ნეითი წავიდა, მე კი ისევ გავაგრძელე სეირნობა. უკნიდან ვიღაც დამეტაკა..
-ნელა რაა(მე)
-უკაცრავად შემთხვევით დაგეჯახეთ(ვიღაც სიმპატიურმა ბიჭმა მიპასუხა)
-კარგით არაუშავს:)) გავუღიმე მე და გზა გავაგრძელე
ისიც ჩემთან ერთად წამოვიდა
-ასეთი ლამაზი გოგო აქ მარტო რატომ მისეირნობს?
-მისეირნობს რომ დაისვენოს..:))
-ჩემი სახელია ჩაკ ბასი და თქვენი?
-მე სერენა ვანდერვუდსენი ვარ
-სასიამოვნოაა, როგორც ჩანს ახალი ხარ, რადგანაც აქ პირველად გხედავ.
-ხომ ახალი ვარ, სულ რამდენიმე დღეა რაც აქ ვარ გადმოსული(მე)
-აჰა, ესეიგი ჩემი აქ არყოფნის დროს ბევრი რამ მოხდა(ჩაკი)
-როგორც ჩანს..:დდ(მე)
-წამოდი კაფეში შევიდეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა რომ ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა და ისიც გვერდით გავიდა. სულ რამდენიმე წუთში უკან მობრუნდა, ბოდიში მომიხადა და მითხრა რომ სასწრაფი საქმე გამოუჩნდა, ამიტომ უნდა წასულიყო.
მეც დავემშვიდობე მას და ჩემს ოთახში შევედი.
სკოლის საიტზე შევედი. და გაკვირვებული დავრჩი ჩემი ფოტოებით იყო იქაურბა გადავსებული. არადა საშინლად არ მინდოდა ესე რომ ყოფილიყო.უკნიდან ამანდა მომეპარა და შემაშინა..
-ლამაზო რაზე ხარ ჩაფიქრებული?
-საიტს ვათვალიერებდი,.. სამწუხაროდ ჩემი ფოტოებით არის გადავსებული(მე)
-ოო, ნუ სულელობ.. მითხრა და ბალიში მესროლა..
სწორედ ამ დროს ოთახში ბლერი შემოვიდა...
-აბა მეც ხომ არ შემოგიერთდეთ? ბალიშს დაავლო ხელი და იმანაც მესროლა..
-რა ხდება? ორი ერთზე ხართ?:დ(მე)
-არა რატო ორი ერთზე?(ამანდა) მითხრა და ბალიში ლეიტონს ესროლა.
-კარგით, კარგით მორჩით ეხა.(მე)
-ხო, ხო კარგი.. ეხა რატო შემოვედი.. გოგოებო არ გინდათ მაღაზიაში წავიდეთ და შესაფერისი ტანსაცმელი შევარჩიოთ სკოლის ბალისთვის?(ბლერი)
-მოიცა რა ბალისთვის?(მე)
-ხო ერთ კვირაში იმართება სკოლის ბალი..სადაც სახე დაფარული გვექნება სხვადასხვა მასკებით.(ამანდა)
-მართლა?ძალაინ არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები, და კოლეჯის ყველა მოსწავლე უნდა დაესწროს?(მე)
-კი ყველა, ეს ყველაზე მნიშვნელოვიანი საღამოა, ყველა ამ დღეს ელის. სწორედ ამ საღამოს აირჩევენ სკოლის პრინცს პრინცესას. ხოლო ეს წყვილი ერთი წლის მანძილზე, მომავალ ბალამდე ძალიან ბევრი პრივილეგიით ისარგებლებენ?(ბლერი)
-კარგი თუ სხვა გზა არ არის წავედით, და ფეხზე წამოვდექი.. ამანდა არ მოდიხარ?(მე)
-არა, იყოს მე მერე წავალ.. (ამანდა)
-რა? და ახლა რატო არ მოდიხარ? თუმცა შენ ვინ გეკითხება ბლერმა ხელი მოკიდა და წამოიყვანა.
სკოლიდან წასვლის უფლება მაშინვე მოგვცეს როგორც კი ბალი ვუხსენეთ.
მთელი ორი, სამი საათი ისე ვიარეთ თითქოს არც არაფერი ყოფილიყო.
შესაფერისი კაბები კი უკვე მაშინ ვნახეთ როცა უკვე ყველა იმედი გადაგვეწურა და სახლში წამოსვლას ვაპირებდით.
უკვე მოვდიოდით, სავაჭრო ცენტრიდან გამოვდიოდით რომ ნეითი, ჩაკი და ვიღაც ერთი უცნობი ბიჭი შეგვხვდა.
-დენ, ნეით როგორ ხართ?(ბლერი)გოგოებო წავედით გვეჩქარება...
ამ დროს ამანდას გავხედე , მან თვალი ჩამიკრა.
-კარგად ბლერ.. მადლობა მოკითხვისთვის-გამოეხმაურა ჩაკი და ნახვამდის...
ჩვენ წამოვედით, ისიმი კი შიგნით შევიდნენ..
-ბლერ ესე უხეშად რატო დაელაპარაკე ჩაკს?(მე)
-არ არის ღირსი ჩემგან წესიერად ლაპარაკის..(ბლერი)
-რა მოხდა?(მე) ამანდაც ამყვაა
-კარგით გოგოებო გეტყვით ნუ ადრე ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ძალიან ცუდად მექცეოდა. პაემნებზე დადიოდა და ასე შემდეგ. (ბლერი)
-ეხაც გიყვარს(ამანდა)
-მაგას უკვე აღარავითარი აზრი აღარ აქვს.(ბლერი)
მთელი გზა ველაპარაკებოდით, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვათქმევიეთ.
კოლეჯში საშინლად დაღლილები დავბრუნდით.. ლოგინზე წამოვწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა. ასე გავიდა რამდენიმე დღე.. ამ დროის მანძილზე მე ბლერს და ამანდას უფრო დავუახლვდი.. ისინი ჩემთვის ძალაინ ძვირფასი ადამიანი იყვნენ. ხოლო ენი, მას ძალიან დიდი ადგილი ეკავა ჩემს გულში მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ჭირდა და რატო იქცეოდა ასე.
ასე და ამგვარად მოვიდა ბალის დღეც. დღე რომელსაც ყველა მოელოდა. დილიდან ბლერი ოთახში შემოგვიხტა.
რასაც ქვია საწოლიდან კინაღამ გადმოგვაგდო. ნახევარი დღე მზადებაში გავატარეთ. დათქმულ დროს უკვე იქ ვიყავით. სახე სამივემ მასკით დავიფარეთდა შიგნით შევედით.
იქაურობა გადავსებული იყო მოხწავლეებით. ყველას ყურადღება მივიპყარით. გოგოებს გადავხედე და შემდეგ თავდაჯერებულად გავაგრძელეთ გზა და ხალხში შევერიეთ.
დროს ძალიან კარგად ვატარებდით. მაგრამ ამანდა სადღაც დაგვეკარგა. თუმცა იმდენი ხალხი იყო, მალე ალბათ ჩვენც დავეკარგებოდით ერთმანეთს.
ამ დროს უკან ვიღაცა ორი ბიჭი მოგვადგა.
-შეიძლება ამ რ უმშვენიერეს ადამიანთან ვიცეკვოთ? დაიწყო ერთმა
-კი როგორ არა(დავასწარი ბლერს თქმა, თორე მისი ამბავი რომ ვიცი უარს ეტყოდა)
მართლაც მე ერთს გავყევი საცეკვაოდ, ხოლო ბლერი მეორეს.
მთელი საღამო ვცეკვავდი და არც მომბეზრებია, პირიქით ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანდა.
უეცრად მუსიკა სეწყდა.. სცენაზე სკოლისს დირექტორი გამოვიდა..
-ვითხოვ ყველას ყურადღებას(დაიწყო მან)
პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით რომ მობრძანდით და ასეთი მშვენიერი საღამო გვაჩუქეთ. ახლა კი საღამოს დასასრულს, მოდით წარმოგიდგენთ წყვილს, რომელიც დღეს საოცრად მოგვეწონა.თან ვიტვით იმასაც რომ არ ვიცით მათი ვინაობა, ჩვენ უბრალოდ მათ ვირჩევთ იმის მიხედვით თუ როგორები იყვნენ დღეს ერთად.
ახლა კი მივესალმოთ ჩვენს წლის წყვილს..
უკან ვიღაცას ანიშნეს და სინათლის სხივები პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა....
ჩემმა მეწყვილემ, ვისთან ერთადაც გავატარე მთელი საღამო და არ თითქმის შეუმჩნევლად ხელი მომკიდა და სცენისკენ წამიყვანა.
ცოტა დაბნეული ვიაყვი, მაგრამ ვხვდებოდი რომ სკოლის წლევანდელი პრინცესა მე ვიყავი მაგრამ პრინცი ვინ?
ისევ დირექტორმა დაიწყო: ახლა კი გთხოვთ მოიძროთ მასკები და გვანახეთ თქვენი სახეები. გაგვაცანით წლევანიდელი წყვილი.
გამბედაობა მოვიკრიბე და პირველი მე მოვიშორე მასკა..
ხალხის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით არავინ ელოდა ამას.
-ვაუუ ეს ჩვენი ახალი მოსწავლე სერენა ვანდერვუდსენია.. მოდით ახლა გავიგოთ ჩვენი პრინცის ვინაობა. გთხოვთ მოიხსნათ მასკა..
მაგრამ მას მასკა არ მოუხსნია, მან მხოლოდ ერთი რამ თქვა: შენ სერენა ვანდერვუდსენი ხარ? ვანდერვუდსენი?