას აღარასდროს აღარ იზამ! - მაგრამ... ეს აუცილებლეია! ხალხ უნდა ჯეროდეს რომ ერთმანეთი გვიყვარს! - ხო?! მე კი ვფიქრობ რომ ასე არ უნდა იყოს...მოულოდნელად როცა გავეყრებით არ უნდა გაუჩდეს ხალხს შეკითხვა თუ რატომ მოხდა ეს! - მე ასე არ ვფიქრობ! - მოიცა თქვენ რა გაყრას აპირებთ?! - ფრედო! დღეს მემგონი არ მინახიხარ! - ჯასტინი დაბნეული ამოვიდა აუზიდან და მეც მას ამოვყევი. - არა ჯასტინ უკვე მნახე! და იქნებ გამცეთ შეკითხვაზე პასუხი?! - ჯასტინ, წამომყვები? - ხელი მოვკიდე. - სად მიდიხართ? - ნომერში!- ერთდროულად ვუპასუხეთ და იქაურობას სასწრაფოდ მოვშორდით. - ამ თემაზე აღარასდროს აღარ ამოიღო ხმა! თუ არ იქნები დარწმუნებული რომ მარტოები არ ვიქნებით! - მუ ყვირი! - საერთოდაც არ ვყვირივარ! შემდეგში თუ ამაზე რამე გვკიტხა პასუხს არ გაცემ! - რათმქაუნდა! მაგრამ...იქნებ მხოლოდ მას ვუთხრათ! - არა! სტელამ იცის მერე ფრედომ...მერე კი ყველამ! - კარგი! ჯასტინ ნუ ყვირიხარ! - რა ჩემი ბრალია თუ ჩემ ხმას ვერ ვიმორჩილებ! ჯასტინის მამამ ჯერიმიმ, ჯაზი და ჯექსონი მალევე მოიყვანა. მთელი საღამო შეკითხვებს მისმევდნენ და მეც სიამოვნებით ვუსმენდი მათ. სამწუხაროდ იმ დღესვე წავიდნენ, მართლა არ მინდოდა მათთან გამომშვიდობება! ჯასტინი ძალიან ბედნიერი იყო და როცა მას ბედნიერს ვხედავდი ეს მეც მსიამოვნებდა! მაგრამ როგორც კი წავიდნენ მასში სევდამ დაისადგურა. - მეც დიდი სიამოვნებით ვისურვებდი შენნაირ ძმას... - ფიქრობ რომ კარგი ძმა ვარ? - შენ ასე არ ფიქორბ?! - არ ვიცი...არამგონია... - მაშინ ძალიან გთხოვ დამიჯერე! გამიღიმა და ჩამეხუტა. - მართლა ძალიან მიყვარხარ! ყველაფერი რომ მავიწყდება ხოლმე! - გაიცინა. - ხანდახან მეც მიყვარხარ... მეორე დღეს კონცერტი იყო! ახლა უფრო ვნერვიულობდი! ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვიყავი, ჯასტინი მე მამშვიდებდა. ვნერვიულობდი არა იმიტომ რომ რამე შემეშლებოდა ან ხალხის მეშინოდა! უბრალოდ მახსენდებოდა ჩემი ბავშვობის გამოსვლები შემდეგ ის რაც მოხდა და მეშინოდა რომ უეცრად რამე არ მომსვლოდა! ფეხი ისევ რომ მტკენოდა... ან სხვა! მაგრამ საბედნიეროდ ყვეალფერი კარგად დამთავრდა! ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი! მიხაროდა რომ ჯასტინიც ბედნიერი იყო! მეორე დღეს ჯასტინთან ერთად შევხვდი მის ფანებს, მაგრამ მე და ჯასტინს თვითმფრინავზე დაგვაგვიანდა! არ ვიცი კერძო თვითმფრინავი ჯასტინის გარეშე როგორ გაფრინდა! ან რატომ ვერავინ ვერ შეამჩნია მისი ან ჩემი იქ არ ყოფნა! მაგრამ ბოლოს ასე მოხდა რომ ჩვენ სხვა თვითმფრინავში ავედით რომელიც როგორც გვითხრეს ასევე სტოკჰოლმში მიფრინავდა...მაგრამ არა! რათქმაუნდა როცა ჩავფრინდით პირველ როგში დაგვაინტერესა სად ვიყავით! შვედეთის ერთ-ერთ მიტოვებულ სოფელში ამოვყავით თავი! რათქმაუნდა აეროპორტი აქ არ იყო! ჯასტინმა ტაქსს უთხრა რომ სტოკჰოლმში მივეყვანეთ, აქედან არც ისე ახლოა გაგვაფრთხილა მძღოლმა და ბოლოს აღმოვჩნდით ამ მიტოვებულ სოფელში! ნაწვიმარი იყო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გუბეები იყო! ჯასტინი ხმას არ იღებდა, ხელზე ძლიერად ვუჭერდი და მას მივყვებოდი. როგორც იქნა ადგილს დავადექით სადაც რამდენიმე სახლი იდგა. - ჯასტინ...არამგონია რომ აქ ხალხი ცხოვრობდეს! - ახლა შენ რას ფიქრობ ნამდვილად არ მაინტერესებს! - რათქმაუნდა! ჯასტინმა ეზოს კარი შეაღო და გამომხედა. - აქ დგომას აპირებ?! - შენი მესმის მაგრამ არ არის აუცილებელი ასეთი უხეში იყო! სხვათაშორის შენი ბრალია აქ რომ ვართ! - ჩემი ბრალია?! - მემგონი შენ ალაგებდი ბარგს, რის გამოც თვითმფრინავზე დავაგვიანეთ! მემგონი შენ უთხარი ტაქს აქ მოვეყვანეთ! - მაპატიეთ მაგრამ მე არ ვიცოდი თუ აქაურობას სტოკჰოლმი ერქვა! მემგონი იმ ადგილს სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ სტოკჰომი ქვია არა?! - დროზე რომ ჩაგელაგებინა ბარგი, ახლა აქ არ ვიქნებოდით! - დაწყნარდი! ტელეფონი ხომ აქ გვაქ?! - მაგრამ არ იჭერს! - აქ ცადე! ხალხია და შესაბამისად მათ ჭირდებათ ტელეფონი, ამიტომაც აქ დაიჭერს! - არ იჭერს! - დავიღალე! ბოლოს კარგი რა მოხდა ჩემ ცოხვრებაში დამავიწყდა! - ნუ გეშინია, მეც ასე ვარ! - შენ ხომ საერთოდ ამირიე ყველაფერი! ყურადება არ მიაქციო! ყურადება არ მიაქციო! - გულში ვიმეორებდი. - აქ დგომა კარგს არაფერს მოგვიტანს...-მშვიდად ვუთხარი. - და რა?! სად წავიდეთ?! იცი რა სადაც გინდ აიქ წადი! მე კი სადაც მინდა იქ წავალ! -კარგი! - კარგად! - ნახვამდის! გაბრაზებულმა მაქცია ზურგი და ვინ იცის სად წავიდა, მე კი ეზოში შევედი და ძველისძველ სახლს მივადექი. რამდენჯერმე დავაკაკუნე კარზე და ჩემდა გასაკვირად გამიღეს. მოხუცმა ქალმა გამიღო კარი, თავიდან ხმას არ იღებდა კარგად ამათვარიელა. შემდეგ ვუთხარი რომ მჭირდებოდა ადგილი სადაც დროებით დავრჩებოდი და ვუამბე რაც მოხდა. საბედნიეროდ კარი გამიღო და უფლება მომცა მასთან დავრჩენილიყავი. - და აქ არაფერი არ დადის? - კი! თვეში ერთხელ აეროპორტიდან მოდის ტაქსი და მიდის ქალაქში! - ძალიან შორს არის ქალაქი? - კი! - და ტელეფონი? - ტელეფონი შორს არის... რამდენიმე დასახლების გავლა მოგიწევს და შემდეგ თუ იმუშავებს ტელეფონი, გაგიმართლებს და დარეკავ! - მეგონა ჯოჯოხეთში ვიყავი! - და როდის მოვა ტაქსი? - დღეს უკვე მოვიდა... მომავალ თვემდე აქ მოგიწევთ ყოფნა...თუ რათქმაუნდა ფეხით არ აპირებ წასვლას!- გაიცინა - და სად არის შენი მეოგბარი? - ხომ გითხარით ვიჩხუბეთ და არ ვიცი სად წავიდა! - მერე?! უთხარი რომ ვერსად წავა! - არ ვიცი სად არის და მისი ნახვა არ მინდა! პატრა მყუდრო ოთახში შემიყვანა, ძველებურად იყო მოწყობილი როგორც მთლიანად სახლი. არც ტელევიზორი... არ ვიცი ეს ხალხი როგორ ძლებდა... - და ინტერნეტიც არსად არ არის? - რა? - იცით რა არის ინტერნეტი? - არა და რატომღაც არც მაინტერესებს! თბილ ტანსაცმელს მოგცემ! ჩემოდანში რაც მქონდა თბილი ყველაფერი ჩავიცვი... სიმართლე გითხრათ ჯასტინზე ნერვიულობა დავიწყე. მაგრამ როცა ფანჯრიდან გადავიხედე ისევ იქ იდგა სადაც დავშორდით ერთმანეთს. პატრა სკამზე იდგა რომელიც ძლივს იდგა ფეხზე, ჩემოდნები გვერდით ეყარა და გიტარაზე ედო თავი. ცოტა არ იყოს მეშინოდა ამ სახლში ყოფნა, მეინოდა არ ჩამონგრეულიყო...მითუმეტეს მეროე სართულზე ვიყავი! არ ვიცოდი ეს ქალი მერტო ცხოვრობდა...ყავდა ნათესავები?! მაგრამ თვაისი ცხოვრებით ბდენიერი ჩანდა! უკვე ღამდებოდა, ჯასტინი ისევ იქ იჯდა. წვიმა დაიწყო. მაშინვე ფანჯარაში გავიხედე, მაინტერესებდა რას იზამდა ჯასტინი. ისევ მოწყენილი იჯდა, მის სახეზე გამეცინა. მანაც შემამჩნია და დამეჯღანა და მეც დავეჯღანე. ცოტახანი ასე ვუყურებდი, შემდეგ კი ვერ გაძელი და მასთან მივედი. ქოლგა და ბოტები ვიპოვნე ჩემს ოთახში და ჯასტინამდე ხტუნვახტუნვით მივედი. მინდოდა როგორმე გამეცინებინა,მაგრამ უშედეგოდ. - მე ვიპოვნე სახლი შენ კი ვერა! რატომ? არსად არ შეგიშვეს? - როქსი! - მართლა მაინტერესებს... - მემგონი ყველას ქურდი ვეგონე! - გაბრაზებული იყო. - იცი... მემგონი არც მოხუცი ქალბატონი და არც მე არ ვართ წინააღმდეგები,რომ სახლში შემოხვიდე...თან გეტყვი რა ხდება ამ სოფელში და როდის მოვახერხებთ აქედან წასვლას. ჩემოდნებს ხელი მოკიდა და სახლისკენ წავიდა. მემგონი მოხუცს უკვე ეძინა. ჯასტნი ოთახში ავიყვანე. შხაპი მიიღო, გამოიცვალა და შემდეგ მოვუყევი ყველაფერი ის რაც გავიგე აქაურობის შესახებ. - ერთი თვე?! გაიჯდი?! - ვიცი...მაგრა მე რატომ მეჩხუბები? - შენ არ გეჩხუბები! - კი ჯასტინ! ნებისმიერ რამეზე გაბრაზდები და ჩემზე იყრი ჯავრს! მე კი ასე არ შემიძლია! ძალიან გავბრაზდი ჯასტინზე. - მაგრამ... კარგი რა! - ყვეალფერზე "კარგი რა" არ გამოვა! დავიღალე შენთან ჩხუბით! როცა მიზეზი გაქვს რომ მე მეჩხუბო კარგი! მაგრამ როცა შენი ბრალია, როცა სხვისი ბრალია მე ნუ მეჩხუბები! მე მხოლოდ და მხლოდ ვცდილობ რომ დაგეხმარო! ის კონცერტი შენი კონცერტია და სულ არცერთი მოცეკვავე რომ არ იყოს მაინც იმღერებ! ხმა არ ამოუღია, მე ძილი მოგვერია და დასაძინებლად დავწექი. ისევ ერთი საწოლი! მალევე ჯასტინიც დაწყვა. ვერ ისვენებდა და არც მე მაძინებდა თავისი მოუსვენრობით. - როქსი... - ჰმ! - გძინავს? - არა... - ბოდიში... - აჰა! მომიახლოვა და ხელები მომხვია, მაშინვე გამოვფხიზლდი. - როგრო ფიქრობ ექვსი თვე გავუძლებთ ერთმანეთს? - მისკენ გადავბრუნდი. - რათქმაუნდა! შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ! - მე სერიოზულად გეკითხები! - მე ის უფრო გამიხარდება თუ ამ ექვსი თვის შემდეგაც იქნები ჩემი მეგობარი და მოცეკვავე!-არაფერი არ მითქვია-დუმი თანხმობას ნიშნავს თუ უარყოფას? - ჯერ ექვსი თვე უნდა გავიდეს... -ანუ უარყოფას! -მე ეს არ მითქვამს! -მაგრამ ეს იგულისხმე! -ჯასტინ! -კარგი, კარგი! - არა! მე უარი არ მითქვამს! მინდა შენთან მეგობრობა...მაგრამ ჯერ ეს ექვსი თვე გავიდეს, შემდეგ კი ცეკვაზე დავფიქრდები! - ანუ შენ იცი რომ იქნები ჩემი მეგობარი,მაგრამ არ იცი იცეკვებ თუ არა?! - ხო! -მატყუებ! - არა! - კარგი რა... - მაშინ ძლიერად ჩამეხუტე! მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე, აღარ მიშვებდა და მეც ასე ჩამეძინა. ხმაურმა გამომაღვიძა, ჯასტინი ყვიროდა. სწრაფად წამოვხტი და დავინახე მოხუცი ქალბატონი რომელიც ჯასტინს ხან ბალიშს ურტყავდა ხან ცოცხის მაგვარ რაღაცას, საშინელი სიცილი ამიტყდა. პირველ როგში ჯასტინის სახეზე და შემდეგ იმ ფაქტზე რაც იქ ხდებოდა. როგორც იქნა ავუხსენი იმ ქალს ვინც იყო ჯასტინი, შემდეგ იმაზე დამიწყო ჩხუბი ერთად რატომ გძინავთო მერე ძლივს ავუხსენი რომ ჯასტინი ჩემი ქმარი იყო! როგორც ჩანს მის წინაშეც ნამდვილი ცოლქმარი უნდა ვყოფილყავით!.. ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა უნდოდა იმ ქალს ჩემს ოთახში, მაინტერესებდა ხომ კარგად იყავი და რამე ხომ არ გაინტერესებდაო...როცა ეს ბიჭი დავინახე ვიფიქრე ქურდიაო და შემდეგ რაც მოხდა მეთვითონაც ვნახე. მთელი ღამე ვიცინოდი, ჯასტინი უკმაყოფილოდ მიყურებდა და მემგონი მოხუცმა იმდენი ურტყა ზურგი ტკიოდა. - იქნებ გაჩუმდე?-გაბრაზებულმა შემომხედა. - არ შემიძლია! - სიცილისგან მუცელი მტკიოდა. - აქ მარტო მე და შენ არ ვართ! იმ ქალსაც უნდა დაძინება, შენ კი ისე იცინიხარ მთელ სოფელს გააღვიძებ! -თან იმხელა სოფელია! - თუ არ გაჩუმდები გაგგუდავ! - არ გეშინია იმ ქალმა ისევ რომ გცემოს?! - როქსი! - ხო კარგი... მაპატიე! -მელაპარაკე რა... - რომ დავიძინოთ არ ჯობია? - სტელა მენატრება! გული ამიჩქარა ეს რომ მითხრა. - ახლა კი საერთოდ ვერ ვეკნტაქტები...მის ხმასაც ვერ ვგებულობ! - ნუ დაგავიწყდება რომ მეც ასე ვარ... - თუ ისევ ტაილორს გულისხმობ ძალიან ცდები! დაივიწყე! - ასეთი ადვილი რომ იყოს... -ვიცი მაგრამ არ არის ის ადამიანი შენი ღირსი! - ჩემი აზრით სტელა არ არის შენი ღირსი! - მაგრამ მე ის მიყვარს როქსი! - ვიცი! და მეც ასევე მიყვარს ტაილორი! დარწმუნებული ვარ შენ რომ ყოფილიყავი მის ადგილას შენც ასე მოიქცეოდი! - კარგი...მაგრამ სანამ ჩემთანერთად იქნები მე ვეცდები რომ ტაილორი შენთანერთად არ იყოს! - ეს უსამართლობაა! - არა! არ არის! მეორე დღეს პირველისთვის გამეღვიძა, ჯასტინი ჩაცმული იყო ნაუშნიკები ეკეთა და გვერდით მეწვა. - დილამშვიდობისა! არაფერი უთქვამს უბრალოდ გამიღიმა, როცა წამოჯდა ისევ ის მაიკა ეცვა...ალბად მიხვდით რომელიც. -ჯასტინ იცი ძალიან მაინტერესებს ჩემი მაიკა შენ რომ მაჩუქე კენის ზომა რატომ არის?- ალბად მისი ფანები კარგად იცნობენ კენის მის მეგობარს და დაცვას რომელიც საკმაოდ სქელია. - მე ხომ არ ვიცოდი რა ზომია გჭირდებოდა!-გაიცინა. - და ამიტოაც კენის ზომა მიყიდე? - აჰა! - იცი რა ხანდახან მგონია რომ პატრა ბავშვი ხარ,მაგრამ როცა შენ თვალებს ვუყურებ აზრი მეცვლება! - ჩემი თვალები ყველაფრის შემძლეა! იცი რამდენი გოგოს გული სეიპყრო მან?! სხვათაშორის შენც პატარა ბავშვის ჭკუა გაქ... - მე პატარაც ვარ! - გასაგებია! საუზმის შემდეგ, მოხუცმა ჯასტინს მოთხოვა აელაგებინა მაგიდა და მტვერი გადაეწმინდა. ჯასტინმა გაკვირვებული თვალებით გამომხედა, მაგრამ ბოლოს კარგად გაართვა საქმეს თავი. - ჯასტინ! - არ მცალია ვალაგებ! - წამო რა გავისეირნოთ! ძლივს მზე გამოვიდა! - მერე ვინ დაალაგებს?! - მერე დაალაგე! სად მივდიოდით არ ვიცი,მაგრამ მივდიოდით. გორაკებს ჯასტინი სასრიალოდ იყენებდა და სრიალებდა! არასდროსარავინ არ მითხრას ვინმემ რომ ეს ადამიანი ნორმალურია! მერე ქვებს ვისროდით...ვლაპარაკობდით...ყველაფერ უაზრობას ვაკეთებდით რაც კი შეგვეძლო გაგვეკეთებინა... მეორე დღე...მესამე...მეოთხე. ყოველ დღე ერთი და იგივე! ჯასტინსაც არ ბეზრდებოდა! - არ მესმის! რატომ არ გბეზრდება აქ ყოფნა?! მე უკვე ყელში მაქ ეს ყვეალფერი!
ყოველ დღე ერთი და იგივე გზა და ყველაფერი! - როქსი მერწმუნე მეც მალე მომბეზრდება,მაგრამ ძალიან იშვიათად შემიძლია ვიყო თავისუფალი...ახლა კი თავსუფალი ვარ! ვიცი არავინ მიღებს და არავინ მიყურებს დაშტერებული, ეს ხომ ჯასტინ ბიბერია! შეიძლება არ დამიჯერო,მაგრამ მიხარია რომ შენ ხარ აქ და არა სხვა! - შეიძლება შენც არ დამიჯერო მაგრამ ეს მეც მიხარია! - მაშინ ეხლა ავიღებ გიტარას და დავუკრავ სიმღერას რომელიც ჩვენზე იქნება! ყველაზე ურითმო სიმღერა რომელსაც არც მელოდია ქონდა და არც სიტყვები მხოლოდ როქსი და ჯასტინი, თუმცა ამ სიმღერას ჯასტინი სიამოვნები მღეროდა. როცა სიმღერას მორჩა დიდი ხანი მიყურა, ხან ბუნებას აკვირდებოდა. - რაში მჭირდება სტელა როცა შენ ხარ ჩემს გვერდით? - სერიოზული სახით გამომხედა, თითქოს ამ ადამიანს არასდროს ეხუმროს. ისეთი თვალებით მიყურებდა დავიბენი. -ჯასტინ ასე ხშირად ხდება...როცა ორი ადამიანი ერთად არის და ირგვლივ არავინაა, გონიათ რომ ერთმანეთი უყვართ...მაგრამ ასე არ არის! დავბრუნდებით და მიხვედბი რომ მე არავინ ვარ! - და თუ მაშინაც მიყვარხარ როცა ირგვლივ ხალხია?! - ხუმრობ ხო?! - რომ გაკოცო რას იზამ? - ჯასტინ! ჯასტინ! ჯასტინ! - ხელი მკერდზე მივადე და უკან გავწიე.
მე სახლში დავბრუნდი, ჯასტინი კი იქ დარჩა. როცა სახლში დაბრუნდა ხმა არ გაუცია. გაბუტული იყო, ან არ ვიცი! ნუთუ მას მართლა ვუყვარდი?! და ბრაზდებოდა იმაზე რომ მეც არ მიყვარდა?! არ ვიცი როგორ მოახერხა,მაგრამ ვახშმის დროს მოხუცს ელაპარაკებოდა ამ დროს ხელში დანა ეჭირა და შემთხვევით ხელის მოქნევისას დანა თვალში გამარტყა, ოდნავ გვერძე. მაშინვე წამომივიდა სისხლი, თვალს ვერ ვახელდი. მინდოდა ტირილი მაგრამ ჯასიტნმა რამდენჯერაც ცრემლი შეამჩნია იმდენჯერ მიყვირა რომ არ მეტირა. ბოდიშს მიხდიდა, მე მიკრძალავდა ტირილს მაგრამ თვალები ცრემლებით ქონდა სავდე. არ ვიცი რა გამიკეთეს თვალზე, მაგრამ შედარებით ტკივილმა გამიარა ალბად საათნახევარში. საფენები დამადეს და განძრევა არ შემეძლო, საწოლში ვიწექი. - როქსი...გტკივა?-ოთახში მხოლოდ ჯასიტნი იყო. - არა... და რომც მტკიოდეს შენზე არ ვბრაზდები! ჯასტინ დაწყნარდი! - მაპატიე!- მითხრა და ხელზე მაკოცა. ხელი ძლიერად ჩავჭიდე. ვგრძნობდი რომ თანდათან მიახლოვდებოდა, მძიმედ სუნთქავდა. გაგიკვირდებათ რომ გითხრათ მაკოცა-მეთქი? მე არ გამკვირვებია მისი საქციელი... არც წინააღმდეგობა გამიწევია, და არც არაფერი მითქვამს. თავი ბრმა მეგონა რადგან როცა ერთი თვალი მქონდა დახუჭული მეორესაც უნებურად ვხუჭავდი. - და როდის მომხსნით ამ საფენებს? - არ ვიცი როქსი... - კარგი... - გტკივა? - არა! არ მინდა დაბრუნება იქ სადაც ახლა უნდა ვიყოთ! - ჩვენ არსად არ უნდა ვიყოთ! რადგან აქ ვართ ასე უნდა იყოს! - და როცა ფავბრუნდებით მაშინაც რომ მტკიოდეს თვალი? ვერ ვიცეკვებ? - როქსი კარგი რა! რათქმაუნდა მალე გაგივლის და ყვეალფერი კარგად იქნება! - მე შენი მჯერა! - მითხარი რომ გიყვარვარ! - და შენ მეტყვი? - თუნდაც შენ არ გიყავრდე... მე შენ მიყვარხარ! - მეც მიყვარხარ! არ ვიცი რატომ ვუთხარი რომ მიყვარდა! რადგან არ მიყვარს! ღამეს როცა მას ეძინა, მე მასზე ვფიქრობდი და ვაანალიზებდი იმას რომ კი არ მიყვარდა როცა წარმოვიდგენდი რომ მე ის შეძლებოდა შემყვარებოდა ოირიქით ჯასტინის მიმართ ზიზღი მიჩნდებოდა! რაც შეეხება თვალს მემგონი თანდათან მიცხრებოდა და აღარც გასიებული აღარ მქონდა. დრო ძალიან ნელა გადიოდა, ამ დრიოს განმავლობაში ჯასტინი და მე ერთმენეთს უფრო "ჩამოვშორდით". იქნებ ისიც იმას ფიქრობდა რასაც მე?! არ ვიცი რა ხდებოდა ჩვენს შორის,მაგრამ ერთ დღესაც ვეღარ მოვიმინეთ და ფეხით წავედით იმისათვის რომ დაგვერეკა! თვალი ისევ შეხვეული მქონდა, ჯასიტნი წინ მიდიოდა, მეუკან მივყვებოდი. მთელი დღე მივდიოდით და ბოლოს როგორც იქნა დავრეკეთ! უკან დაბრუნდება გაგვიჭირდა რადგან ღამე იყო და გზა არ ვიცოდით! მაგრამ მეორე დღეს როგორც იქნა ყვეალფერი დამთავრდა მოგვაკიტხეს და სტოკჰოლმში ჩავფრინდით! მემგონი აღარც ერთს არ გვახსოვდა "მე შენ მიყვარხარ!" კომენატრები დაწერეთ ♥
|