მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 26 » სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება ♥
10:07 PM
სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება ♥
სიყვარული ყოველთვის ბედნიერებით არ მთავრდება 
Tumblr_ljz2japoyq1qi94qco1_500_large

1 თავი/


როგორი დღე იყო შემდეგი ? რავიცი, ალბათ ძალიან ჩვეულებრივი, მაგრამ თან განსაკუთრებული.. არ ვიცი ეს როგორ ავხსნა.. გავიღვიძე, თითქოს ყველაფერი სხვაგვარადაა, არაფერი მადარდებს, თუმცა რა მაქვს სადარდებელი.. საათს შევხედე და.. მეც არა ვთქვი რატომ მეჩვენება ყველაფერი ასე, ჯერ-ჯერობით დილის 7:30 ია, სკოლა კი 9-ზე იწყება. როგორ მეზარება, მაგრამ მაინც მომიწევს ადგომა, ეს ხომ ჯერ მეორე დღეა.  ვწევარ და თან ვფიქრობ, რატომ იტანჯება ყოველთვის გოგო როდესაც იგი შეყვარებულია? ბევრი მეგობარი მყავდა როდესაც ასე მომხდარა, მაგრამ არასდროს დატანჯულა ბიჭი, რატომ? ალბად იმიტომ რომ ბიჭს გართობის მეტი არაფერი აინტერესებს, არ ადარდებს რას გრშძნობს გოგო, არ უნდა რომ გაიგოს რა დონემდე ატკინა გოგოს გული.. აი ამ ფიქრებში გავიყვანე დრო და მოახლოვდა კიდეც 8:00 საათი. მეც რა თქმა უნდა ავდექი და ჩავიცვი, ამჯერად თავიდანვე ჩავიცვი. დაბლა ჩავედი, რაღაც წავლუკმე და სკოლისკენ მოვუსვი, რადგან უკვე მაგვიანდებოდა.. როგორც შევნიშნე ტანსაცმლის არჩევა არ გამჭირვებია.


ეტყობოდა რომ ჯერ სკოლაში ყველა ბავშვი არ იყო მოსული, კლასში შევედი ბავშვებს მივესალვე, ჩანთა ჩემს ადგილზე დავდე და სკოლის გარეთ გავედი, ვიფიქრე რამეს ვიყიდი თქო.. უცებ ემას მოვკარი თვალი, მაგრამ ვერ გავაგონე და ამიტომ მარტო გავუდექი გზას. რადგან ამ ქალაქში ახალი ჩამოსული ვიყავი, ვიფიქრე არ დავიკარგო თქო და ბევრი აღარც მივლია, უკანვე შემოვტრიალდი და ჩემი წვენით ვისიამოვნე. სკოლაში შესვლისას 5 წუთი აკლდა. კიბეებთან ემა შემხვდა.


-გამარჯობა გრეის

-გამარჯობა ემა, როგორ ხარ?

-რავიცი, არამიშავს, შენ ?

-მეც, მასე. პირველი რა გაკვეთილი გვაქ ?

-ალბათ ისტორია, დამღლელია ძალიან

-რატომ ? (გავიკვირვე)

-მასწავლებელია დეგენერატი

-ქალია?

-ხოო. (გაიცინა) -თავიდან ბიჭი გვყავდა

-ოუუუ (მეც გავიცინე)

კლასში რომ შევედით ჩემს გვერძე ვიღაცის ჩანთა იდო, არ შევიმჩნიე, დავჯექი და გაკვეთილის დაწყებას დაველოდე. ზარამდე 1 წუთით ადრე, ვიღაც ბიჭი შემოვიდა და გვერძე დამიჯდა, ხმა არ გაუცია, წიგნები აიღო და გაკვეთილისთვის მოემზადა. უცბად შემოტრიალდა და მკითხა

-ახალი ხარ?

-კი, ახალი ვარ, უკაცრავად თუ თქვენი ადგილი დავიკავე

-არა, ჩემი ადგილი ეს არის, ეგ კი შენია (გამიღიმა)

-მე კი მეგონა რომ..

-არა, არა (ღიმილი განაგრძო) -რა გქვია?

-გრეისი, შენ?

-მე ნეიტი, სასიამოვნო


მისმა ღიმილმა დამაბნია, ასე ვთქვათ არ გაჩერებულა, ასეთი ხალისიანი ადამიანი მე ჩემს ცხოვრებაში არასდროს შემხვედრია, სულ რაღაც ერთი გაკვეთილია ვიცნობ და უკვე გავუგე მას, ზარის დარეკვის თანავე წიგნები ჩანთაში ჩაიდო, არც კი დამემშვიდობა და სადღაც გაიქცა. შესვენებაზე დერეფანში გავედი და წყალი დავლიე. უცებ ემა დავინახე მომავალი ჩემკენ.

-გილოცავ გრეის (სიხარულისგან ხტოდა)

-რაიყო? რა მაქვს მოსალოცი ? (გამიკვირდა)

-შენ ერთადერთი ხარ გადმოსულებიდან ვისაც ნეიტი დაუმეგობრდა (გამიღიმა) -ის სკოლაში ყველაზე ცხელ მამაკაცად არის აღიარებული, ყველა გოგო მაგას დასდევს

-კაი რა, ჩემი აზრით სულაც არ არის მასეთი

-არა? შენ რა გაგიჟდი ?

-სულაც არა (გავუღიმე) -არამგონია სკოლის ყველა გოგო მასე ფიქრობდეს

-ოხ, ოხ შენ მასე იფიქრე და დამიჯერე ბევრს ვერ მიღწევ, თუ მაგ ნეიტთან ურთიერთობა გინდა, თავიდანვე უნდა მოკიდო ხელი მაგ საქმეს (გამიღიმა)

-არ მინდა ემა, ნეიტი სხვა სტილის ადამიანია, მე მასეთი ბიჭები არ მიზიდავს (გავუღიმე)

ზარი დაირეკა, კლასში შევედი, ოუ არა, ქიმია მქონდა მეორე, დღევანდელი ცხრილი რაღაც კარგი არ მეჩვენა, ამიტომ სამშაბათი საშინელ დღედ. ერთ რაღაცას ვერ მივხვდი, ნეიტს ყოველ გაკვეთილზე ჩანთა შემოჰქონდა და გაქონდა, ეს ხომ სისულელე იყო, მაგრამ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს მისი ჩანთით მარიაჟობსო ;დ ან ჩანთა უხდებაო.. მოკლედ აი ასეთი უაზრო დღე იყო, გამორჩეული იმით რომ გავიცანი „სკოლის ყველაზე სიმპათიური" ნეიტი ;დ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 768 | დაამატა: Sallie♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-03-28 Spam
maagaariiaa maalee maaleee gaagrdzleee