მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება ♥
9:41 PM
სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება ♥
სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება 
Tumblr_ljz2japoyq1qi94qco1_500_large

1 თავი/2 თავი


სიმართლე გითხრათ შემზიზღდა დღევანდელი ცხრილი, რაღაც საშინელება იყო, ყველაფერი გაკვეთილი. ყველას უკვირდა, ასე მალე როგორ დამიმეგობრდა ნეიტი, მაგრამ რავიცი, ალბათ არც იყო ეს სალაპარაკო. რა ქნან, უყვართ ჭორაობა. ზარი დაირეკა, გარეთ გავედი, ყველა ისევ და ისევ მე მიყურებდა, მომბეზრდა, ვიფიქრე სულ არ გადმოვსულიყავი თქო, ამომადინეს ყელში. თუმცა ასე ვთქვათ ყურადღების ცენტრში ვიყავი და გოგონებს გვიყვარს ეს.

-არ მოდიხარ სახლში? (უკნიდან ემას ხმა მომესმა)

-უი, დაგვიმთვრდა უკვე?

-ხო, რაიყო რო ?

-არაფერი, გამიხარდა (გავიცინე)

-გაიხედე ჩვენკენ ვინ მოდის (სწრაფად შემატრიალა ემამ)

ჩვენკენ ნეიტი მოდიოდა, სულაც არ გამკვირვებია, არ მესმოდა ასე რატომ უხაროდა ემას

-ნეიტი, მერე? (გავუღიმე)

-კარგი რა გრეის, დავიჯერო სრულებითაც არ მოგწონს?

-და რატომ უნდა მომწონდეს? მე ჯერ არ მინდა ბიჭებს დავუწყო დევნა (გავუღიმე)

-გრეის, ისა რა უნდა მეთქვა (დაიბნა)

-გისმენ ნეიტ

-სად ცხოვრობ?

-მე-14 პაველიონში, შენ?

-მე მე_13-ში, ახლოს ხარ, წამოდი ერთად წავიდეთ, მიგაცილებ.

-კარგი, უარს არ გეტყვი (გავუღიმე)

ემა პირდაღებული გვისმენდა, მე და ნეიტმა ჩანთები ავიღეთ და სახლისკენ წავედით, ფეხით მივდიოდით რათქმაუნდა, არც ისე შორს იყო სახლი.

-ესეიგი, დღეიდან ჩვენი კლასელი ხარ არა?

-ხო, როგორ ჩანს

-აქ აპირებ ხომ სკოლის დამთავრებას?

-კი, რათქმაუნდა (გავუღიმე)

-ძალიან კარგია

-რატომ ? (დამაინტერესა)

-რავიცი, სკოლის შეცვლა აღარ მოგიწევს და ჩვენთან ერთად იქნები, აგარც მეგობრებს გამოიცვლი (გამიღიმა)

ხმა არ ამომიღია, გავჩუმდი, ორივე ვდუმდით, არაფერს ვამბობდით. ამ ხანში კი სახლსაც მივუახლოვდით.

-აი მოვედით (გავუღიმე)

-აა, ეს არის? პატარაობაში მახსოვს აქ მეგობარი მყავდა, ამ სახლში ცხოვრობდა, ენდრიუ ერქვა, მაგრამ შემდეგ გადავიდნენ, სამწუხაროდ ახლა აღარ ვიცი სად არის.

-ჰაჰ (გავიცინე) -ის ახლა კარებიდან იყურება

-რა?? მოიცა, შენ რა ენდრიუს და ხარ?

-ხო.. (ენდრიუს გავხედე)

კარები გააღო და გამოვიდა.

-მაინტერესებდა რაზე ჭორაობდით, მაგრამ ვეღარ გავძელი ამდენი ხნის უნახავი მეგობრის ყურება და გამოვედი, ნეიტ როგორ ხარ ძმაო? (გაიცინა)

-აბა ამ სწავლის გადამკიდე როგორ ვიქნები (ესეც მიჰყვა)

-შენც თავს არ აკლავდე რა

-აბა ბიჭო, შენ ეგ იკითხე და (გაიცინა)

მე ამათ საუბარზე უბრალოდ მიხაროდა, მიხაროდა ის რომ ბავშვების მეგობრები ამდენი ხნის მერე შეხვდნენ ერთმანეთს. მე ნეიტს დავემშვიდობე, მან მითხრა რომ ჩემი გაცნობა ესიამოვნა, ასევე ვუთხარი მეც. ენდრიუს გავხედე და ერთი წამით გვერდით გავიყვანე


-მე რატომ არ ვიცოდი რომ აქ ოდესღაც ვცხოვრობდით?

-შენ მაშინ არ იყავი დაბადებული (გამიღიმა)

-კარგი რაა

-ნუ ბუზღნებ, მაგაზე მერე დავილაპარაკოთ (შუბლზე მაკოცა)

სახლში შევედი, დედაჩემი და მამაჩემი მომეგებნენ..

-არ ვიცოდი ! (ვუთხარი წყნარად)

-რა არ იცოდი გრეის?

-ის რომ ოდესღაც აქ ვცხოვრობდით

-გვეგონა არ დაგაინტერესებდა, შენ ვერასდროს ვერ იტანდი ამ ქალაქს.

-მაგრამ მე რომ მცოდნოდა აქ სახლი მქონდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა (შევინარჩუნე სიწყნარე და ჩემს ოთახში ავედი)

აქაური ცხოვრება უკვე მომწონდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო, მყავდა მეგობრები და მათთან ერთად ბედნიერი ვიყავი, მომწონდა აქ ყოფნა, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ვიტანდი აქაურობას. ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვევი!

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 697 | დაამატა: Sallie♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-04-01 Spam
Gaagrzeele : OO Dzaan momewona :*:*