მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 20 » ბინდი-Twilight
8:36 PM
ბინდი-Twilight


თავი მერვე
პორტ-ანჯელესი




ჯესი მანქანას ჩარლიზე ჩქარა ატარებდა, ამიტომ ოთხისთვის უკვე პორტ-ანჯელესში ვიყავით. დიდი ხანია არსად გამისეირნია მეგობრებთან ერთად, ამიტომ დამავიწყდა კიდეც ეს როგორ ხდება. მე და ანჯელა როკს ვუსმენდით, ჯესიკა კი როგორც ყოველთვის ბიჭებზე და ჩვენს კამპანიაზე საუბრობდა. სადილმა მაიკთან ერთად მშვენივრად ჩაიარა, ასე რომ ის უკვე ფიქრობდა რომ შაბათისთვის საქმე პირველ კოცნამდეც მივიდოდა. მე ჩუმად მეღიმებოდა და მიხაროდა, რომ მაიკმა ეს მოახერხა. ანჯელასაც ძალიან უხაროდა ცეკვების მოახლოვება, მიუხედავად იმისა რომ ერიკი განსაკუთრებით არ იყო მისით დაინტერესებული.
ჯესმა დაიწყო იმაზე თუ როგორი ტიპი მამაკაცები მოსწონს, აქ კი ჩავერიე და ვიკითხე, კონკრეტულად რის ყიდვას აპირებდნენ. ანჯელამ უდიდესი მადლიერებით შემომხედა.
პორტ-ანჯელესი ნამდვილი მექა იყო ტურისტებისთვის––ბევრად მომხიბვლელი და ლამაზი. გოგონები შესანიშნავად ორიენტირებდნენ ქალაქში და დროსაც უაზროდ არ ხარჯავდნენ. ჯესიკამ უცებ მიაგნო უზარმაზარ მაღაზიას.
თუ კი მოსაწვევ ბილეთებს დავუჯერებდით, ისინი ცეკვებზე ნახევრად ფორმალურ ტუალეტებში უნდა გამოცხადებულიყვნენ, არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით ეს რას ნიშნავდა. ჯესიკამ და ანჯელამ უარი თქვეს დაეჯერებინათ, რომ მე არასოდეს არ ვყფილვარ ცეკვებზე.
––ნუთუ შეყვარებული არასოდეს გყოლია?––გაოცებით მკითხა ჯესიკამ, მაღაზიაში შესვლისას.
––ჰო ეგრეა.––შევეცადე დამეჯერებინა ის. ხომ არ ვეტყოდი ცეკვა არ ვიცითქო!–– არასდროს არავის შევხვედრივარ, თუმცა ხო ვყოფილვარ „ნახევარ-პაემანზეც"
–– ეგ რაღაა?––ინტერესით იკითხა ანჯელამ.
––ეს მაშინ როცა ერთი ბიჭი და ორი გოგო ხვდება. მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ რომელი ჩვენგანი მოვწონდით იმ ბიჭს,––გამეცინა იმის გახსენებაზე, თუ როგორ წავედით მე და ლესლი კინოში დევიდ ფოლლეტთან ერთად.
––და რატომ აღარ დადიხარ პაემნებზე?–– აგრძელებდა ჩაძიებას ჯესიკა.
––არავინ არ მპატიჟებს––გულახდილად ვუპასუხე. მაგრამ ჩემს მეგობარს ვერ მოატყუებ!
––შენ აქ დაგპატიჟეს, მაგრამ უარი თქვი.
ჩვენ ახალგაზრდულ სექციაში ვიყავით და საღამოს კაბებს ვეძებდით.
––ყველას უთხრა უარი ტაილერის გარდა––შეუსწორა ანჯელამ.
––რაზე ამბობ?!––შიშით ვიკითხე.
––ტაილერი ყველას უყვება რომ ცეკვებზე შენთან ერთად მიდის.––გამომცდელად შემომხედა ჯესიკამ.
––ტაილერმა როგორ თქვა?
––ხომ გითხარი იტყუება-თქო,––ჩაილაპარაკა ანჯელამ.
მე ვდუმდი, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მერეოდა სიბრაზე. ბოლოს და ბოლოს მივაგენით კაბების სექციას. ესეიგი სხვა რამეზე საუბრის დროც მოვიდა.
––მაგიტომაც ვერ გიტანს ლორანი,––ჩაიხითხითა ჯესიკამ, თან აბრეშუმის კაბას ათვალიერებდა.
–– კარგი იქნებოდა ტაილერზე ჩემი პიკაპით გადამეარა, ნეტა მაშინ თუ გაჩუმდება?
––ალბათ––გაეცინა ჯესს.
მართალია ბევრი კაბა არ იყო, მაგრამ თითოეულმა ხუთი-ექვსი წაიღო გასახდელში. მე კი კომფორტულ სავარძელში მოვთავსდი, სარკეებს შორის. ვცდილობდი როგორმე სიბრაზე ჩამეცხრო.
ჯესმა ორი კაბა აირჩია: ერთი შავი, გრძელი და მეორე ლურჯი, მუხლამდე, ღრმა მკერდით. მე ლურჯი ვურჩიე––კარგი იქნება, თვალი ფერს გამოკვეთავს. ანჯელამ კი წელზე ამოჭრილი კრემსიფერი კაბა აარჩია,რომელიც ძალიან უხდებოდა მის ყავისფერ თმებს. მე მათ მივულოცე იღბლიანი არჩევანი და დანარჩენი კაბების ადგილზე და დაწყობაში დავეხმარე.
ამის შემდეგ ფეხსაცმელზე და აქსესუარბზე გავიარეთ. ისინი იზომავდნენ, მე კი რჩევას ვაძლევდი. მე თვითონ არფერი ამირჩევია, თუმცა ახალი ფეხსაცმელი არ მაწყენდა, მაგრამ ტაილერის გამო კარგი განწყობა დავკარგე.
––ანჯელა,–– ვუთხარ მეგობარს, ის ვარდიფერ ფეხსაცმელს იზომავდა მაღალ ქუსლზე. ერიკი საკმაოდ მაღალი იყო, ამტიმ ანჯის უხაროდა, რომ შეეძლო მაღლები ჩაეცვა. ჯესიკა ბიჟუტერიისთვის გაიქცა, ასე რომ ჩვენ მარტონი დავრჩით.
––ხო?––თავის ფეხებს დახედა.
––შესანიშნავად გამოიყურებიან––დავიწყე მე შორიდან.
––ალბათ ავიღებ, მართალია ისინი მხოლოდ ახალ კაბას უხდებიან.
––რათქმაუნდა აიღე, ისინი ხომ ფასდაკლებითაა!––წამოვიყვირე მე.
გაიღიმა და თავი დაახურა უფრო პრაქტიკულ თეთრ ფეხსაცმელს.
––ანჯელა... ––ისევ დავიწყე.––მითხარი კალენები ხშირად აცდენენ ასე სკოლას?
შევეცადე რაც შეიძლება გულგრილად მეკითხა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
––კი, კარგ ამინდში ისინი ყოველთვის გადიან ოჯახთან ერთად ბუნებაში, როგორც ჩანს მათ მოსწონთ აქტიური დასვენება.––ხმადაბლა მითხრა მეგობარმა, მას ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს და ჯესიკა? ალბათ არ მომასვენებდა სანამ არ გაიგებდა, რით არის გამოწვეული ჩემი ინტერესი!
––გასაგებია.
მეტი, ვერაფრის გარკვევა მოვასწარი, რადგან ჯესი დაბრუნდა რომელმაც შეარჩია მთის ბროლის კომპლექტი, რომელიც მის ვერცხლისფერ ფეხსაცმელს მოუხდებოდა .
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გვესადილა პატარა იტალიურ რესტორანში, მაგრამ საყიდლებმა იმაზე ნაკლები დრო წაიღეს ვიდრე ვფიქრობდით. მათ ნაყიდი მანქანაში ჩააწყვეს, შემდეგ კი გასეირნება გადაწყვიტეს. რადგანაც წიგნის მაღაზიაში მინდოდა შემევლო, შევთანხმდით რომ ერთ საათში რესტორანში შევხვდებოდით. მათ წამოყოლა შემომთავაზეს, მაგრმ ვუთხარი რომ არ ღირდა. ისინი მანქანისკენ გაეშურნენ, მე კი უახლოესი მაღაზიისკენ წავედი.
მაღაზია მალე ვიპოვე. მაგრამ ის არ აღმოჩნდა რასაც ვეძებდი. ვიტრინებში რაღაც სუვენირები ეწყო. წიგნები თილისმებზე და ამგვარ რამეებზე იყო, ამიტომ აღარც შევსულვარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დავინახე ორმოცდაათწლამდე ქალი,გრძელი თეთრი თმებითა და შავი მოსასხამით. მან გამიღიმა, მე კი უცბად გავშორდი. ხომ უნდა იყოს ერთი ნორმალური მაღაზია მაინც!
მე დავდიოდი ქუჩებში, ირგვლივ კი დიდად არ ვიხედებოდი. იმის იმედით რომ ცენტრს მივაგნებდი. გავყევი მანქანების დიდ ნაკადს. შავი მღელვარება შემომაწვა. ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა, თანც ანჯელამ ხომ მითხრა... საშინელი იმედგაცრუება, ვცდილობდი დამევიწყებინა შაბათის გეგმები. მაგრამ, როცა მანქანებს შორის დავინახავდი ვერცხლისფერ „ვოლვოს" საკუთარ თავს ვეღაღაფერს ვუხერხებდი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი... ჯანდაბას ვამპირები,მე მასზე ვგჟიდები!
მივდიოდი სამხრეთ მიმართულებით მაღაზიებისკენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ იქ რემონტი მიმდინარეობდა, მეორე კი სულაც ცარიელი იყო. მეგობრებთან შეხვედრამდე, ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ ჯობს დავალაგო ჩემი აზრები და თავი ხელში ავიყვანო! თმები მექანიკურად გავისწორე, ამოვისუნთქე და კუთხეში შევუხვიე.
მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ არასწორად მივდივარ. მანქანები შემცირდნენ–თითქმის ყველანი ჩრდილოეთისკენ მოძრაობდნენ. მაღაზიების მაგივრად კი საწყობები გამოჩნდნენ.გადავწყვიტე აღმოსავლეთით შევბრუნებულიყავი და მეპოვა ქუჩა, რომელიც ცენტრისკენ წამიყვანდა.
გზაში ოთხი ახალგაზრდა შემხვდა. ტანზე ზედმეტად არფორმალურად ეცვათ იმისთვის რომ ოფისიდან წამოსულები ყოფილიყვნენ და ზედმეტად ბინძურები, რომ ტურისტები ყოფილიყვნენ. ბიჭები ხმამაღლა იცინოდნენ და ერთმანეთს ხელს კრავდნენ. მე კედელს ავეკარი მათ რომ ვერ შევემჩნიე და შემდეგ ჩქარა გავეცალე იქაურობას.
––ეი შენ!––დამიძახა ერთ-ერთმა.
ირგვლივ სხვა არვინ იყო, გამოდის მე მეძახიან. დაბნეულმა ავწიე თვალები, ორნი გვერდით მომყვებოდნენ, ორნიც––მოშორებით. ყველაზე ახლოს, ოც წლამდე, ბინძურ მაისურიანი და დახეულ ჯინსებიანი ბიჭი იყო. ის ჩემკენ მოდიოდა.
––გამარჯობა!––ვთქვი მე მექანიკურად, და იქვე კუთხაში შევუხვიე, უკან ბოროტი ხითხითი მომესმა.
––მოიცადე!–– დამიძახა ისევ ერთ-ერთმა, მაგრამ მე თავდახრილი მივდიოდი.
ასე რომ, მე აღმოვჩნდი პორტ-ანჯელესის რაიონში, რომელსაც ტურისტებს ნამდვილად არ ათვალიერებიებენ ხოლმე. დასავლეთით უკვე მზე ჩასულიყო, ქურთუკი მანქანაში დამრჩა და რომ გავმთბარიყავი ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. ცა უკვე მუქდებოდა.
შეშინებულმა მიმოვიხედე და ორი ბიჭი დავინახე, რომლებიც ხუთი მეტრით იყვნენ დაშორებულები ჩემგან.
ბიჭები წეღანდელი კამპანიიდან იყვნენ. ფეხს ავუჩქარე , კანკალმა ამიტანა, მაგრამ მივხვდი რომ აქ სიცივე არაფერ შუაში იყო. ჩანთა ისე გადავიკიდე რომ არ მოეპარათ. გაზის პატარა ბალონი, სხვა ჩანთაში დამრჩა, რას ვიფიქრებდი ასე თუ დამჭირდებოდა. თან არც ისე ბევრი ფული მაქვს, დაახლოებით ოცდახუთი დოლარი, ხომ არ ჯობს „შემთხვევით" დამივარდეს ჩანთა და გზა გავაგრძელო, მაგრამ რაღაც მკარნახობდა, რომ მათ ფული სულაც არ უნდოდათ.
მთლიანად სმენად გადავიქეცი, ბიჭები უკვე არც იცინოდნენ და არც ხმაურობდნენ––„ღრმად ისუნთქე!––საკუთარ თავს ვაწყნარებდი––შეიძლება შენ სულ არ მოგყვებიან!" ჩქარა მივდიოდი,და ძლივს ვითმენდი არ გავქცეულიყავი. რამდენიმე მეტრში მარჯვნივ შეიძლება მოვუხვიო. იქვე ლურჯმა მანქანამ გამოიარა, მინოდა გამეჩერებინა და წაყვანა მეთხოვა მძღოლისთვის, მაგრამ ბოლი წამს გადავიფიქრე. იქნებ მე არ მომყვებიან?
კუთხეს რომ მივუახლოვდი აღმოჩნდა–– ეს ჩიხი იყო. მე კი ისეთი სახე მივიღე თითქოს სულაც არ გამკვირვებია.შემდეგ მოსახვევში ქუჩა მთავრდებოდა.ბოლო სახლთან „აგური" ეკიდა––რაც იმას ნიშნავს რომ პერპენდიკულარულ ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია. გადავწყვიტე ჩქარა მევლო ან გავქცეულიყავი. მით უმეტეს რომ ისინი ცოტათი ჩამომრჩნენ, თუმცა ყოველთვის შეეძლოთ დამწეოდნენ. იმისიც შემეშინდა, რომ თუ გავიქცევი აუცილებლად წამოვკრავ რაღაცას ფეხს და წავიქცევი. კი, ბიჭები მართლაც ჩამომრჩნენ. საბოლოოდ დასაწყნარებლად გადავწყვიტე მიმეხედა. აჰა ჩვენს შორის უკვე ათი მეტრია––შვებით ამოვისუნთქე.
ნუთუ ვერასოდეს ვიპოვი მოსახვევს? წყნარად მივდიოდი, იმის იმედით რომ უკვე ისინი აღარ მომყვებიან. ალბათ მიხვდნენ, რომ შემაშინეს და ახლა ამაზე, ძალიან წუხან.
ორმა მანქანამ გამოიარა, ალბათ უფრო ცოცხალ ადგილისკენ მივდივარ. იქნებ ვინმე შემხვდეს და მიმასწავლოს გზა ნავმისადგომისკენ.
მე გახარებული შემოვტრიალდი კუთხისკენ... და გავშეშდი. სანამ თვალი მიმიწვდებოდა ბეტონის მაღალი კედელი ჩანდა. სადღაც შორს ორი გზაჯვარედინის იქით ჩანდა გაახჩახჩახებული ლამპიონები, მოძრაობდნენ მანქანები და სერნობდნენ გამვლელები. არა, იქამდე მე ვეღარ მივაღწევ, რადგან წინ გალავანი მეღობებოდა, რომელიც მეგობრულად და ფართოდ იღრიჯებოდა.
ასფალტზე ფეხები მიმეყინა, ყველაფერი გავიგე, ისინი კი არ მომზდევდნენ––მახეში გამაბეს.
ერთი წამით შევჩერდი, მაგრამ ის საუკუნედ მომეჩვენა. უცებ შემოვტრიალდი და საპირისპირო მხარეს გავეშურე, თუმცა ვიცოდი რომ ამას აზრი აღარ ქონდა.
ნაბიჯების ხმა უფრო მკვეთრად მომესმა.
––აი სად ყოფილხართ!––დაიძახა ერთ-ერთმა. შევხტი, მაგრამ მივხვდი რომ მე არ მომმართავდა.
––ხო,–– თქვა მეორემ––მომიწია ცოტა გასეირნება.
ჩემსა და მათ შორის მანძილი თანდათან მოკლდებოდა. მაღალი ხმა მაქვს, უნდა მეყვირა, მაგრამ ყელი გამიშრა. ალბათ ყვირილის მაგივრად ხრიალი ამომივა ყელიდან. ჩანთა მხარზე გადავიკიდე, რომ ან მათთვის მიმეცა, ანდა თავდაცვისთვის გამომეყენებინა. ამ დროს ერთ-ერთი ჩემკენ წამოვიდა.
––არ მომიახლოვდე!––დავიყვირე მე.
––ნუ იქნები აგრესიული, პატარავ.––ჩაისისინა მან. დანარჩენები კი საზიზღრად ხითხითებდნენ.
შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და გამეხსენებინა რაიმე თავდაცვიდან. ესეიგი, შეიძლება ჩაარტყა მუშტი ცხვირში ან თვალში, ან თუნდაც კლასიკური––ამოარტყა ერთ ადგილას. მაგრამ ტვინი მეუბნებოდა რომ ამოდენა ბიჭს ვერ მოვერეოდი, ლაპარაკი ზედმეტია უკვე დანარჩენებზე. „ძალა მოიკრიბე"––ვუბრძანე საკუთარ თავს, ვცდილობდი არ დავნებებოდი პანიკას. არა, ასე უბრალოდ არ დავნებდები! ნერწყვი გადავყლაპე, რომ დამეყვირა რაც შეიძლება ხმამაღლა.
უეცრად დამაბრმავებლად აინთო ფარები, მანქანამ მოუხვია და კინაღამ შეასკდა ჯიუტ გალავანს. მე ხიდისკენ გადავხტი. ამ მანქანას არაფრის გულისთვის არ გამოვტოვებ თვალთახედვიდან! ვერცხლისფერი „ვოლვო" თვითონ გაჩერდა, კარები კი ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით გაიღო.
––დაჯექი!––მითხრა გაბრაზებულმა ხმამ.
უცნაურია, მაგრამ როგორც კი წინა სავარძელზე დავჯექი და კარი მოვხურე, შიშმა მაშინვე გამიარა. არა, სიმშვიდის ტალღა უფრო ადრე ჩამეღვარა სხეულში––როცა მისი ხმა გავიგონე. მანქანაში ბნელოდა, ამიტომ ძლივს გავარჩიე ნაცნობი სახე. „ვოლვომ" ფეხით მოსიარულეები შეაშინა და მკვეთრი მოძრაობით ყურეში შეუხვია.
––ღვედი შეიკარი!––მითხრა მან, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს სავარძელს. მე მაშინვე შევიკარი –– ღვედის ხმა ძლიერად გაისმა სიბნელეში. ჩვენ მივქროდით წინ ისე რომ საგზაო ნიშნებს არ ვაქცევდით ყურადღებას.
თავს ისე კარგად ვგრძნობდი, რომ იმაზე ფიქრი, თუ სად მივდიოდით სულ არ მაწუხებდა. ვუყურებდი ედვარდს უდიდესი შვებით, მაგრამ საქმე მარტო საოცარ გადარჩენაში არ იყო. მისი სახის ყურებით თანდათან უფრო მშვიდდებოდი. უცებ კი შევამჩნიე რომ სახე სიბრაზით ქონდა დაფარული.
––მიბრაზდები?––ვკითხე მე, და გამიკვირდა რა მკაცრად ჟღერს ჩემი ხმა.
––არა––წყენით მიპასუხა მან.
მე ასე ვიჯექი და ვაკვირდებიდი მის სახესა და თვალებს, სანამ მანქანა არ გაჩერდა. გარეთ ბნელოდა, ამიტომ გზის პირას ამოსული ხეების სილუეტები გარდა არაფერი ჩანდა. ესეიგი უკვე ქალაქში აღარ ვართ.
––ბელლა,––წყნრად წარმოთქვა ედვარდმა.
––ხო?––ჩავიხრიალე მე.
––ხომ კარგად ხარ?––ის ისევ ცდილობდა არ შემოეხედა, მაგრამ სახეზე მაინც ეტყობოდა, როგორი გაბრაზებულიც იყო.
––კი.
–– ძალიან გთხოვ, რაიმე მომიყევი!
––რა ვქნა?––კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
––უბრალოდ ისაუბრე რამე მხიარულზე, სანამ დავწყნარდები––ამიხსნა და დახუჭა თვალები. რის გამო მიბრაზდება ასე?
–– ხო,––მე თავს ვიმტვრევდი რამე სასაცილო სისულელე რომ მომეფიქრებინა–– ხვალ დილით ტაილერ კროულის ახალ „ნისანს" უნდა გადავუარო.
––რა?––უკმაყოფილოდ მკითხა მან.
––მან ყველასთან იყბედა, რომ ჩემთან ერთად მიდის ცეკვებზე. ვიფიქრე ცოტათი თუ დავეჯახები მის მანქანას, მიხვდებოდა რომ არ მსიამოვნებს. იმედი მაქვს რომ ლორენსაც აღარ შევეზიზღები, როცა გაიგებს რომ ტაილერმა თავი გამანება. არა „ნისანი" ნატეხების გროვად უნდა ვაქციო, მაშინ კი ზუსტად ვიცი აღარ დამპატიჟებს.
–– მეც გავიგონე მაგაზე რომ ჭორაობს კროული.––ახლა უკვე წყნარად მითხრა მან.
––გაიგონე?––ვიგრძენი როგორ მერეოდა ბრაზი.––იქნებ ყოველი შემთხვევისთვის გვერდი მაინც მიმეჭეჭყა?
ედვარდმა მძიმედ ამოისუნთქა.
––თუ გინდა შეგიძლია მიყვირო––შევთავაზე მე.
––და რატომ უნდა გიყვირო?––მკითხა მან, ისე რომ თვალი საქარე მინისთვის არ მოუცილებია.
––არვიცი. იქნებ უკეთ გახდე.
თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა,მაგრამ ჯობს დროებით გვერდზე გადავდო ისინი––დაველოდო სანამ ედვარდს ბრაზი გაუვლის.
––ჰმმმმმ, კარგი რისთვის უნდა გიყვირო? ნუთუ ისევ ირონიით მელაპარაკები?
––რავიცი,––ფრთხილად დავიწყე მე–– უნდა დავრჩენილიყავი ჯესიკასთან და ანჯელასთან, ან ყურადღებით უნდა დავკვირვებოდი სად მივდიოდი. და კიდევ ღირდა თან გაზის პატარა ბალონი წამეღო!
–– ზუსტად!–– როგორც შემომხედა, მისი თვალები დაწყნარებულიყო და ზედმეტადაც კი ანათებდა სიბნელეში.
––ჯერ კიდევ ბრაზობ?
––მე შენზე სულაც არ ვბრაზობ.
––აბა რაშია საქმე?
––ხანდახან ძალიან გამოვდივარ მდგომარეობიდან––ედვარდი ფანჯარაში იყურებოდა–– მაგრამ ესეც ვერ მაიძულებს ვინადირო... ––მან აღარ დაამთავრა და შებრუნდა, ისევ თავის რისხვას ებრძოდა––ყოველი შემთხვევისთვის მინდა საკუთარი თავი ამაში დავაჯერო.
––ხო,––სრულიად უადგილოდ ვთქვი მე. ჩამოვარდა სიჩუმე. საათს დავხედე––შვიდის ნახევარი.
––ანჯელა და ჯესიკა ინერვიულებენ, ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით.
ედვარდმა სიტყვის უთქმელად აამუშავა ძრავა და უკან ქალაქში დავბრუნდით. რამდენიმე წამში სანაპიროსთან აღმოვჩნდით. ავტო-პარკი გადაჭედილი იყო მაგრამ კალენი პატარა ადგილასაც კოხტად მოთავსდა.
ფანჯარაში გავიხედე და დავინახე აბრა «LA BELLA ITALIAA» .თან ზუსტად მაშინ გამოდიოდნენ ჯესი და ანჯი რესტორნიდან.
––როგორ...––დავიწყე მე, მაგრამ ედვარდი მაშინვე გაქრა––ის მანქანიდან გადავიდა––სად მიდიხარ?
–– ვახშამზე გპატიჟებ––გამიღიმა და კარი გამომიღო. მე სასწრაფოდ შევიხსენი ღვედი და გადმოვედი მანქანიდან.
––შეაჩერე ჯესიკა და ანჯელა, სანამ ეს მე თვითონ გამიკეთებია,–– მითხრა მან.
––ჯესს! ანჯი!––დავიყვირე მე და დავუქნიე ხელი.
გოგონები ჩემსკენ გამოიქცნენ, მაგრამ როცა დაინახეს ჩემს გვერდით ვინ იდგა, შოკის მაგივრად შვება დაეტყოთ სახეზე. ორივენი ჩვენგან ნახევარ მეტრში გაშეშდნენ.
––სად იყავი?––შემომიტია ჯესიკამ.
––გზა ამებნა,––დაბნეულად ვუპასუხე––მერე კი ედვარდს შევხვდი.
––წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ შემოგიერთდეთ?–რბილი ხმით წარმოთქვა ედვარდმა.
მეგობრების მონუსხულ სახეებს რომ შევხედე მივხვდი რომ, ადრე არასოდეს განუცდიათ მისი მოჯადოვების ზემოქმედება.
––კი,რათქმაუნდა!––წაიტიტინა ჯესიკამ.
––ისე კი ჩვენ უკვე ვჭამეთ ბელა, სანამ შენ გიცდიდით––აღიარა ანჯელამ–– გვაპატიე!
––ყველაფერი რიგზეა, მშიერი არ ვარ––მხრები ავიჩეჩე მე.
––მე მგონი, უნდა ჭამო ––ჩუმად, მაგრამ გამოკვეთილად თქვა ედვადმა. შემდეგ ჯესიკას შეხედა და ცოტათი ხმამაღლა უთხრა:––წინააღმდეგი ხომ არა ხარ ბელა თვითონ წავიყვანო სახლში? მაშინ შენ და ანჯელას აღარ მოგიწევდათ ლოდინი.
––ალბათ ასე უკეთესი იქნება...––ტუჩზე იკბნა მან, თან სახეში მიყურებდა, უნდოდა გამოეცნი მინდოდა თუარა დარჩენა.
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი იამასთან, ვინც უკვე არაერთხელ გადამარჩინა სიკვდილს, ასე რომ ჯესიკას ჩუმად თანხმობა ვანიშნე.
––მაშინ კარგი––თქვა ანჯიმ,რომელიც საოცრად ტაქტიანი იყო––ხვალ შევხვდებით!
მან ხელი წაავლო ჯესიკას და მანქანისკენ წაიყვანა, რომელიც იქვე მოჩანდა. მე მათ კვალს გავყურბდი, რომ დავრწმუნებულიყავი,––მეგობრები მშვიდობით ჩასხდნენ „ფორდში". ჯესმა დამშვიდობების ნიშნად ხელი დამიქნია, წარმომიდგენია რა დღეშია ცნობისმოყვარეობისგან. მანქანა მოსახვევში გაუჩინარდა––მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე ედვარდისკენ შებრუნება.
––მართლა არ მშია,––ვთქვი და ყურადღებით დავაკვირდი მის სახეს.
––პატივი დამდე–– მითხრა მან არააპელაციური ტონით და კარი გააღო.
საწინააღმდეგო არფერი მქონდა, ამიტომ მშვიდად შევედი რესტორანში.
სტუმარი ბევრი არ იყო––ტურისტული სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ახალგაზრდა იტალიელი დიასახლისი ედვარდს დაუფარავი ინტერესით უყურებდა. ეს სულაც არ მომეწონა, მით უმეტეს რომ ახალგაზრდა ქალი ბევრად უფრო ლამაზი იყო ჩემზე.
––სუფრა ორისთვის?–– ტკბილად იკითხა ქალმა. მან წამით შემომხედა და დაწყნარდა, როცა დაინახა რომ ლამაზმანობამდე ჯერ ბევრი მაკლია, და ედვარდს ხელი არ აქვს ჩაკიდებული ჩემზე. მან აიღო მენიუ და დარბაზის ცენტრში ოთხკაციან მაგიდისკენ გაგვიძღვა.
მე დაჯდომას ვაპირებდი მაგრამ ედვარდმა თავი გააქნია.
–– და არ შეიძლება რამე უფრო განმარტოვებული ადგილი?––მან უკვე მოასწრო მისი მოჯადოვება. ნუთუ ქალი უარს ეტყვის?
––რათქმაუნდა,––გაკვირვებით წარმოთქვა იტალიელმა და მიგვიყვანა კუთხში პატარა მაგიდასთან,––მოგწონთ?
––შესანიშნავია––დამაბრმავებლად გაიღიმა მან.
––კარგი,––თავი დააქნია ქალმა –– მოეწყვეთ –– მან გახარებულმა შემოგვხედა და მსუბუქი ნაბიჯებით წავიდა სამზარეულოსკენ.
––ადამიანებს ასე არ უნდა მოექცე, –– ვუთხარი მე –– ეს უსამართლობაა.
––მოვექცე როგორ? –– ვერ გაიგო მან.
–– დააბრმაო და დაატყვევო,–– საწყალი ქალი ალბათ სურვილისგან იხრჩობა.
ედვარდი შეიშმუშნა
––კარგი ერთი,––გამოვაცხადე მე–– თითქოს არ იცოდე როგორ შთაბეჭდილებას ახდენ!
–– მე ვაბრმავებ ხალხს?
–– და შენ აქამდე არ შეგიმჩნევია? გგონია ყველა ასე ადვილად აღწევს თავისას როგორც შენ?
–– შენც გაბრბმავებ და გატყვევებ?–– მან იგნორირება გაუკეთა ჩემს კითხვას.
–– ხდება ხოლმე,–– გამოვტყდი მე, ისე რომ შევეცადე მისთვის არ შემეხედა.
ამ დროს ოფიციანტი მოვიდა, რომელიც დაუფარავი ინტერესით გვიყურებდა. ეჭვგარეშეა დიასახლისმა უკვე მოასწრო მოეყოლა მისთვის, თუ როგორი ლამაზია ახალგაზრდა ბიჭი, და გოგონა არ მოტყუებულა. მან ტკბილად გაიღიმა და თმები გადაიყარა მხრებიდან.
–– გამარჯობა მე ემბერი მქვია, მოგიტანოთ რაიმე დასალევად?
არ გამომრჩენია ის რომ, იგი მხოლოდ ედვარდს მიმართავდა.
ედვარდმა შემომხედა.
–– მე კოლა.
––მაშინ ორი კოლა.
––ერთ წუთში,–– გაიღიმა გოგონამ, მაგრამ ედვარდს ის არც კი შეუმჩნევია.
–– შენ რა?–– ვკითხე მე როგორც კი ოფიციანტი წავიდა.
–– თავს როგორ გრძნობ?–– დაინტერესდა ის დაძაბული ხმით.
–– შესანიშნავად,–– რატომ ნერვიულობს ასე?––– იქნებ გცივა, გეშინია ან თავბრუ გეხვევა?
–– უნდა მეხვეოდეს?–– ედვარდმა ჩაიცინა.
––რავიცი, ნებისმიერი გოგონა შოკში იქნებოდა იმისგან რაც მოხდა.
–– ვშიშობ ასეთ რამეს, ჩემგან ვერ დაინახავ. ზედმეტად ხშირად მხდება სხვადასხვა თავგადასავლები.
–– ყოველი შემთხვევისთვის უფრო წყნარად ვიქნები თუკი შეჭამ.
ოფიციანტმა კოლები და პურის ორცხობილებით სავსე კალათა მოიტანა.
–– მზად ხართ შეუკვეთოთ?–– შეეკითხა ედვარდს და ზურგი შემაქცია.
––ბელლა?
გოგონამ ძალით შემომხედა.
––ჰმმმ... სოკოს როვიული. –– დავასახლე კერძი, რომელიც პირველად მომხვდა თვალში.
–– და თქვენ?–– ალერსით იკითხა გოგონამ.
–– გმადლობ, არ მშია,–– თავაზიანად გაიღიმა ედვარდმა. როგორ არ შია?!
¬¬–– გამაგებინეთ თუკი გადაიფიქრებთ, –– კეკლუცად გაიღიმა მან, მაგრამ ედვარდს ზედაც არ შეუხედავს, ამიტომ გოგონა აშკარად ნაწყენი წავიდა.
––დალიე კოლა!–– მიბრძანა მან.
ერთი ყლუპი მოვსვი და მერე მივხვდი რომ თურმე ყელი მაქვს გამშრალი წყურვილისაგან, ასე რომ მაშინვე დავცალე ჭიქა. ედვარდმა თავისი გამომიწია.
–– გმადლობ, ––ვუთხარი მე და გამაჟრჟოლა, ვიგრძენი როგორ ჩავიდა ცივი სითხე სხეულში.
–– შეგცივდა?
–– არაფერია, კოლას გამო გამჟრჟოლა, –– ოდნავი კანკალით ვუთხარი მე.
–– შენი ქურთუკი სად არის?
–– ღმერთო, ჯესიკას მანქანაში დამრჩა!
ედვარდმა გაიძრო პიჯაკი. როგორ ვერ მივაქციე ყურადღება აქამდე მის ტანსაცმელს? მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ხაკისფერი ტყავის პიჯაკის შიგნით სპილოს ძვლისფერი ზედა ეცვა, რომელიც მომხიბვლელად ეფინა მკერდზე.
მან მომაწოდა პიჯაკი.
–– გმადლობ,–– ისევ ვთქვი მე და ხელი სახელოებში გავუყარე. ტყავი ძალიან ცივი ღმოჩნდა, ჩემი ქურთუკებიც ასეთი იყო ხოლმე, როცა ღამით გარეთ მრჩებოდა. სამაგიეროდ როგორი სუნი ასდიოდა! მე ღრმად ჩავისუნთქე, რომ გამეგო რისი სუნი იყო. პარფიუმი ნამდვილად არ არის! სახელოები ძალიან გრძელი აღმოჩნდა, ამიტომ გადავიკეცე.
–– მკვდარივითა ხარ გაფითრებული –– მითხრა ედვარდმა და ორცხობილებიანი კალათა გამომიწოდა.
–– ყველაფერი რიგზეა და არაფრის არ მეშინია!
–– მერე? ნებისმიერი ნორმალური ადამიანი შენს ადგილას ცუდად იქნებოდა, შენ კი რაღაც უცნაური ხარ!–– მისი თვალები ასეთი ნათელი არასოდეს მინახავს, ისინი ყვითელი ქვიშის ფერი იყვნენ–– როგორც კალიფორნიის პლაჟზე.
–– მე მშვიდად ვარ , როცა ჩემს გვერდით ხარ.–– ის მოიღუშა და თავი გადააქნია.
–– ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე მეგონა.
მისთვის თვალი არ მომიცილებია, ისე ავიღე პურის ორცხობილა .
––როცა კარგ ხასიათზე ხარ, ნათელი თვალები გაქვს,–– მინდოდა მძიმე ფიქრებისგან გამომეყვანა.
–– რა? ––მკითხა გაოცებულმა.
–– ხოლო როცა ისინი შავია, შენთან მოახლოვება არც ღირს... ეს ასეთი თეორიაა.
–– კიდევ არის? ––– ოქროსფერი თვალები დაწვრილდნენ.
–– მმმ..––მე მოვკბიჩე ორცხობილა, თითქოს სულ არ მაინტერესებს რაზე ამბობს.
–– იმედია ამჯერად უფრო საინტერესო მოიფიქრე რამე, თუ ისევ კომიქსებს კითხულობ? –– მან გაიღიმა, მაგრამ თვალები დაძაბული ქონდა.
––არა ამჯერად ინფორმაცია სხვა წყაროსგან მივიღე ––სხვათაშორის ვუთხარი მე.
–– და რა გაიგე?
აქ კი ემბერმა როვიულები მოიტანა. საუბრისას ერთმანეთისკენ ვიყავით გადახრილები, მისი გამოჩენისას კი გავსწორდით. გოგონამ თეფში წინ დამიდო და მაშინვე ედვარდისკენ შებრუნდა.
––არ მოგიფიქრებიათ? –– იმედით იკითხა მან–– შემიძლია რამეთი დაგეხმაროთ?
––არა გმადლობთ! ისე, კიდევ ორი კოლა მოიტანეთ,–– ლამაზი თეთრი ხელით ცარიელ ჭიქებზე ანიშნა.
–– რათქმაუნდა!–– გაუხარდა გოგონას და მაშინვე სამზარეულოში გაქრა.
–– აბა, რა თეორიაა? –– მკითხა ედვადმა.
–– მანქანაში გეტყვი.თუ კი რათქმაუნდა...–– ენა დამება.
–– იქნება რაღაც წინაპირობები?
–– მაქვს კითხვები...
–– ნუთუ?
გოგნა მოვიდა, დადგა კოლა და მაშინვე წავიდა. მე უცებ დავლიე.
–– რატომ ჩამოდი პორტ-ანჯელესში? –– მგონი უწყინარი კითხვა დავსვი.
ედვარდმა ხელები გადაიჯვარედინა და მაგიდას მიაშტერდა. მან ჩუმად გამომხედა, მის თვალებში ღიმილი ჩანდა.
–– შემდეგი კითხვა,–– ჩაეღიმა მას.
–– შენ არ მიპასუხე! –– გავიბღვირე მე
–– შემდეგი!
გაგრძელების სურვილი დამეკარგა, ამიტომ ავიღე ჩანგალი–– როვიული გემრიელი აღმოჩნდა.
–– ხო, კარგი ––გადავყლაპე კოლა და გავაგრძელე–– დავუშვათ, სუფთა ჰიპოთეთიკურად, რომ ვიღაცას შეუძლია აზრების წაკითხვა , იშვიათი გამონაკლისის გარდა.
–– მხოლოდ ერთადერთის–– შემისწორა მან–– ჰიპოთეთიკური!
––კარგი თუნდაც ერთადერთის ––მომეწონა რომ ედვარდიც ჩაერია, ასე რომ წყნარად გავაგრძელე–- ეს როგორ გამოდის? რით აიხსნება ეს გამონაკლისი? როგორ შეუძლია ამ ვიღაცას იპოვოს ადამიანი საჭირო დროს, საჭირო ადგილას?
–– ჰიპოთეთიკურად? –– გააგრძელა ედვარდმა.
–– რეალურად, პრაქტიკულად.
–– მაგრამ თუ ეს ვიღაც...
–– მოდი ზოგადად მას დავარქვათ ჯო,–– შევთავაზე მე.
__ კარგი. და ეს ჯო იმდენად ყურადღებიანია რომ ყოველთვის ყველგან ასწრებს. –– ედვარდმა თვალები გადაატრიალა
–– ასეთ პატარა ქალაქში მხოლოდ შენ ვარდები საფრთხეში. ალბათ მალე ფორქსის ბოლო ათი წლის კრიმინალურ სტატისტიკას გააფუჭებ!
––მოდი ნუ გადავალთ პირადულზე–– გაყინული ტონით ვუთხარი მე.
ედვარდს გაეცინა.
–– ხო კარგი. და მოდი მაშინ შენ ჯეინი დაგარქვათ.
–– როგორ მიხვდი რომ აქ ვიყავი? –– ვეღარ მოვითმინე და ისევ შევუტიე მე.
ის ყოყმანობდა, თითქოს ფიქრობდა, ღირდა თუარა ეთქვა ჩემთვის სიმართლე.
–– მომისმინე, შეგიძლია მენდო.. –– დავიჩურჩულე მე.
–– არც კი ვიცი მაქვს თუარა არჩევანი, –– მისი ხმა ჩურჩულში გადაიზარდა –– მე ვცდებოდი, შენ ბევრად უფრო დაკვირვებული ხარ, ვიდრე მეგონა.
–– მე კი მეგონა, რომ შენ არასოდეს ცდებოდი!
––ადრე ასეც იყო, –– თავი გადააქნია ედვარდმა –– მაგრამ მე მარტო ამაში არ შევმცდარვარ. შენ ყველა უსიამოვნებას საკუთარი თავისკენ იზიდავ. თუ კი ათი მილის რადიუსში რამე საფრთხეა, აუცილებლად მიიზიდავ.
–– შენ შენ თავსაც საფრთხედ მიიჩნევ?
–– რათქმაუნდა!–– მისი სახე უცებ ცივი და არაფრის მეტყველი გახადა.
მე ისევ გადავიხარე, ყურადრება არ მიმიქცევია მისი რეაქციისთვის ისე შევეხე თითის წვერებით მის ხელს, რომელიც ისეთივე ცივი და მყარი იყო როგორც ქვა.
–– გმადლობ რომ უკვე მეორედ გადაარჩინე ჩემი სიცოცხლე. მშვენიერი სახის გამომეტყველება ცოტათი შერბილდა.
–– მოდი, მესამე აღარ გვინდა კარგი?
მოვიღუშე, მაგრამ თავი დავუქნიე. ედვარდმა უცებ გაწია ხელი.
–– მე ჯესიკას „ფორდს" თან გავყევი პორტ-ანჯელეში –– აღიარა მან, –– აქამდე არასოდეს მიცდია სხვისი სიცოცხლის გდარჩენა, ეს კი უფრო რთულია ვიდრე მე მივიჩნევდი. ალბათ საქმე შენშია. ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში ნაკლები უსიამოვნება ხდება.
თავისთავდ უხერხულობა უნდა მეგრძნო რომ ის მე მითვალთვალებდა, მაგრამ პირიქით–– ამის გაგება ძალიან მესიამოვნა! ტუჩები ჩემდა უნებურად მეღიმებოდნენ.
––და შენ არ ფიქრობ რომ, იმ დღეს სიკვდილი მეწერა ტაილერის ფურგონის ქვეშ და რომ შენ ღმეთის როლი შეასრულე, რომელმაც ჩემი ბედი შეცვალა... –– ვკითხე ჩაფიქრებულმა.
–– მიჭირს მიჩვევა, –– ძლივს გასაგონად თქვა ედვარდმა, მე კი გაკვირვებით შევხედე. –– მე შენს ბედში იმ წამიდან ჩავერიე, როცა პირველად დაგინახე.
ამ სიტყვებმა იმ დღეს დამაბრუნა, როდესაც არც კი ვიცი რატომ, ედვარდი მთელი სიძულვილით მიყურებდა. მაგრამ ეს სევდა და წუხილი მალევე გაქრა, ის სიხარულმა და სიმშვიდემ შეცვალა,––რომელსაც მე მასთან ყოფნის დროს განვიცდიდი. როცა ედვარდმა შემომხედა ჩემს თვალებში აღარ იყო შიში .
––გახსოვს?–– ჩუმად მკითხა მან.
–– კი, –– წყნარად ვუპასუხე მე.
–– მაგრამ რადგანაც ახლა შენ აქ ხარ, გამოდის ეს არ გაგაჩერებს.
–– ხო, აქ მე შენი წყალობით ვარ. როგორ მიპოვე?
მე ვიმედოვნებდი, რომ ედვარდი მიპასუხებდა. ის ისე მიყურებდა თითქოს ფიქრობდა ღირს თუარა გულახდილობა.
–– ჭამე, მე მოგიყვები.
მე მაშინვე ავიღე ჩანგალი და სწრაფად დავიწყე ჭამა.
–– შენი თვალ–თვალი ადვილი საქმე ნამდვილად არაა, საერთოდ ხალხს ადვილად ვაგნებ მათი აზრების მიხედვით.–– მან მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა
–– მე ჯესიკას აზრებს ვკლითხულობდი, მაგრამ გამომრჩა ის მომენტი როცა თქვენ დაშორდით. მეგობრებთან რომ ვერ გნახე, წიგნების მაღაზიისკენ გავეშურე. იქ შენ არ შესულხარ, –– მაშინ მივხვდი რომ გზა აგებნა. მთელ ქალაქში ვიტრიალე, ხალხის აზრებს ვკითხულობდი, იმის იმედით რომ რაიმეს გავიგებდი შენზე. რაიმე კონკრეტული მიზეზით სანერვიულოდ არ მქონდა, მაგრამ რაღაცის გამო თავი კარგად ვერ ვიგრძენი...–– ედვარდი უცებ გაჩუმდა, თვალი უსასრულობას გაუშტერა, –– მე ისევ დავდიოდი ქუჩებში და ვისმენდი. მზე რომ ჩავიდა ფეხით გადავწყვიტე სიარული. და შემდეგ...–– და სახე სიბრაზით დაეფარა, მას მოუწია თავის ხელში აყვანა.
–– მერე?–– დავიჩურჩულე მე.
–– მე წავიკითხე მათი აზრები, –– ყრუდ დაიხრიალა მან, ზედა ტუჩი აწია და წინა კბილები გამოაჩინა.–– და გავიგე, რა უნდოდათ შენთვის გაეკეთებინათ,–– ის დაიხარა მაგიდისკენ და სახე ხელებში დამალა, –– მისი მოძრაობა ისეთი სწრაფი იყო, რომ უცებ შემეშინდა.
–– წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ გამიჭირდა მათი... ცოცხლად დატოვება. –––შემეძლო ჯესიკასთან და ანჯელასთან ერთად გამეშვი მაგრამ, შემეშინდა, რომ ისევ დავიწყებდი მათ ძებნას.
აზრები შეშინებული ჩიტებივით დამეფანტა. დაღლილმა სკამის ზურგს მივეყრდენი, ედვარდი კი ქანდაკებასავით გაშეშებულიყო.
ბოლოს მან გამომცდელად შემომხედა.
–– შენ აღარ ჭამ.
–– მაპატიე, მეტი აღარ შემიძლია.
–– ხომ კარგად ხარ?
განა „კარგად ყოფნა" შეეფერება ამ სიტუაციას?
–– შოკი არ განმიცდია!
–– მზად ხარ, წავიდეთ?
–– რათქმაუნდა !
რა მაგარია! კიდევ ერთი საათი მარტო ვიქნებით! რამდენი რამე გვაქვს სათქმელი !
იმ წამსვე ჩვენთან ოფიციანტი მოვიდა, შეიძლება მოგვისმინა კიდეც.
–– რამე ხომ არ გინდათ? –– კითხა მან ედვარდს.
–– მადლობთ, ანგარიში თუ შეიძლება.
თხოვნამ უცებ გაიჟღერა, გოგონამ კი გაოცებისგან პირი გააღო.
–– ხო, რათქმაუნდა! ––მან , ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
ედვარდმა დახედა ანგარიშს და დაუბრუნა ოფიციანტს ის წინასწარ გამზადებულ ფულთან ერთად.
–– ხურდა არ მინდა,––თქვა მან და ადგა, ის მოლოდინით მიყურებდა.
–– შესანიშნავ საღამოს გისურვებთ,–– უთხრა გოგონამ. ედვარდმა მადლობა გადაუხადა, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს. კინაღამ გადავიხარხარე.
–– მე უნდა გადამეხადა, შენ კოლაც კი არ დაგილევია!
მან ისეთი სახე მიიღო თითქოს არ გაუგონია ნათქვამი. ელეგანტურად გააღო ჩემს წინ კარები, მაგრამ ხელი მაინც არ ჩაუკიდია. რომ გამახსენდა ჯესიკასა და მაიკის მომავალი კოცნა, მძიმედ ამოვისუნთქე. მან კითხვით სავსე თვალებით შემომხედა, მე კი უკვე მერეამდენედ გამიხარდა, რომ ის ჩემს აზრებს ვერ კითხულობდა.
ერთ წუთში უკვე მანქანის წინა სავარძელზე ვიჯექი, ედვარდმა კარი მომიხურა და ჩემს გვერდით აღმოჩნდა. ღმერთო, ის ისე მოძრაობს როგორც მოცეკვავე!
ძრავა ამუშავდა და, წავედით. გარეთ საგრძნობლად აცივდა, ესე იგი კარგ ამინდს გამოვემშვიდობე. მე ძალიან მყუდროდ ვგრძნობდი თავს ტყავის პიჯაკში, მისი პატრონის უჩუმრად კი მისი სურნელებით ვტკბებოდი.
 ––ახლა კი შენი ჯერია!–– მრავალმნიშვნელოვნად მითხრა ედვარდმა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 795 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-04-02 Spam
ვაიმეეეეეეეეეეეეეე დაბ დღეზე მაჩუქეს ეს წიგნი და მერე სამიც წავიკითხე და უმაგრესიაააააააააააააა ძალიან მიყვარს და გამიხარდა რომ ამ საიტზეც ვნახე თვაილაითერები...