მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » რატომ შეგიყვარდი?
0:08 AM
რატომ შეგიყვარდი?
♥ ცხოვრება შედგება მომენტებისგან, რომლებიც ცვლიან ყველაფერს 

სემს ლოს-ანჯელესში ჩასვლისას არაფერი უგრძვნია, არადა დიდი იმედი ჰქონდა რომ რაიმეს გაიხსენებდა ან იგრძნობდა. მეგანი ქალაქს გულისყურით ათვალიერებდა. ის გაოცებული იყო ამ ქალაქის მშვენებით, აი, ენს კი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მას წინ მთელი ბავშვობა ედგა. ის იგონებდა ბავშვობის ყველაზე ბედნიერ წლებს. მისთვის ქალაქის ყოველი კუთხე რაღაცას ნიშნავდა და რაღაცას უკავშრდებოდა. ლოს-ანჯელესი ხომ ჩრდილების ქალაქი იყო ენისათვის და რა თქმა უნდა სემისათვისაც, მიუხედავად იმისა რომ არაფერი ახსოვდა. ეს ის ქალაქი იყო სადაც მათ ცხოვრების ყველაზე ნათელი და ამაღელვებელი მომენტები გაატარეს. ამ ქალაქში ჩრდილები ცხოვრობდნენ... ჩრდელები წარსულისა, რომლებსაც ორივე საგულდაგულოდ მალავდა. ამ ჩრდილების დავიწყებას ორივე მთელი გულით ცდილობდა, დავიწყებას კი დიდი ტკივილი მოჰქონდა. ამ ტკივილმა და ტანჯვამ შეიწირა მათი ორივეს ბავშვობდა. ახლა, კი ორივე ამ ჩრდილების გახსენებას ცდოლობდა. სემს უნდოდა მათ საშვალებით გაეხსენებინა ვინ იყო და რას წარმოადგენდა, ენს კი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრის დახმარება უნდოდა, მიუხედავად იმისა რომ ეს ტკივილს აყენებდა, მაგრამ მეგობარი რისი მეგობარია გაჭრვებაში გვერდით თუ არ დაგიდგა, არ გაგამხნევა, არ გაიზიარა ის რასაც შენ განიცდი და შენი გულისათვის ტკივილი არ მოითმიბა. ენს ყოველი შენობა მოგონებას უღვიძებდა, ეს მოგონება კი ტკივილს აპენებდა, მაგრამ ის მაინც მხნედ იყო და საკუთარ თავს ეუბნებოდა: „შენ დიდი ხანია ცდილობ წარსულის დავიწყებას, ამან კი დიდი ტკივილი მოგიტანა... ახლა კი იქნება დრო მოვიდა წარსულით გამოწვეული შიში დაძლიო და ყველაფერის გახსენება სცადო... ამას ხომ სემისათვის აკეთებ!!!"  აი ამას ეუბნებოდა ენი თავის თავს და თან სემს უყურებდა. სემი ისე უყურებდა ყველაფერს თითქოს ლოს-ანჯელესში პირველად ჩამოვიდაო(როგორც მეგანი). მისვით ყველაფერი უცხო იყო. არაფერი არ უღვიძებდა მოგონებას, არაფერი იყო მისთვის ნაცნობი... მისთვის ეს გარემო უცხო იყო, ამიტომ აქ ყოფნა არც ტკივილს აყენებდა... 
გოგონები სასტუმროში გაჩერდნენ. მათ ნომრები ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო. მათ მთელი დილა ბარგის ამოლაგებას დაუთმეს, მერე კი როცა მოსაღამოვდა გადაწყვიტეს კლუბში წასულიყვნენ. 
-სემ თუ გინდა შენს საყვარელ კლუბში წავიდეთ - შესთავაზა ენმა სემს
-კი როგორ არა ძალიან მაგარი იქნება - თქვეს სემმა და მეგანმა ერთდროულად
-მაშინ წავიდეთ!! - თქვა ენმა და გარეთ გავიდნენ. ტაქსი გააჩერეს და კლუბ The Highlands Hollywood-ში წავიდნენ... იქაურობა მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო... გოგონები ძალიან მაგრად ერთობოდნენ. ბევრი დალიეს და ძალიან ძალიან ბევრი იცეკვეს. მაგრამ ამ კლუბში ჩვენთვის ნაცნობი სხვა ადამიანებიც იყვნენ. აბა თუ გამოიცნობთ ვინები? )) დიახ, დიახ, სწორედ ისინი ვინც თქვენ გაიფიქრეთ... ესენი იყვნენ ჯასტინი და ნიკი... ნიკი ალბათ გახსოვთ ვინც არის. ის სემის ბავშვობის მეგობარი...
-ჯასტინ ჯასტინ გეყოს მეტი აღარ დალიო, თორემ ძალიან დათვერი
-კარგი რა ნიკ დამაცადე!!!! - უყვირა მან ნიკს
-რა დაგაცადო!!!! უკვე რამდენი თვეა მხოლოდ სვამ და მეტს არაფერს აკეთებ... გეყოს!!! ამოვიდა ყელში შენი მთვრალი ნახვა
-დავაი რა!!!! - და ზურგი შეაქცია - კიდევ ერთი - უთხრა ბარმენს. ნიკი მიხვდა რომ ვერაფერს გააწყობდა და სხვა ბიჭებთან ერთად გვერდზე გადგა, მაგრამ უცებ... მან ენს, მეგანსა და სემს მოჰკრა თვალი. ამიტომ ისევ ჯასტინთან მივიდა
-ბიჭო გაიხედე იქეთ
-აუ დამანებე რა თავი
-ბიჭო ნახე სემი
-რა? სად? - და ნიკმა ხელი მათკენ გაიშვირა. ჯასტინმა კარგა ხანი უყურა, მერე გამობრუნდა ჭიქა აიღო ერთიანად გადაკრა და კიდევ ერთი შეუკვეთა
-რას აკეთებ?
-ვსვამ ვერ უყურებ? 
-კი ვუყურებ მაგრამ იქ სემიააააა
-მერე რა რომ არის... რა აზრი აქვს... ის ჩემი აღარ არის... უკვე გათხოვილია...
-შეიძლება ორსულადაც კი არის - შეაწყვეტინა ნიკმა... ამის თქმაზე ჯასტინმა მას მკვლელის თვალებით გახედა. ეტყობა ამის გაგონება საერთოდაც არ ესიამოვნა. ანდა რა გასაკვირი იყო რომ არ ესიამოვნა )) რომელ ბიჭს მოსწონს რომ მისი საყვარელი გოგონა სხვისი ცოლია და შეიძლება ორსულადაც კი იყოს :@... მითუმეტეს ეს ჯასტინის მსგავ ბიჭებს არ მოსწონს... ის ხომ ძალიან რომანტიკოსი და მესაკუთრეააა... ამ დროს მათთან ენი მივიდა, მიესალმა და ბარმენს სასმელი შეუკვეთა... ის ყველაფერს მიხვდა. მიხვდა თუ რას ეუბნებოდა ნიკი და რას აკეთებდა ჯასტინი... ეს ყველაფერი მათ სახეზე ეწერათ. წამოსვლას რომ აპირებდა შეჩერდა. სასმელები ადგილზე დადო, ჯასტინს მიუბრუნდა და უთხრა
-იდიოტი ხარ!!!
-რა მითხარი? - შეყვირა მან
-რადა ის რომ იდიოტი, დებილი და დეგენერატი ხარ
-კი მაგრამ რატომ მლანძღავ? - და ფეხზე წამოდგა
-იმიტომ რომ შენი ცხოვრების სიყვარული შენგან რამდენიმე ნაბიჯითაა დაშორებული შენ კი აქ ზიხარ და ილეშები
-მერე რა?
-რა მერე რა ბიჭო!!! შენ გაგიჯდი?
-კარგი რა რა აზრი აქ მაგ ყველაფერს რომ ამბობ? - და ისევ დაჯდა - სემ გათხოვილი და შეიძლება... - აღარ დაასრულა ჯასტინმა, მაგრამ მგონი მიხვდით რაც იგულისხმა. ამაზე ენს გაეცინდა და უპასუხა
-აი თურმე საქმე რაშია :დ არ იცი არა?
-რა არ ვიცი? - უთხრა ოდნავი სიმხნევთ
-ის რომ სემი არ გათხოვილა
-რა? გაიმეორე!!! მგონი მომესმა - წამოხტა ჯასტინი
-არა არ მოგესმა სემი არ გათხოვილა

როგორც ხედავთ წერის სტილი შევცვალე... იმედია წინააღმდეგი არ იქნებით... ეს იმიტომ გავაკეთე რომ მინდა რაღაც ახალი ვცადო. ეს კი ჩემთვის ასე ვთქვათ ახალია ))... ხო თუ კომენტარები იქნება გავაგრძელებ... თუ 20 კომენტარი ან მეტი იქნება ახალ თავს ერთ-ორ დღეში დავდებ ))
მიყვარხართ ყველანი <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1140 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-04-10 Spam
dzaan magaria male dade