♡♥My New Story ) Romeo Vs Juliet?♥♡ ახალი თინეიჯერული თავგადასავალი) პირველად ჟანრი"ფანტასტიკა")P A R T ="6"=
ეს თავი მინდა mariko01 )) როგორც შენ ამბობ,იმედი მაქვს,რომ შენი სახით ერთგული მკითხველი გამომიჩნდა)
ვალენტინობი დღე ))
როგორც იქნა ეს დღეც გათენდა...მე და ჯესი უკვე ყველანაირად მზად ვიყავით)) რადგან დასვენების დღე იყო,მთელი დილა არ გავსულვართ ოთახიდან...მზადება დავიწყეთ... თმა,მაკიაჟი-ერთმანეთს ვეხმარებოდით და ასე მხიარულებაში გავიდა ნახევარი დღე )) საღამოს ექვს საათზე კი უკვე წასასვლელად მზად ვიყავით... ჩავიცვით და ერთმანეთს დავენახეთ -ძალიან მაგარია..(აღტაცებით მითხრა ჯესიმ)-ძალიან გამომწვევად ხარ,საოცრად გიხდება... -მადლობა ჯეს..და მეც იგივეს თქმა შემიძლია.ძალიან კარგად გამოიყურები ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე.ეზო მანქანებით იყო სავსე.ყველა ცალ-ცალე მივდიოდით,მაგრამ აქედან ერთად უნდა გავსულიყავით... ამ დროს კარებზე მაიკმა დააკაკუნა: -მზად ხართ გოგონებო? -კი,მოვდივართ..(დაიყვირა ჯესიმ და კარები გააღო) -ძალიან კარგად გამოიყურები.. -მადლობ.(დარცხვენით უთხრა ჯესიმ და თვალებით მანიშნა მეც მათთან ერთად წავსულლიყავი) გზაში მიჩელი შემომხვდა -ვალენტინობას გილოცავ ლამაზო...(და წელზე შემომხვია ხელი) -ძალიან კარგად გამოიყურები. -მადლობა მიჩელ..(გავუღიმე და ვაკოცე(ლოყაზე :დ)
მე,ჯესი,მაიკი და მიჩელი ერთად მივედით )) შენობის წინ წითელი ხალიჩის ირგვლივ,უამრავი ჟურნალისტი შეკრებილიყო...)იქვე იდგნენ ჩვენიანები,და ჩვენც მათკენ წავედით )) ორ წუთში ლიმუზინიდან ჰარი გადმოვიდა,ნინასთან ერთად.. -ძალიან მაგარი მეწყვილე ყავს..(ჩუმად გადავუჩურჩულე ჯესის და გავიცინე) -ძალიან..(მანაც სიცილით მიპასუხა) -არ შევიდეთ?(შემეკითხა მიჩელი) -კი წავიდეთ )) და ორი ბანიჯით გადავუსწარით ნინასა და ჰარის... -ჯანდაბა,რა კარგად გამოიყურება.(გაიფიქრა ნინამ და გამომხედა)
-რაღაც დაძაბული მეჩვენები.(ჩუმად მითხრა მიჩელმა) -არაფერია გადამივლის..(და გავიღიმე) ძალიან ბევრი ფოტო გადაგვიღეს,ბოლოს კი როგორც იქნა შენობაში შევედით )) ძალიან ბევრი ბავშვი ირეოდა ირგვლივ.ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული.ზოგი ცეკვავდა,ზოგი სვამდა,ზოგი საუბრობდა,ზოგიც კი უბრალოდ სკამზე ჩამომჯდარი აქაურობას ათვალიერებდა...ვინც კი ჩემთან ახლოს იყო,ყველას აზრებს ერთად ვკითხულობდი და ცოტა არ იყოს დავიბენი...მათგან ცალკე რომ ვყოფილიყავი,შამპანური ავიღე და მოშორებით,ფანჯარასთან დავდექი ) საღამო დაიწყო...ხმაურიანი სიმღერები და ოდნავი სიბნელე,კიდევ უფრო არეულს ხდიდა აქაურობას. მაშინ კი როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი,წყნარი სიმღერა ჩაირთო და შუქები აინთო. სცენაზე ვიღაც გოგო გამოვიდა,შემდეგში გაირკვა რომ ეს გოგონა მთელი ამ საღამოს ორგანიზატორი იყო.) -პირველ რიგში,ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს აქ შეიკირბეთ.რეალურად,თქვენ სხვადასხვა კოლეჯების მოსაწვლეები ხართ,მაგრამ ჩვენ ხომ ერთნი ვართ,სწორედ ამიტომაც ავღნიშნავთ ამ ლამაზას დღესასწაულს ერთად ))ეხლა კი მინდა,რომ ერთი ძალიან კარგი ინფრომაცია მოგაწოდოთ...კოლუმბიის მოსწავლეებში,იდგმება სპექტაკლი "რომეო და ჯულიეტა",ამ სპექტაკლზე ყველასათვის ცნობილი რეჟისორი,ოლივერ სპარკსი მუშაობს. ("ძალიან მაგარია","საოცარია",:მიყვარს ოლივერი"-გაისმა მსენელბისგან ალაგ-ალაგ შეძახილები) -ჩვენ ორგანიზატორებს,კი გვინდა რომ ამ სპექტაკლს უფრო გრანდიოზული სახე მივცეთ და კოლეჯის მცირე დარბაზის ნაცვლად,ის ქალაქის თეატრში ჩატარდეს )) ეს ჩვენი პატარა საჩუქარი კოლუმბიის სტუდენტებს..და ამიტომაც, ყველა თქვენგანს,27 თებერვალს,"რომეო და ჯულიეტა"-ზე გეპატიჟებით.... ყველა ერთიანად ახმაურდა.. -და რაც მთავარია,ახლა მინდა მოვიწვიო,ჩვენი ყველასათვის საყვარელი მსახიობის ,ნიკოლას კეიჯის შვილი,ჰარი,რომელიც რომეოს როლს ასრულებს და მისი მეწყვილე ჯულიეტა,ელის ანდერსონი.... ადგილზე გავშეშდი..ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს,მე კი სცენისკენ არ მივდიოდი,რადგან ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა,რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. -ელის აქ რას დამდგარხარ,კარგად ხარ?(გაბრაზებული ხმით მითხრა ჯესიმ) მეც შამპანურის ჭიქა მას მივეცი და ნელი ნაბიჯით წავეედი სცენისკენ,სადაც ჰარი მელოდებოდა. -მეგონა აღარ მოხვიდოდი..(ჩუმად მითხრა და გამიღიმა) -ეს ყველაფერი რა საჭირო იყო? -მერე აგიხსნი.წამოდი..(ხელი გამომიწოდა) მეც კიბეებზე ნელა ავედი და უცებადად ამდენი ბავშვის წინ აღმოვჩნდი.. -კიდევ ერთხელ მივეესალმოთ წყვილს...(გაიცინა გოგონამ და ჩვენ გამოგვხედა) -დიდი მადლობა..(ხელი ჩამოართვა ჰარიმ და მიკროფონთან მივიდა) მან მადლობა გადაიხადა,იმისთვის რომ ასეთი სერიზული სახე მიცემეოდა ჩვენს სპექტკალს,და შემდეგ მე გამომხედა,აინტერესებდა მინდოდა თუ არა რაიმეს თქმა...მეც ორი სიტყვა დავამატე,მის მსგავასად მადლობა გადავიხადე და სცენიდან ჩამოვედი.ცოტა დაბნეული ვიყავი,მაგრამ ამავდროულად გახარებული ამ ფაქტით... მინდოდა ჰარისთვის მეკითხა,ეს აქამდე იცოდა თუ არა,მაგრამ ის შორი-ახლოს არ ჩანდა.. -ასე უცებ სად გაქრა,იდიოტი..(გავიფიქრე ჩემთვის) ვიღაცამ უკნიდან ფოტო გადამიღო.მიუჩვეველი ვიყავი ამ ყველაფერს და იმისთვის,რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი,ბავშვებს შევერიე... თვალი მოვკარი ჰარის,რომელსაც გარს სამი გოგო შემოხვეოდა. -აი ნამდვილი მისი სახე.(გავიფიქრე და მათკენ წავედი) -შეიძლება ორი წუთით დაგელაპრაკო? -არა..(ცინიკურად ჩაილაპარაკა ჰარიმ) გოგონებმა სიცილი დაიწყეს) -ძალიან სასაცილოა... -არაფერია ჯულიეტა.,შენ ვერ გაიგებ(მიპასუხა ერთ-ერთმა და შამპანური მოსვა) -ორი წუთით დაგტოვებთ გოგონებო(და ისე გავიდა ჩემთვის არც შემოუხედავს) მე კი ასეთი "გოგონები: ნერვებს მიშლიდნენ და სანამ დრო მქონდა მათი გასულელება დავიწყე -ჰეი შენ..(მივუბრუნდი ერთ-ერთს)-უთხარი შენს დაქალს,რომ მისი ვარცხნილობა არ მოგწონს,რატომ უმალავ?(გავიცინე) -საიდან მოიტანე?(გაბრაზებით მითხრა და აღელვება დაეტყო) -შენ რას გაჩუმებულხარ,ვიცი რომ ჰარი შენ მოგწონს და ერთი სული გაქ შენ დაქალებს,როდის ჩამოიშორებ,ჰო ასეა? -გინდა შენც გითხრა ერთი საიდუმლო?(ბოლო გოგოს შევუბრუნდი) -შამპანურს მოვიტან(აღალვებით თქვა და გამცილდა) -შენ რა მართლა არ მოგწონს ჩემი ვარცხნილობა?შეგგეძლო პირდაპირ გეთქვა... -იცი ჯობს ცალკე დავილაპარაკოთ. -არა,ძალიან ვბრაზობ შენზე..(უთხრა და გავიდა..ისიც უკან გაყვა და ორ წუთში ორივე გაუჩინარდა) -ისიც კი არ იკითხეს ამდენი საიდან გავიგე.სასაცილოა(გავიფიქრე ჩემთვის და ჩემსკენ მომავალ ჰარის გავხედე) -მოიცა ასეთი რა გააკეთე,რომ სამივე გაიქცა... -ძალიან გინდა,რომ ისინი მე გამექცია,მაგრამ დიდად არ მაინტერესებს,ვისთან გატარებ დროს.(და წასვლა დავაპირე) -თუ ეგრეა, მაინცდამაინც ახლა,რატომ მოგინდა ჩემთან საუბარი )) -არ ღირდა გადადება..და მე მაინც ვფიქრობ,რომ შენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს.. -იდიოტი.(ჩავილაპარაკე ჩემთვის და კედლისკენ შევბრუნდი) -სხვათაშორის ისევ აქ ვარ,და გავიგონე ძალიან კარგად.. -მერე რა?შემიძლია კვლავ გავიმეორო.. (უკან-უკან მივდიოდი და ისიც მიალოხვდებოდა.) -კარგი გელოდები.გაიმეორე. -იდიოტო. -დებილო -მახინჯო -ფიზიკურ შეურაწყოფაზე ნუ გადავდივართ.(გამიღიმა და ორი ნაბიჯით მომიახლოვდა..მე წასასვლელი აღარ მქონდა და კედელს მივეყრდენი) -სულელო მექალთანე -სულ ეს არის? -არა,დებილიც ხარ. -კიდევ? -იდიოტიც. -ეგ უკვე თქვი -მაშინ..(და ცოტა დავფიქრდი) -ყველა ერთად. -მორჩი? -მგონი კი. -მადლობა ღმერთს..(ჩაილაპარაკა და მაკოცა) სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.ეს ისეთი სასიამოვნო იყო,რომ აღარ შემეძლო მისი შეჩერება.ვფიქრობ,უკვე ძალიან ბევრი გავაკეთე და ახლა არ ღირდა ჩემი გრძნობების წინააღმდეგ წასვლა.. -ძალიან კარგი ფოტო გამოვიდა..(ჩაილაპარაკა ჟურნალისტმა და საასწრაფოდ გაგვშორდა) -ეს რა იყო?(უცნაური სახით გავხედე და გავიცინე) -ანუ ერთად ვართ? -ერთად რა მიზეზით უნდა ვიყოთ?(გავუღიმე) -ის,რომ ძალიან მომწონხარ საკმარისი მიზეზი არ არის?(ჩაილაპარაკა და კოცნა დააპირა) -ისე რა..(სცილით ვუპასუხე და კვლავ ვაკოცეთ ერთმანეთს) -უკვე მოგილოცოთ თუ ჯერ ადრეა?(უკნიდან მიჩელის ხმა გავიგონე) -მე სულელი კი დღეს ვაპირებდი თქმას,რომ მომწონს(გაიფქრა მან და შებრუნდა) ამ სიტყვებზე თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში... -მიჩელ მოიცადე.. -კარგი რა..რაც უნდა ის იფიქრობს.(გაბრაზებით მითხრა ჰარიმ) -არ შემიძლია.ორ წუთში მოვალ.(ვუთხარი ჰარის და მიჩელს დავედევნე)
-არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო.(ის უკვე გარეთ გავიდა და მეც წინ გადავეღობე,სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა) -არც მე...ყველაფერს მივხვდი,ეს შენს მიერ დადგმული სპექტაკლი იყო.ძალიან კარგად გამოვიდა არა ყველაფერი?! -მოიცა რას გულისხმობ? -ნინამ მითხრა,რომ ჰარის უარი უთხარი როდესაც წასვლა შემოგთავაზა,და სწორედ მის მერე შემომთავაზე მე წამოსვლა ) მე კი ამ სპექტაკლში ძალიან ცუდი როლი მერგო..)გამომიყენე და ისე გააკეთე როგორც შენ გჭირდებოდა,ამ ყველაფრის რეჟისორი ხომ შენ ხარ! )) იმედია კოლეჯის გზას უჩემოდ მიაგნებ. (თქვა მან და მანქანაში ჩაჯდა) თავი საშინლად ვიგრძენი..მე ეს არ მინდოდა,მაგრამ მივხვდი რომ ასე გამოვიდა..ჩემი ინნტერესების დასაცავად,მიჩელის გრძნობებზე ვითამაშე და ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენე.არა,ეს ჩემგან მართლა ძალიან ცუდი საქციელი იყო.ისეთ ადამიანად ვიქეცი,როგორიც ყველაზე ნაკლებად მინდოდა ვყოფილიყავი.მე უკვე ნინას ვგავდი!ეს საშინელებაა.ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვა. (გავიფიქრე ჩემთვის და შენობაში დავბრუნდი)
ბოდიში ბავშვებო რომ გუშინ ვერ დავდე. თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ **
|