მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 5 » ბინდი-Twilight
5:45 PM
ბინდი-Twilight

თავი მესამე

ფენომენი

დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ რაღაც განსხვავებული იყო.
საქმე სინათლეში ყოფილა, ის ძველებურად მონაცრისფრო–მომწვანო, მაგრამ გაჭვირვალე იყო, ეს იმას ნიშნავდა რომ გარეთ არ წვიმდა.
სასწრაფოდ ავდექი და ფანჯარაში გავიხედე, მაგრამ იმედგაცრუებულმა ამოვიკვენესე.თოვლის თხელ ფენას დაეფარა მთელი ეზო და გზები. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე ცუდი , უბედურება ის იყო რომ გუშინდელი წვიმის წვეთები ნაძვის ტოტებზე გაყინულიყო, ეზოს ბილიკი კი საციგურაო მოედანს დამსგავსებოდა.
საუზმეზე რომ ჩამოვედი ჩარლი წასული დამხვდა. მამა თავს არ მაწყენდა თავისი კამპანიით, მარტოობა ძნელი სულაც არ იყო, პირიქით ამით ვტკბებოდი კიდეც.
საჭმლის მომზდება დამეზარა და ბურბუშელას ფორთოხლის წვენი დავასხი. უცნაურია! გაკვეთილების დაწყებას მოუთმენლად ველოდი. და ეს სულაც არ იყო გამოწვეული ცოდნის მიღების ან ახალი მეგობრების შეძენის სურვილით. გულახდილი რომ ვიყო, ამის მიზეზი მხოლოდ ის არის რომ სულმოუთქმელად ველი ედვარდ კალენთან შეხვედრას, რაც ჩემი მხრიდან დიდი სისულელეა.
გუშინდლი ლაპარაკის შემდეგ სჯობს საერთოდ აღარ შემხვდეს. კალენს ბოლომდე მაინც ვერ ვენდობოდი. მაგალითად რატომ მითხრა ტყუილი ლინზებზე? კიდევ მისი არაკეთილგანწყობა მაშინებდა, რომელსაც ცივი ტალღებივით გამოსცემდა, ასევე მშინებდა ის, რომ მისი ულამაზესი სახის დანახვაზე, ქანდაკებასავით ვშეშდებოდი და არაფრის თქმა არ შემეძლო. კარგად ვხვდებოდი, რომ ჩვენ საერთო არაფერი გვქონდა, ამიტომ არც იყო საჭირო მასზე ფიქრი!
არავინ არ იცის რამდენი ძალისხმევა დამჭირდა ეზოს ბილიკის გასავლელად სანამ ჩემს პიკაპამდე მივაღწევდი. ფეხი გამიცურდა და მანქანის სარკეს რომ არ მოვჭიდებოდი ნამდვილად ცხვირ–პირს დავიმტვრევდი. აი დღეც მესმის!
გზაში ედვარდზე ფიქრისაგან თავი რომ დამეღწია, ერიკზე და მაიკზე დავიწყე ფიქრი, ასევე ვფიქრობდი აქაური ბიჭების დამოკიდებულებაზე ჩემს მიმართ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტად ისე გამოვიყურებოდი როგორც ფენიქსში. ამ ქალაქში ახალი ვიყავი და როგორც ჩანს აქაურ ბიჭებში ჩემი მოუხერხებლობა, ფენიქსელი ბიჭებისაგან განსხვავებით მღელვარებას იწვევდა და არა შეცოდებას. აქ ვიყავი გოგონა, რომელიც გამუდმებით ხიფათში ვარდებოდა, და დახმარება ესაჭიროებოდა...! ასე თუ ისე არ მომწონდა, რომ მაიკი ერთგული ლეკვივით იქცეოდა, და ასევე არ მომწონდა მისი კონკურენცია ერიკთან. ვფიქრობ, ასე ყოფნას ჯობია საერთოდ არ გამჩნევდნენ.
გასაოცარია მაგრამ პიკაპი ყინულზე დაუბრკოლებლად მოძრაობდა. ნელა მივდიოდი, რადგან არ მინდოდა მთავარ ქუჩაზე, ავარიის მიზეზი გავმხადიყავი!
მხოლოდ სკოლის ეზოში მივხვდი რატომ გამიადვილდა ასე მანქანის ტარება. საბურავზე რაღაცა ვერცხლისფერმა გაიბრჭყვინა, საბარგულზე ჩმოკიდებული დავიხარე და დავინახე რომ საბურავებზე უსაფრთხოების ჯაჭვები იყო გაკეთებული. ალბათ ჩარლი ძალიან ადრე ადგა, რომ ყველაფერი მოესწრო. მისმა უსიტყვო მზრუნველობამ, ძალიან ამაღელვა, რადგან ამას მიჩვეული არ ვიყავი.
მანქანასთან ვიდექი და ვცდილობდი, მღელვარებისაგან თვალზე მომდგარი ცრემლები შემეკავებინა, როდესაც უცნაური ხმა გავიგე.
მუხრუჭების ავისმომასწავებელი ხრჭიალის ხმა გაისმა, რომელიც თანდათან, სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა, მე შეძრწუნებულმა ავწიე თავი.
მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა, არა ისე როგორც კინოში, შენელებული კადრით, მაგრამ ადრენალინის მოზღვავების გამო ყველაფერს დეტალებში აღვიქვავდი.
შევნიშნე ედვარდ კალენი , რომელიც ჩემგან ოთხი მანქანის მოშორებით იდგა და თავზარდაცემული მიყურებდა. მის სახეს გამოკვეთილად ვხედავდი სახეების ზღვაში, რომელზეც შიში და სასოწარკვეთილება იყო გაყინული. მაგრამ ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი მუქი ლურჯი, კონტროლდაკარგული ფურგონი იყო, რომელიც ბზრიალით მოცურავდა სადგომზე. საშინელი სისწრაფით უახლოვდებოდა პიკაპს, რომლის წინაც მე ვიდექი. ღმერთო ჩემო! თალის დახახამებასაც ვერ მოვასწრებ!
რაღაცამ მანამდე წამაქცია, ვიდრე ღრჭიალს გავიგებდი, რომლითაც ფურგონი პიკაპის საბარგულს დაეჯახა. თავი ასფალტს დავარტყი და ვიგრძენი რაღაც ძლიერი და ცივი როგორ მაკრავდა მიწაზე. ასაფლტზე იმ ჰონდის უკან ვიწექი, რომელიც პიკაპის გვერდზე იდგა. მეტი ვერაფერის შემჩნევა მოვასწარი რადგან ფურგონი , რომელიც პიკაპს დაეჯახა რამდენჯერმე დაბზრიალდა და ისევ ჩემსკენ მოცურავდა.
როცა ჩუმი ლანძღვის ხმა გავიგე მივხვდი, რომ მანქანიშ ქვეშ მარტო არ ვიყავი, ხმადაბალი ხავერდოვანი ხმა კი მაშნვე ვიცანი. თეთრი ძლიერი ხელები გადამეფარა, და ფურგონისგან დამიცვა, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრში გაჩერდა ჩემს სახესთან. ხელებმა ფურგონის გვერდი შეჭეჭყა, შემდეგ კი პროპელერივით სწრაფად ამუშავდნენ, რამდენიმე წამში კი როგორც სათამაშო მხარზე გადამიკიდა და ამ ადგილს მომაცილა. გაისმა შეჯახების და შუშის მსხვრევის ხმა, და დავინახე, რომ ფურგნი ზუსტად იქ გაჩერდა სადაც რამდენიმე წამის წინ ჩემი ფეხები იყო.
ერთი წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ისტერიული ყვირილისა და ტირილის ხმები გავიგე. რამდენიმე ადამიანი ჩემს სახელს ყვიროდა, მაგრამ საერთო პანიკაში გავგე ედვარდის დაბალი შეშინებული ხმა.
–ბელა კარგად ხარ?
–კარგად ვარ–ვთქვი და შევეცადე წამოვმჯდარიყავი. მაგრამ ვერ შევძელი რადგან ედვარდს გვერდზე ვყავდი მიკრული და მიჭერდა.
–ფრთხილად!– მითხრა მან, როცა ვცადე თავი გამენთავისუფლებინა–თავი ძლიერად დაარტყი.
მხოლოდ ახლა შევნიშნე მფეთქავი ტკივილი მარცხენა ყურის ზემოთ.
–უი–გაკვირვებულმა შევძახე.
–ასეც ვიცოდი!–როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მის ხმაში თავშეკავებული სიცილი ისმოდა.
–როგორ, როგორ..–შევეცადე აზრები მომეკრიბა– ასე სწრაფად როგორ აღმოჩნდი ჩემს გვერდით?
–შენს გვერდზე ვიდექი ბელა– მითხრა სერიოზული ხმით.
ისევ შევეცადე წამოჯდომა. ამჯერად გამიშვა თავისი მკლავებიდან და ისე მომშორდა ,რამდენადაც ამის საშუალებას ვიწრო სივრცე აძლევდა. როცა მის შეშნებულ, უცოდველ სახეს და მომაჯადოებელ ოქროსფერ თვალებს შევხედე ისევ ავღფრთვანდი მისი სილამაზით. რას ვთხოვდი მას? ამ დროს მოსწავლეები და მასწავლებელები მოცვივდნენ და ერთმანეთს რაღაცას უყვიროდნენ, შემდეგ მე და ედვარდს დაგვყვიროდნენ თავზე. აი საგჟეთი!
–არ გაინძრეთ!– გვიბრძანა ვიღაცა კაცმა.
–ტაილერი მანქანიდან გადმოიყვანეთ– დაიყვირა მეორემ.
ამ აურზაურში შევეცადე ავმდგარიყავი, მაგრამ ედვარდმა ცივი ხელით მხარი დამიჭირა.
–სჯობს ცოტა ხანს გაუნძრევლად იყო–რბილად მითხრა მან.
–მცივა–დავიჩივლე , ედვარდმა ჩაიხითხითა და თავი უკეთ ვიგრძენი.
–არა შენ შენს მანქანასთან იდექი– გამახსენდა მოულოდნელად, სიცილი მაშინვე შეწყვიტა.
–ასე არ იყო!–მტკიცედ მიპასუხა მან
–მე ყველაფერი დავინახე!
ჩვენს გარშემო ქაოსი სუფევდა. კაცები ტაილერის განთავისუფლებას ცდილობდნენ. მე კი კამათს ვაგრძელებდი.საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვცდილობდი ედვარდი გამომეტეხა.
–ბელა მე შენს გვერდით ვიდექი, შემდეგ კი წაგაქციე–ნელა და სერიოზულად თქვა ედვარდმა. უცნაური თვალები ისე მბურღავდნენ, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანის შთაგონება სურდათ.
–არა– გავჯიუტდი მე.
–ბელა გთხოვ!
–რატომ?–არ ვუთმობდი.
–მომენდე–მევედრებოდა ედვარდი, და მივხვდი, რომ მეტს ვეღარ შევეწინააღმდეგებოდი, მის ხავერდოვან ხმას.
–მპირდები რომ მერე ყველაფერს ამიხსნი?
–რათქმა უნდა!– გაღიზიანებულმა უხეშად მითხრა.
–რათქმა უნდა–უსუსური ბრაზით გავიმეორე მე.
ექვსმა სანიტარმა და ორმა მასწავლებელმა– მისტერ ვარნერმა და მისტერ კლაპმა– ძლივს გადაადგილეს ფურგონი და საკაცეები მოიტანეს. ედვარდმა გამოაცხადა, რომ თავისით შეძლებდა წამოსვლას, მე შევეცადე მისთვის მიმებაძა. მაგრამ ვიღაცას ექიმებისთვის ეთქვა რომ თავი დავარტყი და შესაძლოა ტვინის შერყევა მქონდა. მინდოდა მიწა გამსკდომოდა, როდესაც კისერზე კორსეტი გამიკეთეს. თითქოს მთელი სკოლა იმის საყურებლად იყო მოსული როგორ მაწვენდნენ სასწრაფოს მანქანაში. ედვარდი კი წინა სკამზე დასვეს.განა ეს სამართლიანია?
მანქანამ დაძვრაც ვერ მოასწრო, როდესაც პოლიცია მოვიდა რომელსაც უფროსი სვონი მოუძღვოდა.
–ბელა!–შეშინებულმა დაიყვირა ჩარლიმ, როდესაც საკაცეზე დამინახა.
–ყველაფერი კარგადაა ჩარ..მამა–ამოვიოხრე მე–საშიში არაფერია.
ჩარლიმ ექიმების და სანიტრების გამოკითხვა დაიწყო. მე კი დრო ვიხელთე და შევეცადე ახსნა მომეძებნა ჩემი ჩვენებებისთვის რომლებიც თავში მიტრიალებდა.
სანიტარებმა საკაცით ამწიეს და ჰონდის ბამპერზე დავინახე შეჭეჭყილი ადგილი, რომელიც მოყვანილობით ედვარდის მახარს გავდა. თითქოს ის მანქანას ისეთი ძალით მიყუდებოდა, რომ მანქანის რკინის ჩარჩოზე ღრმა კვალი დაეტოვებინა...
აი მისი ოჯახი...ისინი ყველაფერს შორიდან უყურებდნენ. მათ სახეზე აღიბეჭდა მრისხანება, გაკიცხვა, მაგრამ არცერთის სახეზე შიში არ ყოფილა!
ალბათ ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა ექნება. რათქმაუნდა იმის გამოკლებით რომ ჭკუიდან შევიშალე!
სასწრაფოს მანქნა , პოლიციის ესკორტით მივიდა ქალაქის ცენტრალურ საავადმყიფოსთან.
ძალიან შემრცხვა, როდესაც უკანასკნელი იდიოტივით, საკაცით გადმომიყვანეს სასწრაფოს მანქანიდან. მით უმეტეს რომ ედვარდი გრაციოზულად გადმოვიდა მანქანიდან და შინაურივით შევიდა სავადმყოფოს შენობაში, თითქოს ყოველდღე აქ იყო.
მიმღებში შემიყვანეს–ეს იყო გრძელი ოთახი, რამდენიმე საწოლით, როლებსაც ნახევრადგამჭვირვალე ფარდები ჰქონდა. მედდამ წნევა გამიზომდა და თერმომეტრი ჩამიდო პირში. ფარდების გაწევა არავის მოსვლია აზრად, გაბრაზებულმა გადავწყვიტე, რომ კორსეტი მომეხსნა. მედდის გასვლისთანავე მოვიხსენი კორსეტი და საწოლის ქვეშ შევაგდე.
რამდენიმე წუთში მეორე საკაცით ვიღაც მოიყვანეს. ეს ტაილერ კროული იყო, დასისხლიანებული სახვევით თავზე. საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ აღელვებული მე მიყურებდა.
–ბელა, მე ძალიან დამნაშავე ვარ!..
–მე კარგად ვარ ტაილერ, შენ?
სანამ ვლაპარაკობდით, მედდები სახვევს ხსნიდნენ და დავინახე მისი ჭრილობები შუბლზე და მარცხენა ლოყაზე.
–მე მეგონა მოგკლავდი!–დაიწყო კროულიმ–ძალიან ჩქარა მოვდიოდი და ფურგონი მოცურდა...–ის დაიჭყანა როდესაც მედდამ ჭრილობებს მობანვა დაუწყო.
–ნუ ნერვიულობ მე არაფრი არ მომსვლია.!
–როგორ მოცილდი მანქანას ასე სწრაფად? პიკაპთან იდექი, წამის შემდეგ კი გაქრი.
–მე ედვარდი დამეხმარა.
–ვინ?–ტაილერი ყურებს არ უჯერებდა.
–ედვარდ კალენი გვერდზე მედგა–არასდროს მეხერხებოდა მოტყუება და ამჯერადაც არადამაჯერებლად გაიჟღერა ჩემმა სიტყვებმა.
–კალენი? ის არ შემიმჩნევია. ვაუ სიჩქარეც მასეთი უნდა! როგორაა?
–მგონი კარგად, მაგრამ ისიც საავადმყოფოშია.
მე ხომ შეშლილი არ ვარ, და არც ჰალუცინაციები არ მაწუხებს. როგორ მოხდა ყველაფერი? როგორც ჩანს პასუხს ვერ ვიპოვი.
თავზე რენტგენი გადამიღეს. მედდებს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად მქონდა და ასეც აღმოჩნდა, შერყევაც კი არ მქონდა. მაგრამ ექიმის გასინჯვის გარეშე მაინც არ გამიშვეს. ასე რომ მიმღებში გავიჭედე, ნეტა ტაილერი მაინც შეწყვეტდეს ბოდიშების მოხდას!... ასჯერ მაინც ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად მქონდა , მაგრამ ის მაინც აგრძელებდა მობოდიშებას, რითაც თავსაც იწუხებდა და მეც. ბოლოს თვალები დავხუჭე და იგნორირება გავუკეთე. ტაილერის მონანიება სადღაც შორიდან მესმოდა.
–ბელას სძინავს?–იკითხა დაბალმა ხავერდოვანმა ხმამ და მე მაშნვე თვალები გავახილე.
–ჩემს საწოლთან ედვარდი იდგა და კმაყიფილი იღიმებოდა. მინდოდა მეჩვენებინა , ჩემი გაბრაზება, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მასზე გაბრაზება შეუძლებელი იყო.
–ედვარდ მე ძალიან ვწუხვარ...–დაიწყო ტაილერმა.
ედვარდმა ხელით ანიშნა, რომ გაჩუმებულიყო.
–არ არის სისხლი, არ არის დანაშაული–თქვა მან და თავისი ქათქათა კბილებო გამოაჩინა. ედვარდი ტაილერის საწოლზე ისე დაჯდა, რომ მე მიყურებდა.
–რა დიაგნოზია?–მკითხა მან.
–ყველაფერი რიგზე მაქვს, მაგრამ ჯერ არ მიშვებენ!–შევჩივლე –შენ რატომ არ გიღებენ ანალიზებს?
–მთელი საქმე პირად ურთიერთობებშია!–გაიცინა ედვარდმა.
ამ დროს მიმღებში ექიმი შემოვიდა, მის დანახვაძე ყბა ჩამომივარდა. ექიმი ახალგაზრდა, ქერათმიანი და ნებისმიერ მანეკენზე ლამაზი იყო , რომელიც ოდესმე მენახა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ფერმკრთალი იყო და თვალებთან მიქი რგოლები ჰქონდა.
–აბა მისს სვონ, როგორ გრძნობთ თავს?–მკითხა ექიმმა კალენმა.
ღმერთო, მისი ხმა ედვაერდის ხმაზეც კი უფრო ლამაზი იყო.
–ყველაფერი კარგადაა–მგონი უკვე მეათასედ ვთქვი ეს ფრაზა.
მან ჩემ საწოლთან რენტგენის დაფა აანთო.
–რენტგენი აჩვენებს რომ ყველაფერი კარგადააა–თქვა მან–თავი არ გტკივა? ედვარდმა მითხრა რომ ძლიერად დაგირტყამს.
–ყველაფერი რიგზეა–ვთქვი და უმცროს კალენს მკაცრი მზერა ვესროლე.
ექიმის ცივი თითები ყურადღებთ სინჯავდნენ ჩემს თავს, როდესაც მარცხენა საფეთქელს შეეხო დავიჭყანე.
–გტკივა?
–არა–ვუპასუხე. უარესებიც მქონია.
ფხუკუნის ხმა გავიგე, თავი ავწიე და დავინახე, რომ ედვარდი ღიმილით მიყურებდა, სიბრაზისაგან თვალები დამივიწროვდა.
–მამათქვენი მიმღებთან გელოდებათ. სახლში წადით და თუ თავბრუსხვევას იგრძნობთ ან მხედველობა გაგიუარესდათ საწრაფოდ უკან დაბრუნდით.
–გაკვეთილებზე დაბრუნება შემიძლია?–ვიკითხე მე. სრული ბედნიერებისთვის ისღა მაკლადა, რომ ჩარლის მოევლო ჩემთვის.!
–დღეს უმჯობესია დაისვენოთ– მირჩია ექიმმა.
–ის დაბრუნდება სკოლაში? – დავვინტერესდი და ედვარდს შევხედე.
–ვიღაცამ კარგი ამბავი ხომ უნდა გააგებინოს სკოლას–კმაყოფილებით თქვა უმცროსმა კალენმა.
–თუმცა –ჩაერია ექიმი–მთელი სკოლა აქაა შეკრებილი.
–ო არა!–ამოვიკვნესე და სახეზე ხელები ავიფარე.
–თუ გინდათ აქ დარჩით–ყოყმანით შემომთავაზა ექიმმა კალენმა.
–არა–არა!–შეშინებულმა წამოვიყვირე და მაშინვე ფეხზე წამოვხტი. როგორც ჩანს ვიჩქარე, წონასწორობა დავკარგე და ექიმს მკლავებში ჩავუვარდი, მან მხოლოდ თავი გააქნია.
–საშიში არაფერია– სასწრაფოდ ვთქვი. ხომ არ მოვუყვებოდი, რომ წონასწორობასთან ისედაც საერთოდ მაქვს პრობლემები!
–ტეილენოლი დალიეთ–მირჩია ექიმმა და ფრთხილად დამაყენა ფეხზე.
–თავი თითქმის არ მტკივა–ვჯიუტობდი მე.
–თქვენ ძალიან გაგიმართლათ–გაეღიმე ექიმს და ხელი მოაწერა ჩემი გაწერის საბუთს.
–გამიმართლა რომ ედვარდი გვერდით მედგა– შევუსწორე მე და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე ჩემს მხსნელს.
–ა დიახ რათქმაუნდა,–დამეთანხმა ექიმი და თან რაღაც საბუთებს უყურებდა. შემდეგ ტაილერთან მივიდა.
–თქვენ კი ახალგაზრდავ, მოგიწევთ აქ დარჩენა– უთხრა მან ტაილერს და თან თავის დათვალიერება დაუწყო.
როგორც კი ექიმი შებრუნდა, მაშინვე ედვარდთან მივედი.
–ერთი წუთით გცალია?–ხმადაბლა ვუჩურჩლე მე.
მან უკან დაიხია და ჯიუტად მოკუმა პირი.
–მამა გელოდება–გამოსცრა ედვარდმა.
მე ექიმს და ტაილერს შევხედე.
–მარტო მინდა პირისპირ დაგელაპარაკო, თუ წინააღმდეგი არ ხარ.–არ დავუთმე მე.
ედვარდი შეიჭმუხნა, შემდეგ მიმღებიდან გავიდა და სწრაფად გააბიჯა გრძელ დერეფანში. გავიქეცი, რომ არ ჩამოვრჩენოდი. როდესაც შევუხვიეთ ჩიხში აღმოვჩნდით, და ედვარდი ჩემსკენ შეოტრიალდა.
–რა გინდა?–მკითხა გაღიზიანებულმა.
–შენ დამპირდი, რომ ამიხსნიდი როგორ მოხდა ყველაფერი–შევახსენე მე, მაგრამ ისე თავდაჯერებით ვერა როგორც ვგეგმავდი. მისი მოულოდნელი მტრობა მაშინებდა.
–სიკვდილს გადაგარჩინე, შენ კი კიდევ პრეტენზიები გაქვს! შენი არაფერი მმართებს!
ყოყმანით ვუხარი–შენ ხომ დამპირდი!
–ბელა შენ თავი დაარტყი, და ვერ ხვდები რაებს ლაპარაკობ!–უხეშად მითხრა ედვარდმა.
–თავი ძალიან კარგად მაქვს!
–რა გინდა ჩემგან ბელა?–მის ხმაში მრისხანება გაისმა.
–სიმართლის გაგება!–გაბედლად ვუპასუხე მე.–მინდა ვიცოდე რის გამო მოვატყუე მამაშენი.
–შენი აზრით რა მოხდა?
ჩემი ვერსიის სათქმელად ერთი წუთი დამჭირდა:
–მშვენივრად მახსოვს, რომ ჩემს გვერდით არ იყავი, ტაილერსაც არ დაუნახიხარ, ამიტომ ნუ მეუბნები რომ ამნეზია მაქვს! ფურგონს ორივე უნდა გავეჭყლიტეთ, მაგრამ შენ ის გააჩერე, ამასთან ისეთი ძალით, რომ ფურგონის კარებს შენი ხელები დაეტყო, ჰონდას კი მხრის კონტურები. შენ ერთი ნაკაწრიც კი არ გაქვს... და კიდე ფურგონს შეეძლო ჩემთვის ფეხები გაესრისა, მაგრამ შენ მხოლოდ კი არ გააჩერე მაღლაც ასწიე...
გავჩუმდი რადგან მივხვდი, რომ ჩემი მონათხრობი გიჟის ნაბოდვარს გავდა. იმედგაცრუებისაგან თვალებზე ცრემლები მომდაგა და პირი მოვკუმე, რომ ტირილი არ დამეწყო.
ედვარდი უნდობლად მიყურებდა.
–ფიქრობ, რომ ფურგონი ავწიე?–დამაჯერებელი ტონით მითხრა, მაგრამ ამან ეჭვები უფრო გამიძლიერა, როგორც ჩანს მსახიობობა კარგად შეეძლო.
თანხმობის ნიშნად თვი დავუქნიე.
_შენ მონაყოლს არავინ დაიჯერებს–დამცინავად მითხრა მან.
–სხვებისთვის მოყოლას არც ვაპირებ,–ყველა სიტყვა ნელა, გარკვევით წარმოვთქვი , რათა ბრაზი შემეკავებინა.
–მაშინ რა მნიშვნელობა აქვს?–გაკვირვებულმა მკითხა მან.
–ჩემთვის აქვს–მტკიცედ ვუთხარი– არ მიყვარს როცა ვიტყუები, და მინდა ვიცოდე რისი გულისთვის ვაკეთებ ამას.
–ნუთუ ძნელია უბრალოდ მადლობა გადამიხადო და ყველაფერი დაივიწყო?– მკითხა დაღლილმა.
–მადლობ! –ვთქვი გაბრაზებულმა.
–არ დაწყნარდები არა?
–რათქმა უნდა არა!
–ვშიშობ დიდი იმედგაცრუება გელის.
გაბრაზებულები ვუყურებდით ერთმანეთს. პირველმა დავწყე ლაპარაკი, რადგან მისი ულამაზესი ფერმკრთალი სახისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩემს ძალებს აღემატებოდა.
–შენთვის რაღა მნიშვნელობა აქვს?–ცივად ვკითხე მე.
–არ ვიცი–ხმადაბალ მითხრა მან და მომეჩვენა რომ გულნატკენი იყო.
შემდეგ აღარაფერი უთქვამს შეტრიალდა და წავიდა.
ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ რამდენიმე წუთი ადგილიდან ვერ დავიძერი, შემდეგ ნელა უკან გავუყევი დერეფანს.
როგორც ჩანს ჩემზე და ტეილორზე მთელი სკოლა ღელავდა, რადგან მოსაცდელში უამრავი აღელვებული ხალხი დამხვდა. ჩარლი ჩემსკენ დამოვარდა, მაგრამ ჩემის სახის გამომეტყველებით შეშინებული, ორ ნაბიჯში გაჩერდა.
–ყველაფერი კარგად მაქვს–პირქუშად ვუპასუხე მე. მრისხანებისგან ჯერ კიდევ მაკანკალებდა და ლაპარაკის სურვილი საერთოდ არ მქონდა.
–ექიმმა რა თქვა?
–რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და შემიძლია სახლში წავიდე–ამოვიოხრე და დავინახე ხალხში როგორ მოიკვლევდნენ გზას მაიკი, ჯესიკა და ერიკი –ჩქარა წავედით!
ჩარლიმ ხელი მომხვია მხრებზე და გასავლელისაკენ წამიყვანა. მეგობრებს მორცხვად დავუქნიე ხელი და დავანახე რომ სანერვიულო არაფერი არ იყო. მხოლოდ მაშინ მომეშვა როდესაც პატრულის მანქანაში ჩავსხედით.
ჩუმად მივდიოდით. იმდენად ვიყავი ჩაძირული ჩემს ფიქრებში, რომ ჩარლის ვერც კი ვამჩნევდი. ედვარდის ასეთმა თავდაცვითმა ქცევამ, ჩემი ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა.
ჩარლი მაშინ დამელაპარაკა, როდესაც სახლში მივედით.
–ბელა ... რენეს უნდა დაურეკო–დამნაშავესავით მითხრა მან.
–დედას დაურეკე?– წამოვიძახე შეძრწუნებულმა .
–მაპატიე.
მანქანიდან გადმოვედი და კარები ხმაურიანად დავხურე.
დედა ისტერიკაში იყო. სანამ დამიჯერებდა ოცდათჯერ მაინც გავუმეორე რომ ყველაფერი კარგად მქონდა. რენე მევედრებოდა, რომ ფენიქსში დავბრუნებუილიყავი, იმაზე კი საერთოდ არ ფიქრობდა, რომ სახლში არავინ იყო. მისი თხოვნები საერთოდ არ მაღელვებდა, მე მხოლოდ ედვარდზე და მის საიდუმლოზე ვფიქრობდი. რა სულელი ვარ, რა სულელი! ფორქსიდან წასვლის სურვილიც კი დავკარგე, ამას ვინ იფიქრებდა!
ასეთ სიტუაციაში ყველაზე ჭკვიანური თავის მომძინარება იყო. ჩარლი ცალი თვალით მითვალთვალებდა სატუმრო ოთახიდან, რაც ნერვებზე ძალიან მოქმედებდა.
აბაზანაში შევედი და სამი ტაბლეტი ტაილენოლი დავლიე.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 778 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-02-05 Spam
dzaan magariaaa