მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 11 » JusT Illusion♥6
0:12 AM
JusT Illusion♥6

ეს თავი ნამდვილად ჩემს ერთგულ მკითხველს 
Liza-Selena-ს..მადლობ რომ კითხულობ <33

იანმა თავის ძველ სახლში დაბრუნებას,მეოგბრებთან ერთად სასტუმროში დაბინავება არჩია ))
მისი და ემილის ოთახები,გვერდი-გვერდ იყო და მთელი საღამო ერთად გაატარეს.
გვიან პროდუსერმა დაურეკა და უთხრა,რომ ხვალ სერიალის მთავარი გმირები,ანუ ის,ემილი და მიჩელი,MTV-ზე დილის გადაცემაში იყვნენ მიწვეულნი )) კი სწორად წაიკითხეთ,სწორედ იმ ტელევიზიაში სადაც ,ეველინი იმყოფებოდა და ყოველდილას ესწრებოდა დილისგადაცემის ჩაწერას )) 

ეველინმა არ იცოდა,რომ სერიალის ქასთი უკვე ქალაქში იყო და შესაბამისად არც ის იცოდა,რომ იანი ხვალ მას ესტუმრებოდა,პირდაპირ ტელევიზიაში...
მთელი საღამო დენიელთან ერთად გაატარა...მერე დილას,კი ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა ,შერონთან ერთად...

დილიდანვე თავს კარგად გრძნობდა.დენიელი ჯერ არ მოსულიყო.
ორ წუთში რეჟისორის ხმა გაისმა:
-აი დამირეკეს და ხუთ წუთში აქ იქნებიან...
მოამზადეთ ყველაფერი,ვიწყებთ...
ევი შერონს შეუბრუნდა
-დღეს ვინ არიან სტუმრები?
-ახალი სერიალის რეკლამას,ჰომ უყურე?
-კი.

ჩუმად თქვა ევიმ და თავი ძირს დახარა.ხვდებოდა ვიზეც იყო საუბარი
-აი მთავარი გმირები მოვლენ რამოდენიმე წუთში..მე სტივენი მეძახდა,გაავალ !
-კარგი შერონ...
ძალით გაუღიმა და კარებისკენ სწრაფად გაიქცა...
ჯერ კიდევ ვერ გაეზრებინა,რომ ეს მის თავს ხდებოდა.იცოდა,რომ ადრეთუგვიან შეხვდებოდა იანს,მაგრამ არ უნდოდა ეს დღეს მომხდარიყო.საშინელმა შიშმა აიტანა."ვაი,თუ ვნახო და ყველაფერი ვერ ვუთხრა,რაც მისადმი მაქვს სათქმელი"ფიქრობდა იგი..
-არა დღეს არა..(ჩაილაპარაკა მან და კარები გამოაღო,რომ მოულოდნელად ვიღაც გოგონას დაეჯახა)
-თვალებში არ იყურები?
ეს ემილი იყო..როგორც ჩანს,ის ბიჭებზე ადრე ამოვიდა
-შემთხვევით მომივიდა,და ცოტა დაბალი ტონით ისაუბრე..
ეველინმა,ვერ იცნო რომ ის იანის მეწყვილე იყო,
მას რიგითი ჟურნალისტი ეგონა
-კარგად ვერ გავიგონე...
-გამატარე...
(უხეშად უთხრა ევიმ,ბეჭი გაკრა და მძიმე ნაბიჯით გაიარა დერეფანი)
ემილი გაოგნებული იყურებოდა.

მას თავისი თავი უკვე ვარკსვლავი ეგონა და ვერ იფიქრებდა,თუ ვინმე ასე მოექცეოდა.
-ეს ვინ იყო?
კითხა მან ჟურნალისტის,რომელიც მათ სცენას ცოტახნით აცდა
-კლარისა )) ხდება რამე?
-არაფერი ისეთი...
(კვლავ კლარისას(ევის) გახედა და კარები შეაღო)

ევი ფანჯრიდან იყურებოდა,რომ დაინახა როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან მიჩელი და იანი...

-ის არის.უკვე მოვიდა..(გაიფიქრა მან)
-საერთოდ არ შეცვლილა..(არ ცხრებოდა ევი)
გულისცემა აუჩქარდა და ხელები გაეყინა..თავს ვეღარ აკონტროლებდა.ვერ წარმოიდგენდა,რომ მის დანახვაზე ასეთი რეაქცია ექნებოდა.უყურებდა მის მომღიმარ სახეს და ერთი სული ქონდა,ყველაფერს როდის ეტყოდა,როდის ეტყოდა რომ "ძ უ ლ ს",შეიძლება ამ გრძნობას თითქმის უკვე განევლო და მის გულს იმავ ძალით აღარ დაპატრონებოდა როგორც ადრე,მაგრამ მაინც შერჩენოდა ეს საშინელი გრძნობა და სწორედ,რომ ეს აწუხებდა.ვერ წარმოიდგენდა,რომ ის თავისი პატარას, ჰელენის მამა იყო.ახლა მისი შიში ბავშვს გადაეოდი,"იანმა,რომ გაიგოს რომ მისი შვილია და წართმევა დამიპიროს"ფიქრობდა ეველინი და თვალებზე ცრემლები ადგებოდა.საშინელ დღეში ჩავარდა.სხვაგვარად არც შეიძლებოდა.იმის შიშით,რომ რაიმე სისულელე არ გაეკეთებინა ნატალიეს დაურეკა,მისთვის აქ მოსვლა რომ ეთხოვა..
-ნატ,ის აქ არის...(ჩუმი ხმით უთხრა მან)
-ვინ ის?(ნატალიე ვერ მიხვდა,ვიზე იყო საუბარი)
-იანი...დილის გადაცემაშია მიწვეული.ორ წუთში აქ ამოვა..არ ვიცი რა გავაკეთო,არ მინდა მისი ნახვა.ძალიან გთხოვ მოდი
-არამგონია,მოვახერხო მაგრამ უფროსმა თუ გამომიშვა მოვალ.
-ძალიან გთხოვ ეცადე ნატ..ძალიან მჭირდები..
(უთხრა მან და მობილური გამორთო)
მოსულებს,ის რომ არ დაენახათ მოპირდაპირე ოთახში შევიდა.იქ სადაც სცენარისტები იკრიბებოდნენ ხოლმე...
სანამ ევი შიშს აეტანა და ნერვიულობისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა,მოპირდაპირე ოთახში დილის გადაცემის ჩაწერა დაიწყო...

ნახევარ საათში მან დერეფანში ხმაური გაიგონა.ეს ნახევარი საათი კი მისთვის ნამდვილი წამება იყო,გასვლა ვერ გაბედა ,მაგრამ კარებთან ახლოს მივიდა,რომ გაეგო რა ხდებოდა ...კარებთან სტივენის ხმა მოესმა
-სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა,პრემიერის შემდეგ,ერთხელ კიდევ მოგიწვევთ
-სიამოვნებით დაგთანხმდებით..
გაიგონა ეველინმა მისთვის ასეოდენ ნაცნობი ხმა,რომელიც პირველად ორი წლის გაიგონა და მის მერე ასე გარკვევით ახსოვს...

-კარგი გამოვიდა არა?
შეეკითხა იანი ემილისა და მიჩელის და კიბეები სწრაფად ჩაირბინა
-კი,ძალიან კარგი კოლექტივია,ერთ გოგონას თუ არ ჩავთვლით
ის შემთხვევა კვლავ მწარედ ახსოვდა ემილის
-ვინ გოგონას?(გაკვირვებით შეეკითხა იანი)
-არაფერი დაივიწყე..(უთხრა ემილიმ და გაიცინა)

სწორედ ამ დროს,ეზოში მანქანით ნატალიე შემოვიდა )როგორც ჩანს,მან სამსახურიდან წამოსვლა მოახერხა და ახლა ევისთან მიდიოდა...ის ნამდვილად ფორმაში იყო,ძალიან კარგად გამოიყურებოდა...

მანქანიდან ჩანთა გადმოიღო და შესასვლელისკენ წავიდა,საიდანაც ორი წამის წინ იანი,ემილი და მიჩელი გამოვიდა...

ისინი ერთმანეთის პირისპირ იყვნენ და მათი შეხვედრა უკვე გარდაუვალი იყო..
-ნატალიე ეს შენ ხარ?

გაოცებისგან მხიარულად თქვა იანმა და მისკენ წავიდა
ნატალიეს გაუხარდა მისი ნახვა,მაგრამ არ შეიმჩნია.დაქალს სოლიდარობას უწევდა : დ ))
-კი მე ვარ

ოდნავ გაუღიმა და ისიც გადაეხვია
-გაიცანით ბავშვებო,ჩემი ძველი მეგობარი,ნატალიე...ეს ემილია,ეს კი მიჩელი..
-სასიამოვნოა.მე მანქანაში დაგელოდებით
უთხრა მათ მიჩელმა და გვერდი აუარა ნატალიეს...
ემილი მათთან დარჩა.როგორც ჩანს,აინტერესებდა,როგორ წარიმართებოა ძველი მეგობრების დიალოგი.
-რა დრო გავიდა.!რამდენი ხანია არ მინახიხარ.(გაეცინა იანს)
-მართალია,მის მერე რაც ჩემი კლუბიდან უკვალოდ გაქრი(უხეშად უპასუხა მან)-ჰო მართლა,შენი წარმატების შესახებ გავიგე და ძალიან გამიხარდა..
-მადლობ ნატ..
ემილი ნატალიეს თვალს არ აცილებდა
-და ხდება რამე?რაღაც ხასიათზე არ ხარ
-არა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
-აქ მუშაობ?არ ვიცოდი თუ ჟურნალისტი იყავი,მე მეგონა......
ნატალიემ შეაწყვეტინა
-არა ბიძაშვილს მოვაკითხე..ეველინს,მგონი უნდა გახსოვდეს.
გაუღიმა ცინიკურად და წასვლა დააპირა
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ემილი...
-ნატალიე..(დაბალ ხმაზე დაუძახა იანმა)
-კარგად იან.!(მკაცრად უთხრა მან და შენობის კარები შეაღო)

-მეგონა უკეთ შეგხვდებოდა...
-ეველინის ბიძაშვილია და ხომ ხვდები?!როგორც ჩანს,ჩემი საქციელის გამოა ასე.რა სულელი ვარ...მე კიდე მეგონა,რომ ის ამბავი აღარვის ახსოვდა.
-შენ ისიც გეგონა,რომ ეველინი ლონდონში იყო
-მართალია,ვინ წარმოიდგენდა რომ აქ მუშაობს..
-რა პატარაა ეს ქვეყანა.
ჩაიცინა ემილიმ და მკლავზე მოეხვია იანს

როგორც მიხვდით ახალი გმირი გვყავს )) მიჩელი-იგივე ბენ ბარნესი :დ )) 

რაც შეეხება მოთხრობას,თუ ცოტა კომენტარი იქნება აღარ გავაგრძელებ,უბრალოდ აზრი აღარ ექნება *)
მადლობთ ვინც კითხულობთ და ამავდროულად აკომენტარებთ კიდეც !** 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1234 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2012-09-12 Spam
ძან მაგარი თავი იყო<3 მალე გააგრძლე არ დააგვიანო ! უმაგრესი თავი იყო მართლა<3 მეტი აღარ ვიცი რა დავამატო:*