მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 12 » Nobody Is Perfect♥35
0:06 AM
Nobody Is Perfect♥35

 

სიმღერასთან ერთად <33


ფანჯრიდან გადავიხედე და ენსა და ბენს მოვკარი თვალი! ისინ ისე ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს.. ბენი ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მენახა...მივხვდი,რომ ის შეყვარებული იყო ენიზე ...არ ვიცი მეჩვენებოდა თუ მართლა სიყვარულს ვხედავდი მის თვალებში... რათქმაუნდა მას ამის უფლება აქვს! ბენი ბედნიერების ღირსია...
არ ვიცი რა დამემართა...! თითქოს გული მეტკინა..საწოლზე წამოვწექი და ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.

არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა,მაგრა ვიცი რომ საშინელმა ხმაურმა გამომაღვიძა..თითქოს ვიღაცის ყვირილის ხმამ,საშინელმა შიშმა ამიტანა..ერთიანად ვცახცახებდი,არ შემიძლია იმ ემოციების გადმოცემა ,რაც მე იმ წუთში ვიგრძენი...ცრემლები თავისთვის მომდიოდა...თითქოს დედას ყვირილის ხმა,რომელიც ყრუდ ჩამესმა ყურში და ეშტონის ყვირილი..მივხვდი,რომ ქვევით კარგი არაფერი ხდებოდა... სასწრაფოდ გადმოვედი საწოლიდან და კიბეზე გიჟივით ჩავედი..არ ვიცი ,ათასი რამ მიტრიალებდა თავში...ყველაზე ცუდს ვფიქრობდი,სანამ კიბის ბოლო საფეხურს არ გადავაბიჯე და სასტუმრო ოთახში არ შევარდი...
-რა ხდება? (ვიყვირე..ისე რომ ყველას ყურადღება მივიქციე)
ლინდსი,ეშტონი,ადამი,დიუკი და ენიც კი იქ იყო...ისინი ჩვეულებრივ ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდენ.თვალი მოვკარი ბენს სამზარეულოში..კი მაგრამ როგორ შეიძლება,ასეთი რეაქცია მის მერე,რაც ასეთი ხმაური იყო..ცოტა ხანი გაკვირვებული მიყურებდნენ,ბოლოს ეშტონმა მკითხა...
-კარგად ხარ ელე?შეშინებული ჩანხარ(და ფეხზე წამოდგა)
-მეე?მე კარგად ვარ..შენ კარგად ხარ?არაფერი მომხდაარა? თქვენ რა ყვირილი არ გაგიგონიათ?
ეშტონმა ჩემს დას გახედა,მერე კი მე შემომიტრიალდა..
-რა ყვირილი ელეონორ?მე არაფერი გამიგონია..
-მე გავიგონე ეშტონ...ეს საშინელება იყო...საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა..რა არ ვიფიქრე,სანამ აქ ჩამოვიდოდი...
-კარგად ხარ?(სამზარეულოდან გამოსულმა ბენმა შემეკითხა)
-რამდენი ხანია რაც აქ ხართ?(ისევ შეშინებულმა ვიკითხე)
-კარგა ხანია...შენ გლეოდებოდით(მშვიდად მითხრა ეშტონმა)-დამშვიდი პაატარა..გადაღლილობის ბრალი იქნება..
-არ ვიგონებ ეშტონ,მე მართლა გავიგონე..დედას ხმა გავიგონე და შენი ხმაც...
-გადაღლილობის ბრალია..უბრალოდ შენ ძალიან ბევრი გადაიტანე..დამშვიდდი კარგი?(და ხელებზე შემეხო)
-სულ გაყინული ხარ,და ერთიანად ცახცახებ...
მე კიდევ უფრო შემეშინდა...შემეშინდა,მათი სახეების,როგორებითაც ისინი მიყურებდნენ...ვიღაც უცხო ,რომ მყუდროებას დაგირღვევთ და შეწუხებული იქნებით,სწორედ ისეთი სახით მიყურებდნენ ისინი....
-მოდი ჩემთან..(მითხრა ეშტონმა და ჩამიხუტა)
-დალიე წყალი..ცოტა დამშვიდდები..(ჭიქა მომაწოდა ბენმა)
ორი წუთი კვლავ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...
-გავგიჟდი ? (ეს ვთქვი,როდესაც ყველაფერი გავაცნობიერე)
-ნუ სულელობ ელეონორ...რა გაგიჟდი,უბრალოდ გადაღლილობის ბრალია..ნერვიულობ დედას გამო..
-დიახ,ვნერვიულობ..ეს ყველაფერი ისეთი უცნაური იყო..მასთან მინდა,წავიდეთ...
-თუ მაგის გეშინია ელეონორ(შემომიბრუნდა ეშტონი)-წავიდეთ..ეხლავე წავიდეთ..უფროსწორედ ადვოკატს ველოდები ჩემსას,რაღაც საბუთებზე მაქ ხელი მოსაწერი და ნახევარ საათში წავიდეთ..კარგი?
-კარგი...
-და ექიმსას გაესინჯე(წამოდგა ჩემი და)-ძალიან შემაშინე..(შუბლზე მაკოცა )
მე კიდევ მათ ყურადღების ცენტრში ოთახის შუაგულში ვიდექი...არ ვინძრეოდი.თითქოს გაოგნებული ვიყავი,არადა ეს ყველაფერი ისეთი რეალური იყო,ისე რელაურად მესმოდა ყველაფერი ,ვერც კი წარმოივდგენდი,რომ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდებოდა...
-როგორ ხარ ელეონორ?(მომიახლოვდა ენი და გამიღიმა)
-მადლობ კარგად...ისეთი უცნაური შეხვედრა გვქონდა..(გადავეხვიე)
-კარგი არ ინერვიულო...ეშტონი მართალია,უბრალოდ ნერვიულობის ბრალია ჰო?
-იმედია..(მშვიდად გავუღიმე)
ბენი გაოცებული მიყურებდა,დიუკი და ადამიც არ განძრეულა ადგილიდან...მათი ყურადღება ვეღარ ავიტანე და ლინდსის შევუბრუნდი..
-წამყვები აბაზანაში?
-კი,და რატომ?
-ტანზე გადავივლებ და არ მინდა მარტო ყოფნა..
-კარგი,მესმის შენი...(მათთვის არაფერი მითქვამს,ჩემ დას ხელი გადავხვიე და ოთახისკენ წავედით...)
საბაზანოში ლინდსის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი...თუ როგორი საშინელი შეგრძნება დამეუფლა,როოდესაც გავიღვიძე..ალბათ ისეთი,რამ კიდე რომ დამართნოდა ვეღარ გადავიტანდი...! შიში - ყველაზე საშინელი რამ არის,მითუმეტეს კი შიში = ყველაზე საყვარელი ადამიანის დაკარგვისა....
გასამხიარულებლად,ლინდსიმ ნიუორკში დარეკა და თხოვა ძიძას,პატარა ტეისთვის მიეცა ყურმილი..მანაც იმდენი მეტიტინა,თავისი გატეხილი ინგლისურით რომ მართლა ხასიათზე მოვედი...
კაბა ჩავიცვი

 და ეშტონთან ჩავედი,რომელიც უკვე მზად იყო წასასვლელად..როგორც გავიგე,ენი და ბენი სახლში არ ყოფილან,მაგრამ ამ ყველფერზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია...
დედასთან წავედით...ჩემი შიში მართლა უსაფუძვლო ყოფილა.კამერონი უგონოდ იწვა თავის პალატაში,მაგრამ რაც მთავარი იყო საშიში არაფერი ემუქრებოდა..ხვალ უკვე გონზე მოვიდოდა და გეგმისამებრ მე მის გამოჯანმრთელებაში დიდ მონაწილეობას მივიღებდი... 
ორი საათი დავყავით სავაადმყოფოში....ანალიზები ავიღე და პასუხებს არც დაველოდეთ წამოვედით..ეშტონმა სავაჭრო ცენტრში წამიყვანა,იქ სადაც ჩემი საყვარელი ბრენდების მაღაზიები იყო..! თითქოს ამ გარემოებამაც დამავიწყა ჩემი დღევანდელი,მაგრამ თავს ბოლომდე კარგად მაინც არ ვგრძნობდი...
რათქმაუნდა ჩემთვის კაბები(უმეტესობა) და ერთი შარვალი ვიყიდე,ლინდსისაც ვუყიდე რაღაცები და საღამოს დავბრუნდით სახლში...
როგორც უკვე ვთქვი,თავს დამშვიდებულად ვერ ვგრძნობდი...ვიცი ამ წუთში რაც დამამშვიდებდა...
შორტი და მაისური ჩავიცვი.ეშტონის უჯრიდან სიგარეტი მოვიპარე და ჩემს საყვარელ ოთახში ჩავედი...
არა ეს ოთახი არ იყო,ეს იყო ეგრედწოდებული მინი-კლუბი...ეშტონს ბოლო,მეოთხე სართულზე ქონდა ერთი დიდი ოთახი,რომელიც ისე იყო მოწყობილი როგორც პატარა კლუბი...დედა და ეშტონი,ხშირად ეპატიჟებოდნენ იქ სტუმრებს...! როგორც კლუბში,სიბნელე იყო ,მხოლოდ ფერადი ნათურები ანათებდა აქაიქ..იქ ყოფნა,მართლა მამშვიდებდა...მაგრამ რაც აქ ჩამოვედი,აქ შემოსასვლელად დრო არ მქონდა...
ოთახში შევედი..სიბნელე იყო,მაგრამ მივხვდი რომ იქ ჩემს გარდა არავინ იქნებოდა...
ბარისკენ წავედი,რომ სასმელი ამეღო რომ,ლამის გული გამისკდა,როდესაც ვიღაცის ხმა გავიგონე..
-აქ რას აკეთებ?
სინათლეში ბენის სახე გამოჩნდა...

-ბენ ? აქ იყავი? მე კიდე მეგონა მარტო ვიყავი...
-მეც ეგრე მეგონა...(უღიმღამოდ გაიღიმა და სასმელი მოსვა ბოთლიდან)
თვალებში ეტყობოდა,რომ აქ ახლახანს შემოვიდა...
მეც უკეთ რომ,შემეხედა ბარის სინათლე ავანთე..აახლა უკვე,მისი სახის შეხედვა კარგად შემეძლო...
-ხელში რა გიჭირავს? 
-არაფერი?რა უნდა მეჭიროს..(კითხვა შევუბრუნე)
-მაჩვენე აბა ხელები..
-ხელები გაჩვენო პატარა გოგო ვარ? (გამეცინა)
-ელეონორ... (ცოტა მკაცრად მითხრა) 
მეც სიგარეტი ვისროლე მისკენ...
-უნდა მოგეწია?
(თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე)
-არ ღირს...
-შეიძლება არ ღირს,მაგრამ მე მიღირს..(და გვერდით მივუჯექი)
-არ გინდა ელეონორ...(შეწუხებულმა მითხრა,მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა მის თავს)
აგრამ მე ჩემი მაინც გავაგრძელე...
-რატომ არ მინდა ბენ ? რატომ გაღელვებს ასე რას გავაკეთებ...(უხეშად ვუთხარი)
-ძალიან გთხოვ,ახლა მაგის დრო არაა..კარგი?
-რა გჭირს?
-არაფერი..(და კვლავ სასმელი მოსვა)
-როგორც ვხედავ,რაღაც ხდება...თუ რამეს შეგიმსუბუქებ მაშინ კარგი,აღარ მინდა სიგარეტი,მაგრამ მაინც რა ხდება?
-არაფერი მეთქი...(ხმამაღლა თქვა,,თითქოს მიყვირა)
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...
-ბენ პრობლემები არც მე მაკლია...აქ ვარ იმის გამო,რომ დედაჩემი უგონოდ არის უკვე დღეებია,ედთან უთანხმოება მომივიდა და ყველაზე კარგი,დილით გავიგე რომ მგონი გავგიჟდი,შენი აზრით როგორი უნდა იყოს ეს ყველაფერი ?
ჩემსკენ შემობრუნდა...თვალებში მიყურებდა...
-ნუ სულელობ არ  გაგიჟებულხარ... ვიცი ელე შენი მდგომარეობა,და მაგიტომაც არ ღირს ჩემსაზე საუბარი,მაგრამ რადგან არ იშლი,აქ იმიტომ ვარ მე და ენს უთანხმოება მოგვივიდა..დავშორდით...
არ ვიცი,ვერ ვხვდები რა ვიგრძენი ამ სიტყვების გაგონების შემდეგ....თითქოს გამიხარდა,არადა თითქოს ვწუხდი და თანავუგრძნობდი მას...
-უთანხმოება? ანუ ნაჩხუბრები ხართ,გადაივლის და შერიგდებით,რატომ ამბობ რომ დაშორდით...
-არამგონია შევრიგდეთ...საქმე არც ისე ადვილაადაა..
-კი მაგრამ საათების წინ ერთად იყავით...
-საათების წინ ელეონორ..! (ჩაიცინა)
-თუმცა მე ვისი მიკვირს,ჩემი და ედის ურთიერთობა ორწუთიანი დიალოგის მერე დასრულდა...
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა...
-გიყვარს? (ჩუმად ვიკითხე და ეხლა მე მოვსვი სასმელი)
-არა!(დაუფიქრებლად მითხრა)-მეგონა რომ მიყვარდა,მაგრამ ვხვდები რომ ჩემი გული დიდი ხანია უკვე სხვას ეკითვნის,მაგრამ ამაზე საუბარს ეხლა აზრი არ აქვს...(მზერა ჭიქას მიაბყრო)
მივხვდი,რომ ამ თემის გაგრძელება კარგს არაფერს მომიტანდა, და მეც შევეცადე სხვა რამ მეთქვა...
-მოდი რამე სიმღერას ჩავრთავ ) (წამოვდექი და წყნარი სიმღერა ჩავრთე)
ხმამ მთელი ოთახი მოიცვა,მაგრამ წყნარი სიმღერა იყო და საუბარში ხელს არ გვიშლიდა...დალევას კვლავ ვაგრძელდებდით,მაგრამ ზომიერად...
ცოტა ხანში ბენი წამოდგა...
-ვიცეკვოთ? (გაიცინა)
-რა ვქნაათ ? (სკამი მისკენ დავატრიალე)
-ვიცეკვოთ... (ხელი მომკიდა და თავისკენ მიმიხუტა..

ეს ისეთი მოულოდნელი იყო.გამეცინა :დ ) 
დაახლოებით ხუთი წუთი ასე ვცეკვავდით....არცერთს არაფერი გვითქვამს...
თავი მისკენ ავწიე,თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს...თითქოს ჩვენი მზერა ეხლა ერთმანეთისთვის იყო გაჩენილი...იმ წუთში თავი სხვა ადამიანად ვიგრძენი,მის გვერდით მართლაც შემეძლო დამევიწყებინა პრობლემები და წუთიერად რეალური სამყაროსგან დამესვენა... 
მემგონი პირველად გამოვიჩინე ინიციატივა,რომ მისთვის მეკოცნა...ალბათ ბენი არც აპირებდა... ნელ-ნელა მისკენ მივიწიე,ისე რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი...ის-ისიყო უნდა მეკოცნა მისთვის რომ...... 
რომ მან,თავი გაწია... 
ამაზე ჩემი რეაქცია საშინელი იყო,არ ვაგრძნობიე მაგრამ ხელები სწრაფად გავუშვი..გაოგნებული ვიყავი,არა მხოლოდ მისი საქციელით არამედ ჩემითაც,არ ვიცი რატომ დავაპირე ამის გაკეთება..ეს ყველაფერი წუთიერი იყო,მაგრამ ჩემს გონებაში ალბათ წარუშლელ კვლას დატოვებს..
-მაპატიე...მაპატიე...(დაბნეულმა ვთქვი და წასვლა,დავაპირე)
მაგრამ მან ხელი არ გამიშვა...შემაჩერა,თავისკენ სწრაფად მიმიხუტა.ახლა მან მაკოცა...

ეს ისე სწრაფად მოხდა,რომ ვერც კი გავაცნობიერე.
ტანნში ბედნიერების სისხლმა დამიარა... მაგრამ მივხვდი,ეს შეცდომა იყო..მან მხოლოდ,იმიტომ მაკოცა რომ მე ჩემი საქციელისთვის თავი უხერხულად არ მეგრძნო...
-ბენ...სისულელეა(თვალები დავხუჭე და ზურგით შევბრუნდი)
-რა არის სისულელე?(წინ დამიდგა)
-ვიცი,ეს არ უნდა მომხდარიყო,შენ ეს არ გინდოდა..ჰო მართალია?
-არ მინდოდა..(ჩაილაპარაკა)
ამ სიტყვებზე სისხლი გამეყინა..
-მაგრამ არა იმიტომ,რომ შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ...არა სისულელეა,უბრალოდ იმიტომ არ მინდოდა,რომ ჩვენ ბედნიერები მაშინ ვართ,როცა შენს გვერდით ედი არ არის,მისი გამოჩენის შემდეგ კი თითქოს ერთად გატარებული ყოველი სასიამოვნო წუთი უფერულდება და ფასს კარგავს...აი ამიტომ არ მინდოდა...მაგრამ არ იფიქრო,რომ მე შენი დავიწყება შევძელი..ამის თქმას არ ვაპირებდი,მაგრამ გეუბნები...მიყვარხარ ელეონორ...მიყვარხარ ისე როგორც აქმდე
(ჩემი ხელები აიღო და გულთან დაიდო)-როგორც აქამდე?არა შეიძლება უფრო მეტადაც...მაგრამ ვიცი რომ ეს სიყვარულ არასწორია,ეს თავიდანვე ვიცოდი...მე კიდე შენთან ყოფნა,სიამოვნების ნაცვლად ყოველთვის ტკივილს მაყანებს,მაგრამ მაინც მინდა რომ შენთან ვიყო და რთულ მომენტებში გითანაგრძო...გესმის ელეონორ?
(გაოგნებული ვუყურებდი...ფეხებში ძალა მეცლებოდა,სადაც იყო გული წამივიდოდა)
-მაპატიე..უნდა წავიდე...ახლა არა,საერთოდ უნდა წავიდე..! შენი ცხოვრებიდან უნდა გავქრე ,ისე როგორც შენ ჩემიდან...ხვალვე გავემგზავრები ნიუორკში,ეს დიდი ხანია გადავწყვიტე,რომ მალევე წავიდოდი აქედან...ახლა კი,რადგან ყველაფერი იცი ,ვიცი რომ ჩემი წასვლა კიდევ უფრო უნდა დავაჩქარო....
(შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა) 
თავი კიდევ უფრო საშინლად ვიგრძენი..მე მართლაც ვიცოდი ახლა სიმართლე,სიმართლე რომელმაც ერთდროულად ტკივილის მომაყენა და სიხარულიც..მაგრამ ტკივილი უფრო მეტი იყო....სკამზე ჩამოვჯექი,თავი ხელებში ჩავდე და ფიქრებში წავედი...არ ვიცი რამდენ რამეზე ვფიქრობდი,და არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი აქ... როდესაც იქედან გავედი დასაძინებლად,უკვე პირველი საათი იქნებოდა... 
ოთახში აივანზე გავედი....ერთი ოთახის შემდეგ,ბენის აივანი იყო..ისიც გარეთ იდგა და სიგარეტს ეწეოდა...

გამომხედა და თავი კვლავ წინ შეაბრუნა...ორ წუთში შევიდა...აქ არც მე გავჩერებულვარ დიდხანს,მალევე შევედი დასაძინებლად..დაღლილს მალევე ჩამეძინა... 
რ ვიცი რა მომივიდა...სწორედ ისეთი რამ მოხდა,რაც დილით...საშინელმა ხმაურმა გამომაღვიძა...ეს ხმაური,ყვირილი და უცნაური ხმები კი ახლა უფრო მძაფრად ჩამესმოდა ყურში....
-არააააა....(ფეხზე წამოვდექი და ბოლო ხმაზე ვიყვირე)
-შეუძლებელია...ეს შეუძლებელია..(მუხლებზე დავეცი და ტირილი დავიწყე)
ვიგრძენი ,რომ ოთახის კარი გაიღო..ბენი შემოვიდა და წამომაყენა...
-კარგად ხარ ელეონორ?(ჩამეხუტა)
-ღვთისგულისათვის ბენ! ხომ მითხარი რომ გიყვარვარ,მარტო არ დამტოვო ღვთიგულისათვის ბენ...(მკლავზე ვეხვეოდი და ამ სიტყვებს გაუთვებლივ ვიმეორებდი..ცრემლები კი უნებურად მომდიოდა) 
საწოლზე დამაჯინა და ისიც უკნიდან მომიჯდა... ოთახში კვლავ შემოვიდნენ სხვები...ნერვიულობაში ისინი ვერ ვიცანი...
-უთხარი გავიდნენ...ბენ მე მათ არ ვიცნობ,უთხარი გავიდნენ...
ბენმა თვალით ანიშნა მათ,რომ გასულიყვნენ...
ოთახის კარები მიიხურა,,,შემეკითხა:
-რატომ ელეონორ?ისინი ხომ შენი მეგბორები არიან...შენი და,ეშტონი ელეონორ...
-არ ვიცი ...მართლა არ ვიცი,მხოლოდ ის ვიცი რომ მეშინია ბენ...(თავი ბალიშზე დავდე)-არ წახვიდე ბენ...
(ეს სიტყვები ვუთხარი და თვალები დავხუჭე...წამით ვინატრე,რომ ეს ყველაფერი აქვე დამთავრებულიყო,მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი გაფიქრება იყო... მეორე დილა ჩემთვის,კვლავ გათენდა....




მემგონი ძალიან დიდი თავი გამოვიდა.... 
გულახდილად მითხარით მოგეწონათ? :** 
კომენტარები თუ მალე იქნება გავაგრძელებ :** 

   

ხუთშაბათი დღე უკვე დადგა <33 
გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას * <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1276 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 251 2 3 »
2012-07-13 Spam
vaimee gavgijdebi ra magarii iyo cheemi lamazi..male dade..umagresi tavi iyo martla gamorcheuli