მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » Twilight
8:02 PM
Twilight

თავი მეორე
 გადაშლილი წიგნი



მეორე დღე უკეთესი და უფრო მარტივი იყო.... და ამასთან უარესიც.
უკეთესი იმიტომ, რომ ჯერ არ წვიმდა, თუმცა ცა მუქი ნაცრიფერი ღრუბლებით იყო დაფარული. მარტივი იმიტომ რომ უკვე ვიცოდი სკოლაში რაც მელოდა. მაიკი ინგლისურზე ჩემს გვერდით იჯდა, შემდეგ კი ერიკის განრისხებული მზერის თანხლებით მომდევნო გაკვეთილზე გამაცილა. „იმედგაცრუებული ვიყავი" გუშინდელთან შედარებით ისე აღარ მაშტერდებოდნენ. ლანჩზე მაიკთან, ერიკთან, ჯესიკასთან და კიდე რამდენიმე მოსწავლესთან ერთად მივედი. ურთიერთობები თანდათან ეწყობოდა.
უარესი იმიტომ, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი– ქარის ზუზუნში დაძინება ისევ გამჭირდა. ამასთან ერთად ტრიგონომეტრიაზე მისტერ ბარნერმა შეკითხვა დამისვა და არასწორად ვუპასუხე. ასევე მომიწია ფრენბურთის თამაში, ჩემი ჩაწოდებული ბურთი კი მოწინააღმდეგე გუნდის გოგოს თავში მოხვდა. ეს დღე უსაშნლესი aRmoCnda, მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ედვარდ კალენი სკოლაში არ გამოჩენილა.
მთელი დილა აღელვებული ველოდი ლანჩს სადაც ცივ, ზიზღით სავსე მზერას შევხვდებოდი. ზოგჯერ მინდოდა კიდეც, რომ მივსულიყავი მასთან და მეკითხა რაში იყო საქმე. ღამე დიდი ტექსტიც მოავამზადე, მაგრამ თავს ტყუილად ვიტყუებ, არასდროს მეყოფა გამბედაობა კალენს პირველმა დაველაპარაკო!
მე და ჯესიკა სასადილოში შევედით. დარბაზს თვალი შემოვავლე, მისი უცნაური ნათესავები დავინახე, მაგრამ თითონ ედვარდი არსად ჩანდა.
ამ დროს მაიკი დაგვეწია და იმ მაგიდასთან წაგვიყვანა სადაც მისი მეგობრები ისხდნენ. ვცდილობდი მათი საუბრისთვის მომესმინა, მაგრამ სინამდვილეში მოუთმენლად ველოდებოდი ედვარდის გამოჩენას. იმედი მქონდა რომ შემოვიდოდა, ყურადღებსა არ მომაქცევდა და ჩემი ყველა ეჭვი გაიფანტებოდა. მაგრამ კალენი არ გამოჩენილა, მე კი თანდათან უფრო ვნერვიულობდი.
ბიოლოგიის გაკვეთილზე დამძიმებული გულით წავედი. მაიკი მაცილებდა და თან ოქროსფერი რეტრივერების თვისებებზე მელაპარაკებოდა. სუნთქვა შეკრულმა ხელი ვკარი კარებს– კალენი კლასში არ აღმოჩნდა და იმედგაცრუებული წავედი ჩემი ადგილისაკენ. მაიკი არცერთი ნაბიჯით არ მრჩებოდა და ზარის დარეკვამდე ზაფხულის არდადეგების გეგმებს მიზიარებდა. ნაღვლიანად გამიღიმა და თავის მერხისკენ წავიდა, სადაც მუქკანიან გოგონასთან იჯდა. სამწუხაროდ, მომიწევს მაიკს რამე მოვუხერხო! პატარა ქალაქში სიფრთხილეა საჭირო, მე განსაკითრებული ტაქტით არ გამოვირჩეოდი, მეგობრები კი თითქმის არ მყავდა.
მერხთან მარტო ჯდომა ძალიან მოხერხებულია. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი ამაში თავი დამერწმუნებინა. თუმცა ძნელი აღმოჩნდა იმ აზრის იგნორირება რომ კალენი სკოლაში ჩემს გამო არ მოვიდა. გულუბრყვილობაა ჩემი მხრიდან იმაზე ფიქრი რომ , ამ უცხო ბიჭზე ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოვახდინე. რა სისულელეა!
როგორც იქნა ბოლო გაკვეთილი დამთავრდა. სასწრაფოდ გავიქეცი გასახდელში, სადაც ჯინსი და მუქი ლურჯი სვიტერი ჩავიცვი. საბედნიეროდ მაიკს შეუმჩნევლად გავეპარე და გადავურჩი მის ლექციას რეტრივერებზე. ჩქარა გავედი სადგომზე, რადგან მინდოდა ჩემი ახალი ნაცნობებისთვის გამესწრო. არავისთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა, მანქანაში ჩავჯექი და ჩანთის ქექვა დავიწყე, რომ მენახა ყველაფერი ადგილზე იყო თუ არა.
გუშინ საღამოს აღმოვაჩნე , რომ ჩარლიმ მხოლოდ კვერცხის შეწვა იცოდა. გადავწყვიტე ყოველდღე მომემზადებინა მისთვის საუზმე და ვახშამი. სახლში პროდუქტები თითქმის არ იყო. სია შევადგინე, ფული თუნუის ქილიდან ავიღე, რომელსაც ეწერა „საჭმლისთვის" და სკოლის შემდეგ გადავწყვიტე სუპერმარკეტში შევსულიყავი.
გასაღები გადავატრიალე და მანქანა გამაყრუებელი ხმაურით დაიძრა. ყურადღება არ მიმიქცევია მოსწავლეებისათვის რომლებიც ყურებზე ხელებს იფარებდნენ ხმაურის გამო და დაველოდე ჩემ ჯერს სკოლის კარებში გასასვლელად. მანქანაში ვიჯექი და თავი ისე მეჭირა თითქოს ამ საშნელ ხმას სხვა მანქანა გამოსცემდა. ამ დროს დავინახე კალენები და ჰეილები, რომლებიც ახალ „ვოლვოში" სხდებოდნენ. მათი ლამაზი სახეებით მოჯადოებულს, ადრე მათი ტანსაცმლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მხოლოდ ეხლა შევნიშნე, რომ უბრალოდ კი ეცვათ მაგრამ ემჩნეოდათ, რომ ტანსაცმელი ძვირფასი იყო, ალბათ რომელიმე საავტორო კოლექციიდან. ფული და სილამაზე–ეს უკვე ზედმეტია! ასე ხშირად ხდება ხოლმე და არც კალენები იყვნენ გამონაკლისები, თუმცა ასეთ პატარა ქალაქში ეს მათთვის არც ისე სახაებიელო უნდა ყოფილიყო.
საქმე მარტო ფორქსში არ არის, როგორც ჩანს კალენებს მოწონთ იზოლაციაში ყოფნა, რადგან ვერ წარმომიდგენია კარი, რომელიც მათი სილამაზის წინ დახურული იქნება.
როგორც ყველა, კალენებიც უყურებდნენ ჩემს პიკაპს. მე პირდაპირ ვიყურებოდი და შვებით ამოვისუნთქე, როცა სკოლის საზღვრებს გავცდი.
სუპერმარკეტი ახლოს აღმოჩნდა, სკოლიდან სამხრეთით სულ რამდენიმე ქუჩის შემდეგ. ფორქსისთვის საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და თავი კარგად ვიგრძენი. შეგიძლია ათვარიელო რაც გინდა ისე, რომ წვიმის წვეთების ხმა არ გაწუხებდეს. ფენიქსშიც ყოველთვის მე ვყიდულობი პროდუქტებს , ამიტომ ყველაფერს მალე მივაგენი.
სახლში მისულმა პროდუქტები ჩემებურად დავალაგე, იმედია ჩარლი წინააღმდეგი არ იქნება. დიდი კარტოფილები ფოლგაში გავახვიე და აირღუმელში შევალაგე, ხორცს კი მარინადი მოვუმზადე.
შემდეგ მაღლა ავედი, სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნოტიო თმები შევიკარი. სანამ გაკვეთილებს შეუდგებოდე ელექტონულ ფოსტას შევამოწმებ.
სამი ახალი შეტყობინება დამხვდა
„ბელა,
– მწერდა დედა–გთხოვ როგორც კი ჩახვალ მომწერე! როგორ ჩაფრინდი? იმედი მაქ წვიმა ჯერ არ მოგწყინდა. ძალიან მენატრები! ფლორიდისთვის ყველაფერი გავამზადე მაგრამ ვარდისფერ მაისური ვერაფრით ვერ ვიპოვე. ნეტა სად გაქრა? ფილმა მოგიკითხა.
გკოცნი დედა"
ამოვიოხრე და მეორე წერილი გავხსენი რომელიც დედას პირველიდან რვა საათის შემდეგ გამოეგზავნა.
„ბელა!
რატომ არ მპასუხობ?
დედა"
ბოლო, დღეს დილით იყო გამოგზავნილი.
„იზაბელა!
ექვსის ნახევრამდე თუ არ მომწერ პასუხს ჩარლის დავურეკავ".
საათს დავხედე. ხუთის ნახევარია. დედაჩემი რომ ვიცი, ჯობია ვიჩქარო.
„დედა
დაწყნარდი, ახლავე ყველაფერს დაწვრილებით მოგწერ. გთხოვ ნაჩქარევად ნურაფერს გააკეთებ.
ბელა".
როგორც კი პირველი წერილი გავაგზავნე, მაშინვე მეორეს წერას შევუდექი.
„დედა!
ყველაფერი კარგადაა. რათქმაუნდა წვიმს. სკოლას არაუშავს, უბრალოდ უკვე ნასწავლის გამეორება მიწევს. უკვე გავიცანი ბავშვები, მათთან ერთად დავდივარ ლანჩზე.
ვარდისფერი კოფთა ქიმწმენდაშია, პარასკევს უნდა გამოგეტანა.
წარმოგიდგენია? ჩარლიმ პიკაპი მიყიდა! ძალიან მომწონს, ძველია მაგრამ საიმედო, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია.
მეც ძალიან მომენატრე. როგორც კი რამე ახალი იქნება მოგწერ. ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგადაა!
გკოცნი ბელა"
ლიტერატურაში „ჭექაქუხილის უღელტეხილს" გავდიოდით, გადავწყვიტე გადამეკითხა და ისე გავერთე, რომ ჩარლის მოსვლა ძლივს გავიგე. სასწრაფოდ დაბლა ჩავედი, კარტოფილი გამოვიღე.
–ბელა შენ ხარ?– დამიძახა მამამ ნაბიჯების ხმაზე.
ნეტა კიდე ვის ელოდებოდა?
–გამარჯობა მამა! კეთილი იყოს შენი დაბრუნება.
–მადლობა– იარაღი მოიხსნა , თან მიყურებდა როგორ ვტრიალები სამზარეულლოში. როგორც ვიცოდი ჩარლის სამსახურში არასდროს გამოუყენებია იარაღი, მაგრამ ფისტოლეტი ყოველთვის მზდყოფნაში ქონდა. ბავშვობაში როცა ჩამოვდიოდი მამა მას ტყვიებს აცლიდა და მალავდა. ახლა კი როგორც ჩანს მიაჩნია რომ საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ შემთხვევით თავი მოვიკლა, და საკმარისად ჭკვიანი იმისთვის რომ ეს განზრახ გავაკეთო.
–ვახშმად რა გვაქვს?– ფრთხილად იკითხა ჩარლიმ. დედას ექსპერიმენტების ჩატარება უყვარდა, თუმცა მისი შედევრების ჭამა ხშირად უსაფრთხო არ იყო. როგორც ჩანს ჩარლის ეს 17 წლის შემდეგაც არ დავიწყბია.
–შემწვარი კარტოფილი და დაბეგვილი ხორცი– ვუპასუხე და შვებით ამოისუნთქა.
ალბათ მისთვის უხერხული იყი უსაქმოდ დგომა, ის სასტუმრო ოთახში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. სანამ ხორცი გამზადდებოდა, სალათი გავაკეთე და მაგიდა გავშალე. მორჩა, შემიძლია ჩარლის დავუძახო!
–მადის აღმძვრელი სუნია– შემაქო მან.
–მადლობ!
რამდენიმე წუთი ჩუმად ვჭამდით. სიჩუმე არც მე მაწუხებდა და არც ჩარლის. ვფიქრობ, შევეჩვევით ერთმანეთს.
–სკოლა როგორ მოგეწონა? ახალი მეგობრები გყავს?– მკითხა მამამ როცა სალათის ჭამას მორჩა.
–ესპანურზე და ტრიგონომეტრიაზე ჯესიკასთან ვზივარ, ლანჩზე ერთად დავდივართ. კიდე მაიკი მომეწონა , მაღალი ქერათმიანი. მასთან არ მოიწყენ! სხვა მოსწავლეებსაც არაუშავთ ერთის გარდა.
–მაღალი და ქერათმიანი ალბათ მაიკ ნიუტონია. კარგი ბიჭია, კარგი ოჯახი ჰყავს. მამამისს ფორქსში სპორტული მაღაზია აქვს. საქმეები კარგად მისდის.
–კალენებს იცნობ?– გაუბედავად ვკითხე.
–ექიმი კალენი და მისი ოჯახი? ექიმი შესანიშნავი კაცია.
–ვშიშობ მისი შვილები.... ე–ე... არც ისე პოპულარულები არიან . სკოლაშ ისინი არ უყვართ.
ჩემდა გასაოცრად ჩარლი გაბრაზდა.
–ასეც ვიცოდი!–ჩაიბურტყინა მან– ექიმი კალენი შესანიშნავი ქირურგია, შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში ემუშავა და იმაზე ასჯერ მეტი აიეღო ვიდრე აქ იღებს. ჩვენ ძალიან გაგვიმათლა, რომ ის აქ ცხოვრობს, გავიმართლა რომ მისმა ცოლმა ჩვენ ქალაქში გადაწყვიტა ცხოვრება. ფორქსისთვის ის ნამდვილი განძია, მისი შვილიები კი ძალიან კარგად არიან აღზრდილები არიან. როცა კალენები ჩამოვიდნენ, მეგონა პრობლემები ექნებოდათ– ამდენი მოზარდი სახლში, ამასთან ექიმს არ დაუმალია, რომ ისინი ნაშვილები არიან. მისი შვილები იმ ახალგაზრდებზე მოწესრიგებულები აღმოჩნდნენ, რომელთა ოჯახებიც რამდენიმე თაობაა რაც აქ ცხოვრობს. რა თქმა უნდა ერთად არიან– ისინი ხომ ერთი ოჯახი არიან, მაგრამ კალენები დიდი ხანი არ არის რაც ქალაქში ჩამოვიდნენ, ადგილობრივებს კი საჭორაო თემა სჭირდებათ!
ვაღიარებ, ჩარლისგან ამდენი ლაპარაკი არასდროს მომისმენია. როგორც ჩანს მას არ მოსწონდა რასაც ქალაქში ლაპარაკობდნენ.
–კალენები საკმაოდ კარგები ჩანდნენ– დავუთმე ჩარლის– უბრალოდ სხვებისგან ცალკე არიან, ეს არის და ეს. უცნაურია ისინი ხომ ძალიან სიმპათიურები არიან.
–შენ ექიმი არ გინახავს!– გაეცინა მამას– კარგია, რომ ცოლი ყავს, მაგრამ მედდების უმრავლესობა მაინც გიჟდება მასზე...
ვახშამმა ჩუმად ჩაიარა, შემდეგ ჩარლი ალაგებაში მომეხმარა და ისევ ტელევიზორთან დაჯდა, მე კი ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. ხელით! მამა არ აღიარებდა ჭურჭლისარეცხ მანქანას.
ძალით ავედი მაღლა სადაც საშნაო დავალება მელოდებოდა მათემატიკაში. მგონი მამასაც არ უყვარს ზუსტი მეცნიერებები.
ღამე გასაოცრად წყნარი აღმოჩნდა და სწრაფად დამეძინა.
დანარჩენმა კვირამ მშვიდად ჩაიარა. სკოლას მივეჩვიე, პარასკევისთვის კი თითქმის ყველა მოსწავლეს ვცნობდი სახეზე. გოგოები ფიზკულტურაზე მეხმარებოდნენ, ბურთს მხოლოდ მაშინ მიგდებდნენ როცა მასწავლებელი გამოჩნდებოდა.
ედვარდ კალენი გაკვეთილებზე არ დადიოდა.
ყოველდღე ვუყურებდი მისი ნათესავები , მის გარეშე როგორ შემოდიოდნენ სასადილოში. მხოლოდ ამ დროს შემეძლო მოდუნება და ლაპარაკში მონაწილეობის მიღება. ძრითადად ლა–პუშში წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რომელსაც მაიკი მეგობრებთან ერთად , ორი კვირაში გეგმავდა. მეც დამპატიჟეს და ზრდილობის გამო დავთანხმდი. იმედია სანაპიროზე ცოტა სიმშრალე და სითბო მაინც იქნება.

პარასკევს ბიოლოგიაზე ვფიქრობდი , რომ მგონი ედვარდმა საბოლოოდ მიატოვა სკოლა. მასზე ფიქრი არ მინდოდა, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებდი აზრს, რომ როგორღაც დაკავშირებული ვიყავი მის უცნაურ გაუჩინარებასთან.
პირველი შაბათ–კვირა მნიშვნელოვანი მოვლენებით აღსავსე არ ყოფილა. ჩარლი მორიგე იყო, მე ვალაგებდი და საშინაო დავალებას ვაკეთებდი , დედას კი გამამხნევებელი წერილი მივწერე. შაბათს ადგილობრივ ბიბლიოთეკაში წავედი. ისეთი პატარა აღმოჩნდა , რომ არ ჩავეწერე. წიგნებისთვის მომიწევს ოლიმპიაში ან სიეტლში წასვლა. როცა დავფიქრდი რამდენი ბენზინი დამჭირდებოდა ეს აზრი სულაც არ მომეწონა.
მთელი შაბათ–კვირა სუსტად წვიმდა და კარგად გამოვიძინე.
ორშაბათს სადგომზე ბევრ ნაცნობს შევხვდი. ყველა მეგობრულად მიღიმოდა და წარმატებულ დღეს მისურვებდა. დილა განსაკუთრებით ცივი იყო, მაგრამ სამაგიეროდ არ წვიმდა. ინგლისურზე როგორც ყოველთვის მაიკთან ერთად ვიჯექი და ტესტს ვწერდი „ჭექაქუხილის უღელტეხილზე"
აქაურობას სწრაფად მივეჩვიე და თავს კომფორტულად ვგრძნობდი.
როდესაც ეზოში გამოვედით ციდან თეთრი ფიფქები მოდიოდა და დიდი მხიარულება იყო. ნეტა რა უხარიათ? ვგრძნობდი სიცივისგან როგორ მიწითლდებოდა ცხვირი და ყურები.
–ვაუ!– დაიყვირა მაიკმა– თოვს!
დაბნეული ვუყურებდი ჰაერში მოლივლივე ფანტელებს, რომლითაც გზა ნელ ნელა იფარებოდა.
–ჰმმმ.. თოვლი– და ჩემი კარგი დღეც გაქრა.
–თოვლი არ გიყვარს?
–არა . თოვლი სიცივეს ნიშნავს. და საერთოდ თოვის პროცესი სულ სხვანაირად წარმომედგინა.
შენ რა არასდროს არ გინახავს თოვა?– უნდობლად მკითხა მაიკმა.
__როგორ არა მინახია–ვუპასუხე მე– ტელევიზორში.
ნიუტონს გაეცინა და თავი გააქნია. ამ დროს კი დიდი გუნდა მოხვდა კისერში. ჩვენ ორივემ აქეთ–იქით დავიწყეთ ყურება, ვცდილობდით გაგვერკვია ვინ ისროლა გუნდა. მე ერიკზე ვიეჭვე, რომლეიც სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა სპორტული დარბაზისკენ, ცხრილით კი ტრიგონომეტრია ჰქონდა. როგორც ჩანს მაიკიც ასე ფიქრობდა, რადგან დაიხარა და გუნდა გააკეთა.
–ლანჩზე გნახავ კარგი?– ვუთხარი და თან წავედი– გუნდაობა ჩემი საქმე არაა.
მაიკმა თავი დამიქნია , თან ერიკისთვის არ მოუშორებია თვალი.
დღეს დილით ყველა მხოლოდ თოვლზე ლაპარაკობდა. ეს ხომ პირველი თოვლია... მე კი ჩუმად ვიჯექი. თოვლი რათქმა უნდა კარგია–მაგრამ სველი ფეხები ნამდვილად არა.
ესპანურის შემდეგ მე და ჯესიკა სირბილით წავედით სასადილოში. ჰაერში გუნდები ზუზუნებდნენ, თან დიდი საქაღალდე მეჭირა, რომ რომელიმე მათგანი არ მომხვედროდა. ჯესიკას არ ესმოდა, როგორ შეიძლება გძულდეს თოვლი, მაგრამ გუნდის სროლას ვერ მიბედავდა.
შესასვლელთან მაიკი დაგვეწია. თმებში გელი გაყინვოდა და ზღარბს გავდა. სანამ საჭმლის რიგში ვიდექით ის და ჯესიკა ხმამაღლა ლაპარაკობდნენ თოვლზე. მოწყენილმა მექანიკურად დარბაზის შორეულ კუთხეს გავხედე და თითქოს იატაკს შევეზარდე, მაგიდასთან ხუთნი ისხდნენ.
ჯესიკამ სახელოზე მომქაჩა.
–რას ელოდები?
თავი დავხარე, ყურები მიხურდა, თუმცა არ მქონდა მიზეზი, სინდისის ქენჯნა მეგრძნო. თავს ვახსენებდი რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია.
–რა მოუვიდა?– მაიკმა ჯესიკას ჰკითხა.
–არაფერი–ვუპასუხე მე–მადა დამეკარგა, მარტო სოდიან წყალს ავიღებ.
–ყველაფერი რიგზეა? –შეშინებულმა მკითხა ჯესიკამ.
–უბრალოდ თავბრუ დამეხვა–წავილუღლუღე და თან ფეხსაცმლის ცხვირებს დავყურებდი.
დაველოდე სანამ ჯეისკა და მაიკი საჭმელს აიღებდნენ და თვალების აუწევლად წავყევი მათ მაგიდასთან. სოდიანი წყალი მოვსვი... მაინცდამაინც მაშინ მუცელმა უცნაური ხმა გამოსცა. მაიკმა ისიც კი მკითხა კარგად ხარო? მე დავამშვიდე, მაგრამ ვიქრობდი ხომ არ გამეთამაშა ცუდათ ყოფნა, რომ ბიოლოგიიდან დავთხოვოდი.
აბსურდია, რატომ უნდა გავიქცე?
გადავწყვიტე ერთხელ კიდევ შემეხედა კალენებისთვის. თუ ედვარდი ისევ მბურღავს მზერით , მაშინ ბიოლოგიას გავაცდენ, როგორც უკანასკნელი, მხდალი.
თავის აუწევლად შევხედე ხუთეულს, დახრილი წამწამებიდან. არანაირი მბურღავი მზერა, გათამამებულმა მხრები გავშალე.
კალენები იცინოდნენ. ედვარდს, ემეტს და ჯასპერს თმები სველი ჰქონდათ დამდნარი თოვლისგან. ელისი და როზალი ცდიობდნენ მოშრებოდნენ ემეტს, რომელიც თავისი სველი თმებით წუწავდა მათ. ისინიც დანარჩენებივით ტკბებოდნენ თოვლით.
მაგრამ სიცილისა და კარგი ხასიათის გარდა მათში კიდე რაღაც იყო შეცვლილი, მაგრამ რა, ეს ვერ გამეგო. ედვარდს ყურადღებით შევხედე. დღეს ნაკლებად ფერმკრთალი იყო, რაც გუნდაობას დავაბრალე. თვალების ქვეშ შავი რგოლები თითქმის გაქრობოდა. არა ცვლილების მიზეზი არც სახის ფერია! მაშინ რაშა საქმე?
–ბელა ვის უყურებ?–უცბად გამაწყვეტინა ფიქრი ჯესიკამ.
ამ დროს მზერით შევეჩეხე კალენებიდან ყველაზე ახალგაზრდას და მაშინვე თვი დავხარე თმებს მიღმა დავიმალე. ჩვენი მზერა მხოლოდ ერთი წამით შეხვდა ერთმანეთს, მაგრამ შემეძლო დამეფიცა, რომ ამჯერად მის მზერაში არანაირი ზიზიღი არ ჩანდა.
–ედვარდ კალენი გიყურებს– წაიჩურჩულა ჯესიკამ
–იმედია არ ბრაზობს?–თავი ვერ შევიკავე და ვკითხე ჯესიკას
–არა–მიპასუხა გაკვირვებულმა– რაზე უნდა ბრაზობდეს?
–მე მგონი საშინლად არ მოვწონვარ– თვალთ დამიბნელდა და სახეზე ხელები ავიფარე.
–კალენებს არავინ არ მოსწონთ. ედვარდი კი ისევ შენ გიყურებს!
–გეყოფა აღარ შეხედო!–წავიჩურჩლე მე.
ჯესიკამ ჩაიხითხითა, მზერა მოაშორა, მე კი თავი ავწიე , მაგრამ გადამწყვეტი მოქმედებისთვის ჯერ მზად არ ვიყავი.
ამ დროს მაიკი მოვიდა, რომელიც გაკვეთილების შემდეგ მასიურ გუნდაობას გეგმავდა. რა თქმა უნდა ჩვენ მის მხარეზე უნდა გვებრძოლა.!
ჯესიკა სიხარულით დათანხმდა. როგროც ჩანდა ჯესიკას მაიკი მოწოსნდა, ასე რომ ყველა მის წამოწყებას მხარს უჭერდა. მე კი მოწყენილი ვფიქრობდი, რომ მომიწევდა ამ აურზაურს ბიბლიოთეკაში დავმალვოდი.
ლანჩის განმავლობაშ ფრთხილად ვიყავი და მხოლოდ ჩემს მაგიდას ვუყურებდი. გადავწყვიტე საკუთარი გადაწყვეტილებისათვის პატივი მეცა და რადგან კალენი გაბრაზებული არ მიყურებდა, ბიოლოგიაზე წავსულიყავი. იმის გაფიქრებაზე, რომ მთელი გაკვეთილი მის გვერდით უნდა ვმჯარყავი, მუცელი უცნაურ ხმებს გამოსცემდა.
მაიკთან ერთად არ მინდოდა კლასში წასვლა , რადგან ის მოგუნდავეების საყვარელი მიზანი იყო, მაგრამ გარეთ როცა გავედი მაიკი თითქმის ტიროდა. წვიმა წამოსულიყო და თოვლი ყინულის პატარ –პატარა კუნძულებად გადაექცია. გახარებულმა კაპიუშონი დავიფარე. კარგია ფიზკულტურის შემდეგ სახლში წავალ პირდაპირ.
მაიკი მთელი გზა ბუზღუნებდა მეოთხე კორპუსამდე.
კლასში შესულმა დავინახე , რომ ჩემს მერხთან არავინ იჯდა და შვებით ამოვისუნთქე. სველი ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე, ჩემს ადგილზე დავჯექი და ჩანთიდან წიგნები და ბლოკნოტი ამოვიღე. მისტერ ბანერი კლასში მიკროსკოპებს და შუშებს არიგებდა. გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა და კლასში მოსწავლეების ზუზუნი ისმოდა. ვცდილობდი კარისთვის არ შემეხედა და ფანქრით ზანტად ვხატავდი რვეულზე.
აი გაიჭრიალა სკამმა და ჩემს გვერდით ვიღაც დაჯდა. თავი ისე მეჭირა თითქოს ხატვით ვიყავი გართული.
–გამარჯობა–მითხრა დაბალმა, ხავერდოვანმა ხმამ.
ნუთუ კალენი მე მელაპარაკება?! გაკვირვებულმა თავი ავწიე. კალენი ისევ მერხის ნაპირში იჯდა მაგრამ მისი სკამი ჩემსკენ იყო მოტრიალებული. გაჩეჩილი ბრონზისფერი თმებიდან წყალი წვეთავდა, არადა ისე გამოიყურებოდა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ შამპუნის რეკლამაში იღებდნენ. ულამაზეს სახეზე მეგობრული ღიმილი თამაშობდა, მაგრამ მაინც ფრთხილი თვალებით მიყურებდა.
–მე ედვარდ კალენი ვარ– გააგრძელა მან– წინა კვირას შენი გაცნობა ვერ მოვახერხე. შენ კი ალბათ ბელა სვონი ხარ არა?
თავბრუ მეხვეოდა. იქნებ ყველაფერი მომეჩვენა? ედვარდი ხომ წარმოუდგენლად ზრდილობიანად იქცეოდა. როგორც ჩანს ჩემს პასუხს ელოდებოდა, მე კი ვერაფერი მოვიფიქრე.
–ჩემი სახელი ს-საიდან იცი?–ენა დამება.
ედვარდის ხმამ , ვერცხლის ზარის წკრიალი გამახსენა.
–შენი სახელი ყველამ იცის, მთელი ქალაქი მოუთმენლად ელოდა შენს ჩამოსვლას!
ედვარდი რათქმა უნდა დამცინის, მაგრამ მის სიტყვებში სიმართლეც არის.
–არა მე ვიგულისხმე ბელა რატომ დამიძახეთქო?– გავაგრძელე გამოკითხვა.
–იზაბელა გირჩევნია?– გაკვირვებულმა მკითხა.
–არა ბელა მირჩევნია, მაგრამ ჩარლი.... მამა ხალხში იზაბელას მეძახის ამიტომ თავიდან აქ ყველა მასე მეძახდა– ავუხსენი. თავი უკანასკნელ იდიოტად ვიგრძენი.
–გასაგებია–მიპასუხა მან.
საკუთარ სულელური მოქმედებით განაწყენებული შევტრიალდი.
საბედნიეროდ ამ დროს მისტერ ბანერმა გაკვეთილი დაიწყო. ვეცადე გონება მომეკრიბა და დღევანდელი ლაბორატორიულის დავალებისთვის მომესმინა. ყუთში ხახვის უჯრედები არეულად ელაგა. დავალებით კი გვერდით მჯდომთან ერთად მიტოზის ფაზების მიხედვით უნდა დამელაგებინა, წიგნების გამოყენების გარეშე. ოცი წუთის შემდეგ ბანერი შეამოწმებს როგორ გავართვით თავი დავალებას.
–შეგიძლიათ დაიწყოთ!–გვითხრა მან.
–პირველად ლედი,– მითხრა და თავისი გვერდული ლამაზი ღიმილით გამიღიმა. ისეთი ლამაზი იყო რომ იდიოტივით ვუყურებდი.
–თუ გინდა მე დავიწყებ–ღიმილის გარეშე მითხრა მან, ალბათ ცოტა სულელი ვეგონე.
–არა არა, ყველაფერი რიგზეა– ვუპასუხე გაწითლებულმა.
სიმართლე გითხრათ ვიტყუებოდი. ეს ლაბორატორული უკვე გაკეთებული მაონდა და ვიცოდი რაც უნდა მომეძებნა, წესით პობლემა არ უნდა შემქმნოდა. პირველი პრეპარატი ავიღე და, მიკროსკოპი ორმოცჯერ გადიდებაზე მოვმართე.
–პროფაზა!– ვთქვი ერთი შეხედვით.
–შეიძლება შევხედო?– მთხოვა ედვარდმა, როცა დაინახა რომ პრეპარატს მიკროსკოპიდან ვიღებდი. ცდილობდა შევეჩერებინე და ოდნავ შეეხო ჩემ ხელს. მისი თითები ისეთი გაყინული იყო, თითქოს მთელი დასვენება ყინვაში ეჭირა. მისი ცივი შეხებით ხელი ისე ამეწვა, თითქოს ჩვენს შორის ელექტრონულმა იმპულსმა გაიარა და ამიტომ ხელი სწრაფად გავწიე.
–მაპატიე– ჩაიბუტბუტა ედვარდმა და ხელი სწრაფად მომაშორა, მაგრამ მიკროსკოპში ჩახედვა არ გადაუფიქრებია.
ისევ გაოცებული ვუყურებდი სანამ პრეპარატს სინჯავდა.
–პროფაზა– დამეთანხმა ედვარდი და აკურატულად ჩაწერა ეს სიტყვა ცხრილის პირველ სვეტში. შემდეგ მეორე პრეპარატი ჩადო და შეხედა.
–ანაფაზა–თქვა და მაშინვე მეორე სვეტი შეავსო.
–შეიძლება?– დავინტერესდი მე. გაეღიმდა და მიკროსკოპი ჩემსკენ მოწია. მიკროსკოპში ჩავიხედე და იმედი გამიცრუვდა, ის მართლი იყო!
–მესამე პრეპარატი მომაწოდე– ვთხოვე და ხელი გავუწოდე.
ედვარდმა ფრთხილად მომაწოდა შუშა ისე რომ ჩემს ხელის გულს არ შეხებია.
ამჯერად ერთი წამიც არ დამჭირდა– ინტერფაზა!
კალენმა თხოვნა ვერ მოასწრო, ისე მივაწოდე მიკროსკოპი. მან თვალი შეავლო და შედეგი მესამე სვეტში ჩაწერა. მეც შემეძლო, მაგრამ ედვარდი ისე ლამაზად წერდა, რომ არ მინდოდა ცხრილი გამეფუჭებინა.
ყველაზე ადრე დავამთავრეთ. დავინახე როგორ წვალებოდა მაიკი. კიდევ ერთ მერხზე გამწარებულები წიგნს ფურცლავდნენ.
მთელი ძალებით ვცდილობდი არ მივშტერებოდი კალენს, მაგრამ წარუმატებლად ავიხედე და დავინახე, რომ ისიც მიყურებდა, მაგრამ ისეთივე იმედგაცრუებული მზერით როგორც ადრე. ამ დროს მივხდი რაც იყო შეცვლილი მსში.
–ლინზები ატარებ?
–ლინზები? არა– ამ კითხვას აშკარად არ ელოდა.
–ამის წინ მომეჩვენა რომ თვალები სხვა ფერის გქონდა.
ედვარდმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და გაიხედა.
და მაინც, ფერი შეცვლილი ქონდა! კარგად მახსოვდა მისი უძიროდ შავი თავლები რომლებიც ზიზღით მიყურებდნენ. მაშინ ისიც კი ვიფიქრე, რომ ასეთი თვალები არ შეესაბამებოდა მის ფერმკრთალ კანს და ბრინჯაოსფერ თმებს. ახალ კი მისი თვალები ყავისფერი იყო, ოქროსფერი ტონით. ნუთუ ეს შესაძლებელია? ან მატყუებს და ლინზებს ხმარობს, ან ფორქსის წვიმები უკვე ჭკუიდან მშლის.
თავი დავხარე და დავინახე, რომ მას ისევ მუშტები შეეკრა.
ჩვენ მერხთან მისტერ ბანერი მოვიდა, აშკარად აღელვებული იმით, რომ არ ვმუშაობდით. დაინახა შევსებული ცხრილი და გაკვირვებულმა, პასუხების შემოწმება დაიწყო.
–ედვარდ, როგორც ჩანს არ ჩათვალე საჭიროდ რომ იზაბელასაც ემუშავა მიკროსკოპთან–უთხრა მასწავლებელმა.
–მას მოწონს ბელას რომ ეძახიან–შეუსწორა ედვარდმა–მე მხოლოდ ორი ფაზა გამოვიცანი ხუთიდან.
–ადრე გაგიკეთებია ეს ლაბორატორიული არა?– მიხვდა ბანერი.
–კი, მაგრამ მაშინ ხახვის ფესვი არ ყოფილა– გავუღიმე . ედვარდმა კი თავი დაუქნია თოთქოს ასეთ პასუხს ელოდებოდა.
–ფენიქსში გაძლიერებულ კურსზე იყავი? –მკითხა მისტერ ბანერმა
–დიახ– ვუპასუხე მე.
–კარგია თქვენ ორნი ლაბორატორიულის პარტნიორები რომ ხართ, ჩაიბუტბიტა მისტერ ბანერმა და თავისი მაგიდისკენ წავიდა.
–თოვლი არ გიყვარს არა?–მკითხა ედვარდმა. მომეჩვენა რომ თავს ძალას ატანდა ჩემთან საუბრისათვის. ალბათ სასადილოში ჩემი და ჯესიკას საუბარს მოუსმინა, ეხლა კი თავს მაჩვენებს!
–არც ისე
–სიცივეც არ მოგწონს– ეს შეკითხვა არ იყო, ედვარდმა უბრალოდ ფაქტს გაუსვა ხაზი.
–არც ნესტი– დავამატე მე.
–ალბათ ფორქსში ცხოვრება გიჭირს,– მითხრა ჩაფიქრებულმა.
–ვერც კი წარმოიდგენ ისე.
ჩემმა სიტყვებმა ძალიან გააკვირვა.
–აბა რატომ ჩამოხვედი?– კი არ მკითხა, პასუხი მომთხოვა მან.
–ძნელი ასახსნელია...
–შევეცდები გაგიგო.
დიდხანს ვიყავი ჩუმად, შემდეგ ვერ მოვითმინე და შევხედე... რაც დიდი შეცდომა იყო. მისმა ოქროსფერმა თვალებმა დამატყვევა და ისე დავიწყე ყველაფრის მოყოლა, თითქოს აღსარებაზე ვიყავი.
–დედა მეორედ გათხოვდა..
–შენ კი ამბობ ძნელიაო–რბილად და თანაგრძნობით მითხრა ედვარდმა–ეს როდის მოხდა?
–სექტემბერში– ნაღვლიანად ვუპასუხე.
–მამინაცვალს ვერ შეეწყვე?
–არა ფილი საყვარელია. დედასთვის კი ახალგაზრდაა, მაგრამ საყვარელია.
–მათთან რატომ არ დაჩი?
ვერ ვხვდებოდი რით იყო გამოწვეული მისი ინტერესი. ბიჭი ისე მიყურებდა თითქოს მართლა აინტერესებდა ჩემი მოსაწყენი ცხოვრება.
–ფილი ბევრს მოგზაურობს, ის პროფესიონალი ბეისბოლისტია.
–შენი მამინაცვალი ცნობილი ბეისბოლისტია?
–არამგონია მასზე რამე გაგეგოს. მისი გუნდი მეორე ლიგაში თამაშობს.
–და დედაშენმა აქ გამოგაგზავნა, რომ თვითონ ქმართან ერთად იმოგზაუროს?
–არა მე ჩემით წამოვედი.–კალენი შეიჭმუხნა.
–არ მესმის– გამოტყდა ის. თითქოს ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებდა.
მე ამოვისუნთქე. ნეტა რატომ მეკითხება, ან მე რატომ ვუყვები ყველაფერს.?
–ქორწილის შემდეგ დედა ჩემთან დარჩა და ფილი ძალიან ენატრებოდა... ამიტომ გადავწყვიტე ჩარლისთან გადმოსვლა.
–ეხლა კი შენ ხარ უბედური–დასკვნა გააკეთა მან.
–მერე რა?
–ეს უსამართლობაა– მხრები აიჩეჩა ედვარდმა და თან თავისი მომაჯადოებელი მზერით მბურღავდა.
მე გამეცინა.
–არ გაგიგია? ცხოვრება სამართლიანი არასდროს არ არის!
–რაღაც მაგის მსგავსი გამიგია– მშრალად მითხრა მან.
–ესაა მთელი ისტორია–ვუთხარი მე და თან მიკვირდა რატომ არ მაცილებდა თვალს.
ახლა მისი ოქროსფერი თვალები მაფასებდნენ.
–თავი კარგად გიჭირავს– შემაქო მან– მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ იმაზე მეტად იტანჯები ვიდრე ჩანს.
სახე შემეჭმუხნა და თავი ძლივს შევიკავე რომ მისთვის ენა არ გამომეყო ხუთი წლის გოგონასავით და შევტრიალდი.
–მართალი არ ვარ?
თავი ისე მოვიჩვენე თითქოს კითხვა არ გამიგია.
–დარწმუნებული ვარ ყველაფერი ზუსტად ასეა–გააგრძელა თვითკმაყოფილმა.
–რა შენი საქმეა?– გაღიზიანებულმა ვკითხე და თან მისტერ ბანერს შევხედე, რომელიც კლასში აქეთ–იქით დადიოდა.
–კარგი კითხვაა– ჩაიბურტყუნა ედვარდმა, თითქოს თავის თავს ეუბნებოდა.
ამოვიოხრე და დაბღვერილი დაფას დავუწყე ყურება.
–ჩემთან ლაპარაკი არ გინდა?–მკითხა გაკვირვებულმა.
თითქოს ტრანსში ვიყავი, ისევ შევხედე თვალებში... და ისევ სიმათლე ვუთხარი:
–არა შენ არაფერ შუაში ხარ. ჩემ თავზე ვბრაზდები. დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ გადაშლილი წიგნივით ვარ. გამოდის რომ ის მართალი ყოფილა.
–პირიქით ძალიან ძნელად გკითხულობ–რატომღაც მომეჩვენა რომ კალენი გულახდილი იყო.
–ჩემი აზრით, ძალიან გამჭრიახი ხარ– შევნიშნე მე.
–ჩვეულებრივ კი,– გაეცინა ედვარდს და გამოაჩინა თანაბარი, ქათქათა თეთრი კბილები.
ამ დროს მისტერ ბანერმა რაღაცის ახსნა დაიწყო და შვებით ამოვისუნთქე. წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემი უაზრო, მოსაწყენი ცხოვრების შესახებ მოვუყევი, უცნაურ ლამაზმანს, რომელსაც არ ვიცოდი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ.! ედვარდი თითქოს ინტერესით მეკითხებოდა ყველაფერს, მაგრამ ეხლა შევამჩნიე, რომ ისევ გაწეულიყო და მისი ხელი ციებიანივით ჩაბღაუჭებოდა მერხის კიდეს.
ვცდილობდი მისტერ ბანერისთვის ყურადღებით მომესმინა. რომელიც პროექტორით მეტოზის ფაზებს გვაჩვენებდა, რომლებიც მიკროსკოპში ვნახეთ. თუმცა ჩემი ფიქრები უჯრედების დაყოფისგან , შორს დაფრინავდნენ.
ზარი დარეკილი არ იყო რომ ედვარდი , როგორც წინა გაკვეთილზე წამოხტა და სწრაფად გავარდა კლასიდან. მე კი როგორც წინა ორშაბათს ისევ , მოჯადოებულმა მის კვალს გავაყოლე თვალი.
მაიკი მოვიდა და ჩემი წიგნების ალაგება დაიწყო. ახლა თითონ გავდა კუდ მოქიცინე რეტრივერს!
–აი მესმის ლაბორატორიული ! ეს პრეპარატები ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდებოდნენ! გიმართლებს კალენთან რომ დაგსვეს.
–მე მეთვითონ გავაკეთე– მკვახედ ვუთხარი მაიკს , მაგრამ ვინანე– ფენიქსში უკვე გავლილი მქონდა ეს ლაბორატორიული.
–როგორც ჩანს კალენი დღეს შესანიშნავ ხასიათზეა– შენიშნა მაიკმა, როცა ქურთუკებს ვიცვამდით.
–ვერ გამიგია წინა ორშაბათს რა დაემართა.. –ვიკითხე ხელოვნური გულგრილობით.
ფიზკულტურაზე ყოფნა დღეს გამიადვილდა, მაიკის გუნდში ვიყავი და ის ნამდვილი რაინდივით, ორის მაგივრად თამაშობდა. ჩაწოდება მე მიწევდა და როგორც კი ბურთი ჩემ ხელში აღმოჩნდებოდა გუნდელები აქეთ–იქით გარბოდნენ.
გარეთ რომ გამოვედი ცივი წვიმა მოდიოდა. პიკაპთან მივირბინე, ძრავის საშინელი ხმისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაშინვე ღუმელი ჩავრთე და თმები გავიშალე, რომ სახლამდე გამშრობოდა.
გასასვლელად მომზადებულმა, აქეთ–იქით გავიხედე და დავინახე ედვარდ კალენის მუქი ფიგურა, რომელიც „ვოლვოსთან" იდგა და თვალს არ მაშორებდა, მაშინვე მოვტრიალდი, მაგრამ ყურადღება გამეფანტა და ლამის ტოიოტა კოროლას დავეჯახე. საბედნიეროდ სწრაფად დავამუხრუჭე თორემ პიკაპი მას ჯართად გადააქცევდა. ჩემი ადგილიდან აკურატულად გამოვედი და როცა ვოლვოს ჩავუარე , თვალის კუთხით დვინახე, რომ კალენი იღიმებოდა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 792 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2012-02-09 Spam
au su bolomd dade raaaaaa