მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 10 » L'amore nel Medioevo 4 ♡
7:22 PM
L'amore nel Medioevo 4 ♡
L'amore Nel Medioevo
You'll  Be Princ and I'll be Princess
The Love is like Wind,I can't see it,but I can feel...♡
Yesterday's day Past,Today is Gift and tomorrow is Mysterious
It's Raining Today
ოთახში სიბნელეს დაესადგურებინა.მთვარის შუქი,ისე როგორც მზის სხივები ოთახში ალაგ-ალაგ შემოდიოდა და ოთახის ზოგ კუთხეში სიბნელეს აქრობდა.. პრინცესა ისევ იმ ადგილას იჯდა და არ ინძრეოდა..თავდაპირველად შეეცადა რამე წაეკითხა.. წიგნი აიღო და ფურცლების უინტერესოდ თვალიერება დაიწყო.. ცდილობდა წაეკითხა,თუმცა ასოები ერთმანეთში ერეოდა.. ბოლოს წიგნს ხელი გაუშვა და ფანჯრისაკენ გაიხედა.. ფარდა გადაწეული იყო და მთვარე მოჩანდა..საკმაოდ ნათელი ღამე იყო..სავსე მთვარე ძლიერად ანათათებდა ჰორიზონტს.. ბუნება ძალიან ლამაზი იყო.. მოჩანდა რამოდენიმე პატარ-პატარა ნაკადული,ტყეები,გაშლილი მინდვრები,ცაზე ვარსკვლავები და მთვარე საოცარ ჰარმონიას ქმნიდნენ.. მისი შემხედვარე ადამიანი მშვიდდებოდა.. პრინცესამაც ბუნების ტკობიბით ოდნავი შვება იგრძო,თუმცა მაინც არ ეძინებოდა.. ისევ ფანჯრისკენ იყურებოდა,დრო და დრო კი მის წინ დაგდებულ წიგნს უყურებდა.. შორიდა ზარების რეკვა გაისმა,რომელიც იუწყებოდა რომ შუა ღამე უკვე რამდენიმე საათის წინ გასულიყო..ღამის 3 საათი იქნებოდა დაახლოებით როცა პრინცესამ ბალიშზე თავი დადო და დიდი ხნის მცდელობის შემდეგ დაიძინა.. თუმცა არც დიდხანს არ ძინებია დილით ადრე გაეღვიძა.. ისეთ დროს როცა მხოლოდ მოსამსახურეებს ეღვიძათ..მან ერთ-ერთი სეფექალის დახმარებით საჭირო ტანისამოსი ჩაიცვა ცხენით გასასეირნებლად.. 
-ჩვენი პრინცესა ხომ არ ისურვებდა მეც გავყოლოდი? 
-არა მადლობთ მარია მინდა მარტომ გავისეირნო..
-როგორც ინებებთ.. სეფექალმა პრინცესას წინაშე ქედი მოიხარა და ოთახი დატოვა.. მისი გასვლიდან რამოდენიმე წუთში ოთახში სხვა მსახური შემოვიდა..
-თქვენი ცხენი მზად არის.. 
-გასაგებია.. მაშინ წინ გამიძეხით.. 
მსახური წინ წავიდა,მას კი უკან პრინცესა გაჰყვა.. მშვენივრად გამოიყურებოდა საჯირითოდ განკუთვნილ ტანისამოსი.. თვალები უციმციმებდა და მისი ოქროსფერი ნაწნავები მზის სინათლეზე საოფრად ლამაზ ფერს იღებდა,რაც პრინცესა სოფიას მეტ სილამაზეს მატებდა.. 
მალე იგი თავის თეთრ რაშს მიუახლოვდა.. მსახურის დაუხმარებლად შეჯდა და გააჭენა,ისე რომ არაფერი დაუბარებია დედოფლისათვის..
პრინცესამ სწრაფად გაიარა სამეფო ბაღი და მინდორზე გაინავარდა..უკვე დიდი მანძილით იყო დაშორებული სასახლისაგან როცა შეჩერდა.. შემაღლბული გორაკიდან მიმოავლო გარემოს თვალი.. გარესამყარო ნელ-ნელა იღვიძებდა და ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა.. დიდხანს ტკებედოდა ამ სილამაზის ყურებით,შემდეგ კი თავითვის საყვარელ ადგილას წავიდა.. წვრილი,ტახალიანი ბილიკი გაიარა ხეებში გაუჩინარდა პრინცესა..გზა დიდხანს აღარ გაგრძელებულა.. პრინცესა,როგორც იქნა თავის რჩეულ ადგილს მიუახლოვდა,ცხენიდან ჩამოვიდა.. ცოტახნით თავისუფლება აჩუქა,თვითონ კი ნაკადულთან ახლოს ჩამოჯდა..
მზე ცაზე წინ და წინ მიიწევდა.. ნაზი სიო ქროდა და ფოთლებს ეთამაშებოდა.. არც ფოთლები რჩებოდნენ სიოს თამაშთან გულგრილები და ნაზადვე ირხეოდნენ.. ჩიტების გალობა მოისმოდა ყოველი მხრიდა,ამას კი ნაკადულის ხმაც ერთვოდა..ადამიანს საოცარ სული სიმშვიდეს უქმნიდა..პრინცესა დიდხანს იჯდა ნაკადულის პირას და ოცნებობდა.. ოცნებობდა თავისუფლებაზე..ხანდახან იმასაც ფიქრობდა რომ ღარიბ ოჯახში დაბადება აჯობებდა,ვიდრე სამეფო ოჯახში..ყველას თავისუფალ ბურჟუაზიის წარმომადგენელ გოგონას შეეძლო ეცხოვრა მშვიდად,ისე როგორც თავად სურდათ,გათხოვილიყვნენ მაშინ როცა ეს თვითონ ენდომებოდათ და თავისი ნებით აერჩიათ საკუთარი რჩეული..სოფია ოცნებებისა და ფიქრების ზღვაში გადაეშვა.. დიხანს ოცნებობდა და სულიერად მშვიდდებოდა ბუნების ტკობიბით..უცებ ადამიანის ნაბიჯების ხმა გაისმა და პრინცესა შეკრთა..ადამიანი პრინცესას ადგილ სამყოფელს ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ახლა ნაბიების ხმა უფრო მკვეთრად ისმოდა..
მალე მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა.. 
-ვინ ხართ? მიუხედავად შიშისა,მშვიდად და თავდაჯარებულად იკითხა პრინცესამ..
-მე სერ უოლტერი ვარ და როგორც ვხვდები თქვენ პრინცესა უნდა იყოთ..გაისმა ჰენრის ბოხი ხმაა..
-რატომ უნდა დაგიჯეროთ? პრინცესამ მის წინ მდგომ მამაკაცს თვალი შეავლო.. ერთი შეხედვით ვერ იტყოდით რომ ყაჩაღი იყო,მაგრამ შეიძლებოდა ნაძარცვი ტანისამოსი ეცვა და თავს დიდებულად ასაღებდა..
-როგორც თქვენ გინდათ ისე მოიქეცით.. ჩემთვის აზრი არ აქვს დამიჯერებთ თუ არა რომ ქურდი და ყაჩაღი არ ვარ..
-ეს რა თავხედობაა...სოფია ამჯერად უკვე გაკვირვებული შეჰყურებდა უზრდელ ლორდის ვაჟს..
-თავხედობაა? ხანდახან ესეც საჭიროა..აგდებულად მიუგო ჰენრიმ
-ისევ ისე მდაბლად იქცევით..
-შეიძლება... 
-მაპატიეთ,მაგრამ თქვენნაირ გაუგონარ ადამიანთან საუბარს მირჩევნია სასახლეში დავბრუნდე.... პრინცესამ ჰენრის ზურგი შეაქცია...
-პრინცესა სოფია თუ შეიძლება... 
-კიდევ გყოფნით თავხედობა და ბედავთ დამელაპარაკოთ?? პრინცესა ჰენრისკენ მიბრუნდა..
-როგორც ჩანს მყოფნის.. აგდებულად დაიწყო ისევ საუბარი ჰენრიმმ..
-გთხოვთ შეწყვიტეთ საუბარი.. თქვენთან მხოლოდ ერტი შეხვედრითაც კმაყოფილი ვარ.. იმედია მეტჯერ არ მომიწევს თქვენი სახის დანახვა და თქვენ ხმასაც ვერ გავიგებ..
-მართალია დაუდევარი საქციელი იქნება მაგრამ მინდა გითხრათ რომ თქვენ ძალიან ლამაზი ხართ.. ხმები რომელიც თქვენს სილამაზეზე დადიოდა მართალი ყოფილხართ.. ახალგაზრდა ყმაწვილები თქვენით შეპყრბილნი და მოჯადოებულნი არიან.. 
-შეწყვიტეთ.. მკაცრად თქვა პრინცესამ.. მიუხედავად იმისა რომ ასეთი ლამაზი ყმაწვილისაგან კომპლიმენტების მოსმენა სასიამოვნო იყო,მან  მაინც შეაწყვეტინა,როცა "უაზრო" კომპლიმენტებმა სილამაზეზე თავი მოაბეზრა..
პრინცესამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ჰენრის იგივე სერ უოლტერს და თავის თეთრ ცხენზე შემოჯდა..ჰენრი კიდევ დიდხანს ფიქრობდა პრინცესასთან ამ უცნაურ დიალოგზე.. იგი ნაკადულის პირას ჩამოჯდა.. იმ ადგილას სადაც ცოტახნის წინ სოფია იჯდა..

* * * * *
რამოდენიმე საათის შემდეგ

უკვე კარგა ხნის გათენებული იყო.. პრინცესა სოფია სასახლეში ახლად დაბრუნებული იყო და ჯერ კიდევ ისვენებდა,როცა მის ოთახში რამოდენიმე სეფექალი და დედოფალი კატერინა გამოჩნდნენ..
-გავიგე დილით გაგისეირნია.. 
-ჰო მართლაც.. მინდოდა ცოტახნით მშვიდად ვყოფილლიყავი და არაფერზე მეფიქრა..
-მაგრამ მარტო რატომ წახვედი? ქურდები ძალიან მომრავლდნენ...
-არაფერია..ნუ შეგეშინდებათ.. არამგონია ვინმეს გამთენიისას პრინცესას გაქურდვა აზრად მოსვლოდა..
დედოფალმა შვილს მეტი გასეირნებაზე აღარაფერი უთხრა,მხოლოდ ის შეატყობინა რომ საუზმეს აუცილებლად უნდა დასწრებოდა და ახალი ხელის მთხოვნელები გაეცნო..შემდეგ კი სეფექალებთან ერთად სოფიას ოთახი დატოვა..როცა პრინცესა და დედოფალი საუბრობდნენ სწორედ იმ დროს გაიღვიძა მასტერ უილმაც,რომელსაც მთელი ღამე საშინელმა სიზმრებმა ძილის უფლება არ მისცეს.. მხოლოდ გამთეენიისას ჩაეძინა,მაშინ როდესაც პრინცესა და ჰენრი სასეირნოდ იყვნენ წასულები და შემთხვევით ერთმანეთს შეხვდნენ.. გაიღვიძა თუ არა ტანისამოსი სწრაფად ჩაიცვა და სასახლის დარბაზებში დაიწყო ხეტიალი.. უფრო და უფრო უჩნდებოდა სურვილი ეს სიმდიდრე საბოლოოდ ჩაეგდო ხელში.. ეს გრძნობა ეუფლებოდა მთლიანად და ლამის იყო დაეხრჩო.. ძლივს ითმენდა,ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ეჭვი არ ეპარებოდა მისი გეგმა მალე განხორციელდებოდა..მალე ზარების ხმა გაისმა..სტუმრებს საუზმეზე უხმობდნენ.. ჰენრი და მასტერ უილი ერთად შევიდნენ დარბაზში..დანარჩენი დიდებულები ჯერაც არ მოსულიყვნენ,მხოლოდ რამოდენიმე მამაკაცი იდგა ფანჯარასთან და საუბრობდა.. მალე ოთახში მსახური გამოჩნდა,რომელმაც გამოაცხადა რომ დედოფალი და პრინცესა მოდიოდნენ.. პირველი ოთახში დედოფალი კატერინა გამოჩნდა,მის უკან კი პრინცესა სოფიაა..ძალიან ლამაზი იყო იგი ... თმები ამჯერად მაღლა აეწია.. თვალები უბრწყინავდნენ და კაბა ისე ეკვროდა ტანს,რომ სუნთქვაც კი უჭირდა..
-დედოფალი კატერინა და პრინცესა სოფია.. თქვა მსახურმა და თავისი ჯოხი ძირს დაჰკრა..მალე მსახურმა კარები მიიხურა და გაუჩინარდა..ხოლო დიდებულებთან კატერინა და სოფია დარჩნენ.. სოფია თვალი მიმოავლო დიდებულებს და მათ შვილებს.. უცებ თვალი ჰენრის მოჰკრა..გაუკვირდა თუმცა შეეცადა ეს არ შეემჩნია.. დიდებულებმა ქედი მოიხარეს მათ წინაშე და მასპინძლების მაგიდასთან დასხდომას დაელოდნენ.. მალე კი მათაც მიბაძეს.. ჰენრი და პრინცესა გვერდი გვერდ აღმოჩნდნენ..
-როგორც ხედავთ ჩვენ ისევ შევხვდით!.. ჩუმად უთხრა ჰენრიმ პრინცესამ,ისე რომ მის გარდა ვერავინ გაიგო და ვერავინ ვერაფერი შეამჩნია..
საუზმემ მშვიდად ჩაიარა.. პრინცესამ კიდევ რამოდენიმე ხელის მთხოვნელი გაიცნო და ბაღსი გავიდა დასასვენებლად... თან ის წიგნი წაიღო რომელიც რამოდენიმე დღის წინ აარჩია წასაკითხად..ბაღში ჩამოჯდა და წიგნი გადაშალა,თუმცა მაინც ვერ კითხულობდა.. მიიხვდა რომ ამჯერადაც ვერ შეძლებდა წიგნის კითხვას და გვერდით გადადო..
-შეიძლება? მორიდებითა და მოწიწებით მიუახლოვდა ამჯერად ჰენრი პრინცესა სოფიას..
-თქვენ? მე ახლა ვისვენებ და თქვენთან საუბრის ხასიათზე არ ვარ..
მიუხედავად პრინცესას წინააღმდეგობისა იგი მის გვერდით ჩამოჯდა..
-უბრალოდ მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი საქციელის გამო...
-კარგით მაშინ შეგიძლიათ წახვიდეთ...
-პრინცესა სოფია .. ყოყმანით დაიწყო ჰენრიმ..
-უკაცრავად რა გნებავთ? მკაცრად ჰკითხა პრინცესამ..
-მინდა გასეირნება შემოგთავაზოთ და ამით ჩემი საქციელის გამო ბოდიში მოვიხადო..
-მაგრამ მე ახლა არ ვარ გასეირნების ხასიათზე...
-რამოდენიმე წუთის წინ თქვენ არ თქვით რომ დასვენება გინდოდათ? ამ გასეირნების დროს კი ნამდვილად დაისვენებთ..პრინცესამ ამჯერად უფრო მშვიდად და ლმობიერად უპასუხა ჰენრის შემოთავაზებაზე..
-ამჯერად მე მგონი არ არის საჭირო,თუმცა იქნებ ოდესღაც ნამდვილად გავისეირნო თქვენთან ერთად...- თქვა და სკამიდან წამოდგა..ჰენრიმაც მას მიბაძა.. 
რამოდენიმე წუთის განმავლობაში ისინი ერთმანეთს შეჰყურებდნენ და აკვირდებობდნენ.. ორივე ხვდებოდა რომ ეს კარგი საქციელი არ იყო და ვინმეს რომ დაენახა შეიძლება უზრდელობაშიც ჩამოერთმიათ..

huh:))
აი თქვენ არ იცით როგორი გახარებული ვარ :დდდ მიხარიაა უაზროდ თუ აზრიანაად :დდდ დიდი მადლობაა როო კითხულოთ და რას იტყვით გავაგრძელოო?  მარიაამოო შენი შენიშვნა მივიღე და აუცილებლად შევეცდები გამოვასწოროოო ))).....
მადლობა ყურადღებისთვის.. ♥

Xo xo Your Miss♥Martina
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 937 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-06-12 Spam
Dzalian Dzaliankargia <3