მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 23 » New York Life![8]
8:53 PM
New York Life![8]

New York Life![8]
  

  New York Life! New York Life! [2] New York Life! [3]New York Life! [4]

New York Life! [5] New York Life![6] New York Life![7]


  

  

_________________________________

New York Life!

იმ ღამეს ტაილორმა ქალაქგარეთ წამიყვანა, პატარა სასტუმროში დავბინავდით და ღამეს კლუბში წავედით.

თუმცა ტაილორი მაშინვე სადღაც გაქრა, ასეთ ადგილებს მიჩვეული ვიყავი…მაგრამ დიდად არ მინდოდა აქ ყოფნა.

კლუბში შესვლა არ გჭირდებოდა ხმამაღალი მუსიკა გარეთაც ისმოდა, ამიტომაც შიგნით ხალხის ლაპარაკის ხმა არ ისმოდა.

სიგარეტის ბოლი ისეთ შთაბეჭდილებლას მიქმნიდა,თითქოს  ბურუსი ჩამოწოლილიყო. 

თვალში შესვლისთანავე მოგხვდებოდა ნარკოტიკით გაბრუებული თუ ალკოჰოლური სასმელით დამთვრალი ხალხი.

 მეორე სართულზე ჩემსავით მატყუარა თინეიჯერები უფრო მეტნი იყვნენ,ვიდრე სრულწლოვანი ხალხი.

ნარკოტიკიც და ალკოჰოლური სასმელიც ბევრი იყო,მაგრამ არა ისე როგორც ქვევით, იქ თუ ხალხი ერთმანეთზე ეყარა და ყველა მუსიკა თავისთვის უკრავდა აქ ყველა ცეკვავდა.

მეც არ დამიყოვნებია და მათ შევუერთდი,აქ ვის აინტერესებდა იცნობდით თუ არა ერთმანეთს, ყველა ყველასთან ცეკვავდა.

ყველაფრისდა მიუხედავად,რომ ეს კლუბი ვითომ არასრულწლოვნებისთვის დაუშვებელი იყო მაინც არალეგარული იყო,თუმცა უკვე ვახსენე რომ აქ უფრო მეტი არასარულწლოვანი იყო.

ვერ გეტყვით რამდენ ადამიანთან ერთად მომიწია ცეკვა…ხან გოგოსთან ხან ბიჭთან,მაგრამ რაც მთავარია კარგად გავერთე და ის მოწყენილობა რომელიც ამ დღეებში მუდმივად ჩემს გვერდთ იყო თავიდან მოვიცილე!

არ ვიცი როდისაც მაგიდას მივუჯექით რამდენი დავლიეთ და რემდენი ადამიანი გავიცანი,მაგრამ სახელს ვინ ჩივის არც მათი შეხედულება მახსოვს!

ალბად უკვე თვენთვითონაც ხვდებით ჩემი თავის ტკივილს და სხვა ალკოჰოკური სასმლისაგან გამოწვეულ პერობლემებს…ამიტომაც ამაზე საუბრით თავს არ მოგაბეზრდებთ!

ალბად გაღვიძებიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ მივხვდი,რომ მე ჩემს ნომერში არ ვიყავი.

თვალები დავხუჭე და რამდენიმე წამში კვლავ გავახილე,მაგრამ მე ისევ არ ვიყავი ჩემს ნომერში.

სწრაფალ გადავიხადე საბანი და წამოვდექი,ტუალეტში შესვლა დავაპირე მაგრამ სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ბიჭი შემოვიდა,რომელსაც ერთი პირსახოცი ქვევით ჰქონდა შემოხვეული მეორეთი კი თმას იმშრალებდა.

ისევ ძლიერად დავხუჭე თვალები… გაშეშებული ადგილზე ვიდექი და თვლების გახელა მეშინოდა.

-ერთი…ორი…სამი!-ხმადაბლლა დავითვალე და თვალები გავახილე.

-სიმართლე გითხრა უარეს რეაქციას მოველოდი!-შვებით ამოისუნთქა.

-რა გინდა აქ?!

-ჯერ არ გეტყვი…

-გადი!

-დარწმუნებული ვარ არც ერთს არ გვინდოდა რომ ეს ჩვენს შორის მომხდარიყო…მაგრამ ბევრი ვიფიქრე და ამას ჩხუბით და ტირილით ვერ ვუშველით!

-რა მოხდა გუშინ?!

-მართლა არაფერი არ გახსოვს?

-არა! შენ?

-ნუ ასე თუ ისე ამხსოვდა…და თან მტკიცებულებები ბევრია…იმეიდ მაქვს მალე გაგახსენდება! მირჩევნია შენთვითონ გაგახსენდეს ყვეალფერი!

-მეშინია!-გაფართოებული თვალებით ვუყურებდი.

ცდილობდა ყვეალფერი დაემალა…მაგრამ მისი სახის გამომეტყველებაშინ მხოლოდ ზიზღი ჩანდა! მეგონა მომვარდებოდა და მომკლავდა! პირდაპირ მეუბნებოდნენ მისი თვალები რომ მე მისი ცხოვრება დავანგრიე!

არ ვიცი რამდენი ხანი მოვანდომე აბაზანაში ყოფნას.

საშინლად არ მინდოდა ოთახში გასვლა და მისი ნახვა! ამ წუთას ისე მეშინოდა მისი,როგორც ბავშვებს გაკვეთილზე მასწავლებლის ეშინიათ ხოლმე.

როდისაც გამშრალებას მოვრჩი და ჩავიცვი ჩემი ნივთები რომლებიც იქვე დავალაგე სათითაოდ ავიღე,მაგრამ აქამდე უცნობ ბეჭედს წავაწყდი.

-როცა შემოვედი აქ არ იყო…ანუ ჩემია?-გავიფიქრე გულში.საკმაოდ ლამაზი იყო. ბეჭედი თითზე გავიკეთე და როდისაც ყველაფერი თვალწინ დამიდგა კივილი მოვრთე.

-გაჩუმდი!-ბოლო ხმაზე მიყვირა.

-არ ვიკივლო?!-ხმა ძლივს ამოვიღე.

-არც მეჩხუბო!-გაუბედავად მითხრა.

-მოგკლავ!-ბოლო ხმაზე ვკიოდი და უკვე ცრემები მაწვებოდა.

-კარგი,კარგი! ჯობია მეჩხუბო! სიკვდილი ჯერ ადრეა!-ცანცარი დაიწყო,ხელებს ვერ აჩაერდებდა,ასევე მეც!

უცებ გავჩერდი და ოთახში გავედი,ჯასტინიც კუდში გამომყვა მე აქეთ-იქით დავდიოდი ის კი თითებს იმტვრევდა და თვალს მაყოლებდა.

-ეს ხომ არავინ არ იცის?-ამ ჯერად ჩვეულებრივი ტონით ვკითხე და მასთან ახლოს მივედი.

მე მოუთმენლად ველოდებოდი მის პასუხს და თვალებში ვუყურებდი,ის კი ხმას არ იღბდა.

-როქსი დაწყნარდი!-მხარზე ხელი დამადო და საწოლზე დამსვა ისიც გვერდით მომიჯდა და მშვიდი საუბარი დაიწყო.

თუმცა მირჩევნია მეთვითონ გითხრათ ის რაც მან მითხრა,რადგანაც მისი ნასაუბრებიდან ბევრს ვერაფერს გაიგებთ.

არ ვიცი რამდენად მიხვდით რა მოხდა,მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვით რომ აგიხსნათ მე გავთხოვდი. დიახ,სწორედ იმ ადამიანზე რომელსაც ყველა იცნობს,მაგრამ მე არ ვიცნობ! თხუთმეტი წლის გოგონა რომელიც იყო ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ,სრულიად შემთხვევით გაჰყვა თვრამეტი წლის მომღერალ, ჯასტინ ბიბერს,რომელიც აგრეთვე იყო ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ.

არ ვიცი რამდენად გაიზიარებთ ჩემს მდგომარეობას,მაგრამ პირადად მე ნამდვილად მკვდარი ვარ შინაგანად!

ყველაზე მთავარი რაც არის ეს უკვე ყველამ იცის! როგორ?! რათქმაუნდა ეს კითხვა მეც დავსუსვი ჯასტინს და მან მიპასუხა,რომ თვითერზე განაცხადა.

მაგრამ მოგატყუეთ,ყველაზე მთავარი ის არის,რომ ჯასტინს არ უდნა გაყრა!

პირველი ის,რომ პრობლემები ექნება კარიერასთან დაკავშირებით.

და მეორე ის რომ სასამართლო მოგვცემს ექვს თვეს,ამ ექვს თვეში ჩვენს შორის გდაწყდება ყველაფერი ან ვიქნებით ერთად ან არა…მაგრამ ეს ხდება ნორმელურ წყვილებს შორის,რომლებსაც მართლა უყვარდათ ან შეიძლება უყვართ კიდეც ერთმანეთი და ექვსი თვის შემდეგ ისევ ჩვეულებრივად განაგრძონ ცხოვრება ერთად,მაგრამ ჩემსა და ჯასტინს შორის არანაირი გრძნობა არ არსებობს!სიმართლის თქმა კი ჯასტინს არ უნდა,საკმარისია ვინმემ სიმართლე გაიგოგს და მაშინვე მთელ მსოფლიოს ეცოდინება.

ცდილობა ყველაფერი რაემალა და მშვიდად მოქცეულიყო,მაგრამ ხშირად თავის კონტროლს კაგავდა!

მისი მეშინოდა! პირველი იმიტომ,რომ რამდენჯერმე ვიფიქრე სამაგიეროს მიხდის იმისთვის რაც გავუკეთე-მეთქი...შემდეგ გამახსენდა რომ მის ცხოვრებაში არ უნდა გამვჩენილიყავი და ადრე თუ გვიან მაინც გადამიხდიდა სამაგიეროს თუ ეს არ იყო მისი შურისძლიება!

მოკლედ ყველანაირი არანორმალური აზრი მიტრიალებდა თავში...ოთახში გამოკეტილები საწოლის იქით და აქეთ მხარეს ვიჯექით, ორივეს თავი ხელებში გვქონდა ჩარგული...ორივე მძიმედ ვსუნთქავდით...თანდათან ჩემს უაზრო ფიქრებს ხაზს ვუსმავდი და ვრწმუნდებოდი რომ ეს ჯასტინის განზრახ გაკეთებული არ ჰქონდა! 

რამდენჯერაც ტირილი დავიწყე, იმდენჯერ მიყვირა ჯასტინმა რომ გავჩუმებულიყავი! 

ჯასტინი მე არ მისმენდა,ეტყობოდა მიჩვეული იყო უფროსობას.

რამდენი სულელური აზრი დაგვებადა თავში,მაგრამ ბოლოს ჯასტინმა ყველანაირი გზა გადაკეტა.

-მოკლედ ასე ვიზამთ! მე და შენ მართლაც მოგვიწევს ცოლ-ქმრობა!მხოლოდ ექვსი თვე,ამის შემდეგ კი ჩვენ მივალთ სასამართლოში და ჩვეულებრივად გავეყრებით! მაგრამ საზოგადოება უნდა დავაჯეროთ,რომ ერთმანეტი გვიყვარს!-საკმაოდ მკაცრად და სწრაფად მითხრა ეს ყველაფერი.

ხმას არ ვიღებდი,მაგრამ აშკარა იყო ეს არ მომწონდა!

-და კიდევ! ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს! საერთოდ არავინ! მხოლოდ მე და შენ! ყველასათვის,მეგობრები,მშობლები თუ სხვა! ყველასთვის გვიყვარს ერთმანეთი!

რამდენიმეჯერ დავაპირე ხმის ამოღება და შეწინააღმდეგება,მაგრამ ჯასტინმა უარის ნიშნად თავი გამიქნია და საწოლზე წმაოწვა.

ახლა ისეთ მდგომარეობაში ვიყავი,რომ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი!

მაგრამ რაც არ უნდა მექნა,მაინც მომიწევდა ექვსი თვე მის გვერდით ყოფნა…როცა დავმშვიდდი,ჯასტინზეც დავფიქრდი და ჯასტინის დავეთანხმე.

როდისაც მშობლებს ეს ამბავი შევატყობინე,მათ უბრალოდ სიცილი ატეხეს. შემდეგ ჯასტინმაც დაუდასტურა,რომ ერთად ვიყავით და…ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მინდოდა მათთვის სიმართლის თქმა,მაგრამ ჯასტინი ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა საკმარისი იყო რამე არასაჭირო სიტყვა მეთქვა და მაშინვე მომკლავდა.

დედაც და მამაც…როვე საშინლად გაბრაზებულები იყვნენ,მაგრამ თავს იკავებდნენ…მათთან საუბრაი მალე დავამთავრე რადგან,მეტი აღარ შემეძლო.

 მთელი ამ ხნის განლავლობაში პირველად დააკაკუნეს ჩვენი ნომრის კარებზე,ჯასტინს არ დაუყოვნებია ფანჯარას მოშორდა და კარი გააღო.

მაშინვე მოეხვია ვიღაც კაცი და მილოცვები დაუწყო,ჯასტინმაც მაშინვე მსახიობობა წამოიწყო.

მე კი გაშეშებული ვიდექი,ვინმეს რომ დავენახე დებილი ვეგონებოდი და რომ არა ჯასტინის მკაცრი გამოხედვა არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი ვიქნებოდი გაშეშებული და ვუყურებდი მათ.

ჯასტინს როგორც იქნა მოშორდა და ახლა ჩემზე გადმოვიდა.

იმედი ამქვს დაგაინტერესათ და მოგეწონათ :*)

კომენტარებში გამოხატეთ თქვენი აზრი და კომენტარების შემდეგ დავდებ ახალ თავს :*

PrettyBoySwag :*)

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 946 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-01-18 Spam
es tavi ar momewona :X