მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 30 » DanGerouSly In Love 9
9:16 PM
DanGerouSly In Love 9
DANGEROUSLY IN LOV9
♥ახალი/ძველი მოთხრობა♥
♥Don'T Cry,Just Say "fuck you" and Smile♥

რატომ იფარებენ ადამიანები სახეზე ნიღაბს? ალბათ იმიტომ რომ დამალონ ის რაც მათში ცოცხლობს და ის რისაც ეშინიათ.. მეც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში თურმე ნიღაბ აფარებული დავდიოდი..არადა თურმე როგორც მეგონა რომ ჩემი ადგილი უკვე ნაპოვნი მქონდა..არ ყოფილა სიმართლე.. ადამიანმა საკუთარი თავი ყოველთვის უნდა ეძებო 
.. ჯერ არ დაბადებულა ადამიანი რომელიც დაბადებიდანვე ბედნიერია.. შეიძლება ღმერთმა ნიჭი მოგცეს.. ან მდიდარ ოჯახში დაიბადო.. ან თუნდაც ღარიბ ოჯახში,მაგრამ ამ ყველაფერს,მატერიალურს აზრი ეკარგება როცა შეიგრძნობ ყველაზე განსხვაებულ გრძნობას,რომლის შენარჩუნებაც არც ისე ადვილია..სიყვარული და ბედნიერება.. კაცობრიობის თითოეული წარმომადგენელი მისთვის იბრძვის..ზოგი მიდის საბოლოო შედეგამდე,ზოგიც ვერა..მაგრამ ადამიანი მაშინაც ბედნიერი,როცა იცის რომ არსებობს ადამიანი,რომლის სიყვარულისთვისაც ერთი სიცოცხლე არ ეყოფა...
-ეს რა ადგილია? თვალი მიმოვავლე გარემოს და მისი სილამაზით აღფრთოვანებული ჯონს შევეკითხე..
-ეს ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე.. სადაც ახლა მხოლოდ მე და შენ ვართ.. წელზე ნაზად მომხვია ხელი.. და თმები გადამიწია..მე მას შევყურებდი..
-ძალიან ლამაზი ხარ..ცოტახნის დუმილის შემდეგ წარმოთქვა..
-მადლობა..
-წამოდი.. ჯონს უკან ავედევნე.. ბევრი ვიარეთ,თუმცა დაღლას ვერ ვგრძნობდი,ალბათ იმიტომ რომ ახლა ყველაზე ბედნიერი ვიყავი ვიდრე ოდესმე.. ჩანჩაქერის გამაყრუებელი ხმაც კი არ მბეზრდებოდა.. პირიქით..მსიამოვნება.. ცა საოცრად ლურჯი იყო.. ღრუბლები სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდნენ..
-სად მივდივართ აღარ მეტყვი? უკვე ვეღარ ვითმენდი..
-აი იქ.. ჯონმა ხელი პატარა ხის სახლისკენ გაიშვირა... 
-იქ? გაკვირვებული შევეკითხე..
-არ მოგეწონა? თითქოს განაწყენებულმა მკითხა..
-კი მომეწონა.. უბრალოდ პროსტა.. (ჯონმა მკვლელი თვალებით შემომხედა)
-ბოდიში უბრალოდ.. გამიკვირდა იქ ხეზე სახლს რა უნდა..
-ის მე და ჩემმა დამ გავაკეთეთ..
-ვაუ!! 
"დამ?" გამიკვირდა და რომ თქვა.. თუმცა ამჯერად საჭიროდ 
არ ჩავთვალე რამე მეკითხა დაზე..
-აქ დამელოდე..იქვე მდგარ ხის საწოლზე ჩამოვჯექი.. ჯონი გავიდა,მე კი თვალიერება დავიწყე.. ძალიან უბრალო და ლამაზი იყო აქაურობა.. თითქოს ახლა მე კინოში ვიღებდი მონაწილეობას ისეთი შეგრძნება დამეუფლა,როდესაც ოთახის თუ ქოხის თვალიერებას მოვრჩი..
-მოვედი..
-აქ რატომ ვართ?
-მინდა მე და შენ მარტო ვიყოთ დედამიწაზე.. 
ჯონს არ ვუპასუხე.. მან ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა.. ქოხის აივანზე ვიდექით რამოდენიმე წამს,მერე კი ჩამოვჯექით..
-იცი როცა ვინმე მაბრაზებდა ყოველთვის აქ გამოვრბოდი და ვიმალებოდი.. ხანდახან რამოდენიმე დღითაც კი ვრჩებოდი..
-მერე შენები ? არ გეცოდებოდნენ? 
-არა.. უფროსწორედ ხან კი,ხან არა..
-წეღან და ახსენე...
"და" ვთქვი თუ არა ჯონის გაბრწყინებული თვალები ჩაქრა და მეც შევწყვიტე საუბარი..საშინელი მდუმარება ჩამოვარდა ჩვენ შორის,რომელსაც მხოლოდ წლის ხმა არღვევდა ქვებზე მიხეთქებისას..
-ბოდიში...
-რატო იხდი ბოდიშს?
-არ ვიცი..მემგონი წეღან და რომ ვახსენე გეწყინა..
-არა უბრალოდ.. ჩემი და ძალიან მომენატრა..
აღარ მინდოდა დაგრუზულ ხასიათზე ყოფნა.. ამიტომ შევეცადე თემა სხვა რამეზე გადამეტანა..
-ცურვა კარგად იცი? 
-მე მეკითხები მაგას?
-ჰო რამე მოხდა? :დ ბოლოსდაბოლოს შენ დეტექტივი ხარ და შენნაირი ტიპები კიდე ბოლოს გიჟები აღმოჩნდებიან ხოლმე.. ამიტომ არც ისაა გამორიცხული ცურვა რომ არ იცოდე.. ენა გამოვუყე და სწრაფად გადავხტი წყალში..
-
Catch U BabY!..
მაისური გაიძრო და წყალში გადმოეშვა....
ახლა ამდენი ხნის მერე,ალბათ ბავშვობი შემდეგ შევიგრძენი ბედნიერება..თუმცა ბედნიერებასთან ერთად საშინელი გრძნობა დამეუფლა,რადგან ვიცოდი ეს ბედნიერება არც ისე დიდხანს გაგრძელდებოდა,რადგან მე და ის განსხვავებული სამყაროს წარმომადგენლები ვიყავით..
სარაფანას მკლავი გადამიწია და მაკოცა.. მისი თითოეული შეხებისას გული უფრო და უფრო სწრაფად იწყებდა ძგერას და ვგრძნობდი,რომ ვერ გავუძლებდი.. ეს ღამე ალბათ პირველი და უკანასკნელი ღამე იყო,როცა მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი.. უკანასკნელი იმიტომ რომ ვგრძნობდი რომ წინ საშინელება მელოდა.. თუმცა ამას ჩემთვის აზრი არ ჰქონდა..მთავარი მხოლოდ აწმყო..დღევანდელი დღე იყო..
დილით ჯონის სხეულზე მიკრულს გამეღვიძა.. ხელებს ძლიერად ვუჭერდი..გეგონება გამექცეოდა..
-გაიღვიძე?
-ჰო.. შენ რა გეღვიძა?
-ჰოო.. უბრალოდ შენი გაღვიძება არ მინდოდა და იმიტომ არ ავდექი.. შუბლზე მაკოცა..
ვითომ ლოგინიდან წამოვიწიე და ტანისამოსს დავავლე ხელი..სწრაფად გადაიცვი სარაფანა და წამოვდექი..
-შენ ადგომას არ აპირებ?
-სად გეჩქარება?
-ჩემი "მეგობრები" ..დაიწყე თუმცა ვეღარ დავასრულე..
-შენი ქურდი და ყალბი მეგობრები ინერიულებენ? ირონიულად იკითხა ჯონიმ.. მიუხედავად იმისა,რომ მართალია იყო და მე მათ უკვე ვეღარ ვიტანდი კიდეც,მისგან ასეთ შეკითხვას არ მოველოდი...
-არაფერს მეტყვი?
-რა უნდა გითხრა?
-არ გინდა უბრალოდ მათ ჩამოშრდე?...
-და როგორ ვიცხოვრო? 
-ჩემთან იცხოვრე..
-სასაცილო ხარ.. მგონი დროა წავიდეთ.. ჯონის აღარაფერი უთქვამს..ან შეიძლება თქვა და მე ვერ გავიგე.. ან როგორ გავიგებდი როცა "სახლი" დავტოვე და შინისაკენ მიმავალ გზას გავუყევი...
გზა საშინლად გაიწელა .. ძალიან დავიღალე.. როგორ მივედი სახლამდე არ მახსოვს.. თუმცა როცა მივედი,სახლშიც არავინ დამხვდა.. სამზარეულოში შევედი..სადილი გავიმზადე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.. დივანზე კარგად მოვკალთდი და ტელევიზორი ჩავრთე.. რას ვუყურებდი მეც არ ვიცი.. მესმოდა ნაცნობი სიტყვები,მაგრამ აზრი არა.. მემგონი რაღაც მელოდრამა იყო..
-ჰეი ნახეთ ვინ დაბრუნებულა.. ოთახში ჰარი გამოჩნდა..
 
-სად იყავი? დაინტერესებული თვალები მომაპყრო ნიკიმ..
-რა თქვენი საქმეა? კითხვაზე არ მიპასუხია..
-გაგვებუტე პატარა.. რაიანი გვერდით მომიჯდა.. მხარზე აპირებდა ხელის დადებას,მაგრამ წამსვე მოვიშორე..
-უკარებაც გამხდარხარ..
-ანა რა ხდება? ნიკიმ ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო..
-რა ჯანდაბა გინდათ? თქვენი ბრალია რომ ცხოვრება სამუდამოდ დამენგრა და ახლა ჩემ მეგობრებად მოგაქვთ თავიი... ზედმეტი მომივიდა,თუმცა ჯობდა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია ჩვენი ურთიერთობა..
-ანა ამას სერიოზულად ამბობ? ნიკი მომიახლოვდა..მისი კითხვისთვის არ მიპასუხია და საუბარი გავაგრძელე..
-მხოლოდ თქვენი ბრალია რომ ცხოვრება დამენგრა..სამუდამოდ დამენგრა და მე ახლა არ შემიძლია ვიცხოვრო ისე,როგორც ეს მსურს..როგორც ჩემს გულს უნდა.. თქვენს გამო უფლება არ მაქვს მიყვარდეს..არ მაქვს უფლება გამაჩნდეს გრძნობებიი...სინანულით თავი გავაქნიე და რამოდენიმე წამით გავჩუმდი.. ხმას არცერთი არ იღებდა.. ოთხივე მე შემომყურებდა..
-არა ეს თქვენი ბრალი არ არის.. ეს ჩემი ბრალია.. რადგან შენი მჯეროდა ნიკ.. არა მარტო შენი არამედ რაიანისაც.. მეგონა ჩემი მეგობრები იყავით,მაგრამ ვხვდები რომ თქვენ არც კი იცით რა გრძნობაა მეგობრობა ან სიყვარული.. თქვენ გრძნობები არ გაგაჩნიათ,რადგან თქვენთვის მთავარი მხოლოდ მიწიერი დიდებაა.. თქვენ მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობთ..არ ფიქრობთ მომავალზე.. რომელიმე თქვენგანს ერთხელ მაინც წარმოუდგენია,თქვენივე საქციელს რა მოყვება მომავალში..ადრე თუ გვიან მოგაგნებენ და დაგიწერენ და თითოეულ ჩვენგანი ციხეში ჩალპება.. აი ეს არის თქვენი და ჩემი მომავალი.. მძულხართ.. თქვენ ჩამითრიეთ ამ წუმპეში.. და სამუდამოდ აქ ჩავრჩები,რადგან ეს ჭაობი თუ წუმპე არასოდეს გაჩერდება.. მუდამ ჩაგვითრევს.. თქვენს გამო არ შემიძლია ვიყო ადამიანი.. თქვენს გამო არ შემიძლია უბრალოდ წავიდე... მივატოვო ყველაფერი და ვიყო უბრალოდ ბედნიერი..ოდნავ ბედნიერი მაინც... 
მისაღებიდან გამოვიქეცი და კიბეები ავირბინე,მიუხედავად იმისა რომ უკვე თითქმის ვეღარ ვხედავდი.. თვალებში ცრემლი უფრო და უფრო გუბდებოდა და შეუჩერებლად მოდიოდა.. თითქოს ვდნებოდი.. ცრემლებად ვიღვრებოდი და გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი.. პირველად.. ამდენი ხნის მერე ვიგრძენი რომ დედა მაკლდა.. დედა მაკლდა და მამა მჭირდებოდა..
-შეიძლება? ნიკიმ ძალიან მორიდებულად შემოაღო კარი..
-რა გინდა? უხეშად მივუგე..
-შეიძლება დაგელაპარაკო?? 
-კარგი შემოდი... ნიკი საწოლზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით..
-იცი მინდა შენთან საუბარი.. არავითარი ტყუილი.. მინდა სიმართლე გავიგო.. 
-გინდა სიმართლე გაიგო? ნუთუ წეღან არ მისმენდი?
-გისმენდი.. უბრალოდ არ მჯერა..ნუთუ გგონია რომ მე შენი მეგობარი არ ვარ და ყველაფერში ჩვენ გვდებ ბრალს.??
-არა ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.. თავიდანვე უნდა მეთქვა უარი...
-ვიცი რომ არასწორედ ვიქცეოდი ... ვიცი რომ არ ვიყავი ნამდვილი მეგობარი,მაგრამ ყოველთვის ძალიან მიყვარდა.. წეღან როცა გისმენდიი..თავი არარაობად ვიგრძენი,რადგან მივხვდი რომ შენ ჩვენზე უკეთესი ხარ და სწორედ ჩვენი ბრალია რომ ლაფში ხარ.. ჩემგან განსხვავებით შენ იცი სიყვარული..
-ნიკ .......ღრმად ჩავისუნთქე ..წამით გავჩუმდი და აიტაკს მივარჩერდი.. ვხვდებოდი რომ ძალა არ მეყოფოდა.. არ ვიყავი მზად იმისთვის მეთქვა უარი ამ ყველაფრისათვის,რადგან არც ე.წ. წესიერ ცხოვრებას არ მოუტანია ჩემთვის კარგი შედეგი.. სწორედ იმ ცხოვრების ბრალია რომ ახლა ასეთი მომავალი მელის.. აზრებს ვერ ვალაგებდი.. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.. ჩემში ყველაფერი ერთმანეთს დაპირისპირებოდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ.. ეს ძალები ერთმანეთს ვერაფერს ვნებდნენ,ხოლო მე მანადგურებდნენ.. მკლავდენ და უზომოდ დიდ ჭრილობას მაყენებდნენ.. ვიღაც ჭკვიანმა კაცმა თქვა.. შეიძლება ქალმაც რომ უნდა პატარაობაში დაბრუნდეს რადგან დაზიანებული მუხლები აღდგება,შეხორცდება.. გულის ჭრილობა კი არა..არ მახსოვს რა ვუთხარი ნიკს,თუმცა ის კარგად მახსოვს რომ ეს იყო ის შემთხვევა როცა არცერთი უბრალოდ ტყუილიც კი არ მითქვამს.. ვთქვი ის რასაც მე განვიცდიდი და ვგრძნობდი..
-რას აპირებ ჩვენგან წახვალ ახლა და ჯონთან იქნები? მითხრა რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.. როცა საუბარს მოვრჩი..თუმცა ეს წამები და წუთები ჩემთვის საუკუნედ იქცა..
-არა მაშინ თქვენ დაგიჭერენ.. ისინი არ მადარდებს მე მხოლოდ შენ მაინტერესებ ნიკ.. მიუხედავად ყველაფრისა მიყვარხარ..
 შენზე ახლობელი არავინ მყავს..
ნიკიმ არაფერი მითხრა.. ნაღვლიანი თვალებით
 გამომხედა და ჩამეხუტა..

არ ვიცი რა ვთქვა ...ვიცი არ იქნება წარმატებული მოთხრობა მაგრამ რატომღაც მაინც მიხარია.. :დ ალბათ იმიტომ რომ რამოდენიმე თქვენგანმა მაინც წაიკითხა.. დიდი მადლობა რო წაიკითხეთ და დააკომენტარეთ წინა თავი.. იმედი მაქვს მოგეწონათ... 
M i s s 
 
a r t i n a
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 808 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-04-28 Spam
ოე ოოე მალე!<3