მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 5 » You Are My One In 6 Billion♥3
9:02 PM
You Are My One In 6 Billion♥3

1 თავი♥,2 თავი

ამ თავს ვჩუქნი ჩემს უსაყვარლეს mariamo♥-ს♥.. ძალიან მიყვარხარ<3:*


დაწოლამდე ჩემი ნივთები, ტანსაცმელები ჩავალაგე და ადრე დავწექი დასაძინებლად, რადგანაც ხვალ ძალიან მძიმე დღე მელოდა.

დილით ადრე ავდექი, ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე. წინ დიდი გზა მელოდა. თანდათან ვაცნობიერებდი, რომ რომ წარსული უნდა დამევიწყებინა და სრულიად ახალი ცხოვრება დამეწყო. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი უნდა დამევიწყებია. ენის გამო გული მტკიოდა. ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო, მაგრამ მაშინ მიმატოვა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი გვერდში ყოფნა. გული მტკოდა მაგრამ ის უკვე ჩემი წარსულის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო. ჩემი წარსული. დარწმუნებული ვიყავი რომ ის აღარსად შემხვდებოდა, მაგრამ თუ სასწაული მოხდებოდა და მომავალში მას შეხდებოდი გვერდს ავუვლიდი და ისე წავიდოდი გამარჯობასაც კი არ ვეტყოდი. გული მწყდებოდა რომ ჩვენი ამდენ წლიანი მეგობრობა ასე საშინლად დამთავრდა. მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლიდი და არც ამაზე ფიქრისთვის მეცალა. ჩემ ნივთებს ხელი მოვკიდე, დედას და მამას ფოტო გულში ჩავიკარი.


ოთახს თვალი მოვავლე, თითქოს დიდი ხნით ვემშვიდობებოდი და ქვევით ჩავედი.

იქ მამა დამხვდა, უკვე მზად იყო. ვისადილეთ და კოლეჯისკენ გავუდექით გზას.

მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს. მხოლოდ ერთ რაღაცაზე ვფიქრობდი.. "მე ისევ ისეთი უნდა გავმხდარიყავი, როგორიც ადრე ვიყავი, მხიარული და სიცოცხლით სავსე. დედას ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ მოეწონებოდა და სწორედ მისი ხათრით უნდა დავბრუნებოდი წარსულს."

უკვე სულ ახლოს ვიყავით კოლეჯთან.

-სერენა, იქნებ არ ღირს. ვიცი ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არ მინდა რომ ამის გამო გული კიდევ უფრო ძალიან გეტკინოს და ჩემზეც ნაწყენი დარჩე, ამ ქვეყანაში მხოლოდ შენ ხარ მიზეზი ჩემი არსებობის. შენს გარდა აღარავინ დამრჩა.(მამა)

მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე.

-მა ნუ ინერვიულებ. მე ვეთანხმები შენს გადაწყვეტილებას. უკეთესი იქნება, იმედი მაქვს რომ ახალი კოლეჯი, ახალი მეგობრები, ახალი გარემო დამეხმარება ძველ ცხოვრებასთან დაბრუნებაში.მე შენზე ნაწყენი არ ვარ. ძალიან მიყვარხარ(მე)

-მეც მიყვარხარ ჩემო პრონცესა. იმედი მაქვს რომ ეს დაგეხმარება ამ რთული დღეების გადატანაში. ძალიან მიჭირს შენი სახლისგან ასე შორს დატოვება. მაგრამ შენთვის ეს ყველაფერი აუცილებელიაა.. მინდა რომ ერთი რამ გახსოვდეს. როცა რამე დაგჭირდება, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდები მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. შენს ყველანაირ გადაწყვეტილებას დავუჭერ მხარს.(მამა)

ამ ლაპარაკში კოლეჯამდეც მივედით. მანქანიდან გადავედი და გავშტერდი.


იქაურობა ულამაზესი იყო, ძალიან დიდი. დღეიდან კი ჩემი საცხოვრებელი.

მე და მამა დირექტორის კაბინეტში შევედით. მისის გიბლერტი ძალიან კარგად შეგვხდა, ამ ადამინმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. ყველაფერი ამიხსნა. შემდეგ კი ჩემი ოთახის გასაღები მომცა. ცოტა ხანი მამას ელაპარაკებოდა, შემდეგ კი გამოგვიშვა და წარმატებები მისურვა.

მამას დავემშვიდობე, ძალიან გამიჭირდა მისი გაშვება, მე ხომ პირველად ვაკეთებდი ესეთ რაღაცას.

შემდეგ კითხვა-კითხვით როგორც იქნა ჩემს ოთახამდეც მივაღწიე. სკოლა შიგნიდანაც ისეთვე ლამაზი იყო როგორც გარედან. უამრავი ბავშვი ირეოდა.

ჩემს ოთახში შევედი, მაგრამ იქ ერთი გოგო დამხვდა, ცოტა ხანი შესასვლელთან გავჩერდი, შემდეგ კი გავაცოებიერე რომ ერთ ოთახში რამდენიმე გოგო ცხოვრებდა. ზოგს შეიძლება ეს არ მოსწონებოდა მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო.

მას მივესალმე და თავისუფალი საწოლისაკენ წავედი. ჩემი ნივთები ზედ დავაწყე და გარშემო მიმოვიხედე. ძალიან კარგი და ლამაზი ოთახი იყო.

-მოდი ერთმანეთი გავიცნოთ. რადგანაც დღეიდან ჩვენ ერთ ოთახში მოგვიწევს ცხოვრება. მე ამანდა მქვია...

-მე კი სერენა, იმედია დამვმეგობრდებით.

-მეც მაგის იმედი მაქვს. გამიღიმა და რაღაც რვეული გადაშალა. სასწავლო წელი უკვე დაწყებული იყო და მეც მათი სწავლის რიტმზე აყოლა მომიწევდა.

-დიდი ხანია რაც ამ კოლეჯში სწავლობ?(სიჩუმე მე დავარღვიე)

-ერთი წელია და ძალიან მომწონს აქაურობა. (ამანდა)

მეც ტანსაცმელების მოლაგება დავიწყე, თან დედაზე ვფიქრობდი. რამდნეიმე ტანსაცმელის ამოღების შემდეგ გამახსენდა თუ როდის იყო ის ნაყიდი. გამახსენდა როგორ დავდიოდით ჩვენ ერთად საყიდლებზე და რა მხიარულად ვატარებდით დროს.

ფიქრებიდან ამანდამ გამომიყვანა..

-ვაუუ რა ლამაზი ტანსაცმელები გაქვს..

-მადლობა.. შეგიძლია ტანსაცმელებს რომ ამოვალაგებ კოლეჯი დამათვალიერებიო? ნუ თუ რათქმაუნდა ბევრი სამეცადინო არ გაქვს.(მე)

-არა უკვე ყველაფერი მოვილიე. რათქმაუნდა დაგათვალიერებიებ. თუ გინდა ტანსაცმელების დალაგებაშიც დაგეხმარები.(ამანდა)

-არ მინდა შეგაწუხო. მალე ამოვალაგებ ვთქვი და ჩემს ორ ჩემოდანს გადავხედე..

-არა რა შეწუხებაა პირიქით გავერთობი, თქვა და მაშინვე ჩემთან მოვიდა.

ამ დროის მანძილზე ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ჩვენი გემოვნება ბევრ რამეში დაემთხვა ერთმანეთისას. შემდეგ კოლეჯი დამათვალიერებინა, მართლაც რომ უძარმაძარი შენობა იყო.

გვიან კი ძალიან დაღლილს ტკბილად ჩამეძინა.

დილით როცა თვალები გავახილე მესიამოვნა იქ ყოფნა, ძალიან მიხაროდა რომ მე ამ ადგილას ვიყავი.. ამანდა უკვე ფეხზე იყო. ჩაცმული და რაღაცას აკეთებდა  ტელეფონში. 

მან შემხედა თუ არა რომ უკვე მეღვიძა მაშინვე დამანახა ჩემი ფორმა. 

მეც ფეხზე წამოვხტი შხაპი მივიღე და ჩემი ფორმა ჩავიცვი. ძალიან მომეწონა.

მე და ამანდა უკვე მზად ვიყავით. ცოტა არ იყო ვნერვიულობდი, რადგანაც ეს პირველი დღე იყო ამ კოლეჯში სწავლის..)


imedia mogewonat..

gtxovt daakomentaret*)

miyvarxart<3:*

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 913 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-06-09 Spam
auuu... gaagrdzele ra biggrin male.... biggrin