მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » Something always brings me back to u (=6=)
2:11 PM
Something always brings me back to u (=6=)
Something Always Brings Me Back To U 
=6=


Part 1 Part 2  Part 3  Part 4  Part 5


როგორც იქნა, აივანზე გავიდა და გაჩერდა,რამდენიმე წამის განმავლობაში ის ზურგით იდგა,შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა და როცა დარწმუნდა,რომ არავინ არ იყო ახლო მახლო ღრმად ამოისუნთქა,თითქოს ორჭოფობდა დაეწყო თუ არა საუბარი.
-მე ბავშვი შენთან მომყავს,მგონია რომ მასთან ერთად იქნები და შენ კლუბში დადიხარ??
-ჯეიკ...- სისხლი პირდაპირ ტვინში მომაწვა,მაგრამ არაფრის თქმა არ მაცადა.
-გავიგე სწავლასაც აპირებ,მოხარული ვარ.- ოფიციალური ტონით მელაპარაკებოდა.- მაგრამ ბავშვის მოყვანას რაღა აზრი აქვს შენ სახლში მაინც არ იქნები,გადავწყვიტე დედაჩემთან დავტოვოხოლმე.
-მომისმინე!- ვცადე მისთვის რამე მეთქვა,გაცოფებული ვიყავი..თუმცა ახლაც არ მაცადა..
-ვფიქრობ,უფრო მეტი დრო გექნება გართობისთვის არა?- ცინიზმით თქვა.
-ჯეიკ!- ამჯერად თითქმის ვიყვირე,რომ ჩემთვის სიტყვის თქმის უფლება მოეცა,თვალებში არ მიყურებდა.- შენ რა იცი გუშინ მე სად ვიყავი??
-ვიცი!- უხეშად მითხრა და აივნის მუაჯირს დაეყრდნო.
-საიდანმეთქი ჯეიკ?- უფრო გავამკაცრე ტონი.- გამოვიცნობ, ახლაც შენი ძმაკაცები მითვალთვალებენ როგორც მაშინ??მეათე კლასში?
-ბავშვზე რაც გითხარი თანახმა ხარ?
-არა რათქმა უნდა,მაგრამ ბავშვამდე კლუბზე თქვი..და ჯერ იმაზე მიპასუხე რაც გკითხე..ისევ შენი ძმაკაცები,ხომ?
-ხო, ნუ მეკითბეი იმას რაც შენ თვითონაც კარგად იცი..
-ხომ გინდოდა ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტა?რაღატო მითვალთვალებ,ჩემ ცხვორებაში რატომ ერევი?
-შენი ცხოვრება...-სიტყვა სწრაფად გავაწყვეტინე.
-ჩემი ცხვორება შენ აღარ გეკუვნის ჯეიკ..- მეთვითონაც გამიკვირდა,მე მის წინ ვიდექი,მიუხედავად იმისა რომ ის თვალებში არ მიყურებდა , მე პირდაპირ სახეში ვუყურებდი და ხმამაღალი ტონით ველაპრაკებოდი.თანაც ისე,რომ იმ წუთებში არც ერთი ჩემი სიტყვა არ მინანია, საიდან მქონდა ამხელა ძალა,ეს ნამდვილად არ ვიცოდი.
-ვიცი,ანა! - ჩემი სახელი ასე გულგრილად ჯერ არასდროს უთქვამს.
-ძალიან კარგი,მაშინ მორჩი ეჭვიანობას,რაც შეეხება ბავშვს, 3ის მერე სახლში ვიქნები,მანამდე დედაჩემი მიხედავს..და ძალიან გთხოვ თავი შეიკავე წინასწარი გადაწყვეტილებების მიღებისაგან, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვს ეხება...
-როგორც გინდა,მეგონა ხელს შეგიშლიდა სწავლაში და..
-ჩემი შვილი ხელს არასდროს არაფერში არ შემიშლის,ჯეიკ.
-მე საუბარს მოვრჩი,ჯორჯს გადაეცი, რომ ..ანდაც ბავშვი ხომ უდნა წავიყვანო სახლში.- ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, სწრაფი ნაბიჯით გავიდა აივნიდან.რამოდენიმე წუთით მე აივანზე დავრჩი,ყველაფერი გავიაზრე და შემდეგ მეც სწრაფი ნაბიჯით პალატისკენ წავედი.როგორც კი შევედი იმ წუთშივე მითხრა ანასტასიამ მივდივართ,შენ გელოდებოდი,რომ დაგმშვიდობებოდიო.მეც მაგრად ჩავეხუტე პატარას,ჯეიკი გარეთ გავიდა, გოგონა ყველას გამოემშვიდობა და მამას სირბილით დაეწია.
-რა ხდება?- გაოგნებით იკითხა ჯორჯმა,ჯერ მე შემომხედა,მაგრამ როდესაც ჩემი სახე დაინახა მალევე დედაჩემს ტყორცნა მზერა,ამ უსიამოვნო საუბარისთვის თავის არიდების მიზნით გარეთ გასვლა დავაპირე,თუმცა ოთახში ჯონათანი შემოვიდა.მისმა აქ ყოფნამ, უნებურად დარჩენა გადამაწყვეტინა.
-როდის გაწერენ?- ცნობისმოყვარედ იკითხა დეიდამ.ამ კითხვაზე პასუხი არამხოლოდ მას,არამედ ყველა აქ მყოფს აინტერესებდა,მათ შორის მეც.ჯონათანმა დეიდის ნაცვლად მე შემომხედა, თბილად მითხრა არ ვიციო, რაღაცის ჩაწერა დაასრულა ბლოკნოტში,შემდეგ მაგიდაზე დადო და პაციენტთან მივიდა.რამოდენიმე წუთი მონიტორს უყურებდა,ისევ აიღო ბლოკნოტი,ჩანაწერი გააკეთა, ჯორჯის გვერდით ჩამოჯდა სკამზე და მას შეხედა.
-მოკლედ,ყველაფერი ფაქტიურად ნორმაშია...ერთადერთი სატურაცია ( ჟანგბადის რაოდენობა სისხლში) დაბალი გაქვს, წნევაც ოდნავ მაღალი, ამიტომაც ნემსს გაგიკეთებ,ჩემი ვარაუდით უკვე ხვალ დილით შეგეძლებათ სახლში წასვლა.-ჯერ დეიდას შეხედა,მერე ბიძას და მზერა ჩემზე შეაჩერა,გამიღიმა.აშკარად უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი და ამიტომაც ვარჩიე რამე მეთქვა.მისი მზერა მოხერხებულად ავირიდე,დედაჩემს ხელით ვანიშნე ჩაიწიემეთქი,ნახევარ სკამზე ჩამოვჯექი და ჯორჯს მივმართე.
-იმედია ჭკუას ახლა მაინც ისწავლი.როგორ შეგიძლია გონების დაკარგვამდე დალიო,არ მესმის.- ვცდილობდი ტონი ოდნავ მაინც გამემკაცრებინა, ჯორჯზე ბრაზი საშინლად მომერია,არ ვიცი რატომ მაინდამაინც ახლა,მაგრამ ისე ვგრძნობდი თავს დანა რომ მოგეცა, საკუთარ დეიდაშვილს ამ წუთას მოსაკლავად გავიმეტებდი.ზოგადად,როდესაც ადამიანზე გაბრაზებული ვარ ჯავრს ყოველთვის სხვაზე ვიყრი..
-შენც?- უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა ჯორჯმა,ჩემგან საყვადურს არ მოელოდა, და გვერდი იცვალა.
-ასეა თუ ისე,მთავარია კარგად ხარ.- ბედნიერი სახით თქვა ჯონათანმა, უცბად თვალების ცეცება დაიწყო ოთახში,გონებაში ვიფიქრე ანასტასიას ეძებსმეთქი...სახე შეეცვალა,დასერიოზულდა..უნდა დაგტოვოთო თქვა და გავიდა.ვაპირებდი უკან გაყოლას,მინდოდა მეთქვა ანასტასიაა მამამისმა წაიყვანათქო,მაგრამ ტელეფონის ზარმა ხელი შემიშალა.დაუხედავად ავიღე.
--ალო!
-ანა, ჩამოდი,პალატა არ ვიცი.ქვემოთ ვდგავარ.დედაშენს ვერ ვუკავშირდები.
-კარგი მამა!- უხეშად ვუთხარი და სკამიდან ავდექი,დედაჩემს შევხედე- კიმაგრამ, აქ ვერ ამოვიდა?ქვევით უნდა ჩამიყვანოს?ან შენ რატომ ვერ გიკავშირდება?
-ვაიმე,მერავიცი? თუ გინდა მე ჩავალ.- გაოგნებულმა გამომხედა.
-რა აზრი აქვს,გინდ მე ჩავსულვარ გინდ შენ.- ტელეფონი მაგიდაზე დავაგდე და ოთახიდან გავედი.დედაჩემის ხმა გავიგონე,მომაძახა შარზე ხარო.გულში დავეთანხმე და ლივტში ჩაჯდომას კიბეებით ჩასვლა ვარჩიე.დღითიდღე ვრწმუნდებოდი ჩემს სიჯიუტეში,ახლაც..კიბეებით ჩასვლა მამაჩემის ლოდინისთვის იყო გამიზნული...როგორც იქნა, საოცრად ნელი ნაბიჯებით გასასვლელ კარებთან მივაღწიე.შუშის კარებში რიჩარდი დავინახე,ვიღაცას ესაუბრებოდა,კაცი ვერ ვიცანი,მაგრამ რამოდენიმე წამში მათთან ჯონათანი გაჩნდა 3 ყავით ხელში.არ ვიცი რატომ,მაგრამ ამჯერად ნაბიჯს ავუჩქარე და რამოდენიმე ნაბიჯში უკვე მამაჩემმაც შემამჩნია.
-ანა!- ყურებამდე გაიღიმა და ხელი ჩემეკნ გამოიშვირა.-ეს ჩემი ქალიშვილია.- შეხედა ულვაშებიან, თეთრხალათიან, ხანშიშესულ მამაკაცს,შემდეგ კი ჯონათანს.მე პირდაპირ ჯონათანისკენ გავიხედე, იღიმოდა,აშკარად ესიამოვნა იმის გაგება,რომ რიჩარდის ქალიშვილი ვიყავი.
-რა მშვენიერი გოგონა გყავს რიჩარდ,სამწუხაროა, რომ აქამდე არ ვიცნობდი.- ისეთი ტონით თქვა თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი.
-ხო, ნამდვიალად მშვენიერია.- დაეთანხმა ჯონათანი-თუმცა ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს.ეს მამაჩემია,ანა.მამაშენის ყოფილი ჯგუფელი.
-სასიამოვნოა.- „კაცს" გავუღიმე და გამოწვდილ ხელზე ხელის ჩამორთმევით ვუპასუხე.მამაჩემმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად,თუმცა ჯონათანმა აღარ დააცალა.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი,თორემ ყავას შენც წამოგიღებდი.
-ხო.- უღომღამოდ ვუპასუხე,არ მომეწონა მისი სახის გამომეტყველება,ტონი,აშკარად მეფლირტავებოდა.ვიცოდი,ამჯერადაც ყავაზე დამპატიჯებდა,ამიტომაც მოხერხებულად ავირიდე.- მამა, წავიდეთ რა..დავიღალე,დასვენება მინდა.
-უკაცრავად,მაგრამ უნდა წავიდე...რას ვიზამთ,როგორც მიბრძანენებ ისე ვმოქმედებ..- ოთხივემ ჩავიცინეთ,მამამ ხელი გადამხვია და საავადმყოფოს შესასვლელისკენ დავიძარით.ჯორჯი სიხარულით შეხვდა მამაჩემს,რაც არ უნდა ეთქვათ მისთვის მამაჩემი ბავშვობიდანვე იცავდა და ისე უყვარდა,როგორც ღვიძლი ნათესავი.დედაჩემი და მამაჩემი საავადმყოფოში გვიანობამდე დარჩნენ,მე ტაქსი გამოვიძახე და ღამის ათისთვის სახლში მივედი.ძალიან დაღლილი ვიყავი,ფაქტიურად არაფრის თავი არ მქონდა,არც მიჭამია,არც ყავა დამილევია..პირდაპირ ლოგინში ჩავწექი...ჩემი პატარა საშინლად მომენატრა, ისე ვერ მოვისვენებდი დაძინებამდე მისთვის რომ არ დამერეკა,მართალია არც ჯეიკის ხმის გაგონება მინდოდა, თუმცა სულ არარაობას მაინც დარეკვა ვარჩიე.
-ხო ანა!- ჩუმი, სასიამოვნო ხმის ტემბრით მითხრა, ტანში მოულოდნელად გამაჟრჟოლა. იმ წუთში მისი სახე წარმოვიდგინე წინ და მასთან ჩახუტება მომინდა.ცოტახნით ხმა ვერ ამოვიღე,ამიტომაც მეორედ გაიმეორა ჩემი სახელი.
-ანა, აქ ხარ?- ამჯერად ჩვეულებრივი ტონით მითხრა.
-აა,ხო..ხო...კინოს ვუყურებდი და ვერ გავიგე როგორ მიპასუხე.მისმინე, ანასტასიას თანმინდა ლაპარაკი.
-უკვე რომ დაიძინა?გინდა გავაღვიძო? - კარგად ხვდებოდა,რომ ახლა ძალიან ცუდად ვიყავი, ისიც იცოდა, რომ პატარასთან ლაპარაკი ოდნავ მაინც დამამშვიდებდა...დარწმუნებული ვარ, ჩემზე ღელავდა..სოწრედ ამიტომ მითხრა, გავაღვიძებო..თორემ,კარგად იცოდა , ანასტასიას ახლა რომ გაეღვიძა, მთელი ღამე გააწვალებდა.
-არა,იყოს..მერე ხომ იცი, ძნელად იძინებს.- გამეღიმა და უნებურად ცრემლი ჩამომივარდა.
-კარგი,როგორც გინდა.ძილინებისა ან. –„ან??" .ხომ შეეძლო უბრალოდ ანა ეთქვა?? ტანში ისევ ჟრუანტელმა დამიარა,ლამის ვუთხარი მიყვარხართქო..მაგრამ გამომეშვიდობა, სახლის ტელეფონზე მირეკავენო.ტელეფონი ხელიდან არც გამიგდია,ეგრევე ქეითს დავურეკე.2 ზარი გავიდა,მაგრამ არ მპასუხობდა..როგორც იქნა მესამეზე აიღო.
-რა ჯანდაბა გინდა??11ის ნახევარია.- ნამძინარევი ხმით მკითხა.
-გეძინა??საათი არც გამხსნეებია,ჯერ რა დროს ძილია.
-შენ უსაქმურად ზიხარ და მე იმდენი მქონდა სამეცადინო, ძლივს დავდე ბალიშზე თავი.
-ოო, ხომ შეიძლება ერთხელ არ დაიწუწუნო?
-არა, რა თქმა უნდა არა! მოიცა,მეჩვენება თუ... რა ხმა გაქ??
-ჯეიკს ველაპრაკე,საავადმყოფოშიც ვნახე..
-სად?- სულ დამავიწყდა რომ ქეითმა არ იცოდა ჯორჯის ამბავი.
-უი,არ მითქვამს??ჯორჯი ხომ იცი? სასმელით მოიწამლა,საავადმყოფოში ვიყავით,ჯეიკიც იქ მოვიდა,გუშინ რომ კლუბში ვიყავით გაიგო..ისევ თავისი ძმაკაცები დამსდევენ.მოკლედ,ძაან უხეშად დამელაპარაკა,სწავლას დაიწყებო, არ გეცლებაო დაბავშვს დედაჩემთან დავტოვებო.
-ვერ გავიგე,რა უნდა საერთოდ?ისევ გაწვალებს და არ მესმის..
-გაჩუმდი! მაინც არაფერი შეცვლილა ამ ლაპარაკის შემდეგ.ასე რომ..აუ საშინელი გულის რევის შეგრძნება მაქვს.
-რაღაცას შეჭამდი.კაი,გავჩუმდები..მარა..
-თუ ჩუმდები მარას ნუღარ ამბობ.- ვუთხარი და გავიღიმე.- მეძინება.
-მართლა?რა დამთხვევაა?მეც საშინლად.მარა ერთმა სისხლის მწოველმა გამაღვიძა.ვთიშავ.
-აუ,არა..არ გათიშო..არ მინდა მარტო დარჩენა.
-კაი,დაიძინე და მე მერე გავთიშავ.რამდენი წელია უკვე ჩემ ნერვებს გწირავ და დღესაც შემოგწირავ.
-კაი, მიყვარხარ.- უკვე აღარაფრის თქმის თავი არ მქონდა.ბალიში ჩავწიე,თავი დავდე და ტელეფონი ჩემი თავის გვერდით,ბალიშზე დავდე.
ყველაზე მეტად ცხოვრებაში მარტო ყოფნის მეშინოდა, პატარაობაშიც..და ახლაც..ვერასდროს ვიტანდი სახლში მარტო ყოფნას,თავს საშინლად მარტოსულად ვგრძნობდი.


MiSsBarNes
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 725 | დაამატა: Merder♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-03-26 Spam
vaimee dzalian kargii iyoo male dade xolme ogond, tavidanve vkkitxulobdi am motxrobas ubralod cota xani ver shemovdiodi da exla wavikitxe gamotovebuli tavebic dzalian momwons male gaagrdzelee.