მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 7 » JusT Illusion♥4
4:39 PM
JusT Illusion♥4

ეს თავი მინდა ჩემ ნიჭიერ NaTaLi-ს ვაუქო..
15-15 არასდროს დამავიწყდება ნატალი :დდ


ეველინი და დენილი მანქანაში ერთად ჩასხდნენ... )მათ გარდა,უკან ორი ოპერატორი და  დამხარე ჩაჯდა დენიელის მანქანაში...მგაზვრობა არც ისე დიდხანს გატანდა,მაგრამ დენიელი თავისი თავით მაინც კმაოფილი იყო და მოწონდა,რომ დანარჩენ დროს ეველინთან(მისთვის კლარისასთან)ერთად გაატარებდა...) როგორც ჩანს,მასზე დადებითად იმოქმედა ახალმა თანამშრომელმა და ეხლა ფიქრობდა,მასთან დიალოგი როოგორ წამოეწყო.მიხვდა,რომ ყველაზე მომგებიანი ეხლა პირდაპირ საქმეზე საუბარი იქნებოდა...
-ჰო მართლა,სანამ დროა აგიხსნი რა გევალება დღეს..
-მართალია...ძალიან მაინტერესებს(ღიმილით გადახედა მას ეველინმა)
-ანუ როდესაც მე მექნება ჩართვა პირდაპირ ეთერში,ეს მოხდება 5-10 წუთის შემდეგ,როცა შენ ჩაწერ ვიცეპრეზიდენტთან  ინტერვიუს..ის რომ გამოვა,შენს გარდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი იქნება,ამიტომ კითხვები წინასწარი მოიფიქრე,რომ არ დაიბნე..თუ გინდა დაიწერე.მაგრამ ჩემი აზრით ერთი კითხვა საკმარისია,შემდეგ პასუხისდა მიხედვით დასვამ მეორე შეკითხვას..აი  სხდომის ძირითადი თემა.
და დანიელმა საჭე ცალი ხელით დაიჭირა.მარჯვენა ხელით გვერდიდან რაღაც ფურცლები ამოიღო და ეველინს გაუწოდა.
ისიც გახარებული იყო,საქმე გამმოუჩნდა და კითხვას შეუდგა..ნელ-ნელა უკვე აფიქრდებოდა კითხვები...

არ გასულა 20 წუთი,რომ ისინი უკვე დანიშნულ ადგილას იყვნენ...შენობის წინ მანქანის დასაყენებელი ადგილი აღარ იყო,ამიტომ დენიელი იქვე პატარა რესტორანთან შეჩერდა...მანქანიდან ეველინის გარდა ყველა გადმოვიდა.ის კვლავ ფურცლებში იყო თავით ჩარგული..ცდილობდა ყველაფერი კარგად გამოსვლოდა...
დენიელი 10 წუთში დაბრუნდა...
-არ ჩამოხვალ?მოგწყურდებოდა..(და წყალი გაუწოდა)
-მადლობა...(ნასიამოვნები სახით გახედა ეველინმა)
-აბა რას შვები?
-მგონი მოვიფიქრე კითხვები..
-კარგი,მანახე..(ხელი გაუწოდა დენიელმა)
-არა ჯობს ასე გავაკეთოთ..შენ ხარ ვიცეპრეზიდენტი,მე ჟურნალისტი და დაგისვამ კითხვებს..თუ გაამართლა ანუ კარგი გამოვიდა..
-კარგი გისმენ..ბევრი დრო არ მაქვს,მეორე სხდომა იწყება(ღიმილით უთხრა დენიელმა..მან მისი თავი უკვე წარმოიდგინა ვიცეპრეზიდენტის პოსტზე)

-ვიცეპრეზიდენტო,როგორ ჩაიარა სხდომამ?
-კარგად..(მოკლედ უთხრა დენიელმა)
ეველინმა გულიანად გაიცინა.
-ანუ ეს კითხვა
-არ გამოდგება..(დაასწრო თქმა დენიელმა)
ასე მხიარულად კითხვებიც მოიფიქრეს და ერთმანთთან დიალოგშიც გაერთნენ...
ნახევარ საათში კი შეატყობინეს,რომ სხდომა დამთავრდა...
ევიმ სასწრაფოდ მოიმარჯვა მიკროფონი და ოპერატორთან ერთად შენობის წინ მივიდა,სადაც ძალიან ბევრი ჟურნალისტი შეკრებილიყო....

დენიელიც ემზადებოდა ჩართვისთვის...სულ ცოტა ხანში ის უკვე პირდაპირ ეთერში იქნებოდა..
როცა ყველაფერი მორჩა,ისინი კვლავ გაუყვნენ ნიუორკის გზას...
-არა,რა წესია არ მესმის...ამდენი იმისთვის ვიწვალეთ,რომ ყველა კითხვა უკომენტაროდ დაეტოვებინა?ისე გამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში თითქოს იქ არც ვიყავით..
დენიელმა გაბრაზებული ევი პირველად ნახა და მის სიტყვებზე იცინოდა..
-ეს მხოლოდ დასაწყისია კლარისაა...არ იცი რა მოგელის,მაგრამ დამიჯერე ჩვენი პროფესია ყველაზე საუკეთესოა...
თქვა მან და თვალი ჩაუკრა...
ევი ისე შეეჩვია დენიელს,თითქოს უკვე თვეებია იცნობსო.მასთან თავს ძალიან თავისუფლად გრძნობდა და იყო ისეთი როგორიც სინამდვილეში...
ისინი ახლა მანქანაში მარტონი იყვნენ და დენიელს შეეძლო,რომ გარდა სამსახურისა მასთან სხვა თემაზეც ჩამოეგდო ორიოდ სიტყვა.ეველინს კი ყველაზე ნაკლებად ეს უნდოდა.რადგან ფიქრობდა,რომ როდესაც გაიგებდა,რომ მას შვილი ყავს,მათ შორის ყოველგვარ ურთიერთობას წერტილი დაესმეოდა..მართალია წინასწარ არ იცოდა,მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით,მას ეს შეხედულება უკვე დიდი ხანია ქონდა.
-შენ პირად ცხოვრებაში რა ხდება,კლარისა?
ბოლოსდაბოლოს წამოიწყო ეს თემა დენიელმა...
-საინტერესო არაფერი.
სიცილით უპასუხა ევიმ...
-შენს პირად ცხოვრებაში?
-სრული ქაოსია...

გაიცინა დენიელმა
-ეგ როგორ გავიგო?მექალთანე ხარ?(გაეხუმრა მას ევი)
-არა,რათქმაუნდა..პროფესია გასაქანს არ მაძლევს,თორე სიამოვნებით..(აყვა ხუმრობაში მას დენიელი)
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა...
-მე შვილი მყავს,2 წლის გოგონა...

(თქვა ეს სიტყვები ევიმ და თითქოს ზურგიდან ტვირთი ჩამოიხსნა)
-მართლა?(დენიელისთვის იმდენად მოულოდნელი იყო,რომ ეს შეკითხვა ინსტიქტურად დასვა)
-მართლა.(და ეველინს სახე მოეღუშა...ის დრო გაახსენდა,როდესაც გაიგო,რომ იანისგან შვილი უნდა ყოლოდა,ის კი მასთან არ იყო)
-არ გინდა შენს წარსულზე მითხრა?
-ჩემს წარსულზე საუბარი ცოტა ადრეა...ჩემი საქმრო გარდაიცვალა...
-ვწუხვარ.მაპატიე,რომ ამ თემას შევეხე.მართლა არ ვიცოდი..
(თანაგრძნობით უთხრა მას და გახედა)
-არაფერია.მიჩვეული ვარ.(კვლავ გაიმეორა ეს სიტყვები)

საღამოს,ქალაქში დარბუნებისას ერთად ივახშმეს...გვიან კი სახლმადეც მიაცილა..
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და შენთან ნახევარი დღის გატარება..

უთხრა დენიელმა და ხელით თმაზე გაეთამაშა..
-ჩემთვისაც ) საინტერესო ადამიანი ხარ დენიელ.მადლობა ყველაფრისთვის..ხვალამდე..

ეს სიტყვები გულით ნათქვამი იყო...გაუღიმა და მანქანიდან ნასიამოვნები გადმოვიდა...

გვიან,როდესაც სოფია უკვე წასული იყო და ბავშვსაც ეძინა,ეველინი ტელევიზორთან იჯდა და დღევანდელზე ფიქრობდა...უკვე ამდენი წელი გავიდა და ასეთი გავლენა მასზე ჯერ არავის მოუხდენია..ნუთუ ისევ შეუძლია ჩემს გულს სიყვარული?-გაიფიქრა მან და იანი გაახსენდა...
სწორედ ამ დროს,ტელევიზორში ახალი სერიალის რეკლამა დაიწყო.ალბათ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი,მაგრამ ეველინისთვის დამერწმუნეთ მეტისმეტად"ჩვეულებრივი"რეკლამა აღმოჩნდა...

მის დანახვაზე სახე გაუფითრდა და მოქმედების უნარი წაერთვა...სწრაფად წამოდგა და ახლოს მივიდა,რომ მის სიმართლეში კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო..ბოლოს კი როდესაც,სახელი და გვარი გაიგონა,მიხვდა რომ არ ცდებოდა..დიახ,სერიალში მთავარ როლს,ჩვენი "საყვარელი"იან ქოლინი თამაშობდა...
ევის ტუჩები აუთრთოლდა..ერთიანად გაახსენდა,ის ტანჯვა რომელიც მისი წამოსვლით იყო გამოწვეული.
"დრო ყველაფრის მკურნალია"ო,მაგრამ ეველინის შემთხვევაში ასე არ ყოფილა..მისი გული,იმდენად ზიზღით იყო სავსე,რომ მას დრო ვერაფერს დააკლებდა...
საშინლად გაამწარა,იანის აქ გამოჩენამ...სასწრაფოდ ნატალიეს დაურეკა და ეს ამბავი აცნო.ისიც ვერ წარმოიდგენდა,თუ როდესმე იანს ამ ამპლუაში იხილავდა...
ყველაზე უარესი კი ის იყო,რომ ნიუორკში პრემიერა ერთ კვირაში იგეგმებოდა...ევი თითქმის დარწმუნებული იყო,რომ მას ადრე თუ გვიან შეხვდებოდა...არ იცოდა როდის,მაგრამ იცოდა რომ მათი შეხვედრა გარდაუვალი იყო...

რატომღაც ეს მოთხრობა ცოტა გვერდზე მიმრჩა და მაპატიეთ თუ არც ისე კარგია...
შემდეგი თავი უკეთესი ქინება გპირდებით,თუ რათქმაუნდა გინათ რომ გავაგრძელო.
თუ ასეა დააკომენტარეთ <33
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1144 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-09-08 Spam
dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaliaaannn momewonaaaa.... male dade shemdegi tavi :***