მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 16 » ბინდი-Twilight
11:25 PM
ბინდი-Twilight

თავი მეშვიდე
კოშმარი




საშინაო დავალება დავამთავრე ,მაგრამ ჭამაზე უარი ვთქვი. ტელევიზორში იმ კალათბურთის მატჩს აჩვენებდნენ, რომელსაც ასე ელოდებოდა ჩარლი! მე არაფერი მესმოდა კალათბურთის, ამიტომ მიხაროდა რომ ჩარლი არ მთხოვდა მასთან ერთად მეყურებინა..
აღმოვჩნდი თუ არა ჩემს ოთახში კარი ჩავკეტე. მაგიდასთან მივედი, ავიღე ძველი ყურთსასმენები და ჩავრთე პლეიერი. ბოლო შობას ფილმა მაჩუქა შესანისნავი დისკი– ჩემი საყვარელი ჯგუფის სიმღერების კრებულით, თუმცა ჩემი აზრით ამ ალბომში ბევრია დასარტყამი ინსტრუმენტები. მე დავიცვი ყურთსასმენები, დავვარდი საწოლზე და პლეიერს მაქსიმალურად ავუწიე. ყურები ამტკივდა ,მაგრამ კბილების კრეჭითა და დახუჭული თვალებით ვითმენდი. კონცენტრირება მუსიკაზე გავაკეთე და შევეცადე ტექსტი გამერკვია. დისკის ორჯერ მოსმენით ყველა ტექსტი დავიზეპირე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ალბომი უფრო და უფრო მომწონდა. ალბათ კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ფილს.
ბოლოს და ბოლოს ჩემსას მივაღწიე. გამაყრუებელი მუსიკა, ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა, სწორედ ამიტომ ვიყრუებდი თავს, დისკს ისევ და ისევ ვუსმენდი, ვმღეროდი სოლისთტთან ერთად და უკვე დაუძლურებულმა ყურთსასმენები მოვიხსენი და დავიძინე.
სიზმარმა უცნობ ადგილას წამიყვანა–ტყე უცნაურად ნათელი და ლურჯი იყო, თუმცა ჩემი ტვინის რაღაც ნაწილი ხვდებოდა რომ მეძინა, შორიდან მომესმა ოკეანის ტალღების ხმაური, რომლებიც კლდეებს ეხეთქებოდნენ. თუ ვიპოვი ოკეანეს–– ვიპოვი მზესაც. წყლის ხმას მივყევი , მაგრამ უცებ არც კი ვიცი საიდან, გაჩნდა ჯეიკობ ბლექი, რომელმაც უკან ტყისკენ წამიყვანა.
–ჯეიკობ რა მოხდა?–ვკითხე მე.
შიშისაგან გათეთრებული სახით ბიჭს ისევ ტყისკენ მივყავდი. ვცდილობდი შევწინაღმდეგებოდი. არ მინდოდა ისევ იმ სიბნელეში დაბრუნება!
–გაიქეცი ბელა, გაიქეცი! – შეშინებული ჩურჩულებდა ბლეqი.
–აქ მოდი აქ!.. –მაიკის ხმა სადღაც ხეებიდან ისმოდა, მხოლოდ თვითონ არ ჩანდა.
–რატომ?–გავიფიქრე მე და დავეხსენი ჯეიკობს.
მაგრამ მან თვითონ გამიშვა ხელი და მიწაზე დავარდა. ღმერთო! ის ციებიანივით კანკალებს!
–ჯეიკობ! -დავუყვირე მე, ოღონდ უკვე გვიან იყო, -მიწაზე უკვე წითური მგელი იწვა შავი თვალებით. ცხოველი იქით იყურებოდა სადაც ოკეანე უნდა ყოფილიყო. მერე კი შემოტრიალდა, დაიხრიალა და თავისი ეშვებიც გამოაჩინა.
–გაიქეცი ბელა გაიქეცი!–ისევ შემომესმა მაიკის ხმა, მაგრამ არც კი გამიხედავს.უცებ თეთრი სინათლე ვიგრძენი ოკეანის მხრიდან,რომელიც მიახლოვდებოდა.
ხეებიდან ედვარდ კალენი გამოვიდა, ის არამიწიერ შუქს ასხივებდა, მისი თვალები კი საშიშად გამოიყურებოდნენ. მან ხელები გამომიწოდა, უნდოდა მისკენ წავსულიყავი. ჩემს ფეხებთან მჯდომმა მგელმა ყრუდ დაიხრიალა.
მე ედვარდისკენ გადავდგი ნაბიჯი, მან გამიღიმა და ეშვები გამოაჩინა.
–მენდე...
მგელი ყოველ წამს მზად იყო თავს დასხმოდა ვამპირს.
–არა! –დავიყვირე მე... და გამეღვიძა. პლეიერი ხმაურუთ დავარდა ხის იატაკზე.
ოთახში შუქი ენთო მე კი გაუხდელი ვიწექი დაულაგებელ საწოლზე. მაგიდაზე მდგომ საათს გავხედე,–დილის ექვსის ნახევარი იყო.
გაოცებულმა, ფეხსაცმელები მოვისროლე და მუცელზე გადავბრუნდი. არა, როგორც ჩანს დღეს დაძინება აღარ გამომივა. ისევ დავწექი ზურგზე და შევეცადე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფს გამეძრო ჯინსი. ახლა აკრული თმა მაღიზიანებდა, თმისაბნევი მოვიშორე და თმები ჩამოვიშალე. შემდეგ სახე ბალიშში დავმალე.
უსარგებლოა. გონებაში მაინც მოდიოდა ის აზრები,რომლების გაგდებას მთელი ძალით ვცდილობდი.
ისე უცებ წამოვჯექი, რომ სისხლი მომაწვა. რადგანაც ვერ ვახერხებ დავიწყებას, მაშინ შევეცდები გავექცე უსიამოვნო აზრებს. წავალ, დუშს მივიღებ!
დავამთავრე თუარა დუშის მიღება, ისევ შებრუნება მომინდა. თმების შრობით ჩემს ოთახში დავბრუნდი. ვერ გავიგე ჩარლის ისევ ძინავს თუ უკვე წავიდა. ფანჯარაში გავიხედე. პატრულის მანქანა არ ჩანდა. ე.ი. ისევ სათევზაოდაა წასული.
ჩავიცვი ჩემი სპორტული ტანსაცმელი, უსიამოვნო პროცესის მოახლოვება კიდევ რომ გამეწელა საწოლი გავასწორე. მაგიდასთან მივედი და კომპიუტერი ჩავრთე.
ფორქსში ინტერნეტით სარგებლობა მხოლოდ ნერვების უაზრო ხარჯვაა. ჩემი მოდემი ძალიან ნელა მუშაობს. ასე რომ ჯერ მის ინტერნეტთან დაკავშირებას დაველოდე. მანამდე თაფლის ბურბუშელას შევექცეოდი. ვჭამდი ძალიან ნელა, თითქოს ბურბუშელას დიდხანს ღეჭვა სჭირდებოდეს. დავამთავრე, მაგრამ ფეხებმა უარი თქვეს ოთახში დაბრუნებაზე.
ბოლოს და ბოლოს თავს დავძლიე, ოთახში შესულმა ჯერ პლეიერი ავიღე იატაკიდან. ყურთსასმენები ყუთში შევინახე. ვიფიქრე ცუდი არ იქნება კარგი მუსიკის მოსმენა,––ჩავრთე დისკი და ხმას მინიმუმამდე დავუწიე.
მძიმედ ამოვისუნთქე და კომპიუტერისაკენ შევტრიალდი . რათქმაუნდა ეკრანი დაფარული იყო რეკლამების განცხადებებით, მომიწია მათი ჩაკეცვა. ბოლოს შევედი ჩემს საყვარელ „მძებნელში" და დავწერე ერთადერთი სიტყვა
„ვამპირი"
რეზულტატის მოლოდინში ჩუმად ვნერვიულობდი. შედეგად შემომთავაზეს რამდენიმე ათასი საიტი. პირველ გვერდზე იყო ნებისმიერი ინფორმაცია ფილმებზე, ტელე–შოუებზე, კომპიუტერულ თამაშებზე და გვთავაზობდნენ სპეციალურ კოსმეტიკასაც კი გოთებისთვის.
საინტერესო საიტი " ა-დან ჰ-მდე" რატომღაც მესამე გვერდზე განეთავსებინათ. მოუთმენლად ველოდი ბოლოს და ბოლოს როდის ჩაიტვირთებოდა. აი მთავარი გვერდიც, როგორც იქნა! არავითარი გაფორმება,––თეთრ ფონზე შავი წარწერები. ჩანდა ორი ციტატა:
„ ბნელ სამყაროში, რომელიშიც დემონები და მოჩვენებები ცხოვრობენ, არავინაა იმათზე საშიში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყის მომხიბვლელი, როგორც ვამპირები. ისინი არ იქცევიან არც დემონებად და არც მოჩვენებებად, მაგრამ ფლობენ ისეთივე ეშმაკურ და ჯადოქრულ ძალას."
„ თუ კი ამ სამყაროში რაიმეზე მოიპოვება საკმარისი რაოდენობა დამამტკიცებელი საბუთებისა ეს ვამპირიზმზეა. არსებობს ხელწერილები ცობილი ადამიანების, ექიმების, მღვდლებისა და მოსამართლეების, რომლებიც მათ არსებობას ამტკიცებდნენ––მეტი დამამტკიცებელი საბუთი არც გვჭირდება. თუნდაც ასე იყოს, მაგრამ მაჩვენეთ თუნდაც ერთი ადამიანი რომელსაც სჯერა ვამპირების არსებობის!" რუსო"
ქვემოთ ანბანის მიხედვით დალაგებული იყო აბზაცები მთელი მსოფლიოს ვამპირთა ისტორიებზე. პირველად შევედი ფილიპინელი ვამპირის დანაგის ისტორიაზე–– თითქოს ის უხსოვარი დროიდან დასახლებულა ტაროს კუნძულზე და მშვიდობიანად ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობის გვერდით, სანამ არ მოხდა საშინელება: ახალგაზრდა ქალმა შემთხვევით ნემსი თითზე იჩხვლიტა, ნაჩხვლეტის დამუშავებისას დანაგს ისე მოეწონა მისი სისხლი, რომ მან ის უკანასკნელ წვეთამდე ამოწოვა.
ყურადღებით ვკითხულობდი ისტორიებს და ვცდილობდი მათში სიმართლის მაგვარის პოვნას. ამ ისტორიებში ვამპირის როლს ლამაზი ქალები ასრულებდნენ, მსხვერპლისას კი პატარა ბავშვები. ვამპირები აღმოჩნდნენ მიზეზნი ბავშვთა ხშირი დაღუპვისა და მამაკაცთა უნდობლობისა ქალებისადმი. თითქმის ყველა ისტორიაში იყო პრაქტიკული რჩევები როგორ დავასაფლაოთ ვამპირი, რომ მისმა აფორიაქებულმა სულმა მოისვენოს. არც ისე გავდა იმას რაც ფილმებში მენახა: როგორც გაირკვა არსებობს ორი ვამპირთა სახეობა,–პოლონური უპირები და ებრაული ესტრები, რომლებიც სისხლის დასალევად ხოცავდნენ ადამიანებს.
განსაკუთრებით სამმა სახეობამ დამაინტერესა: რუმინელი ვარაკოლაკები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალითა და უკვდავებით, ისინი ღებულობდნენ ულამაზეს ჭაბუკთა სახეს; სლოვენელი ნელაპსები, რომელთაც შეეძლოთ შუაღამისას მუსრი გაევლოთ მთელი სოფლისათვის; და სტრეგონელი ბენეფიცები ანუ იტალიელი ვამპირები.
უკანასკნელს მოყვებოდა ერთადერთი წინადადება-„ სტრეგონელი ბენეფიცები მიეკუთვნებიან ერთადერთ სახეობას, რომლებიც გადასულნი არიან ნათელ ძალებში და ემტერებიან სხვა დანარჩენ ვამპირებს."
რამოდენა შვება ვიგრძენი ამის წაკითხვისას! ე.ი. არსებობენ კეთილი ვამპირებიც!
კითხვისას ვცდილობდი გამეანალიზებინა ყველაფერი, ვცდილობდი მეპოვა ის რასაც თვთონ ვამჩნევდი: სიჩქრე, ძალა, სილამაზე, ნათელი კანი, თვალის ფერის ცვლილების უნარი, პლუს ამას რაც ჯეიკობისგან გავიგე: სისხლისმსმელები, მაქციების მტრები, სხეულის დაბალი ტემპერატურა, უკვდავება. მაგრამ არა, ამდაგვარი ვერაფერი ვერ ვიპოვე.
კიდევ ერთი წინააღმდეგობა არსებობდა: ვამპირებს არ შეუძლიათ დღისით გარეთ გამოსვლა,ამ დროს მათ ძინავთ კუბოებში, ღამით კი სანადიროდ გამოდიან.
გაბრაზებულმა პირდაპირ გამოვრთე კომპიუტერი. სიბრაზე და დაურწმუნებლობა ერთმანეთში მერეოდა. რა სიგიჟეა! ვზივარ კომპიუტერთან და ვეძებ ინფორმაციას ვამპირებზე! კი მაგრამ რა მჭირს? ალბათ ყველაფერში ეს საძაგელი ქალაქია დამნაშავე!
სადღაც უნდა წავიდე! სინამდვილეში ყველაზე ახლო, სადაც მე მინდოდა წასვლა აქედან სამი დღე-ღამის სასიარულო იყო. მაგრამ მაინც, ფეხზე ჩავიცვი, დავეშვი კიბეებზე, მოვიხვიე მოსაცმელი და გარეთ გავედი,––არც კი ვიცოდი სად მივდიოდი.
ცა მუქი ღრუბლებით დაფარულიყო, მაგრამ ჯერ არ წვიმდა. პიკაპზე არც კი შემიხედავს ისე გავუყევი ჩარლის ეზოს და ტყისკენ წავედი. საკმაოდ მალე სახლი და გზა გაქრნენ მხედველობიდან, ფოთლებზე მიმავალს მხოლოდ შევარდენთა კივილი და საკუთარი ფეხის ხმა მესმოდა .
ტყეში ძლივს შესამჩნევი ბილიკი იკვეთებოდა, თორემ ვერც გავბედავდი ასე ღრმად იქ შესვლას. ცუდი ორიენტირების უნარი მაქვს, ამიტომ შემიძლია ნაცნობ ქალაქშიც კი ამებნეს გზა. ბილიკს უფრო და უფრო ღრმად შევყავდი ტყეში. ვცდილობდი გამომეცნო ხეების სახელწოდებები, მაგრამ მხოლოდ იმათი გავიხსენე, რომლებზეც როდესღაც ჩარლი მიყვებოდა. ზოგი ხე ისე იყო შეჭმული პარაზიტებისაგან, რომ მათთან მიახლოვებაც კი შემეშინდა.
საკუთარ სიბრაზისა და უძლურების შეგრძნებას ბილიკისკენ––ტყის სიღრმეში მივყავდი, მაგრამ მალე დავწყნარდი და მივხვდი, რომ წინ წასვლას აზრი აღარ ქონდა. რამდენიმე ცივი წვეთი დამეცა საყელოზე, ვერ მივხვდი წვიმას იწყებდა თუ უკვე გადაიღო, წყალი კი ფოთლებიდან წვეთდა. დავინახე მოჭრილი ხე, რომელზეც ქურთუკი დავაფინე, დავჯექი და თავი იქვე მდგომ ფიჭვს მივაყრდენი.
არ ღირდა აქ მოსვლა, მაგრამ სხვაგან სადღა უნდა წავიდე? ტყე ისეთი ბნელი იყო, ძალიან გავდა ჩემს გუშინდელ კოშმარს, ისე რომ ვერაფრით დავწყნარდი. ჩემი ნაბიჯებიც მიჩუმდა და მკვდარმა სიჩუმემ დაისადგურა . ჩიტებმა შეწყვიტეს სიმღერა. წვეთებმა უფრო ხშირად დაიწყესდაცემა,––ეს იმას ნიშნავდა რომ წვიმა დაიწყო. დამჯდარმა შევამჩნიე, რომ გორაკის იქით არფერი ჩანდა. გამოდის ვინმე რომ მოვიდეს სამ ნაბიჯშიც კი ვერ დამინახავს.
აქ, ხეების გარემოცვაში უფრო ადვილი იყო იმ აბსურდის დაჯერება რაც ინტერნეტიდან გავიგე. ტყე ათასწლეულების მანძილზე არ იცვლებოდა, და ყველა მითი და ლეგენდა უფრო რეალურად მეჩვენებოდა ამ მწვანე ბინდში, ვიდრე ნათელ ოთახში.
დიდი ძალისხმევით მოვახდინე კონცენტრირება ორ კითხვაზე, რომლებიც მაღელვებდნენ ყველაზე მეტად.
ჯერ ერთი შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს ის რაც ჯეიკობმა მოყვა კალენებზე? რათქმაუნდა ლოგიკურად გამოიყურებოდა გამოკვეთილი პასუხი. იფიქრო ასეთ რამეზე სისულელეა და უფრო მეტიც სირცხვილია, ისეთი ფსიქიკურად ნორმალური გოგონასთვის როგორსაც საკუთარ თავს ვთვლიდი. მაგრამ მაშინ სად არის სიმართლე? ხომ უნდა არსებობდეს რაციონალური პასუხი იმაზე, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!
ისევ და ისევ ვალაგებდი საკუთარ აზრებს: უდიდესი ძალა და სიჩქარე, თვალის ფერი, რომელიც შავიდან ოქროსფერამდე იცვლება, არამიწიერი სილამაზე, ფერმკრთალი, ცივი კანი. და ყველაზე უცნაური: კალენები არასოდეს ჭამენ, მოძრაობენ საოცარი გრაციით. და ედვარდი როგორ ლაპარაკობს! ასეთი გამომეტყველება და ფრაზები დამახასიათებელია მხოლოდ გასული საუკუნის ინგლისური რომანებისათვის და არა თანამედროვე ამერიკელი თინეიჯერისთვის! იმ დღეს როცა ჩვენი სისხლის ჯგუფს ვარკვევდით, გაკვეთილი გააცდინა. შაბათისთვის ჩვენთან ერთად გასეირნებაზე მხოლოდ მაშინ თქვა უარი, როცა გაიგო სად მივდიოდით. როგორც ჩანს მისთვის ცნობილია რას ფიქრობენ გარშემომყოფნი... ჩემს გარდა. მან თვითონ გამაფრთხილა რომ ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენს და უკეთესია თუ მასთან არ ვიმეგობრებ... ნუთუ კალენები––ვამპირები არიან? არ ვიცი. მაგრამ აბა ვინ არიან ისინი? შეიძლება „თეთრები" არიან , როგორც ჯეიკობი ამბობს, ან სუპერმენები, როგორც პიტერ პარკერი, მაგრამ ფაქტია რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან.
ესეიგი პასუხი ჩემს კითხვაზეა––„ შეიძლება"
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რა უნდა ვქნა თუ ეს სიმართლეა?
თუკი ერვარდი ვამპირია (ვცდილობდი არ ჩავკვირვებოდი ამ სიტყვის მნიშვნელობას) მაშინ რა უნდა ვქნა? ვერავის ვერ ვთხოვ რჩევას, ალბათ ყველა არანორმალურად ჩამთვლის.
არის მხოლოდ ორი გამოსავალი. პირველი––მივყვე მის რჩევას, ვიყო ჭკვიანი, თავი მისგან შორს დავიჭირო, თავი მოვიჩვენო რომ ჩვენს შორის ყრუ მინის კედელია და ვთხოვო თავი დამანებოს.
ამ ვარინტის მოფიქრებისას საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. არა ასეთ გამოცდას მე ვერ ავიტან, სხვა რამის მოფიქრება მომიწევს მაგრამ რის? ბოლოს და ბოლოს თუკი ის ბოროტია, ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. ტაილერის ფურგონი ალბათ ბრტყელ მასად გადამაქცევდა, რომ არა ედვარდის რეაქცია. შეიძლება მან თავისდა უნებურად გადამარჩინა, მაგრამ თუკი არსება თავისდა- უნებურად იცავს სხვის სიცოცხლეს, ის არ შეიძლება იყოს ბოროტი.
მძიმე ფიქრებისგან თავბრუ დამეხვა.
ერთი რამ კი ზუსტად ვიცოდი: ის ბნელი ედვარდი სიზმარში, წარმოიშვა ჯეიკობის მონაყოლით და არა საკუთარი ქვეცნობიერით. სინამდვილეში შავი თვალებისა და გრძელი ეშვების გამო კი არ ვყვიროდი, არამედ მეშინოდა არფერი დამართნოდა მას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის!
ნელ-ნელა ჩემს ცნობიერებაში პასუხი ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს მე არჩევანი არა მაქვს-– საბოლოოდ ვარ დაბმული. ახლა მივხვდი, რომ ჩემი საშინელი საიდუმლოთი ვეღარსად წავალ. როდესაც ვფიქრობდი მასზე, მის ხმაზე, ჰიპნოზისმომგვრელ თვალებზე, მის გრაციოზულ სიარულის მანერაზე, არაფრის სურვილი აღარ მქონდა გარდა მის გვერდით ყოფნისა. თუნდაც... არა მე აღარ ვიფიქრებ ამაზე. ყოველი შემთხვევისთვის არა აქ, ბნელ ნაძვებსა და ფიჭვებს შორის. არა ახლა, როცა წვიმის წვეთები მიწას კაკუნით ეცემიან, როგორც ჩუმი ნაბიჯები, მძიმე ღრუბლებისგან კი ისე ბნელა, როგორც ღამით...
შემკრთალი უცებ წამოვჯექი, იმის შიშით რომ თითქოს წვიმა ბილიკს წაშლიდა. საბედნიეროდ არსად წასულა, მან გამიკვლია გზა ტყის სველ ლაბირინთებში. მთელი ძალით გავრბოდი, კაპიუშონი სახეზე მქონდა ჩამოფხატული. ღმერთო, რა შორს შემოვსულვარ!.. იმედია სწორი მიმართულებით მივდივარ! მაგრამ სანამ შეშინებას მოვასწრებდი, მანამდე გამოჩნდა ტოტებს შორის სინათლე და მოაღწია მანქანების ხმაურმა. აი ბოლოს და ბოლოს ჩარლის ეზოც...
სახლში თორმეტისთვის დავბრუნდი, უცბად ავირბინე ოთახში და სუფთა ჯინსი და სვიტერი გადავიცვი. დანარჩენი დღის დაგეგმვა არც ისე რთული აღმოჩნდა, ოთხშაბათისთვის უნდა დამეწერა თხზულება „მაკბეტის’’ რომანზე. თავით გადავეშვი სამუშაოში. ვტკბებოდი სიწყნარით, რომელიც ხუთშაბათის შემდეგ არ მიგვრძნია.
ხშირად ვგრძნობდი ამდაგვარ რამეს–– გადაწყვეტილებას ადვილად ვერასოდეს ვიღებდი, მაგრამ არჩევანის გაკეთებისას უდიდეს შვებას ვგრძნობდი. მაგრამ ხანდახან საშინელ სასოწარკვეთილებასაც, მაგალითად როცა გადავწყვიტე ფორკსში გადმოვსულიყავი. თუმცა გაურკვევლობაში ცხოვრებას ისევ ასე ჯობია.
ოღონდაც ეს გადაწყვეტილება მოვიდა თავისთავად, ყოველგვარი წვალების გარეშე. უცნაურია და საშიშიც!
დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი გამოდგა––რვა საათამდე თხზულებაც დავამთავრე. ჩარლიც კმაყოფილი დაბრუნდა––საკმაო თევზი დაუჭერია. სიეტლში როცა წავალ, აუცილებლად ვიყიდი კულინარიულ წიგნს თევზების მომზადებაზე. ამის გაფიქრებაზე ზურგზე ჟრუანტელმა დამიარა, ისე როგორც ჯეიკობთან საუბრის დროს. საოცარია მაგრამ არვითარ შიშს არ განვიცდიდი.
იმ ღამით სიზმრების გარეშე მეძინა, იმდენად ვიყავი დაღლილი. მეორე დილა მზის შუქით განათებული დამხვდა, ეს უკვე მეორე მზიანი დღეა რაც ფორკსში ჩამოვედი. ფანჯარაში გავიხედე და ლურჯი ცა დამხვდა, ქათქათა ღრუბლის ნაფლეთები კი ვერაფრით მოასწავებდნენ წვიმას. ფანჯარა გავაღე და სიამოვნებთ ჩავისუნთქე თბილი, მშრალი ჰაერი. როგორც იქნა სისხლი ამიმოძრავდა!
ქვემოთ დავეშვი, ჩარლის უკვე დაემთავრებინა საუზმე. მას ჩემი განწყობა არ გამოპარვია.
––შესანიშნავი დღეა!––თქვა მამამ.
––საოცარი!––ღიმილით დავეთანხმე მე.
ჩარლიმ გაიღიმა და მისმა თაფლისფერმა თვალებმა გაიბრწყინეს, ახლა გახდა გასაგები თუ რატომ გადაწყვიტა მან დედასთან ადრეულ ასაკში შეუღლება. მამას უკვე კარგად ვიცნობდი, ასე რომ ის უკვე შორს იყო რომანტიზმისა და ყავისფერი თმებისაგან, მაგრამ ღირდა მხოლოდ ერთხელ გაეღიმა და ვხედავდი ბიჭს, რომელიც მზად იყო შეყვარებულთან ერთად გაპარულიყი ცხრამეტი წლის ასაკში.
საუზმობისას დავაკვირდი, როგორ ცეკვავდნენ მზის სხივებში მტვრის პაწია ნაწილაკები. ჩარლი დამემშვიდობა. სახლიდან გასვლისას კი კარებთან შევჩერდი, ––წავიღო თუარა მოსაცმელი? მაგარამ არ ღირს ბედთან თამაში, ასე რომ მხარზე მოვიგდე და მზით გაჩახჩახებულ ქუჩაში გავედი.
სკოლაში მისულთა შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი. პიკაპი გაჩერებაზე დავტოვე, მე კი იქვე სკოლასთან ჩამოვჯექი. სკამი ნოტიო იყო და მოსაცმელი დავიფინე, გამიხარდა რომ უარი არ ვთქვი მის წამოღებაზე. საშინაო დავალება შესრულებულია, –– პირადი ცხოვრების ამოცანების ზუსტ ამოხსნაში კი ისე ვიყავი დარწმუნებული როგორც ტრიგონომეტრიისაში... ჩაფიქრებულმა რვეული ამოვიღე და მხოლოდ ცოტახნის შემდეგ აღმოვაჩინე რომ დამიხატავს ხუთი წყვილი შავი თვალი.. სასწრაფოდ მომიწია მათი საშლელით წაშლა.
––ბელა!––შორიდან მომესმა ვიღაცის ხმა. ალბათ მაიკია. სანამ მე ვიჯექი და ვოცნებობდი, სკოლის ეზო ბავშვებით შევსებულა. უმეტესობას მაისურები ეცვათ, მიუხედავად იმისა რომ გრადუს ცელსიუსი თხუთმეტს არ სცილდებოდა. ხელის ქნევით ჩემკენ მაიკი მოდიოდა, გრძელი ხაკისფერი შორტი და ლურჯი მაისური ეცვა.
–– გამარჯობა მაიკ!––პასუხად დავუქნიე ხელი მეც. ასეთ დილას ძალიან მინდოდა კეთილი ვოფილიყავი.
მაიკი გვერდით მომიჯდა, ისე იყო გახარებული ჩემი ნახვით რომ უცებ მადლიერება ვიგრძენი მის მიმართ.
––არასოდეს შემიმჩნევია, რომ შენს თმებს მიწითალო ელვარებაც აქვს,–– ჩაფიქრებულმა თქვა და პატარა კულული დაიჭირა, რომელიც მსუბუქმა ნიავმა ამითამაშა.
––მხოლოდ მზეზე.–– უხერხულობა ვიგრძენი როცა მან ყურთან თმა გამისწორა.

––კარგი დღეა არა?
––შესანიშნავი!––დავეთანხმე მე.
––რას აკეთებდი გუშინ?––მბრძანებლურად მკითხა მან.
––თხზულებას ვწერდი...
––მისმინე ეგ ხომ ხუთშაბას უნდა მივიტანოთ, ასე არ არის?––მან თეატრალულად დაიკაკუნა შუბლზე.
––უფრო სწორად ოთხშაბათს.
––ოთხშაბათს? ა ხო.. და რაზე წერ?
––იმაზე, შეიძლება თუარა შექსპირს ცოლთმოძულე ვუწოდოთ.
მან ისე შემომხედა თითქოს სუახილურ ენაზე დავიწყე ლაპარაკი. ალბათ გადაფიქრება მომიწევს,–– მოიწყინა მან,–– დღეს შენი დაპატიჟება მინდოდა...
––ო!–– ისევ უსიამოვნო შეგრძნება. რატომ ვგრძნობ თავს ყოველთვის უხერხულად მაიკთან ერთად?
––გავიაროთ, სადმე ვისადილოთ და მერე დავჯდები თხზულებაზე. ––ფართო ღიმილით შემოთავაზა მან.
––მაიკ...––ატანა არ მაქვს როცა უხერხულში მაყენებენ,––არ მგონია რომ ეს კარგი იდეაა!
––რატომ?
––იცი...შენ თუ ვინმესთან იჭორავებ იმაზე რასაც ახლა გეტყვი, მომიწევს თვალში ჩაგარტყა,––გავამუქე მე,–– ეს ხომ გულს გაუტეხავს ჯესიკას?!
––ჯესიკას?––მკითხა გაკვირვებულმა , აშკარად არ დაფიქრებულა ამ ვარიანტზე.
––ღმერთო! შენ რა ბრმა ხარ?
––ხო...––ძლივს წარმოთქვა მან, მე კი ვისარგბლე მომენტით და ფეხზე წამოვხტი.
––გაკვეთილზე ვარ წასასვლელი, თორე კიდე დავიგვიანებ.
––ზუსტად, ––თქვა გაბრწყინებულმა და ისიც ადგა. ნომერ 3 კორპუსამდე ჩუმად მივდიოდით.
ტრიგონომეტრიაზე ჯესიკა სიხარულისგან ბრწყინავდა. ის ანჯელასა და ლორენთან ერთად აპირებდა პორტ-ანჯელესში წასვლას საღამოს კაბებისთვის. მან მეც შემომთავაზა წასვლა, ––არც კი ვიცოდი რა მეპასუხა. ფორქსისგან თავის დაღწვა დაქალებდან ერთად ძლიან კარგია, მაგრამ იქ ხომ ლორენიც მოდის... ყოველი შემთხვევისთვის ჯერ ჩარლის უნდა ვთხოვო ნებართვა.
ესპანურზე ჯესიკა მთელი გაკვეთილი ცეკვებზე ლაპარაკობდა, ასე რომ ვერაფერი მოვისმინე, არც შესვენებაზე მოისვენა და არც ლანჩზე. ოღონდაც მე უკვე დაყრუებული ვიყავი ჩემი ფიქრებით და მისი მოსმენა აღარ შემეძლო. საოცრად მინდოდა არა მარტო მისი არამედ დანარჩენი კალენების ნახვაც, რომ დავრწმუნებულიყავი საკუთარ თავში. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, ვიგრძენი ცივი შიში, რომელმაც საშინლად მომიჭირა გულზე. ვაითუ მათ წაიკითხონ ჩემ აზრები? და უფრო უარესი–– ედვარდმა აღარ ისურვოს ჩემთან დაჯდომა?
ჩვევის გამო კალენების მაგიდისკენ გავიხედე, მაგრამ მუცელში უსიამოვნო გძნობამ დამიარა, მათი მაგიდა ცარიელი იყო. ჯერ კიდევ იმედით მიმოვიხედე ირგვლივ, იქნებ ცალკე ზის და მე მელოდება? მაგრამ თავისუფალი ადგილი თითქმის არ დარჩა, ედვარდი და მისი ოჯახი კი არსად ჩანდა. ეს დღე უკვე აღარაფრად ითვლება, შავმა სასოწარკვეთილებამ მომიცვა. ძლივს-ძლივობით ვადგამდი ნაბიჯებს, უკვე ჯესიკას თავს აღარც ვაჩვენებდი, თითქოს ვუსმენდი.
ესპანურზე შეგვაყოვნეს, ამიტომ ყველაზე ბოლოები ვიყავით ლანჩზე. თითქოს არც შემიმჩნევია მაიკის მაგიდასთან ცარიელი ადგილი, ანჯელას გვერდით დავჯექი. აი ნიუტონმა ჯესიკას სკამი, გამოუწია რომ დამჯდარიყო, ისიც სიამოვნებით დახტა. წარმოვიდგინე ამის მერე რამდენ ხანს ილაპარაკებდა მაიკის ჯენტლმენობაზე!
ანჟელა რაღაცას მეკითხებოდა თხზულებაზე მე კი ვცდილობდი მეპასუხა. არადა ვგრძნობდი გული როგორ მეფლითებოდა ტკივილისგან. მეგობარმა ისევ მთხოვა მათთან ერთად წასვლა, ამჯერად დავთანხმდი––იქნებ გულს გადავაყოლო..
შავი სასოწარკვეთილების შორის, რომელმაც მთლიანდ მომიცვა ჯერ კიდევ ჩანდა იმედის პატარა სხივი, რომელიც მაშინვე ჩაქრა როცა ბიოლოგიაზე მისულს ცარიელი მერხი დამხვდა.
დღე საშინლად გაიწელა. ფიზკულტურაზე აგვიხსნეს ბადმინტონის თამაშის წესები. ესეიგი მომიწევს ახალი გამოცდა! მაგრამ კარგია რომ დღეს უნდა ვიჯდე და არა ვბორიალობდე კალათბურთის თამაშისას.
სახლში მალე მინდოდა მისვლა, რომ კარგად მეტირა, სანამ წასასვლელდ გამომივლიდნენ, მაგრამ გავაღე თუარა კარები, ჯესიკამ დარეკა: შოპინგი გაუქმებულია. მაიკმა სადილზე დაპატიჟა! როგორც იქნა ყველაფერი გაიგო! შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ვიშიშობ, რომ ჩემს ხმაში არ ისმოდა საკმარისი სიხარული და აღფრთოვანება. ჯესიკამ მითხრა, რომ პორტ-ანჯელესში ხვალ წავიდოდით.
ეხლა რა ვაკეთო? თევზი დაახლოებით თხუთმეტი წუთი და მზადაა, სალათი კი გუშინ მოგვრჩა. გადავწყვიტე მემეცადინა, მაგრამ ელექტრონულ ფოსტაში უამრავი წერილი აღმოვაჩინე, ისინი დედასგან იყო, რომელთა ტონი უფრო და უფრო იწევდა თითოეული წერილის შემდეგ. მე კი მოკლედ მივწერე:
„ დედა! მაპატიე რომ დიდი ხანია არ მომიწერია. მეგობრებთან ერთად პლაჟზე ვიყავი, კვირას კი თხზულებას ვწერდი. დღეს ფოკსში სინათლე და მზეა. ვიცი-ვიცი, მე თვითონაც გაოცებული ვარ! უფრო მეტს ვსეირნობ რომ ვიტამინი А მივიღო. გკოცნი. ბელა"
იქნებ რამე წამეკითხა? თან არც ისე ბევრი წიგნი წამომიღია, ყველაზე დიდი ჯეინ ოსტინის ნაწარმოებების კრებული იყო. ავიღე წიგნი და უკან ეზოში გავედი, თან ძველი პლედი წავიღე. ჩარლის ეზო ძალიან პატარა და კვადრატის ფორმის იყო, რამდენიც არ უნდა ენათებინა მზეს ის მაინც ყოველთვის ნოტიოდ რჩებოდა. პლედი ორად მოვკეცე და წამოვწექი, გადავშალე წიგნი, უნდა ამერჩია რომანი რომელიც თავდავიწყებაში მომისროლიდა. ყველაზე მეტად „სიამაყე და გაფრთხილება" და „გრძნობა და მგრძნობიარობა" მომეწონა. მესამე თავამდე მივედი, როცა გამახსენდა რომ მთავარ გმირს ედვარდი ერქვა. დაბნეულმა „მენსფილდ-პარკი"გადავშალე იქაც მთავარ გმირს ედმუნდი ერქვა, ეს კი ერთი და იგივეა. საოცარია––მეთვრამეტე საუკუნეში ამ სახელის გარდა სხვა არ არსებობდა?
წიგნი მოვისროლე და ზურგზე დავწექი, –– ვეცადე არაფერზე მეფიქრა და დავმტკბარიყავი მზს სხივებით, რომლებიც კანზე მეალერსებოდნენ. ქარით მონაქროლი თმები სახეზე მეთმაშებოდნენ, ისინი ავიკარი, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, თუ როგორ ცურაობდნენ მზის სხივებში ჩემი ღაწვები, ცხვირი,თვალები, ყელი, მხრები. ეხლა მე ვდნებოდი როგორც ირისის კანფეტი...
და უცებ ხმა შემომესმა წინა ეზოს მხრიდან. წამოვჯექი და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მზე ჩასულა. გამოდის საათნახევარია უკვე მძინავს, საშინლად დაბნეულმა გავიგე რომ ეზოში ვიღაც იყო.
–– ჩარლი?–– დაბალ ხმაზე დავიძახე მე, წამის შემდეგ კი გავიგონე მისი მანქანის კარის ხმა.
საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ფეხზე წამოვდექი, ავიღე წიგნი და ნოტიო პლედი. შემოსასვლელში ჩარლი დამხვდა––გამახსენდა რომ თევზი არ მომიმზადებია.
––მაპატიე მამა, ვახშამი ჯერ მზად არ არის, ეზოში ჩამეძინა.
––არაუშავს,––დამაწყნარა მან.–– ისედაც მინდოდა ბეისბოლის მატჩის ყურება.
როგორც კი ჩარლი ტელევიზორს მიუჯდა, შევვარდი სამზარეულოში, პლედი სარეცხ მანქანაში შევაგდე. გადმოვიღე თევზის ფილე და ტაფაზე ზეთი დავასხი. კარგია რომ მამამ თევზი პატარა ნაჭრებად დაჭრა, ––ისინი ძალიან მალე იწვებოდნენ.
ვახშმის შემდეგ არ ვიცოდი უსაქმურობისგან რა მეკეთებინა, ამიტომ ტელევიზორს მივუჯექი. ჩარლიმ თავისი ბეისბოლის მატჩი ჩემი გულისთვის გაწირა და რაღაც უაზრო სერიალზე გადართო. კმაყოფლი იყო იმით, რომ ჩვენ ერთად ვიჯექით ტელევიზორთან, მე კი მიხაროდა რომ შევძელი მესიამოვნებინა მისთვის.
––მამა,–– დავიწყე მე რეკლამის დროს,––ანჯელა და ჯესიკა ხვალ პორტ-ანჯელესში აპირებენ წასვლას. მათ უნდათ საღამოს კაბების არჩევა და მთხოვენ მათთან ერთად წავიდე. შეიძლება?
––ჯესკა სტენლი?––მკაცრად ჩამეკითხა მან.
––კი, და ანჯელა ვებერი, ––ამოვისუნთქე მე.
––ხო მგრამ შენ ხომ არ მიდიხარ ცეკვებზე?
––მათ უნდათ რომ დავეხმარო კაბის არჩევაში...იცი მეგობრული რჩევა და კონსტრუქტიული კრიტიკა არასოდესაა ცუდი.
ქალისთვის ამდენი რამის ახსნა არ მომიწევდა!
––კარგი,––მითხრა ჩარლიმ, რომელსაც სულ არ აინტერესებდა ქალური საოცრებები.––ხო მაგრამ ზეგ ხომ სკოლა გაქვს?––მკაცრი ტონით დაამატა მან.
––ჩვენ წავალთ გაკვეთილების შემდეგ და შევეცდებით რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ. ხომ შეძლებ უჩემოდ ისადილო?
––ბელზ მე ჩემთვის ვამზადებდი სადილს მთელი ჩვიდმეტი წელი!––შემახსენა მამამ.
––არვიცი როგორ გადარჩი ––ჩავიბუტბუტე მე და მერე ხმამაღლა დავამატე:––სენდვიჩებს გავაკეთებ და მაცივარში დაგიტოვებ კარგი?
ჩარლიმ კმაყოფილმა დამიქნია თავი.
მეორე დილაც საკმაოდ ნათელი იყო. კარგ ხასიათზე გავიღვიძე და მეორე მზიანი დღის ხათრით მუქი ლურჯი ბლუზი ჩავიცვი, სამკუთხედი გულით, რომელსაც ფენიქსში ყველზე ცივ ამინდში––შუა ზამთარში ვიცმევდი.
სკოლაში ზუსტად ზარს მივუსწარი. სადგომთან ვტრიალებდი და ვეძებდი თავისუფალ ადგილს. ახლა რომ უცებ ვერცხლისფერი „ვოლვო" დავინახო! მაგრამ ის არ ჩანდა... ძლივს ვიპოვე ადგილი ბოლო რიგში და გავიქეცი ინგლისურზე. სულში კი კატები მკაწრავდნენ.
როგორც გუშინ, დღესაც იმედი სუსტ ენძელასავით მეზრდებოდა გულში მანამ სანამ ბუფეტში მათი ცარიელი მაგიდა არ დავინახე და ბიოლოგიაზე ––ცარიელი მერხი.
საყიდლებზე წასვლის გეგმა ძალაში დარჩა, ოღონდ ლორენმა გადაიფიქრა. ჩემთვის უკეთესი! თან აუცილებლად მჭირდება აქედან წასვლა, ისედაც ყოველ წამს ვიხედები ირგვლივ იმის იმედით, რომ დავინახავ ჩემთვის ძვირფას სახეს. შევეცდები ვიყო მხიარული და მეგობრებს ხასიათი არ გავუფუჭო. ისედაც არ მაწყენდა გარდერობის განახლება. ის რომ სიეტლში მარტო მომიწევდა წასვლა, ფიქრიც არ მსურდა. არა, ედვარდს თუ გეგმები შეეცვლება აუცილებლად გამაგებინებს.
გაკვეთილების შემდეგ ჯესიკა ჩემთან წამოვიდა, მე კი პიკაპი ჩარლის ეზოში დავტოვე. შევირბინე სახლში, გავისწორე თმები, ჩარლის წერილი დავუტოვე რომ სენდვიჩები მაცივარშია. საფულე სკოლის ჩანთიდან ელეგანტურ ჩანთაში გადავიტანე.
შემდეგ კი ჯესიკას ძველი „ფორდით" ანჯელასაც გავუარეთ. როდესაც აღმოჩნდა, რომ ფორქსს გავცილდით, სხეულის ყველა უჯრედით მოვეშვი.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 780 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-03-17 Spam
magariaaa