♡♥My New Story ) Romeo Vs Juliet?♥♡ ახალი თინეიჯერული თავგადასავალი) პირველად ჟანრი"ფანტასტიკა")P A R T ="5"=
ამ თავის ჩუქება ერთდროულად 2 ადამიანისთვის მინდა და არ გამომრჩეთ :დდ -Twilghtfan♥-ძალიან დიდი მადლობა,რომ კითხულობ ** Marrii♡-დიდი მადლობა ისეთი,კომენტარისთვის რომელიც,წინა თავზე დამიწერე **
და გარდა ამისა მადლობას გიხდით კომენტარებისთვის... ჩემს მოთხრობებში,ამ მოთხრობას რეკორდი მოხსნა...დადების დღესვე 30 კომენტარი შეუგოვდა.დიდი მადლობა ამისთვის*
-ორი წუთით კი... (მიჩელს გავხედე,წამოვდექი და ჰარის გავყვეი) -ელის,ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით იმართება ჩვენს კოლეჯში,ძალიან სერიოზული წვეულება.. (მითხრა,მან როდესაც კაფატერიას გამოვშორდით) -მოსაწვევები ხვალ რიგდება,მაგრამ მე მაინც წინასწარ გითხარი,რომ მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე,არ მინდა ვიღაც-ვიღაცეებმა დამასწრონ (კმაყოფილი სახით გამომხედა,რომ ეს ყველაფერი მითხრა) -ვიცოდი წვეულების შესახებ..!(ცოტა მოწყენილმა ვთქვი,)-მიჩელმა უკვე შემომთავაზა,რომ ერთად წავსულიყავით -უკვე?(გაოცებულმა შემომხედა)-მერე უარი უთხარი -რატომ,შენ რომ დაგთანხმდე?(ცინიკურად ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე,მაგრამ მკლავზე ხელი მაგრად მომიჭირა და თავისკენ შემაბრუნა) -არასწორად გავაკეთე რაიმე? -არა...(გაკვირვებულმა ვუთხარი)-უბრალოდ მინდა საუზმე ზარის დარეკვამდე დავამთავრო... გაოცებული იდგა...რომ შევრბუნდი კვლავ მიყურებდა..
ამ დიალოგის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი..კიდევ ერთხელ ვუთხარი უარი ჰარის და თან როგორი...ახლა ის უფრო მეტად დარწმუნდებოდა,რომ ჩემთან ასე ადვილად ვერ ააწყობდა ურთიერთობას...ისიც ვიცი,მიჩელმა რომ ფართის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად არც წამოსვლა შემოუთავაზებია,მაგრამ რა პრობლემაა ჩემგან გაიგებს ამის შესახებ... -რა ხდება,ასეთი სასწრაფო იყო?(შემეკითხა მიჩელი,როდესაც მაგიდას მივუჯექი) -მნიშვნელოვანი არაფერი...ვალენტინობას წვეულებაზე ერთად ხომ არ წავსულიყავით? მიჩელმა ამომხედა და ცოტა ხანი თვალებში მიყურა.. -დარწმუნებული ხარ? -რათქმაუნდა...რატომ მეკითხები? -არაფერი,არაფერი ისე..(გაიცინა)-მეგონა ჩემთან ერთად წასვლას,ჰარისთან ერთად წასვლა ერჩივნა..(გაიფიქრა მან) -რათქმაუნდა წავიდეთ,ერთად..!(მაცდურად გამიღიმა და კოლა მოსვა)
სპეკტაკლის რეპეტიციამ არცისე კარგად ჩაიარა...თითქოს ჰარი გამუდმებით თავს მარიდებდა...თვითონაც არ ვიცოდი რის გამო,მაგრამ ჩვენს შორის იყო ის უხილავი კავშირი რისი დანახვისაც ორივეს გვეშინოდა,მაგრამ ეს რეალური იყო...დარწმუნებული ვარ,მისი ასეთი საქციელი,ჩემი უარის გამო იყო.ხანდახან ვფიქრობდი,რომ ასეც უნდა მოვქცეულიყავი,ხანდახან კი ჩემს თავს ვადანაშაულებდი,რომ უაზროდ მოვიქეცი... ბოლოს ვეღარ გავუძელი,და შესვენებაზე მასთან მივედი -ბოდიში,დილით ცოტა უხეშად გამომივიდა,მაგრამ მიჩელთან არ გამოდიოდა. -არაუშავს,შენს გარდა კოლეჯში მილიონო გოგოა ) ნებისმიერი დათანხმდება ჩემს წინადადებას (მასში კვლავ ძველი ჰარი დავინახე,ჰარი რომელსაც ურთიერთობა რამოდენიმე თვის წინ ნინასთან ქონდა.აი ამ სიტყვების შემდეგ,კი ნამდვილად გამიჩნდა ბრძლოის სურვილი) -კიდევ კარგი,თორემ ვღელავდი შენს გამო(ცინიკურად ვუთხარი) -არ იღელვო ელის..! მეწყვილეს ვიპოვნი ვალენტინობის დღემდე) -აბა წარმატებები..(უხეშად ვუთხარი,ბეჭი გავკარი და გავცილდი იქაურობას)
ახლა უკვე კი ჩემს საქციელში ნამდვილად შემეპარა ეჭვი..ჰარი ისეთი ბიჭია,როცა ამდენი უარი მიიღო ჩემგან,აღარ დამელოდება,თუმცა შეიძლება ეს კარგიც იყოს..არ მინდა მისნაირ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა,არ მიტაცებს წამიერი სიყვარული-მაგრამ ასეთ სიყვარულს,ხომ სიყვარული არ ქვია...ასეთი მოწონებაც არ არი გამართლებული... ოთახში ცოტა მოწყენილი შევედი -რა გჭირს?(შემეკითხა ჯესი)-ვალენტინობის წვეულებას გამოვტოვებთ ჰო? -რაა?რატომ უნდა გამოვტოვოთ?(გაკვრივებული შევეკითხე) -შენ რა არ იცი ?მაგ წვეულებას ნინა აკეთებს დირექტორთან ერთად -მერე რა...გაგიჟდი?აუცილებლად უნდა წავიდეთ... -მე არ მინდა -ნუ სულელობ,ჯესი..! რა მნიშვნელობა აქვს ვინ აკეთებს..მხოლოდ ის ვიცი,რომ უნდა წავიდეთ... -არ მინდა დიდად..თანაც კოლეჯში არა...ქალაქშია,ლოსანჯელესში..მხოლოდ ჩვენი კოლეჯი კი არ არის,ძალიან ბევრი ბავშვი შეიკრიბება და ძალიან არელი სიტუაცია იქნება..წითელი ხალიჩა,ჟურნალისტები-არა,არაა ეს ჩემი სტილი... -კარგი რა ჯესი..თინეიჯერი ხარ,აბა რა მოგწონს? -არაფერიც არ მომწონს ...თან შენ დაკავებული ხარ,მიჩელთან ერთად მიდიხარ... -ეგაა პრობლემა?უარს ვეტყვი... (მის დასამშვიდებლად ვთქვი,რადგან ჩემი შეთავაზებული იყო,და უარს როგორ ვეტყოდი) -არა ელის..აზრი არ აქვს.არ მინდა,თუ წამოვალ,წამოვალ მეწყვილესთან ერთად.შენთან ერთად არა,რადგან შარშანაც დაქალთან ერთად ვიყავი და მთელი წელი,ნინას მაგის მეტი გასარჩევი თემა არ ქონდა... -კარგი რა..აი ნახავ გამოჩნდება ვინმე,ვინც დაგპატიჟებს.. -რაღაც არამგონია..(მოწყენილმა თქვა) ამ დროს კარებზე ვიღაცამ წყნარად დააკაკუნა..მეც სწრაფად გავაღე კარი და იქ მაიკი იდგა. სპეტქაკლიდან ვიცნობ,კარგი ბავშია..როდესაც იქ დავინახე,ვიფიქრე რომ რეპეტიციასთან დაკავშირებით უნდოდა რამის თქმა,მაგრამ როცა მისი აზრები წავიკითხე,აზრი შემეცვალა.. -საიდან დავიწყო...(გაიიფიქრა მან)-ელის...ჯესი აქ არის? -კი რა ხდება? -წვეულებაზე მინდა რომ დავპატიჟო-გაიფიქრა კვლავ მან... -ჯესი...შენთან არიან.(მხიარულად ვთქვი) ჯესი ფეხზე წამოდგა და კარებთან მიივიდა.. არ მომისმენია რაზე საუბრობდნენ,მაგრამ რა საჭირო იყო..ჩემდა ბედად მაიკი მას დაპატიჟებდა )) მოწყენილი სახით მიხურა კარები ჯესიმ და მე გამომხედა.. -რა იყო?რა უნდოდა?(ვკითხე ვითომ არ ვიცოდი) -არა,მის აზრებს არ წაიკითხავდი(გაიცინა) -კარგი ჰო..იმედია დათანხმდი გაჩუმდა.. -შენ რა უარი უთხარი? კვლავ არაფერს მეუბნებოდა..ზურგით იდგა,რომ მისი აზრები არ წამეკითხა :დ -ჯესი,ხმა ამოიღე..(უკვე გავბრაზდი) -ჯესი.(ვიყვირე) -რა იყო ელის?უბრალოდ ვიფქრობდი რა ჩავიცვა და მგონი არაფერი მაქ,და ჯობს საყიდლებისთვის გავიდეთ შაბათს... (მხიარულად მითხრა და სიცილი დაიწყო) -სულელო...მე კიდე მეგონა რომ უარი თქვი..აბა მანახე :დდ (თვალებში ჩავხედე,და როცა დავრწმუნდი რომ არ ტუოდა გადავეხვიე) -კარგი დღე გველის...!
თანდთან ახლოვდებოდა ვალენტინობის დღე,რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...
მაპატიეთ რა..ასეთი პატარა თავი მგონი არ დამიწერია არასდროს :დდ უბრალოდ რაღაც მჭირს და ვერ ვწერ..ამიტომ პატარა ჯობს იყოს ცუდი,ვიდრე დიდი... უბრალოდ მიგახვედრეთ,რომ ვალენტინობა საინტერესო იქნება...როცა ასე აღარ ვიქნები,დავდებ ახალს და გაცილებით საინტერესოს... კომენტარები თუ იქნება დღესვე!
|