მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » რატომ შეგიყვარდი?
7:48 PM
რატომ შეგიყვარდი?

სემმა ვერაფერი გაიგო. ვერ ხვდებოდა ეს რას ნიშნავდა და კედელზე გაკრულ ფოტოებს გაკვირვებით ათვალიერებდა. ფოტოების ყურებისას მისი გული ლამის საგულედან ამოვარდნილიყო. ამ ფოტოებზე მისი წარსული იყო, ძალიან ამაღელვებელი წარსული, რომელმაც ცრემლებიც კი მოაყენა თვალემზე. მას გული პირველად დაწყდა იმაზე რომ არ ახსოვდა ეს ყველაფერი, მას გული დაწყდა რომ არ ახსოვდა ის გრძნობა, რომელსაც ჯასტინის მიმართ განიცდიდა, რომ არ ახსოვდა მასთან გატარებული ყოფელი წამი, რადგან ამ ფოტოებზე... ამ ფოტოებზე მართლაც ულამაზესი მომენტები იყო ასახული. ამ გულისწყვეტამ კი სემს გულში ძალიან ძალიან დიდი სიცარიელე აგრძნობინა, მაგრამ რით იყო ეს სიცარიელე გამოწვეული? დავიწყებული სიყვარულით თუ ამ სიყვარულის მონატრებით? 
სემი კარგა ხანი უყურებდა კედელზე გაკრულ ფოტოებსა და წარწერას. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ფოტოების ჩამოხსნა დაიწყო, თან ცრემბელი ღვარა-ღვარა სცვიოდა. როცა ფოტოების ჩამოხსნა დაასრულა სახლში შევიდა და ვიდეოების ყურება დაიწყო. ამაზე კიდევ უფრო მცხარე ცრემლით ატირდა. ის ტიროდა მიუხედავად იმისა რომ ჯასტინი მისთვის ახლა მხოლოდ უბრალო ბიჭჲ იყო და ეს ვიდეოები მხოლოდ წარსულის მონატრებას აღუძრავდა...
ვიდეოების შემდეგ სემმა დღიურ მოკიდა ხელი,მაგრამ ისევ უკან დადო და წერილს დაუწყო ცქერა. მთელი გულით უნდოდა გაეხსნა. კვდებოდა ისე აინტერესებდა რა ეწერა, მაგრამ ეშინოდა. ეშინოდა იმის თუ რა შეიძლებოდა იქ წერებოდა. დიდხანს უყურა, ძალიან დიდღანს უყურა, მერე კი როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიფა და კონვერტი გახსნა:
"დიდხანს მეჭირა ფურცელი და კალამი ხელში ისე რომ არაფერი არ დამიწერია. რამდენიმე დღე ვერფარით გავარკვიე თუ რისი თქმა მინდოდა შენთვის. ბოლოს კი მივხდი რაც უნდა მეთქვა. მივხვდი რომ ეს წერილი იყო დასამშვიდობებელი, მივხვდი რომ აქ უნდა დამეწერა ყველა ის სიტყვა რასაც ადამიანები დამშვიდობებისას ამბობენ ხოლმე...
პირველ რიგშჲ მინდა რომ ბოდიში მოგიხადო, იმისათვის რომ წავედი, იმისათვის რომ ერთი სიტყვაც კი არ გითხარი. მაგრამ დამიჯერე ეს მოლოდ შენთვის გავაკეთე. მინდოდა იმ ტკივილიდან გამენთავისუფლებინე იმ ტკივილისაგან რითაც შენი უფროსწორად ჩვენიო წარსულია სავსე. არ მინდა რომ გაიხსენო ეს ყველაფერი. ცუდად არ გამიგო. მე იმ გრძნობას რაც ჩვენს შორის იყოდა ერთად გატარებულ უბედნიერეს და ულამაზეს მომენტებს არ ვგულისხმობ. მე იმტკივილს ვგულისხმობ რაც ამ ყველაფერს ახლდა... 
არ მოგატყუებ. არ გეტყვი რომ დაგივიწყე. ისევ მიყვარხარ, ისევ ისე მიყვარხარ როგორც ადრე ბავშვობაში, არა უფრო მეტადაც... და სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ გათავისუფლებ წასრულის აჩრდილებისაგან და გიბრუნებ შენს დღიურს, როგორც ეს შენ გააკეთე(შენ ენს მიეცი, მე კი მას გამოვართვი )) მაგ დღიურში ყველაფერია რაც მანდ წერია. მაქ ყველაფერია რაც შენ გაინტერესებს...
და ბოლოს მინდა ბედნიერება გისურვებ დანიელთან. ის ძალიან კარგი ბიჭია და ნამდვილად არის შენი ღირსი. მას უყვარხარ და რაც მთავარია შენც გიყვარს, ეს ძალიან ძალიან მახარებს, რადგან იმსახურებ ბედნიერებას...
იცოდე რომ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. 
და ბოლოს... შენივე სიტყვებს გაგიმეორებ დავშორდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენს სიყვარულს ოდესმე შევწყვეტ"
ამ ყველაფერმა სემს კიდევ უფრო გაუმძაფრა მონატრება და გაადიდა ის სიცარიელე, რომელიც ზემოთ ვახსენე. მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა წარსულის გარკვევის სურვილი, დღიურს დასტაცა ხელი და კითხვა დაიწყო. მთელი ღამე კითხულობდა, მთელი ღამე წასრულის აჩრდილებს იხსენებდა. ის კითხულობდა საკუთარ ფიქრებს, უფრო და უფრო იტანჯებოდა იმით რომ არ ახსოვდა ძველი გრძნობა... მთელი ღამე არ ეძინა. მან რამდენჯერმე წაიკითხა დღიური და წერილი... 
მეორე დღეს გოგნებს დაურეკა და ყველაფერი მოუყვა რაც წინა ღამით მოხდა. წერილი ყველას წააკითხა. ენიც და მეგანიც ძალიან ცუდად იყვნენ. არ იცოდნენ რა უნდა ეპასუხათ და რა უნდა გაეკეთებინათ. მეგანს რატომღაც ეჭვი შეეპარა იმაში რომ სემის და დანიელის ქორწინება კარგი აზრი იყო. თან ის უკვე მთელი წელია ერთ საიდუმლოს მალავს. ის მალავს, რომ სემი ჯასტინისგან ბავშვს ელოდებოდა. სემის წასვლის შემდეგ ის ენს გაუბრონდა თვალცრემლიანი თვალებით, და ძლივს ამოილუღლუღა
-იქნებ ვცდებით, იქნებ არ ღირს ეს ქორწილი
-არა ვერ ხედავ რომ ამას ჯასტინიც ამართლებს, მაგრამ მაინც არ ვიცი. ვგრძნობ რომ დიდ სიყვარულს ვკლავ 
-ეგრეც არის... მართლაც ვკლავთ დიდ სიყვარულს... თან რაღაც უნდა გითხრა
-მიდი გისმენ
-ენ ამას კარგა ხანია ვმალავ. ეს არის იმის მიზეზი რის გამოც ის ავარია მოხდა
-მიდი თქვი
-ავარიამდე სემი ცუდად გახდა. ჩვენ საავადმყოფოში წავედით. იქ კიგავიგეთ რომ... სემი... სემი ფეხმძიმედ იყო
-ფეხმძიმედ?... და ეს ავარიასთან რა შუაშჲა?
-თავიდან ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ სემი ტიროდა, ტიროდა იმიტომ რომ ბავშვი ოლივერის კი არა...
-ჯასტინის იყო - გააწყვეტინა გაოგნებულმა ენმა
-სემი არ აპირებდა ჯასტინისთვის ბავშვზე რამის თქმას და ამიტომ ვიჩხუბეთ. ის კლინიკიდან გამოვარდა და მაშინ მოხდა ავარიაც - ენი გაოგნებული ისმენდა ამ ყველაფერს. მის სახეს ეტყობოდა რომ ქორწილში ეჭვი შეიტანა. მაგრამ არაფერი გაუკეთებია, რადგან გვიანი იყო. ჯასტინი არსად ჩანდა. ამიტომ გამოსავალიც არ იყო. აი, ის რომდაბრუნებულიყო ალბათ არც ქორწილი არ იქნებოდა...

ერთი თვის შემდეგ
აი, გათენდა ახალი დღე. "ნანატრი" ქორწილის დღე

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 942 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-04-16 Spam
ummagresiaaa gaaagrdzeeeleee