მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 17 » ბინდი-Twilight
10:37 PM
ბინდი-Twilight

 თავი მეექვსე 
საშიში ისტორიები

1 თავი/2 თავი/3 თავი/4 თავი/5 თავი

ვიჯექი ჩემს ოთახში და ვცდილობდი როგორმე გონება მომეკრიბა „მაკბეტის" მესამე აქტზე, მაგრამ სინამდვილეში სმენად ვიყავი ქცეული, იმ იმედით რომ იქნებ ჩემი პიკაპის ძრავის ღმუილი გამეგო, მაგრამ სრულიად ტყუილად, რადგან გარეთ ძლიერ წვიმდა.
პარასკევს ძალიან არ მინდოდა სკოლაში წასვლამაშინ რადგან ჩემი ცუდი მოლოდინები სრულიად გამართლდა. ყველა ხომ ჩემს გუშინდელ გულის წასვლაზე ლაპარაკობდა. ყველაზე დიდ სიამოვნებას ამისგან ჯესიკა იღებდა. სასიხარულოდ, მაიკს ეყო ნებისყოფა რომ არაფერი არ ეთქვა გუშინდელი ედვარდის ჩარევაზე.
კითხვები ჯესიკას ამის გარეშეც ეყოფოდა
–ესეიგი რატომ დაგიძახა კალენმა?– მკითხა მან ტრიგონომეტრიაზე
–არ ვიცი – გულწრფელად ვუპასუხე მე – მან არც კი ამიხსნა
–შენ ისეთი შესახედავი იყავი! ... თქვა მან
–როგორი?
– მე მესმის შენი! ის ხომ არასოდეს არ მჯდარა არავისთან მისი ნათესავების გარდა! არის მიზეზი რის გამოც შეიძლება თავი დაკარგო.
–კი გეთანხმები.
ჯესიკა გაღიზიანებული ეთამაშებოდა შავ კულულებს, იმ იმედით, რომ რაიმე ისეთს ვეტყოდი რაც საჭორაო თემა გახდებოდა.
მთელი პარასეკვი ჩემ თავზე ვბრაზდებოდი: რადგან კარგად ვიცოდი რომ ედვარდი დღეს არ იქნებოდა, მაგრამ მაინც ველოდი. მაიკთან და ჯესიკასთან ერთად სასდილოში შემოსვლისთანავე ედვარდის მაგიდას შევხედე, მაგრამ როდესაც გამახსენდა რომ მას მხოლოდ ორშაბათს ვნახავდი ხასიათი უფრო გამიფუჭდა.
ჩვენს მაგიდასთან ბჭობდნენ მომავალ მგზავრობაზე, მაიკი კარგ ხასიათზე იყო რადგან მეტეოროლოგები ხვალ კარგ ამინდს წინასწარმეტყველებდნენ. მე უფრო პესიმისტურად ვიყავი განწყობილი – ჯერ ვნახავ და მერე დავიჯერებ. მართალია დღეს უფრო თბილოდა ტემპერატურა 15 გრადუსამდე გაიზარდა. რავიცი იქნებ მგაზვრობა არც ისე ცუდი იყოს?
ლანჩის დროს შევამჩნიე ლორენის არამეგობრული მზერა, რომლის აზრიც მხოლოდ მაშინ გავიგე როდესაც ერთად გამოვდიოდით სასადილოდან, კვალდაკვალ მივყვებოდი მას და თითქმის მის მოვერცხლისფრო თმებს ვეხებოდი.
–არ მესმის ბელა რატომ ზის ჩვენთან და არა კალენებთან – დამცინავად თქვა ლორენმა ჩემი სახელი.
არასოდეს შემიმჩნევია მისი უხეში ხმა, რატომ ბრაზდება ჩემზე? გასაყოფი ჩვენ არც არაფერი გვაქვს.
იმ საღამოს ჩარლი ინტერესით მეკითხებოდა ლა-პუშში გამგზავრებაზე, ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ მე მთელი უქმეები სახლში მარტო ჯდომა მიწევდა. თუმცაღა მისი ჩვევები უკვე დიდიხანია ჩამოყალიბდა და მათი შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო. რათქმა უნდა მან იცოდა იმათი სახელები ვინც ხვალ ჩემთან ერთად მოდიოდა, იცნობდა მათ მშობლებს და ბებია ბაბუებსაც კი, და მათ ღირსეულ ადამიანებად თვლიდა. საინტერესოა გაამართლებდა თუ არა ის ჩემს მგზავრობას სიეტლში ედვარდ კალენთან ერთად რათქმა უნდა ამაზე ლაპარაკს არც ვაპირებდი
–მამა, იცი რაიმე რენიეს მთებიდან სამხრეთით მდებარე კლდეებზე?
–კი და რა იყო?
–ბავშვები ჩვენი სკოლიდან იქ ლაშქრობაზე წავიდნენ.
–არ არის საუკეთესო ადგილი ლაშქრობისთვის, –აღნიშნა ჩარლიმ –ბევრი დათვია. იქ ხშირად სანადიროდ დადიან.
–გასაგებია – წავიბურტყუნე, – ესეიგი რაღაც ამერია
შაბათს მინდოდა ცოტა დიდხანს დამეძინა მაგრამ მზის ნათელი სხივები მიშლიდა ხელს, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა. თვალებს არ დავუჯერე და ფანჯარას მივვარდი, კი ნამდვილად მზეა, ჰორიზონტს გარშემო ღრუბლები ეკრა მაგრამ გარშემო ცა ლურჯი იყო.
მაღაზია „ნიუტონების ოლიმპიური ნივთები" მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით. მაღაზია ადრე უკვე ნანახი მქონდა, მაგრამ შიგნით არასოდროს არ შევსულვარ, რადგან დიდად არ მიზიდავდა აქტიური დასვენება სუფთა ჰაერზე.
გაჩერებაზე დავინახე მაიკის შევროლე და ტაილერის ნისანი. ერიკიც ადგილზე იყო ორ ბიჭთან ერთად ჩვენი კლასიდან, რომლებსაც როგორც მახსოვს ბენი და კონერი ერქვათ, ჯესიც მოვიდა ანჯელასთან და ლორენთან ერთად, მათთან ერთად კიდევ სამი გოგონა. ერთ-ერთმა გოგონამ გამომხედა მე და რაღაც ჩასჩურჩულა ლორენს. მან გაიქნია თავი და ეჭვით შემომხედა.
დიახ, საუკეთესო დღე მელის !
–მოხვედი! – სიხარულით დაიყვირა მაიკმა,– ხომ ვთქვი რომ კარგი დღე იქნება.
–მე ხომ დაგპირდი რომ მოვიდოდი
–ესეიგი, ლის და სამანტას ველოდებით... თუ რათქმაუნდა შენ არავინ დაგიპატიჟებია,– ფრთხილად თქვა მაიკმა
–არა, –უშიშრად მოვიტყუე მე, რადგან არ მეშინოდა იმის რომ სიცრუეში გამომიჭერდნენ, და იქნებ მოხდეს სასწაული და ედვარდი გამოჩნდეს? ამის გულისთვის მზადაც კი ვიყავი რომ ნიუტონის თვალში მატყუარად გამოვჩენილიყავი
მაიკმა შვებით ამოისუნთქა
–ჩემი მანქანით წამოხვალ თუ ლის ფურგონით?
–რათქმაუნდა შენი მანქანით.
მაიკმა კმაყოფილად გაიღიმა არ იყო რთული მისი გახარება
–მაშინ ჩემი შტურმანი იქნები.
ვეცადე ჩემი მოწყენილობა დამემალა, რთული იყო ერთდროულად მაიკის და ჯესიკას გულის მოგება, ჯესიკა უკვე ორივეს ეჭვის თვალით გვიყურებდა.
თუმცაღა ყველაფერი საუკეთესოდ მოეწყო, ლიმ კიდევ ორი ბიჭი მოიყვანა და ფურგონში ადგილი აღარ იყო, ამიტომ ჯესიკა შევროლეში ჩავსვი ჩემსა და მაიკს შორის, მაიკს ეს არ ესიამოვნა მაგრამ ჯესი გახარებული იყო.
ფორქსიდან ლა-პუშამდე 50 მილი იყო. რა კარგია რომ ფანჯარასთან დავჯექი! შევროლეში ცხრა ადამიანისთვის სივიწროვე იყო, ამიტომ გავაღე ფანჯარა და სახე მზის სხივებს მიუშვირე.
როდესაც ჩარლის ვსტუმრობდი, ხშირად მოვდიოდით ლა–პუშში და ამიტომ კარგად ვიცნობდი გრძელ, პირველ სანაპიროს, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა ჰქონდა.
ხედი ულამაზესი იყო, შავი ტალღები, რომლებიც მზიან ამინდში შავად ბრჭყვიალებდნენ თეთრი ქაფის ქუდებით ამოდიდოდნენ ქვიან სანაპიროზე, ამ ყურის წყლები მოფენილი იყო წიწვოვანი კლდოვანი კუნძულებით. ქვიშა ცოტა იყო სანაპიროზე, წყალთან ძალიან ახლოს დანარჩენი სანაპირო კი ქვებით იყო დაფარული. შორიდან ეს ქვები ერთი ფერის ჩანდა მაგრამ ახლოდან ისინი სხვადასხვა ფერის იყვნენ. სანაპიროზე წლისგან გამორიყული და ზღვის მარილისგან გათეთრებული ხეები ეგდო.
ნიავს იოდის სუნი ჰქონდა. ყანჩები ტალღებს დასტრიალებდნენ, ხოლო მაღლა ცაში ერთი არწივი დაფრინავდა. ღრუბლების რაოდენობამ იმატა, უფრო მუქი ფერი მიიღეს, ჭექა-ქუხილი ამინდის და ჩვენი ხასიათების გაფუჭებას აპირება მაგრამ პატარა ნაზ ცისფერ კუნძულზე მზე მაინც ანათებდა და ჩვენს გულებში იმედს ტოვებდა, მანქანიდან გადმოვედით და მაიკმა რომელიც აქ ბევრჯერ ყოფილა, მიგვიყვანა ფიჭვის ტოტებისგან ანთებულ კოცონთან, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩანდა, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს უყვარდათ აქ პიკნიკზე მოსვლა, ერიკმა და ბიჭმა რომელსაც მგონი ბენი ერქვა მოაგროვეს მშრალი ტოტები და ისინი კონუსისებურად დააწყვეს ნახშირის ძველ ნარჩენებზე
–ოდესმე გინახია დაცურებული მორები? მკითხა მაიკმა.
მე ვიჯექი კრემისფრამდე გათეთრებულ ფიჭვზე, გვერდზე ხითხითისგან გამოცოცხლებული გოგოები მეჯდნენ, მაიკი კოცონთან დაიხარა და ცეხლი წაუკიდა პატარა ტოტს რომელიც რაღაცით წააგავდა სანთებელას.
–არა, –ვუპასუხე მე და ვუყურებდი როგორ დებდა პატარა ანთებულ ტოტს კონუსისებურად დაწყობილ ტოტებს შორის.
–მაშინ ძალიან დაგაინტერესებს, –შეხედე ფერებს, –და მეორე ტოტს წაუკიდა ცეცხლი და პირველის გვერდით დადო. მშრალ ბუჩქნარს ცეცხლი უცებ წაეკიდა
–ალი ცისფერია,– ვთქვი გაოცებულმა.
–ეს მარილის გამოა, მაგარია არა? მაიკმა კიდევ ერთი ტოტი დაანთო და გვერდზე მომიჯდა, სასიხარულოდ მის გვერდზე უცებ ჯესი გაჩნდა და რაღაცას განუწყვეტლივ ლაპარაკობდა.
მე ჩუმად ვიჯექი და ვუყურებდი როგორ სკდებოდა ცისფერ–მწვანე ალში ტოტები და როგორ ადიოდა მათი ნაპერწკლები ცაში. საათნახევრიანი ლაპარაკის შემდეგ ბიჭებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ადგილობრივი წყლები, მინდოდა თუ არა მანთთან ერთად წასვლა არ ვიცოდი. ერთმხრივ, ბავშობაში მიყვარდა მეჩხერ წყლებში თამაში, როდესაც ჩარლის ვსტუმრობდი ყოველთვის სულმოუთმენლად ველოდი როდის წავიდოდით სანაპიროზე, მეორემხრივ კი რამოდენიმეჯერ ჩავარდნილვარ ღრმა ლურჯ ორმოებში რაც სიკვდილამდე მაშინებდა, მახსოვს ჩარლი ამის შემდეგ ჩემს დაწყნარებას დიდხანს უნდებოდა, თან ედვარდმაც მთხოვა რომ ოკეანეში არ ჩავვარდნილვიყავი,
გადაწყვეტილების მიღებაში ლორენი დამეხმარა. ფეხით სიარული მას არ უნდოდა,–რათქმაუნდა ასეთი ქუსლებით ტყეში ვერ ივლი! ანჯელამ და კიდევ რამოდენიმე გოგომ გადაწყვიტეს მასთან ერთად დარჩენა მათი დაცვა კი ტაილერს და ერიკს დაავალეს, მე სწრაფად წამოვდექი და მაიკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც შევუერთდი მათ, ვინც წყლების გაოსაკვლევად მიდიოდა.
შორს წასვლა არ მოგვიწია მაგრამ როდესაც მაღალმა ხეებმა მზის შუქი დაფარეს, არ მომეწონა. გაფანტული მწვანე შუქი ცუდად შეეფერებოდა ჩემი თანამგზავრების სიცილს და უაზრო ხუმრობებს. აუჩქარებლად მივდიოდი, ფრთხილად გადავდიოდი ხის ამოშვერილ ფესვებზე და მალე ჩამოვრჩი. მალე გამოვედით ტყის ნაპირზე და დავინახეთ ქვიანი სანაპირო. დაიწყო მიქცევა დაპატარა ნაკადულები სწრაფად მიედინებოდნენ ზღვისკენ, დაბლობებში წარმოიქმნა პატარა ნიშები სადაც ცხოვრება დუღდა. კარგად მახსოვდა ჩემი ძველი თავგადასავლები და ძალიან ფრთხილად ვიქცეოდი, ხოლო ჩემი თანამგზავრები მხიარულობდნენ და კლდიდან კლდეზე დახტოდნენ, მე დავჯექი მსხვილ, შესახედავად მყარ ქვაზე რომელიც ყველაზე დიდი წყალთან ახლოს იყო და დაკვირვება დავიწყე იმაზე, თუ რა ხდებოდა ლურჯ წყალში, უხილავი დინება აქეთ–იქით არხევდა ბზინვარე, ნახევრადგამჭირვალე ანემონებს, ქვიან ფსკერზე კიბორჩხალები დაცოცავდნენ, ნათელ, მწვანე წყალმცენარეებს შორის დაცურავდა პატარა შავი გველთევზა თეთრი ზოლით ზურგზე... ბუნებრივი აკვარიუმის ცხოვრებამ ჩამითრია, მაგრამ წამითაც არ ვივიწყებდი ედვარდს, ვფიქრობდი იმაზე თუ სად იყო და რას იტყოდა ახლა ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო. როგორც იქნა ბიჭებს მოშივდათ, უხალისოდ ავდექი და მათ გავყევი. ამჯერად მე უფრო ჩქარა ვმოძრაობდი და ამიტომ რამდენჯერმე წავიქეცი, ხელი გავიჩხაპნე და ჯინსებიც გავიჭუჭყიანე, მაგრამ საქმე შეიძლება უარესადაც ყოფილიყო. როდესაც დავბრუნდით პირველ სანაპიროზე სტუმრები დაგხვდნენ , მათი კანის და თმის ფერის მიხედვით ჩანდა რომ ისინი რეზერვაციიდან იყვნენ. ლორენმა თავის დაქალებთან ერთად უკვე დაიწყო საჭმლის დარიგება და ბიჭები ისე ეცნენ თითქოს ერთი კვირა უჭმელები იყვნენ. ამ დროს ერიკმა სტუმრებს ყველა კოცონთან მჯდომი წარუდგინა. მე და ანჯელა ყველაზე ბოლოს მოვედით და როდესაც ერიკმა ჩვენი სახელები წარმოსთქვა ერთ-ერთმა ინდიელმა ინტერესით შემომხედა. მაიკმა სენდვიჩი და კოლა მოგვიტანა, ხოლო ყველაზე დიდმა სტუმრებიდან თავისი თავი და მისი 7 თანამგზავრი წარმოგვიდგინა. მე მხოლოდ ერთი გოგონას და ბიჭის სახელი დავიმახსოვრე გოგოს ჯესიკა ერქვა, ხოლო ბიჭს რომელსაც მოვეწონე ჯეიკობი.
რა სასიამოვნოა ანჯელსათან ერთად ჯდომა, რომელიც ჯესიკასგან განსხვავებით არ იტანჯება ჰიპერურთიერთობით, ჩვენ წყნარად ვჭამდით და ვფიქრობდით ჩვენთვის, მე ვფიქრობდი იმაზე თუ რა უცნაურად ეწყობოდა ჩემი ცხოვრება ფორქსში, ხანდახან დრო ჩქარა მირბის და მოვლენები ბუნდოვან ლაქებად რჩებიან, ხანდახან კი გაჩერებულები დგანან და ყოველი სიტყვა ან მოქმედება მკაფიოდ იბეჭდება გონებაში, რასთან არის ეს დაკავშრებული? მიხვედრა არც თუ ისე ძნელია და ზუსტად ეს მაწუხედბა. სადილისთვის ცა მაინც დაიფარა ღრუბლით, ტალღები უცებ გამუქდნენ, ხეებისგან კი შავი ბოროტი ჩრდილები მიცოცავდნენ. სენდვიჩების ჭამის შემდეგ ბავშვების კამპანია რამოდენიმე პატარა ნაწილად გაიყო. ზოგი წყალთან მიდიოდა გზაზე, ზოგი კლდეებზე ხტებოდა, ზოგმა გადაწვყვიტა ისევ წასულიყო წყლების სანახავად. მაიკმა რათქმაუნდა ჯესიკასთან ერთად რეზერვაციაში მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტა. მათ ინდიელებიდან ვიღაც გაყვა, ზოგი კი წყლების სანახავად წავიდა, თითქმის ყველა მიმოიფანტა მხოლოდ მე დავრჩი კოცონთან. სადღაც ახლოს ტაილერი ლორენთან და სამ ბიჭთან ერთად უსმენდნენ მუსიკას, მათ შორის ყველაზე უფროსი–– ჯეიკობიც იყო. ბოლო წამს ანჯელამ გადაწყვიტა რომ წყლების სანახავად წასულიყო და მისი ადგილი ჯეიკობმა დაიკავა, შესახედავად ბიჭი 14–15 წლის ჩანდა. შავი ბზინავი თმებით, გლუვი მოწითალო კანით და სახის ნაკვთებით ის მომავალში ლამაზი ბიჭი იქნება, მაგრამ როდესაც პირი გააღო ხასიათი მაშინვე გამიფუჭდა.
–შენ ხომ იზაბელა სვონი ხარ? – მისმა კითხვამ სკოლაში ყოფნის პირველი დღე გამახსენა.
–ბელა, – ამოსუნთქვით ვუპასუხე მე
–მე ჯეიკობ ბლექი ვარ,– ბიჭმა ხელი გამომიშვირა – შენ პიკაპი იყიდე მამაჩემისგან
–ოჰ, კი, – მე შვებით ჩამოვართვი ხელი– შენ ხომ ბილის შვილი ხარ! როგორ ვერ გაგიხსენე აქამდე!
–მე ოჯახში ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემი დები შენ ნამდვილად გემახსოვრება.
–რეიჩელი და რებეკა!
ჩარლი და ბილი ხშირად დადიოდნენ სათევზაოდ, ჩვენ კი ერთად გვტოვებდნენ სათამაშოდ. საკმაოდ მორცხვები ვიყავით იმისთვის, რომ დაქალები გავმხდარიყავით,
ხოლო 11 წლისას მე უკვე ისე ვიქცეოდი თითქოს ქალაქელი ვყოფილიყავი.
–ისინი აქ არიან? ვკითხე და ვუყურებდი გოგოებს რომელებიც უკვე მიდიოდნენ, ნეტავ ვიცნობ თუ არა ძველ ნაცნობებს?
–არა, – გაიქნია თავი ჯეიკობმა– რეიჩელმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო რებეკა სერფერს გაყვა ცოლად და ეხლა ჰავაიზე ცხოვრობს.
–გათხოვდა? განსაცვიფრებელია! – წამოვიყვირე მე, დები ხომ ჩემზე მხოლოდ ერთი წლით დიდები იყვნენ.
–როგორ მოგწონს პიკაპი? – დაინტერესდა ჯეიკობი
–მაგარია! მანქანა–მხეცი!
–კი, მითუმეტეს ძრავა! – გაიცინა ბლეკმა – მე ისე გამიხარდა როდესაც ჩარლიმ იყიდა პიკაპი! მამა არ მაძლევდა უფლებას ჩემი მანქანა, ამეწყო სანამ პიკაპი გვყავდა!
–ღმუის როგორც მხეცი – ისევ გავიხუმრე მე – მაგრამ ძალიან საიმედოა.
–მაგ მონსტრს ტანკიც კი ვერ გაჭყლეტს, – თქვა ჯეიკმა
–შენ მანქანებს აწყობ? – გაოცებულმა ვკითხე
–კი თავისუფალ დროს, შემთხვევით ხომ არ იცი სად ვიშოვო ცილინდრული ბლოკი 1984 წლის ფოლცვაგენისთვის? იკითხა ჯეიკმა სასიამოვნო ხმით
–შემთხვევით არვიცი,– გავუღიმე მე – თუ გავიგებ აუცილებლად შეგატყობინებ!
შეიძლება ჩაითვალოს რომ მე ვერკვევი ცილინდრებში! მაგრამ ბიჭი ძალიან სასიამოვნო ადამიანია!
ჯეიკობმა ისე გაიცინა რომ გამოაჩინა თავისი თეთრი, თანაბარი კბილები! ის ძალიან დიდი ინტერესით მათვალიერებდა და ჩანს რომ ეს მხოლოდ მე არ შემიმჩნევია.
–შენ იცნობ ბელას ჯეიკობ? – გესლიანად დაინტერესდა ლორენი
–შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ბავშობიდან ვიცნობთ ერთმანეთს– უპასუხა ბლეკმა დამაბრმავებელი ღიმილით
–რა საყვარლობაა, – ჩაიქიქილა ლორენმა და თვალის გუგები დაუვიწრროვდა, – ბელა მე და ტაილერი ზუსტად ახლა ვწუხდით იმაზე, რომ კალენები დღეს ჩვენთან ერთად არ წამოვიდნენ, რატომ არავინ არ დაპატიჟა? მას სახეზე მოჩვენებითი გაოცება დაეტყო.
–შენ დოქტორ კალენის ოჯახს გულისხმობ? – ჩაერია უფროსი ბიჭი რაც ლორენს არ ესიამოვნა, ბიჭი კაცს უფრო გავდა ვიდრე მოზარდს და ხმაც კაცის ჰქონდა.
–კი, შენ მათ იცნობ? – გულგრილად იკითხა ლორენმა.
–კალენები აქ არ დადიან, – შეაწყვეტინა ბიჭმა ისე, რომ თითქოს ლორენის კითხვა არც გაუგია.
ტაილერმა გადაწყვიტა, როგორმე გოგონას ყურედრება მიექცია და ჰკითხა თუ რომელ დისკს მოუსმენდა. ლორენი იმედგაცრუებული იყო.
მე გაკვირვებულმა შევხედე ბიჭს მაგრამ, შებრუნდა და მაღალ ნაძვებს დაუწყო თვალიერება.
„კალენები აქ არ დადიან" მან ისეთი ტონით თქვა თითქოს კალენებს აქ მოსვლა ეკრძალებოდათ.
–რა იყო ფორქს ჭკუიდან გადაყავხარ? – შეწყვიტა ჩემი ფიქრები ჯეიკობმა
–რბილად არის ნათქვამი, – ბიჭმა გაგებით გამიღიმა
მე ისევ იმ ფრაზაზე ვფიქრობდი, როდესაც ერთი იდეა მომივიდა. ვიმედოვნებ რომ ახალგაზრდა ჯეიკობი არ არის განებივრებული ქალების ყურადღებით და ვერ მიხვდება რომ ჩემი ფლირტი თეთრი ძაფით არის შეკერილი.
–გინდა სანაპიროზე გავისეირნოთ? –შევთავაზე და წამწამების ქვეშიდან ამოვხედე.
ბიჭი მომზადებული წამოხტა ფეხზე, – ეფექტი უფრო უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
სანამ სანაპიროს მიუყვებოდით ღრუბლები უფრო გაშავდა და ტემპერატურაც საგრძნობლად დაეცა.
–რამდენი წლის ხარ? თექვსმეტის? – ვეკითხებოდი და იდიოტივით ვახამხამები წამწამებს როგორც გოგოები სერიალებიდან?!!!
–თითქმის თხუთმეტის,– წარმოსთქვა ჩემი ყურადღებით მოცულმა
–მართლა ? – განცვიფრება გამოვხატე,– უფრო დიდის შეხედულება გაქვს
–უბრალოდ ჩემი ასაკისთვის ძალიან მაღალი ვარ, – ამიხსნა ჯეიკობა.
–ხშირად ხარ ხოლმე ფორქსში? – ცბიერად ვკითხე, იმ იმედით რომ დადებით პასუხს მივიღებდი
–არც ისე, – მოწყენილად თქვა ჯეიკობმა, – აი ავაწყობ ფოლცსვაგენს და ხშირად ვივილი ხოლმე, – რათქმაუნდა მას შემდეგ რაც მართვის მოწმობას ავიღებ.
–და ვინ არის ის ბიჭი, ლორენს რომ ელაპარაკებოდა? ის ჩვენი კამპანიისთვის ძალიან დიდია, – მე სპეციალურად გავუსვი ხაზი სიტყვას, „ჩვენი" რათა ჯეიკობი მიხვედრილიყო რომ ახალგაზრდებს ვანიჭებდი უპირატესობას.
–მას სემი ჰქვია, 19 წლისაა.
–და რას ამბობდა ის ექიმის ოჯახის შესახებ?– სხვათაშორის ვიკითხე მე.
–კალენების შესახებ? მათ აკრძალული აქვთ ჩვენს რეზერვაციაში მოსვლა. დაუჯერებლად წარმოთქვა ჯეიკობმა და ჩემი საშინელი მოლოდინები გაამართლა
–და რატომ?
–საერთოდ, არ შეიძლება რომ ამის შესახებ მოგიყვე– წარმოსთქვა ტუჩების კვნეტით.
–კარგი რა, არავის არ ვეტყვი, – და რაც შეიძელბა მომხიბვლელად გავუღიმე.
ჩანს ჩემი ისრები მიზანში მოხვდა, ჯეიკობმა მარცხენა წარბი მოხარა და მისი ხმა უფრო მოგუდულად გაისმა.
–გიყვარს საშიში ისტორიები? – მკითხა ბოროტად.
–ძალიან! –წამოვიყვირე მე. სანამ მარიონეტივით მყავდა,
ჯეიკობი მივიდა წყალთან დაგდებულ ხესთან რომლის ტოტებიც ობობას მაგონებდა, და ტოტებს შორის ჩამოჯდა. მე კი იქვე მოჭრილი ხის ნარჩენზე დავჯექი. ახალგაზრდა ინდიელს ტუჩებზე ღიმილი თამაშობდა: ალბათ ფიქრობდა როგორ მოეყოლა უკეთესად ჩემთვის ეს ისტორია. მე ცოცხალი ინტერესი გამოვხატე.
–გაგიგია ისტორია კვილეტების მდინარის შესახებ, ჩვენი წინაპრები მის ნაპირებზე ცხოვრობდნენ... – დაიწყო ჩაფიქრებულმა.
– საერთოდ, არა, – ვაღიარე მე
–ლეგენდები ძალიან ბევრია, ისინი იუწყებიან იმაზე თუ როგორ გადაარჩინეს თავიანთი ტომი ხალხმა რომლებიც თავს კვილეტებს ეძახდნენ. მოქცევის დროს მათ მაღალი ფიჭვებისგან ააშენეს კანოე, ისე როგორც ნოემ რათა გადაერჩინათ თავიანთი თავი და ბავშვები – მოგრეხილად გაიღიმა ჯაიკობს,– სხვა ლეგენდები ამბობენ იმაზე რომ ჩვენ თითქოს მგლებისგან წარმოვიშვით, ჩვენი ტომი აქამდე მგლებს ძმებად ითვლებიან და მგლის მოკვლა დანაშაულია, ასევე არის ისტორია „თეთრებზე" – ცოტათი ხმამაღლა წარმოსთქვა და მე გავიგე რომ ის არ ლაპარაკობდა უბრალოდ ევროპული რასის წარმომადგენლებზე
–თეთრებზე?– ხელახლა ვკითხე, ახლა უკვე ძალიან დიდი ინტერესით
–ხო მათ კიდევ „ცივებს" ეძახიან. ზოგიერთი ისტორია მათზე ძველია ზოგიერთი ახლახან გაჩდა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ჩემი პაპის პაპა იყო „მგელი’’, მან თეთრებს აუკრძალა ჩვენს მიწაზე გამოჩენა, ის ტომის ბელადიც იყო როგორც მამაჩემი, როგორც ხედავ თეთრები მგლების ერთადერთი მტრები არიან, არა ნამდვილი მგლების არამედ მათ რომლებიც ადამიანებად იქცევიან, როგორც ჩვენი წინაპრები, თქვენ მათ მაქციებს ეძახით.
–მაგციებს მტრები ჰყავთ?
–მხოლოდ ერთი.
ჯეიკობს თვალებში იმ იმედით ვუყურებდი, რომ მას ჩემი მოუთმელობა არ აოცებდა.
–როგორც ხედავ, – გააგრძელა მან, – თეთრები ჩვენი თავდაპირველი მტები იყვნენ. მაგრამ ისინი რომლებიც ჩემი პაიპისპაპის დროს მოვიდნენ სულ სხვანაირები იყვნენ თავიანთი წინამორბედებისგან განსხვავებით არ ნადირობდნენ და შესახედავად საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, მაშინ ჩემმა პაპის პაპამ მათთან მშვიდობა დაამყარა, თუ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოიჭრებოდნენ, ჩვენ მათ საიდუმლოს ადამიანებს არ გავუმხელდით.
–თუ ისინი საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მაშინ მათთან გარიგების დადება რა საჭირო იყო, – შეცბუნებულმა ვკითხე ჯეიკობს, რათა მიმეხვედრებინა, რომ მის მონაყოლს სიტყვა სიტყვით ვისმენდი
–იცხოვრო თეთრებს შორის ძალიან რთულია, ცივილიზებულებიც რომ იყვნენ, რადგან ყოველ წუთს უნდა ელოდე მათგან საშიშროებას მოშივდებათ და ატეხავენ ბუნტს
–რა ნიშნავს იყვენენ ცივილიზებულები?
–ისინი ამტკიცებდნენ რომ ადამიანებზე არ ნადირობდნენ და თითქოს შეეძლოთ მხოლოდ ცხოველის სისხლით დაკმაყოფილებულიყვნენ
–და კალენები აქ რა შუაში არიან, ისინი რა გვანან შენი პაპის პაპის დროინდელ თეთრებს?
–კი ზუსტად ისინი არინ ის თეთრები.
ალბათ შესახედავად შეშინებული ვიყავი რადგან როდესაც ჯეიკობმა შემომხედა კმაყოფილებით გაიღიმა და გაგრძელება გადაწყვიტა
–ეხლა თეთრები ორჯერ მეტნი გახდნენ, ხოლო დანარჩენები აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ, მათ მთავარს კარლაილს ჩემი პაპის პაპაც კი იცნობდა ისინი აქ ადამიანების გამოჩენამდე მოვიდნენ.
–კი მაგრამ ვინ არიან? ვიკითხე შეცბუნებულმა,– ვინ არიან თეთრები?
ბიჭმა ბოროტად გაიღიმა.
–სისხლისმსმელები, – გაყინული ხმით თქვა მან,– შენი ადამიანები მათ ვამპირებ ეძახიან.
ცოტათი აზრზე რომ მოვსულიყავი ტალღებზე გაჩენილ თეთრ ქუდებს ვუყურებდი
–შენ ხორკლიანი კანი გაქვს! – მხიარულად თქვა ჯეიკობმა.
–გასაოცარი ისტორია იყო, – გაფანტულად შევაქე მე ისე, რომ თვალიც არ მომიშორებია წლიდან.
–ჩემი აზრით უხეშად ჟღერს! გასაოცარი არაა რომ მამა მოყოლის უფლებას არ მაძლევს.
–ნუ წუხხარ მე შენ არ გაგცემ.
–მგონი ამ წუთას დავაღვიე წესები, – ნერვულად გაიცინა ბიჭმა.
–ვფიცავარ რომ ამ ისტორიას საფლავში ჩავიყოლებ, – დავპირდი და იმწუთასვე ჟრუანტელმა დამიარა.
–მთავარია ჩარლის არ უთხრა! ის ისე ბრაზდებოდა მამაზე როდესაც ჩვენმა ხალხმა ექიმ კარლაილთან მკურნალობაზე უარი თქვა.
–არ ვეტყვი, გპირდები
–რა ეხლა უკვე ცრუმორწმუნე ველურებად გვთვლი? თითქოსდა ხუმრობით იკითხა მან, მაგრამ მას ხმაში დაძაბულობა ეტყობოდა
–არა, უფრო კარგ მთხრობელად გთვლი ხორკლიანი კანი ჯერ არ გამქრალა, – ვთქვი და თან ხელი ვაჩვენე.
–მაგარია! გაიღიმა ბიჭუნამ.
ჩიტმა შეიფრთხიალა და როდესაც თავები ერთდროულად ავწიეთ დავინახეთ მაიკი და ჯესიკა რომლებიც ჩქარი ნაბიჯით გვიახლოვდებონენ.
–აი თურმე სად ხარ ბელა, – შვებით წამოიყვირა მაიკმა, თან ხელს მიქნევდა.
–ეს შენი ბოიფრენდია? – იკითხა ეჭვიანობით შეშინებულმა ჯეიკმა, ხოოო ახალგაზრდა ბლექი ძალიან გამჭრიახია!
–არა, რათქმაუნდა, – წავიჩურჩულე მე, დიდად მადლობელი ბლექის, გადავწყვიტე რომ რამით მესიამოვნებინა მისთვის და ისე მოვტრიალდი რომ მაიკს ზურგი შევაქციე და ჯეიკს თვალი ჩავუკარი, გამიღიმა ჩემი ფლირტისგან თავბრუდახვეულმა.
–როდის ავიღებ მართვის მოწმობას... დაიწყო მან.
–ჩამოდი ჩემთან ფოქსში, შევივლით სადმე, – საშინლად ვიტყუებოდი, რადგან ვიცოდი მანამდე წავიდოდი ფორქსიდან ფენიქსში სანამ ჯეიკობს 16 წელი შეუსრულდებოდა.
მაიკი ჯესიკასთან ერთად სულ იქვე იდგნენ. მაიკმა თავის ლურჯი თვალებით შემაფასებელი მზერით სეხედა ჯეიკს , ო ღმერთო ჩემო ის ხომ ტელეგრაფის ბოძზეც ეჭვიანობს!
–სად იყავი? ბრაზით მკითხა, თუმცაღა პასუხი კარგად ჩანდა.
–ჯეიკობი ადგილობრივ ლეგენდებს მიყვებოდა,– ვუპასუხე მე, – ძალიან საინტერესო იყო.
–ხო, – მაიკი დაწყნარდა, მიხვდა რომ ჩვენ ნამდვილად მხოლოდ მეგობრები ვიყავით, – მგონი ჩვენი წასვლის დროა წვიმას იწყებს.
–მზად ვარ წასასვლელად, – განვაცხადე და ფეხზე წამოვდექი.
–კარგი იყო შენი ნახვა – თქვა ჯეკმა, ისე რომ მაიკი გაეჯავრებინა
–ჩემთვისაც, – გამოვეხმაურე მე, –მომავალში როდესაც ჩარლი ბილისთან მოსვლას გადაწყვეტს ვეტყვი რომ წამომიყვანოს.
–მაგარია! – თქვა ბლეკმა
 კაპიუშონი გავიკეთე და მანქანისკენ წავედი , ფრთხილად ვაბიჯებდი ხის გამოწეულ ფესვებზე. უკვე წვეთავდა პირველი წვეთები, როდესაც მანქანასთან მივედით უკვე ყველანი ისხდნენ, მე უკანა სკამზე დავჯექი ტაილერსა და ანჯელას შორის, ანჯელა ფანჯარაში უყურებდა ამინდს, ხოლო ტაილერი ლორენთან ლაპარაკით იყო გართული ამიტომ გადავწყვიტე თავი უკან გადამეწია, თვალები დამეხუჭა და არაფერზე მეფიქრა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 791 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
2012-02-18 Spam
წაკითხული მაქ მაგრამ კიდე ვკიტხულოოოობბბ მაგარიააა ამ,ლე გააგრძელეეეეეეეეეეეეეეეეეე