მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 22 » სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება ♥
6:25 PM
სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება ♥
სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება 
Tumblr_ljz2japoyq1qi94qco1_500_large

არასდროს მითქვამს რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია მოხვდეს ? ადვილია შეიყვარო, მაგრამ ძნელია დაკარგო რადგან პოვნა არის გასაჭირი. დააფასე ყველაფერი, არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას! იცხოვრე სიყვარულზე შეყვარებული. ყოველთვის თქვი ის რასაც გრძნობ, და აკეთე ის რასაც ფიქრობ! არასდროს მივყვებოდი ამ სიტყვებს, არასდროს მეგონა რომ ეს სიტყვები რამეს მოახდენდა ჩემში, მაგრამ ახლა, ახლა როდესაც ბედნიერი ვარ ცხოვრების ყოველი წუთით და წამით, მე უკვე სხვას ვეუბნები რომ მიჰყვნენ ამ სიტყვებს და იპოვიან მისი ცხოვრების უკეთეს დასასრულს, მიაღწევენ თავიანთი სიცოცხლის მიზანს! ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც უბრალოდ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვიყავი, სულ რაღაც 2 წლის წინ. საცხოვრებლად გადავედი ქალაში, რომელსაც ოდესღაც ვერ ვიტანდი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ იქ ხდებოდა ყველაფერი საშინელება მაგრამ ამავდროულად საოცრებაც.. ეს ქალაქი იყო პარიზი. მოდით ამ ამბავს არ მოგიყვებით როგორც წარსულს, დავბუნდეთ იმ დროში და თქვენ თვითონ გაეცანით ჩემს ცხოვრებას. მოკლედ მე გრეისი მქვია.

Tumblr_m0wlw7ooxs1ql32ayo1_500_large

კიდევ კარგი ჯერ ზაფხულია მაგრამ გასახარებელი არაფერი მაქვს, 1 კვირაში სწავლა იწყება, ასე მგონია ყველაფერი თავდაყირა დადგება როდესაც  საკლასო ოთახის კარებს შევაღებ. დაწყნარდი გრეის, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე მეტად კი ის მიკვირს რომ ვარ სიყვარულის ქალაქში, მაგრამ არანაირი სიყვარული და საყვარელი ადამიანი.. ნეტავ რა დავაშავე ან რა დავუშავე ჩემს მშობლებს ასე რომ გამწირეს. გავიდა 1,2,3.. დღე.. და აი დადგა ის დროც როდესაც უკვე სკოლაში უნდა წავიდე, როგორ ვერ ვიტან ამ მომენტს, გადადიხარ და ყველა შენზე ჭორაობს, ნეტა არ ბეზრდებათ? ალბათ არა, ნუ რას ვიზამთ ყველაფერი ასე იწყება. 
-გრეის, სკოლაში არ დაგაგვიანდეს (ამომძახა დილიდანვე დედაჩემმა) 
-მღვიძავს დედა (უღიმღამოდ ვუპასუხე)
თვალები დავაჭყიტე და მივხვდი რომ აშკარად საქმე კარგად არ უნდა ყოფილიყო, საწოლიდან გადმოვედი და პიჯამოებიანი მეორე ოთახში გავედი, როგორც ჩანს დღეს მე მომიწევს საუზმის გამზადება, დედაჩემი და მამაჩემი ჯერ ამდგრები არ იყვნენ.. ჩემი ძმა? ალბათ ისიც იწვა ჯერ, მაგრამ ვინ დაგაცდიდა ამ დიდ სიამოვნებას უცბად მისი ხმა მომესმა..
-გრეის?? უკვე ადექი ?
-როგორც ხედავ ენდრიუ 
-ხოდა აბა საუზმე შენზე იყოს
(გაიცინა)
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მოსაბეზრებელი ძმა მყავდა, მითუმეტეს ჩემზე უფროსი, უპირატესობა მისი იყო.. აი საუზმეც გავამზადე და ვისაუზმე კიდეც, უცბად გამახსენდა რომ ჯერ კიდევ პიჟამოებში ვიყავი, საათს დავხედე და .. 9ის ნახევარი იყო, ოთახში შევვარდი და ტანსაცმელი ამოვქოთე, როგორც იქნა ჩავიცვი, კიდევ კარგი არანაირი უნიფორმა არ იყო საჭირო, ეს გულს მიხარებდა. სასწრაფოდ გავემზადე და სკოლისაკენ მოვუსვი :x  სკოლაში შესულს 1 წუთი აკლდა ზარის დარეკვას, შევხედე საკლასო ოთახის კარებს და 11 ეწერა, ეს ოთახი მაწყობს, კარზე დავაკაკუნდე და შევედი..
-გამარჯობათ მის კლერ (მივმართე მასწავლებელს)
-გამარჯობა გრეის (გამიღიმა)
-ბავშვებო გაიცანით ეს მის გრეის გილბერტია (ბავშვებს გავუღიმე და მივესალმე)
-მის გრეის, სადაც ცარიელ და სასურველ ადგილს ნახავთ იქ დაბრძანდით 
-გასაგებია მის კლერ

აი ამ მომენტს ვერ ვიტანდი, ყველა მე მიყურებდა და მათვალიერებდა, ბოლოს ერთი ადგილი შევნიშნე უკან და იქ დავჯექი, გვერძე არავინ მეჯდა. დასვენებაზე ყველას აინტერესებდა თუ ვინ ვიყავი ეს ამოუცნობი გოგო, ბევრი ცდილობდა ამის გაგებას მაგრამ გაუგებარი აქ არაფერი იყო, მე გრეის გილბერტი მერქვა. აქ ყველა ცდილობდა გავეცანი და თბილად მომბყრობოდა თუმცა ერთი ასე ვთქვათ „ბანდა" ცოტა გვერდულად მიყურებდა.. შემდეგ ერთი გოგო მოვიდა ჩემთან
-გამარჯობა გრეის
-გამარჯობა, შენი სახელი ?
-მე ემა მქვია
-სასიამოვნოა ძალიან 
-ჩემთვისაც
-ძლივს ერთი გამომელაპარაკა
-ხო, აქ ეგრე იციან

აი სულ ეს იყო ჩვენი გამოლაპარაკება, ამ დღემ აი ასე უბრალოდ ჩაიარა, ერთი ჩვეულებრივი დღე, ერთ ჩვეულებრივ დილას.. ყოველი დღე რაღაცით განსხვავდება მეორისგან.. ვნახოთ ღმერთი ხვალ რა სიურპრიზს მომიმზადებს..


აი ესეც ასე :)) ეს არის ახალი მოთხრობა 
შინაარსი ძალიან საყვარელი და ლამაზი მაქვს მოფიქრებული 
სულ სხვანაირი ვიდრე ჩემი წინა მოთხრობები 


Tumblr_m1aabaihda1r0aab9o1_500_large
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 955 | დაამატა: Sallie♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-03-24 Spam
vaime dzalian magariaa male dadee <33