მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » DanGerouSly In Love (8)
8:22 PM
DanGerouSly In Love (8)
DANGEROUSLY IN LOV8
♥ახალი/ძველი მოთხრობა♥
♥Don'T Cry,Just Say "fuck you" and Smile♥

წამოვდექი და წასვლა დავაპირე, მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა,რომელიც ჩემს სახელს იმეორებდა..
 -ანა! ანა! იცი ?
ჯონი მომიახლოვდა და მაკოცა.. 
-ჯონ ეს უბრალოდ შეცდომა.. დიდი შეცდომა.. მოვშორდი,რამოდენიმე წამს უბრალოდ შევყურებდი.. მერე კი უკანმოუხედავად წამოვედი.. ვიგრძენი როგორ გადმოდგა ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯი,შემდეგ კი შეჩერდა.. ჩემთვის არაფერი უთქვამს.. მე კი სვლა ისევ გავაგრძელე..იმ ადგილს უკვე საკმაოდ მოშორებული ვიყავი,როდესაც უკან შევიხედე.. ჯონი აღარ ჩანდა.. სადღაც გამქრალიყო..ვიყურებოდი და ვიხსენებდი რამოდენიმე წუთის წინ მომხდარ ამბავს.. ეს ისე უცებ მოხდა,რომ სიზმარს დაემსგავსა.. შეიძლება მომელანდა.. რამოდენიმეჯერ გავიფიქრე კიდეც...არ შემეძლო.არ შემწავდა ძალა იქ გავჩერებულიყავი,რადგან გრძნობდი რომ ჯონი ახლოს იყო.. ჩვენი სახლისკენ წამოვედი... უკანა კარით შევედი,რომ არავის შევემჩნიე და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი... ვგრძნობდი ჩემში რაღაც იცვლებოდა.. სიკეთე და ბოროტება..ნათელი და ბნელი..წმინდა და ავსული.. ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო ერთმანეთს დაპირისპირებული იყო და ჩემი სამყარო დანგრევის პირას მიეყვანა.. არვიცი ოთახში ჩაკეტილი რამდენი დღე გავატარე.. არც ის ვიცი,რატომ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში.. არც ის მახსოვს,როგორ გავძელი ამდენი ხანი საკვების გარეშე.. ან რად მინდოდა საკვები.. მთელი ეს დრო ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და არე-მარეს გავყურებდი.. შორიდან ხან ბავშების ჟრიამული მოისმოდა.. ეზოში რამოდენიმეჯერ ჩემ "მეგობრებს" მოვკარი თვალი.. მე კი უბრალოდ ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და ჰორიზონტს გავყურებდი.. არ ვფიქრობდი,უბრალოდ ჰორიზონტს გავყურებდი და ვგრძნობნდი რომ გამიჭირდებოდა,ძალიან გამიჭირდებოდა ახალ "მე"-სთან შეგუება..ეს ხომ ისეთი ადამიანური იყო.. ისეთი ჰუმანური გრძნობები გააჩნდა რომ.. არ იქნებოდა ადვილი..
-ანას ნახვა მინდა.. ჯონის ხმამაღალი საუბარი მოისმა ეზოდან.. ის ჭიშკართან იდგა და ნიკს ელაპარაკებოდა..ნიკი მას მშვიდად ეუბნეოდა რაღაცას და ჯონმაც დაიოკა გაბრაზება.. არ მესმოდა მათი საუბარი,მაგრამ ვგრძნობდი..ნიკიმ ჩემი ფანჯრისკენ ანიშნა ჯონს,მანაც ზევით ამოიხედა.. არ მინდოდა დავენახე,ამიტომ ფარდა გადავწიე და იქიდან შევყურებდი რამოდენიმე წამს..ჯონი მალე წავიდა.. ნიკიც თავის მეგობრებს შეურთდა..მე კი ისევ ჰორიზონტს თვალმოუშორებლად გავყურებდი..თითქოს ველოდი რაღაცას,რაც არც ისე შორს იყო ჩემგან..
ისევ ჩაკეტილი სივრციდან გავყურებ სამყაროს.. რომლის მიღმაც ოქტომბრის წვრილი წვიმის წვეთები ფანჯარას ეწვეთება..ყველა და ყველაფერი დადუმებულა... ჩემ სულს თავისუფლება სურს,მაგრამ რაღაცა ბოროტი ძალა არ უშვებს.. დიდი ხნის შემდეგ ფანჯარა გამოვაღე.. რამდენი ხანია არ შემიგრძვნია სუფთა ჰაერი.. ფანჯრის გამოღებისთანავე შემოდგომის ნელ-თბილი ჰაერი მეცა სახეზე.. ვიგრძენი თბილი სურნელება.. ღრმად ამოვისუნთქე და ფანჯარასთან უფრო ახლოს მივედი..რამოდენიმე წვიმის ვწეთი ჩემს სახესაც მოხვდა და ამდენი ხნის შემდეგ რაღაც იდუმალი ძალით ვიგრძენი რომ საჭირო იყო სიცოცხლე.. თუმცა უვარგის სიცოცხლეს ნაადრევი სიკვდილი ჯობია.. ვიღაცა ბრძენმა თქვა და მართალიც იყო.. ახლა მე ახალი "მე"-თი ვიწყებ ცხოვრებას.. თუმცა მანამ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიწევს.. 
მეორე ფანჯარაც გამოვაღე და ლოგინი გავიმზადე..საბნის ქვეშ შევსრულიადი და დაძინება ვცადე,თუმცა ვერ ვიძინებდი..თენდებოდა როდესაც ჩამეძინა.. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,მაგრამოცა გავიღვიძე ვიგრძენი რომ ძალიან დაღლილი და მშიერი ვიყავი ამავდროულად.. სააბაზანოში ბარბაცით შევედი..შხაპი მივიღე და კიბეები ფეხაკრეფით ჩავიარე.. არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიე.. საბედნიეროდ გამიმართლა..სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვაღე.. წვენი და ბუტერბროდები ლანგარზე დავაწყე და კიბეებს ავუყევი..
-ჰეი.. ანა როგორც იქნა ოთახიდან გამოხვედი.. უკნიდან ნიკის ხმა მომესმა.. მე მისკენ არც მიბრუნებულვარ და არც არაფერი მიპასუხია.. სვლა გავაგრძელე..
-არ მიპასუხებ? ანა ..ანა.. რამოდენიმე კიბე ამოირბინა.. 
მე ნაბიჯს ავუჩქარე.. 
-ანა..ანა..ნიკიმ უფრო ხმამაღლა დამიძახა..მე ამჯერად არ ვუპასუხე და უკანმოუხედავად შევაღე ჩემი ოთახის კარები.. შიგნიდან საგულდაგულოდ ჩავკეტე და გემრიელად ვისაუზმე..შემდეგ გამოვიცვალე.. ოთახი დავალაგე და დაბლა ჩავედი.. ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ და კინოს უყურებდნენ.. ჩემი ჩამოსვლა მათთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა..
-პატარა ჩამოხვედი.. ძაან კარგი..რაიანი ჩემსკნ წამოვიდა.. უნდოდა გადამხვეოდა,მაგრამ ხელით ვანიშნე არ მომკარებოდა..
-შენ რა ლაპარაკი დაგავიწყდა? ნიკიმ ირონიულად იკითხა...
-არა.. სწრაფად ვუპასუხე მის შეკითხვას და კარებისკენ წავედი..
-სად მიდიხარ? ჰარიმ იკითხა.. 
-Fuck All..ვუპასუხე და ეზოში გავედი.. მთელი დღე გარეთ გავატარე.. აღარ მინდოდა მათი სახეების დანახვა.. რომელზეც არანაირი გრძმონა არ იყო გამოხტული.. თუმცა მეც მიჭირდა ერთი გრძნობის აღიარებისა.. მიჭირდა და მეშინოდა.. რამოდენიმეჯერ იმ სახლს გავხედე სადაც ჯონი მეგულებოდა,თუმცა ის არსად ჩანდა..
-ვის ეძებ? შევკრთი მისი ხმის გაგონებისას..
-სხვის ეზოში არ უნდა შემოიპარო.. გიჩივლებ..ჯონისკენ მივტრიალდი..
მან გაიცინა,მე კი ამან გამაბრაზა..
-იცინი?
-ჰო..არ შეიძლება?
-მმმმ...აქ რატო ხარ?
-შენი ნახვა მინდოდა...
-ჩემგან რა გინდა?
-მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო...
-რატო გგონია რო წამოგყვები..?
-არ მგონია ვიცი..
-ვერ ვიტან შენნაირ თავდაჯერებულ "ნაბიჭვრებს"..
-ამისთვის დაისჯები..
-მართლა? ირონიულად დავიწყე..-ვაპირებ ახალი ცხოვრება დაიწყო და არ მინდა იქ რომელიმე ნაცნობი ისევ გამომყვეს წარსულიდან..
-კარგია თუმცა მე წარსული არ ვარ..მომავალი ვარ..
-წადი შენი.. მასთან ლაპარაკი უკვე აღარ შემეძლო.. რადგან გული ვეღარ გაუძლებდა და ამომივარდებოდა.. თუმცა მე მაინც შევძელი და მას დავანახე რომ არ ვარ სუსტი... რაც არც ისე ადვილი იყო ჩემთვის..ადვილი კი არა მტკივნეული იყო ჩემთვის..
-ანა.. 
-მე ანა აღარ ვარ..
-არა შენ ხარ ის გოგო,რომელიც მე მიყვარს.. ჯონმა მკლავზე მომიჭირა..
-ხელი გამიშვი!.. 
-მომისნიმე.. ხელი გამიშვა და თბილი,სიყვარულით სავსე მზერა მაჩუქა..მე თავი ჩავღუნე თუმცა მის მზერას მაინც ვგრძნობდი.. ვხვდებოდი რომ ის ისევ მე მიყურებდა..
-შემომეხედე..მომიახლოვდა და ხელი ხელზე მომკიდა.. მეორე ხელით კი სახეზე შემეხო.. 
-შემომხედე თვალებში.. გთხოვ ნუ მარიდებ თვალს.. 
-არ შემიძლია..
-I Love U BaBy..
ჯონმა გულში ჩამიკრა.. მე კი ხელები ძლიერად მოვხიე.. რადგან არ მინდოდა ეს წამები ოდესმე დასრულებულიყო.. მინდოდა ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელებულიყო და მუდამ ბედნიერი ვყოფილიყავი,მაგრამ ეს ზღაპარი არ იყო.. ეს იყო რეალური ცხოვრება სადაც ბედნიერი დასასრული მილიონში ერთ ისტორიას უწერია..ხელი მომკიდა.. და სადღაც წამიყვანა.. მეც უხმოდ გავყევი,რადგან ვიცოდი რომ მასთან ყოველთვის ბედნიერი ვიქნებოდი..

აღარ მინდა კიდევ იდოს ჩემ სიახლეებში მოთხრობა რომელიც არ დამისრულებია,ხოდა ნატალის ნებართვით ვაგრძელებ მოთხრობას.. 
იმედი მაქვს წაიკითხავთ.. და შემიფასებთ ამას ჩემთვის დიდი აზრი აქვს... უფროსწორედ უდიდესი.. ძალიან მიყვარხართ.. იმედი მაქვს მოგეწონათ..
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 964 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-04-23 Spam
momewona dzalian <33 weris stili bevrad daxvewili gaqvs da gamixarda, siamovnebit wavikitxe :**
imedia gaagrdzeleb