მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » Something always brings me back to u ... (=5)
11:33 PM
Something always brings me back to u ... (=5)
***
მეორე დღეს ქეითი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა,ის ქცევაც,რომელიც გუშინ ლუკასის დანახვას მოჰყვა სასმელს დააბრალა,მეც რა თქმა უნდა დავეთანხმე..ეს ხომ ქეითია,მას არ უყვარს ბიჭის გამო ტირილი,უფროსწორად, საერთოდ ვინმეს გამო.მგრძნობიარეა,მაგრამ არასდროს გამოხატავს თავის გრძნობებს ბოლომდე,თუ არ ჩააცივდი,თუ ძალით არ ამოქაჩე,ან თუ ძალიან არ გართულდა სიტუაცია.თუმცა ის კარგად ხვდებოდა,რომ ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ შევისწავლე თითოეული მისი მანერა,ქცევა..ყოველთვის ვიცოდი რა უნდოდა, რას განიცდიდა,რას გრძნობდა..მანამდეც ბევრი მეგობარი მყოლია და რა თქმა უნდა ახლაც ბევრი მყავს,თუმცა ასე ღრმად არასდროს არავის ხასიათი არ ვიცოდი, ასე არასდროს მქონია ვინმეს იმედი..
ქეითს მეორე დილით,ასე პირველისკენ დავემშვიდობე და სახლში მივედი,დარწმუნებული ვიყავი ანასტასია უკვე მიყვანილი ჰყავდა ჯეიკს,ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი და ჩემს პატარას როდის ჩავეხუტებოდი.რატომღაც გზაში რამოდენიმე წამით თავი დამნაშავედ ვიგრძენი.. გულში გამიელვა იმ აზრმა,რომ მე ვიყავი დედა, რომელიც ბავშვს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა,იმის მაგივრად რომ დრო შვილთან ერთად გამეტარებინა კლუბში დადიოდა,ან საუკეთესო დაქალს აწყნარებდა..მოკლედ, ფაქტი იყო ყველგან ვეძებდი ნუგეშს საკუთარი შვილის გარდა.თუმცა დამნაშავის შეგრძნებამ მაშინვე გადამიარა როგორც კი ქეითმა დამირეკა.
-სად ხარ?
-შენი აზრით?ტაქსიში ვზივარ და სახლში მივდივარ.
-ხო,კაი მოკლედ..ხვალ ყველა ვარიანტში ინუვერსიტეტში უნდა წავიდეთ.ლექციები 10-ზე იწყება და ბუნებრივია 10ის ნახევარზე მანქანით გამოგივლი.
-გასაგებია.მზად ვიქნები.რომ მოხვალ დამიპიპინე,ან შემოდი.- ვუთხარი,თუმცა გული დამწყდა როცა სახლიდან ჩემი გასვლის დრო გავიგე..ჯეიკი ბავშვს იმაზე ადრე მოიყვანდა, ვიდრე მე სახლდაინ გავიდოდი..
-კაი,წავედი..მიყვარხარ!
-კაი,მეც..
-შენც რა?
-ოო,ნუ სულელობ.
-მითხარი!- ნაგლურად მითხრა.
-ღმერთო რა გეშველება?- ჩაახველა.- კარგი,მეც მიყვარხარ ქეით..
-შენც თუ??
-ჯანდაბა,მოკეტე..ვთიშავ,მივედი...
-კაი.- ნასიამოვნები ხმით მითხრა და ყურმილი დამიკიდა.
წესით მე უნდა გამეთიშა.- გავიფიქრე,მძროლს საფასური გადავუხადე,რატომღაც ჩემთვის უჩვეულო მადლობაც მივაყოლე და ტრადიციულად კარი მაგრად მივაჯახუნე..კედები საშინლად მიჭერდა,სწრაფად სახლის კიბეები ავირბინე,გასაღები გადავატრიალე და როგორც იქნა მშობლიურ სახლში შევადგი ფეხი.
-მე მოვედი.- ხმამაღლა ვიყვირე და კარები დავკეტე.
-დე...- კიბეებიდან ჩამორბოდა ანასტასია,ფეხებზე რომ არ დაგეხედა იფიქრებდი მოფრინავსო..უკნიდან დედაჩემის განწირული კივილი ისმოდა,დაეცემი ნელაო.მეც აღარ დავაყოვნე, ქურთუკი გავიხადე და ანასტასიას,რომელიც უკვე ჩემს წინ იდგა მაგრად მოვეხვიე.
-რა ხდებოდა დე გუშინ?
-მამამ გამასეირნა და მერე დავიძინეთ.დე..გუშინ ნია შეგვხვდა და დედამისს იცი სად მიყავდა?- აღფრთოვანებით ყვებოდა.
-სად?- მეც ისე ვკითხე თითქოს მაინტერესებდა,დივანზე დავეხეთქე და ტელევიზორი ჩავრთე.
-გააჩერეე..აქ გააჩერე..- დაიკივლა და დივანზე თვითონაც ამობობღდა.
ჯანდაბა..ნუთუ არ შეიძლება რამე კინოს ვუყურო?- გავიფიქრე და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა,რაღა მაინდამაინც პირდაპირ სპანჯბობზე გადავრთეთქო, ანასტასიასთან გამკლავება ვცადე.
-დე,მოდი რა უფრო კარგი რაღაცა მოვძებნოთ.
-არა,მე ეს მინდა.- ჯიუტად მითხრა.
-გთხოვ რა..- კდიევ ერთხელ ვცადე გადამეფიქრებინა.
-არაა!-უკვე შევატყე ტირილს იწყებდაა,ამიტომაც თავი მივანებე და მეც სპანჯბობის ყურებას შევყევი..პატარას სულ გადაავიწყდა ნია და დედამისი..არც მე დავინტერესებულვარ დიდად სად მიდიოდა ჯეიკის კორპუსის მეზობელი..როგორც იქნა, გაწელილი ნახევარი საათის მერე დამთავრდა სპანჯბობის ორი სერია,რომელის ყურებაც შუიდან დავიწყეთ,გახარებული პულტს ვეცი და „ვნების ანატომიაზე" გადავრთე,გამიმართლა..ახალი სერია უკვე დადებული იყო,1 საათით უკან გადავახვიე და ბედნეირად ყურება დავიწყე..10 წუთის განმავლობაში ისე ჩუმად იყო ანასტასია მისი ჩემთან ერთად ყოფნა ვერც კი ვიგრძენი,ბოლოს მობეზრდა და წამოდგა.
-სად მიდიხარ?ამოჩაჩული გაქ,მოდი ჩაგიყოლიო.- ვუთხარი და სერიალი დავასტოპე,ჩემი ნათქვამის შესრულების შემდეგ ისევ ჩემს საყავრელ სერიალს მივუბრუნდი,თუმცა საშინლად შემაწუხა შიმშილის გრძნობამ.ოთახიდან განწირული ხმით დავიკივლე..
-დეეეე!!!!
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ერთხელ დაძახება არ კმარა- გავიფიქრე და ამჯერად უფრო ხმამაღლა დავიძახე.
-დედააააააა!
-რა იყო?- 2 წუთში ჩემს წინ გაჩნდა ჯენიფერი.
-მე და ანასტასიას გვშია.- ვუთხარი და რაც შემეძლო თბილად გავუღიმე.
-იცი სადაა საჭმელი,ასე რომ...- დედაჩემს სიტყვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა, ყელზე ჩამოკიდებული ტელეფონი დასაკიდიდან მოხსნა და უპასუხა.
-გისმენთ!- სახე შეეცვალა.
-რა/რატომ??- გული ამიფრიალდა,დედამ შეშინებული ხმით ჰკითხა მოსაუბრეს და დივანზე ჩამოჯდა.
-კარგი,მოვდივართ.- ტელეფონი გათიშა,კითხვის დასმა არ მაცადა..- შენი უჭკუო დეიდაშვილი საავადმყოფიშია ალკოჰოლური ინტოკსიკაციით..
-რა??ჯანდაბა,სად დალია..წავიდეთ.-ტელევიზორი გამოვრთე და გიჟივით წამოვხტი,ტანზე ქეითის ტანსაცმელი მეცვა,არც გამომიცვლია ისე ფეხსაცმელში ფეხი ჩავყავი,ანასტასიას ქურთუკი მოვაცვი,თვითონ ქურთუკი ხელში დავიკავე და გარეთ გავედით.
-მანქანას გამოვიყვან,დამელოდეთ..ანა,თუ შეგიძლია რიჩარდს მიწერე,რომ საავადმყოფოში ვიქნებით და კარი ჩაკეტე.-დედა მანქნაისკენ გაიქცა.
პასუხი არ გამციია,კარები ჩავკეტე და მამას მივწერე..მესიჯი მომწერა,ხომ კარგადააო,მაგრამ თვითონაც არ ვიცოდი პასუხი და ამიტომ არც მისთვის მითქვამს არაფერი.ნერვიულობაზე კანკალმა ამიტანა და ქურთიკი მეც მოვიცვი.ამასობაში დედამაც მოაყენა მანქანა,კარები გავაღე,ჯერ ანასტასია შევსვი და შემდეგ მეც შევყევი.დედამ მანქანა დაქოქა და სწრაფი სიჩქარით საავადმყოფოსკენ წავიდა.
-რომელ საავადმყოფოშია?- ვკითხე და ანასტასიას,რომელიც არ ისვენებდა ხელზე ვუჩქმიტე.
-სიეტლის.ჯეიკს დაურეკე?
-რატომ?
-უთხარი რომ სახლში არ ვინქებით?
-ჯანდაბა,ეგ სულ დამავიწყდა.წასვლის დრო რომ მოვა დავურეკავ..ანასტასია!- თვალები დავუქაჩე პატარას,არ ისვენებდა და ბებიასთან,წინა სავარძელზე გადაჯდომას ცდილობდა.ცოტახნით ცქმუტვა შეწყვიტა და საზურგეს მიეყრდნო.
-ფეხზე გამხადე.- მცირეხნიანი შესვენების შემდეგ მითხრა ანასტასიამ.
-არა,ცივა.- მკაცრად ვუთხარი და ჯეიკს მივწერე საადავმყოფოში მოსულიყო ბავშვის წასაყვანად,რომ არ შეშინებოდა მიზეზიც ავუხსენი.
20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მივაღწიეთ საავადმყოფომდე.ჯენიფერმა მანქანა თავისუფალ ადგილას დააყენა,მანქანიდან ჯერ ის გადავიდა,შემდეგ მე და ანასტასია სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით მანქანიდან გადმოვათრიე,ამბობდა მეშინია,არ წამოვალ ექიმებთანო..ბოლოს,სანამ შევიდოდით მზრუნველმა ბებომ აუხსნა,რომ თავად მას არაფერს უზამდნენ..პატარაც ჩაწყნარდა,ხელი მაგრდა მომკიდა და დიდი ქალივით,თეძოების ქნევით, კიბეებს აუყვა..მეორე სართულზე როგორც კი ავედით ჯენიფერმა დეიდას დაურეკა,მანაც უთხრა დამელოდეთ,გამოვალ და პალატაში შეგიყვანთო.
-ჩამოვსხდეთ.- მითხრა დედამ,ანასტასიას ხელი მოკიდა და სკამებისკენ წავიდა..მეც უკან გავყევი.არც კი მისულა სკამებამდე,რომ ჩარლი( დეიდაჩემის ქმარი დაიანხა)- ჩარლი! -დაუძახა დედაამ..სკამზე გამართულად იჯდა,ნახევრად ეძინა,თვალები მოიფშვნიტა და უხალისოდ წამოდგა ფეხზე, ჩვენთან შესახვედრად.
-გელოდებოდით.- გაიღიმა, დაიხარა და პირველი ანასტასიას აკოცა,პატარამ დაიწკმუტუნა,არ ესიამოვნა და მე მომეკრო.-რამხელა გაზრდილა.
-ხო,გარეგნულადაც და ტვინითაც.- დედამაც გაიღიმა და ჩარლი გადაკოცნა.-რა მოხდა?
-როგორ ხარ ანა?- მზრუნველად მკითხა ჩარლიმ და მეც გადამკოცნა.
-არამიშავს,გმადლობთ.- დაუფუქრებალდ ვუთხარი და ანასტასია ხელში ავიყვანე.
-სად დალია არ ვიცი,მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოვკლავ.ასეთი უპასუხილმგებლო პიროვნება მე ჯერ არ შემხვედრია..4 ღამე სახლში არ მოსულა,ტელეფონი გამორთული ჰქონდა...დედამისი მაინც არ შეეცოდა??არ ვიცი რა ვუყო..დღეს დილით საავადმყოფოდან დაგვირეკეს და გვითხრეს სასრაფოდ მივსულიყავით..- დედამ რამოდენიმეჯერ უხერხულად შემომხედა,ეღიმებოდა..მეც სიცილს ძლივს ვიკავებდი..ისე სასცილოდ ამბობდა ჩარლი..მთელი გრძნობებით ყვებოდა და ხელებს აქეთ იქით გიჟივით იქნევდა.
-კარგი,დამშვიდდი..ახლაგაზრდებმა ასე იციან..- გვერდით მიუჯდა დედა და დასაწყნარებლად ზურგზე ხელი დაადო.
-მშვიდად ვარ.- კიდევ ერთხელ გაიქინია ჩარლიმ ხელი..უკვე აღარ შემეძლო..სიცილით მოვკვდებოდი ჩარლის რომ არ მოვშორებოდი.
-წყალზე გავალ და დავბრუნდები..- ანასტასიასთან ერთად წყლის ჩამოსასხმელთან მივედი...ჩამოვასხი და მოვსვი,თუმცა ანასტასია აჭყიპინდა..რატომ დალიე პირველი შენ,მე უნდა დამელიაო..მთელი 5 წუთი დამჭირდა იმისთვის რომ პატარა დამემშვიდებინა..წყლის აპარატის გევრდით, ჩაკუზილი ვიყავი და სულელივით ვეფერებოდი..მიუხედავად იმისა, რომ მოთმინენის ფიალა ავსებული მქონდა, ყოველთვის ვცდილობდი ბავშვისთვის ხელი არ დამერტყა,თუ დავარტყამდი ისიც, ტაკუნებზე მოვცხებდიხოლმე..სერიოზუალდ ანასტასია არასდროს მიცემია..ამჯერად გაბრაზებასაც კი არ გამოვხატავდი...როგორც იქნა, პატარამ სახეზე აფარებული ხელები ჩამოიშორა და ჩამეხუტა..მეც ვაკოცე,ჩევიხუტე და გავიმართე..კიდევ ერთი ჭიქა წყალი ჩამოვასხი,პატარას დავალევინე და უკვე იმ ადგილიდან გამოსვლას ვაპირებდი,როდესაც წყლის აპარატთან ნაცნობი სახე მოვიდა...თეთრი, ექიმის ხალათით..
-ანა??- მანაც შემნიშნა,პრინციპში რა შენიშვნა მჭირდებოდა..მე ხომ მის გევრდით ვიდექი..
-აქ რას აკეთებ?- მინდოდა მეკითხა, ექიმი ხართქო??მაგრამ კითვა არასწორად დავუსვი..
-როგორც მხედავ, აქ ვმუშაობ..- ჩაიცინა.
-ხო,მაგას მივხვდი..- მეც გავიღიმე..-ჯონ...- დამავიწყდა მისი სახელი..
-ჯონათანი..ჯონათანი მქვია..
-ხო,დამავიწყდა..ექიმი ხარ?
-არა, ორდინატორი..შემიძლია კაფეტერიაში დაგპატიჟო.
-არა, იყოს...აქ ჩემი დეიდაშვილსი სანახავად ვარ მოსული..
-კარგი,როგორც გინდა...რა დაემართა?
-ალკოგოლური...- აღარ დამამთავრებინა წინადადება.
-ხო,ამ დილით მოიყვანეს..საკამოდ ბავრი ჰქოდნა დალეული,თუმცა ახლა გონზეა და ალბათ ხვალ ან ზეგ გაწერენ..
-ანუ კარგადაა?
-ხო,ისეთი არაფერი არ იყო..გადასხმებმა გამოიყვანა..ეს...-ანასტასიას დახედა,როგორც ჩანს მხოლოდ ახლა შეამჩნია.
- ეს ჩემი შვილია,ანასტასია..- გამიკვირდა,ამდენ ხანს როგორ გაძლო პატარამ ..საერთოდ,არ უყვარდა ,როდესაც ვინმე უცხოს ველაპარაკებოდი,წუწუნს იწყებდა, თვითონ უნდოპდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და საბოლოოდ, თუ მაინც გააგრძელებდი საუაბრს ბღავილს რთავდახოლმე.
-რა საყავრელი ბავშვია..-ჯონათანი დაიხარა და ანასტასიას თავზე მოეფერა.- რა გქვია??
-ანასტასია..პატარამ გაუღიმა და ხელი გამიშვა.
-აშკარად მოსწონხარ..- ღიმილით ვუთხარი ჯონათანს.- ასეთი თამამი უცხოებთან არასდროს არაა.
-მიხარია. იმედია, მოგვიანებით ნამცხვარზე გამომყვება.
-და რატომ უნდა გენდო??იქნებდა მოიტაცო??- სცილით ვუთხარი.
-რა პრობლემაა..დედასაც დავპატიჟებ.თუ ახლა იმაზე ფიქრობ ორივე არ მოგვიტაცოსო?- მანაც გაიცინა.
-არა,მაგაზე უკვე აღარ ვფიქრობ.- სერიოზული სახე მივიღე- ახლა უნდა წავიდე...დეიდაშვილი უნდა ვნახო..
-მეც მაქეთკენ მოვდივარ,ერთდ წავიდეთ და მის პალატაშიც შეგიყვან.
- კარგი,წავიდეთ.- ანასტასიას ხელი მოვკიდე და ჯონათანთან ერთად ჩქარი ნაბიჯებით პალატებისკენ წავედით.დედა და ბიძია უკვე შესულები იყვნენ, გულშ გავბარაზდი..ჯონათანი რომ არ ყოფილიყო როგორ უნდა მეპოვნა პალატა,რატომ არ დამელოდათქო..თუმცა სიბრაზე მალევე ჩამიცხრა.
-ესაა..შედი და მეც მოგვიანებით შემოვალ.შესამოწმებელი მყავს პაციენტები.- არაფერი მითქვამს,თავი დავუქნიე და კარები ოდნავ შევაღე,პირდაპირ ჯორჯი დავიანხე,საწოლზე იწვა და თავი ბალიშით ამაღლებული ქონდა,ჩემი დანახვისას სახე გაუნათდა,ალაბთ გულში იფიქრა,ერთადერთი ადამაინია ვინც არ გამკიცხავსო..პირველი რაც ოთახში შესვლისას გავაკეთე დეიდასთან მისალმება იყო,პატარას დეიდაჩემ იარც სიე კარაგდ ახსოვდა,ამიტომ ცოტათი იუკადრისა,თუმცა ჯორჯს, რომელიც ჯეიკსაც და პატარასაც საკამოდ კარგად იცნობდა ბევრი ეფერა და ეთამაშა...ჩემი შესვლის შემდეგ ოთახში მყოფები ორ ნაწილად დავჯგუფდით,ჩვენ,მე , ჯორჯი და პატარა, და დედა, დეიდა და ბიძია..ყველა ჩვენთვის ვსაუბრობდით..ბოლოს, ჩემი და ჯორჯის საუბარი,რომელიც ფაქტიურად ყველა თემას შეეხო ჯეიკის შემოსვლამ შეგვაწყვეტინა.
-სიძე??- ხმა აიმაღლა ჯორჯმა და კდიევ უფრო სცადა წამოწეულიყო...-ხელი ისე გავკარიი მგონი ძვალი გავუტეხე..
-რა გინდა ბიჭო აქ?ასეროგორ გამოთვერი,ჩემთვის დაგერეკა მაინც.- ჯეიკმა ჩაიცინა,ყველა იქ მსხდომი მოიკითხა, მამასკენ გაქცეული პატარა ხელში აიტიცა და საწოსლ მეორე მხრიდან მოუდგა.
-რამდნეჯერ დაგირეკე,სულ მეუბნებოდი არ მცალაია დასალევადო..ხოდა მარტო დავლიე.- ჯორჯმა ხელი გაუწოდა უკვე სკამზე დამჯდარ ჯეიკს,რომელსაც ბავშვი ესვა კალთაში.საოცარია,მაგრამ ამ წუთში არაფერი მიგრძვნია მის მიმართ,უბრალდო ვიჯექი მის წინ,საწოლის მეორე მხარეს და წყნარად ვუსმენდი ორი იდიოტის საუბარს.ბოლოს,როგორც იქნა ჯეიკი წამოდგა,გამოაცხადა დაღლილი ვარ,უნდა წავიდეო და მთხოვა, ორი წუთით გავყოლოდი..საქმე მაქვსო.გაკვირვებული წამოვდექი და მას გავყევი..სანამ აივანზე არ გავიდა,მანამდე ნაბიჯი არ შეუნელებია,არც რამე უთქვამს.ახლა კი ნამდვიადლ ვიგრძენი გულის აჩქარება,ვხურდი,სახეზე აშკარად წითელი ვიქნებოდი..მინდოდა ხელი ჩამეკდიებინა,მაგრამ მეშინოდა არ მოვეშორებინე.იმ წუთში მინდოდა მისი სითბო,სიმხურვალე მეგრძნო..ის გრძნობა კიდევ ერთხელ გამომეცადა,რასაც მისი ჩახუტების და მოფერების დროს ვგრძნობდი...მივყვებოდი,მაგრამ ამჯერად მისი მეშინოდა,ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის მეშინოდა იმ სიტუაციაში..ცხვორებაში არასდროს მისი არ შემშინებია,მაგრამ ახლა..ახლა თითქოს მას უცხოდ ვთვლიდი..მის თვაელბში პალატაში შემოსვლისას ის სევდა,ის სითბო ვერ ამოვიკითხე,რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა მისი გრძნობის შესახებ...არ ვიცი რატომ,რისთვის ან როგორ მოხდა ეს ყევლაფერი..რანაიარდ მოვედი ცხვორებაში დღემდე, ჯერ კდიევ ვერ ვაცნობიერებ რომ ის დავკარგე..მაგრამ მე მხოლოდ ერთი ვიცი..სიცოცხლის ბოლომდე მე ის ჯეიკი მეყავბრეა,რომელთანაც თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი,საკუთარი თავი დედოფალი მეგონა და ჩემი ნებისმიერი პრიკაზიც იმ წამსვე სრულდებოდა..და ახლა, როდესაც ეს ყევალფერი გაქრა თავი უბრალო მათხოვარი მგონია, უსუსური არსება,რომელმაც არ იცის რა ქნა..რომელსაც ამ წუთში ქეითი სჭირდება,მაგრამ არ შეუძლია მიწეროს და რჩევა ჰკითხოს,რადგანაც ქეითიც ძალაინ ცუდადაა...რომელსაც აღარ უნდა თავი პრობლემები მოახვიოს თავზე..თუმდაც ერთი დღე...მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩემში ჯეიკის დაბრუნების პატარა იმედის ნაპერწკალი ჯერ კდიევ არ ჩამქრალა..ბებია ყოველთვის მეუბნებოდა, სანამ იმდედის ნაპერწკალი შენს გულში ცოცხლობს, მიჰყევი იმას,რაც გინდაო..როცა გაქრება, უბრალდო შეეში და დრო გიჩვენებს გასაკეთებელსო...



მეღირსა : )) დაამოწმა:მარიამო
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 664 | დაამატა: Merder♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-02-01 Spam
გააგრძეელ ძაან მააგარია )