მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 3 » You Are My One In 6 Billion♥
1:22 AM
You Are My One In 6 Billion♥

1 თავი))

მინდა ეს თავი ვაჩუქო SaLLoMe-ს)))ჩემი მოთხრობების ერთგულ მკითხველს და ძალიან საყვარელ ადამიანს<33


ჩემი ყოველდღიური დღე სიხარულით დაიწყო. დილით სანამ დედა გამაღვიძებდა მზის სხივებმა გამახელიეს თვალები..))

სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, ტანზე ჩავიცვი და მაშინვე ენის დავურეკე.. მითხრა რომ დღეს სკოლაში ვერ მოვიდოდა. ამის გამო ცოტა მოვიწყინე, რადგანაც ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი.

სახლიდან გასვლისას დედას დავემშიდობე, თუმცა იმ წუთში საოცრად მომინდა ძალიან მაგრად მოვხვეოდი, რადგან თითქოს ბოლოს ვნახულობდი. ასეთი რამ პირველად ვიგრძენი. ცოტა არ იყოს შემეშინდა მაგრამ სახლში აღარ შევბრუნებულვარ და სკოლისკენ განვაგრძე გზა.

გრილი სიო თმებს სასიამოვნოდ მიფრიალებდა. მეც ძალიან მსიამოვნებდა ასეთ დროს ქუჩაში სიარული და თან მუსიკების მოსმენა.

სკოლაში ისე მივედი ვერც ვიგრძენი. შგნით ჩეული გარემო იყო.. ცოტა არ იყოს მოვიწყინე, რადგან ჩემი ერთადერთი გამრთობი, ენი სკოლაში არ იყო.

რამდენიმე გაკვეთილი გავიდა.. ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა და სახლში როდის მივიდოდი. რაღაც ძალიან უცბაური შეგრძნება მქონდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატო ვიყავი ასე..

სკოლის ეზოში ვიჯექი, ხელში წიგნი მეჭირა, მაგრამ მთელი ჩემი ფიქრები სხვა მხარეს იყო. უეცრად ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ვიღაც უკან. მეც მისკენ შევბრუნდი..

-ენ?კი მაგრამ დღეს ხომ სკოლაში მოსვლას არ აპირებდი?(მე)

-ხო მაგრამ რაღაც მოხდა.. ისეთი რამ რაც საშინლად გატკენს გულს.(ენი)

-ეჰ რა მოხდა?(მე)

-სერენა, საქმე იმაშია, რომ დედაშენი....(ენი)

-დედაჩემი? კი მაგრამ მას რა დაემართა?(მე)

-სერე გთხოვ დაწყნარდი.. (ენი)

-კი მაგრამ როგორ დავწყნარდე, გთხოვ მითხარი რა ხდება.. დედაჩემს რა დაემართა?(მე)

-სერენა დედაშენი გარდაიცვალა.....(ენი)


ენის სიტყვებზე ცუდად გავხდი, თავიდან გამეცინა, მაგრამ როდესაც ცოტა დავფიქრდი თან მის სახეს შევხედე მივხვდი რომ ის ასეთ რამეზე არ იხუმრბდა და საშინელი ტირილი ამივარდა.


აზროვნების უნარი წამერთვა, ამის შემდეგ კი აღარფერი მახსოვს.

როდესაც გონს მოვედი ჩემს ოთახში ვიწექი თავზე კი ენი მედგა..

-ენ ეს სიმართლეა?ძლივს ამოვიღე ხმა

ის ცოტა ხანი დუმდა. ბოლოს ხმა ამოიღო და ის მითხრა რისი გაგონებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა.

საშინლად ვიყავი, ენს ვტხოვო გარეთ გასულიყო, რადგანაც მარტო მინდოდა დარჩენა. თავიდან არ გადიოდა, მაგრამ ბოლოს გავიდა..

ჩემს ოთახში ვიჯექი და ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო, ყველაზე საშინელი რამ, ასეთი რამ თუ დამემართებოდა ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი...

შეუჩერებლად მომდიოდა ცრემლები.. ამ დროს კარები მამაჩემმა შემოაღო. მას შევხედე თუ არა უარესად გავხდი, საშინელი ტირილი ამივარდა. ისტერიკულად ვტიროდი. ის ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, თან მამშვიდებდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, რადგანაც მშვენივრად ვხვდებოდი თუ რა საშინელ მდგომარეობაში იყო.

მამასთაან ასე ჩახუტებულს ჩამეძინა.. როდესაც გავიღვიძე შედარებით მშვიდად ვიყავი, ტირილისაგან სახე სულ დამსიებოდა. აღარაფერი მინდოდა. არაფრის ძალა აღარ მქონდა. გული საშინლად მტკიოდა.

დღეები გადიოდა, დედა დავასაფლავეთ. დასაფლავების დროს ფეხები მეკეცებოდა. საშინლად ვიყავი.


ეს ხომ ყველაზე დიდი უბედურება იყო. იმ ადამინს რომელმაც გამაჩინა, ყველაფერი მასწავლა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი მიწას ვაბარებდი სამუდამოდ. ის ახლა სულ მარტო უნდა ყოფილიყო.. ამასთანავე საშინელება იყოს ისიც რომ ტირილის ძალაც აღარ მქონდა. დღეები გადიოდა, მაგრამ მე არაფერს ვაკეთებდი. ეს ყველაზე დიდი უბედურება იყო და არ მინდოდა ისე მეცხოვრა თითქოს არაფერი ხდებოდა.

მთელი დღეები ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, სულ მარტო, ენისაც აღარ ველაპარაკებოდი, არც ის მირეკავდა, სწორედ მაშნ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. დასაფლავების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა.

მამა მთელი დღეები მუშაობდა და ჩემთვის დროც კი არ რჩებოდა. მე კი მთელი დღეები ვტიროდი. აღარც სკოლაში დავდიოდი.

ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად მამასთან ახლოს ყოფნა მინდოდა, მე კი მას უფრო დავშორდი, ასე ცუდად მასთან არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი ჯადოსნური, სიხარულით სავსე ცხოვრება ასე უეცრად ჯოჯოხეთად იქცა..


imedia mogewonat)) 

gtxovt daakomentaret, radganac chemtvsi dzalian mnishvnelovania tqveni azri<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1063 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 6.0/5
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-06-02 Spam
magariaa dzaaaann