მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 8 » You Are My One In 6 Billion♥
9:17 PM
You Are My One In 6 Billion♥

1 თავი♥,2 თავი♥, 3თავი


მე და ამანდა უკვე მზად ვიყავით. ცოტა არ იყო ვნერვიულობდი, რადგანაც ეს პირველი დღე იყო ამ კოლეჯში სწავლის..)

კლასში შევედი თუ არა ყველას ყურადღება მივიპყარი. ცოტა ხანი ჩუმად იყვნენ, შემდეგ კი ჩურჩული დაიწყეს. ამ სიტუაციამ ძალიან დამაბნია. იქ ამანდა რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა მეშველებოდა. მან ხელი მომკიდა და ერთ თავისუფალ ადგილას დამაჯინა. თვითონ კი სულ სხვაგან დაჯდა.

საბედნიეროდ მასწავლებელი მალე შემოვიდა კლასში მოგვესალმა და სიის ამოკითხვა დაიწყო. უეცრად შეჩერდა და მე შემომხედა.

-თქვენ როგორც ჩანს ახალი ხართ..

-დიახ, ჩემი პირველი დღეა ამ კოლეჯში..

-მაშინ კეთილი იყოს თქვენი ჩვენს კოლეჯში მობრძანება,

უეცრად საკლასო ოთახში ვიღაცამ დაუკაკუნებლად შემოაღო კარი.

მეც გაუაზრებლად გავიხედე უკან და ისეთ ადამინს შევხედე ვის ნახვასაც აქ ყველაზე მაკლებად ველოდი.იქ ენი იდგა.


კარებისკენ ვიყავი შებრუნებული და ვეღარ ვაზროვნებდი.. მან ვერ შემამჩნია. ბოდიშის მოუხდელად შემოვიდა კლასში და ბოლო მერხზე დაჯდა. სულ რამდენიმე წუთში უკან ორი გოგო შემოყვა. ერთმა მის გვერდით დაიკავა ადგილი, ხოლო მეორემ გვერდითა მერხზე.

მე აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ამ დროს ვიგრძენი ამანდას მზერა. მას გავხედე და თვალებით მანიშნა რომ წინ გამეხედა. მეც ასევე მოვიქეცი.

-როგორც ყოველთვის დააგვიანეთ მისის ჰამფრი.

-დიახ და ბოდიშით..

კარგით გავაგრძელოთ გაკვეთილი

-არჩიბალდი ისევ არ არის?

რომელიღაცამ წამოიძახა რომ არ იყო.

არჩიბალდი ხომ გვარი იყო ადამინის რომელიც ძალიან მიყვარდა. რომლის ნახაც უაზროდ მინდოდა. გაკვეთილი მალე დასრულდა. ენიმ ვერც შეამჩნია, რომ ახალი მოსწავლე იყო კლასში, ან რას შეამჩნევდა მთელი გაკვეთილი ლაპარაკში გაატარა. ძალიან შეცვლილი მეჩვენებოდა. გაკვეთილის შემდეგ ამანდა ჩემთან მოვიდა.

-აბა როგორ მოგეწონა პირველი გაკვეთილი ახალ სკოლაში?(ამანდა)

-რავიცი კარგი იყო..(მე)

-რაღაც ძალიან დაბნეული ხარ. როგორც ვატყობ ჩვენი სკოლის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გოგომ მიიქცია შენი ყურადღება.(ამანდა)

-ვის გულისხმობ? ენის? და ყველაზე პოპულარულმა გოგომ?(მე)

ძალიან დავიბენი.. სულ რამდენიმე კვირა იყო გასული, რაც აღარ შევხმიენბივართ ერთმანეთს და ასე მალე როგორ გახდა სკოლის ყველაზე პოპულარული გოგო. ყველაფერი უნდა გამეგო და შემდეგ სერიოზულად დავლაპარაკებოდი.

-მოიცა შენ რა მაგას იცნობ?(ამანდა)

-რავიცი მეგონა ვიცნობდი, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან შევცდი.(მე)

-ვაუ შენ სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ გოგოს იცნობ და ეგრე ლაპარაკობ?რა მაგარიააა(ამანდა)

-რა არის მაგარი? წამოდი შედარებით წყნარ ადგილზე გავიდეთ და მომიყევი ენის შესახებ..(მე)

საკლასო ოთახიდან გავედით თუ არა შევხედე როგორ ელაპარაკებოდა, უფრო სწორედ როგორ ეკამათებოდა ვიღაცას იმ ორ გოგოსთან ერთად.

ამანდას გადავხედე და ისე რომ არაფერი მითქვამს თვითონვე დააკმაყოფილა ჩემი ინტერესი.

-ეს ლეიტონია, ენის მოსისხლე მტერი..ყოველშემთხვევაში თვითონ ასე მოიხსენიებს.(ამანდა)

-ასე მგონია სულ სხვა ადამიანზე მელაპარაკები. არ მჯერა რომ ეს არის ჩემი ენი..(მე)

-აღარ იტყვი საიდან იცნობ?ეს მკითხა თუ არა ამანდამ, ენ. გავხედე როგოგც ჩანს მანაც შემამჩნია. სწორედ ამ დროს ჩვენი მზერა ერთმანეთისას შეეჩეხა.

გაშტერებული მიყურებდა და ყურედღებას აღარ აქცევდა იმ გოგოს ლაპარაკს. თუმცა არ მინდოდა მასთან ლაპარაკი სანამ ამანდასგან არ გავიგებდი ყველაფერს ამიტომ ისე რომ აღარ მიმიქცევია მისთვის ყურადღება ამანდას ხელი მოვკიდე და ჩვენს ოთახში შევედით.

მან ყველაფერი მიამბო. თურმე ენი ერთი თვე იყო რაც აქ სწავლობდა, ამ მცირე ხნის მანძლიზე გახდა სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგო. როდესაც გავიგე ყველაფერი ზუსტად. სწპრედ ამ დროს მეგონა რომ სულ სხვა ადამიანზე ვლაპარაკობდით. თურმე ერთ ყველაზე პოპულარული ბიჭის შეყვარებული გამხდარა. სწორედ ეს დახმარებია პოპულარობის მოპოვებაში.

თუმცა ჩემთვის ახლა უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. მხოლოდ ახლაღა მივხვდი რატო არ დადიოდა სკოლაში ხშირად. რატო არ იყო ხშირად სახლში, რატომ ქონდა ხშირად ტელეფონი გამორთული.

მეც ყველაფერი ვუამბე ამანდას, ნუ თითქმის ყველაფერი რისი მოყოლაც კი მოვასწარი სანამ მეორე გაკვეთილი დაიწყებოდა.

კლასში დროულად შევედით. ისევ იგივე ადგილი დავიკავე. ჩემს გვერდით ამ გაკვეთილზეც არავინ იჯდა.

ენიც ისევე როგორც პირველ გავეთილზე დაგვიანებით შემოვიდა.

ეს გაკვეთილი უინტერესოდ გავიდა. ენს მთელი გაკვეთილი ჩმ,თვის თვალი არ მოუშორებია. გაკვეთილის დამთავრებისთანავე ჩემთან მოვიდა. უკან რათქმაუნდა კუდები მოყვნენ.

-სერენა? მართლა შენ ხარ?(ენი)

-როგორც ხედავ მე ვარ(მე) ვთქვი, ავდექი და კარებისკენ წავედი რადგანაც შევხედე რომ ამანდა იქ მელოდებოდა. როდესაც ამანდას ვუთხარი რომ უკვე წასვლის დრო იყო ენიმ შემაჩერა.

-სერე მგონი სალაპარაკო გვაქვს(ენი)

-კარგი ენ ვილაპარაკოთ, ოღონდ კუდების გარეშე ვთქვი და მათ გავხედე..

-მაშინ არც შენი კუდი არ გვინდა...(ენი)/

-ის ჩემი კუდი არ არის, ჩემი მეგობარია.. ზოგიერთებზე უფრო ერთგულად მივიჩნევ.(მე)

-სერენა მგონი სჯობს, რომ მაგ თემაზე მარტო ვილაპარაკოთ. დამსწრეების გარეშე.

სანამ ენი იმ გოგოებს ელაპარაკებოდა მე ამანდას ვუთხრაი რომ მინდოდა ყველაფერი გამერკვია.

სკოლის ბაღში გავედით, იქვე ძალიან ლამაზ ადგილას ჩამოვჯექით. ძალიან ბევრი რამ მქონდა მისთვის სასაყვედურო ამიტომ პირველმა მე დავიწყე ლაპარაკი.

-ძალაინ მაინტერესებს რატომ მიმალავდი რომ ძველ სკოლაში აღარ სწავლობდი და რატომ მეუბნებოდა თითქოს გეზარებოდა და მაგიტო არ დადიოდი?(მე)

-აი მაგაზე მეც კი არ მაქვს პასუხი..:დ(ენი) და თან გაიცინა

-მე აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. მაშინ მიმატოვე როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენი გვერდში დგომა. წადი, გაუჩინარდი და ერთხელ არ შემხმიანებიხარ. ახლა კი ვგებულობ რომ ახალ სკოლაში გადასულხარ და თან მაშინაც კი აქ სწავლობდი როცა მეფიცებოდი რომ ჩემგან დამალული არაფეი გქონდა. თუ არ გრცხვენია მას მერე ასე რომ მიყურებ თვალებში.. მე შენს ადგილას საერთოდ... მაგრამ შენ ის ენი აღარ ხარ. შენ უკვე სულ სხვა ხარ.(მე)

-დაამთავრე შენი მონოლოგი?(ენი)

-აუუ უკვე ეგეთ ლაპარაკზეც გადავედით? და საერთოდ მონოლოგი რა შუაში იყო? ესაა სიმართლე ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ეს იმის ნაწილია რაც მე გადავიტანე როდესაც საშინლად მჭირდებოდა შენი მხარში დგომა.(მე)

-აუ კაი რაა.. არ გახსოვს შენი ოთახიდან როგორ გამომაგდე? სწორედ მაშინ მინდოდა რომ გვერდში ამოგდგომოდი.. შენ კი რა ქენი..(ენი)

-რა? და მე გამოგაგდე ოთახიდან? უბრალოდ გთხოვე რომ მარტო დაგეტოვებინე და ეგ გამოგდებას თუ ნიშნავდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი..:დ შენს საქციელს ვერაფრით ვერ გაამართლებ..(მე)

ენის რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ სწორედ ამ დროს ჩვენს წინ ის გოგო გაჩნდა, ლეიტონი..

-ენ საყვარელო, ჩვენს ახალ მოსწავლესთანაც კი პრობლემები გაქვს უკვე?(ლეიტონი)

-აუ შენ მოკეტე, არაფერი გეკითხება(ენი)

-უხეშობა საჭირო არ არის.)). და ისე მიხარა რომ პირველივე დღეს მიხვდა ჩვენი ახალი კლასელი თუ თუ რა საშინელი ადამიანი ხარ..:))(ლეიტონი)

-უკაცრავად მაგრამ ჩემზე თუ არის ლაპარაკი გეტყვი რომ მე მას დიდი ხანია ვიცნობ და არ არის საჭირო თქვენი უაზრო ლაპარაკი.


მე სჯობს წავიდე, რადგანაც არ მინდა ამ უაზრობებზე დრო დავხარჯო. ენი მე და შენ სხვა დროს ვილაპარაკებთ. ეს ვთქვი და გაბრაზებული წამოვედი.

ისე მოვდიოდი რომ არავის ვუყურებდი. ამ დროს ვიღაცას მთელი ძალით შევეჯახე და ძირს წავიქეცი.

მან წამომაყენა. მხოლოდ მაშინ შევხედე, რომ ის ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო/ ძალიან ლამაზი, ასეთი რამ არავის მიმართ არ მიგრძვნია, მითუმეტეს პირველად ნახვის დროს. მაგრამ ის რაღაცით განსაკუთრებული იყო და რაღაცით ძალიან მეცნობოდა. ხმის ამოღება ვერ მოვასწარი რომ მასთან ენი მოვარდა..


imedia mogewonat..

gtxovt daakomentaret:**<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 947 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-06-09 Spam
kargiaa dzaliannn male dadee