მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » JusT Illusion♥3
5:59 PM
JusT Illusion♥3

ეს თავი ჩემს მუდმივ და ერთგულ მკითხველს-sopo24

მანქანაში ალექსი მშვიდად საუბრობდა მობილურზე,

ეველინის ნერვიულობას კი საზღვარი აქ ქონდა...
ბოლოს მათ შორის,ისეთი სერიოზული დიალოგი წარმოიშვა,რომ ამას ევი ვერც კი წარმოიდგენდა...
-რაღაც მინდა გკითხო,და შენგან მხოლოდ სიმართლეს მოვითხოვ...
ალექსს უნდოდა ეს ცოტა რბილად გამოსვლოდა და მის სიტყვებში რაღაც არაბუნებრივობა იგრძნობოდა,მაგრამ მთავარი იყო,რომ ის თავის დაზე ზრუნავდა..
-მკითხე.(აუღელვებლად მიუბრუნდა მას ევი  და თვალებში ჩახედა)
-შეიძლება ახლა ამის დრო არ იყოს,მაგრამ უკვე დიდი ხანია ამ თემაზე უნდა გვესაუბრა...ბავშვის მამას ვგულისხომბ.ვიცით მეც და მამამაც,რომ გარდაცვლილიი არაა,და ისიც ვიცით ვინ არის სინამდვილეში ჰელენის მამა..უბრალოდ იმის გარკვევა გვინდა,რატომ მოხდა,რომ დღეს შენ და იანი ერთად არ ხართ?და საერთოდ მან ბავშვის შესახებ იცის?
ძმის ამ გამოსვლამ ძალიან ააღელვა ეველინი.ვერ გაეგო რა ეთქვა,მაგრამ იცოდა რომ დამალვას აზრი აღარ ქონდა...ალექსი თავისას აგრძელებდა
-მამამ,მითხრა რომ შენთვის არაფერი მეთქვა,თუ საჭიროა თვითონ გვეტყვისო,მაგრამ რამის თქმა რომ შენი ნებით გინდოდეს,აქამდეც გვეტყოდი..ამიტომ გელოდები ეველინ,ამიხსენი რა ხდება.მინდა ყველაფერი ვიცოდე...
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა...შუქნიშანზე მწვანე აინთო-ალექსმა გაზს მაგრად მიაჭირა ფეხი,თითქოს ამ მოქმედებაში,თავისი სიბრაზე გამოხატა...
-მართალი ხარ.არ უნდა დამემალა.უბრალოდ ხანდახან მრცხვენია ჩემი თავის და ვცდილობდი ეს ისტორია საგულდაგულოდ დამემალა..როგორც ჩანს არ გამომივიდა(ცინიკურად ჩაიცინა)-ეხლა ძალიან ვღელავ...სამსახურის გამო ვარ ასე,და გპირდები სიმართლეს აღარ დაგიმალავ,ყველაფერს გეტყვი იან ქოლინზე...
(ეს სახელი და გვარი კვლავ ზიზღით წარმოთქვა და ფანჯარაში გაიხედა)
-კარგი,უბრალოდ არ მინდა ჩემსა და ჩემს დას შორის რაიმე საიდუმლო იყოს..არ არის,ისეთი დაშორება ჩვენს შორის რომ ერთმანეთს ვერ გავუგოთ..უბრალოდ მენდე...
(თანაგრძნობის ნიშნად ალექსმა დას ხელი-ხელზე დაადო და ნაზად გაუღიმა...ევიც გაახარა ალექსის ამ საქციელმა და ცოტა ხასიათზე მოვიდა)
-აი მივედით...
და ისინი ძალიან დიდი,7სართულიანი შენობის ეზოში შევიდნენ...
ტელევიზია გარედან ნამდვილად ლამაზი სანახავი იყო....
პირველი სართული გამჭირვალე მინებით იყო,ჰოლო დანარჩენები სარკისებრი ფანჯრებით...
ეზოს დიდი ფანტანი ალამაზებდა,რომელიც გამალებით ხმაურობდა და ხმას აწვდენდა ბუნებას.მწვანე მდელოს გვერდით,მანქანების სადგომი იყო,ქვაფენილიანი გზა კი შესასვლელს მიუყვებოდა. 
გარეთ ოდნავი ნიავი უბერავდა,თითქოს ბუნებაც ეველინის მსაგავსად ღელავდა....
ნელი და მძიმე ნაბიჯით მიყვებოდა იგი ძმას და თან იქაურობას ათვალიერებდა.
შესვლისას,ალექსმა უფროსის სტივენ დარკერის ადგილსამყოფელი იკითხა.პასუხი მიიღო თუ არა ეველინისკენ წავიდა 

და უთხრა,რომ მესამე სართულზე იმყოფებოდა,დილის გადაცემის ჩაწერას ესწრებოდა...
მოსაცდელში ნახევარი საათი მოუწიათ ლოდინი...როგორც იქნა,ჩაწერა დამთავრდა და სტივენიც მათთან მივიდა.შესვლისას უცნაური სახით გახედა მათ,როგორც ჩანს სტუმრებს არ ელოდა,მხოლოდ გვიანღა შეიცნო მან,მისი ძველი მეგობრის, დეივიდის ,შვილები...

-როგორ მიდის საქმეები სტივენ?
ალექსი ხელის ჩამორთმევით მიეგება მას
-ძალიან კარგად..დეივიდი როგორ არის?
-მშვენივრად..ეს ჩემი დაა 
ევი ფეხზე წამოდგა და სტივენს მიესალმა
-ეველინ კლარისა ადამსი...
თავისი სრული სახელი უთხრა და ხელი გაუწოდა
-სასიამოვნოა კლარისა.-გავიგე,რომ კარგად გაგივლია გასაუბრება.პირადად არ გიიცნობ,მაგრამ მითხრეს შენზე..
სახელი კლარისა დედას ერქვა,ალექსისა და ეველინის დედას...ეველინსაც მოწონდა,რომ მის სახელს ატარებდა ოფიციალურად,მაგრამ კლარისათი არავინ მიმართავდა..პირველი შემთხვევა იყოს დღეს და თავი ცოტა უხერხულად იგრძნო.
-დიდი მადლობა..
-რადგან ასეა მე დაგტოვებ.სამსახურიდან დამირეკეს და..
-როგორც გინდოდეს...დეივიდი მომიკითხე
ღიმილით უთხრა მას სტივენმა
-კარგი და დამირეკე და მოგაკითხავ..წარმატებები კლარისა
სიცილით უთხრა ალექსმა და შუბლზე აკოცა  დას

-ძალიან სასიამოვნო გარეგნობა გაქვთ..თქვენი ხმის ტემბრიც მომწონს..ტელევიზიაში კი ახალი სახე მჭირდება..

ევი სტივენის ამ სიტყვებზე ცოტა არ იყოს აფორიაქდა.ნამდვილად არ ელოდა ასეთ დახვედრას..
-დიდი მადლობა.თანდათან ყველაფერს ვისწავლი.
-რაც შეიძლება სწრაფად აითვისეთ კამერასთან მუშაობა.მალე დაჭირდებით საქმეს..
ევის გაუღიმა და ერთ-ერთ თანამშრომელი თავისთან იხმო..
-შერონ,თუ დაკავებული არ ხარ,კლარისას ტელევიზია დაათვალიერებინე
-სიამოვნებით...(შერონმა ევის ღიმილით გახედა)

-კარგი მაშინ და შემდეგ ჟურნალისტების შეკრების ოთახში შემოიყვანე.დროებით...
-დროებით...
 გამოემშვიდობა ევი სტივენს და შერონს შეუბრუნდა
-შენი გადაცემა ძალიან კარგია...ყოველთვის ვუყურებ..
შერონი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი იყო ამ არხზე
-დიდი მადლობა,კლარისა...ეხლა კი აქაურობას დაგათვალიერებინებ...
-ეველინი
სიცილით შეუსწორა ევიმ.ვერ ეგუებოდა კლარისას რომ ეძახდნენ :დ

-ეველინი თუ კლარისა?(დაიბნა შერონი)
-ეველინ კლარისა,ჩემი სრული სახელია.უბრალოდ ყველა ეველინს მეძახის..
-მე კლარისას დაგიძახებ კარგი?ლამაზი სახელია..
-როგორც გინდა...
აღაარ შეეკამათა ევი...მისთვის არსებითი მნიშვნელობა არც ქონდა ამას,თანაც თვითონაც მოწონდა ეს სახელი.
დაახლოებით ერთი საათი მოუდნენ შენობის დათვალიერებას...შერონი დაუღალავად მიუძღვოდა წინ ევის(კლარისას) და უხსნიდა თითოეული ოთახის დანიშნულებას...
სერიალის გადაღებებსაც დაესწრნენ,კაფეტერიაც მოინახულეს,სხვადასხვა გადაცემებისა და ჩამწერი ოთახებიც ნახეს და ბოლოს კვლავ მესამე სართულზე დაბრუნდნენ...
-ძალიან დიდია აქაურობა...(ჩაილაპარაკა ევიმ)
-კი ძალიან..მაგრამ ძირითადად შენ,ამ სართულზე იქნები..სცნარისტები და ჟურნაილისტების შეკრება ყოველთვის აქ არის...პირველ სართულზე თუ მოგიწევს ჩასვლა კაფეტერიაში ან მეოთხეზე უფროსის კაბინეტში..
-ყველაფერი გასაგებია..დიდი მადლობა..
-არაფრის..)ჰო მართლა სტივენს ძალიან მოეწონე..ჩვეულებრივ ასეთ ყურადღებას არ იჩენს ხოლმე,ახალი თანამშრომლების მიმართ
-ძალიან კარგი...გამიხარდა
-წარმატებებს გისურვებ.მგონია რომ დავმეგობრდებით...
-რათქმაუნდა შერონ...
თან ამ დროს მობილურმა დაურეკა..როდესაც ევიმ ნომერს დახედა სოფია იყო.
-რა ხდება სოფი?(შეიშინებულმა უპასუხა)
-არაფერი ისეთი ქალბატონო,უბრალოდ სამზარეულოში ბავშის საჭმელი ვერ ვიპოვნე..
-მანდ,მეორე კარადა გამოაღე,პირველ თაროზეა..
-უი აქ არ ყოფილა?რაც მე ეს ვეძებე...
-ჭკვიანად არის?
-კი ნუ ნერვიულობთ ეველინ...თამაშობს,ეხლა ვაჭმევ და დავაძინებ..
-კარგი სოფი...
გულდამშვიდებულმა გამორთო ტელეფონი და შერონს გახედა,რომელიც ცოტა გაკვირვებული უყურებდა...
-ბავშვის ძიძა იყო..საჭმელი ვერ იპოვნა და...
-ბავშვი?ვინ ბავშვი?
ეველინს არც კი ახსოვდა,რომ შერონმა ამის შესახებ არ იცოდა..
-მე შვილი მყავს...1 წლის გოგონა,ჰელენი...(სიამაყით თქვა და შერონს გახედა)
-რა სიუპრიზია..არ ველოდი.შესაბამისად მეუღლეც გეყოლება.რა კარგია ოჯახი!(აღტაცებით ჩაილაპარაკა მან)
-არა..ჩემი საქმრო გარდაიცვალა
-ძალიან ვწუხვარ არ ვიცოდი...ალბათ არც ღირდა ამის გახსენება
-არაფერია,მიჩვეული ვარ...
-პატარას სურათს არ მანახებ?
კი,აი..(და მობილური ამოიღო ეველინმა)

დღე კარგად მიდიოდა..სანამ საქმე არაფერი ჩანდა,შერონი და ევი საუბრით ირთობდნენ თავს...ერთმანეთზე ძალიან ბევრი რამ გაიგეს და კარგადაც შეეწყვნენ...შერონი სასიამოვნო ადამიანი ჩანდა,მასთან მეგობრობა არავის უჭირდა,ეველინს მითუმეტეს,ის ხომ ასეთი თავისუფალად მოსაუბრე ადამიანი იყო...
თუკი ვინმე,გააცნო ტელევიზიაში ევის შერონმა,ყველას უთხრა,რომ მისი სახელი კლარისა იყო...ევიც მიეჩვია ამ სახელით,რომ მიმართავდნენ და აღარც უკვირდა...ყურშის აღარ ეუხეშებოდა,როცა კლარისას ეძახდნენ.
ის შუადღის გადაცემის ჩაწერაზე იყო...ახალგაცნობილებთან დიალოგში გართულიყო..ამ დროს ჩაწერაც დაიწყო,და გადასაღებ მოედანზე სიჩუმე ჩამოვარდა.ევი ნელ-ნელა გამოცილდა იქაურობას და ამ უზარმაზარი ოთახის დათვალიერება დაიწყო...ამ დროს კარებიდან ვიღაც გიჟივით შემოვარდა.მობილურზე საუბრობდა.ვერც კი შეამჩნია ევი,ისე აუარა გვერდი და ლამის წააქცია,ბეჭი იმ ძალით გაკრა
-ღმერთო ჩემო,რას აკეთებ...
(მოულოდნელად შეკრთა ევი და უკან მიიხედა)
ბიჭს უკან არც შემოუხედავს,თითქოს არც დაუნახავსო ისე მივიდა გადასაღებ მოედანზე...

ევის ძალიან გაუკვირდა ამ ადამიანის ამგვარი დამოკიდებულება და უკან დაბრუნდა..სიტუაციას,რომ დააკვირდა მიხვდა რომ ის რეჟისორი იყო..როგორც ჩანს დააგვიანდა და ამიტომაც შემოვარდა,ასე გიჟივით-გაამართლა იგი გულში ევიმ...

ოთხ საათზე გაირკვა,რომ ჟურნალისტების შეკრება იყო...შერონმა ევი,ოთახთან მიაცილა და წარმატებები უსურვა.
ოთახში ცოტა არეული სიტუაცია იყო.უფროსის გამოჩენამდე ყველას თავის ნებაზე იქცეოდა.ზოგი საუბრობდა,ზოგი იცინოდა,ზოგიც მაგიდასთან მშვიდად ელოდებოდა სტივენის გამოჩენას.ევიც მათ რიგებს შეუერთდა..მაგიდასთან ჩამოჯდა და თანამშრომლებს მიესალმა..სულ მალე სტივენიც შემოვიდა.მისი შემოსვლა და თითოეული მათგანის დაწყნარება ერთი იყო...
ევის ყურადღება ერთმა ცისფერთვალება ჟურნალისტმა მიიბყრო..იგი მეგობართან ერთად კედელს მიყდრნობოდა ყავით ხელში და რაღაცაზე იცინოდა...

ის დენიელი იყო.შესანიშნავი ჟურნალისტი,თავისი საქმის ნამდვილი მცოდნე...მას უყურადღებოდ არ დარჩენია,ევის დაჟინებითი მზერა,და როდესაც ევი სტივენს უყურებდა,დროს იხელთებდა და გახედავდა ხოლმე...კონტრ-შეტევაზეც ის გადავიდა პირველი )
როდესაც სტივენმა ახალი ჟურნალისტი წარუდგინა თანამშრომლებს,დენიელი მოურიდებლად მივიდა მათთან..
-ერთ საათში ვიცე-პრეზინდეტის სხდომა მთავრდება ქალაქგარეთ...ჩართვაზე მე მივდივარ,და მოხარული ვიქნები თუ ახალ ჟურნალისტთან ერთად ვიმუშავებ დღეს...(მან ჯერ სტივენს,შემდეგ კი ეველინს გახედა)
მას თვალები სიხარულისგან აუმციმციმდა და სახეზე სიამოვნების ღიმილმა გადაუარა ,მაგრამ ამავდროულად ღელავდა..
-ძალიან კარგი აზრია დენიელ..შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.

-მაგრამ,მე ჯერ ხომ არც ვიცი რა უნდა გავაკეთო...
ეველინმა სტივენს გახედა..ის უფრო მეტად ენდობოდა ეველინს,ვიდრე ეველინი თავისთავს.
-დენიელი აგიხსნის..
-კი რათქმაუნდა...წავედით...
და ორივე ერთად გავიდა ოთახიდან...
-კარგი ნაბიჯი იყო დენიელის მხრიდან..აბა საქმეს მივხედოთ...
უთხრა სტივენმა ჟურნალისტებს და თემის განხილვა განაგრძო
დენიელმა ჯერ ოპერატორს,შემდეგ კი მის დამხარეს გაუარა და აცნობა რომ უკვე გადიოდნენ...
გზაში არცერთი იღებდა ხმას,დენიელი ხან მობილურზე საუბრობდა.ხან დამხარეს ეკითხებოდა,საჭირო ფურცლები და მიკროფონი ,ხომ არ გრჩებაო...როდესაც დარწმუნდა,რომ ყველაფერი რიგზე იყო ეველინს გახედა..
-მაპატიე,ასე რომ შემოგეჭერი,მაგრამ უმჯობესია თუ  პირველივე დღესვე გახვალ ინტერვიუს ჩაწერაზე..
-არაფერია,ცოტა ვღელავ..

-დენიელი.(ღიმილით უთხრა მან თავისი სახელი)ნიუორკიდან ნახევარი საათის სავალზეა სხდომა,სადაც ახლა მივდივართ..დანარჩენს გზაში აგიხსნი.
-მე რა უნდა გავაკეთო დენიელ?
-ვიცე პრეზინდეტს ინტერვიუ ჩამოართვა.
-საინტერესოა..(ღიმილით გახედა და ღრმად ამოისუნთქა)
-თანდათან ყველაფერს აითვისებ კლარისა..
უთხრა მას დენიელმა და მანქანის კარი გამოაღო
-იმედია..
(ჩაილაპარაკა ევიმ უღიმღამოდ და მანქანაში ჩაჯდა)


თუ მოგეწონათ,დააკომენტარეთ *)
დიდი მადლობა წინა თავი,რომ მოგეწონათ *)
გაგრძელება თქვენზეა დამოკიდებული ბავშვებო **
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 835 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 231 2 3 »
2012-09-12 Spam
Gossip Girl, tu ar mogwons shegidzlia ar waikito :))) uketesi shen dawere qalbatono : *
ar daujero maar male dade <3