მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 30 » Only friends or love? 8
4:46 PM
Only friends or love? 8
Only friendor love? 8
Nothing will be left unchanged
Everything will change
Youth to change old age
But love will not disappear

It's still the beginning
დირექტორმა სანამ კლასი დატოვა,კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.. 
-ხვალ მათ ვინც ლონდონში მიემგზავრება ჩემ კაბინეტში ველოდები 12 სთ-დან ორ საათამდე..გავიდა თუ არა ზარიც დაირეკა და ყველა წამოიშალა.. ლუსი ჯერ კიდევ შოკში იყო ახალი ამბავის გამო.. მაიკმა გოგოებს მშვიდად,სრულიად აუღელვებლად მიულოცა თითქოს ეს განსაკუთრებული არაფერი იყო და კლასიდან გავიდა.. გოგოები მარტო დარჩნენ.. 
-ლუსი მგონი დროა დამშვიდდე..
-ვიიციიმააგრაამარშემიძლიაარაჩემიბრალიააა... ისე მიაყარა სიტყვები
რომ თვითონაც ვერ გაიგოო და აზრიც ვერ გამოიტანა იმისგან თუ რა თქვა..
-ლუსი უკვე მერამდენედ გეუბნევი.. მეც მიხარია მაგრამ ასე არ გავგიჟებულვარ...
-მაააგრაამმ..დაიწყო მაგრამ მარიმ შეაწყვეტინა..
-დამშვიდდი და ისე თქვი რაც გინდა..
-Ok.. როგორც იქნა ლუსიმ მშვიდად დაილაპარაკა და როგორც იტყვინ "ჭორაობით" დატოვეს კლასი.. უკვე სრულიად დაცარიელებული დერეფანი გაიარეს და ეზოში აღმოჩნდნენ..

* * * * *
როგორც იქნა ამ თავისებურად მომაბეზრებელი და თავისებურად კიდევ კარგი დღის ბოლო მოახლოვდა.. დაღლილ-დაქანცული მარიამი სახლში შევიდა..სადაც როგორც ყოველთვის მშვიდი და საოჯახო გარემო იყო შექმნილი..ახლაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა... მხოლოდ ტელევიზორის ხმა ისმოდა..როგორც ჩანს ვინც ტელევიზორს უყურებდა სპორტის და განსაკუთრებით კალათბურთის დიდი ფანი იყოო..
-ჩარლი მემგონი შესაძლოა ცოტა ხმადაბლა უყურო..
შვილის შენიშვნა მიიღო და ტელევიზორს ჩაუწია..
-სსად იყავი აქამდე?
-ლუსისთან ერთად "ვზეიმობდი"
-და რას ზეიმობდი?
-ლონდონში მივემგზავრები.. 
-ვაუ...ძალიან კარგია..
-ხო შეიძლება კარგია,მაგრამ ახლა მეძინება და თანაც საშინლად..
-კარგი ძილინებისა პატარა..
გაიგონა თუ არა ჩარლის ბოლო სიტყვა მომკვლელი თვალებით გახედა ჩარლის,მანაც უცებ შეცვალა თავისი სიტყვები..
-მაპატიეთ.. ძილინებისა მის.. :დ უთხრა და შვილს გაუცინა.. მარიამს აღარ მიუქცევია ყურადღება და პირდაპირ საძინებელში შევიდა.. ჩანთა გვერდზე მოისროლა და ტანსაცმლით მიწვა ლოგინზე და ისე დაეძინა.. უკვე შუაღამეს გადაცილებული იყო,როცა მარიამი წყალის წყურვილმა გამოაფხიზლა..ახლაღა გააცნობიერა რომ ლოგინში ტანისამოსით იწვა.. თუმცა თავდაპირველად ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია..წყლის წყურვილი მოიკლა და საღამური ჩაიცვა..

* * * * *
კიდევ რამოდენიმე უაზრო დღემ გაიარა და დადგა ის წუთი როცა სტუდენტები  ლონდონში უნდა გაფრენილიყვნენ..
-ძალიან მომენატრები არ ვიცი უშენოდ როგორ გავძლო..წარმოთქვამდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნინა და თან ცრემლებს აფრქვევდა..
-დედა რა გჭირს? საქართველოში როგორ დამტოვე აბა??
-არ ვიციი.. მაგრამ არ მინდა შენი გაშვება..
-კარგი გეყოს დამშვიდდი.. ჩარლიმ ნინას თბილად გაუღიმა,მანაც საპასუხოდ იგივე გააკეთა და სლუკუნი შეწყვიტა..
-აი შეიმშრალე..მარიმ ხელსახოცი გაუწოდა და შემდეგ ისევ განაგრძო..
-დროა მე დაგტოვოთ და ჩემ ჯგუფს შევუერთდე.. ძალიან მომენატრები..
-შვილო რამდენი წელი უნდა იყო იქ? ამჯერად უკვე მშვიდად წარმოთქვა ნინამ სიტყვები..
-3,მაგრამ არდადეგებზე ჩამოვალ ხოლმე..
-ჩემი პატარა გოგო როგორ გაზრდილხარ.. უთხრა ნინა თავის ერთადერთ და ყველაზე საყვარელ შვილს და კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში..
-ვწუხვარ მაგრამ დროა წავიდე..
მარიამი წავიდა თავისი ჯგუფისაკენ ისე რომ უკან არ მოუხედავს,რადგან მასაჭ უჭირდა განშორება და ამავდროულად აღარ უნდოდა მათი დამშვიდობება ფილმის ერთ-ერთ სენტიმენტალურ სცენას დამსგავსებოდა..
-ლუსი,მაიკ,მარი.. აქ ხართ?
-აქ ვართ.. ლუსიმ წარმოთქვა სამივეს სანაცვლოდ..
-ლონდონში მე წამოგყვებით მიგიყვანთ უნივერსიტეტამდე მერე კი აბა თქვენ იცით..
დირექტორი და თავისი მოსწავლეები თვითმფრინავის გასასვლელისკენ წავიდნენ,რომლის ბოლოშიც ლონდონში მიმავალი თვითმფრინავი მიფრინავდა.. ტრაპი სწრაფად აიარეს და საჰაერო "მანქანაში" აღმოჩნდნენ.. ლუსიმ თავისთვის რაღაც წარმოთქვა და თავისი ადგილი დაიკავა..ასევე მოიქცნენ სხვებიც.. მთელი მგზავრობის განმავლობაში მარიამი ხმას არ იღებდა..მხოლოდ მაშინ ლაპარაკობდა როცა ლუსი რაიმეს შეეკითხებოდა თუმცა ესეც იშვიათად ხდებოდა და ძირითადად მოდას შეეხებოდა.. ლუსი Fashion-ჟურნალს ჩაკირკიტებდა და დროდადრო გაოცებისგან პირს დააღებდა..
-არ მეგონა თუ გეი იყო..
-რამე მითხარი? ჩაეკითხა მარიამი..
-არა.. გაიკვირვა ლუსიმ..- ვკითხულობ.. უთხრა და ჟურნალი უჩვენა..
-გასაგებია.. 
ლუსისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ნაოშნიკები გაიკეთა ყურებში და მუსიკა ჩართო..მთელი ფრენის განმავლობაში მუსიკას უსმენდა.. ბოლოს როცა უკვე ლონდონში იყვნენ ლუსიმ გამოაფხიზლა..
-რა იყოო? წარმოთქვა მარიმ,რომელსაც ძილის შემდეგ ხმა წასვლოდა..
-არაფერი.. ლონდონში ვართ.. ლუსის ღიმილი ყურებამდე აუვიდა.. :დ
-აა... ახალ გაღვიძებული გამოფხიზლდა.. წამოდგა და თვითმფრინავი დატოვა..
-მე თუ მკითხავ უმაგრესი იყო.. პირველად ვიფრინე და ეს უზომოდ მაგარი იყოო.. ემოციებით დატვირთული ლუსის "რადიო" ჩაირთო როდესაც აეროპორტი დატოვეს და ტაქსიში ჩასხდნენ.. 
-შენ რას იტყვი მარი? უმაგრესი არ იყო?
-შეიძლება..
-შეიძლება?? კარგი რაა ... წამოიდგინე რამხელა ჯართით ვიფრინეთ ჰაერში და მეორე კიდევ ასე უცებ ლონდონში გავჩნდით მისი საშუალებით..და ამბობ არ იყო მაგარიო?
-ჰო ვამბობ..
მარიამის მოკლე პასუხმა მიახვედრა ლუსი რომ ცოტაახნით დასვენება სურდა და ახლა მაიკს მიუბრუნდა რომელიც მის მარცხნივ იჯდა..
-შენ რას იტყვი მაიკ?
-რავი რა უნდა ვთქვა რო?
-რა უჟმური ხალხი ხართ თქვენ.. თქვა განაწყენებულმა ლუსიმ და სანამ უნივერსიტეტში არ მივიდნენ ხმა აღარ გაუღია..პირველად დირექტორის ოთახში შევიდნენ სადაც ყველაფერს გაეცნენ..
-მე მიგაცილებთ აისის სახლის საცხოვრებლამდე..დირექტორი ფეხზე წამოდგა და მასვე მიბაძეს იქ მყოფებმაც..
-მადლობა.. როგორმე მივაგნებთ..დიდი მადლობა.. დირექტორს უარი აღარ უთქვამს და ბავშვებმა ოთახი დატოვეს.. 
-რა მაგარიიაა რაოო რაა თქვა რომელ სახლში ვიცხოვრებთ??
-აისის თუ ..
-აირისის გოგონი..აირისის.. გაისმა უხეში ხმა და მათ წინაშე უცებ მაღალი,უხეში შესახედაობის კაცი დადგა.. ბლანჟე საშინლად არ უხდებოდა სახის ნაკვთებიც მკაცრად დაჭიმვოდა..
-გასაგებია და ეგ აირისის სახლი სად არის ვერ გვეტყვით? ლუსიმ წამოიწყო საუბარი.. 
-პირდაპირ.. პაუზის შემდეგ განაგრძო..-გამომყევით,მე აირისის სახლის დარაჯი ვარ..თქვა და სწრაფი და დიდი ნაბიჯებით წავიდა... ბავშვებიც უკან გაჰყვნენ.. 
-რა უჟმური და საშინელი კაცია..
-რაოო ლუსი ჩვენი სახლის დარაჯი არ მოგეწონა? (მარი)
-რაა მეხუმრები??
-ხო შეიძლება..
-მაიკ შენ რას იტყვი?
-გეთანხმები..
-არც თქვენ ხართ ნაკლებად უჟმურები :დდდ.. თქვა ლუსიმ,ნაბიჯს აუჩქარა და დარაჯს წამოეწიაა..თუმცა როგორც ჩანს დარაჯსაც არ სურდა ლაპარაკი და ერთმანეთს ვერ გაუგეს.. როცა მიხვდა რომ მის გვერდზე მიმავალი არც ისე სასიამოვნო ადამიანი იყოო,მაშინ ნაბიჯს უკლო დარაჯს ჩამორჩა და ბავშვების გვერდით განაგრძო სვლა...დიდხანს არარ უვლიათ,ძალიან მალე ისინი აირისის სახლის წინ იდგნენ..მოუხეშავმა და შეიძლება ითქვას ცოტა საშიშმა და უხეშმა დარაჯმა კარები გააღო.. სტუდენტები ნელი ნაბიჯით შევიდნენ.. მარიამი დაკვირვებით ათვალიერებდა ყველაფერს.. ძალიან უბრალო შესასვლელი იყოო,თუმცა ამ შესასვლელს ძალიან ლამაზი ჭაღი ამშვენებდა,ალბათ იმიტომ იყო მშვენიერი რომ ძველი იყო..სიძველებიი კი ყოელთვის რატომღაც ლამაზი და საინტერესოა..იქვეე კდელზე მიყურებული სარკე იდგა.. ხოლო მათგან მარცხნივ საკუჭნაო იყო,რომლის შესასვლელი კარები ამჯერად ღია დარჩენილიყო..
-რამდენჯერ ვუთხარიი როომ კარებს ღიას ნუ ტოვებენ.. როდესაც მიხვდა რომ სტუდენტებს ინტერესი გაუჩნდათ თუ რა ოთახი იყო რობერტმა კარები დაკეტა..
-აქ რას უდგახართ პირდაღებულები,შემდეგ მკაცრად და უფრო ხმამაღლა განაგრძო საუბარი და ბავშვები მისაღებ ოთახში შეიყვანა,სადაც ყველა სტუდეტი იყო ვინც აირისის სახლში ცხოვრობდა..
-გამარჯობათ თქვენ ახალი მოსწავლეები ხართ ამერიკიდან არა?
-კი ასეა.. მხიარულად უპასუხა ლუსიმ..
-მოდით აქ დასხედით და ბავშვები გაიცანით მანამ სანამ
 ვახშმობის დრო არ დადგება..
სტუდენტები დივანზე ჩამოსხდნენ..
ლუსიმ იმ წუთში ყველა გაიცნო და მათივე ნომრებიც სასწრაფოდ ჩაიწერა.. მალე ლუსისა და აირისის მოსწავლეების საუბარში მაიკიც ჩაერთო,მარიმ კი ისინი დასტოვა და მის აღმზრდელს შეუერთდა..
-შეიძლება დაგეხმარო?
-არა გენაცვალე არ შეწუხდე..შენ ჯობია დაისვენო..
-არა დასვენება აღარ მინდა ისედაც დავიღალე სრული უსაქმურობით..
-კარგი მაშინ ეს გაიტანე..უთხრა ჯეიდამ მარის და კრუასანებითა და შოკოლადით სავსე ლანდარი გაუწოდა..
-ამდენი? რა საჭიროაა?
-დამიჯერე საჭიროა...
-გასაგებია..მაგრამ ერთი კითხვა მაქვს..
-აბა გისმენ !.. ჯეიდა სალათის მომზადებას მოეშვა და მზერა მარის მიაპყრო..
-ამ სახლში რამდენი ბავშვი იყო ჩვენ მოსვლამდე?
-11..ახლა კი 14 :დდ..ისევ სალათის მომზადება განაგრძო,მარიამი კი სამზარეულოდან სასადილო ოთახში გავიდა და ლანარი მაგიდაზე დადგა..
-კრუასანიი.. სასწრაფოდ გამეცალეთ.. მაშინვე ოთახში გიჟივით მომაფრენი ბიჭი გამოჩნდა.. შეშინებული,თუმცა უფრო გაკვირვებული მარიამი გვერდით გადგა.. ბიჭმა რამოდენიმე კრუასანი ერთად აიღო და ამჯერად მთელი თავისი სიმშვიდით თავისივე ადგილზე დაჯდა..
მალე ყველა ბავშვი შემოვიდა.. ლუსი ვიღაც გოგოსთან ერთად,მაიკმა კი თავისნაირი "შკოლნიკი" ბიჭი იპოვა როგორც ჩანს ..::დდდ.. 
-შენ ...შენ... რომელი ხარ? მიმართა ქერათმიანმა გოგონამ მარის და ყველამ მასვე მიაპყრო მზერა..
-მე მარი ვარ ამერიკიდან..
-okey,გასაგებია და არ ჯდები??
-როგორ არა..
მარიამი ქერათმიან გოგოსა და უცნობ ბიჭს შორის ჩაჯდა..თუმცა სხვაგან მაინც ვერსად დაჯდებოდა,რადგან მეტი ადგილი უკვე აღარ იყო..ჯეიდამ 
კიდევ შემოიტანა რამოდენიმეჯერ ხილით და ესერტებით სავსე ლანგრები და კიდევ ბევრი სხვა....
-იცი მე და შენ ერთ ოთახში ვერ ვიქნებით ..წამოიწყო ლაპარაკი ლუსიმ და სიჩუმე დაარღვია..
-რაა? ლუსი მე მეგონა.. მარიამმა დაიწყო თუმცა შეწყვიტა,რადგან მიხვდა სრულიად უაზრო იქნებოდა ახლა ლუსისთან დავა..
-სამაგიეროდ მე და შენ ვიქნებით ერთად.. თქვა ქერათმიანმა..-ისე მგონი ჩემი სახელი არ იცი მე ჯესიკა მქვია,მაგრამ ყველა ჯესის მეძახის..
-უფრო სწორედ სულელ ჯესის.. წარმოთქვა პირგამოტენილმა სემმა..ჯესის მისთვის არაფერი უპასუხია,როგორც იტყვიან მხოლოდ თვალებით განგმირა..
-ძალიან მიხარია ჯესი..
ვახშმობას მალე მოჩნენ და მერე როგორც ყოველთვის დაიფანტნენ... ზოგი თავის ოტახში შევიდა..ზოგი ახალ მეგობრებთან ერთობოდა..ზოგიც ისევ და ისევ ჭამით სკდებოდა.. მარიამი და მისი ახალი მეზობელი ოტახში შესულიყვნენ და ლაპარაკობდნენ.. როგორც ჩანს მათი განსხვავებულობისა ერთმანეთს მაინც გაუგეს და კარგად დამეგობრდნენ... 

* * * * *
-ჯესი გაჩუმდი და მომისმინე..
-არის მისს.. ჯესიმ პირზე კლიტე დაიდო და მარიმ კი ლაპარაკი დაიწყო..
-ყველა ის წიგნი გამოგვადგება რომელიც ზველ საბერძნეთზეა..
-კარგი გასაგებიაა.. მე იქით მოვძებნი თქვენც დაიშალეთ და ისე მოძებნეთ.. კარგია?
ჯესის მეტი აღარაფერი უთქვმს და არც პასუხს დალოდებია სწრაფად წავიდა.. მარიმმაც იგივე გააკეთა.. ხოლო ბენი იდგა და უყურებდა..
-ასე აპირებ დგომას?
-შეიძლება..
-კარგი და ბენ მოდი მომეხმარე..
-მეზარება..
-მაშინ ეს კიბე მაინც მომიდგი..
-არაა პრობლემა.. 
ბენმა (თქვენთვის ალბათ ჯერჯერობით ჯერ კიდევ უცნობმა :დდ ) კიბე იქ დადგა სადაც მარიმ მიუთითა..შემდეგ კი ისევ განზე დადგა და მარის დაუთმო კიბეზე ასვლა და წიგნის ძებნა..
-მგონიი ვიპოვეე... ააააააააა... უცეებ,"ვითომ" მოულოდნელად კიბე თიტქოს ამოძრავდაო,მარი კი ძირს ჩამოვარდა.. თუმცა ძირს არ ჩამოვარდნილა და კიბეც მხოლოდ იმიტომ გაანძრია ბენმა რომ ის დაეჭირა...
-ბეეენ.. ნერვებს მიშლი.. დამსვი ახლავე..
-კარგი.. თქვა და მარიამს ხელი გაუშვა..
-აააა საწყლად წამოიკვნესა მარიამმა და წამოდგა..
-ამას არ გაპატიებ საძაგელო,უთხრა და თვალი თვალში გაუყრა..
-კარგი დაველოდები შურისძიებას..
მთელი დღე ბიბლიოთეკაში გაატარეს წიგნების ძებნაში..ბევრი წიგნი იპოვეს ძველ საბერძნეთზე..თხუთმეტამდე მაინც.. ყველა წიგნი ბენს ჩაუდეს და აირისის სახლამდე ატარებინეს..
-ჩვენ ოტახში ავიტანოთ და შემდეგ ბავშვებს შევუერთდეთ.. თქვა მარიმ და ზევით წავიდა.. ბენიც მას მიჰყვა უკან.. ჯესიი კი ისე რომ ვერც შეამჩნიეს მათ გამოეპარა და სასადილო ოტახში ბავშვებს შეუერთდა,რომლებიც გემრიელად ვახშმობდნენ..
-ჯესიკა მარი სად არის?
-მარიმ და ბენმა წიგნები აიტანეს და მალე მოვლენ..
-აააააა...უთხრა ჯესის შემდეგ კი თავისთვის ჩაილაპარაკა.. რამოდენიმე დღეა აღარ მილაპარაკია მარისთან..
-მე მითხარი რამე?
-არა...ლუსის მეტი არაფერი უთქვამს,ისევ ვახშმობა განაგრძო..სწორედ ამ დროს მარი და ბენი სიცილით შემოვიდნენ ოთახში..
-რაზე იცინიხართ? როგორც ყოველთვის ამჯერად პირგამოტენილიიყო სემი..
-არაფერზე სემ.. ნუ ლაპარაკობ ნელა ჭამე რო გულზე არ დაგადგეს..
-კარგი პრობლემა არ არის..
-აი ტორტი მოვიდაა.. ჯეიდაც გამოჩნდა ტორტით ხელში..
-რა მაგარია.. სემს ისე გაუხარდა პატარა ბავშვვივით ხელები შემოჰკრა..
-მიჭირს დაჯერება..მგონია რომ ბაღში ვარ..
-იცი სემი ჭკვიანია თუმცა იმდენ შოკოლადს და ტკბილეულს ჭამს რომ მისი ტვინი სულ შაქარმა მოიცვა.. გადაჩურჩულა ბენმა მარის..
-რამეს მიმალავთ? (ჯესი)
-რას უნდა გიმალავდეთ?(მარი)
-რო არ ვიცი იმიტომ გეკითხებით..
-კარგი დამშვიდდი არაფერს გიმალავთ...
-კარგია.. თქვა ჯესიმ და ტორტის ნაჭერი აიღო..
-მეც მინდაა..
-ახლავე მომეცი შენი თეფში მარი..
-ერთი წუთი.. აიღე..
საღამომ იმაზე უკეთესად ჩაიარა ვიდრე ეს რომელიმე მათგანს ეგონებოდა.. ტორტი უგემრიელესი აღმოჩნდა.. როგორც ყოველთვის ჯეიდამ ამჯერადაც შესანიშნავად მოამზადა..ბავშვებმა გემრელად ივახშმეს შემდეგ ერთად რაღაც კომედიას უყურეს.. ისე გავიდა დრო რომ ვერ მიხვდნენ როგორ მოვიდა დაწოლის დრო..მარიამმა ყველანაირი უაზრო ფიქრი მოიცილა და თბილ ლოგინში შეწვა.. როგორ ჩვეულებრივ ეს ხდება სიზმრების სამყაროში გადაეშვა,თუმცა სიზმარი ხანდახან რაღაც რეალურთან და ნამდვილ სამყაროსთანაც არის დაკავშირებული..

მალეე ნატალის კონკურსი უფრო სწორედ აქცია იწყება და დროა მე 

დავასრულო ეს მოთხრობა,თუმცა ძალიან შემიყვარდა..მომდევნო თავი 

ალბათ (კი არადა) დასასრული იქნება.. ბევრ ლაპარაკს ვერ გავაგრძელებ 

რადგან მეზარებაა წერა :დდ (დაღლილი ვარ საშინლად)...

იმედი მაქვს მოგეწონათ და მადლობა რომ კითხულობთ...

მიყვარხარ ყველა... I LOVE YOU ♥

M i s s ♥ M a r t i n a
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 661 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-05-31 Spam
male dade<333 :)))