მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » ბინდი-Twilight
8:21 PM
ბინდი-Twilight

თავი მეხუთე

სიხლის ჯგუფი


ინგლისურის გაკვეთილზე ნახევრადგათიშული შევედი, თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ გაკვეთილი უკვე დაწყებულიყო.
–დიდი მადლობა, რომ პატივი დაგვდეთ თქვენი მობრძანებით მისს სვონ, –საყვედურით მითხრა მისტერ მეისონმა.
გავწითლდი და სასწრაფოდ ჩემი ადგილისკენ წავედი.
მხოლოდ გაკვეთილის ბოლოს მივხვდი, რომ მაიკი ჩემს გვერდით არ იჯდა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, მაგრამ გაკვეთილის ბოლოს კარებთან ერიკი და მაიკი დამხვდნენ, ასე რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. მაიკი გზაში აღფრთოვანებული ლაპარაკობდა შაბათ-კვირას მოსალოდნელ ამინდზე. პროგნოზის მიხედვით წვიმები უნდა შემწყდარიყო და მაიკი სავარაუდოდ შეძლებდა პლაჟზე წასვლას. მე ყველანაირად ვცდილობდი ჩემი გუშინდელი დანაშაული გამომესყიდა და ამიტომ ვუთხარი, რომ მნიშვნელობა არ ქონდა წვიმა იქნებოდა თუ არა მაინც არ დათბებოდა, ამითომ წვიმა წასვლაში ხელს არ შეგვიშლიდა.
დანარჩენი დილა ბინდში გახვეულიყო. ვერ ვიჯერებდი, რომ ედვარდის ნათქვამი და მზერა რომლითაც ის მიყურებდა მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ იყო. იქნებ ეს სიზმარია, რომელიც რეალობაში ავურიე. ეს უფრო გავდა სინამდვილეს, ვიდრე ის, რომ ედვარდი ნამდვილად დაინტერესდა ჩემით.
მოუთმენლობასა და შიშს ვგრძნობდი როდესაც ჯესიკასთან და დანარჩენებთან ერთად სასადილოში შევედი. მინდოდა მისი სახე დამენახა და მიმხვდარიყავი, რომ ედვარდი ისევ ისეთი ცივი და უინტერესო იყო, როგორიც მთელი ამ ხნის განმავლობაში. ან იქნებ სასწაული მოხდა და სინამდვილეში იყო ყველაფერი ამ დილით. ჯესიკა გაუჩერებლად ლაპარაკობდა თავის გეგმებზე ცეკვებთან დაკავშირებით, ლორენმა და ანჯელამ ერიკი და ტაილერი დაპატიჟეს და მოუთმენლად ელოდნენ შაბათს. გარშემო ვერავინ ამჩნევდა ჩემს გონებაგაფანტულობას.
საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი, როდესაც მის მაგიდას გავხედე. მისი ნათესავები მაგიდასხდან ისხდნენ, მაგრამ თვითონ არსად ჩანდა. ნუთუ სახლში წავიდა?
სრულიად განადგურებული დავდექი რიგში ჯესიკასთან ერთად. მადა დამეკარგა და მხოლოდ ლიმონათი ავიღე. მინდოდა სადმე კუთხეში დავმჯდარიყავი და სევდას მივცემოდი.
–ედვარდ კალენი შენ გიყურებს,–ჯესიკას ხმა სადღაც შორიდან გავიგე, მისი სახელის ხსენებამ კი გონებაზე მომიყვანა. –საინტერესოა! რატომ ზის დღეს მარტო?
თავი სწრაფად ავწიე, თვალი ჯესიკას მზერას გავაყოლე და დავინახე ედვარდი, რომელიც სასადილოს ბოლოში იჯდა მაგიდასთან, თავისი იდუმალი ღიმილით იღიმოდა და მიყურებდა, როგორც კი ჩემი მზერა დაიჭირა ხელი დამიქნია და თავისთან მიმიპატიჟა. სუნთქვა შეკრული ვუყურებდი ამ სასწაულს. ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე ედვარდმა თვალი ჩამიკრა.
–ის რა, შენ გეძახის?– მკითხა ძრწოლით ჯესიკამ.
–ალბათ ბიოლოგიის საშინაო დავალება არ დაუწერია,–შევეცადე დამეწყნარებინა ჯესიკა,–წავალ ვნახავ რა უნდა.
ედარდისკენ წავედი, ზურგით კი ჯესიკას გაოცებულ მზერას ვგრძნობდი.
მის მაგიდასთან მივედი და დაბნეული გავჩერდი.
–ჩემთან ხომ არ დაჯდებოდი?– მკითხა ღიმილით.
ავტმატურად დავჯექი, თან ედვარდს გაოცებული ვუყურებდი, რომელიც ისევ იღიმებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი სილამაზე შეიძლება სინამდვილეში არსებულიყო. მეშინოდა რომ უცებ ნისლივით გაქრებოდა და გამეღვიძებოდა.
როგორც ჩანს ელოდებოდა რომ რამეს ვეტყოდი.
–უცნაურია,–როგორც იქნა მოვახერხე და ვთქვი.
–ხოოო... – ცოტა ხნის პაუზის შემდეგ სწრაფად გააგრძელა–გადავწყვიტე რადგან მაინც ჯოჯოხეთში უნდა მოვხვდე, მაშინ ამას სრულყოფილად გავაკეთებ.
ველოდებოდი რომ რამეს იტყოდა, რაც შემაძლებინებდა მისი ნათქვამის აზრის გაგებას.
–ვერ ვხვდები რას გულისხმობ?–ვუთხარი მე.
–ვიცი, –მითხრა და გამიღიმა, შემდეგ თემა შეცვალა– მგონი შენი მეგობრები გაბრაზებულები არიან ჩემზე, შენი თავი რომ მოვპარე.
–როგორმე გადაიტანენ, –ზურგზე კი მათ მზერებს ვგრძნობდი.
–არც კი იფიქრონ, რომ შენ თავს უკან დავუბრუნებ, –პირქუშად მითხრა ედვარდმა.
მე მხოლოდ ამოვიოხრე.
–რაღაც შეშინებული ჩანხარ,– გაეცინა ედვარდს.
–სულაც არა, –დავიწყე მე, მაგრამ ხმა ამიკანკალდა,–უფრო გაკვირვებული... რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?
–ხომ გითხარი. დავიღალე შენგან შორს ყოფნით, და უბრალოდ დავნებდი. –ის ისევ იღიმებოდა, მაგრამ მისი ოქროსფერი თვალები სერიოზული იყო.
–დანებდი?–გავიმეორე გაკვირვებულმა.
– ხო, თავს აღარ შევზღუდავ, ამის მერე იმას გავაკეთებ რაც მინდა და მოხდეს ის რაც მოსახდენია, –მისი ღიმილი გაქრა და ხმაში სევდა შეერია.
–ისევ დამაბნიე.
მისი იდუმალი ღიმილი ისევ გამოჩნდა მის სახეზე.
–როდესაც შენთან ერთად ვარ, საჭიროზე ბევრს ვლაპარაკობ, ეს კი პრობლემაა.
–ნუ დარდობ, მაინც ვერაფერს ვიგებ –ვუპასუხე მე.
–იმედებს სწორედ მაგაზე ვამყარებ.
–ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ ახლა მე და შენ მეგობრები ვართ?
–მეგობრები?... – მითხრა ჩაფიქრებულმა.
–თუ არა?..! ..– წავილუღლუღე მე.
ჩაიცინა ,– შეგვიძლია ვცადოთ, მაგრამ კიდევ გაფრთხილებ, რომ შენთვის არც ისე შესაფერისი მეგობარი ვარ, –სიცილის მიუხედავად მისი გაფრთხილება სერიოზული იყო.
–ეგ უკვე ბევრჯერ მითხარი, – მიუხედავად იმისა, რომ მუცელში გამაჟჟოლა ხმა მაინც დინჯი მქონდა.
–ხო მაგრამ შენ არ მისმენ. მე ისევ ველოდები როდის დამიჯერებ. თუ ჭკვიანი ხარ მაშინ თავს მომარიდებ.
–როგორც ვიცი უკვე წარმოდგენა შეგექმნა ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობის შესახებ, –თვალები დამიწვრილდა.
ედვარდმა დაბნეულად გაიღიმა.
–ანუ თუ ჭკვიანი არ ვარ... ეს იმას ნიშნავს, რომ ვიმეგობრებთ?–გავაგრძელე უცნაური დიალოგი.
–ასე გამოდის.
დაბნეული ვუყურებდი ჩემ ხელებს, რომელებსაც ლიმონათის ბოთლს ვუჭერდი და არ ვიცოდი ახლა რა უნდა გამეკეთებინა.
–რაზე ფიქრობ?–მკითხა ინტერესით.
შევხედე მის ღრმა ოქროსფერ თვალებს და მოჯადოებულმა, როგორც ყოვეთვის ისევ სიმართლე ვუთხარი.
–ვცდილობ გავიგო ვინ ხარ.
მისი სახე დაიძაბა მაგრამ მაინც იღიმებოდა.
–რამე გაარკვიე?–მკითხა მან.
–ბევრი ვერაფერი–ვუპასუხე მე.
–რამე თეორია არ გაქვა?– ჩაიცინა მან.
გავწითლდი. მთელი თვე ბრუს ვეინზე და პიტერ პარკერზე ვფიქრობდი, მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი.
–არ მეტყვი?–მკითხა, თავი გვერძე გადაწია და გაიღიმა.
–არა, ვერ გეტყვი, –გავაქნიე თავი
–ეს ძალიან მტანჯველია ჩემთვის!
–საერთოდ არა, –არ დავეთანხმე და თვალები მოვჭუტე.– ვერ ვიგებ რატომ არის მტანჯველი ის, რომ ვიღაცას არ უნდა გითხრას რას ფიქრობს? მაშინ როდესაც ეს ვიღაცა გამუდმებით ისეთ მინიშნებებს გაძლევს, რომ შემდეგ ამ მინიშნებებზე ფიქრით მთელი ღამე ვერ იძინებ.
ედვარდი მოიღუშა.
–უფრო მეტიც, –გავაგრძელე მე,–ეს ვიღაცა გასაოცარ, აუხსნელ ქმედებებს სჩადის. ერთ დღეს სიკვდილისგან გადაგარჩენს, ძალიან საეჭვო გარემოებაში, მეორე დღეს კი შენი დანახვაც არ უნდა და არ სურს აგიხსნას რა მოხდა, თუმცა ამას დაგპირდა –ესეც საერთოდ არ არის მტანჯველი!
–აი ტემპერამენტი მესმის!
–არა უბრალოდ ორმაგი სტანდარტები არ მიყვარს.
ერთმანეთს სერიოზული სახეებით ვუყურებდით.
ჩემს უკან გაიხედა და გაიცინა.
–რა?
–შენი "ბოიფრენდი", ფიქრობს , რომ თავი მოგაწყინე და ვერ გადაუწყვეტია მოვიდეს თუ არა, – ისევ გაიცინა.
–არ ვიცი ვის გულისხმობ, –გაყინული ხმით ვუთხარი მე, –მაგრამ გარწმუნებ ცდები.
–საერთოდ არა. გახსოვს? გითხარი რომ ადამიანების უმრავლესობას გადაშლილი წიგნივით ვკიტხულობ.
–ჩემ გარდა რა თქმა უნდა!
–ასეა! შენ გარდა, –შემომხედა ჩაფიქრებულმა, –და მაინტერესებს რატომ ხდება ასე.
მისი გამომცდელი მზერისთვის თავი რომ მაერიდებინა, ლიმონათი გავხსენი, მოვსვი და თავი მოვიჩვენე თითქოს მაგიდას ვუყურებდი.
–არ გშია?– მკითხა მზრუნველად.
–არა, – ხომ არ ვეტყოდი, რომ გაუგებრობისგან მუცელში მაჟრჟოლებდა.
–შენ? –ვკითხე და ცარიელ მაგიდას შევხედე.
–არა, არ მშია,– მისი გამომეტყველება ვერ გავიგე, ისეთი სახე ქონდა, თოთქოს რაღაცა პირადი ხუმრობა გაახსენდა.
–შეიძლება რაღაც გთხოვო? –ვკითხე ყოყმანის შემდეგ.
ცოტათი აღელვებული მომეჩვენა.
–გააჩნია რას მთხოვ.
–ბევრს არაფერს, –დავარწმუნე მე.
მისმენდა ფრთხილად მაგრამ ინტერესით.
–უბრალოდ მაინტერესებს...შეგიძლია წინასწარ გამაფრთხილო როდესაც გადაწყვეტ, რომ იგნორირება გამიკეთო, უბრალოდ მომზადებული რომ ვიყო. ბოთლს ვუყურებდი და თითით ლიმონათის თავსახურს ვატრიალებდი.
–სამართლიანად ჟღერს, –მიპასუხა მან. როდესაც შევხედე ტუჩები მოკუმული ქონდა და ცდილობდა სიცილი შეეკავეინდა.
–მადლობ.
–სამაგიეროდ კიდევ ერთი პასუხი უნდა გთხოვო, –მითხრა მან.
–მხოლოდ ერთი.
–ერთი თეორია მაინც მითხარი.
–უუფს...მხოლოდ ეგ ერთი არა.
–შენ არანაირი შეზღუდვა არ დაგიწესებია, უბრალოდ მითხარი მხოლოდ ერთიო, – შემახსენა მან.
–შენ კი შეთანხმება დაარღვიე, –შევახსენე მე.
–მხოლოდ ერთი თეორია. გპირდები არ გავიცინებ.
–გაცინებით ნამდვილად გაიცინებ,– ამაში დარწმუნებული ვიყავი.
ედვარდმა თვალები მოჭუტა და ვედრებით შემომხედა დაბლა დაშვებული წარბების ქვემოდან.
–გთხოვ, –მითხრა და ჩამსკენ გადმოიხარა.
ჩუმად ვიყავი, თითქმის დავნებდი მის სურვილს. ღმერთო! რაებს მიკეთებს?
–ერთი პატარა თეორია... გთხოვ.–ისევ ვედრებით მიყურებდა.
–რადიოაქტიურმა ობობამ გიკბინა?– ან ჰიპნოზს მიკეთებს, ან მე ვარ უნებისყოფო.
–არც ისე კრეატიულია,–დამცინა მან.
–სულ ეს არის, რაც ვიფიქრე, –ვუთხარი წყენით.
–ცოტათი ახლოსაც კი არ ხარ–მითხრა მან.
–ობობები არა?
–არა.
–არც რადიოაქტიურობა?
–არცერთი.
–ჯანდაბა, –ვთქვი მე.
–საქმე არც კრიპტონიტებშია, –ჩაიპხუკუნა ისევ.
–შენ არ უნდა გაგეცინა, გახსოვს?
შეეცადა სერიოზული სახე მიეღო.
–დროთა განმავლობაში მაინც გავარკვევ. –გავაფრთხილე მე.
–არ არის სჭირო, ნუ ეცდები,–ის ისევ სერიოზული იყო.
–იმიტომ, რომ......?
–იქნებ სუპერგმირი სულაც არ ვარ? იქნებ ბოროტი ვარ? –გაიღიმა მაგრამ მისი თვალები პირქუში იყო.
–ააა, ვხდები, –ვუთხარი თიქოს მისი ნათქვამით ყველაფერი ნათელი გახდა.
–მართლა? –მკითხა და ისეთი დაძაბული იყო თითქოს შემთხვევით რაღაც ზედმეტი წამოსცდა ჩემთან.
–შენ საშიში ხარ?– და უცებ მივხვდი რომ ის მართალი იყო. საშიში იყო. და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ამის თქმას.
შემომხედა, მისი მისი თვალები სავსე იყოტანჯვით, რომელსაც შესაფერისი განსაზღვრება ვერ მოვუძებნე.
–მაგრამ ცუდი არა, –გავაგრძელე მე,–ვერ დავიჯერებ, რომ შენ ცუდი ხარ.
–ცდები,– მითხრა ძლივს გასაგინად. შემდეგ მაგიდას შეხედა, ბოთლის თავსახური აიღო და ხელში დაუწყო ტრიალი. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რატომ არ მეშინოდა მისი, რადგან ის მართალი იყო რასაც ამბობდა, –ეს აშკარა იყო. შეშინების მაგივრად მონუსხული ვყავი მისით, და ასე ვგრძნობი თავს, ყოველთვის როდესაც მის გვერდით ვიყავი.
მდუმარება მანამდე გაგრძელდა, სანამ მივხვდი, რომ სასადლიო უკვე თითქმის ცარიელი იყო.
წამოვხტი და დვიყვირე
–დავაგვიანეთ!
–დღეს მე არ მოვდივარ ბიოლოგიაზე, –მითხრა ედვარდმა, თან თავსახურს სწრაფად ატრიალებდა ხელში.
–რატომ?–გავიკვირვე მე.
–ხანდახან გაცდენა სასარგებლოა,–გამიღიმა მან, მაგრამ ჩანდა რომ ნერვიულობდა.
–მე წავედი, –ვუთხარი, –დამატებითი გაკვეთილების დანიშვნა გაცდენის გამო ნამდვილად არ მინდოდა.
–კარგი, მოგვიანებით გნახავ, –მითხრა ისე რომ ბოთლის თავსახურისთვის თვალი არ მოუშორებია.
ვყოყმანობდი, წავსულიყავი თუ არა, მაგრამ ზარმა დარეკა და მაშინვე გავიქეცი და უკანასკნელი მზერით შევნიშნე, რომ ედვარდი სანტიმეტრითაც კი არ განძრეულიყო, ისევ ისე იჯდა მაგიდასთან.
კლასისკენ გავრბოდი. თავში აზრები ბოთლის თავსახურზე სწრაფად ტრიალებდნენ, ზოგიერთ კითხვაზე პასუხი მივიღე, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მეტი ახალი კითხვა გამიჩნდა. კარგი მხოლოდ ის იყო, რომ წვიმამ, როგორც იქნა გადაიღო.
გამიმართლა და მისტერ ბანერს კლასში შესვლა დავასწარი. ჩემი მერხისკენ მიმავალი ვგრძნობდი როგორ მიყურებდნენ ანჯელა და მაიკი. მაიკი ნაწყენი ჩანდა, ანჟელა კი–გაკვირვებული.
მისტერ ბანერი კლასში შემოვიდა და სიჩუმისკენ მოგვიწოდა. ხელში პატარა ყუთები ეჭირა. ყუთები მაიკის მაგიდაზე დაალაგა და დაავალა, რომ მოსწავლეებისთვის დაერიგებინა.
–კარგით ბავშვებო, ახლა მინდა რომ ყველამ გახსნას ყუთი და ამოიღოს ის რაც მასში დევს, –თქვა მან, შემდეგ ჯიბიდან რეზინის ხელთათმანები ამოიღო და ჩაიცვა. –პირველი ინდიკატორების ბარათი უნდა იყოს. –თქვა და დაგვანახა თეთრი ბარათი რომელზეც ოთხი კვადრატი იყო გამოხატული. –მეორე უნდა იყოს ოთხ პირიანი აპლიკატორი–და ბოლოს სტელირული მიკროლანცეტი. –მან ამოიღო ლურჯი პაკეტი და გახსნა. ჩემგან მეტალის ბასრი პირი არ ჩანდა,მაგრამ ჟრუანტელმა დამიარა და მუცელი შემეკუმშა.
–ახლა სათითაოდ მოვალ თქვენთან და ბარათებზე, წყალს დაგიწვეთებთ, ამიტომ სანამ თქვენთან არ მოვალ არაფერი არ დაიწყოთ. ისევ მაიკის მაგიდიდან დაიწო და ფრთხილად დააწვეთა თითო წვეთი ბარათზე აღნიშნულ კვადრატებზე.
–ამის შემდეგ ლანცეტი თითზე უნდა იჩხვლიტოთ...–მან მაიკის ხელი აიღო და სწრაფად უჩხვლიტა შუა თითზე. ო არა! შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა.
–აპლიკატორის ოთხივე პირზე დააწვეთეთ სისლი... – მასწავლებელი მაიკის თითს მანამ უჭერდა ელს, სანამ სისხლი არ წამოუვიდა. ნერწყვი კრუნჩხიანივით გადავყლაპე და ვიგრძენი, რომ გული მერეოდა.
–შემდეგ აპლიკატორი ბარათს დაადეთ... –დაამთავრა, შემდეგ სისხლიანი ბარათი ასწია და ყველას გვაჩვენა, მე თვალები დავხუჭე და შევეცადე მასწავლებლის ხმა გამეგო, მაგრამ ყურები მიწუოდა.
–შემდეგ კვირას წითელი ჯვარი მოდის სკოლაში , დონორული სისხლის შესაგროვებლად და ვიფიქრე კარგი იქნებოდა, თუ ყველას გეცოდინებოდათ თქვენი სისხლის ჯგუფი,–თქვა ამაყად მისტერ ბანერმა. –ვინც ჯერ არ ხართ თვრამეტის, მშობლების თანხმობა დაგჭირდებათ, ფორმები ჩემს მაგიდაზეა.
ბანერი ნელა მოძრაობდა კლასში და ბარათებს წყლის წვეთებს აწვეთებდა. თავი ცივ მაგიდას დავადე, ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემს გარშემო თანაკლასელების საყვედურები და წამოძახილები მესმოდა, რადგან ყველა თითებს იჩხვლეტდა. ვცდილობდი პირით ნელა მესუნთქა.
–ბელა კარგად ხარ?–ჩემთან ახლოს გაისმა მისტერ ბანერის შეწუხებული ხმა.
–მე უკვე ვიცი ჩემი სისხლის ჯგუფი მისტერ ბანერ. –სუსტი ხმით ვუთხარი, ისე რომ თავი არ ამიწევია.
–თვბრუ ხომ არ გეხვევა?
–დიახ. –წავიჩურჩულე მე. რა მინდოდა რისთვის მოვდიოდი ბიოლოგიაზე!
–ვინ გააცილებს ბელას მედპუნქტამდე?–ხმამაღლა იკითხა მისტერ ბანერმა.
რათქმა უნდა ინიციატივა მაიკმა გამოიჩინა.
–შენით მიხვალ? –მკითხა მისტერ ბანერმა.
–დიახ სერ, –ხმადაბლა ვუთხარი, –ოღონდაც აქედან გამიშვით და თუ საჭირო გახდა მედპუნქტამდე ცოცვით მივალ.
მაიკმა მზრუნველად მომხვია ხელი წელზე, ჩემი ხელი კი თავის მხარზე დაიდო.
როდესაც სასადილოს მივუახლოვდით და მივხვდი, რომ მისტერ ბანერი ვეღარ გვხედავდა, მაიკს ვთხოვე გაჩერებულიყო.
–ცოტახანს აქ დავჯდები კარგი? –შევევედრე მე.
მაიკმა ფრთხილად დამსვა.
–რაც არ უნდა მოხდეს ხელი ჯიბიდან არ ამოიღო! –გავაფრთხილე მაიკი. როგორმე თავის ტკივილი, რომ გამეჩერებინა ბარდიულზე დავწექი, თავი ცივ ბეტონს დავადე და თვალები დავხუჭე, ამან ცოტათი მიშველა.
–ღმერთო! სულ მწვანე ხარ ბელა–მითხრა მაიკმა ნევიულად.
–ბელა? –განსხვავებულმა ხმამ დამიძახა შორიდან.
ოღონდ ეს არა! იმედია ეს საშინლად ნაცნობი ხმა მხოლოდ მომეჩვენა.
–რა მოხდა? ცუდად არის? –არ მომჩვენებია...თვალები მაგრად დავხუჭე და ვნატრობდი, რომ მომვკდარიყავი, ან უბრალლოდ გული არ მრეოდა.
–ლამის გონება დაკარგა, არ ვიცი რა მოხდა, თავისი თითისთვის არც კი უჩხვლეტია, –აკანკალებული ხმით უპასუხა მაიკმა.
–ბელა! –ედვარდის ხმა ჩემთან სულ ახლოს ისმოდა, ახლა უფრო წყნარი იყო, –ბელა გესმის ჩემი?
–არა,–დავიკვნესე მე, –წადი აქედან!
ედვარდს გაეცინა.
– მედპუნქტში მიმყავდა, მაგრამ მეტზე აღარ გამომყვა, –უთხრა მაიკმა გაღიზიანებული ხმით.
–მე თვითონ წავიყვან, –ედვარდის ხმაში ისევ ისმოდა სიცილი, –შენ შეგიძლია კლასში დაბრუნდე.
–არა, –გააპროტესტა მაიკმა,–ეს მე უნდა გავაკეთო.
უცებ ჰაერში აღმოვჩნდი და შეშინებულმა თვალები გავახილე. ედვარდს ხელში ისე ავეყვანე თითქოს ბუმბული ეჭირა.
–დამსვი, –ღმერთო გთხოვ, ოღონდ ეხლა არ ამერიოს გული. მაგრამ ედვარდი გზას აგრძელებდა.
– ეიი..! –დაიყვირა მაიკმა, რომელიც უკვე ათი ნაბიჯით მაინც ჩამოგვრჩებოდა. ედვარდმა ყურადღება არ მიაქცია.
–საშინლად გამოიყურები,–გაეცინა მას.
–დამსვი, –ისევ ვთხოვე. მოძრაობა საშინლად ცუდათ მხდიდა. მისი სხეულისგან მოშორებით ვეჭირე, ისე რომ მთელი ჩემი წონა მხოლოდ მის ხელებზე მოდიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ისე მიდიოდა, თითქოს არაფერი.
–ესეიგი სისხლის დანახვაზე ცუდათ ხდები? –მკითხა მან, როგორც ჩანს ეს ფაქტი ამხიარულებდა.
მე არაფერი მითქვამს. თვალები მაგრად მქონდა დახუჭული, პირი მოკუმული და მთელი ძალით ვებრძდი გულის რევას.
–და თანაც სხვისი სიხლის დანახვაზე, –გააგრძელა ედვარდმა.
არ ვიცი კარების გაღება როგორ მოახერხა, მაგრამ უეცარ სითბოზე მივხვდი, რომ უკვე შენობაში ვიყავი.
–ღმერთო ჩემო! –წამოძახა ქალის ხმამ.
–ბიოლოგიის გაკვეთილზე გული წაუვიდა–აუხსნა ედვარდმა.
თვალები გავახილე. მედპუნქტში ვიყავით. ედვარდი დახლთან ბოლთას სცემდა თან ხელში ვეჭირე... მისის კოუპმა, ახალგაზრდა წითურმა მედდამ, საპროცედუროს კარები გააღო, ჭაღარა მედდა კი აღფრთოვანებული უყურებდა ედვარდს, რომელმაც ყოველგვარი სიძნელეების გარეშე გამატარა მთელი დერეფანი და ფრთხილად დამაწვინა საწოლზე რომელსაც თეთრი ზეწარი ქონდა გადაკრული. შემდეგ მომშორდა და კედელთან დადგა, ისე შორს როგორც შეეძლო, მისი თვალები მღელვარებისგან ბრწყინავდა.
–ცოტა თავბრუ ეხვევა,– უხსნიდა ედვარდი მედდას,–ბიოლოგიაზე სისხლის ჯგუფს იგებდნენ და ცუდად გახდა.
მედდამ თავი გააქნია,–ყოველთვის ვიღაც ხდება ცუდად, –თქვა მან.
–ცოტა ხანს იწექი ძვირფასო და მალე გადაგივლის.
–ვიცი–ვუპასუხე მედდას. თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი.
–ასე ხშირად გემართება? –მკითხა მან.
–ზოგჯერ, –ავღნიშნე მე. ედვარდმა ჩაახველა რომ სიცილი დაემალა.
–შეგიძლიათ გაკვეთილზე დაბრუნდეთ–უთხრა მედდამ ედვარდს.
–მითხრეს რომ მასთან ერთად დავრჩენილიყავი,–უთხრა ედვარდმა ისე დამაჯერებლად, რომ მართალია მედდამ მხრები აიჩეჩა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია.
–წავალ და ყინულს მოგიტან თავზე დასადებად ძვირფასო,–მითხრა მედდამ და ოთახიდან გავიდა.
–მართალი იყავი,–ამოვიკვნესე მე და თვალები დავხუჭე.
–მართალი ხშირად ვარ, –მაგრამ ამ შემთხვევაში რასთან დაკავშიებით ვარ მართალი ვერ მიგიხვდი.
–გაცდენა ხანდახან სასარგრბლოა, –შევახსენე მე.
–თავიდან ძალიან შემაშნე ეზოში რომ დაგინახე,– მითხრა მან პაუზის შემდეგ. ისეთი ტონი ჰქონდა თითქოს დამარცხებას აღიარებდა. –მეგონა ნიუტონს შენი სხეული ტყეში დასამალად მიჰქონდა.
–ჰა ჰაა, –საცოდავად გამეცინა. თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ თანდათან თავს სულ უფრო კარგად ვგრძნობდი.
–სერიოზულად! მკვდარსაც კი უკეთესი ფერი აქვს. ვემზდებოდი, რომ შენი მკვლელობისთვის შური მეძია.
–საწყალი მაიკი, –დარწმუნებული ვარ ახლა გიჟადაა ქცეული.
–მთელი გულით ვძულვარ, –გამამხნევებლად მითხრა ედვარდმა.
–შეუძლებელია ეგ იცოდე, –ვუთხარი მე. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი იქნებ შეეძლო.
–სახეზე ეწერა ყველაფერი.
–საიდან დამინახე? მეგონა სკოლაში აღარ იყავი. –ახლა თავს უკვე კარგად ვგრძნობდი. ალბათ ნაჭამი რომ ვყოფილიყავი უფრო სწრაფად გამოვკეთდებოდი, მაგრამ ერთის მხრივ უკეთესიც კი იყო, რომ მუცელი ცარიელი მქონდა.
–მანქანაში ვიჯექი და მუსიკას ვუსმენდი,–მისი მხრიდან ასეთმა ნორმალურმა პასუხმა გამაკვირვა.
კარების ხმა გავიგე და თვალები გავახილე, რომ მედდა დამენახა.
–აი აიღე ძვირფასო, –მითხრა მან და ყინულები მომაწოდა, –უკეთ გამოიყურები.
–უკვე კარგად ვარ, –ვუპასუხე და წამოვდექი, მხოლოდ ყურები მიწუოდა ცოტა, მწვანე კედლები კი თავის ადგილზე იდგა.
ის შეეცადა ისევ დავეწვინე, მაგრამ ამ დროს კარები გაიღო და მისის კუპმა შემოყო თავი.
–კიდევ ერთი გვყავს–თქვა მან.
საწოლიდან გადმოვედი, რადგან მეორე ინვალიდისთვის დამეთმო, კომპრესი კი მედდას მივეცი –აი აიღეთ, აღარ მჭირდება.
მაიკმა ქოშინით შემოიყვანა ლიი სტივენსონი, კიდევ ერთი ბიჭი ბიოლოგიის კლასიდან.
მე და ედვარდი კედელს მივეყუდეთ, რომ მათთვის გზა დაგვეთმო.
–ო არა!–ჩაიბუტბუტა ედვარდმა– ბელა ჯობს ოთახიდან გახვიდე.
ედვარდს დაბნეულმა შევხედე.
–დამიჯერე–გადი.
კარები დავიჩირე და გავედი, ვგრძნობდი, რომ ედვარდიც უკან მომყვებოდა.
–ნუთუ უსიტყვოდ დამიჯერე–გაოცებულმა მითხრა ედვარდმა.
–უბრალოდ სისხლის სუნი ვიგრძენი, –ვუპასუხე და თან სახე ამემრიზა, –ლიი სხვების ყურებით არ გამხდარა ცუდად.
–ადამიანები სისხლის სუნს ვერ გრძნობენ, –შემეწინააღმდეგა ედვარდი.
–მე შემიძლია, –სწორედ ეგ მხდის ცუდათ. სისხლს ჟანგის... მარილის სუნი აქვს.
ედვარდი გაოცებული მომაშტერდა.
–რა იყო?–დავინტერესდი მე.
–არა, არაფერი.
მისაღებში მაიკი გამოვიდა და ხან ედვარდს უყურებდა ხან მე. როგორც ჩანს ედვარდი მართალი იყო. ედვარდს ზიზღით უყურებდა მე კი დაღვრემილი.
–უკეთ გამოიყურები, –მითხრა მან.
–ხელი ჯიბიდან არ ამოიღო, –ისევ გავაფრთხილე მე.
–სისხლი აღარ მომდის–ჩაიბურტყუნა მან–კლასში არ დაბრუნდები?
–ხუმრობ? რისთვის წამოვიდე? ხუთ წუთში ისევ უკან რომ დავბრუნდე?
–ხო არ ღირს... შაბათ–კვირას ხომ მოდიხარ?.. პლაჟზე? – და მან ისევ ესროლა მზერა ედვარდს, რომელიც ქანდაკებასავით უემოციოდ იდგა დახლთან.
შევეცადე რაც შეიძლება მეგობრულად მეპასუხა, –რა თქმა უნდა, მე ხომ დაგპირდით.
–ათზე მამაჩემის მაღაზიასთან ვიკრიბებით. მაიკმა ისევ შეხედა ედვარდს, ალბათ ცდილობდა ზედმეტი ინფორმაცია არ გაეცა. მოძრაობებზე ემჩნეოდა რომ ედვარდის დანახვა იქ სულაც არ უნდოდა.
–იქ ვიქნები, –დავპირდი მე.
–ფიზკულტურაზე გნახავ, –მითხრა და კარებისკენ წავიდა.
–კარგი, –ვუთხარი მე. გასვლის წინ კიდევ ერთხელ შემომხედა გაბუტული სახით, და დამძიმებული მხრებით გააგრძელა გზა.
–ფიზკულტურა,–ჩავიბურტყუნე მე.
–მაგას მე მივხედავ, –არ შემიმჩნევია როგორ მომიახლოვდა ედვარდი, რომელმაც ეს სიტყვები მიჩურჩულა. –წადი სკამზე დაჯექი და ავადმყოფური, ფერმკრთალი სახე მიიღე. –მითხრა მან.
ეს ძნელი არ იყო რადგან ისედაც ფერმკრთალი ვარ. ჭრაჭუნა სკამზე დავჯექი, თავი კედელს მივადე და თვალები დავხუჭე.
გავიგე როგორ ლაპარაკობდა ედვარდი დახლთან.
–მის კოუპ?
–გისმენთ
–ბელას შემდეგი გაკვეთილი ფიზკულტურა აქვს, მაგრამ თავს კარგად ვერ გრძნობს. ვაპირებ სახლში წავიყვანო და იქნებ გაკვიდან გააეთილიდან თავისუფლოთ? მისი ხმა დამდნარ თაფლს გავდა, მხოლოდ წარმოვიდგინე ამ წუთას როგორი მომაჯადოებელი თვალები ჰქონდა.
–როგორც მივხვდი გათავისუფლება შენც გჭირდება, არა?–თავაზიანად შესთავაზა მისის კოუპმა.
–არა მადლობა, მაგრამ მე ფილოსოფია მაქვს მისის გოუფთან.
–მაშინ ყველაფერი კარგადაა, –უპასუხა მედდამ, – ბელა უკეთ ხარ?
თავი სუსტად დავუქნიე თან ვცდილობდი ზედმეტი არ მომსვლოდა.
–სიარული შეგიძლია? თუ ისევ ხელში აგიყვანო? –მკითხა ედვარდმა ირონიული სახით.
–წამოვალ.
ნელა ავდექი, თავს უკვე კარგად ვგრძნობდი. ყალბი ღიმილით კარები გამოაღო. გარეთ წვიმდა, მესიამოვნა წვიმის წვეთები რომელიც ოფლიან სახეზე მეცემოდა.
–გმადლობ, –ვუთხარი ედვარდს რომელიც ჩემს შემდეგ გამოვიდა,–ფიზკულტურის გაცდენისთვის კი ღირდა ცუდად გახდომა.
–არაფრის, –მიპასუხა ედვარდმა, რომელიც სწრაფად მიდიოდა სადგომისკენ.
–წამოხვალ შაბათს ჩვენთან ერთად? –ვკითხე მას , მაგრამ ვერ წარმომედგინა სხვა ბავშვებთან ერთად მანქანაში, ის უბრალოდ სხვა სამყაროს ეკუთვნოდა. მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ წასვლის ენთუზიაზმს გამოჩენდა.
–სად მიდიხართ?– მკითხა უინტერესოდ.
–ლა-პუშში, პლაჟზე, –მისი თვალები წარმოუდგენლად დავიწროვდა, შემდეგ ღიმილით შემომხედა და მითრა,–მე არავის დავუპატიჟებივარ.
–ეს ესაა მე თვითონ დაგპატიჟე, –ამოვიოხრე.
–მოდი მე და შენ მაიკს ამ კვირაში კიდევ ერთხელ ნუ გავაბრაზებთ, ხომ არ გინდა რომ მდგომარეობიდან გამოიყვანო?–მისი თვალები სიამოვნებისგან ბრწყინავდა.
–მაიკ-შმაიკი –წავიბურტყუნე მე. გამოთქმა „მე და შენ" იმაზე მეტად მომეწონა ვიდრე საჭირო ოყო.
სადგომთან უკვე ახლოს ვიყავით და მე ჩემი მანქანისკენ გავუხვიე, მაგრამ რაღაცამ დამიჭირა და უკან მიმატრიალა.
–სად მიდიხარ?–მკითხა მან, თან ჩემი ჟაკეტი მუჭით ეჭირა.
დავიბენი.
–სახლში..?
–ვერ გაიგე? დავპირდი რომ სახლში უსაფრთხოთ მიგიყვან, ფიქრობ შენს მდგომარეობაში მარტოს გაგიშვებ, თანაც მანქანით?–მითხრა მან აღშფოთებით.
–რა მდგომარეობაში? ჩემს მანქანას რა ვუყო მერე? –ისევ შევეწინააღმდეგე.
–ელისი მოგიყვანს სკოლის შემდეგ, –მიპასუხა მან და თავისი მანქანისკენ წამიყვანა ჟაკეტით.
–გამიშვი,–მკაცრად მოვითხოვე მე, მაგრამ ედვარდს ყურადღება არ მოუქცევია. ვოლვოსთან მივედით, ედვარდმა ხელი გამიშვა და წინა კარებთან მიმაჩოჩა.
–რა უცერემონიო ხარ.
–კარები ღიაა, –მიპასუხა ედვარდმა. თითონ კი მძღოლის მხარისკენ წავიდა.
–თავისუფლად შემიძლია ჩემით წავიდე!– ჯიუტად ვიდექი კარებთან. წვიმა გაძლიერდა, მე კი კაპიუშონი არ დამიფარებია და თმები სულ სველი მქონდა.
შუშა ჩამოწია, ჩემსკენ გადმოიხარა და მითხრა,–ბელა დაჯექი!
არაფერი მიპასუხია. ვიდექი და ჩემთვის ვფიქრობდი მივასწრებდი თუ არა ჩემს მანქანამდე, მაგრამ მივხვდი, არანაირი შანსი არ მქონდა.
–დაგიჭერ და უკან მოგიყვან,– მითხრა ედვარდმა, რომელმაც ჩემი გეგმები გამოიცნო.
სველ კატას ვგავდი, ფეხებიც სულ სველი მქონდა.
–სულაც არ არის საჭირო,–ჩავიბურტყუნე მე.
მანქანაში ჩავჯექი. ედვარდმა მანქანა დაძრა, ღუმელი ჩართო და მუსიკას ჩაუწია. ვაპირებდი მისთვის ხმა არ გამეცა, მაგრამ ნაცნობი მელოდია გავიგე და ცნობისმოყვარეობამ ჩემ გეგმებს აჯობა.
–კლარა დე ლუნა? –ვკითხე გაკვირვებულმა.
–დებიუსი იცი? –მანაც ვერ დამალა გაკვირვება.
–კარგად არა. –დედაჩემი კლასიკურ მუსიკას ხშირად უკრავს, და მე მხოლოდ ჩემი საყვარელი ნაწარმოებები ვიცი.
–ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნაწარმოებია,–მითხრა მან და თან ფანჯარაში ჩაფიქრებული იყურებოდა.
ნაცრიფერ ტყავის სავარძელში კოფორტულად ვიჯექი და ნაცნობ სასიამოვნო მელოდიას ვუსმენდი.
ძალიან სწრაფად მივდიოდით, მაგრამ მანქანა საოცრად თანაბრად დადიოდა, მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი სისწრაფის შემჩნევა თუ ფანჯარაში გაიხედებოდი.
–დედაშენი როგორია? –მკითხა მან მოულოდნელად.
შევხედე და დავინახე, რომ დაინტერესებული თვალებით მიყურებდა.
–ძალიან ვგავარ, მაგრამ ის უფრო ლამაზია, –ვთქვი მე. მან წარბები აწია. – ხასიათით ჩარლის ვგავარ, დედა კი უფრო კონტაქტურია და ჩემზე გამბედავი. არის უყურადღებო და ექსცენტრიული, საშინელი მზარეულია. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია. –შემდეგ გავჩუმდი საშინშელი სევდა მომაწვა.
–რამდენი წლის ხარ ბელა? –მის ხმაში იმედგაცრუება ისმოდა, არ ვიცი რატომ. მან მანქანა გააჩერა და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სახლთან ვიყავით. ისე მაგრად წვიმდა რომ სახლის დანახვა ვერ შევძელი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მანქანა წყლის ქვეშ მოქცეულიყო.
–ჩვიდმეტის ვარ,–ვუპასუხე ცოტათი დაბნეულმა.
–ჩვიდმეტისას არ გავხარ.
ეს ისეთი სერიოზული ხმით მითხრა, რომ გამეცინა.
–რა იყო?–მკითხა ისევ.
–დედაჩმი ყოვეთვის მეუბნებოდა, რომ ოცდათხუთმეტის დავიბადე და ყოველ წელს თანდათან უფრო ვუახლოდები საშუალო ასაკს. – გამეცინა და შემდეგ გავაგრძელე– რა ვქნათ ვიღაც ხომ უნდა იყოს ზრდასრული სახლში, –შემდეგ გავჩუმდი და დავამატე,–ისე არც შენ გავხარ სკოლის მოსწავლეს.
სახე შეეცვალა და თემა შეცვალა.
–დედაშენი ფილს რატომ გაყვა ცოლად?
გავვოცდი, რადგან სახელი ახსოვდა, რომელიც ორი თვის წინ მხლოდ ერთხელ ვახსენე. პასუხის გასაცემად ცოტა ხანი დამჭირდა.
–დედაჩემი... ის თავისი ასაკისთვის ძალიან ახალგაზრდაა. ფილთან თავს კიდევ უფრო ახალგაზრდად გრძნობს. დედა გიჟდება ფილზე,–თავი გავაქნიე, სინამდვილეში ვერ ვიგებდი ამ გაგიჟების მიზეზს.
–შენ ამართლებ მათ ქორწილს?
–ამას რა აზრი აქვს? მე მინდა რომ დედა ბედნიერი იყოს... როგორც ჩანს ფილი ისაა ვინც მას სჭირდება.
–დიდსულოვანი საქციელია შენი მხრიდან.... მაინტერსებს– მითხრა და ჩაფიქრდა.
–რა?
–საინტერესოა ისიც ასე გაგიგებდა? ვინც არ უნდა ყოფილიყო შენი არჩევანი? –ეს ცოტა მოულოდნელი იყო, მისი თვალები ჩემსას ეძებდა.
–ალ-ალბათ კი, მაგრამ ის მშობელია და, და განსხვავედბული დამოკიდებულება აქვს.
– მაშინ არვინ საშიში არა?–ჩაეცინა ედვარდს.
– საშიშში რას გულისხმობ? დიდი რაოდენობით პირსინგებს და ტატუებს?
–ეს ერთ-ერთია, ალბათ.
–შენ რას გულისხმობდი?
ჩემ კითხვას ყურადღება არ მიაქცია და ახლი დამისვა,–შენი აზრით მე შეიძლება ვიყო საშიში? –ერთი წარბი აწია და გაიცინა.
ვფიქრობდი სიმართლე ჯობდა თუ ტყუილი, შემდეგ ვუპასუხე, –თუ მოინდომებდი...ალბათ კი.
–ახლა ჩემი გეშინია?–მისი სახიდან ღიმილი გაქრა და დასერიოზულდა.
–არა,– სწრაფად ვუპასუხე და დაღიმილი ისევ დაუბრუნდა მის ლამაზ სახეს.
–შენ არ მომიყვები შენ ოჯახზე არაფერს? მგონი შენი ისტორია ჩემზე ბევრად საინტერესო უნდა იყოს,–ვკითხე მე.
–რა გაინტერესებს?–მკითხა ფრთხილი ხმით.
–კალენებმა გიშვილეს?
–კი.
ერთი წუთით შევყოყმანდი
–შენს მშობლებს რა მოუვიდათ?
–დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, –სხვათაშორის მითხრა მან.
–ძალიან ვწუხვარ,–ჩავიბუტბუტე მე.
–ისინი კარგად არც მახსოვს. კარლაილი და ესმი უკვე დიდიხანია რაც ჩემი მშობლები არიან.
–და შენ ისინი გიყვარს,– ეს კითხვა არ იყო, ისე ლაპარაკობდა მათზე, რომ ეს უბრალოდ აშკარა აიყო.
–ასეა, –გაიცინა,–მათზე კარგი ადამიანები ვერც კი წარმომიდგენია.
–ძალიან გაგიმართლა.
–ვიცი.
–შენი და და ძმა?
მან საათს შეხედა.
–ჩემი და და ძმა, ჯასპერი და როზალი, ძალიან გაბრაზდებიან თუ წვიმაში დგანან და მელოდებიან.
–მაპატიე, სულ დამავიწყდა, რომ უნდა წახვიდე, –მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა.
–და შენ ალბათ გინდა, რომ მანქანა ჩარლი სვონის მოსვლამდე მოგიყვანო, რომ მისთვის ბიოლოგიის შესახებ არ მოგიწიოს მოყოლა, არა? –შემომხედა მან.
–ფორქსში საიდუმლოები არ არსებობს, ალბათ უკვე გაიგო., –ამოვიოხრე მე.
მან გაიცინა, მის სიცილში სევდა იგრძნობოდა.
–პლაჟზე კარგად გაერთე.. კარგ ამინდს გისურვებ გასარუჯად.–შემდეგ კი წვიმას გახედა.
–ხვალ გნახავ?
–ვერა, მე და ემეტი დასვენებას ადრე ვიწყებთ.
–რას აპირებთ?– მეგობარს ხომ შეეძლო ასეთი კითხვის დასმა? იმედი მქონდა რომ იმედგაცრუება ჩემ ხმაში ძალიან შესამჩნევი არ იყო.
–მთებში მივდივართ სალაშქროდ პინერიდან ჩრდილოეთით გოუთ როქზე.
გამახსენდა ჩარლის ნათქვამი, რომ კალენები ხშირად დადიოდნენ სალაშქროდ.
–მაშინ კარგად გაერთეთ, –შევეცადე ენთუზიაზმით მეთქვა, მაგრამ არა მგონია რომ გამომივიდა, მისი ტუჩების კიდეებზე ღიმილი თამაშობდა.
– ჩემთვის რაღაცას გააკეთებ ამ შაბათ–კვირას? –ჩემსკენ მოტრიალდა და პირაპირ თვალებში მიყურებდა თავისი მომაჯადოებელი ოქროსფერი გამოხედვით.
თავი დავუქნიე.
–არ გეწყინოს მაგრამ იმ ადამიანების, რიცხვს ეკუთვნი, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ საფრთხეს, ამიტომ... გთხოვ ეცადე ოკეანეში არ ჩავარდე, ან რამე არ დაგეჯახოს, კარგი?– მითხრა და თავისი გვერდული ღიმილით გამიღიმა.
თანდათან გონებაზე მოვდიოდი, თან გაშტერებული ვუყურებდი.
–ვეცდები, –ვუთხარი, კარი გავაღე და მანქანიდან გადმოვხტი წვიმაში. კარები გადამეტებულად მივაჯახუნე.
ედვარდი ისევ იღიმებოდა, როდესაც მანქანა დაძრა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 720 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2012-02-09 Spam
3. mari   ( -MaaR♥[??????]

-Marriieee ♥ kakabadze, au es emc miyavrs amas rom vkitxulobdi vskdebodi sicilit biggrin