მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » Only friends or love? 9
10:39 PM
Only friends or love? 9
Only friendor love? 9
Nothing will be left unchanged
Everything will change
Youth to change old age
But love will not disappear

London's Academy and New Friends
მშვიდი ღამისა და დასვენების შემდეგ მარიამს დილით ადრე გაეღვიძა..პირველი სააბაზანოში შევიდა,რადგან ხელ-პირი დაებანა და უკეთესად გამოფხიზლებულიყო..
-შენც ადექი ჯესი?
-ჰოო ავდექი.. ჯესი სააბაზანოსაკენ წავიდა,მაგრამ შემდეგ უცებ შემოტრიალდა..ალბათ რამე გაახსენდა ისეთი რაც მარისთვის უნდა ეთქვა..-ჰო მართლა გუშინ ლუსის უნდოდა შენთან ლაპარაკი..თქვა და იმ წამს ოთახი დატოვა და იქვე სააბაზანოში შევიდა.. მარის ცოტა გაუკვირდა რადგან უკვე რამოდენიმე დღე ლუსი და ის ერთმანეთს აღარ ან ვეღარ ელაპარაკებოდნენ..ბოლო დროს ერთმანეთისთვის არ ეცალათ და მხოლოდ ახალ მეგობრებზე ფიქრობდნენ... თუმცა მარის ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში ბევრჯერ უფიქრია ლუსის დალაპარაკებოდა,მაგრამ ის ყოველთვის თავის ახალ მეგობრებთან იყო და მარისთვის არ იცლიდა..
დიდხანს არ უფიქრია ლუსისთან ურთიერთობის შესახებ,ტანისამოსი შეარჩია და დაბლა ჩავიდა,სადაც ბავშვებს უკვე დაეწყოთ საუზმობა..
-ჰეი.. თქვა და თავისი ადგილი დაიკავა..
-დავალებაზე რას შვრება თქვენი  ჯგუფი? (ლუსი)
-ჩვენი? ჩვენ.. ჩვენთან ყველაფერი კარგად მიდის .. უპასუხა ლუსის მარიამმა და საუზმობა განაგრძო..ძველ მეგობარს მეტი აღარაფერი უთქვამს მარისთვის და ამჯერად თავის გვერდით მჯდომთან გააბა საუბარი..საუზმის შემდეგ ბავშვები დაიშალნენ,ზოგი კლასში წავიდა (უმეტესობა),მხოლოდ სამი ადამიანი არ წასულა გაკვეთილზე,ისინი ბიბლიოთეკაში გაიპარნენ,სადაც დავალებისათვის წიგნების ძებნა განაგრძეს..
-ამე საინტერესო იპოვეთ? დაახლოებით ერთი საათი გავიდა,რაც ისინი ბიბლიოთეკაში იყვნენ..
-მე ვერაფერი საინტერესო..
-იყო რამოდენიმე წიგნი,მაგრამ არამგონია რამეში გამოვდგომოდა,ამიტომ არ წამომიღია..
-გასაგებია.. მე ერთი წიგნი ვიპოვე..
-გვანახე აბა..
-ვფიქრობ აქ ამას ვერ განახებთ!..
-რატო? სწრაფად შეეკითხა ჯესი მარიამს..
-იმიტომ რომ მგონი ამ წიგნში ბევრად მეტი წერია ვიდრე ეს ვინმემ უნდა იცოდეს..თან ძალიან ძველია და საშიშია ვინმემ რო დაგვნახოს ეს წიგნი შეიძლება წაგვართვას.. 
-კარგი.. გასაგებია.. ჯესიმ მარის მართალია უთხრა გასაგებიაო,მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა რა საჭირო იყო ეს გასაიდუმლოება.. ბენს არაფერი უთქვამს..გოგოებს მხოლოდ ის შესთავაზა სახლში დაბრუნებულიყვნენ და იქ დაეთვალიერებინათ წიგნი.. მარიც და ჯესიც რა თქმა უნდა დაეთანხმნენ და ბიბლიოთეკა სასწრაფოდ დატოვეს.. 
-რობერტმა არ უნდა დაგვინახოს.. უფრო მარტივი იქნება თუ ჩემ ოთახში შემოხვალთ..
-მემგონი ჯობია ზევით ავიდეთ,რადგან დანარჩენი წიგნები იქ არის..
-ჰოო მარი მართალია ..დაეთანხმა ჯესი..
-კარგი..მე გაგაფრთხილეთ ისე.. წუწუნით გაყვა გოგონებს ბენი.. სამივე ცდილობდა ნელა გადაიედგა ნაბიჯები,რადგან ხის კიბეები საშინლად ჭრაჭუნობდნე..მარი და ბენი ამას როგორღაც ახერხებდნე,თუმცა ჯესის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩუმად სიარულს ვერ ახერხებდნენ..
თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა,ბავშვები მალევე მიხვდნენ რომ სახლში არავინ იყო.. არც რობერტი და არც ჯეიდა.. 
-ნეტა სად არიან? შევიდნენ თუ არა ოთახში ჯესიმ გაუთავებელი ლაპარაკის წამოწყება სცადა,თუმცა არ გამოუვიდა,რადგან შეაჩერეს..
-ჯესი წიგნები მოიტანე.. მარი კარგად მოკალათდა.. ბენიც გვერდით მიუჯდა..
-როგორც ჩანს მე მხოლოდ გადამზიდავის როლს ვასრულებ.. ჯესიმ წუწუნით დაალაგა წიგნები ბავშვების წინ და თვითონაც მათ გვერდით კომპორტულად მოკალათდა.. 
-ე.ი ამ წიგნებს გავიყოფთ სამად.. 
-კი მაგრამ აქ 16 წიგნია შენი უცნობი წიგნის ჩათვლით..16 კი სამზე არ იყოფა..
-ჯესი ეს შენ თქვი? (ბენი)
-მგონი ჰო.. სწრაფად და ღიმილით მიუგო ჯესიმ..
მისთვის ყურადღება არცერთს არ მიუქცევია ამჯერად..
-მარი მგონი კარგი იქნება ახლავე გადავათვალიეროთ ეს წიგნები.. წამით გაჩუმდა,მერე კი ისევ განაგრძო ბენმა, -შეიძლება აქაც იყოს ისეთი წიგნები რაც საჭირო არ არის და ეს უფრო შეგვიმსუბუქებს საქმეს..
-რა თქმა უნდა.. ახლა აქ ამისთვის ვართ..
-კარგი მაშინ დავიწყოთ..

ორი საათის შემდეგ/Two hours later

-დავიღალე ამ უაზრო წიგნებში ცქერით.. წუწუნით დაარღვია ოთახში  მყოფი სიმყუდროვე და სიმშვიდე ჯესიმ..
-ჯესის ვეტანხმები ამჯერად მეც დავიღალე...თან ეს წიგნი არ გამოდგვადგება..არაფერია ჩევნთვის საინტერესო..თქვა მარიმ და ისევ წიგნს დააჩერდა,როგორც ჩანს რაღაც საინტერესო იპოვა..
-შევისვენოთ (ბენი)
-მოიცა ეს წიგნი გამოდგვადგება.. ბენ შეხედე.. ეს ნამდვილად გამოდგება..
-კარგი მაგრამ არ შევისვენოთ? მარიამს ბენი და ჯესი ერთდროულად შეეკითხნენ..
-ცოტახანიც..გთხოვთ..
-კარგიი მაგრამ ეს წიგნი არ გამოდგება.. ჯესიმ წიგნი რომელიც ხელში ეჭირა გვერდით დაიდო და სხვა აიღო..საქმიანობამ ისე გაიტაცა სტუდენტები რომ სხვა ყველაფერი გადაავიწყდათ.. უკვე მოსაღამოვებული იყო და სხვებს ვახშმობაც დაეწყოთ,როცა ჯეიდამ იკითხა დანარჩენები სად იყვნენ..
-არ ვიცით მემგონი პროექტზე მუშაობენ..თქვა ლუსიმ ყველას მაგივრად..
-საინტერესოა მთელი დღეა არ მინახავს არც ბენი,არც გოგოები..
-ჰო არც გაკვეთილებს დასწრებიან..
-რა უცნაურიაა..წავალ რობერტს შევატყობინებ..
-არა ჯეიდა არ არის საჭირო ისინი ბიბლიოთეკაში იყვნენ,დავალების შესასრულებლად.. მარიამი,ჯესი და ბენი დავიდარაბას მაიკმა გადაარჩინა..თუმცა მისი საქციელი როგორც ჩანს ერთ ადამიანს სულაც არ მოეწონა..როგორც ჩანს ლუსიმ სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი მარისთან.. 
ჯეიდას მეტი აღარ ულაპარაკია სამზარეულოში გავიდა ვახშმის დარჩენილი ნაწილისა და დესერტის გამოსატანად.. სწორედ ამ დროს ოთახის მეორე კარები გაიღო და ჯესი გამოჩნდა.. შემდეგ ბენი მოჰყვა ბოლოს კი მარიამი..არავის არაფერი უკითხავთ მათთავის და სტუდენტებმაც მშვიდად დაიწყეს ვახშმობა.. მალე ჯეიდა ისევ შემოვიდა ოთახში და დესერტიც შემოიტანა.. 
-სად იყავით ბავშვებო? როცა ყველაფერს მორჩა მარის და ბენს მიუბრუნდა.. 
-არსად ..ბიბლიოთეკაში... ყოყმანით წარმოთქვა სიტყვები მარიმ..ალბათ ამას ჯეიდაც შეამჩნდევდა ან შეამჩნია მისი ყოყმანით წარმოთქმული სიტვები თუმცა არაფრისთვის მიუქცევია ყურადღება და სტუდენტებისთვის მეტი არაფერი უკითხავს..ვახშმის შემდეგ ბავშვები როგორც ყოველთვის თავ-თავიანთ ოთახებში დაბრუნდნენ..რამოდენიმე ტელევიზორის საყურებლადაც დარჩა.. მარი,ჯესი და ბენი ისევ გოგოების ოთახში ავიდნენ და წიგნების კითხვა და გადახარისხება განაგრძეს.. 
-მოკლედ ამ 15 წგნიდან ჩამოვედით 5-ზე.. ეს ხუთი წიგნი აუცილებლად დაგვჭირდება,დანარჩენებს ხვალ ბიბლიოთეკაში დავაბრუნებთ..
-მაგრამ იცი რა მაინტერესებს? 
-რა ჯესი?
-აი ის წიგნი შენ რომ იპოვე.. 
-ჰო მართლა ეგ სულ დამავიწყდა..
-მგონი დროა ეგ წიგნიც გადავატვალიეროთ და გავიგოთ რა წერია...
-მართალი ხარ..მარიმ გვერდით მიგდებული ჩანთა აიღო და "ზმეიკა" გახსნა.. იქიდან კი ძველი,მაგრამ საკმაოდ დიდი და სქელყდიანი წიგნი ამოიღო..
-ვაუ რამხელა წიგნია.. ჯესისთვის ყურადღება არცერთ მათგანს მიუქცევია.. ან როგორ მიაქცევდნენ,როცა ისინიც ჯესისავით გაკვირვებულები და გაოცებულები იყვნენ.. მარი წიგნი მუხლებზე დაიდო.. ბავშვებს ერთხელ კიდევ შეხედა.. და მიხვდა რომ მათაც ინტერესი კლავდათ,აინტერესებდათ რა საიდუმლოს მალავდა ეს წიგნი..
ან საერთოდ მალავდა თუ არა რამეს.. არცერთი ხმას არ იღებდა..თუმცა სიტყვები არც იყო ამჯერად საჭირო,რადგან ყველას ერთი და იგივე აზრი უტრიალებდა ამ წუთას თავში..მარის დიდხანს აღარ დაუტანჯავს ბავშვები და წიგნი გადაშალა..
image
წიგნის გადაშლისას მტვრის კორიანტელი დადგა ოთახში..როგორც ჩანს დიდი ხანია იგი არავის გადაუშლია და არ გამოუყენებია..წიგნის ფურცლები ისე იყო დამტვერილი რომ ისედაც მკრთალ და გაურკვეველ ასოებს ამჯერად სულ ვერ გაარჩევდით..ზოგი ფურცელი ნახევრად ამოგლეჯილი იყო,ზოგგან კი რაღაც ნახატები ეხატა.. ეს ნახატები მითილოგიურ გმირებს უფრო გავდნენ.. 
-მემგონი ეს ის არის რაც გვინდოდა.. (მარი)
-ნამდვილად.. და ვფიქრობ იმაზე მეტიც არის..(ბენი)
-მორჩა დღეისთვის საკმარისია.. ხვალ 7-ის ნახევარზე აქ იყავი და შევეცადოთ უფრო მეტი გავარკვიოთ ამ წიგნზე...(მარი)
ბენი ოთახიდან გავიდა..გოგოები კი მარტო დარჩნენ..ჯესი ჯერ კიდევ გაოგნებული იყო.. თუმცა თვითონაც არ იცოდა ზუსტად რის გამო იყო გაოგნებული ამ ძველი წიგნის გამო თუ იმ ნახატების გამო რომელიც წიგნში ნახა..
-წავალ აბაზანაში და მალე დავბრუნდები.. თქვა ბოლოს ჯესიმ და ემოციებით სავსემ და გაოგნებულმა დატოვა ოთახი..მარი მარტო დარჩა წიგნთან.. თითქოს რაღაცამ,იმ იდუმალმა ძალამ რომელიც ამ წიგნს მოჰყვა ისიც შეაშინა,მაგრამ უფრო მეტად ინტერესის გრძნობა აღუძრა.. წიგნის მტვრიან ყდას ხელი კიდევ ერთხელ გადაუსვა.. წიგნზე ცხოველის ფორმა გამოიკვეთა..
-ეს რა არის? ჩაიალაპარაკა მარიმ თავისთვის და იქვე რაც ეგდო ხელში აიღო და კიდევ ერთხელ უფრო კარგად გადაუსვა წიგნს "ტილო" (თუცმა ეს ჯესის შავ მაიკას უფრო გავდა).. საშინელი მტვერი როგორც იქნა მოაცილა წიგნს და მთლიანი წარწერა გამოჩნდა..წიგნზე დიდად "გები" და "რა"..
-დედამიწისა და მზის უზენაესი ღმერთები? მარიამმა კიდევ ერტხელ კარგად შეათვალიერა წარწერაა და მის გვერდით უფრო წვრილი შრიფტით პატარა წარწერაც შეამჩნია..წარწერა არც ისე ადვილი გასარჩევი იყო.. ძველი ბერძნული ასოების ამოკითხვა მარის ძალიან გაუჭირდა და იმ წიგნის მოძებნა დაიწყო,რომელშიც თითოეული ასოს განმარტება იყო.. 
-მაგრამ ბერძნული და ეგვიპტური რა შუაშია? გები და რა ეგვიპტური მითოლოგიაში ღმერთები ყვნენ ..აქ კი ძველ ბერძნულად წერია წარწერა..თან ლექსიკონს ეძებდა და თან თავისთავს ელაპარაკებოდა..ბოლოს როგორც იქნა ლექსიკონი იპოვა და მაშინვე წინადადების გაშიფრვა დაიწყო.. 
-არ არსებობს! წარმოთქვა რამოდენიმე წუთის შემდეგ როცა წინადადების მთლიანად ამოკითხვა და მისგან აზრის გამოტანა შეძლო...

გაინტერესებთ გაგრძელებაა?? მაშინ კომენტარები დამანახეთ :დდდ
მადლობა რომ კითხულობთ და მკითხველებს ვეკითხები ფანტაზიაც რო შევურიო მოგეწონებათ ? :დდდდ მეზარება წეერაა :დდ კითხვაზე მიპასუხეთ გთხოვთ და კიდე რა ტქმა უნდა დდაააკომენტარეთ.. :დდდ იმედი მაქვს მოგეწონათ ან ოდნავ მაინც მოიხიბლეთ :დდდდ... უიი ის დამავიწყდა მეთქვა ვის ეძღვნება ეს თავი.. ეს თავი მინდა ვაჩუქოო skippy-ს ...მადლობაა შენ რომ კითხულოობბ... აბა რას იტყვიი მოგეწონააა? ?:დდდდ

მიყვარხარ ყველა... I LOVE YOU ♥

M i s s ♥ M a r t i n a
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 675 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-06-05 Spam
momwons)))))